შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეგობრობა ღრუბელთან 3


14-07-2016, 23:27
ავტორი innako
ნანახია 1 198

10.06.2015
- რას შვრები დანი ემზადები გუგას ქორწილისთვის ?
-სიმართლე გითხრა არ მინდა სესილი წამოსვლა , მაგრამ მაშინკას ძმაა, ორივეს მაგრად ეწყინება , არ ვიცი რა ვქნა .
- ნუ ბავშვობ დანიელ ! აუცილებლად უნდა წამოხვიდე . მაგათ გარდა , მეც ძალიან დამწყდება შენზე გული , წამოდი გთხოვ , გთხოვ , გთხოვ.
-გამოგივლი ხვალ და ერთად წავიდეთ.
-მიყვარხარ მე შენ!
- მე შენ.
11.06.2015
-გოგო პატარძალივით ემზადები , მალე გამოდი დაგვაღამდა!
-მოვდივარ მაშა , მოვდივარ !
- აუ რა ლამაზები ვართ გოგო.
- აუ გოგო ხო , გული ამიჩუყდა.
-კარგი გეყო წავედით.
...
-სად ხართ ამდენხანს , ქალბატონი სესილი სად არის?
- მობილური დარჩა , ჩამოვა დანიელ იმედია დღეს
-იმედია თორ.....
და დანიელმა გაწყვიტა სიტყვა . უცებ მიხვდა , რომ მასში აქამდე ნაცნობმა , თუმცა გამძაფრებულმა შეგრძნებებმა იჩინა თავი . მისი სამყარო წამებში გაჩერდა. თვალებზე თითქოსდა ბურუსი მოეცვა , სახეზე აწითლდა ,ხელები გაუოფლიანდა და ერთ „საგანს“ მიაპყრო მზერა . საგანი სესილი იყო.
- აუ ნეტავ ბევრი სიმპატიური ბიჭი იქნება ?
- გოგო აქამდე არ იცოდი დაახლოებით ვის პატიჟებდა და ვის არა ?
- აუ არა ! დამავიწყდა კითხვა .
- რა მნიშვნელობა აქვს ვინები იქნებიან , იმედია ნორმალურად მოიქცევით -თქვა დანიელმა , მის გვერდით მჯდომ სესილის გახედა და თავი დახარა.
...
მაშას ჯვრისწერაზე შესვლა ალბათ ყველაზე ემოციური მომენტი იყო ,რაც კი დედამიწაზე არსებობს . „პეპლების ტრიალმა“ , „დანიელისეულმა“ შეგრძნებებმა იგი აატირა და მიხვდა , რომ შემთხვევითობა მისი ცხოვრების თანმდევი მოვლენა იყო. „ღრუბელი“ მისი ძმის ქორწილში ? ეს ხომ სიამოვნებითა თუ ტანჯვით გაჯერებული შეგრძნებაა.
-სესილი! ისაა , ჩემი „ღრუბელია“ - მაშა თავს ვერ იკავებდა
-არ არსებობს. ვაიმე ეს საიდან სად ? აქ რა უნდა მაშა ამ ბიჭს?
- გოგო არ ვიცი , გთხოვ გარეთ გავიდეთ , შეიძლება გული წამივიდეს.
-კარგი გავიდეთ , დამშვიდდე იქნებ , ძალიან აღელვებული ხარ .
...
LOUDspeakers- World In My Eyes
ანდრეა-მაშო.
- მე შენს თვალებს სულ გავიხსენებ
- უცნაური ბიჭი მეთორმეტე სართულიდან.
- უცნაური ბიჭი , რომელმაც წლების წინ საუკეთესო ძმაკაცის დას დაადგა თვალი და მასზე ფიქრი არ შორდება
- გასაკვირია , როდესაც ამას უდიდესი პერიოდით დაკარგული ანდრეა ამბობს.
- იქნებ და ანდრეა ამ „შემთხვევითობას“ ელოდა.
- არვიცი ! რაღაც არამგონია.
- ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი მაშო , 20 წლის , საყვარელი საჭმელი pizza , საყვარელი სიმღერა “Every Breathe You Take” , საყვარელი წიგნი „ქალი კამელიებით“ , დარბაზ „Snap”-ის ხშირი სტუმარი , მისი ამჟამინდელი თაყვანისმცემლების სახელები : ბექა , ვაკო , რომეო . არა ეს რომეო სად იპოვე დღემდე არ მესმის . გუშინ მაღაზიიდან უზომოდ ბევრი რაოდენობის შოკოლადები აიტანე , გუშინ წინ კიდევ კრუასანები , ამდენ ტკბილს როგორ ჭამ ?
- ამდენი რამ საიდან იცი ?
- ახლა გჯერა ,რომ არასდროს მიმიტოვებიხარ და „შემთხვევითობას“ ვუცდიდი ?
- მართლაც უცნაური ბიჭი ხარ მეთორმეტე სართულიდან .
დანიელი-სესილი
- გოგო რა ლამაზი ხარ დამავიწყდა თქმა!
- უუუ მადლობა პატარა , მიხარია ეგრე რომ ფიქრობ.
- ძალიან კარგი ვქენი რომ წამოვედი
- აუ ხო ძალიან , თორე მარტო მოვიწყენდი , ხომ ხედავ ეს ჩემი გოგო მთელი დღეა „ღრუბლიკოს“ წინ ტრიალებს.
- ეგოისტობ ?
- არა. ვიხუმრე. პირიქით მიხარია , რომ ძალიან ბედნიერია.
...
13.06.2015
- როგორ ხარ ლამაზთვალებავ ?
-მეგონა კიდევ გაქრი უცნაურო ბიჭო
-არა , აღარასდროს ვაპირებ შენი ცხოვრებიდან გაქრობას .
-ხმამაღალი ნათქვამია.
- როდის მოიცლი , რომ გნახო ?
- უკვე შხვედრასაც მთხოვ ?
- შეხვედრაზე უფრო , პაემანზე მიმყავხარ.
-მმმ , დავფიქრდები როდის მეცლება
- კარგი .
-კარგი
-მაშო!
-გისმენ ანდრეა .
-შეიძლება არ დაიჯერო , მაგრამ უბედნიერესი ვარ შენი ახლოს გაცნობით. არასდროს არ ვყოფილვარ თბილი და გულჩვილი , შენ კიდე წამებში მოახერხე ჩემი რადიკალურად შეცვლა. იცი სანამ ერთმანეთს შემთხვევით შევხვდებოდით რამდენიმეჯერ დაგინახე , ისე გავწითლდი ყველა ჩემმა მეგობარმა დასაცინად გამიმეტა , გუშინ კიდევ ჩვენს ფოტოებს რომ ვათვალიერებდი იმდენად დავიბენი , რომ კეტჩუპი ჩიფსი მეგონა და ჯამში ხელის ჩადება გადავწყვიტე . თითქოსდა ეს არაფერი , მაგრამ იმდენად სხვა გავხდი , რასაც ჩემზე კარგად ვერავინ შეატყობს ვერც წარმოიდგენ . ძალიან მომწონხარ მაშა , ძალიან . სურვილი მაქვს სულ ყველაფრისგან დაგიცვა , შენ ღირსადაც არ ვთვლი თავს და დას გეფიცები თავი სიზმარში მგონია . არ მჯერა რომ შენ შეგეხე და გელაპარაკე.
-არ ვიცი ანდრე რა გითხრა. ძალიან საყვარელი ხარ.
-ანუ როდის წავიდეთ პაემანზე ?
- იქეთა შაბათს წავიდეთ.
- დროებით მაშინკა !
- მანამდე ისევ უნდა დაიკარგო ?
- არა . როგორც კი გაიღვიძებ გპირდები იგრძნობ შენს ცხოვრებაში ჩემს არსებობას.
14.06.2015
კარზე კაკუნის ხმა.
- აუ ხო არ ღადაობ ? ამ დილაადრიან ვინ არის?
- ვაიმე სესილი მე გავაღებ გთხოვ!
- მე არც ვაპირებდი .
...
- ლუკა ? შენ აქ რა გინდა ?
- ჩემმა ძმაკაცმა გადაწყვიტა მისი არსებობა გეგრძნო და ეს ყვავილები გამომატანა
- ღმერთო რა ლამაზია! დიდი მადლობა გადაეცი
- მაშო!
- ჰო ლუკა.
- სესილი სახლშია ?
- კი მგონი ისევ ჩაეძინა.
- შეგიძლია რაღაც გადასცე ?
- კი როგორ არა აბა გისმენ .
- უთხარი რომ აღარასდროს მოიხსნას - თქვა ლუკამ და მაშოს ის სამაჯური გადასცა ,რომელიც წლების წინ სესილის აჩუქა , თუმცა ბოლოს მაინც მას დაუბრუნდა.
...
20.10.2012
Pryda vs Empire Of the Sun – Mirage the People
ლუკა- სესილი
-როგორი კარგი ხარ !
-შენგან არ მეგონა თუ ოდესმე კონპლიმენტს მივიღებდი
- სესილი
- გისმენ ლუკა!
- გახსოვს ჩვენ სკოლაში ?
- რომელ ერთ ისტორიას გულისხმობ?
-მაგალითად ყოველთვის რომ ერთად ვიყავით , ხშირად რომ ვაცდენდით სკოლას , ხან სად რომ ვიყავით ხან სად
-რომ დავიკარგეთ ისიც გახსოვს?

- აუ კი მაგას რა დამავიწყებს.ერთხელ კიდევ ჩემს მასწავლებელს შენი სადირექტოროს საკითხები რომ მოვპარე
-მარი რომ წერილებს მიწერდა?
-ჩემო ჯასტინ ბიბეროო ხო ?
- და შენ რომ საქმეს გირჩევდა
-მოკლედ ჩემი ბავშვობა შემოგწირე ლუკა
-მხოლოდ ბავშვობა?
- ლუკა რა გინდა ?
- მაკოცებ ?
-ბატონო???? - სესილიმ სიტყვის დამთავრებაც ვერ მოასწრო , როდესაც საყვარელი ადამიანის ცხელი ტუჩები შეეხო . მას ვერ გაეგო რა ხდებოდა მის თავს. თავბრუ დაეხვა. კვლავ ვერ აანალიზებდა ,რომ ეს ლუკა იყო, სწორედ ის ლუკა , რომლის გარდა სესილისთვის სხვა სამყარო არ არსებობდა .
-ჩემი გოგო ხარ!
- მიყვარხარ !
-ჩემო ლამაზო... მინდა ეს სამაჯური სულ შენ გეკეთოს . იცი ზუსტად იმ დღეს ვიყიდე ,როდესაც შენ გაგიცანი , დარტყმული გოგო , მუდამ ხალისიანი , ბედნიერი , მივხვდი ,რომ იმ დღიდან ჩემი თილისმა შენ იყავი და იმას,რაც შენს სახელს უკავშირდება დახედო და სულ ლუკა გაგახსენდეს
- ვერ ვიჯერებ , რომ ეს ჩემს თავს ხდება.
22.10.2012
-შეყვარებული ყავს მაშო , მე გამეღადავა.
- კაი რას ამბობ გოგო , შეიძლება ყველაფერი სულ სხვაგვარადაა. საიდან გაიგე?
- მაღაზიაში მარიამი შემოვიდა , ის მარიამი მთელი სკოლა მის სიწმინდეზე რომ საუბრობდა , მოვიდა და მეუბნება შენ აქ საიდან გაჩნდიო? იმავსე გკითხავდითქო და ლუკა ხომ იცი , ნუ როგორ არ უნდა იცოდე , სიცხე აქვს და ამოვედი თან რამეს ავუტანთქო ვიფიქრე , შეყვარბეულია ბოლო ბოლოო
-შენ რა უთხარი
-ფანჯრიდან სამაჯური ჩამოუვარდა აიღე და აუტანეთქო
- მაგარი არასწორი ბიჭია.
-მისი სახელის გაგონებაც არ მინდა.
- კარგი აზრია სესილ.
...
15.06.2013
-არა სესილი ! არ გაგიჟდე ! ჩვენ იმ სახლში არ გადავალთ
- თუ ოდნავ მაინც გიყვარვარ!
- მისმინე გოგო ! მაგრად აგეღადავა , ფული გამოგართვა არ დაგიბრუნა , ვიღაცას შენ თვალწინ დაუწყო კოცნა და შენ მის სიახლოვეს ყოფნა გინდა? საკუთარი თავის პატივისცემა სულ დაგავიწყდა ?
- გაურკვევლობაში ვარ მაშა ! მინდა მივხვდე , რომ მის მიმართ არაფერს ვგრძნობ .
- ყველაზე სულელური არგუმენტია რაც კი ცხოვრებაში გამიგია , მაგრამ კარგი.
20.06.2015
- მაშო როგორ ხარ ?
- მშვენივრად ანდრეა შენ ?
- რავი . დღეს რომელ საათზე გამოგიარო ?
- დაახლოებით 6 საათისკენ .
- აუ მეტი ადრე არა ?
- არ გცალია მერე ? თუ რატომ ამბობ ?
- როგორ არა , მაგრამ მალე მინდა გნახო.
- კარგი 5 ზე მაშინ.
-კარგი მაშ.
...
5 საათი იყო , როდესაც მათ ოფიციალურ პაემანზე შეხვდნენ ერთმანეთს.
„ადგილი მართლაც სიტუაციის შესაბამისი მოუფიქრებია ანდრეს“ - გაიფიქრა და „ღრუბელს“ სიყვარულით გახედა.
- ძალიან ლამაზი ადგილია ,ძალიან მომწონს
- მიხარია თუ მოგეწონა . მომიყევი დღეს რას საქმიანობდი
- დავიჯერო არ იცი ?
- პაემნისთვის ვემზადებოდი შენთვის ვერ მოვიცალე
- აუუ , ბოროტო!
...
მათ დიდხანს ილაპარაკეს . ეგონათ ,რომ მთელი ცხოვრება იცნობდნენ ერთმანეთს . ორივეს უკვირდა თუ როგორ შეიძლებოდა ამდენი თვისებით დამსგავსებოდნენ, თუმცა აღარცერთს უპოვია პასუხი შემთხვევითობაში.
...
- მაშ იცი ეხლა რა გამახსენდა?
- რა ?
- ჩვენი ცეკვა.
- აუ ძალიან მაგარი იყო .
- გინდა გავიმეოროთ ?
- ეხლა ? აქ?
- რატომაც არა ?
- მელოდიას მე ვარჩევ .
Birdy – Wings
ანდრეა - მაშო
ანდრეამ დღეს პირველად გაბედა და გულში ჩაიკრა ოცნების გოგო , რითაც მაშო დარწმუნდა , რომ ის მართლაც თავისი „ღრუბელი“ იყო , ერთმანეთის სურნელით გაბრუებულები თავდავიწყებას მიეცნენ და იდეალურ საღამოს მეტი აღფრთოვანება შემატეს ნაზი , სათუთუ კოცნით . სწორედ იმ კოცნით , რომელმაც ორივეს ტანში ჟრუანტელი მოგვარა და საბოლოოდ დააკავშირა ერთმანეთს . ვინ იცის ეს შემთხვევითობა იყო თუ განზრახ მოქმედება , მათ ხომ ერთმანეთი იპოვეს , მათ ხომ იპოვეს „ის“




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent