შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გამომყვები ცოლად! (თავი 11)


20-07-2016, 00:07
ავტორი llella
ნანახია 3 920

ხვიჩას ნაამბობი:

რატის ვთხოვე რომ მოეკითხა სად იყო კატო, მანაც დაურეკა სოფოს, გავიგე რომ კატო მასთან იყო და ვიგრძენი ცოტათი მაინც როგორ დავმშვიდდი.
-ახლა რას აპირებ?-მკითხა დაეჭვებით დათომ.
-არ ვიცი, მართლა არაფერი არ ვიცი.
-ხვიჩა გაფრთხილებ!-დაიწყო რატიმ, მაგრა არ დავასრულებინე.
-ჰო ზედმეტების გარეშე, ვიცი.
-ჰოდა ეგრე-გაიცინა და გამომხედა-ყველაფერი კარგად იქნება!
-იმედია.
რამოდენიმე წუთი და უკვე სოფოსთან ვიყავით, სიმართლე ვთქვა არც მინდოდა კატოს ნახვა, უფროსწორად მეშინოდა იმის თუ როგორ შემხვდებოდა მე ამდენი ხნის მერე.
-ჩემს ოთახშია, დიდი ხანია ძინავს, იქნება გაიღვიძა კიდეც, არ ვიცი-მითხრა სოფომ და გამიღიმა.
-ავალ მე.

სოფოს ნაამბობი:

ოთახიდან გამოსულს ბიჭები მოსულები დამხვდნენ, ხვიჩას წყობიდან გამოსული და აზრს მოკლებული გამომეტყველება იმწამსვე მომხვდა თვალში, დათოც და რატიც არანაკლებ დღეში იყვნენ, ხვიჩა კატოსთან ავიდა, ჩვენ კი მისაღებში დავრჩით.
-დალევთ რამეს?-ვკითხე ბიჭებს და რატისგან ცოტათი მაინც განთავისუფლება ვცადე, ამ ვირმა დამინახა თუარა მომისვა გვერდით და მილიმეტრითაც არ მშორდება.
-არ გვინდა არაფერი, აქ იჯექი რა-მიპასუხა და თავზე მაკოცა.
-შენ არ გინდა მე მინდა, მიდი ბიძაშვილო წვენი დამისხი რა-გამეკრიჭა დათო.
-ვიცი მე შენი „წვენი მინდა“-დაუღრინა რატიმ-იჯექი შენ აქ, თუ უნდა აწიოს ერთი ადგილი და მიათრიოს სამზარეულომდე.
-გამიზარმაცებს ეს ბიძაშვილს!-დაასკვნა დათომ და ალმაცერად გამოგვხედა.
-გაგაზარმაცებ ახლა მე შენ!-თითი დავუქნიე გაბრაზების ნიშნად.
-შეგიყვარდება შენაც და აი მერე მე ავჭიკჭიკდები-გაეცინა რატის.
-სულმოუთქმელად ველოდები მაგ დღეს-თავი დაუკრა დათომ.
-ნეტა ხვიჩა რას აპირებს?-უცებ დავსვი კითხვა და ბიჭებს რიგრიგობით გავხედე.
-არ ვიცი-ამოიოხრა რატიმ-მტკივა მისი ასეთად ნახვა, არ ვარ ასეთ უძლურ ხვიჩაზე შეჩვეული, ყოველთვის იცოდა როდის რა უნდა გაეკეთებინა და ეთქვა, ახლა კიდევ, ისიც არ იცის რა დღეა და სად უნდა წავიდეს, ძალიან არეულია!
-მოგვარდება ყველაფერი.
-იმედია.
-მთავარია უაზრობა არ ქნას.
-ხვიჩა და უაზრიობა არ გააკეთოს? ხუმრობ?-რატისაც გაეცინა.
ამის თქმა და ხვიჩას სახლიდან გავარდნა ერთი იყო, წამი არ იყო გასული რომ ბიჭები ფეხზე წამოვარდნენ, მე კი კატოსთან ავვარდი, ყველაფერი გასაგები იყო.


ხვიჩას ნაამბობი:


კიბეებს მძიმედ ავუყევი და სოფოს ოთახის კარებთან გავჩერდი, მოვიცადე და კარებზე დავაკაკუნე.
-სოფო შემოდი-გავიგე მონატრებული ხმა და ტანში ერთიანად გამცრა.
-მე ვარ, შეიძლება?-ფრთილად შევაღე კარები და მის პასუხს დაველოდე.
-შენ?-დაბნევა შევატყვე-კი... როგორ არა, შემოდი.
ნელა მივუახლოვდი საწოლს და კიდეზე ჩამოვჯექი, ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე და მზერა გავუსწორე დამფრთხალ სხეულს.
-როგორ ხარ?
-ნორმალურად, შენ როგორ ხარ?
-მგონი მეც ეგრე.
-მგონი?-მსუბუქად გამიღიმა.
-რატომ არ მითხარი?-პირდაპირ ვკითხე, ანდა რა აზრი ქონდა ამ უაზრო და არაფრის მთქმელ დიალოგს? არც არანაერი.
-რა არ გითხარი?-შიშისა და დაბნევის ხმა ერთად გაისვა მოგუდულ ოთახში.
-რომ ავთო ჩამოვიდა!
-კი მაგრამ რატომ უნდა მეთქვა შენთვის მისი ჩამოსვლის ამბავი?
-იმიტომ რომ შენ დამპირდი, გემის?! დამპირდი რომ მაგ ნაბ***ის გამოჩენის შემთხვევაში დამირეკავდი და მეტყოდი! შენ კიდევ... უბრალოდ მიპასუხე, რატომ არ მითხარი?!
-არ მიმაჩნდა საჭიროდ-შევატყვე რომ ჩემმა ნათქვმმა გაანაწყენა.
-ჰო და მაგ შენს არ მიმაჩნდა საჭიროს რაც მოყვება ნახავ!
-არ ქნა არაფერი იცოდე, გესმის?! არ მიდნა რომ ავთოს კიდევ ერთხელ ეჩხუბო...
-მე მინდა!
-ნუ აიტეხავ შარს რა, არ მინდა ჩემს გამო შეგექმნას პრობლემა მასთან.
-რას ქვია არაფერი არ ვქნა, გაგიჟდი? სულ გადაირიე გოგო? ხვდები მაინც რას მეუბნები?
-რომ ვხვდები და ვაანალიზებ მაგიტომაც გეუბნები.
-ვერაფერსაც ვერ ხვდები! რომ ხვდებოდე მაგას არ მეტყოდი!
-უბრალოდ გთხოვ ხვიჩა არაფერი არ ქნა...-შევამჩნიე ნიკაპი როგორ აუკანკალდა.
-ახლა უკვე მე ვიცი! უბრალოდ შენგან ველოდი მისი ჩამოსვლის ამბის გაგებას და არა სხვისგან.
-ახლა რას აპირებ?-უცებ მკითხა.
-არ მიმაჩნია საჭიროდ რომ იცოდე!
იმ დონეზე ვიყავი გაბრაზებული რომ ოთახი როგორ არ დავლეწე მიკვირს, მინდოდა ბრაზი გადმომენთხია, მაგრამ კატოს კიდევ უფრო შეშინება არ შედიოდა ჩემს გეგმაში. მართალია საუბარი ისე არ წარიმართა როგორც მე მქონდა დაგეგმილი, მაგრამ სხვანაერად არ გამოვიდოდა, მის ცრემლებს და განადგურებულ სახის გამომეტყველებას ვერ ვპატიობდი საკუთარ თავს, უფრო მეტიც... არაადამიანურად მეზიზღებოდა საკუთარი თავი.
ოთახი სწრაფად დავტოვე და სახლიდან ისე გამოვედი, რომ ბიჭებისათვის არაფერი არ მითქვამს, სოფო იმწამსვე ავარდა კატოსთან, ამით გული დავიწყნარე რომ ის კარგად იქნებოდა, ეზოს გავცდი თუ არა დათოს ხმა მომესმა.
-მოიცადე!
-ხვიჩა გაჩერდი!-მას რატიც აყვა.
-მიბრუნდით უკან!-გავძახე, ისე რომ მათთვის არც შემიხედია, ნაბიჯს ავუჩქარე, ცოტაც და უკვე კატოს სახლთან ვიქნებოდი.
-მოიცადე მეთქი ბიჭო ერთი წუთით!
-მიბრუნდი დათო!
-რას აპირებ?!-მაჯაში მწვდა მთელი ძალით და შემაჩერა.
-დაველაპარაკები.
-და სინამდვილეში რას აპირებ?
-დავჟეჟო უნდა!-გამოვუცხადე და ხელი გავაშვებინე.
-ეგრე არ გამოვა საქმე, მოიცადე!-გამომძახა და ისევ უკან გამომყვა.
-აბა რას მთავაზობ დათო?! რას მთავაზობ?! ხომ არ მივუჯდე სუფრასთან და ხომ არ მივუჭახუნო ღვინით სავსე ჭიქა?! მისი და კატოს მომავალი ურთიერთობაც ხომ არ დავლოცო?! მითხარი რა გავაკეთო?!
ისეთი საშინელი ხმა მქონდა, ისეთი განადგურებული, რომ მარტო მე კიარა ბიჭებიც გაკვირვებულები იყვნენ.
-დაველაპარაკოთ ხვიჩა, დაველაპარაკოთ და ავუხსნათ-არადამაჯერებელი წინადადებით გამოვიდა დათო.
-ვის უნდა დაველაპარაკო ბიჭო?! იმედია იხუმრე დავლაძე!
-სულაც არა! იჩხუბებ მერე? რას მოიგებ ამით?
-დავწყნარდები და მეცოდინება რომ ეგ ახ***ი ვეღარ გაივლის კატოს სიახლოვეს.
-წადი!-გავიგე რატის ხმა.
-რას ქვია წავიდეს? სულ გადაირიე ხიმშიაშვილი?-გაკვრვებულმა გახედა დათომ.
-დაიცავი რისი დაცვაც გინდა!-გამიღიმა და იმ ფანჯრისკენ გაიშვირა ხელი სადაც გოგოები იყვნენ.
-ზუსტად მაგას ვაპირებ!
-ორივეს გაკლიათ-დაასკვნა დათომ და ხელი ჩაიქნია დანებების ნიშნად.
რას ამბობდნენ აღარ მომისმენია, პირდაპირ კატოს სალისაკენ წავედი, სახლში შესულს ბატონი ნიკა, მამუკა და ის ნაბ*****ი დამხვდნენ მაგიდასთან დამსხდარი.
-ოჰ, ხვიჩა შვილო, რა კარგი ქენი რომ მოხვედი-ფეხზე წამოდგა მომავალი სიმამრი და ხელი ჩამომართვა.
-ბატონო ნიკა თქვენთან სალაპარაკო მაქვს-ვცადე როგორც ქცევა, ასევე საუბარი გამეკონტროლებინა და რაღაც უაზრობა არ ჩამედინა დროზე ადრე.
-დავჯდეთ შვილო და დავილაპარაკოთ.
-არა, ცალკე მინდა რომ გაგესაუბროთ-ხმა მკაცრი გამიხდა, გავხედე ავთოს რომელსაც ნათლად ეტყობოდა დაძაბულობა.
-ხდება რამე?
-მასეც შეიძლება ითქვას.
-კარგი წამოდი მაშინ ჩემს კაბინეტში შევიდეთ და დავილაპარაკოთ.
-კეთილი.
მომავალ სიმამრს გავყევი, კაბინეტში შესვლისთანავე ორივემ დავიკავეთ ჩვენი ადგილები, აქედან გამომდინარე კი მე მის პირდაპირ ვიჯექი ყავისფერ, ტყავის სავარძელში.
-აბა გისმენ, რაშია საქმე.
-მოკლედ, ბატონო ნიკა, დიდი ხანია მიცნობთ და იცით რომ ეს მიკიბ-მოკიბული საუბარი არ მახასიათებს, არც ახლა იქნება გამონაკლისი-წამით გავჩერდი, ერთი ღრმად ჩავისუნთქე და მზერა გავუსწორე-მინდა თქვენი ქალიშვილის ხელი გთხოვოთ!-მკაცრად გამოვაცხადე-მე მიყვარს ეკატერინე და მასთან დაკავშირებით სერიოზული გეგმები მაქვს, არ ვარ პატარა ჩამოუყალიბებელი ბიჭი, რომელმაც არ იცის რა უნდა და სიტყვებს ჰაერზე ისვრის. მე უაზრო გამოხტომებითა და საქციელებით შემეძლო კატოსთან დაახლოება, მაგრამ ვიცი, რომ ეკატერინე იმ გოგოების კატეგორიას არ მიეკუთვნება რომლებსაც მხოლოდ თბილი სიტყვები და თვალების წყობა მოუგებს გულს, მისაღებში ზის თქვენი კეთილგანწყობით აღჭურვილი მამაკაცი და ვხვდები მას რა მიზნები ამოძრავებს, მე არ დავთმობ ჩემს პოზიციას! და გაგიმეორებთ რომ მიდნა თქვენი ქალიშვილი ცოლად შევირთო და ის ვაქციო ჩემი ცხოვრების მეგზურად, მინდა თავიდანვე გავერკვეთ, მე დალოცვას ვითხოვ თქვენსგან და არ მინდა რაღაც გაურკვევლობა იყოს!
-და ჩემი პასუხი შეცვლის რამეს?-უცებ მკითხა და მსუბუქად გამიღიმა.
-მე მას მაინც მოვიყვან ცოლად!-მტკიცედ წარმოვთქვი და ჩემი თავით ამაყს გულში გამეღიმა.
-ხვიჩა, შვილო, მე შენ ბავშვობიდან გიცნობ, ვიცნობ შენს ოჯახს და ვიცი როგორი გვარის კაცი ხარ, გაფასებ და დიდ პატივსაც გცემ, მე არაფერი არ მაქვს საწინააღმდეგო თქვენი ურთიერთობისა, უბრალოდ ის მაკვირვებს რომ შენ დღეს მოხვედი ამის სათქმელად და არა რამოდენიმე დღის შემდეგ, ვხვდები რომ ავთოს ეხება საქმე და მაინტერესებს ეგ ამბავი.
-ისეთი არაფერი არ ხდება ბატონო ნიკოლოზ, მაგ საქმეს მე მოვაგვარებ რადგანაც ეგ მე მეხება! თქვენ კი მხოლოდ ერთს გეტყვით, სახლში ნუ გაიჩერებთ ვირთხას!
-ავთოს გულისხმობ?-გაკვირვება დაეტყო.
-სწორად მიმიხვდით.
-მეტის მოსმენა არ მჭირდება და არც იმის გარკვევას დავიწყებ რა უთანმება გაქვთ შენ და იმ ვაჟბატონს-გამიღიმა და ისე გააგრძელა-მეც ვიყავი შენი ასაკის და ისე რომ რამე, მეც ვიბრძოლე ჩემი მეუღლისათვის და შედეგიც სახეზეა-კმაყოფილმა მიპასუხა და ფეხზე წამოდგა-ჩათვალე რომ ჩემი დალოცვა მიღებული გაქვს.
-მადლობა ბატონო ნიკოლოზ.
-მაგრამ მაინც როგორც მამამ უდნა გაგაფრთხილო....
-მე არასოდეს არ ვაწყენინებ კატოს და თვალისჩინივით გავუფრთილდები-სწრაფად ვუპასუხე და გავუღიმე.
-კარგი, იცოდე შენი იმედი მაქვს, მე კიდევ ბოლომდე შემსკენ ვარ.
-კიდევ ერთხელ მადლობა ბატონო ნიკოლოზ, ახლა კიდევ დაგტოვებთ.
-მხოლოდ რამოდენიმე წუთს გაძლევ რომ მას სათქმელი უთხრა, მაგრამ სახლის ტერიტორიაზე არაფერი არ უნდა მოხდეს!
დავემშვიდობე და საშინლად გახარებულმა დავტოვე კაბინეტი, მისაღებში შევედი თუ არა მაგიდას მივუჯექი, მამუკა ისეთი კმაყოფილი სახით მყურებდა მეტი რომ არ შეიძლება, ავთოს კიდევ ნერვიულობა ნათლად ეტყობოდა.
-აქ რას აკეთებ?-ვკითხე ისე, რომ მისთის არც შემიხედია.
-შენი საქმე არაა!
-ხმას დაუწიე შე ნაბ***ო, ამ სახლის უფროს გადაუხადე მადლობა რომ ცოცხალი ხარ და საღ აზრს ჯერ კიდევ ინარჩუნებ, ახლა კი კიდევ ერთხელ გკითხავ, აქ რას აკეთებ?
-მინდა და ჩამოვედი, საკუთარი ინტერესის გამო ვარ აქ!
-აჰ, ანუ საკუთარი ინტერესის გამო-გავხედე.
-ზუსტად!
-ახლა ყურადღებით მომისმინე! ზუსტად 20 წუთში გამოხვალ გარეთ და მიხვალ იქ სადაც პირველად გნახე, თუ არადა...
-მაშინებ?-ვითომ გამიცინა, არადა ეტყობა ამ ***ს როგორ უკანკალებს ერთი ადგილი.
-სულაც არა-ირონიულად გავიქნიე უარის ნიშნად თავი-მე უბრალოდ გაფრთხილებ და თუ ამ გაფრთხილებას არ შეისმენ, შეშინების ფორმას შემდეგ გაგაცნობ!-ფეხზე წამოვდექი და ისე გავაგრძელე-მამუკა მამაშენს უთხარი რომ მე წავედი.
-კაი ვეტყვი-სასწრაფოდ მიპასუხა სიხარულით და გამეკრიჭა.
-მე წავედი და რომ არ მოხვიდე მერე უკვე საკუთარ თავს დააბრალე რაც მოგივა!-ესღა ვთქვი და სახლი დავტოვე.



- - - - - -
ესეც ახალი თავი feel
საწყენია თქვენი კომენტარები რომ არ მხვდება recourse მგონია რომ არ მოგწონთ ისტორია და სასტიკად მწყდება გული recourse sad
ჰოდა, რავიცი ველოდები შეფასებას და კომენტარებს.



№1 სტუმარი kati

მოგვწონს, მაგრამ ძალიან პატარა თავებია დ სრულად თუ დაიდება უკეთესია. წარმატებები.

 


№2  offline წევრი natia-natia

ვაიმე არა რა მაგრადმომწონს ესბიჭი ვგიჟდები პირდაპირ

 


№3  offline აქტიური მკითხველი lalita

უჰ ვგიჟდები ასეთ კაცზე, რომელმაც იცის ცხოვრებაში რა უნდა მალე დადე და ცოტა დიდი არ მყოფნის.

 


№4  offline წევრი isterichka123

Au dZaN momewona Kaia gaagrdzele

 


№5  offline წევრი kora

ისტორია მომწონს, მაგრამ ძალიან პატარა თავებია და ცოტათი ინტერესს მიკარგავს...
--------------------
kira.G

 


№6 სტუმარი Mia

Xvichaa <3:-D shemdegi taviiiii

 


№7  offline აქტიური მკითხველი aanamaria

არა ეს სსახელი ხვიჩა რომ ქვია მაგას ამართლებს joy

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent