შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დრო (თავი III)

20-07-2016, 12:09
ავტორი tamo1804
ნანახია 1 730

2015 წლის გაზაფხულის ბოლო იქნებოდა თამთას (ძველი თანამშრომელი და საერთო მეგობარი) რომ გავუარე ძველ სამსახურში.... ვიცოდი სადღაც იქ ისიც იქნებოდა და გული გამალებით მიძგერდა, მაგრამ არ ვიმჩნევდი და ჯიუტად მივუყვებოდი ნაცნობ აღმართს.... „სკოჩით“ დამაგრებული კაბელების დანახვაზე ჩამეღიმა, კიდევ უამრავი მოგონება წამოტივტივდა უცბად, მაგრამ ყველა უკუვაგდე და თამთასთან გავაბი მხიარული საუბარი. შენობიდან ფეხი გამოვდგი თუ არა შემცბარი გავჩერდი და ერთ ადგილს მივეყინე, ის ნამდვილად ვერ დამინახავდა და შემეძლო შეუმჩნევლად გავპარულიყავი, მაგრამ მინდოდა კი??? თამთასთან დავიწყე „ბლატაობა“:
– მე არ გავურბივარ, ცივილიზებულად დავშორდით ერთმანეთს და უბრალოდ ადამიანურად მოვიკითხავ, ახლა ჩემთვის მაინც არაფერს ნიშნავს–ვერც კი მივხვდი, როგორ გავერთე ლაპარაკში და გულშიც კი არ ვაღიარე, რომ ამას თამთას კი არა, საკუთარი თავის დასარწმუნებლად ვამბობდი...
მივედი.... ისევ გაჩნდნენ მუცელში იხტიოზავრები, როცა გადავკოცნე....
–ბოდიში, დაბადების დღე ვერ მოგილოცე–მითხრა.
–არაუშავს ჯარში იყავი–ვუპასუხე.
–გახსოვდა– სევდიანად გაეღიმა. ორიოდე სიტყვით მოვიკითხეთ ერთმანეთი და მალევე დავემშვიდობე, ამჯერად უკვე, სირბილით დავეშვი აღმართზე, გვანცა მელოდებოდა, თან აფორიაქებული გულის დამშვიდებას ვცდილობდი....
2013 წელი .....ზაფხულის მშვიდი საღამო იყო, გასეირნება გქვონდა გადაწყვეტილი თამთასთან, მარიკასთან (საერთო მეგობარი და თანამშრომელიც) და გიორგისთან (თანამშრომელი და მარიკას შეყვარებული) ერთად... რეალურად დასავლეთში მყოფი თამთა ჩემი ალიბი იყო დედაჩემთან და მხოლოდ წყვილები ვაპირებდით „სადმე“ წასვლას. რამ გადამიბრუნა ტვინი და რატომ მივანდე ადგილის არჩევა იმ გიჟებს ახლაც ვერ ვხვდები... მუხიანში ვართო მომწერეს....ბევრი ვიფიქრე, მაგრამ ვერაფრით გავიხსენე მუხიანში „კაი სასეირნო ადგილი“.... ჩემი და და სიძე იყვნენ ჩემთან, ნიკა გასვლას აპირებდა და გაყვანა შემომთავაზა, თავიდან ვიუარე, ვერ წარმომედგინა მათი გაცნობა ჯერ... როგორც ჩანს ძალიან ტვინგადაბრუნებული ვიყავი იმ დღეს და უცებ დავთანხმდი... არც კი შემიმზადებია საწყალი გაბრიელი.. მეტროსთან მელოდებოდა, როცა ნიკასთან ერთად დავადექი თავზე ... დაიბნა, მაგრამ საბედნიეროდ არ გაბრაზდა, თითქოს ერთმანეთსაც კარგად გაუგეს. მუხიანელ ნიკასაც გაუკვირდა, როცა ვუთხარი, რომ სასეირნოდ იქ მივდიოდით... რა ვიცოდი რა მელოდა წინ. კოორდინატების დასაზუსტებლად მარიკას დავურეკე და კულტურულად არ შევიმჩნიე ნიკას გაოგნებული სახე, როცა ვუთხარი ეკლესიასთან მიგვიყვანეთქო... საბედნიეროდ, მარიკა ამ დრომდე კარგი რეპუტაციით სარგებლობდა მის თვალში... თუმცა როცა ის ჩვენკენ მომავალი, ფეხარეული და აშკარად მთვრალ მდგომარეობაში მყოფი დავინახე, რომელიც ჩემი ჩუმი ჩქმეტისა და თვალების ბრიალის მიუხედავად, ჯიუტად გვიმტკიცებდა, რომ იქ, ზემოთ, ტყეში, სადაც მისი „რომეო“ გველოდებოდა „გადასარევი ადგილები“ იყო (გაუგებარია, რისთვის?), მივხვდი, რომ ამ რეპუტაცია/ნდობის კოეფიციენტმა გეომეტრიული პროგრესიით დაიკლო და ნულს გაუტოლდა. გაბრიელს თვალებით ვთხოვე ნიკა გაერთო საუბრით და მარიკას სმს მივწერე, რომ ბოლოსდაბოლოს მიმხვდარიყო, რატომ ჩავულურჯე მხარი. მუხიანის ჰაერმა და სმს–მა ერთად იმოქმედა, უცებ გამოერკვა და დამეთანხმა, გიორგის დავურეკავ, ჩამოვა და უკეთესი ადგილი ვიპოვოთო .... „ბედნიერი“ ღიმილით გავაცილე ნიკა და გაცოფებული მოვუბრუნდი გვანცას. ამასობაში „რომეოც“ ჩამობობღდა ნაქები ტყიდან და ის იყო ჩხუბის დაწყებას ვაპირებდით მე და გაბრიელი, რომ თავად ატეხეს ყვირილი შეყვარებულებმა... მაშინვე წამოვედით იქიდან და მეც, დემონსტრაციულად დავურეკე ნიკას და ვთხოვე, რომ რაიმე კარგი კაფე ერჩია ჩემთვის, უარყოფით პასუხში დარწმუნებული ვიყავი, უახლოეს ტერიტორიაზე მხოლოდ ყავის სახლი ეგულებოდა და მეც სწორედ ეგ მჭირდებოდა ალიბისთვის, იმაში დასარწმუნებლად, რომ საკმარისზე მეტად დავშორდით მუხიანის სანახებს. ყავის სახლში დრო სასიამოვნოდ გავატარეთ, ნიკასაც შევატყვე, როცა მომაკითხა წამოსაყვანად, ესიამოვნა, იმ ტყე–ღრეში რომ არ დავრჩით. პ.ს გაბრიელს არც მერე უსაყვედურია, რომ მასთან შეთანხმების და ყოველგვარი შემზადების გარეშე შევახვედრე ჩემს სიძეს, ეს უკანასკნელი კი დიდი სიმპატიით განიმსჭვალა მის მიმართ, რითაც ორმაგად ბედნიერი ვიყავი...
2014 წლის 14 თებერვალი. არასდროს აღმინიშნავს ვალენტინობის დღე განსაკუთრებულად, ან კი რატომ უნდა აღმენიშნა, მანამდე შეყვარებული მე არ მყავდა და... იმ დღეს კი სხვა იყო, უკვე ერთად ვიყავით და უკვე მინდოდა აღნიშვნა, ოღონდ არა სტანდარტულად, კინოში, კაფეში ან სკვერში, რაღაც სხვა მინდოდა.... ღამენათევი და კაბელების ქსელში გახვეული (გონებრივად) გაბრიელისთვის კი სრულიად ჩვეულებრივი დღე გათენდა და საყვარელ კაფეში ყავის დალევაზეც თანახმა იყო (იქნებ გამოფხიზლებულიყო მაინც ) ავწიკვინდი რა თქმა უნდა, მაგრამ როცა მივხვდი სხვა გზა არ მქონდა ისევ მე დავფიქრდი რისი გაკეთება შეიძლებოდა, სანამ ის მოსაწესრიგებლად წავიდა სახლში...
მიუხედავად იმისა, რომ ზამთარი იყო და ციოდა კიდეც, შუადღით მზე იდგა, პიკნიკისთვის იდეალური თუ არა, შესაფერისი ამინდი მაინც იყო, გავიკითხე სად შეიძლებოდა წასვლა და ჩემდა გასაოცრად ისიც დავიყოლიე ამ გიჟურ იდეაზე. გამოპრანჭული რომ არ წავედი კი გაუკვირდა დედაჩემს, სამაგიეროდ გაუხარდა საღამოს ადრე რომ დავბრუნდი. ისე ვნერვიულობდი, თითქოს პირველად მივდიოდი პაემანზე. რუსთაველის მეტროსთან შემხვდა და მთაწმინდაზე ავედით ერთად... სრულყოფილი პიკნიკი გამოგვივიდა, გაშლილი პლედით, ბუტერბროდებით, მარტინი მიყიდა და გამახარა, თვითონ თითქმის არ დაულევია, მე კი ისეთი მთვრალი ვიყავი მგონი ხეებს ვეხუტებოდი უკვე.
ფაქტობრივად ეს დღე სხვებისგან ბევრი არაფრით გამორჩეული გეგონებოდათ, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვან დღეებს შორის ერთ–ერთი მოწინავე პოზიცია უკავია. პირველი (და თითქმის ერთადერთი) დღე იყო, როცა მთელი დღე ერთად ვიყავით, არავის და არაფერს შეუშლია ხელი ჩვენ იდილიაში, მივხვდი რას ნიშნავდა „ერთმანეთით ტკბობა“. პატარა ბავშვივით ვყავდი გულზე მიხუტებული, ხელზე მეფერებოდა და ერთად ვგეგმავდით საერთო მომავალს. ყველა ჩემს წამოწყებას მხარს უჭერდა ყოველთვის, ჩემს პროფესიას პატივს სცემდა და უნდოდა წარმატებული ვყოფილიყავი. არასდროს მოუთხოვია სახლში ჩაჯექი და სადილები აკეთეო, პირიქით, მეუბნებოდა, მეც ვიცი კეთება და მოგეხმარებიო მეუბნებოდ. ბავშვი რომ გვეყოლება, ხან მე გავუთენებ ხან შენო. წინასწარ მითანმხდებოდა, სახლს რომ დაალაგებ ჩემს „სახელოსნოს“ არ შეეხოო. ასეთი იდეალური მომავალი გვქონდა დაგეგმილი ერთად. ვირტუალურად ერთად ვცხოვრობდით, ერთად ვიღვიძებდით და ვიძინებდით, საოცრად ვიყავი მიჯაჭვული მასზე.
თვალები დავახუჭინე და წინა დღით ნაყიდი ჯვარი გავუკეთე ყელზე, ხის ჯვარს არ ატარებდა და ყოველთვის მეშინოდა ამის გამო, არ ვიცი რატომ... თვითონ სუნამო მაჩუქა (ახლაც ცხვირწინ მიდევს და უმისობას მახსენებს!) მოსაღამოვდა და წამოვედით ბედნიერები, გახარებულები და შეზარხოშებულები. რაღაც დროის გასვლის შემდეგ ის ჯვარი დაკარგა, კი მენიშნა ცუდად, მაგრამ რას ვიფიქრებდი ......
2016 წლის სექტემბერი. გავიდა თვეები, გავიდა ზაფხული, უცნაურია ერთ ქალაქში ვცხოვრობდით, საკმაოდ ახლოს, მაგრამ არც ერთხელ არ შევხვედრილვართ ერთმანეთს შემთხვევით.... ასე მოვიდა სექტემბერი... სასამართლოში ვიყავი გასაუბრებაზე, მერე ჩემ დას უნდა შევხვედროდი შოპინგზე მივდიოდით. მის მოსვლამდე იმაზე დიდი დრო იყო, ვიდრე ეს წინასწარ გავთვალე, საბურთალოზე ვიყავი, მაშინვე დავურეკე თამთას და ვკითხე თუ მუშაობდა, გაუხარდა ამოდიო. მეც ისევ დინჯად ავუყევი ნაცნობ აღმართს...
ისევ ის კაბელები, ისევ მოგონებები, ისევ უკუვაგდე და თამთას ჩავეხუტე, რა თქმა უნდა გაბრიელზეც ჩამოვარდა ლაპარაკი.
–სხვათაშორის აქაა–მითხრა თამთამ და თან გამომცდელად გამიღიმა. ცდუნებას ვერ გავუძელი, ისევ ის მიზეზები: ცივილიზებული დაშორება, ჩვენ მტრები კი არ ვართ და ა.შ
–დაურეკე გამოვიდეს და ვნახავ–ვუთხარი და მუხლების კანკალით ჩავედი დაბლა. შეცვლილი იყო თითქოს, წონაში მომატებული, თმა მოზრდილი ჰქონდა ჯარის მერე, სიგარეტს ეწეოდა და ჩვეული დინჯი, ნელი ნაბიჯებით მოიწევდა ჩემკენ, რომ დამინახა გაეღიმა, მიხვდა რა „საქმეც“ ჰქონდა თამთას, დაბნეულმა ფეხზე დამაბიჯა გადაკოცნისას, გვიჭირდა ლაპარაკის დაწყება, მაგრამ მერე იმდენს ვლაპარაკობდით თამთამ თითქოს ზედმეტადაც იგრძნო თავი და დაგვტოვა, ერთმანეთი მოვიკითხეთ, უფრო გახსნილი იყო, აქტიური,
–ყური გაიხვრიტე?–მკითხა, გამეცინა, მხოლოდ მან შეამჩნია, ჩემი ზემოთ გახვრეტილი ყური. არც თავისი საყვარელი საყურე გამორჩენია მხედველობიდან, რომელიც მეკეთა იმ დღეს.
–„გველი“ ბეჭედი ისევ გაქვს?– ვკითხე. ადრე წამართვა, ჯერ კიდევ ურთიერთობის საწყის ეტაპზე და მას მერე სულ თან ჰქონდა, წინა მხრიდან მართლაც გველის ფორმა ჰქონდა, მეორე მხრიდან კი ჩვეულებრივი, სადა ვერცხლის ბეჭედი იყო, ამიტომ ამოტრიალებული ეკეთა და ვერავინ ხვდებოდა, რომ გოგოსი იყო... იმედი მქონდა, სახლში ექნებოდა შენახული და არ მეტყოდა დავკარგეო... ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა....
არასდროს ატარებდა საფულეს, ყოველთვის ჯიბით დაჰქონდა ფული, ახლა საფულე უყიდია, „გველი“ ბეჭედი კი მის ერთ–ერთ ჯიბეში ჰქონდა საიმედოდ ჩაკეტილი.... ტანში გამცრა, სასიამოვნოდ.... კიდევ ბევრ რამეზე ვილაპარაკეთ, ჯარი ნაადრევად დაუმთავრებია, უკეთეს სამსახურში გადასვლას გეგმავდა, სწავლის გაგრძელებას, ყბადაღებული ვუსმენდი.... შევიკრიბოთ ძველი სასტავიო, მე, შენ, თამთა, მარიკაო, სადმე წავიდეთო...
–ქობულეთში იყავი დასასვენებლად?–მკითხა. მექანიკურად დავუქნიე თავი. არც კი მეგონა ჩემს სიახლეებს თუ ნახულობდა სოციალურ ქსელებში.
–მომავალ წელს ბათუმში წავიდეთ, ჩემს მეგობარს სახლი აქვს და პრობლემა არ იქნება–მშვიდად მეუბნებოდა.. ჩემთვის კი, ეს უკვე პიკი იყო.... სულ გადამავიწყდა ჩემი და, რომელიც უკვე ძალიან დიდხანს მელოდა და გაცოფებული დამხვდა მაღაზიასთან, რობოტივით დავყვებოდი, ვერც მივხვდი რა მიყიდა, მაკდონალდსში გავიარეთ, ცივმა ნაყინმა ცოტა აზრზე მომიყვანა.
სასწრაფოდ დავურეკე გვანცას და ყველაფერი მოვუყევი, ჩემზე არანაკლებ შოკირებული იყო, იცით, რატომ მიყვარს ამ ადამიანთან განსაკუთრებულად ურთიერთობა? ყველაფერი ესმის! ერთ დღესაც რომ მივიდე და ვუთხრა, ვიღაც შემომაკვდაო, ზუსტად ვიცი ორიოდე წამში ბარით ხელში დაბრუნდება და გვამის დასამარხად წამომყვება, ზედმეტი კითხვების გარეშე! ხანდახან ვფიქრობთ, რა იქნებოდა ცხოვრება ერთმანეთი რომ არ გვეპოვა და ცალსახად ვთანხმდებით იმაზე, რომ ორივე საგიჟეთში ამოვყოფდით თავს! თუმცა მერე ვფიქრობთ, რომ იქაც შევხვდებოდით ერთმანეთს და გავუმარტივებდით ცხოვრებას! ჩვენი დევიზია: „რამეს მოვიფიქრებთ“! და დღემდე არ მახსოვს სიტუაცია, საიდანაც გამოსავალი ერთად არ მოგვიძებნია.... ამ დღესაც, ვისხედით ლუდის ქილებით ხელში პარკში, საქანელებზე და გამვლელ–გამომვლელებს არც ვიმჩნევდით, გაოცებით რომ გვიყურებდნენ.... გადავწყვიტეთ უბრალოდ დროის დინებას მივყოლოდი და ვნახავდით რა მოხდებოდა.
ყველაზე მეტად „გველი“ ბეჭდის ნახვა ჩამრჩა გულში, ვერ წარმომედგინა რომ ამდენი ხნის შემდეგაც საფულით ატარებდა... თითქმის მზად ვიყავი შევრიგებოდი კიდეც, ველოდი მისგან რაიმე, სულ პატარა მინიშნებას მაინც, მაგრამ ის ჯიუტად დუმდა. ისევ ვერ მოვისვენე, ისევ მე ავიღე ინიციატივა ჩემ თავზე, მივწერე და ტელეფონი ჯანდაბაში მოვისროლე, ვერ ვიტან ლოდინს... გვიან მიპასუხა....

ბავშვებო, ვერც კი წარმოვიდგენდი ასეთი ადრენალინი თუ იქნებოდა, თითოეულ კომენტარს 5–5 ჯერ ვკითხულობ და მართლა დავფრინავ სიხარულისგან. მაქსიმალურად ვცდილობ გავითვალისწინო რჩევები, მწერალი არ ვარ და ცოტა მიჭირს საიტის სტილზე ისტორიის მორგება, ვეცდები გამოვასწორო ყველაფერი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს <3 <3 <3

№1 სტუმარი tamuna

Ise gamexarda axali tavi, Rom vnaxe sixarulisgan davfrinavdi...momwons, Rom pirveli nabiji mainc gadadga Da bechedic mnishvnelovani, Rom ar iyos arc atarebda...me imedis naperwklebi gamichnda Da gulis fancqalit velodebi shemdeg tavs...vgijdebi ukve me shenze

№2  offline აქტიური მკითხველი tamo1804

tamuna
Ise gamexarda axali tavi, Rom vnaxe sixarulisgan davfrinavdi...momwons, Rom pirveli nabiji mainc gadadga Da bechedic mnishvnelovani, Rom ar iyos arc atarebda...me imedis naperwklebi gamichnda Da gulis fancqalit velodebi shemdeg tavs...vgijdebi ukve me shenze

თამუნა, პირველ რიგში, უღრმესი მადლობა გულშემატკივრობისთვის :) შემდეგ თავს დღეს,12ის მერე დავდებ აუცილებლად, სულ ალბათ 2–3 თავი დარჩა და დავასრულებ :) იმედია იმედებს არ გაგიცრუებთ <3

№3 სტუმარი tamuna

tamo1804

Darwmunebuli Var,Rom imedebs Ar gamicruebt me vfiqrob,Rom dzalian kargi adamiani xart damjera yvelaferi kargad geqnebat:)

№4  offline აქტიური მკითხველი tamo1804

გამაწითლე :))) არ მყოფნის სიტყვები მადლობის სათქმელად :) შეიძლება ითქვას, ამბავი დღესაც გრძელდება და ცოტა გაურკვეველია დასასრული, მაგრამ ვეცდები ოპტიმალური ვარიანტი შემოგთავაზოთ :)

№5  offline წევრი PARVENU

Miwera da telefonis cxra mtas iqet shechurtva yvelas wesia rogorc vxvdebi:D
--------------------
Parvenu

№6  offline აქტიური მკითხველი tamo1804

ello1997
Miwera da telefonis cxra mtas iqet shechurtva yvelas wesia rogorc vxvdebi:D

ჰოო სირაქლემას პოზიციაში ყოფნა მერე :D :D

№7 სტუმარი ემი

ძალიან გემრიელად წერ, რაღაცნაირად.... სევდანი და გულში ჩამწვდომია... კარგად იკითხება... მომწონს თხრობის სტილი, თითქოს უბრალო და თან ღრმა... ფარული იუმორიც მომწონს და ფარული ირონიაც, ძალიან უხდება და სასიამოვნოს ხდის წასაკითხად....

ზოგადად არ მომწონს, ერთმანეთს რომ ტანჯავაენ და თვითონაც იტანჯებიან, რაღაც უაზრო პრინციპების გამო... მგონია, რომ სიყვარულისთვის ყოველთვის უნდა იბრძოლო, ყველა სხვა პრინციპი, სიყვარულთან, მეორე ხარისხოვანი ხდება...იმედია, შემდეგ თავებში ასეც იქნება და ყველაფერი კარგად გაგრძლედება და დასრულდება....

გელოდებით.... love

№8  offline აქტიური მკითხველი tamo1804

ემი

ემი, მადლობა რომ კითხულობ ისტორიას :) აბსოლუტურად გეთანხმები, ყველაფერი უნდა გააკეთო სიყვარულისთვის, როცა საიტზე დადება გადავწყვიტე ცოტა შემეშინდა ამ მხრივ კრიტიკის, მაგრამ თქვენმა კომენტარებმა მეტი სტიმული მომცა, მიხარია, რომ ბევრი ფიქრობს ჩემნაირად :))) წერის სტილს რომ მიქებენ ხომ საერთოდ, არც მიფიქრია ვინმეს თუ მოეწონებოდა :)) 12 საათის შემდეგ აუცილებლად დავდებ შემდეგ თავს. იმედია ისევ გამოხატავ შენს აზრს :)

№9  offline მოდერი nicol

თამო...
ხომ გითხარი დღევანდელი საღამო შენია-თქო?
ჰოდა საღამო კი არა, ისე სწრაფად ჩავფრინდი ბოლოში ვერც კი მიხვდი.
აბა რა არის ეს თუ არა ერთი ამოსუნთქვით წაკითხვა?
ღამე თორმეტსაც დაველოდები და წავიკითხავ აუცილებლად.

ჩემი გოგო ხარ... და ნეტა იცოდე როგორ ვამაყობ რომ ამ ისტორიის დადება "გაიძულე" wink
--------------------
თინა ნიკოლ

№10  offline აქტიური მკითხველი tamo1804

nicol
თამო...
ხომ გითხარი დღევანდელი საღამო შენია-თქო?
ჰოდა საღამო კი არა, ისე სწრაფად ჩავფრინდი ბოლოში ვერც კი მიხვდი.
აბა რა არის ეს თუ არა ერთი ამოსუნთქვით წაკითხვა?
ღამე თორმეტსაც დაველოდები და წავიკითხავ აუცილებლად.

ჩემი გოგო ხარ... და ნეტა იცოდე როგორ ვამაყობ რომ ამ ისტორიის დადება "გაიძულე" wink

ნიკოოლ, შენ ყველაზე მაგარ მწერალთან ერთად ყველაზე დიდი სტიმულიც ხარ! მადლობა, რომ კითხულობ, რომ ფრთხებს მასხამ , რომ "მაიძულე" დამედო :) 12–ს ერთი წამი გადასცდება თუ არა ავტვირთავ :)) :* :*

№11  offline აქტიური მკითხველი terooo

,,გველი ბეჭედი" არ მეგონა ესეთ ბეჭედთან თუ მსგავსი მოგონება ექნებოდა... wink ძალიან გამეხარდა...
აი, ეს ძალით შეკოწიწებული ნერვები და თავისუფლების შეგრძნება, სიმჩატის, ბედნიერების, გულის და გონების ერთნაირი გამოძახილი.
განსხვავებული წერის სტილი გაქვს, შEნეული, გულიდან წამოსული, ეს არ შეიზლება ისწავლო, დაიზუთხო, შეიძინო, ეს შინაგანად უნდა გქონდეს...
თითოეული სიტყვა მიყვებოდა შენს ამბებს, წინადადებაში თითო ამბავს ვკითხულობდი, მჯერა და ვგრძნობ როგორ გიჭირდა ამ ყველაფრის დაწერა გადმოცემა...
და მე კი ვნერვიულობ, ისე თითქოს გამმოცდას ვაბარებდე, ლექტორი მიყურებს სადმე შპარგალკა ხომ არ მაქვს...
კიდევ ერთი თავი წავიკითხე ჩემო კარგო... love და ძალიან მომეწონა love ...ა

№12  offline აქტიური მკითხველი tamo1804

terooo

მართალი ხარ, ყველა სიტყვა გულიდან, სულიდან მოდის... თავისით მეწერინება, უცებ მოვა თავში აზრები, მოგონებები და სანამ არ დავწერ თავს არ მანებებს :))) მიხარია მიხარია მიხარია და კიდევ ერთხელ მიხარია, რომ კითხულობ, მოგწონს :))) დამიჯერე, დღევანდელ სამაგისტროს დაცვაზე ისე არ მინერვიულია, როგორც კომენტარების წაკითხვისას ვღელავ ხოლმე :))) <3

№13  offline აქტიური მკითხველი terooo

სჰეფასება, არ არის ეს, ეს ჩემი აზრია შენს ნაწერზე, მე მომწონს, ოღონდ მართლა, მართლა შენეული და განსხვავებული... ყოჩაღ... ისე ვარ მგონი ბოლო წავიკითხო პირდაპირ

№14  offline აქტიური მკითხველი tamo1804

მოითმინე ცოტაც :) ჯერ არავინ არ იცის, როგორ განვითარდება მოვლენები...

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent