შემიყვარე (ნაწილი მერვე)
-ერთი ბილეთი ბერლინამდე -არა ნუცა, არა არ გაბედო წასვლა ბენეს ხმა მომესმა. უკვე აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა. არ მინდოდა წასვლა, არ მინდოდა ბენეს აქ დატოვება. მე ხომ ის ასე ძალიან მიყვარს -უკაცრავად აღარ მინდა ბილეთი გადავიფიქრე ბენესკენ სწრაფად გავიქეცი. ისეთი ძალით შევახტი ძლიერი რომ არ ყოფილიყო ალბათ წაიქცეოდა. -ნუცა მაპატიე, ვიცი საშინელი, არაკაცი ვარ გთხოვ კარგი? არ წახვიდეთ შენ და...... შენ და ჩემი პატარა. გთხოვ ჩემთან დარჩით. მთელი ძალით ვეხვეოდი. ასეთი ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ. აეროპორტიდან ჩემთაბ წავედით. შევედით თუ არა ბენემ ჩემი დარჩენილი ნივთევის ჩალაგება დაიწყო -ბენე რას აკეთებ? -უკაცრავად მაგრამ მე არ ვაპირებ ჩემი ცოლ-შვილი ცალკე ვაცხოვრო. რა არ აპირებ ჩემთან გადმოსვლას? ახლა რომ ბედნიერებისგან გული გამოსკდეს და მოვკვდე არ გაგიკვირდეთ. საშინლად ვნანობ იმ სიტყვებს რაც ვუთხარი -იცი ნუც შენ რომ წახვედი დემეს დავურეკე. ყველაფერი ავუხსენი. მან კი მითხრა რომ თუ შენ და ბავშვს დაგკარგავდით ჩემს სიცოცხლეს აზრი აღარ ექნებოდა. იცი ის მართალი აღმოჩნდა. თქვენს გარეშე რა ჯანდაბად მინდა სიცოცხლე -ლექსო ძალიან მიყვარხარ -მეც ძალიან მიყვარხარ. შენ მე პირველად დამიძახე ლექსო -შენ უკვე დიდი კაცი ხარ. ცოლ-შვილიანი რაღადროს შენი კლიჩკებით მომართვაა? -ეეე აი მანდ ჩემი ბიჭი რომ ზის. ეგ ბენე ჯუნიორია -ნუ სულელობ, გოგოა. ხო იცი დედა ყველაფერს გრძნობს -იცი რა მოდი სანამ ბავშვი არ დაიბადება სქესი არ გავიგოთ. აი მერე კი მე და ჩემი ბიჭი -გოგოა ვააა. -ნუც იცი მთავარი რა არის? ჯანმრთელი და დიდი ბიჭი.... ნუ უფრო სწორედ სქესს მნიშვნელობა არ აქვს მთავარია ჯანმრთელი და ბედნიერი იყოს ისეთი საყვარელი იყო როდესაც ბავშვზე ფიქრობდა. ახლა შეიძლება მსოფლიოს მაშტაბით ყველაზე ბედნიერი ქალი ვარ. -აუ დემემ მაგრა მეჩხუბა, ჯერ ცოლი მოიყვანე და არაფერი მითხარიო, ჩემს მომავალ ნათლულზეც არაფერი გითქვამსო -ვაიმე ელემაც არაფერი იცის, რომ ჩამოვა შენც მოგკლავს.. უიიი მე არ მომკლავს ორსულად ვარ გულის სიღრმეში ვგრძნობდი რომ ასეთი ბედნიერება სულ არ გაგრძელდებოდა. რაღაც მოხდება, ამას ვგრძნობ. -ნუცაა რაღაც უნდა გკითხო -გისმენ? -შენ რომ მითხარი 12 წელი მიყვარდიო? ვერ მივხვდი.... ფეხზე წამოვდექი, ერთ-ერთი ჩემოდანი გავხსენი ძველი დღიური ამოვიღე. -ეს წაიკითხე ბენე სამზარეულოში გავედი. ჯანდაბა რა მჭირს? რატომ მიგრძნობს გული ცუდს? რა მემართება? „ 7 თვის შემდეგ“ უკვე შვიდი თვის ფეხმძიმედ ვარ. ზედმეტად დიდი მუცელი მაქ. ექოსკოპისტმა თქვა ყველაფერი იდეალურადააო. მე და ბენეს ფანტასტიური ურთიერთობა გვაქვს. ნებისმიერ ჩემს სურვილს ასრულებს. დღეს ბენე მთელი დღეა უცნაურად იქცევა. არ ვეჭვიანობ მაგრამ...... ნუ ხო ცოტათი ვეჭვიანობ. აქეთ-იქით დადის, ტელეფნზე ვიღაცას ანერვიულებული ელაპარაკება მარტო ერთ ფრაზას მოვკარი ყური -ასე უცებ ვერ ვეტყვი, დრო უნდა შევარჩიო ღმერთო ნეტავს რა ხდება? ბოლო შვიდი თვეა საშინელი შეგრძნება მაქვს. არ ვიცი რას დავაბრალო -ნუცაა, ნუც ერთი წამით მოდი -რა მოხდა? -პატარავ რაღაც უნდა გითხრა, ოღონდ დამპირდი რომ არ ინერვიულებ -ლექსო რამე მოხდა? ნუ მაშინებ -ნუც თოკო.. -რა მოუვიდა ჩემს ძმას? -თოკომ რეაბილიტაცია ვერ გადაიტანა -რაა? ვერ გავიგე -ნუცა გუშინ ღამით თოკო კლინიკაში გარდაიცვალა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.