საკუთრება.[15]
მთელი ღამე თეთრად გაათენა გოგონამ,აივანზე იჯდა და უაზროდ დაჰყურებდა ჩუმ ქუჩას,სულიერის ჭაჭანება არ შეიმჩნეოდა. ფიქრობდა თუ როგორი ძლიერი იყო ტკივილი,ტკივილი,რომელიც მარცხენა მხარეს ტალღებივი ეჯახებოდა.ყოველ წამს უბრუნდებოდა,ჯერ ნელ-ნელა,ტაატით,შემდეგ კი უფრო ჩქარ-ჩქარა,ჯერ ერთი,შემდეგ მეორე,მეორეს მესამე მოჰყვებოდა და მთელ მარცხენა მხარეს აბჟუებდა ტკივილით,საკუთარ თავს თვითონ თუ არ დაეხმარა სხვისი დახმარებით ვერაფრით წამოდგება ფეხზე,ჯერ უნდა აკონტროლოს სმა,ალკოჰოლზე დამოკიდებულება,არასდროს არაფერი კარგი მოჰქონდა ალკოჰოლს,იცის რომ ასე ერთბაშად ვერ მიატოვებს,ეცდება აკონტროლოს,ნელ-ნელა მოაკლოს...მამაკაცსაც ბოდიშს მოუხდის ხვალ,ყველაფრისთვის... თავისი გადაწყვეტილებით კმაყოფილი დაწვა და მთელი ამ ხნის მანძილზე პირველად გადაეშვა ბედნიერი მორფეოსის სამყაროში... შუა დღეს გამოეღვიძა,კვლავ თავის ტკივილმა გამოაღვიძა,თუმცა ცდილობს რომ დააიგნოროს,ვინაიდან და რადგანაც სურს დღე შემართებებით დაიწყოს,საათს დახედა და თვალები შუბლზე აუვიდა,როდესაც ოთხ საათს უჩვენებდა,თავი უკმაყოფილოდ გააქნია და სააბაზანოში შევიდა,სწრაფად გადაივლო,მოწესრიგდა და სწრაფად ჩაირბინა კიბეები და ბოლო საფეხურზე ფეხი გადაუბრუნდა, -ჯანდაბა-ამოიფრუტუნა და კოჭლობით გავიდა სამზარეულოში,საიდანაც სიცილ-კისკისის ხმა ისმოდა,სახეზე სიბრაზსგან წამოწითლდა,როდესაც სამზარეულოში ლამაზი გოგონა დაინახა ლუკასთან ერთად,რომლებიც გემრიელად ილუკმებოდნენ და თან იცინოდნენ,გულში რაღაც მძიმედ ჩაწყდა,მთელი ის პოზიტივი,რომლის შენარჩუნებას ცდილობდა,ყველაფერი ერთბაშად გაქრა და კვლავ უემოციო კატო დაბრუნდა,ირონიული სახე მიიღო და ვითომც არაფერიო ისე შეაბიჯა,თუმცა ტკივილი,რომელიც ფეხის გადაბრუნებით იყო გამოწვეული სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა. -დილა მშვიდობისა-უფრო თავისთვის ჩამწყდარი ხმით ჩაიბუტბუტა და მაცივარი გამოაღო. -დილა მშვიდობისა-ფეხზე წამოდგა გოგონა და ხელი გაუწოდა,მიუხედავად თავისი სილაღისა სახეზე აშკარად ეტყობოდა დაბნეულობა-ემილი,ლუკას პირველი სიყვარული-ხელი ისეთი სიამაყით გაუწოდა გეგონებოდათ პრეზიდენტი ყოფილიყო,კატო დაიბნა,სახეზე წამოწითლდა,თვალები აუწყლიანდა,ლუკას გადახედა,რომელიც მოღუშული აკვირდებოდა,თითქოს თვალებით ცდილობდა რაღაცს ახსნას,კატომ კვლავ დაიბრუნა ძველი იერი და გოგონას გამოწვდილ ხელს თავისი შეაგება -კატო,ლუკას მოჩვენებითი საცოლე-გოგონას თვალი ჩაუკრა,ფორთოხლის წვენი უდარდელად გამოიტანა და ჭიქებში ჩამოასხა-გემრიელად მიირთვით-შემდეგ ვისკს დაავლო ხელი და უკანმოუხედავად,თუმცა კოჭლობით გამოვიდა მისაღებში,ფეხები მაგიდას შემოაწყო და სითხე მოსვა,სულ რამდენიმე ყლუპი,ვისკი მაგიდაზე დატოვა და შემდეგ თავის ოთახში ძლივს-ძლიობით ახოხდა,ტელეფონი მოძებნა და თეკლას ნომერი აკრიფა. -არ არებობს,კატო,შენ მირეკაავ?-გაიკვირვა გოგონამ. -ჰო,მე გირეკავ-ეცადა ხმა მხიარული ჰქონოდა,თუმცა თეკლას ვერაფერს გამოაპარებდით,თუ არაფერს ამბობდა ეს იმას არ ნიშნავდა,რომ არ იცოდა,უბრალოდ არ იმჩნევდა.-საყიდლებზე გამომყვები?-პასუხის მოლოდინში კატომ ტუჩის წვალება დაიწყო -რა თქმა უნდა,ახლავე გამოგივლი-მთელი სილაღით ჩაილაპარაკა გოგონამ და კატოს გულწრფელად გაეღიმა -კარგი,მაშინ მე მოვემზადები და რომ მოხვალ მომწერე,ქვევით ჩამოვალ..-ჩამოურაკრაკა ყველაფერი და ტელეფონი გაუთიშა. შავი სარაფანი გადაიძრო და უჯრაში შავი შარვალი მოძებნა,ის იყო ამოიცა,როდესაც კარები გაიღო და ოთახში ლუკა შემოვიდა. -მაპატიე,უნდა დამეკაკუნებინა-თავის მართლებას ეცადა,როდესაც გოგონას წელს ზემოთ შიშველს წააწყდა -არაუშავს,არაფერია-უდარდელად გაუღიმა კატომ და უცებ ნაპოვნი ბორდოსფერი პერანგი გადმოიცვა-ნუ დარდობ ლუკა-გაუღიმა კატომ,როდესაც თმები აიწია- არ ვგავარ იმ გოგოებს,რომლებიც სცენებს მართავენ,არაფრის ახსნა არ გჭირდება ემილის შესახებ,არ იყავი ვალებული რაიმე გეთქვა მის შესახებ-კვლავ გაუღიმა,თუმცა მის ღიმილში მთელი ტკივილი იგრძნობოდა,რაღაცის თქმას აპირებდა ლუკა,როდესაც ტელეფონის ხმა გაისმა,კატომ სწრაფად უპასუხა თეკლას,რომელმაც შეატყობინა,რომ უკვე ელოდა-ახლა არ მცალია,ლუკა,უნდა წავიდე-ჩანთას ხელი დაავლო გოგონამ და კოჭლობით წავიდა კარადისკენ,სადა ფეხსაცმლები ელაგა,მიხვდა ასეთ ფეხზე ვერ ჩაიცმევდა მაღლებს,ამიტომ არჩევანი ბორდოსფერ ბოტასებზე შეარჩია,სწრაფად ამოიცვა და კვლავ კოჭლობით წავიდა კარებისკენ,თუმცა ლუკა დაეწია და შეაჩერა -იცოდე საუბარი არ დაგვისრულებია.-მშვიდი ტონით ჩაილაპარაკა,გოგონას საფეთქელთან აკოცა და კარები გაუღო,რათა გაეტარებინა იგი,კატოც სწრაფად გავიდა,ასევე იმ სისწრაფით რამდენადაც შეეძლო ჩაიარა კიბეები და როდესაც თეკლას მანქანაში ჩაჯდა ამოისუნთქა,გოგონას გაუღიმა და მოეხვია. -რომ იცოდე როგორ მენატრებოდი..-ტუჩზე იკბინა თეკლამ -ამიერიდან აღარ მოგენატრები-კვლავ გაუღიმა დაქალს და ლოყაზე ხმაურიანად აკოცა -აბა,სად მივდივართ? -ჯერ სადმე კაფეში დავჯდეთ -არის უფროსო!-გაუღიმა დაქალს და მანქანა ასფალტს ხმაურიანად მოწყვიტა. -რას მიირთმევთ?-გაუღიმა ოფიციანტმა,კატომაც და თეკლამაც შეკვეთა მისცეს და ერთმანეთს გადახედეს,მიუხედავად იმისა რომ თეკლა არაფერს ამბობდა,მაინც აინტერესებდა ყველაფერი,უნდოდა ემოციებისგან დაეცალა გოგონა,უნდოდა ასეთი ჩაკეტილი არ ყოფილიყო,კატომ დაქალის თვალებში ყველაფერი ამოიკითხა,ერთი ღრმად ჩაისუნთქა და მოყოლა დაიწყო. -გუშინ ყველანაირ საზღვარ გავცდი.-თეკლას გაეღიმა -მიხარია,რომ მიხვდი.. -გიჟივით დავუმსხვრიე ყველაფერი ლუკას,თეფშები,ჭიქები-ტუჩზე იკბინა გოგონამ და თვალები ცრემლებით აევსო,როდესაც გასული ღამე გაიხსენა-ისეთი უემოციო იყო,მომინდა ჩემი ხელით დამეხრჩო. -თურმე როგორი საზარელი ყოფილა არა უემოციოდ ყოფნა?-ცალყბად გაეღიმა თეკლას -ნამდვილად საშინელება ყოფილა საცქერად,ნამსხვრევებს ხელი მოვკიდე და ლუკას გავუქანე-თვალები დახუჭა გოგონამ, -რა ქენი? -ჰო-კვლავ ტუჩის წვალებას შეუდგა კატო-რამდენიმე მოხვდა და გაკაწრა კიდევაც,თუმცა არც ერთი ყოფილა ღრმა ჭრილობა,ის კი კვლავ მშვიდად იდგა და მშვიდად იტანდა ტკივილს,იმ მომენტში მინდოდა მივსულიყავი და მოვხვეოდი,მაგრამ არ ვიცი რამ შემაკავა..-კვლავ ტუჩზე იკბინა გოგონამ-იმ საღამოს საბოლოო გატყდა ლუკა და საშინელი რეალობა დამანახა,ყველაფერი პირში მომახალა და უკანმოუხედავად აირბინა კიბეები,მივხვდი,მივხვდი როგორი ამაზრზენი ვიყავი მთელი ეს კვირები და მინდა რომ გამოვსწორდე,მინდა რომ ძველი ცხოვრების რიტმს დავუბრუნდე,მინდოდა დღეს ეს ყველაფერი ლუკასთვის მეთქვა,თუმცა სამზარეულოში თავის პირველ სიყვარულთან ერთად დამხვდა-სევდიანად გაუღიმა დაქალს და ცხელი კაპუჩინო მოსვა. -პირველ სიყვარულთან?-გაოცდა თეკლა -ჰო,პირველ სიყვარულთან... -საიდან გამოჩნდა? -ჯერ არაფერი არ ვიცი,თუმცა არც მაინტერესებს არაფრის გაგება,ერთადერთი რამ ვიცი,მარტო ყოფნა არ შემიძლია,იმ სახლში სადაც მე და გურამი ერთად ვცხოვრობდით მარტო ვერ ვიცხოვრებ,ამიტომ ლუკასთან ვრჩები,თან ვალდებულიც ვარ,მე დავპირდი რომ საქმროს სახელის ნაცვლად ორ სურვილს შევუსრულებდი,ამიტომ სანამ თვითონ არ მოუნდება ვერსად წავალ-მხრები აიჩეჩა გოგონამ და როდესაც ტკივილი ფეხის არეში გაძლიერდა იძულებული გახდა შემდეგ თემაზე გადასულიყო-მისმინე,დღეს კიბეებზე ჩასვლისას ფეხი გადამიბრუნდა,შემიშუპდა და ჩამილურჯდა,საკმაოდ ისე მტკივა მგონია მოვკვდები,თუმცა ვცდილობ მოვითმინო,მაგრამ არ ვიცი სანამდე მოვითმენ,ლუკას შეწუხება არ მინდოდა მეგონა გადამივლიდა,თუმცა შევცდი,ამიტომ ჩემთან,უფრო სწორედ კლინიკაში წავიდეთ,საუკეთესო ტრამვატოლოგია გია,მას ვანახებ,იქნებ კოჭი მოვიტეხე -კატო,დაწყობილი ხარ? აქამდე რატომ არ მითხარი?! ახლავე მანქანაში ჩაჯექი!-ხმა გაიმკაცრა თეკლამ,ანგარიში გაასწორეს და მთელი სიჩქარით გააქანა გოგონა კლინიკისკენ. კლინიკაში შესულს ძველი მოგონებები ამოუტივტივდა გონებაში,ყველაფერმა კადრებივით ჩაურბინა დამიხვდა როგორ მონატრებია აქაურობა,მიუხედავად სახელის გატეხვისა,რომელიც მისმა ლოთობამ გამოიწვია,კვლავ ღირსეული მზერით აკვირდებიან გოგონას,არც ერთ თანამშრომელს არ დაუწყია ჭორავი,თითის გაშვერა და ცინიკური მზერით გადახედვა,რაც ძალიან ესიამოვნა გოგონას,ნანას დანახვაზე თვალები ცრემლებით აევსო,ქალმა ძლიერად ჩაიკრა გულში და ცოტა ხანს ასე ჰყავდა გაჩერებული. -როგორ ვღელავდი შენზე,კატო,რომ იცოდე..-ცრემლები გადმოსცვივდა ქალს. -მაპატიეთ,ნანა,ასე რომ განერვიულეთ ყველა..-მიუხედავდ იმისა,რომ ტირილი უნდოდა გოგონას მაინც ვერ გადმოაგდო თვალებზე მოწოლილი ცრემლები.. -მიხარია რომ გამოგვიარე,მინდა რომ დაგეხმარო,მინდა რომ გამოკეთდე და ისევ დაგვიბრუნდე,ერთ-ერთი საუკეთესო კარდიო ქირურგი ხარ,კატო, შენი ნიჭი ასე არ უნდა იკარგებოდეს!-ცრემლები მოიწმინდა ნანამ და ამჯერად მხოლოდ ღიმილს დასჯერდა -დღეიდან მეც ეს მსურს,ნანა! სახელის აღდგენა მინდა,თუმცა მანამ პატარა პრობლემა მაქვს. -რა გჭირს,კატო?-შეიცხადა ნანამ -დღეს დილით კოჭი ვიღრძე,მგონია რომ მოტეხილია,მფეთქავი ტკივილი მაწუხებს,ჩალურჯებული და შეშუპებულია,გოჩას ნახვა მინდოდა,ვიცი რომ საუკეთესოა,სცალია? -ოჰ,როგორ გაგიმართლა,კატო,ჩემზე უკეთ იცი რომ ჩაწერის გარეშე ჩვენთან არაფერი ხდება,უბრალოდ ერთი ქალბატონი არ გამოცხადდა და მის ნაცვლად შენ ჩაგწერთ-გაუღიმა ნანამ და კიდევ რაღაცის თქმას აპიებდა,როდესაც ერთ-ერთმა ექთანმა ქოშინით მოირბინა მასთან -ქალბატონო ნანა,ბატონი ერეკლე კვლავ ცუდად გახდა,ამ საღამოსთვის ჰქონდა გელას ოპერაცია დაგეგმილი,თუმცა იმდენად გამწვავდა პირობები რომ გადაუდებელ ოპერაციას საჭიროებს -კარგი და ჩემთან რატომ მოვედი,თიკა? -გელა ქალაქ გარეთ არის გასული და მამაკაცს ოპერაციას თუ არ გავუკეთებთ დაიღუპება!-ნანამ ამოიხვნეშა,შუბლი ოფლით დაეცვარა,თუმცა კატომ იმედიანი თვალებით გადახედა -მე გავუკეთებ ოპერაციას! -არა!-ხმა კატეგორიული გაუხდა ნანას-მაპატიე,კატო,მაგრამ შენ ახლა ალკოჰოლიკი ხარ. -ნანა,თუ არ დავეხმარეთ მოკვდება! -მაგრამ შენ ნასვამი ხარ,კატო! -სულ ცოტა დავლიე ამ დილით,ნანა,თუ არ დავეხმარეთ მოკვდება მამაკაცი,ჩვენ არაფერს ვკარგავთ.. -არა,კატო,ასე არ შეიძლება,რომ გაიგონ გვიჩივლებენ და დაგვიჭერენ კიდევაც. -თუ გაიგებენ გპირდები ჩემს თავზე ავიღებ ყველაფერს.-ნანა კვლავ უარზე იყო -არა! -კარგი,მაშინ შენ ჩაატარე ოპერაცია,მე კი გიკარნახებ რა უნდა გააკეთო.-ერთ ხანს ფიქრობდა ნანა,თუმცა თიკა ჩაერია საუბარში და დუმილი დაარღვია -ქალბატონო ნანა,ჩემი აზრით,კატო მართალია,ჩვენ არაფერს ვკარგავთ ამით,სანამ გელა მოვა მანამ მამაკაცი დაიღუპება. -ჯანდაბა,თანხმა ვარ,კატო,ოღონდ მხოლოდ მიკარნახებ!-ხმა გაიმკაცრა ნანამ და მამაკაცის პალატისკენ დაიძრა,თან კატო ხალათს იკრავდა და კოჭლობით ცდილობდა ქალს არ ჩამორჩენილიყო და თან ნანა პაციენტის შესახებ ინფორმაციას აწვდიდა. -გულის მარცხენა ჯიბისებრი სარქველი აქვს დაზიანებული და უნდა გადავნერგოთ. -ხომ იცი რომ ეს ოპერაცია ორჯერ მაქვს გაკეთებული,ორივეჯერ გიორგის გადავუნერგეთ,არ გახსოვს?-დაამშვიდა ნანა და საოპერაციოსკენ კოჭლობით გაემართა,სანამ საოპერაციოდ ამზადებდნენ მამაკაცს,მანამ ხელს იბანდა გოგონა და თავის თავს არწმუნებდა იმაში,რომ ყველაფერს შეძლებდა და ეს წინისკნ გადადგმული ერთი ნაბიჯი იქნებოდა,ხელები სწრაფად დაიბანა გოგონამ,ხელთათმანები და პირბადე მოირგო და საოპერაციოში გაბედულად შეაბიჯა,ყველამ მისკენ გაიხედა გაკვირვებულმა,თუმც აარც ერთს შეპარვია მასში ეჭვი,მეტიც,გიგაც შევიდა საოპერაციოში,გოგონას მოეხვია და უჩურჩულა, -შენ ყველაფერს შეძლებ,კატო,მე და არა მარტო მე მჯერა შენი!-გოგონას ლოყები დაუკოცნა და იქვე შორი-ახლოს დაჯდა,კატომ მადლობის ნიშნად თავი დაუკრა,ღრმად ჩაისუნთქა და როდესაც დარწმუნდა,რომ პაციენტს უკვე ღრმა ძილით ეძინა ნანას მიუბრუნდა. -მაშ ასე,სკალპელი აიღე და ღრმად ათი სანტიმეტრის სიგრძეზე ჩაჭერი-პირველი მითითება გასცა გოგონამ და კიდევ უფრო ახლოს მივიდა და გადახსნილ გულს დახედა,წამით თავბრუს ხვევამ შეაწუხა,თუმცა კვლავ ღრმად ჩაისუნთქა და შემდეგი მითითება გასცა... საოპერაციოდან დაცვარული გამოვიდა,პირბადე და ხელთათმანები მოიხსნა,ღრმად ჩაისუნთქა და იქვე მდგარ სავარძელში ჩაეშვა. -შენ ეს შეძელი,კატო,შენ მამაკაცს სიცოცხლე შეუნარჩუნე-ამაყად წარმოსთქვა სიტყვები ნანამ და სყვარულით სავსე თვალებით შეხედა გოგონას -ისე,როგორც ძველ დროს..-სახეზე ბედნიერებისგან გამოწვეული ღიმილი აუთამაშდა გოგონას -ეს კი წარმატებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია,წამოდი,ახლა კი გოჩა ვნახოთ-გაუღიმა და ხელი გაუწოდა,გზად თეკლა შეხვდა,გოგონას გაუღიმა და დაეყრდნო,გაუსაძლისი გახდა ნატკენი ფეხის ატანა,რამდენი საათი ფეხზე იდგა ისედაც,არ იყო მარტივი ოპერაცია და მიუხედავად იმისა,რომ თვითონ არ ატარებდა,მაინც საშინლად დაძაბული და გადაღლილი იყო,გოჩას დანახვაზე კვლავ გაუპო ბაგეები ღიმილმა და მამაკაცს თბილად მოეხვია,ეს ის კაცია,რომელიც არასდროს დაგტოვებს გასაჭირში მარტოს,რომელიც დაძაბულობის საათებში სასუსნავებით გაგიმასპინძლდებათ და ყოველთვის თბილად მიგიღებთ. -როგორ მომენატრე,ჩემო გოგო,მთელ საავადმყოფოს მოენატრე,ამ კლინიკისთვის ხარ შექმნილი,როგორც კი მოხვედი ყველაფერს ნათელი მოჰფინე-საბრობდა მთელი სითბოთი მამაკაცი და შეუძლებელი იყო სიამოვნების წიწნკლებს,რომ არ დაედოთ ბინა თქვენს სხეულზე. -მეც ძალიან მომენატრე,გოჩა..-ამოილუღლუღა გოგონამ და სათითაოდ დაუკოცნა ლოყები -დაგვიბრუნდი?-იმედიანად ჩახედა გოგონას თვალებში-შენი ვაჟკაცობის ამბავი გავიგე,როგორ გადაარჩინე გელას პაციენტი-თბილად გაუღიმა მამაკაცმა -არა,გოჩა,არ დავბრუნებულვარ,ფეხი ვიღრძე და მიუხედავად იმისა,რომ ტრამვატოლოგი არ ვარ,მგონია რომ მოტეხილი მაქვს-ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია გოგონამ,ეს მისი ჩვევაა,როდესაც ნერვიულობს -რას ამბობ,აბა აქ წამოწექი-ხელით საწოლისკენ მიუთითა გოგონას,კატოც უსიტყვოდ დაემორჩილა და როდესაც ფეხზე გაიძრო,გოჩას ჩუმი გვინმა მოჰყვა-მოგიკვდი შენ,მართლაც მოტეხილი გაქვს,აქამდე როგორ არ შეგაწუხა ამ ფეხმა,დიდი ხანია? -ამ დილით გადამიბრუნდა. -მერე აქამდე სად იყავი?!-დატუქსა მამაკაცმა -ოპერაციაზე-მხრები აიჩეჩა კატომ და ტან ფართოდ გაუღიმა -მოსაკლავი ხარ,არ გაწუხებს? -ახლა ცოტათი მტკივა,რომ დავდივარ ან ვდგავარ მაშინ საშინელებაა,ისე ყრუ,მფეთქავი ტკივილი მაწუხებს. -აბა რა იქნება,კატო,კოჭი მოგტყდა,ფრჩხილი ხომ არა!-კვლავ დატუქსა გოჩამ-წამოდი,რენტგენს გადაგიღებ,გადავხედავ როგორ ცუდად არის საქმე,საოპერაციო იქნები,მცირე ლითონის მასალას ჩაგიდგამთ კოჭში,რომ ძვალმა არ განიცადოს დეფორმირება და ჩვეულებრივად იმოქმედოს. -როგორც გენებოს-მხრები აიჩეჩა კატომ და რენტგენის გადასაღებად გაემართა გიგასთან ერთად. -რატომ არ მიკვირს ნეტავ?-დატუქსა მამაკაცმა გოგონა. -რა ვიცი,ზედმეტად მოუსვენარი რომ ვარ მაგიტომ ალბათ-მხრები აიჩეჩა კატომ -ოხ,ზოგჯერ როგორ მინდება მაგ თმების ღერა-ღერა დაცლა. -კარგი რა,გიგა,ვიცი რომ ცუდად ვიქცეოდი,მაპატიეთ,არ მინდოდა,ახლა მივხვდი დანაშაულს და ვეცდები გამოვსწორდე,თუმცა ალკოჰოლს მართალია ასე ერთბაშად ვერ გადავეჩვევი,თუმცა მაქსიმალურად ვეცდები.-გაუღიმა მამაკაცს და ლოყაზე ხმაურიანად აკოცა. როდესაც პალატაში დაბრუნდა შიგნით თეკლასთან ერთად ლუკა დახვდა,გოგონას მტრული მზერა სტყორცნა და შემდეგ ვითომც არაფერიო ისე წამოწვა საწოლზე,თეკლამ გიგას დაავლო ხელი და პალატიდან გაათრია... -რატომ არ მითხარი ასე ძალიან თუ გტკიოდა?-ნაწყენი ჩანდა ლუკა -კარგი რა,ლუკა,ისეთი არაფერია,შეგიძლია დაბრუნდე ემილისთან-გაუღიმა მამაკაცს -კატო,ნუ ცდილობ რომ მაყვირო,ახლა ჩვენ შენზე ვსაუბრობთ და არა ემილიზე! -ხო და,მეც გითხარი რომ ისეთი არაფერია,რომ შეგიძლია დაბრუნდე სახლში!- გაბრაზდა გოგონა -ხომ შეგეძლო დღეს გეთქვა ჩემთვის!-არ ცხრებოდა ლუკა -ხო,მაგრამ არ გითხარი-მხრები აიჩეჩა კატომ და ალბათ ლუკა იყვირებდა,ოთახში გოჩა რომ არ შემოსულიყო. -კატო,კატო,რა გითხარი,საშინლად გაქვს დაზიანებული კოჭი,სასწრაფოდ ოპერაცია გჭირდება,ანესთეზიას გაგიკეთებთ და ვერაფერს იგრძნობ,გპირდები..-როდესაც მიხვდა გოჩა,თუ როგორ ესაუბრებოდა გოგონას,თითქოს რიგითი პაციენტი ყოფილიყო და არა ქირურგი გაეცინა-ზედმეტად შევიჭერი როლებში. -არაუშავს,გოჩა,მეც მიჩვეული ვარ მაგას-გაუღიმა მამაკაცს -კარგი,მაშინ თიკა მოგამზადებს საოპერაციოდ. -საშიშია ექიმო?-ვერ დამალა ნერვიულობა ლუკამ -ოპერაციის შემდეგ ერთი კვირა წოლითი რეჟიმი დაენიშნება ქალბატონს და მეტი არ მინდა არ შეასრულოს!-მკაცრად ჩაილაპარაკა გოჩამ. -ხომ იცი რომ მეც ქირურგი ვარ,გოჩა-ხელი აიქნია კატომ -შენ კარდიო ქირურგი ხარ,კატო,ყველაფერი ისე იქნება როგორ ტრამვატოლოგი გოჩა იტყვის!-მკაცრად ჩაილაპარაკა ლუკამ და მკვლელი თვალებით გადახედა გოგონას,რომელიც რაღაცის თქმას აპირებდა და უმალ დაადუნა. ოპერაციამდე კატოს ხელი ეჭირა ლუკას და არაფრის დიდებით არ ტოვებდა პალატას,მხოლოდ მაშინ მოუწია მისთვის ხელის გაშვება,როდესაც გოჩამ უკვე საოპერაციოდ შეიყვანა,რამდენიმე საათი მოუსვენრად ცქმუტავდა მამაკაცი,იქეთ-აქეთ დადიოდა და ყოველ ხმაზე იქეთკენ იყურებოდა,როგორც იქნა დამთავრდა ოპერაცია და კატოც დაუბრუნდეს პალატას. კვლავ საწყის პოზას დაუბრუნდა ლუკა,მის საწოლთან ჩამოჯდა და გოგონას ხელი თავისაში მოიქცია,სულ კოცნიდა და ეფერებოდა,სიჩუმე იყო პალატაში სანამ თეკლამ არ დაარღვია.. -მახსოვს,წინათ გითხარი,უფრო სწორად გკითხე,ასე ძალიან გიყვარს კატო-მეთქი,შენ გაგეღიმა,არაფერი გითქვამს,რაც არ უნდა უარყო,ან რაც არ უნდა დადუმდე,შენი საქციელი ყოველთვის დაამტკიცებს მისდამი სიყვარულს,შენი თვალები,ლუკა,უტყუარია და ყველა ნათქვამ "მიყვარხარზე" უფრო ძლიერი..-მამაკაცს მხარზე დაუსვა ხელები და გაუღიმა,ლუკას კვლავ არაფერი უთქვამს,ისევ გაუღიმა და გოგონას დაუკოცნა თითები. ნახევარ საათში კატოც მოვიდა გონს,ცოტათი აწუხებდა ნატკენი კოჭი,თუმცა არა იმიტომ რომ მოტეხილი ჰქონდა,არამედ ნაკერების სიმჭიდროვე სტკიოდა,თან სიცხე ჰქონდა,მთელი სხეულით ხურდა,ლუკას შეეშინდა და გოჩას დაუძახა,პაციენტთან იყო,თუმცა იმდენი ელაპარაკა მაინც წამოიყვანა გოგონას სანახავად. -ხომ გითხარი სიცხე აქვს-მეთქი!-მკაცრად ჩაილაპარაკა -ლუკა,მეც გითხარი რომ არაფერი იყო საშიში,ეს უბრალოდ ოპერაციის თანმდევი პროცესია!-გაეღიმა გოჩას -მე ვიფიქრეე..-კეფა მოიქავა მამაკაცმა-ბოდიში..-დატუქსული ბავშვივით ჩაილპარაკა და კვლავ გოგონას ხელი მოაქცია თავისაში,გოჩამ ღიმილით გააქნია თავი და პალატა დატოვა,კატომ ღიმილით გააღო თვალები. -სამოთხეში ვარ?-ამოიბუტბუტა და მამაკაცის სახეზე გადაატარა დაუძლურებული თითები -არა,ახალი გამოსული ხარ ნარკოზიდან,ან არ ხარ-დაამატა,როდესაც გოგონას დაწვრილებული თვალები დაინახა -ან სიზმარში ვარ-ტუჩზე იკბინა კატოომ-შენ აქ ხარ..-გაუღიმა მამაკაცს და მისკენ სცადა წაწევა თუმცა ვერ შეძლო,მამაკაცი მიუხვდა ფიქრებს გოგონას და მისკენ წაიწია,ნაზად მიაკრო ტუჩები შუბლზე და შემდეგ ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა. -ჰო,აქ ვარ..-დაუდასტურა ფიქრები გოგონას. -ხო,მაგრამ ემილი..-ამოიბუტბუტა გოგონამ,თუმცა ლუკამ მალევე გააჩერა. -ჩშშშ..მე შენთან ვარ,ის ახლა არაფერ შუაშია..-გაუღიმა გოგონას და კიდევ ერთხელ აკოცა თითებზე.. -აქ დაწექი..-ხელით საწოლზე ანიშნა -კარგი.-კვლავ გაუღიმა ლუკამ,კატო კი ოდნავ ჩაიჩოჩა,რათა ადგილი დაეთმო მამაკაცისთვის,ლუკა დაწოლას აპირებდა,თუმცა ტელეფონის ხმამ შეაფერხა,როდესაც ნომერს დახედა თავი უსიამოვნოდ გააქნია. -ის არის არა?-გაუღიმა კატომ -კი,ის არის.-არ დაუმალა ლუკამ,გათიშვას აპირებდა,როდესაც კატომ შეაჩერა. -უპასუხე,იქნებ უჭირს-მთელი ძალები მოიკრიფა,რომ გაეღიმა -კარგი.-ამოიბუტბუტა ლუკამ და ტელეფონს უპასუხა.-გისმენ. -… -სად ხარ? -… -კარგი,მოდივარ..-ტელეფონი უკმაყოფილოდ გათიშა მამაკაცმა და მოღუშულმა გადახედა კატოს,გოგონამ კი გაუღიმა -არაუშავს,მე კარგად ვიქნები... -გპირდები,სახლში მივიყვან და დავბუნდები-შუბლზე აკოცა გოგონას -ნურაფერს დამპირდები,ლუკა,ერთი დღით იცხოვრე.-კვლავ გაუღიმა მამაკაცს და თვალებიდან ობოლი ცრემლი გადმოუვარდა,როდესაც ლუკამ პალატა დატოვა... &&& მაპატიეთ დაგვიანებისთვის. ძააააააააააააან მიყვარხართ,ვეცადე ცოტა სითბო მაინც გამერია,წინაზე სითბოს ნაცვლად სისასტიკე იყო დაა... მიყვარხართ ძალიან.! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.