შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გამომყვები ცოლად! (თავი 7)


16-07-2016, 13:11
ავტორი llella
ნანახია 3 943

კატოს ნაამბობი:

დილით დამძიმებულს გამეღვიძა, მაგრამ ჩემს სახეს მაინც ღიმილი არ სცილდებოდა, ალბათ ცხოვრებაში ჯერ ასეთი შემთხვევა არ მქონია, როცა ჩემში ორ გრძნობას, შიშსა და სიმშვიდეს ერთდროულად დაედოთ ბინა.
საწოლიდან წამოვდექი თუ არა აივანზე გავედი, მოაჯირს დავეყრდენი, აქაური ჰაერი მთელი არსებით ჩავისუნთქე და მივხვდი, რომ ცხოვრება რაღაცისთვის მაინც ღირს და როგორც ჩემი მეგობარი ამბობს „თითოეული ჩვენგანი დედამიწაზე რაღაცისთვისაა მოვლენილი, რომ ჩვენ ყველას რაღაც მისია დაგვაკისრა ღმერთმა და მხოლოდ უნდა დაველოდოთ ამ დროს, სიცოცხლე ღირს იმად, რომ საკადრისად გაიარო“ კმაყოფილსა და რაღაცნაირად ბედნიერს გამეღიმა.
ციური ბებოს სახლს გავხედე და „ჩემი ჯმუხი“ გამახსენდა, ვითომ დამავიწყდა? არა! უბრალოდ უაზრო მონატრება ვიგრენი, სწრაფად მოვშორდი მოაჯირს და ოთახში შევბრუნდი, გადავივლე, მუხლამდე კაბა და მაისური ჩავიცვი, თმები ჩავიბწენი და კიბეებზე ღიმილიანი სახით დავეშვი.
-დილამშვიდობის.
-დილამშვიდობის შვილო-ღიმილით გამომხედა დედამ-დაგისხა ჩაი?
-ხაჭაპურიც მინდა.
-დედა ბებო შენ ოღონდ თქვი ჭამა მინდაო-გაიცინა ბებიამ და სწრაფად დამიდო ორი დიდი ხაჭაპურის ნაჭერი თეფშზე.
-ანუ ბატონი ავთო წავიდა ხო?-აი გველური ღიმილი გინახიათ? ზუსტად ეგრე დასვა კითხვა მამუკამ.
-ხო წავიდა მამა-დაეთანხმა მამაჩემიც-საქმე გამომიჩნდა და ამიტომ წავედი ასე გაუფრთხილებლადო.
-საქმე არა ისა კიდე-გაიცინა მამუკამ კმაყოფილმა და ფეხზე წამოვარდა-მადლობა, გავძეხი.
-კი მარა არაფერი არ გიჭამია ბაბუ.
-აღარ მინდა გავძეხი-სწრაფად უპასუხა და გარეთ გავარდა.
-სახლში ვეღარ ვაჩერებ ამას ნიკა-დაიწუწუნა დედაჩემმა.
-აცადე ბავშვია ჯერ, შეირგოს ეს პერიოდი.
-ოოფ, მიდი და უთხარი ერთი ბავშვი ხარო-სიცილით უპასუხა დედამ-მთელს სახლს დაიმხობს თავზე და არ გათქმევინებს პატარა ხარო.
-კაცობს, ბაბუ ენაცვალოს მაგას.
-მეც გავძეხი მადლობა-ფეხზე წამოვდექი და მაგიდას თვალი მოვავლე-მე ცოტა ხნით სოფოსთან გადავალ, დღეს ჩამოვიდა და ვნახავ.
-არ დაიგვიანო დედიკო-სტანდარტული გაფრთხილება არ დავიწყებია დედაჩემს-მომიკითხე იცოდე.
-აუცილებლად.
გარეთ გმოვედი და სოფოსთან წავედი, გუშინ არ დავლაპარაკებივარ საუკეთესო დაქალს და რომ მნახავს, დარწმუნებული ვარ სიბრაზისგან ფუტსაც კი გამოუშვებს.
სოფო დავლაძე, ჩემი ბავშვობის მეგობარია, ერთად დავდიოდით ჯერ ბაღში და სკოლაში, წესით და რიგით უნივერსიტეტშიც ერთად უნდა გვევლო, მაგრამ ოჯახური მდგომარეობისა და პრობლემების გამო ვერ მოვახერხე ქალაქში გამგზავრება და ა.შ. ამიტომ სოფო მარტო წავიდა სასწავლებლად და დამტოვა აქ ეულად. ისიც 19 წლისაა, მაგრამ ჩემსგან რადიკალურად განსხვავებული აზრები აწუხებს, გოგო კიარა თხაა, გადარეული და შეშლილია, დათოს ბიძაშვილია და ბიჭი წყობიდან ყავს გამოყვანილი, იქედანაც კი ახერხებს და ნერვებს უშლის უფროს ბიძაშვილს.
სახლში კი არ შევედი, პირდაპირ შევვარდი და მისი ოთაისკენ ავიღე გეზი.
-სოფოოო-დავიყვირე და ლოგინს დავახტი.
-დედა გული-გავიგე მამაკაცის ხმა და ვიგრძენი, როგორ გამოტოვა გულმა რამოდენიმე დარტყმა.
წამით ვიფიქრე ჰაერმა იმოქმედა იმ უბედურზე და იმიტომ აქ ასეთი ხმა თქო, მაგრამ საბნიდან წამოყოფილმა დათოს თავმა მიმახვედრა, რომ ჩემს დაქალს ნორმალური ხმა ქონდა, მე კიდევ სასაცილო მდგომარეობაში ვიყავი.
-დათო?-სიცილი და დაბნეულობა ერთად ისმოდა ჩემს ხმაში.
-ღმერთმა მაზღვევინა რატაელას რომ გავუჩალიჩე იმიზა-გადაიხარხარა და მანიშნა რომ სოფო აბაზანაში იყო.
გადმოვფორთდი საწოლიდან და მივედი აბაზანის კართან.
-გამოეტევი თუ გამოგიტანო ჰა?-დავიყვირე და დაველოდე როდის გამოგლიჯავდა კარებს ჩემი გადარეული გოგო.
-გამოიწიე კატო რამე არ მოგარტყას-სიცილით მითხრა დათომ, ისიც ფეხზე წამოდგა და ოთახი დატოვა.
წუთი არ იყო გასული აბაზანის კარი რომ გაიღო და სოფო პირდაპირ ჩემსკენ გამოექანა.
-ეკატერინეეეეეე-დაიყვირა და მაგრად ჩამეხუტა.
-მომენატრე!-ისეთი ხმით ვუთხარი ვიფიქრე ახლა ტირილს დავიწყებ თქო.
-მეც ძალიან მომენატრე გოგო!
-რამდენი ხნით რჩები?
-რავიცი სანამ სწავლა არ დაიწყება-გამიღიმა და ინტერესით დამაჩერდა.
-რა იყო?-სიცილით ვკითხე.
-რატომ გვაქო ასეთი გაბრწყინებული და დანაღვლიანებული თვალები ერთდროულადო?
სასაცილოა არა? სულ რაღაც რამოდენიმე წუთია რაც მნახა და უკვე მიხვდა როგორც ვიყავი, ამიტომაც იყო ჩემი არაბიოლოგიური და!
მეც ყველაფერი მოვუყევი, დამსხვრეული კვერცებიდან დაწყებული, ჩახუტებით დამთავრებული, ის კიდევ აღტაცებით მისმენდა და სახიდან ღიმილს არ იშორებდა.
-ვახ ვახ ვახ, ნახე აქ რა ამბები ტრიალებს, ეგ კიარა ხვიჩას ნახე რაა-თბილად გამიღიმა-გიყვარს?
-ჩემში ძალიან დიდი ადგილი უკავია...
-ეგ ისეც გეტყობა, ადამიანო გიყვარს თქო?
-არ მინდა ამის გაანალიზება, არ მინდა მეტკინოს.
-გიყვარს!-დაასკვნა და კმაყოფილმა გამიღიმა.
-იცი როგორ მეშინია? არ მინდა ჩემში მთელი სამყარო შექმნას და მერე ერთი ხელის მოსმით დაანგრიოს ყველაფერი!
-არ არის ხვიჩა ისეთი ბიჭი, რაღა ბიჭი კაცი, რომ მისი საქციელი ვერ განსაზღვროს და არ იცოდეს სად როგორ მოიქცეს, რომ არ იყოს მის საქციელსა თუ სუვილებში გარკვეული კატო.
-არ ვიცი.
-ქორწილია, ქეიფია, გრიალიიი, გრიალიიიი, გრიალიიიი-წამოვარდა ფეხზე და ბოლო ხმაზე დაიწყო სიმღერა.
