გიჟი გოგო შარშია(7)
კაფეში მალე მივედი. დები ღლონტები უკვე იქ იყვნენ. -ღლონტებოოო.... -ვინაა გოგო ღლონტი -კაი კაი ბოდიში ლანაჩკა. -აბა მოყევი რა ხდებოდა ეს ერთი კვირა ნუ დაგვტანჯე...ხმა ამოიღო ნენემ. -რავი აბა.....დავიწყე და ყველაფერი თავიდან ბოლომდე მოვყევი და მერეღა ამოვისუნთქე. -ანუ გიყვარს??? -აჰამ, ნენე ლუკიტო არ მოგენატრა? -ვინ? მე? არა და რამე გკითხა ჩემზე? -კი ნახვა უნდა შენი. -აუუუ დებილი და მყავხარ რააა ეგეთი ბიჭი მეძლეოდეს ხელიდან არ გავუშვებდი. -გეთანხმევი ლანა...მეც დავეთანხმე და ნენეს რეაქციას დავაკვირდით. -ნუ მიყურებთ ეგრე მაინც არ გავებმები თქვენს მახეში. და ლანა შენ უკეატესიც კი გყავს გვერდით. ან ამას რა უნდა გაბოს მიხედე რაა, მე და ლუკაც მოვგვარდებით როგორმე. -კაი რა ნენე გეტყობა რომ მოგწონს და არ ნახულობ?? -შენც იცი სალომე როცა ბიჭიმომეწონება და გულში ვუშვებ აღმოჩნდება ხოლმე რომ შეყვარებული ჰყავს. აღარ მინდა გული მეტკინოს სალი არაა. -ბატოოო არ ყავს შეყვარებული, რომ ყოლოდა გეტყოდი მას შენ მოსწონხარ შენკიდევ ახლოს არ იკარებ. -ნუ ეხაააა მორცხვობის მომენტიც არის რა. -კაი კაიეგ თქვენ გაარკვიეთ იცი რა მინდაა? -ნენე დიდ სალომეს აზრი მოუვიდა და მზად იყავი გასაქცევად უეჭველად რამე გიჟობას მოიფიქრებდა. როგორც მაშინ მეათე კლასში რომ ვიყავით და შენ რომ ბიჭი მოგწონდა ის რო მოიტაცა დღემდე ვერ ვხვდები რანაირად მოიტაცა. -ვერც მიხვდები ეხა რა უნდა მეთქვა წამო ამ ზაფხულს სადმე წავიდეთ ზღვაზე ან მთაში. -მთაში სად??...დაინტერესდა ნენე. -ამმმ....ფშავი, დუშეთი, ხევსურეთი ან კიდევ სვანეთი. აუ ვაფშე წამო რაჭაში. -ვაააა შევცდით ნენე ამასაც ჰქონია ზოგჯერ კარგი აზრები....დამცინა ლანამ. -ოოო ბიჭებსაც ვეტყვი შენ ქალბატონო რატის უთხარი გავაცნოთ ერთმანეთს. -მმმმმ....კაიიი. -ნენე შენც ხო წამოხვალ?? -ამმ....კი. მერე დავიშალეთ. სახლში წავედი და არავინ დამხვდა. უიმეე ესენი სულ აქეთ იქით როგორ უნდა დაძრწოდნენ რაა...რა მეკეთებინა არ ვიცოდი ავდექი და სამზარეულოში შევედი პიცა მომინდა და გაკეთება გადავწყვიტე. საჭორო ინგრედიენტები მოვიძიე ყურსასმენები და წავიდაააა სიმღერ სიმღერით გავაკეთე პიცა. მერე მულტფილმი ჩავირთე პიცა მაგიდაზე დავიდგი, მე დივანზე მოვკალათდი და ყურება გავაგრძელე. მალე ჰორიზონტზე გაბო და ლექსო გამოჩნდნენ. ლექსო მომეპარა თავის ჭკვაში და შემაშინა. მეც ცოტა წავითამაშე და შევყვირე, მერე ზედ სევახტი და დავიწყეთ სირბილი მეთელ სახლში. გაბო როგორც ყოველთვის ტელეფონით დაგვდევდა და ვიდეოებს გვიღებდა. რომ დავიღალეთ დავსხედით და პიცა ვჭამეთ.დედა,მამა როსტო და მაიაც მალე მოვიდნენ და ახალი ამბავი გვახარეს. -აბა როგორ ხართ ბავშვებო?? -კარგი რა მაია რა შეგვატყვე ბავშვობის?..გაიოცა ლექსომ. -რა და მულტფილმს უყურებთ აი ეგ შეგატყვეთ. მოკლედ ხვალე ჩვენ სულ ყველა მივდივართ სოფელში. -ეეეე რა მაგარიაა და ვის სოფელში?? -სალომე მამა ბებია არ უნდა მოინახულო???? -ვაიმეეე სულ დამავიწყდა იქ წასვლა და ირმა ბებოს ნახვააა, მოიცა და ირმა ბებია სად ცხოვრობს??? -რაჭაში სალომე რა დაგემართა მამი სიცხე ხომ არ გაქვს? -არა მა უბრალოდ დამავიწყდა სად ცხოვრობდა ბებია. -კაი მამი ადი ეხა და ნივთები ჩაალაგე რაც ოთხი დღისთვის დაგჭირდება. -კაიიი. უცბათ წამივხტი და მაღლა ავირბინე ჩემოდანი ჩავაწყვე წყალიც გადავივლე და საწოლზე ვარსკვლავის ფორმაში დავწექი. გაბოც მალე სემომივარდა ოთახში. -სალი არ გინდა მე და შენ გავიპაროთ?? -სად?? -რავი წამო მაკდონალდში. -წამოოო. აუ ოღონდ ჩავიცვამ რააა პიჟამათი ხომ არ წამოვალ. -მიდი და ქვემოთ გელოდები. თავი დავუქნიე ოთახიდან გავიდა და მეც მამიკოს ნაჩუქარი ლურჯი კაბა ჩავიცვი მისივე ფერის მაღალქუსლიანი მთლიანი პლადფორმის მქონე სანდლები ჩავიცვი პატარა ჩანთა ავიღე და ოპაააა დამავიწყდა ლანასთან დარეკვა, ეხა რომც დავურეკო დამაკლავს და ხვალე დავურეკავ და ვეტყვი რომ ოთხი დღე არ მეცლება.. თმა გავიშალე და ქვემოთ ჩავირბინე და ჰოპ ლექსოს არ შევეჯახე? -საით პატარა ქალბატონო?? -ჩუუუუ მე და გაბო მაკდონალდში ვიპარებით და იცოდე არ აგვეკიდო. -უიმეეე ბოროტო კაი ხო არ წამივალ. -ჩემი ჭკვიანი ძამიკო....მოვეაფერისტე ლოყაზე ვაკოცე და სახლიდან გავედი. გაბო მანქანასთან მელოდებოდა, რომ დამინახა ეგრევე ჩაჯდა მანქანაში და წავედით. მაკდონალდში მალე მივედით. სკამები დავიკავე მე გაბო კი შესაკვეთად წავიდა. მალე დაბრუნდა საჭმლით. -მმმმმმმ...ფრიიი..და ეგრევე ფრის ვებრდღვენი.. -ეეე ჩემსას დაანებე თავი შენი ხო შეჭამე მეც მინდა. აიღე ეხა და ბურგერი შეჭამე. -მე შენი ფრი მინდა...საყვარლად დავბრიცე ტუჩები და ჰაჰაჰა მახეში გავაბი თავისი ფრიც მომცა. ბურგერები კი თვითონ შეჭამა. ამ დროს ისეთი საყვარელი იყო ჩაყლაპავდა კაცი ამას.არვიცი რატომ მაგრამ მისი მწვანე თვალები მაგიჟებენ მისი ტუჩები კი მის კოცნას მანდომებენ. ვეღარ ვმალავ რომ მიყვარს როცა ვუყურებ მის თვალებში ვიძირები. მალე მორჩა ჭამას წვენებიც დავლიეთ და წამოვედით. -აუ მეძინება. -მე არა. -თუ გეძინება ბუმი ვიყიდოთ და ის დავლიოთ. ხო -კაი და მთაწმინდაზეც ავიდეთ რააა. -სულ მთაწმინდა რატომ გაკერია პირზე პატარა ქალბატონო? -იმიტომ რომ მთაწმინდა მიყვარს და შვილი რომ მწყოლება აქ ვიცხოვრებ რომ მთაწმინდაზე ვატარო ხოლმე. -კაი კაი მიდი შენ გადადი მაღაზიაში და იყიდე ბუმები. -მოვალ მალეე...გავძახე ბუმები ვიყიდე და მთაწმინდაზე ავედით. იცით რა ლამაზი იყო იქიდან დანახული თბილისი? --გაბოოო -გისმენ --ჩვენთან სოფელში ხო მოდიხარ შენც?? -სულელოოო მოვდივარ აბა არ მოვდივარ? მე იქ რომ არ ვიყო ნერვებს ვინ მოგიშლის...მომიახლოვდა და ჩამეხუტა. მეც ავდექი და ცოტა გავაგრილე ბუმი გადავასხი და გავიქეცი თორემ შავ დღეს დამაყრიდა. გამომეკიდა ისიც მეც გავრბოდი მთელი ძალით, მაგრამ ბედი არ გინდა ისე სწრაფად მივრბოდი შადრევანთაბ გაჩერება ვერ მოვასწარი და ტყლაპ მოვადინე ზღართანი შადრევანში. გაბოსაც მეტი რა უნდოდა იდგა და ფოტოებს მიღებდა თან კვდებოდა სიცილით. როგორც იქნა ამოვედი წყლიდან და ეგრევე სახლში წავედით. მალე მივედით და სახლში რაც შეგვეძლო ჩუმად უნდა შევსულიყავით, მაგრამ მე ეგ არ გამომივიდოდა კაბა სულ სველი მქონდა მთლიანად სველი ვიყავი და რომ დავდიოდი ჩემი შრიალის ხმა ისმოდა. -სალომე ეგრე სახლში ვერ სეხვალ გაიგონებენ შენს ხმას. -აბა რას მთავაზობ? -რას და....ჰოპ და გაბრიელს ვყავდი უკვე ხელში ატაცებული. -გაგიჟდი?? დამსვიი. -ნუ ფართხალებ გამუვარდები და ორივეს მიგვხვდება..ორივემ ჩუმად გავიცინეთ და მაღლა ავირბინეთ ჩემი ოთახის კარებთან დამსვა და შესვლას აპირებდა რომ მივუახლოვდი და ყელში ვაკოცე. შემდეგ ოთახში შევირბინე, ტანზე გამოვიცვალე პიჟამა ჩავოცვი და დასაძინებლად დავწექი, მაგრამ იმდენად ცხელოდა ვერ მოვისვენე და აივანზე გავედი. გაბოც ოქ დამხვდა. -რატომ არ გძინავს პატარა ქალბატონო? -ძალიან მცხელა და ვერ ვიძინებ. შენ -მე აღარ მეძინება ენერგეტიკული სასმელი დამალევინე და ენერგიაზე ვარ. -მე მეძინება, მაგრამ ვერ ვიძინებ. -შენ დაგეძინება მა რა იქნება .ნახევარი ენერგეტიკული სასმელი მე დამაცალე და...ვითომ გამიბრაზდა სულელი. -ნუ მიბრაზდები რაა არ მიყვარს როცა გაბრაზებული ხარ ჩემზე. და ხო მართლა შენი დახმარება მჭირდება. -რაში? -რაში და დაიწვა შენი ზმაკაცი სოყვარულისგან და ჩემი დაქალი კიდევ დაიფერფლა, ამიტომ მე უნდა ჩავერიო ამ საქმეში.-მე რა მაინტერესებს იცი? -რა -ამმმმმ....ერთი გოგო მიყვარს და როგორ ვაგრძნობინო რომ მიყვარს?? რაო?? ამის თქმა და ჩემი გულის გახეთქვაც ერთი იყო. -მე....მე...არ ვიცი ალბათ უნდა უთხრა ან აუ არ ვიცი მე წავალ დავწვები იქნებ დავიძინო...მთელი ძალა მოვიკრიბე და ძლივს მოვაბი თავი ამ ერთ წინადადებას. ჩემს ოთახში სევედი და მწარედ ავტირდი. გაბოს ტელეფონზე მივწერე ვიცოდი რომ არ ეძინებოდა და ჩემთან ოთახში შემოსვლა ვთხოვე.... ბოდიში ასე ძალიან რომ დავაგვიანე, მაგრამ იმედი მაქვს მოგეწონებათ ეს თავი. მადლობა ყველას ვინც ამ ისტორიას კითხულობთ. მიყვარხართ...^_^ ^_^ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.