Mine (1 თავი)
ვხატავდი. თუმცა ვერ ვხატავდი. წვიმის ხატვა არ გამომდიოდა.. - მის მეწვრილმანე,ოდესმე გამოგივა, - ნახატი წამართვა ლინდამ. მარიამმა სიცილი დაიწყო ჩემს გაბრაზებულ სახეზე. - დღეს გავიდეთ რა,ის შარფი რომ არ ვიყიდო გავგიჟდები, - წამოიძახა ლინდამ. - ამ სიცივეში გარეთ როგორ გახვალთ, - თქვა შეწუხებულმა მარიამმა და მე გადმომხედა. - მარი ნუ მაცინებ. ანუ მთელი ზამთარი სულ სახლში უნდა ვიყოთ? - ვუთხარი მე,თუმცა საუბარი მარიამის ტელეფონზე შემოსულმა ზარმა გაგვაწყვეტინა. ნახევარ წუთში მარიამი ყვიროდა სანდრო დაბრუნდა,როგორ მომენატრაო და ჟაკეტს იცვამდა. - ვითომ ერთი კვირის წინ არ წასულიყოს, - გაიცინა ლინდამ. - მარიამ, მაგ ზოლებიანი რაღაცით უნდა ნახო მთელი ერთი კვირის უნახავი სანდრო? - გავიკვირვე მე. - რა,რამე ჭირს? - ნუცა, მარის კაბას მოუხდება შენი შავი ქურთუკი, - შემომხედა ლინდამ,მე ვანიშნე,რომ მართალი იყო და მარის რამდენიმე წამში ისე ეცვა,ჩვენ რომ გვინდოდა. მარიამი კარს რომ გვიხურავდა მე და ლინდამ ერთდროულად მივაძახეთ: - ახლა აღარ ცივა მარიამ?! *** მაღაზიაში ლინდა რომ შარფს იღებდა მე გამოვედი. ლინდას ტოიოტას გვერდით ლურჯი ჯიპი იდგა. მივედი და ჩამოვჯექი. ყურსასმენები გავიკეთე და თვალები დავხუჭე. რამდენიმე წუთში ვიგრძენი რომ ნაწნავიდან რეზინი მომძვრა,ან მომაძვრეს. უკან გავიხედე და თაფლისფერთვალება ბიჭი დამხვდა. კითხვის ნიშნიანი მზერა ვესროლე. - უკაცრავად,ჩემი ჯიპიდან ჩამოდით! - ისე მკაცრად მითხრა,გამიკვირდა. - უფრო მშვიდად რა. - ერთი ნაკაწრიც რომ ქონდეს არ გაპატიებ. - რკინის ვარ და ვერ ვხვდები თუ რა ნაკაწრი უნდა დავუტოვო, - ვუთხარი შეწუხებულმა. ამ დროს ლინდა გამოვიდა მოწყენილი სახით. თაფლისფერთვალებას ყურადღება აღარ მივაქციე და ლინდას ვკითხე რა ჭირდა. - ჩემი საკრედიტო ბარათი აღარ მუშაობს,არ ვიცი რა სჭირს. - ჩემი აიღე, - მივაწოდე ქარდი. ლინდა წავიდა და თან უკან იხედებოდა მე და იმ ბიჭისკენ დაბნეული მზერით. - კარგი,მასეთი თვალებით ნუ მიყურებ, ჩამოვდივარ, - ვუთხარი და უცებ ტელეფონი დამივარდა მანქანაზე. ჩემი გალაქსის ეკრანი გატყდა,მანქანას რომ დავხედე იმდენად იყო დაკაწრული,ჩემი ტელეფონი ვეღარაფერს დაუშავებდა. - ისე მილიონი ნაკაწრი ექნება თუ მილიონ ერთი მგონი არ აქვს მნიშვნელობა, - მანქანიდან ჩავედი, გაბრაზებულ ბიჭს თვალი ჩავუკარი და მაღაზიის შესასვლელისკენ წავედი. ლინდა უშარფოდ გამოდიოდა. - ზუსტად იმ მომენტში ქარდი რომ მომეცი ვიღაცას უყიდია ჩემი შარფი. მერე შარფის მყიდველს ისე ლანძღავდა მთელი გზა მეცინებოდა. - ისე ნაწნავი რატომ გაქვს დაშლილი?! - რა ვიცი ვიღაც ბიჭმა დამიშალა. მანქანომანიის სენი ჭირს მგონი. გატეხილი ეკრანი რომ გამახსენდა მერე ლინდას ეცინებოდა ჩემზე. *** მეორე დღეს სკოლაში სანდრო და ბიჭები ფეხბურთის ფორმით დაგვხვდნენ. მე და ლინდამ გადავკოცნეთ მარიზე ხელგადახვეული სანდრო. ლინდა ვიღაცაზე იყო მიშტერებული,თან ეტყობოდა ბრაზობდა. შევხედე და გიორგი იყო. გავიქეცი და მთელი ძალით ჩავეხუტე. - ნუცა რომ იცოდე როგორ მომენატრე. - როდის ჩამოხვედი,რატომ არ ვიცოდი. - ამერიკაში შემთხვევით შევხვდი სანდროს, კალანდაძესთან ერთად იყო. გუშინ სამივე ჩამოვედით. - კალანდაძე რომელია? თუმცა ეგ კი არა მითხარი რომ დიდი ხნით რჩები. - კი,ხომ ხედავ ფეხბურთის გუნდში ვარ უკვე, - გაიღიმა გიორგიმ. დავაკვირდი და შარფი ეკეთა ლინდას რომ უნდოდა ისეთი. ლინდას გავხედე და ისეთი გაბრაზებული იხედებოდა,სიცილი ძლივს შევიკავე. ბიჭები სავარჯიშოდ მიდიოდნენ. მე მარიამის და ლინდას გვერდით ჩამოვჯექი. - ვინ იყო ის ბიჭი? ან ფეხბურთის ფორმაზე შარფი რა მეტიჩრობაა,თან მე რომ უნდა მეყიდა ის! - გიორგი შენგელია,ჩვენთან სწავლობდა ადრე,სანამ შენ გადმოხვიდოდი, ჩვენი მეგობარია - უპასუხა მარიმ. პლაკატების გაკეთება დავიწყეთ თამაშისთვის. ბიჭებს გავხედე და ბოლოს სამი მიდიოდა. გვარები და სახელები ხმამაღლა წავიკითხე: ახვლედიანი სანდრო, შენგელია გიორგი, კალანდაძე ნიკა და სამივე გვარი ფორმატზე მარკერით დავწერე. - კალანდაძე ვინ არის? - ვკითხე მარიამს. - სანდროს ძმაკაცია. ამერიკაში ცხოვრობდა, ეხლა აქ ჩამოვიდა. - ის შენგელია დიდ ხანს რჩება აქ? - იკითხა ლინდამ. - მითხრა კი ვრჩებიო და მეორე არ ვიცი, - ვუთხარი მე. - ნიკაც რჩება მგონი, - თქვა მარიმ და პლაკატების გაფორმება განაგრძო. მე არ ვიცოდი ვინ იყო ეს კალანდაძე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.