-დაეგდე დროზე და მომუწე პირი-სიცილით ვუბრძანე და ისიც სიცილითვე დაეშვა საწოლზე.
-გემორჩილებით დედოფალო.
-ვერ გადაეჩვიე ხომ ამ მასხარაობას.
-რა გადამაჩვევდა-გამეკრიჭა და კიდევ ერთხელ მომხვია ხელები.
-ეგ კიარა რატია ჩამოსული-თითქმის ჩურჩულით, მაგრამ მაინც ღიმილით ვუთხარი.
-აქაა?-დავინახე როგორ აუციმციმდა თვალები და დაქალის ასეთი ბედნიერებით, მეც წამებში გავბედნიერდი.
-ჰო.
-კარგია...
-აი ახლა კი მე ვიწყებ-გავიცინე და ფეხზე წამოვდექი-ქორწილია, ქეიფია, გრიალიიი, გრიალიიიი, გრიალიიიი...
-რა გაკივლებთ ხალხო ჰა? ან რა ქორწილი, ვინ გითხოვთ თქვენ, რას იიმედებთ საერთოდ თავს-ოთახში თავი დათომ შემოყო და მისი ჭკუით დაგვგესლა.
-აი ეს ადამიანის მაგვარი არსება მენატრებოდა მე?-ცალი წარბი მაღლა აწია, ტუჩები უკმაყოფილოდ დაბრიცა და დათოსკენ გაიშვირა თითი სოფომ.
-გენატრებოდი კი არა გესიზმრებოდი გოგო-გაიცინა და მაგრად აკოცა ლოყაზე-იქეთ მივდივარ და წამოხვალთ?-თავით გვანიშნა ციური ბებოს სახლზე.
-მიდი შენ, ჩავიცვამ და გადმოვალთ აბა რას ვიზამთ-გაუცინა და ოთახიდან სულ ხელის კვრით გააგდო.
-წავიდეთ?-ვკითხე დაეჭვებით.
-ჰო.
-კი მაგრამ...
-არაუშავს კატო, უბრალოდ არაუშავს და მორჩა.
-არ მინდა...
-მე მინდა და წავალთ.
-კარგი ხო, კარგი.
სოფო მალევე აეწყო და ჩვენს დავადექით ციური ბებოს სახლისაკენ მიმავალ გზას.
-ციური ბებოო-დაიყირა და მაგრად შემოხვი ქალს ხელები.
-ჩემი გადარეული გოგო, რაფერ ხარ ბებია?
-მაგრად ვარ ციური ბებო, თქვენ როგორ ხართ?
-რა მიჭირს ბებია, ხომ უყურებ აგერ ბაღნები ჩამომივიდნენ, ახლა რაღა მიჭირს.
-ოხ ეს ვინ ჩამოსულა-ახლა ამირან ბაბუს ხმა გაისმა ოთახში.
-ბაბუუ შე ძველო, რავა ხარ?
-აი კიდო ვერ დაჭკვიანდა?-სიცილით მკითხა მე.
-ვერა ბაბუ ვერა-მეც სიცილითვე ვუპასუხე.
-რამ უნდა დამაჭკვიანოს მე ბაბუ.
-რამ კიარა ვინ ბაბუ ვინ.
-თუ გინდა ვინ იყოს.
-გამოჩნდება ვიღაც ნუ გეშინია-სიცილით უთრა ხვიჩამ, რომელიც ოთახში ახლახანს შემოვიდა, პირდპირ მე გამომხედა და თავი დამიკრა მოსალმების ნიშნად, მეც იგივეთი ვუპასუხე.
-ბიჭოს ეს რა ხალხი ყოფილა აქ-გაიცინა სოფომ და ხვიჩას გადაეხვია.
-ნუ იტყვი ბიძაშვილო-გადაიხარხარა დვითამ და ახლად შემოსულ რატიზე მიგვანიშნა.
-როგორ ხარ?-მხოლოდ ამით შემოიფარგლა რატი, მხოლოდ ერთი კითვა დაუსვა მას შემდეგ რაც სოფო გადაკოცნა.
-კარგად, შენ?
-მეც ეგრე რა.
ეს იყო და ეს, რატისგან რაღაც მოქმედებას მაინც ველოდი, ერთ ღიმილს მაინც რომელიც ჩემს დაქალს ფეხზე დააყენებდა და სიცოცხლის საშუალებას მისცემდა, მაგრამ არა, მისგან არანაერი გრძნობა არ მოდიოდა.
ბევრი ბოდიალის მერე კარტის სათამაშოდ დავჯექით, გოგონები ვეთამაშებოდით ბიჭებს, დათოს დაურეკეს და წავიდა, ამიტომ მე და სოფო ვეთამაშებოდით რატისა და ხვიჩას. კი ვიცოდი რომ წავაგებდით, მაგრამ ასეთ საშინელ ანგარიშსაც არ ველოდი, ამიტომაც მე და სოფომ თითო სურილი წავაგეთ ბიჭებთან, სოფომ თავი მოიკლა მე რატის სურვილს არ შევასრულებო, ამიტომ მე რატის და ის ხვიჩას ერთ სურვილს ავუსრულებდით.
-ჰა, თქვი ახლა რა გინდა-სიცილით კითხა სოფომ ხვიჩას, თან ვატყობდი, რომ ცალი თვალით რატის აკვირდებოდა
-მერე გეტყვი-მასაც გაეცინა სოფოს სახის გამომეტყველებაზე.
-მე ყავა მინდა-გამიღიმა რატიმ და მივხვდი, რომ საფრთხე აღარ მელოდა.
-ბედი რო აქ ადამიანს რაა-სიცილით თქვა სოფომ.
-აი მაგაში გეთანხმები-გავიცინე და ფეხზე წამოვდექი-ყველა დალევთ ხო?
-აბა რა-არ აჩერებდა ენას სოფო.
მეც სამზარეულოში შევედი და ყავის მადუღარა გამოვიღე კარადიდან, ბებო და ბაბუ ჩვენთან იყვნენ სტუმრად, ამიტომ სახლში მხოლოდ ჩვენ ოთხნი ვიყავით, ამ სახლს ალბათ იმაზე კარგად ვიცნობდი ვიდრე საკუთარს, სწრაფად მოვამზადე ყველაფერი და მადუღარაც გაზქურაზე დავდგი, მე კი მანამდე მისაყოლებელი დავაწყვე სინზე.
-შენ ვის ოჯახშიც შეხვალ-მისაღებში შევედი თუ არა დასჭექა სოფომ.
-ეს კი შევა შენ რა გეშველება ჰა? დააშინებ ყველას და ეგაა-გაიცინა ხვიჩამ და ყავა გამომართვა.
-ვიპოვი ვინმეს არ ინერვიულო შენ-გაეკრიჭა სოფოც-„ქტოტა ლახანიოტსა“ რა.
-ოოფ, ვინ გაგიძლებს გოგო შენ-არ წყვეტდა სოფოს წვალებას ხვიჩას.
მე კი უკვე სავარძელში ვიჯექი და ვუსმენდი ორი გიჟის საუბარს.
-შენ ვისზე რას ამბობ საერთოდ ჰა?
-მე სულ რომ არაფერი ავიღებ და მოვიტაცებ-გაეკრიჭა ხვიჩა.
-რაიყო მე ვერ დავავლე ხელი ერთ ბიჭს თუ რაარი-დაეჯღანა და ისე მოსვა ყავა.
-ოჰ აბა-ძლივს გავიგე რატის ხმა.
-რა იყო?
-ბევრს იბრალებ, მეტი არაფერი-უცებ წაკბინა, ჩემს დაქალს კი იმწამსვე გადაუვიდა ფერები სახეზე.
-და შენ რა იცი?-ხმაში წყენა უფრო შეიმჩნეოდა ვიდრე სიბრაზე.
-ბიჭის მოტაცება კიარა გოგო, არაფერს არ აკეთებ იმისათვის, რომ გამოხატო შენი დამოკიდებულება ნებისმიერ რამესთან დაკავშირებით! გრძნობების გამოხატვა არ იცი!
რატიმ ეს თქვა თუ არა, სოფო უხმოდ წამოდგა ფეხზე და წავიდა... აი ასე უთქმელად, აუხსნელად ადგა და წავიდა, მხოლოდ ერთხელ შეხედა რატის თვალებში და ალბათ მას მისი სათქმელი ასე უთხრა, დაბნეულობისგან ძლივს გავაანალიზე, რომ სოფოს გავყოლოდი, ფეხზე წამოდგომას ვაპირები, ხვიჩამ რომ მაჯაში ჩამავლო ხელი და ადომის საშუალება არ მომცა, გაკვირვებულმა გავხედე, მან კი თავი გამიქნია და მანიშნა, რომ ისევ ჩემს ადგილას დავმჯდარიყავი, რატის კი ფეხზე მიკრა ფეხი, მანაც დარდით ამოვსებული თვალებით გახედა ძმაკაცს, ბოლოს კი ფეხზე ადგა და გარეთ დავიდა.
აი მესმის ვითარების დაძაბვა...



ხაი ფიფლ :დ ესეც ახალი თავი, იმედი მაქვს მოგეწონებათ ჩემი "ნაჯღაბნი"
ველოდები შეფასებას და კომენტარებს.
მიყვარხართ მე თქვენ!



№1  offline წევრი kriwinka

კარგიაა ............. :D

 


№2  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

მალე დადეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე

 


№3 სტუმარი tikacho

კაიაა :D დიდი თავებიი დადეე

 


№4  offline წევრი duckita

ეხლა რომ არ გააგძელო და დგეს არ დადო ჩამოგაკითხავ სადაც ხარ და გაგგუდავ :D :D :D

 


№5  offline წევრი llella

duckita
ეხლა რომ არ გააგძელო და დგეს არ დადო ჩამოგაკითხავ სადაც ხარ და გაგგუდავ :D :D :D

რას მერჩი კიმარა :დ დავდებ დღეს დავდებ :დ 12ის მერე :დდ

 


№6  offline წევრი malikuna

ჩემი ფავორიტი ხარ!!♥♥

 


№7  offline წევრი isterichka123

საყვარლები ვაიმე რაკაი თავი იყო ასე გაგრდზელე

 


№8  offline აქტიური მკითხველი aanamaria

როგორი საყვარლები არიან ცემს წარმოდგენაშიი მ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent