შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეგზოტიკური კოცნები -3-


18-07-2016, 17:54
ავტორი Firefly
ნანახია 2 367

დილა ქაოტურად იწყება.
მაღვიძარა 7-ზე რეკავს და გაუჩერებლად ტიკტიკებს.ზანტად ვიზლაზნები საწოლდან და ფეხშიშველი სააბაზანოში მივტანტალებ.
შხაპის მიღებაში გართულს სულ მავიწყდება რომ რვაზე სამსახურში უნდა ვიყო,ამიტომ სწრაფად გამოვდივარ თმას ვიშრობ და მაღლა ვიწევ.კარადიდან პოლიციის ფორმა გამომაქვს და სწრაფად ვიცვამ შედეგ კი ტუჩებზე კანისფერ კონტურს ვიტარებ,თვალებს ფანქროთ ვიხატავ და სარკის წინ ვტრიალდები.
-პერფექტო!-ცერა თითს ვუწევ საკუთარ თავს,ნივთრბს ვკრეფ და სახლიდან გავდივარ.
ჩემი შავი ბიჭი ისე მომხიბვლელად დგას რომ მინდა მივიდე და ჩავეხუტო,სიგიჟემდე მიყვარს ჩემი მანქანა და ჩვილი ბავშვივით ვუფრთხილდები.
მანქანაში ჩაჯდომისთანავე ღვედს ვიკრავ და მუსიკას ვრთავ.
შენიშვნა:მუსიკა გარეშე არ ვიწყებ არცერთ დილას.
დაახლოვებით თხუთმეტ წუთში პოლიციის განყოფილებაში ვარ და ღიმილით ვესალმები თანამშრომლებს.
-ძაღლად გადაქცეული, პეპელა მოსულა!-სასაცილოდ მეღრიჭება გუჯა და თვალით მანიშნებს კაბინეტში გეგა გელოდებაო,მეც მობეზრებული ვატრიელებ თვალებს და გეგასკენ მივდივარ.
-პრივეტ არღვლიანო!-ჩესტს ვიღებ და წყალს ვისხამ.
- მოხვედი რძალო?-ცინიკურად მიცინის გეგა.პირთან მიყუდებული ჭიქა ჰაეში მიშეშდება და საშნელი ხველა მიტყდება..
-ნელა გოგო,არ დეიხრჩო!-ზურგზე ხელს მიტყაპუნებს გეგა.
-მოსაკლავები ხართ ძმები,რა სპექტაკლი დადგით გუშინ? იმედია ეს შენი ოინები არ არის გეგა!-ვამბობ გაბრაზებული, მაგიდიდან მანქანის გასაღებს ვიღებ და გარეთ გავდივარ.
-არა ლოლიტ,მე არაფერ შუაში ვარ!-უკან მომყვება გეგა.
-მაგას მე გავარკვევ!-ვამბობ წარბშეკრული და მანქანაში ვჯდები.-დღეს შენ იჯექი საჭესთან.-უმალ ვამატებ და საზურგეს კომფორტულად ვაწვები.გონებაში იმდენი კითხვა მიტრიალებს ნიკასთან დაკავშირებით რომ გასაქნს არ მაძლევს,მალულად ვუყურებ გეგას რომელიც დიდი ყურადღებით ატარებს ავტომობილს.
*რა მოხდება,ერთი კითხვა მაინც რომ დავუსვა?*
*არა ლოლა! მერე იფიქრებს რომ მოგეწონა ნიკა და დაცინვას დაგიწყებს.*-ფიქრებიდან ვერკვევი და მანქანებს ვაშტერდები,მერე კი ფეთიანივით ვიღებ დიქტოფონს:
-999 გადააყენე ავტომობილი!-ვამბობ წარბების თამაშით და გადასასვლელად ვემზადები.ჩემ სამსახურში ყველაზე მეტად ეს მომენტი მიყვარს გეგა კი სულ ამაზე დამცინის.
-ღმერთო დიდებულო,რა ეშველება ამ ბავშვს?-ხელებს მაღლა აღაპრობს არღვლიანი და მიმანიშნებს მანქანიდან გადაბრძანდიო.
ყელ მოღერებული ვუახლოვდები შავ ბენტლს და საქარე მინასთან ვიხრები.
-გამარჯობა,მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს თქვენ გამოიყენეთ მობილური კომუნიკაცია და დაარღვიეთ მოძრაობის წესები.გზაჯვარედინზე მოძრაობდით დადგენილზე მეტი სიჩქარით,ამიტომ იძულებული ვარ დაგაჯარიმოთ!-ჩამოვარაკრაკე და გამომცდელად შევხედე ახალგაზრდა მამაკაცს რომელიც ღიმილით მათვალიერებდა.
-თქვენი სახელი?
-ლოლა!-გავუღიმე და ჯარიმის ქვითარი გავუწოდე.-მშვიდობიან მგზავრობას გისურვებთ.-გაკრეჭილი დავბრუნდი უკან და ღვედი შევიკარი.
-არა რა,ვგიჟდები მამაკაცებს რომ ჯარიმას ვუწერ!-აჟიტირებულმა ჩავილაპარაკე და ახარხარებულ გეგას ყურადღება არ მიცაქციე.
შუა დღემდე ვმუშაობდით,რამდენიმე გამოძახებაზეც მოგვიწია წასვლა შემდეგ კი შესვენებაზე გავედით.ის ის იყო,კაფეში შევედი რომ ჩემი ტელეფონი აწკრიალდა,ნომერი უცხო იყო,ცოტა ვიყოყმანე შემდეგ კი მაინც ავიღე.
-გისმენთ.
-ძვირფასო,ვერც კი წარმოიდგენ როგორ მომენატრე!-გავიგე ნიკას ვნებიანი ხმა და ფორთოხლის წვენი სასულეში გადამცდა.
საშინლად ამიხურდა სახე და თვალები ამიცრემლიანდა.
-ხომ კარგად ხარ,ლო?-ისევ მისმა ხმამ მიყვანა გონს და ისტერიკული სიცილი ამივარდა.
-თუ იმას არ ჩვთვლით რომ წეღან კინაღამ დავიხრჩვე,მაშინ კარგად ვარ...-ჩავილაპარაკე გაკრეჭილმა და თვალში ჩამდგარი ცრემლები მოვიშორე.
არ რა რამ ამახარხარა,ვარ ახლა მე დაწყობილი?ვეკითხები ჩემს თავს.
-ძალიან მინდა შენი ნახვა!-ამბობს ნიკა.
-ახლა შესვენება მაქვს და დრო თითქმის ამომეწურა...-უკმაყოფილოდ ვუყურებ მაჯაზე მოთავსებულ საათს.
-ხვალ გცალია?
-კი...არა,დემე უნდა წავიყვანო ზოოპარკში დავპირდი და...-ვპასუხობ ჩაფიქრებული და კაფიდან გამოვდივარ.
-კარგი, ერთად წავიყვანოთ დემეტრე,გეგასთან დაგელოდები ს ა ყ ვ ა რ ე ლ ო!-იდუმალი ხმით მპასუხობს არღვლიანი და მითიშავს.
ჰმ,მე შენ განახებს საყვარელოს,არა ვფუქრობ და ვხვები რომ ეს ბიჭი მთლად ნორმალური არ უნდა იყოს.აბა ასე ერთი დღის გაცნობილ გოგოს საცოლეს როგორ უწოდებს?
ეს ერთი ნახვით შეყვარება და რაღაცეების მე არ მჯერა...
აქ რაღაც სხვა საქმეა...


მთელი დღე მიჭირს საქმეზე რაეალიზაცია,გაფანტული ვმუშაობ და საკუთად თავზე მეშლება მერვები.მის ხმაზე თუ ასე ვბრუვდები წარმომიდგენია შეხებაზე შეიძლება ნათურასავით გადავიწვე.
საშინელებაა,ასეთი რამ პირველად შემემთხვა და არც კი ვიცი რა ვიღონო,ალბათ ჩემ გოგონებთან საუბარი ახლა შველა იქნება ჩემთვის...


***
დილას კარგად გამოძინებულმა გავახილე თვალები,ვიბანავე,ვისაუზმე და გარდერობს მივაშურე.ჯინსის ვიწრო შარვალი და თეთრი გვირილებიანი ,ბრიტელიანი მაისური ჩავიცვი.თმები დავიწენი სათველე,ჩანთა,სუნამო და მზად ვარ.სარკეში ტრიალის შემდეგ სახლს ვტოვებ და მივემართები არღვლიანებთან.
-სად არის ჩემი ბიჭი!-კარების თანავე ვაუბნები ლილეს და სახლში შევდივარ.
-აივანზე სიგარეტს ეწევა.-მპაუხობს ლილე ხმამაღლა კისკისებს ჩემს გამომეტყველებაზე.
-დემეე!-ყურადღებას არ ვაქცევ მას და დემეს ძახილით სასტუმრო ოთახიკენ მივდივარ.
-ეეე ლა კაია ლო მოქედი,მე უკე მზად ვალ და ტავიდეთ!-დიდი კაცივით მეუბნება ნათლული და სარკეში თვალიერებას იწყებს.
-არ უნდა მაკოცო ნათლი?-გულდაწყვეტილი ვეკითხები.
-ალა,ბიძამ სქვის ქალებს ალ უნდა აკოცოო ასე მითქლა.
-დედა,ბავშვიც გადურევიათ!-შევიხცადე და სიცილით ავიტაცე ხელში. -მერე დემე ბიძაშენს არ დაუჯერო ასაკშია და აფრენს...-შუბლთან დავიტრიალე საჩვენებელი თითი და ის იყო წასასვლელად მოეზადე რომ ოთახში ტუჩებადღაბნილი გოგო შემობრძანდა კაბის შრიალით ერთი ჩაიხითხითა და სამზარეულოში გააბოტა,ლილემ ერთი ჩაიღრინა მზერა გააყოლა.
-ლილე წავედით ჩვენ,საღამომდე არ მოვალთ!
-კარგი საღამოს გელოდებით შემდეგ კი ახალ გაზრდები ბარში მივდივართ დემეს დედამთილი დაოტოვებს...-ჩამოარაკრაკა ლილემ და ოთახში ახლას შემოსულ ნიკას თვალი ჩაუკრა.



***
სამივემ ერთად მოვიარეთ ზოოპარკი,ვჭამეთ უამრავი ბამბის ნაყინი და ბევრიც ვიცინე.
დემე გახარებული დარბოდა ნიკასთან ერთად,მე კი ამ მომენტში თავს სრულყოფილად ვგრძნობდი.
ვხვდებოდი რომ ის გრძნობები და სიმპათიები რაც ამ ორიდღის გაცნობი ბიჭთან მემართებოდა არ იყო ნორმალური...
ალოგიკურიც კი იყო,ჩემ პრინციპებს აცდენილი და რაწამს მასზე ფიქრის ავუკრძალავდი თავს სულ ცოტახანში ისევ მასზე მეფიქრებოდა.
-ლოლა-ნიკას ხმა მაფხიზლებს და ვამჩნევ რომ გვერდით მიზის ხოლო დემე ბავშვებთან თამაშობს.-სამი წლის წინ წავედი საქართველოდან,რადგან დავშორდი ქალს რომელიც იმ პერიოდში, საშინლად მეძვირფასებოდა...ზუსტად გუშინ დავბრუნი და ჩემზე გულდამწვარმა დეხაჩემმა სახლში სიურპრიზი დამახვედრა:ჩემი ყოფილი შეყვარებული.საშინლად ამერია გული მის დანახვაზე,რათქმაუნდა დედაჩემმა არიცოდა იმის მიზეზი რატომაც დავშორდით თორემ არ მოიყვანდა.მოკლედ,დედების ამბავი ხომ იცი დაიჩემა სალომეზე უნდა დაქორწინედო და ა.შ.
მერე ლილეს საუბარი მოვისმინე რომ შენ მოდიოდი,აქამდეც ვიცოდი რაღაც-რაღაცეები შენზე.მოკლედ შენც მოხვედი და ის რაც გავაკეთე ერთადერთი გამოსავალი იყო სალომეს და დედაჩემის მოსაცილებლად.სალომე ახლაც ჩვენს სახლში ცხოვრობს და ამიტომ მჭირდება შენი დახმარება.
-გასაგებია....-დუმილის შემდეგ დავიწყე მე.-დაუშვად დაგთანხმდი სანამ გაგრძელდება ეს თამაში?
-მაქსიმუმ ორი თვე,შემდეგ ისევ დავბრუნდები ამერიკაში.



№1 სტუმარი salo salo

Uzomod magaria <3 sg kargadwer <3 dzalianmomwons mgoni nikasda lolas ertmanetisheuyvardebat (esise chemfantaziebshi) ddddddd

 


№2  offline წევრი Firefly

salo salo
Uzomod magaria <3 sg kargadwer <3 dzalianmomwons mgoni nikasda lolas ertmanetisheuyvardebat (esise chemfantaziebshi) ddddddd

ვნახოთ ვნახოთ love
მიხარია რომ მოგწონს
--------------------
M.T

 


№3  offline წევრი butusura

ცოტა გაადიდე თავები უფრო მეტად საინტერესო ხდება

 


№4  offline წევრი Firefly

butusura
ცოტა გაადიდე თავები უფრო მეტად საინტერესო ხდება

აუცილებლად.
--------------------
M.T

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent