შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის ხმა (IV თავი)


15-07-2016, 19:29
ავტორი nobody22
ნანახია 1 391

-ძმაო როგორ ხარ,ემილი როგორ არის -იკითხა ჰარიმ

-კარგად ვართ -ხვნეშით უპასუხა ლუიმ

-მოიცა,ანუ...ანუ ურთიერთობა გამოგისწორდათ? -ჰარის თვალები გაუფართოვდა

-ვერ გეტყვი რომ ბოლომდე გამოგვისწორდა,თუმცა მეგობრულად ვართ,იცი? ის...რაღაცნაირია...ვერ ხვდები რას ვამბობ? განსხვავებულია,განსაკუთრებული -ბოლო სიტყვა უნებურად დაცდა მის ბაგეებს,ისე რომ ვერც კი შეამჩნია

-იცი რა? მგონი ემილიმ შენც შეგცვალა -ღიმილით უთხრა ჰარიმ და თვალი ჩაუკრა

-ასე გგონია?-თვალები გაუფართოვდა ლუის და ოდნავ ჩაეცინა

-ეს აშკარაა,შენ შეიცვალე,ძველებურად დაბღვერილი აღარ დადიხარ,მხიარული და კარგი ხასიათის გახდი,ადრე კი წიხლწამორტყმულ ძაღლს მაგონებდი. -ხუმრობით უპასუხა ჰარიმ და გადაიხარხარა

-მიხარია რომ ასეა,დავიღალე შავთეთრი ცხოვრებით,რაღაცეების გაფერადება მომინდა,მაგრამ გულის სიღმეში მაინც მწვავს რაღაც,ვფიქრობ ემილი ამ იძულებით ქორწინებას არ იმსახურებდა. -ლუის სიანულის გრძნობამ წამოუარა,ამ სიტყვებს თავდახრილი აბობდა,ძველი ლუი სულაც არ იფიქრებდა სხვაზე,ჯერ საკუთარ თავს დააყენებდა წინ და მერე იზრუნებდა სხვებზე.

-ოო! კარგი რა! ახლა ხომ ყველაფერი კარგადაა

-სულაც არა,ჩვენ ხომ ფიქტიური ცოლ-ქმარი ვართ,განა ემილი იმსახურებს ასეთ ცხოვრებას?! გოგონამ რომელმაც ყველაფრის მიუხედავად მაინც მაპატია,ჩემი ანდერძის გამო ეს უცოდველი ადამიანი დაზარალდა,ხანდახან სარკეში ყურებისას საკუთარი თავი მონსტრი მგონია.

-შენ ფიქრობ რომ ამხელა გრძნობაც კი არ გაქვს ემილის მიმართ? -ჰარიმ თითებით ანახა ლუის,რა რაოდენობას გულისხმობდა

-მეე...ვფიქრობ რომ არა,მას ვერ შევიყვარებ -ხელები გადააჯვარედინა

-მე კი ვფიქრობ რომ რაღაც მოგეპარა.ოღონდ ჯერ იმდენად პატარაა ვერ ამჩნევ,ხომ იცი,ბაქტერიებს ლაბორატორიულად თუ გავამრავლებთ ჭიანჭველის ზომის მუქ არსებებს დავინახავთ.

-მაგ სულელური ყბედობით რისი თქმა გინდა -წარბი შეიკრა ლუიმ

-იმის რომ ახლა იწყება -ჰარიმ მეგობარს ზურგზე წაუთათუნა ხელი და დერეფანი დატოვა,წასვლამდე კი შემოსძახა -ემილი მომიკითხე,შენი მეუღლე

-არაა საჭირო,დღეს აქ ნახავ -უპასუხა ლუიმ,ჰარიმ უცებ ნაბიჯები შეანელა,მერე სულ გაჩერდა და თვალებგაფართოებულმა წარმოთქვა

-მოიცარა? ანუ ყველაფერი ბევრად უკეთაა ვიდრე მე მეგონა?

-ცდები,ეს მორიგი სპექტაკლია...

-არაუშავს,მსახიობებს სპექტაკლის მსვლელობისას ხშირად ეპარებათ რეალური გრძნობები

-მიდი რაა!! -შეუბღვირა ლუიმ და თავისი კაბინეტისკენ განაგრძო გზა

***

დრო სწრაფად გავიდა,უკვე 3 საათიც დამდგარიყო,ლუი წამდაუწუმ აკვირდებოდა თავის მაჯის საათს,ემილი სულ რამდენიმე წუთში უნდა მოსულიყო. მალე დერეფანში მდგომს კარის ჭრიალი შემოესმა,იმედოვნებდა რომ ეს ემილი იყო,სტუმრები უკვე მოსულები იყვნენ და ემილის ლუის კაბინეტში უცდიდნენ.მისი იმედები გამართლდა,კართან მართლაც ემილი იდგა და ლუის უკნიდან ათალიერებდა -მადლობა ღმერთს,ცოტაც და ვიფიქრებდი რომ გადაიფიქრა -გაიფიქრა ლუიმ გონებაში,ხელსახოცით რამდენიმე წამის წინ წამსკდარი ოფლი მოიწმინდა და მეუღლეს შეეგება

-გმადლობ რომ მოხვედი,მე მეგონა...-ჩაიბუტბუტა ლუიმ

-ლუი ტომლინსონი კი არ ვარ როცა მინდა მაშინ გამოვცვალო გადაწყვეტილება -გაიკისკისა ემიმ,სიცილის პროცესში შეამჩნია რომ ქმარმა თმის ღერიდან ფეხის წვერებამდე ჩაათვალიერა,ზუსტად ისე როცა პირველად შეხვდნენ,მაშინაც ასე მოიხიბლა ლუი ემილის სილამაზით. ლუი მოწყურებული უყურებდა ემის მოშშვლებულ ფეხებს,თითქოს თვალებში ვნება ჩაუდგა და ემილის ყურებით ტკბებოდა,გოგონამ დაიმორცხვა და სახე შეუწიტლდა,დისკომფორტიც მალევე იგრძნო,ბოლოს ერთ ხერხს მიმართა,ცოტა ხანს უხმოდ იდგა და უცებ სუჩუმე ჩახველებით დაარღვია,ლუი გამოფხიზლდა,გაიწია და ემილის გასასვლელი გზა მისცა

-ცელი მომკიდე -მოულოდნელად წარმოთქვა ბიჭმა

-მოიცა რა?! -გაიკვირვა გოგომ და გუგა გაუფართოვდა

-გითხარი ხელი მომიდე მეთქი,სპექტაკლი...რა,დაგავიწყდა?!

-ღმერთო,სულ გავითიშე,ეს რა დამემართა -თავში ხელი წაიშინა ემილიმ და ბიჭს ხელი ჩასჭიდა,წყვილი კაბინეთში ასე ხელჩაკიდებული შევბიდა,ორივე დივანზე წამოჯდა და მოკავშირე კომპანიის წარმომადგენლებს მიესალმა,ის ის იყო ლუი მეუღლისთვის სტუმრები უნდა გაეცნო,რომ მოულოდნელად გოგონამ დაიძახა:

-ჯეკ,შენ? -მიდამო გაიყინა,ემილიმ მის წინ მდგარ მამაკაცს მიმართა,ეს იყო ჯეკ უოტსონი,მდიდარი ბიზნესმენის,ადამ უოტსონის ვაჟიშვილი,ხალხში ცნობილია როგორც ტოტალიზატორებისა და ქალების მოყვარული მამაკაცი,საინტერესოა ემილისთან რა აკავშირებს.

-ემილი,შენ და ლუი...ნუთუ...-დაიბნა ჯეკი და თმაში ხელი ჩაიცურა

-თქვე...ერთმანეთს იცნობთ? -იკითხა ლუიმ,ხმაზე ეტყობოდა რომ არ ესიამოვნა

-ჩვენ...ის... ჩემი კოლეჯის მეგობარია -უპასუხა ემილიმ,მაგრამ ეტყობოდა რომ ისიც დაბნეული იყო,პირმშრალი და ბორძიკით საუბორბდა

-არ მეგონა თუ შენ...ჯანდაბა! -თქვა ჯეკმა და ხელები ერთმანეთზე გაახახუნა

-დიახ,ის ჩემი ცოლია,და თქვენ რა გაინტერესებთ? -წარბის აწევით იკითხა ლუიმ.არ ესიამოვნა რატომღაც ჯეკის ნათქვამი,წესით მას რეაქცია არ უნდა ჰქონდეს ასეთ რამეებზე,რადგან თავდ თქვა რომ ემილი არ უყვარს,მაშასადამე მისი პირადი ცხოვრებაც არ უნდა აინტერესებდეს.

-მოდი,მე ბატონ ჯეიმსთან გავალ,აჯობებს ახალგაზრდებმა ცალკე თემაზე ისაუბროთ -თქვა ადამმა და ოთახი დატოვა,საინტერესოა ახლა როგორ განვითარდება მოვლენები

ახალგაზრდები ოთახში მარტო დარჩნენ,ბიზნეს თემებზე დაიწყეს საუბარი,ემილი ქვასავით იჯდა ერთ ადგილას,თითქმის არც ინძრეოდა,აი ლუის კი ნამდვილად ეტყობოდა დაძაბულობა,თვალები გაყინული ჰქონდა და ძარღვები დაჭიმვოდა,რადგან საუბრის მსვლელობისას რამდენჯერმე დაინახა როგორ მოწყურებულად უყურებდა ჯეკი ემილის.

უცებ ჯეკმა საუბარი შეაწყვეტინა ლუის და იკითხა

-რამდენი ხანია რაც ერთად ხართ?! -ლუიმ გაკვირვება ვერ დამალა და ჯეკს მწიკვად უპასუხა

-ვფიქრობ ეს თქვენ არ გეხებათ,თქვენი საქმე მხოლოდ ბიზნეს გარიგების თემებია

-მგონი მე ზრდილობიანად გკითხეთ -ხმას აუწია ჯეკმა

-არ გეხება მეთქი -არ დააკლო ლუიმაც

-ფორმალურობაც დამიკარგეთ? ვფიქრობ სწორ შეკითხვას ვსვამ,ბოლო-ბოლო ემილი ჩემი "ყოფილი გოგოა" -არც აცია და არც აცხელა,პირდაპირ სტყორცნა ეს სიტყვები.ლუიმ ჯერ შეიცხადა -"რა?" -მერე კი წამოხტა და ჯეკს პირდაპირ საყელოში სწვდა -"ვერ გაიგე ?გითხარი არ გეხებამეთქი -ლუიმ ჯეკს ხელი კრა და წააქცია,ჯეკმა ეს არ იკმარა და ლუის ცხვირპირში მუშტი მოსცხო,ლუის სისხლი აუდუღდა ძარღვებში,იმდენად გამწარდა მთელი ძალით სწვდა ჯეკს კისერში და სულ სისხლი მოადინა

-ლუი..შეწყვიტეთ...ჯეკ -აწიკვინდა ემილი და მათ გაშველებას ეცადა -დახვა,დაცვა -ლუი ცოტა ხანს შეყოვნდა,ემილის მკაცრი თვალებით ამოხედა და მკაცრადვე უთხრა -შენ დამაცადე! -მალე დაცვაც შემოვიდა და ორივე ახალგაზრდა გააშველა,სიტუაცია გამოსწორდა,ჯეკი სასწრაფო დახმარების ეტლით წაიყვანეს,ოთახში ემილი და ლუი დარჩენილიყო...

ლუის საქციელმა ჯეკიც და მამამისიც მშრალზე დატოვა,იმდენად შერცხვენილები იყვნენ სასამართლოში ჩივილიც კი არ უცდიათ.ლუი და ემილი კაბინეტში მარტო დარჩენილიყვნენ,ოთახში ჩამიჩუმი არ ისმოდა,ლუიმ რამდნეიმე წამით შეაყოვნა,მერე კი სრულიად მოულოდნელად ეცა მეუღლეს მკლავებში,უხეშად მიიკრა და თვალებში ცივი თამზარდამცემი მზერა სტყორცნა

-საიდან იცნობ იმ ტიპს...-მკაცრად იკითხა ლუიმ,ისე რომ ემილისთვის თალები არ მოუშორებია -ლუი,გამიშვი,მტკივა-ამოიხვნეშა ემილიმ

-არ მაინტერესებს,მიპასუხე -ხმას აუწია ლუიმ და გოგოს უფრო ძლიერად მოუჭირა ხელი

-ის...ის...ჩემი ყოფილი შეყვარებულია -ლუიმ ჯერ ყურები დაცქვიტა,მერე ძარღვები დაეჭიმა და ოფლმა გადაასხა -“ჯანდაბა“-მხოლოდ ეს თქვა,ემილის ხელი კრა და წააქცია,გოგონას ცრემლები ღაპაღუპით წასკდა,უკვირდა ლუი ასე ცუდად რატომ მოექცა რაღაც პატარა წვრილმანის გამო,ან ლუი რატომ უნდა გაბრაზებულიყო,როცა ის ყოველთვის უარყოფდა თავის გრძნობებს ემილის მიმართ.თავში ათასი კითხვა უტრიალებდა.ლუი კი...ლუი ლოდივით გაყინულიყო ერთ ადგილლას და თავის ხელებს ზევიდან აცქირდებოდა

-ნუთუ...ნუთუ ეს მე ვიყავი -ფიქრობდა გონებაში და თავის სულელურ საქციელს ნანობდა,უნდოდა წუთით დაბრუნებულიყო უკან და ყველაფერი გამოესწორებინა,თან თვითონაც ვერ ხვდებოდა ასე რატომ მოიქცა.ნელი მოძრაობით უკან მოტრიალდა და იატაკზე მჯდომარე ემილის დახედა,შემდეგ კი ხელი გაუწოდა,მაგრამ გოგონამ იუკადრისა,ზიზღით ჩააჩერდა თვალებში და ფოფხვით წამოდგა.სწრაფი ნაბიჯებით წავიდა კარისკენ

-ემილი,მოიცადე -დაედევნა ლუი

-თავი დამანებე -უპასუხა ემილიმ და ცრემლები მოიწმინდა,თან სწრაფი ნაბიჯებით განაგრძობდა გზას.

-ვიცი დაუფიქრებლად მოვიქეცი,გთხოვ მაპატიე.მართლა მე...

-არაფრის ახსნა არაა საჭირო,ყველაფერი გავიგე -გააწყვეტინა ემილიმ და ნაბიჯებს კიდევ უფრო აუჩქარა

-ვერ გაიგე? ნუთუ ასე გაუგებრად ვლაპარაკობ?! -განრისხდა ლუი და ემილის ისევ მაჯაზე ჩაავლო ხელი,მკლავებზე ძლიერად მოუჭირა და თვალებში რისხვით ჩააჩერდა

-მეგონა შეიცვალე ლუი ტომლინსონ,მაგრამ შევცდი,შენნაირები არ იცვლებიან -სარკაზმულად უპასუხა ემილიმ და თავი გააქნია

-დიახ,არ ვიცვლები,რადგან მე ასე მომწონს,გინდა ეს თუ არა ვერაფერს იზამ,ასეთი გამოუსწორებელი ქმარი გყავს -იმავე ტონით უპასუხა ლუიმ.გოგონას მზერა გაეყინა,ექოსავით ჩაესმა ეს ფრაზა -„ასეთი გამოუსწორებელი ქმარი გყავს“ -თითქოს თან ესიამოვნა და თან გაუკვირდა

-შენ ჩემი ქმარი არ ხარ,ფორმალურობა საკმარისი არაა იმისთვის რომ ქმარი გერქვას -ზიზღით მიუგო ემილიმ და ბიჭის დაკუნთული მკლავებისგან გათავისუფლებას ეცადა,მაგრამ არაფერი გამოსდიოდა

-ცდები.ფორმალურობა სხვა ყველაფერზე მნიშვნელოვანია.მე ეს დოკუმენტები შენი ქმრის სახელს მანიჭებს,არააქვს მნიშვნელობა ფიქტიურია ეს თუ არა,მე შენ მეკუთვნი და ვერ ავიტან ვინმე თუ ჩემს საკუთრებას შეეხება.ის რაც მე მეკუთვნის ჩემია.შენ მხოლოდ მე მეკუთვნი გასაგებია? -დაიღრიალა ლუიმ,ემის ისევ გაეყინა მზერა,წამით ალბათ გაიფიქრა,ხომ არ მომესმაო,მაგრამ მაშინათვე მიხვდა რომ ყველაფერი რეალობის ნაწილი იყო,ვერასდროს წარმოიდგენდა ლუი თუ ასე დაელაპარაკებოდა

-თავი დამანებე -შეუღრინა ემილიმ და ლუის მკლავებიდან გამოეცალა.სწრაფი ნაბიჯებით წავიდა დერეფნისკენ და კომპანიის ეზოს გამოცდა.
***
ლუიმ ინანა ყველაფერი რაც დღეს ჩაიდინა,თმებში ორივე ხელი ჩაიცურა და მუცლებზე ხელები შემოირტყა

ამ დღემაც მალევე ჩაიარა,სანამ ლუი კომპანიას დატოვებდა რელაქსაციისთვის კაბინეტში წაუძინა,რამდენიმე წუთში მისი ოთახის კარებს ჰარიმ მიუკაკუნა.

-შემოდით -დაიძახა ლუიმ უღიმღამო,წასუსტებული ხმით -კარი ჭრიალით გაიღო და ზღურბლში ჰარი აიტუზა

-რა გინდა? -ლუი სავარძლიდან ოდნავ გადმოიზნიქა და თვალები მოჭუტა

-მინდოდა მეკითხა დღეს რა მოხდა...-ეშმაკური მზერა მიაპყრო მეგობარს

-ფიქრობ რომ რამე მნიშვნელოვანი იყო?

-დიახაც,საკმაოდ მნიშვნელოვანი რამ მოხდა,რა დაემართა ემილის? მან ტირილით დატოვა კომპანიის ეზო -ჰარის გამომეტყველება შეეცვალა და წარბები მკაცრად აწია

-ვთვლი რომ ეს შენ ნაკლებად გეხება -დაებღვირა ლუი და საქაღალდე გადაშალა

-დამიჯერე ძმაო,მე ბევრად მეტი რამ მეხება ვიდრე შენ გგონია,თუ ეს საქმე შენ გიკავშირდება,ასე რომ მომიყევი რამოხდა,დათრგუნული ჩანხარ

-ემილი...ის...მოკლედ მას ვეჩხუბე -თვალი აარიდა ლუიმ

-ოჰ! ახალი ამბავი,ეგ ხომ ისედაც ვიცოდი

-ჯეკ უოტსონს,დღეს რომ იყო მოსული,მას ვეჩხუბე მის გამო,მერე ემილიზე გავბრაზდი და...მკაცრად ველაპარაკე,ძალიან უხეშად გამომივიდა.

რა?! იმ ტიპს ეჩხუბე? თან მის გამო ემილი დატუქსე? -შეიცხადა ჰარიმ -ძმაო,არასწორად მოქცეულხარ,იმ ნაძირალას გამო ემილისთან ჩხუბი არ ღირს.ყველას სიცოცხლეს უმწარებს

-შენ საიდან იცი,ვიკიპედიაში წაიკითხე?! -სარკაზმულად კითხა ლუიმ და ჩაიცინა

-ვიკიპედიას ვიკიპედიაში რამის წაკითხვა არაფერში სჭირდება -თავმომწონეთ უპასუხა ჰარიმ და განაგრძო -დიახ,ყველაფერი ვიცი მის შესახებ,გასულ კვირას ჩემი სახლის წინ მდებარე ბარში დათვრა და იქაც რამდენიმე ახალგაზრდასთან მოუვიდა უთანხმოება.ნამდვილი ლოთია,საშინელ ცხოვრებას ეწევა,3 წლის წინ ნარკოტიკებითაც ვაჭრობდა,მანამდე სანამ მამამისის კანონიერი შვილი გახდებოდა,უფლება არ გაქვს მის გამო ცოლი დაამცირო

-ჰაჰ! ცოლი -ჩაიცინა ლუიმ

-როგორც ვხედავ იხტიბარს არ იტეხავ.თუ ასე არ გადარდებს ემილის ბედი მაშინ რატომ ეჩხუბე ჯეკს ემილის გამო?ეჭვიანობის გარდა სხვა საბაბი აშკარად არ გქონდა.

-ჰარი შემეშვი! -ლუიმ ისევ თავი აარიდა

-როგორც იტყვი,მე უკვე ვიცი სიმართლე...-უპასუხა ჰარიმ და ღიმილით დატოვა ოთახი

-ჯანდაბა,ნამდვილი ტვინის ბურღია...-წაიდუდღუნა ლუიმ,ქურთუკი მოიცვა,მობილური აიღო და კომპანიის კარებს გამოცდა,მანქანაში ჩაჯდა და სახლისკენ მიმავალ გზას გაადგა.მთელი მგზავრობის მანძილზე ემილის შემორიგებაზე ფიქრობდა,ფიქრობდა იმ სტრატეგიაზე თუ როგორ უნდა შემოერიგებინა ცოლი,თუმცა იმას ვერ ხვდებოდა რატომ სურდა ეს,უბრალოდ უნდოდა,მთელი გულით უნდოდა.შინ მალე მივიდა,მანქანიდან გადმოვიდა და კარი დაკაკუნების გარეშე "შელეწა".

-ემილიი -დაიყვირა ხმამაღლა.ოთახში არავინ დახვდა,იმედოვნებდა რომ ის ვისაც გაფაციცებით ეძებდა ზევით დახვდებოდა

'მოყოლას განაგრძობს ლუი'

ჯანდაბა! ყოველთვის მაშინ იკარგება როცა მჭირდება,იქნებ რა მაქვს სათქმელი? აღარ შემიძლია,ეს უკვე აუტანელია.ასე ბუზღუნ-ბუზღუნით ავფოფხდი კიბეებზე და ამილის კარებისკენ წავედი,კარი დაკაკუნების გარეშე შევაღე,სამწუხაროდ ემილი იქ არ დამხვდა,იმდენად გავცოფდდი ყელში რაღაც ბურთი მომებჯინა და მახრჩობდა.ოთახიდან გამოვვარდი

-ემილიი! -მთელი ხმით დავიყვირე,სასა მეწვოდა ხმამაღალი ყვირილისგან,მოულოდნელად პასუხის ხმა მომესმა,დავფაცურდი და იმ ადგილისკენ წავედი საიდანაც ხმა მესმოდა,ხმა სააბაზანოდან გამოდიოდა.კარებს მივუახლოვდი და ისევ დავიძახე -ემილი,აქ ხარ? -მალევე მომესმა წყლის ხმაც

-ჰო -ღმერთო,აქ ყოფილა,შვებით ამოვისუნთქე,წამით ვიფიქრე რომ...არა,არაფერიც არ მიფიქრია,ან რა უნდა მეფიქრა.

-მომისმინე,დღევანდელისთვის ბოდიშს გიხდი,ვიცი არასწორად მოვიქეცი.

-ლუი,მოვრჩეთ ამ თემაზე საუბარს -უცებ წყლის ხმა გაწყდა და ზღურბლის გადაწევის ხმა გაისმა.სწრაფად მოვშორდი კარებს და ემილის გზა დავუთმე,ის ძალიან სწრაფად აიტუზა ჩემს წინ,მოკლე ხალათში გამოწყობილი,პირველად დგას სააბაზანოს ფორმაში ჩემს წინ.წყალჩადგმული,კრისტალური მწვანე თვალები უბრწყინავს,ვაღიარებ,მართლა ლამაზია...ჰო,მერე რა?! მე ნებისმიერი ლამაზი ქალის სილამაზეს ვაღიარებ,აუცილებელი არაა მოგწონდეს ქალი,რომ მისი სილამაზე აღიარო.

ემილი,მაპატიე დღევანდელისთვის,მე მხოლოდ...

არა ლუი,ამ ამბავმა ჩაიარა,ნურაფერს მეტყვი,ჩათვალე რომ არც მომხდარა -თავი გააქნია ემილიმ და წარბი შეხარა

-ანუ მაპატიე? -თვალის გუგა გამიფართოვდა

-ლუიი! -საყვარლად შემომიღრინა და ტუჩის კუთხეში ღიმილი გაეპარასკევი-აი,დავიჭირეე!! -შევიცხადე გახარებულმა

-რა...სად...რა დაიჭირე? -ირგვლივ მიმოიხედა და ყველაფერს თვალიერება დაუწყო

-შენი ღიმილი დავიჭირე.დავინახე როგორ გაგეპარა -უნებურად გამეცინა და ინსტიქტურად მის ლოყებს წავეთამაშე,გაკვირვებულმა ამომხედა,სიცილადაც არ ეყო ჩემი ბავშვური საქციელი,საყვარლად ჩაიკისკისა და თავის ოთახში ნელი ნაბიჯებით შევიდა. რატომღაც გულში რაღაც სასიამოვნოდ მბწკენდა,სახეზე კი იდიოტური ღიმილი ჯერაც ვერ მომშორებოდა,რომელმაც მანამდე იარსება სანამ ისევ ელისა არ გამახსენდა,ჯანდაბა,ყოველთვის ის რატომ მახსენდება,რატომ ვერ ვიგდებ თავიდან მასზე ფიქრებს,წარმოუდგენლად მინდა მისი დავიწყება,მინდა ერთხელ და სამუდამოდ გავუშვა,გავათავისუფლო,მაგრამ არაფერი გამომდის,ის არ მიდის,მას არ უნდა წასვლა და ჩემი გათავისუფლება.
იმ მომენტში უცებ არც ვიცი რამ დამიარა,სწრაფად ჩამოვირბინე კიბეებზე,მაგიდიდან მანქანის გასაღები ავიღე ,მანქანაში ჩავჯექი და დავძარი,არც ვიცოდი ახლა სად უნდა წავსულიყავი,მაგრამ პირველად რაც მომაგონდა ეს იყო ახლოსმდებარე ლუდის ბარი,რაღა მხოლოდ ლუდის,სხვა ცნობილი და ძლიერდამათრობელი სასმელების,როგორიცაა ვისკი,ტეკილა,თუნდაც არაყი,მოკლედ იქ ყველაფერი ქონდათ რაც ცოტახნით მაინც დამავიწყებდა ელისას.

როგორც იქნა ბარს მივუახლოვდი.მანქანიდან გადმოვედი და სწრაფი ნაბიჯებით შევირბინე ბარში,სადაც ყოველდღიური დამაყრუებელი ხმაურისგან მთელი ფართი ზუზუნებდა.

-ტეკილა თუ შეიძლება -სიტყვა მივაჩეჩე ჩემს წინ მსგარ ბარმენს,რომელიც ბოთლებს ოსტატურად ატრიალებდა -მთელი ბოთლი -დავამატე რამდენიმეწამიანი პასუზის შემდეგ

-ეს სახიფათოა სერ,არ გირჩევთ.

-ჯანდაბა,შენ მხოლოდ მომემსახურე,მე გადავწყვეტ რა მინდა -დავიჟინე და ჩემიც გავიტანე,ბარმენმა დაბალი და განიერი ჭიქა გვერდზე გადადო და სქელი ბოთლი დამიდო ცხვირწინ. თავსახური ხელმარჯვედ მოვხსენი და ამოუსუნთქავად გადავკარი მათრობელა სასმელი.ყელი ძალიან ამეწვა,თუმცა ამის ნაცვლად რამდენიმე წამში სასიამოვნო გრძნობამ დამიარა მუცელში. როცა პირი გვარიანად ამიმჟავდა და ეს უკვე არასასიამოვნო შეგრძნებად იქცა სწრაფად მოვიშორე ბოთლი პირიდან და სასმლით ასველებული პირი ხელით მოვიწმინდე.გადმოკარკლულ თვალებზე და ჩალურჯებულ სახეზე უკვე მეტყობოდა რომ კარგადაც ვიყავი შემთვრალი. არ დავაყოვნე და ბოთლი მეორედაც გადავკარი. –„ჯანდაბა,ცხოველი ხარ ლუი ტომლინსონ,შენს თავს შეხედე,როგორი დალაჩრებული და სუსტი ხარ,შენნაირი მაჩანჩალები ქუჩაში წვანან და მოწყალებას ითხოვენ,შენ ბედმა გაგიღმა,თორემ ახლა აქ არ იქნებოდი“ -დამცინავად ამომძახა ქვეცნობიერმა და მაიძლა ბოთლი მომეშორებინა.გონს მოვეგე,მიუხედავად იმისა რომ ახლა მთლად ჭკუაზეც არ ვიყავი. ბარმენს ფული წინ დავუდე,თავად კი მანქანის გადაღები ავაჩხაკუნე და დასაძრელად გავედი.რამდენიმე წუთში შინ დავბრუნდი და კარის წინ ავიტუზე.მანქანას ნასვამი ვმართავდი,მადლობა ღმერთს რომ შინ მშვიდობით დავბრუნდი და გზაში ცხვირ პირი არ დავილეწე. ცოტახანშ სახლის წინ აღმოვჩნდი,ის ის იყო ზარი უნდა დამერეკა მაგრამ უეცრად ტელეფონის ბზუილმა გამაჩერა.

-ვინ უნდა იყოს? -ჯიბიდან ტელეფონი ამოვიღე და ეკრანს დავხედე,სანამ აბონენტის სახელს დავაკვირდებოდი დავინახე წარწერა ეკრანის ბოლოშ: „32 გამოტოვებული ზარი“ -ჯანდაბა ემილი! -ბოლოს აბონენტსაც დავაკვირდი და დიდად მოსალოდნელი სურათი დამხვდა -რეკავს ემილი,უკვე ოცდამეცამეტეჯერ.საბრალო გოგო როგორ ინერვიულებდა.გავბედე და ახლა ზარიც დავრეკე,რამდენიმე წამში ზღურბლის გადაწევის ხმაც გაისმა და კარი გაიღო,ისღა დამრჩენია ღრმად ჩავისუნთქო და ჩემს წინ ემილის გაჩენას დაველოდო.როგორც კი კარი გაიღო სრულიად მოულოდნელი და ამ მომენტში საკმაოდ უსიამოვნო პირი დამხვდა

-ჰარი? შენ? -ჩავეკითხე თვალებგაფართოებით

-დიახ მე,ახლავე შემოდი და მომიყევი სად დათვერი -მკითხა წარბშეუხრელად

-ვალდებული არ ვარ ანგარიში ჩაგაბარო

-ამაზე მოგვიანებით დაგელაპარაკები,მანამდე შემოდი -ჩემი მკლავი მხარზე შემოირტყა და შინ შესვლაში დამეხმარა,შემდეგ კი სავარძელში ჩამსვა

-ესეიგი,დავიწყოთ იქიდან რომ ემილი უკვე საათნახევარია გაუჩერებლად ტირის შენნაირი გარეწარის გამო -ხელები გადააჯვარედინა ჰარიმ და ჩემს წინ დაიწყო სიარული

-მისმინე,მე ვფიქრობ...

-ნუ მაწყვეტინებ -გამაჩერა და მოყოლა განაგრძო -იცი თავს როგორ ცუდად გრძნობს? შენ ამ დროს რას აკეთებ?! სხვამ და ღორივით იბღლანძები,მითხარი რამ გაგხადა ასეთი ეგოისტი,თუმცა არა,შენ ახლა საკუთარ თავზეც აღარ ფიქრობ.

-ჰარი მე...

-მითხარი ძმაო,რამ გიბიძგა ასეთი ცხოვრებისკენ

-მე...

-ელისამ არა?! მიპასუხე -ჰარი ჩემს გვერდით ჩამოდგა და ყურებდაცქვეტილი მოემზადა ჩემგან პასუხის გასაგებად.

-მეე...მინდა დავივიწყო,მაგრამ...მხოლოდ ცოტათი გამომივიდა ეს...-შევატყვე ჰარის ეუცნაურა ჩემი ნათქვამი,ისევე როგორც მე

-კიდევ უნდა ეცადო,ეცადე დაივიწყო და შეიყვარო ის ვინც მართლა იმსახურებს ამას. -მოიცა,სწორად გავიგე? როგორ,ელისა არ იმსახურებდა ამას?! ჰარის ნათქვამი უჩვეულო და იდუმალებით მოცული მომეჩვენა

-ამით რისი თქმა გინდა?

-მოდი ამაზე მერე ვილაპარაკოთ -თავი ამარიდა და წამოდგა

-მე ახლა მინდა -დავიჟინე და არ მოვეშვი,პატარა ბავშვივით ვწუწუნებდი

-კარგი,ოღონდ დამპირდი რომ ეს ძალიან არ იმოქმედებს შენზე.

-გპირდები -ვუპასუხე სლოკინით

-მოკლედ გაინტერესებს ამით რისი თქმა მინდა არა?!კარგი...ლუი ელისა მთლად ანგელოზიც არ ყოფილა,მისი სიკვდილის მიზეზი არც სიმსივნე ყოფილა.ის...ნარკოტიკებს შეეწირა,ბოლოს,სანამ მოკვდებოდა მეტისმეტად ზედმეტი დოზა მიიღო,ვერ გაუძლო და გარდაიცვალა.საზოგადოებამ არაფერი იცის ამის შესახებ,სა დაერთოდ ჩემს გარდა,და ახლა უკვე შენს გარდა არავინ იცის.

-ტყუილია,ელისა ასეთი ვერ იქნებოდა -წამოვხტი და ჰარის საყელოში ვწვდი

-არა ძმაო,მეც ძალიან მინდა რომ ტყუილი იყოს,მაგრამ...-ნელნელა მოვადუნე ხელები მის საყელოსთან -მე...მე შევისწარი მისი სიკვდილის სცენას.ის ჩემს წინ მოკვდა,როცა ვენაში უკანასკნელი შპრიცი შეუშვა და სული განუტევა მე იქ ვიდექი,იმ ომენტში შევუსწარი როცა უკანასკნელად ჩაისუნთქა,როგორ არ მინდოდა ეს შენთვის მეთქვა,სამარეში ვაპირებდი ამ ისტორიის ჩატანას,მაგრამ არ გამომივიდა,გთხოვ ისეთი ადამიანის ხსოვნას ნუ შესწირავ თავს როგორიც ელისა იყო,მას შენ არ უყვარდი,ისიც ვიცი რომ მხოლოდ ფულის გამო გხვდებოდა,იცი შენი ფული რათ უნდოდა? ყოველდღე ნარკოტიკების ყნოსვაში რომ ენებივრა,გინდა გაიგო ეს ყველაფერი საიდან ვიცი?! მას ევუსწარი,ზუსტად მაშნ როცა სკოტ ბრაიანთან...ხედავ მე მისი სახელიც კი ვიცი,მასთან იწვა,დავინახე.

-გეყოფა ჰარი,გეყოფა,სკოტს მაინც ნუ ადანაშაულებ,ის ჩემი საუკეთესო მეგობარია შენს შემდეგ. -დავიყვირე ბოლო ხმით და ყურებზე ხელები ავიფარე

-სიმართლეს ვერ გაექცევი ძმაო.

-ჰარი გთხოვ,დამტოვე -ვთხოვე თვალცრემლიანმა და წასვლა მთელი გულით ვთხოვე,მართლაც ახლა ყველაზე მეტად მაწყობდა მარტოობა.ჰარიც დამყვა,ნამდვილად არ აწყობდა ჩემი სიკვდილი,ამიტომაც ამისრულა თხოვნა.როგორც კი კარი ჩავკეტე სასწრაფოდ ავირბინე ჩემს ოთახში,თავზე ბალიში ჩამოვიფარე და მწარედ ავტირდი.წლების განმავლობაში დაგროვილი სევდა ახლაღა ამოვანთხიე,თუმცა იმ ადამიანის გამო,ვინც სულაც არ იმსახურებდა.



№1 სტუმარი Ketis

Mshvenieria momconswarmatebebiiii

 


№2 სტუმარი ნინი ნინი

ძალიან მომეწონა ეს მოთხრობა და თუ შეიძლება შემდეგი თავი დადოთ გთხოვთ

ნინი ნინი
ძალიან მომეწონა ეს მოთხრობა და თუ შეიძლება შემდეგი თავი დადოთ გთხოვთ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent