შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უშენოდ(11)


20-07-2016, 16:55
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 9 362

მისაღებში გადავინაცვლეთ, ბავშვებმა ხელები დაიბანეს და ისე ჩასხდნენ სავარძლებში. ტელევიზორს ვუყურებდით . ალექსი ბიჭებს ელაპარაკებოდა თან თვალი ფანჯრისკენ ჰქონდა რომ დაენახა მეზობელი სახლის ჭიშკარი. მაშო ჩემსკენ გადმობობღდა და ჩამეხუტა. მერე თვალები მინაბა და დაეძინა . კომფორტულად დავიჭირე ხელში ,მის თმებში დავაცოცებდი თითებს, ტუჩები საყვარლად ჰქონდა გამობურცული და სიგადაშიგ აცმაცუნებდა. მერე ალექსი წამოდგა და ბჭებს გადახედა ,რომლებიც აშკარად ღელავდნენ
-მგონი მოვიდა თქვენი დედიკო ...
-მართლა?- ფანჯარას ვერ მისწვდა უმცროსი. სამაგიეროდ უფროსმა ჩაავლო ხელი და რამდენიმე ნაბიჯი გადადგა ,უცებ გაახსენდა უმცროსი დაიკო და გაჩერდა
-მე წამოვიყვან..- ალექსმა ხელში აიყვანა მაშო და თავისი ქურთუკი მიაფარა. ეზო ჩაბნელებული იყო ,მობილლურით გავანათე და ყვეანი გავედით. ბიჭები ვერც გარბოდნენ, დას არ ტოვებდნენ თან ეჩქარებოდათ. მალე შევედით მეზობელ ეზოსი. ქალი უკვე სახლში იყო და ბავშვებს ეძახდა
-აქ ვართ დეე
-სად იყავით ... გამარჯობა
-გამარჯობათ..ჩვენ წინა მეზობლები ვართ .. ცოტა ხნით დასასვენებლად ვართ აქ ,არ გაუბრაზდეთ ბავშვებს ჩვენ დავპატიჟეთ მარტო ვახშმობა არ გვინდოდა და თან მეზობლებიც გავიცანით- ალექსმა მშვიდად უთხრა და უცებ გააჩუმა ქალი
-მადლობთ... ხო არ გაგაბრაზეს?
-არა , კარგი ბავშვები არიან- ქალს ბავშის აყვანა უნდოდა - მითხარით სად შევიყვანო და ბარემ მე დავაწვენ მძიმეა
-უი სულ დამავიწყდა ,.. მობრძანდით - ქალი დაახლოებით 35 წლის იქნებოდა, სიმპატიური და მოხდენილი იყო . სახლში შევედით , ბავშვები დივანზე დასხდნენ. ალექსი და გოგონა მალე გამოვიდნენ.
-მე მაია მქვია
-ნატა ,სასიამოვნოა. ძალიან საყვარელი ბავშვები გყავთ
-თქვენ როგორც ჩანს მოეწონეთ თორემ ისე გიჟები არიან... კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით
-პირიქით, ნამდვილად კარგად ვივახშმეთ . გვესტუმრეთ აუცილებლად- ფეხზე წამოვდექი და დავემშვიდეობე
-გმადლობთ , ნახვამდის
სახლი დავტოვეთ და ჩვენს ეზოსი შევედით. უკვე მეც მეძინება, საკმაოდ დავიღალე .ბავშვები კი მომეხმარნენ ალაგებში
-დავიღალე , დავიძნებ უკვე ხო ?
-მეც მეძინება შენ წარმოიდგინე ...
-სააბაზანოში ცხელი წყალი მოდის ხო?
-კი მოდის ყველაფერი წესრიგშია ,შევამოწმე უკვე
-კარგი - საძინებელში შევედი , ავიღე საჭირო რაღაცეები და სააბაზანოში შევიკეტე. შხაპმა მომადუნა, უფრო მომინდა ძილი . თბილი პიჟამა ჩავიცვი ,თმა გავიშრე და აფუებული , აბურდული თმით შევწექი საწოლში. ცენტრალური გათბობა არ იყო ,ამიტო საკმაოდ გრილოდა.მართალია ოქტომბერია მაგრამ მაინც ცივა აქ. საბანზე კიდევ პლედი გადავაფარე და მთლიანად ჩავძვერი . მერე ამოვიწიე ცოტა და თვალებამდე ავიტანე საბანი . რამდენიმე წუთი ვიტრიალე ,მერე ნერვები მომეშალა სულ რო გავიყინე. ბოლოს წამოვდექი და გავფრატუნდი ალექსის ოთახში , ასე დაუკაკუნებლად შევალაჯე , საწოლს მივუახლოვდი და მშვიდად დავწექი . უკვე ეძინა , ზურგზე იწვა, ერთი ხელი თავქვეშ ჰქონდა ამოდებული ,მეორე მუცელზე ედო და ჰოი საოცრებავ წელს ზემოთ შიშველია ,ღუმელია რა სულ თბილია. საბანი ავწიე და მისკენ გადავცოცდი, მკერდზე დავადე თავი, ხელი მუცელზე და გავიტრუნე. რამდენიმე წუთში გავთბი , ზემოდან დამხედა და გამიცინა
-ფისუნია შეგცივდა ?
-ხო და ვიპოვე გამათბობელი ..ჩამეხუტე ახლა რომ ასწიე ეგ ხელი შემოვიდა სიცივე საბნიდან
-ბოდიში .. მე მაპატიეთ ქალბატონო - გაიცინა ,საბანი ჩამიკეცა ზურგთან და ხელიც მომხვია, მერე აწეწილ თმაზე მაკოცა და გაიცინა- სულ არეული როგორ გაქ ეს თმები - ხელი ჩამომისვა და გამისწორა -ძილინებისა ფისუნია .
-ძილინებისა - მისი სურნელი ღრმად ჩავისუნთქე და მორფეოსის სამყაროში გადავეშვი.
დილით მარტოს გამეღვიძა, ალექსის ბალიშში მერგო თავი. ზანტად მიმოვიხედე ირგვლივ, ფანჯრიდან მზის სხივები შემოდიოდა, შემოდგომისთვის დამახასიათებელი სითბო ჰქონდათ .მთებს მიღმა ჩანდა მნათობი და არემარეს ანათებდა. საწოლიდან წამოვდექი და ჩემს ოთახში გავედი,ალექსი არსად ჩანდა . მოვწესრიგდი ,ჩავიცვი და მისაღებში გავედი.ვაჟბატონი სავარჯიშოდ ყოფილა გასული. სახლშიც ძუნძულით შემოვიდა და პირდაპირ ჩემკენ წამოვიდა
-დილამშვიდობის პატარავ - ლოყაზე ხმაურით მაკოცა და თმებზე დამაკვირდა- რატო შეიკარი?
-აბა აფეთქებულივით მაქ ისე
-მე ისე მომწონს- თვალებდაწვრილებულმა მითხრა და მეორე ახურებულ მლოყაზეც მაკოცა .მერე გავიდა ,მე კი სამზარეულოში შევედი და საუზმე გავამზადე. ალექსი ჩუმად მომიახლოვდა ,სკამზე ჩამოჯდა და ისე მიყურებდა
-ალექს!
-ჰო
-რატო მიყურებ სულ ეგრე
-არ მაცდი რა..არასდროს მაცდი ბოლომდე წარმოვიდგინო როგორ ფუსფუსებ დილით ჩემს სახლში ,ბავშვები რომ უნდა შემოვიდნენ მაშინ მაჩერებ ზუსტად რა
-ალექსანდრეე!-ასე როცა მივმართავ სულ იბუსხება, არ მოსწონს ,იცის რომ როცა ვიბუტები მაშინ ვეძახი ასე
-რა იყო ,იმედია სხვის სახლში ფუსფუსს და სხვისი შვილების გაზრდას არ აპირებ -ჩემს წინ დადგა და ოდნავ მომხვია წელზე ხელი მეორე კი ახურებულ ლოყაზე ჩამომისვა,მერე ჩემს ჭორფლებს გადაუსვა თითი
-მე..არა მაგრამ - ეს ინსტიქტურად ვთქვი .ტუჩის კუთხე ჩატეხა, ხელი უკეთ მომხვია წელზე და ახლოს მიმიზიდა ,თავი მკერდზე დამადებიდა და მისი გულისცემა ისე კარგად გავიგე თიტქოს საკუთარი მესმოდა,ერთნაირი სიჩქარით ძგერდნენ ჩვენი გულები .
-შენ ხარ ჩემი ერთადერთი ,მხოლოდ ჩემი -ნაზად შემახო თმაზე ტუჩები და კიდეც წამოვიკივლე სუნი რომ ვიგრძენი
-დამეწვა ...აუუუ სულ დაიწვა - მთელს ტაფაზე გაშლილ კვერცხს დავყურებდი რომელიც უკვე შავი იყო . ალექსმა ფანჯრები გააღო,მე კი ნაგავში გადავუძახე საჭმლის მასას.
-არაუშავს , კარაქიან პურს დავჯერდები . ტოსტს გავაკეთებ,დაჯექი შენ -სკამზე დამსვა და საჭირო ინგრედიენტები აიღო. თან მელაპარაკებოდა- დღეს ქალაქში ჩავიდეთ , დავათვალიეროთ მერე პარკში წავიდეთ იოანემ მითხრა გააკეთეს და ძალიან ლამაზიაო . რაღაც-რაღაცები წამოიღე საღამომდე იქ დავრჩეთ
-კარგია ... იქ წყალიც არის ხო მინერალური თუ სხვაგან უნდა გავიდეთ
-არა იქ არის ,ზუსტად არ ვიცი მაგრამ სადღაც მაგ ტერიტორიაზე იყო
საუზმემ მშვიდად ჩაიარა, ტოსტების გაკეთება კარგად გამოსდის, ჩაისაც მშვენიერს აკეთებს . შემდეგ თბილად ჩავიცვი და გავედი. ალექსი ვიღაცას ელაპარაკებოდა და იცინოდა
-კაი რა შე ჩემა რას მიბღვერ მანდედან ...შენ სამზარეულოს მიხედე სჯობს . ნუციკო მოვიდა? ხოდა ძაან კაი ტო ,ეგ ისეთი პრეტენზიულია მიხედე დეიდაშვილს . რომ მოგვწყინდება წამოვალთ, ჯერ მაცადე რა იყო . როგორ არიან გოგონები? მე რა დავურეკო სალომე რო დაიწყებს მაგას ვინ გააჩუმებს , კაი ხო წავედი მე . დაურეკე მერე ჩემთან რა გინდა ძმობას გაფიცებ ,,წავედი . -გაუთიშა და გამომხედა-აბა ქალბატონო წავედით?
-წავედით - გახარებული ვიყავი მიყვარს სეირნობა და ხეტიალი . მანქანით ჩავედით ქალქაში, ვინაიდან პატარა ტერიტორია იყო მალე ვნახეთ ყველაფერი, დავიმახსოვრეთ სად რა იყო და მერე პარკში მივედით .თავიდანვე ისეთი ლამაზი იყო, თანდათან სიღრმეში შევდიოდი და ცოტა შემცივდა ,მაგრამ სასიამოვნო იყო . მდინარე ჩამოდიოდა შუა ტეროტორიაზე ,იქვე ჩამოვჯექით მოაჯირთან და გარემოს თვალი შევავლეთ.
-მოგწონს?
-კი ძალიან ... აუ წამო რა წყალი გავსინჯოთ ..მერე ჩავიდეთ ბოლოში
-კაი მოიცა ჭიქებს მოვიდან აქ იყავი შენ - გავარდა უცებ და მალევე დაბრუნდა. გამიკვირდა თბილი წყალი რომ იყო , მომეწონა და ასე ჭიქით ხელში ვიბორიალეთ მთელს ტერიტორიაზე, ბოლომდე ჩავედით და მთაზე აღმართულ ეშმაკის ბორბალს გავხედეთ
-გადავიდეთ?
-აუ საბაგიროთი?
-აქ ვარ ნუ გეშინია .. წამო - რამდენიმე წუთში საბაგიროთი გადავდიოდით მთაზე . შემდეგ დავჯექით , ხელი მომხვია .პანიკური შიში არ მაქვს სიმაღლის მაგრამ მაინც ვერ ვარ მთლად თავისუფლად. მასთან მიხუტებულს აღარაფრის შიში მაქ . რამდენიმე წრე გააკეთა ბორბალმა . რამდენიმე სამახსოვრო ფოტო გადავიღე და შემდეგ ხედით ტკბობა დავიწყე.
უკან დავბრუნდით და მეორე მხარეს გავედით ,მერე გადარეულმა მოდი მეკობრის გემზე დავჯდეთო .პატარა ბავშვი მეგონა თავი ,იმდენი ვიცინე. ბოლოს ბამბის ნაყინი მომადო ცხვირზე და გაბრაზებული რომ დამინახა გაიქცა. მეც მივსდევდი .ბოლოს რო მობეზრდა ეს სიცილ კისკისი თვითონ დამიჭირა და ცხვირზე მაკოცა
-ახლა უფრო ტკბილი ხარ -ოდნავ მიკბინა და სანამ სხვა რამეზე ფიქრობდა ბამბის დიდი ქულა თავზე დავადე .აი გაბრაზება უნდა გენახათ მაშინ. უცებ მოიშორა და გამომეკიდა, ყველგან ჩვენი ხმა ისმოდა . რას გავექცეოდი ერთი ხელის მოხმით დამიჭირა , ზურგიდან ჩამეხუტა ,მისი აჩქარებული ღრმა სუნთქვა ყელზე მეფრქვეოდა, მეც ძლივს ვსუნთქავდი.
-ცუდი გოგო ხარ... ეშმაკუნა ფისუნია რომელსაც დავსჯი
-აბა შენ რო მომაცხე?
- მე მთელი ქულა თმებში შეგაზილე? ბავშვო - გაიცინა და ლოყაზე მაკოცა,ამჯერად ჩემს წელზე ჰქონდა ხელები მოხვეული და ხმაურით მიკოცნიდა მთელ სახეს თან მეცინებოდა ტუჩებიც ტკბილი ჰქონდა და ლამის დამეწება ლოყაზე .ამაზე ისევ წამოვიდა სიცილის ტალღა . ჩავეხუტე და ვიცინოდი
-აუუ პოპკორნი მინდა
-ახლა ეგ გადამაყარე თავზე და ეგ იქნება
-მინდაა-ფეხი დავაბაკუნე და სიცილით წავიდა. ერთი პარკი მოიტანა და გადმომცა. შემიჭამს ახლა სულ ,თავისთვის ვერ ჩაიყარა? ცუდი ეს . ამჯერად ბავშვების მხარეს გავჩერდით გადასასვლელ ხიდთან, მეცინებოდა პატარა სოკოს ფორმის სახლებს რომ ვხედავდი . მეც შევზვრებოდი შიგ რომ ვეტეოდე.
-რას უყურებ,მოგინდა ხო შესვლა
-ნუ დამცინი შენ
-ჩემი ბუტია ფისო - ჩამეხურა და მუჭით ამოიღო პპკორნი
-ღორო..
-არა გენაცვალე ფისო და ღორი ერთად არ გამოვა..რამე კრეატივნი მოიფიქრე ტო ...
-კატისებრთა ოჯახიდან?- გავიცინე და თვალები დავაწვრილე- ველური ავაზა ხარ შენ ,შავი ავაზა .-ეს რო ვუთხარი რამდენიმე წამი გაანალიზებას დასჭირდა და მერე ისე ახარხარდა თვალები გამიფართოვდა
-ავაზა ანუ ავაზა , შავი თან
-მართლა ველური ხარ რა
-გმადლობთ...
-სად მიდიხარ
-არ მოგშივდა? კაფეში შევიდეთ რამე ვჭამოთ და მერე დავბრუნდეთ
-კარგიი...
პარკის ტერიტორია დავტოვეთ და იქვე ფეხით გავედით კაფეში. ცეზარი შეუკვეთა ,მივირთვით .. შემდეგ დესერტად შოკოლადის ნამცხვარი დავაყოლეთ ,მეეჭვება ამან დაანაყროს ალექსი მარა სახლში მისვლამდე ეყოფა ...
რამდენიმე საათი მშვიდად ვიჯექით წყაროსთან და ვუყვებოდი ამბებს . ყველაფერი მკითხა მგონი რომელ დღეს სად ვიყავი .
სახლში გვიან დავბრუნდით . დაღლილები და ეგრევე საძინებლებში შევედით. ნუ მე დავწექი და ალექსს ვახშამი მოუმზადებია და წამომაგდო მეც. მერე რომ მოვედით ხასიათზე ეზოში გავედით, მეზობლის ბავშვებს ვეძებდით თვალებით ,მაგრამ არ ჩანდნენ. სახლში დავბრუნდით და დავიძნეთ .
მომდევნო დღეების განმავლობაშიც ვერთობოდით, მართლა კარგ დროს ვატარებდი. ბავშვებს ვერ ვხედავდი ისევ, სახლიდან კი ისმოდა ხმა ,მაგრამ გარეთ არ გამოდიოდნენ. ბოლოს ხელი ჩამკიდა ალექსმა და წამიყვანა. მეზობელი ეზოს შესასვლელში ვიდექით რამდენიმე წუთში. ქალმა მალევე გამოიხედა, ბავშვები გამოცვივდნენ. მაშო რომ მომეხვია ერთიანად გამითბა გული . ისე მინდოდა მათთან ერტად ყოფნა მგონი სახეზეც მეტყობოდა. ალექსის სიტყვები რომ გავიგე ლამის ხტუნვა დავიწყე
-მაია თხოვნა გვაქ, ბავშვები გვინდა წავიყვანოთ პარკში . ჩვენ ყოველ დღე დავდივართ და გვინდა ისინიც წამოვიდნენ
-აუუ დედა გთხოვ რა ... გთხოვ ხო ვიმეცადინეთ უკვე საღამომდე რა გთხოვ
-იცით.. ძალიან ცელქები არიან და
-არ გავაბრაზებთ დედა გთხოვ
-აუ გექეწები ლა ,წკიანად ვიქნებით- ფეხზე მეხვეოდა მაშო და ხელს არ მიშვებდა
-გპირდებით თვალისჩინივით გავუფრთხილდებით ,თან კარგი ამინდია არც წვიმს და რა პრობლემაა .ვიცი მეორედ მხედავთ მაგრამ არამგონია ბავშვების გამტაცებლებს ვგავდეთ ხო ?
-არა რას ამბობთ , მაგას როგორ ვიფიქრებდი უბრალოდ არ მინდა შეგაწუხოთ
-არ შეგვაწუხებენ დამიჯერეთ.. აბა
-კარგი აქ დაგველოდეთ .. ჩავაცმევ და გამოვუსვებ
-ვაშაააა- სამივე ერთად გავარდა. რამდენიმე წუთი ველოდით , ალექსს ჩავეხუტე და ვაკოცე ,გაეღიმა. ბავშვები გამოვიდნენ ,შედარებით თბილად ეცვათ და უფრო მოწესრიგებულები იყვნენ . მაშოს საყვარელი მწვანე ქურთუკი ეცვა თმები შეკრული ჰქონდა და იკრიწებოდა,როგორ მინდოდა ის ცაჩხვლეტილი ლოყები ჩამეკბიჩა. ალექსმა ხელში აიტაცა და ჩემი სურვილი თვითონ აისრულა ,ხმაურით აკოცა ლოყაზე .ერთ ხელში მაშო ეჭირა მეორე პატარა გიოს ჩაკიდა ,უფროსი კი დიდი კაცივით მოგვყვებოდა. მანქანაში ჩასვა სამივე,ღვედი შეუკრა და საჭესთან დაჯდა.
რამდენიმე წუთში პარკში ვიყავით, დინჯად მოაბიჯებდნენ მაგრამ ერთი სული ჰქონდატ როდის გაიქცეოდნენ . აექსმა გაიცინა ბილეთები იყიდა და ხელში დაიჭირა
-აბა მე იქ ვაპირბდი აძრომას და თქვენ რას იზამთ?- უზარმაზარ გემზე მიუთითა ,რომელშიც მეეჭვება შეეტიოს მაგრამ ბავშვების წასაქეზებლად კი გამოადგა. სამივე კისკისით გაიქცა ჩვენ ქვემოთ ვიყავით და ვუყურებდით როგორ დაძვრებოდნენ მეზღვაურებივით თოებზე . ქალბატონი მაშო მალევე ჩამობობღდა და ჩემს მკლავებში გაიტრუნა, თმებზე მეთამაშებოდა, მერე ცხვირზე არსებულ ჭორფლებს უყურებდა,ბოლოს ხელიც შეახო
-მგონი ჩვიდი წელტილია აქ ქო?
-არ ვიცი იცი არ დამითვლია
-ცხრა არის პატარა ქალბატონო... - ჩუმად უთხრა ალექსმა და თვალები გამიფართოვდა- რა იყო დათვლილი მაქვს- შეიცხადა ისე თითქოს აუცილებლად უნდა ცოდნოდა რამდენი იყო
ბიჭებს მოჰბეზრდათ, მერე გემზე დავსხედით . ჩვენც დავჯექით მთლად ისეტიც არ იყო მარტო რო დაგვეჯინა ბავშვები. ბევრი ფოტო და ვიდეო გადავიღე , მერე სხვაგან გადავინაცვლეთ. მანქანებითაც ვიარეთ . მაშო ჩემთან იჯდა ბიჭები ცალ-ცალკე იყვნენ. უფროსმა გაგამ მოგვიგო და ხტუნვა დაიწყო . ბოლო ნაწილში რომ გადავედით ტირთან გაჩერდა ალექსი
-ბიჭებო სროლა იცით?
-არა ...- დამორცხვილებმა თქვეს და საყვარლად ჩაქინდრეს თავები
-არაუშავს არც ნატამ იცის-უცებ მიუგო და ბიჭებს მხრებზე დაადო ხელი- ვისწავლოთ სროლა ნატა დეიდა?
-ნატა დეიდა , სროლა ... ანუ იმის თქმა მინდოდა რო კი ვისწავლოთ
რამ მათქმებვინდა ეს, ხუთ წუთში ვიდექით მწკრივში ,თოფებით ხელში . ჯერ ბიჭებს უთხრა რაღაც მერე ჩემთან მოვიდა ,ზურგიდან ამეკრა ,თოფი გაასწორა და მითხრა სად უნდა გამეხედა
-ისე მაინც იმ კაცს უთხარი გავიდეს არ მოვარტყა
-დამშვიდდი და კონცენტრაცია მოახდინე
-ოო მარტივი სატქმელია ეგ
-მოდი ჩემთან ერთად ისროლე- ერთი ხელი მუცელზე მომადო მეორე იაარაღზე რომელიც მეკიდა იმას მოხვია და ჩახმახს გამოჰკრა , კი მოარტყა მაგრამ მარტომ ვერც ერთს გავარტყი. ბიჭები აშკარად მხიარულობდნენ. მალევე გააუმჯობესეს და ისწავლეს
-ყოჩაღ ბიჭებო, ნატა დეიდა კიდე უნიჭო აღმოჩნდა
-საზიზღარო...-გავებუსე და ტუჩები გამოვბურცე- მე და მაშო წავალთ ბამბის ნაყინს ვიყდით და მოვალთ,თქვენ ივარჯიშეთ
-ულააა- ტაში შემოჰკრა ქალბატონმა და მერე ხელი ჩამკიდა, მეორე ხელს აქეთ იქით აქნევდა და ხტუნვა-ხტუნვით მომყვებოდა . ერთი ბამბის ნაყინი მივეცი დანარჩენები მე დავიჭირე და უკან დაბრუნებულმა ბიჭებს დავურიგე
-ე მე?
-ალექს ბიძიას არ უნდა ...დიდი ხარ შენ რათ გინდა ეს
-ასე ხომ? კარგი!- მოვიდა და ჩემს ხელს თავისი მოხვია,ასე ნაყინი დაიჭირა და პრდაპირ იქედან ჩაკბიჩა, ტუჩებზე მოეცხო და უცებ გაილოკა. მე კი თვალების ფახუნით ვუყურებდი , ბავშვების ფხუკუნმა გამოგვაფხიზლა თორემ ვაკოცებდი ,ან მაკოცებდა ან ..-ალექსმა ცაახველა და პატარა ონავარდებს გადახედა ,ისინიც გაჩუმდენენ და ხაზზე დადგნენ
-გვიანია უკვე წავედით სახლში,თორე დედიკო ინერვიულებს
-აუუ უკვე?
-კიდევ წამოგიყვანთ არ იდარდოთ
-მართლა?
-მე სულ ვასრულებ სიტყვას, ჭკვიანად თუ მოიქცევით და დედიკოს არ გააბრაზებთ რა თქმა უნდა მაგ შემთხვევაში
-არ ვაბრაზებთ ისედაც ...
მანქანაში ჩასხდნენ ,ალექსმა ღვედი შეუკრა და დავნრუნდით სახლში .
უკვე ხუთი დღეა აქ ვართ , ხუთივე დღე განსხვავებულად კაგრი იყო . მეორე დღეს ვინაიდან ბავშვები ისევ სახლში იყვნენ ალექსმა წამოიყვანა . ბაკურიანისკენ წავედით , გზად გავჩერდით რომელიღაც დაბაში იქაც იყო პატარა პარკი, ვისეირნეთ, გაირკვა რო მთაში წყაროები იყო და დავგეგმეთ ტური. გვიან ჩამოვედით სახლში და დაქანცულებს მიგვეძინა.
მეორე დღეს კარგი ამინდი იყო პროგნოზის მიხედვით ამიტო წავედით მთის დასალასქრად. მართლა მარტივი მისაგნები იყო მჟავე წ....ბი. იქ ცოტა ხნით გავჩერდით და ისევ ცენტრში დავბრუნდით. სიმშვიდე იყო, არავინ დადიოდა საერთოდ მხოლოდ წყლის ხმა იყო რომელიც გაუჩერებლად მოდიოდა, ისეთი ცივი იყო ყელს სასიიამოვნოდ მიყინავდა . უცებ მოიღრუბლა და სანამ ჩვენ ქვემოთ ცავედით წვიმაც დაიწყო , მანქანასაც რაღაც დაემართა . ალექსმა იქ დამტოვა და სადღაც წავიდა, ხელოსნის მოსაძებნად. უკან გაწუწული დაბრუნდა ქოლგით ხელში
-რა ხდება?
-წამოდი , აქ უნდა დავრჩეთ.
-კი მაგრამ სად აქ
-სასტუმრო არ მუშაობს სეზონურიაო ამიტო ოჯახში მივალთ . გვიმასპინძლებენ ამ ერთი ღამით
-კარგი - სწრაფად გადავედი და გვერდით დავუდექი. მალევე შევედით ერთ-ერთ ჩიხში და მესამე ჭიშკართან გაჩერდა
-სახლის მეპატრონეს შევხვდი გზაში და ტავად შემომთავაზა ... კარგი ხალხი ჩანს
- მოხვედით? გამარჯობათ ქალბატონო
-გამარჯობათ... უღრმესი მადლობა მაპინძლობისთვის
-რა სალაპარაკოა შვილო.. აქეთ მობრძანდით ღუმელთან გათბებით . ვახშმობას ვაპირებდით
მაგიდასთან დავსხედით. ოჯახის სხვა წევრებიც გავიცანით და სემდეგ ერთ ოთახში შეგვიშვეს ,ვინაიდან და რადგანაც ცოლ-ქმარი ვეგონეთ და არც გაუპროტესტებია ვაჟბატონს,მეც გამაჩუმა
-რატო არ უთხარი
-რამდენი ოთახი ექნებოდათ შენი აზრით თავისუფალი. რა მნიშვნელობა აქ
-არაფერი მაგრამ...რას აკეთებ
-სველი შარვლით ვერ დავიძნებ -სკამზე გადაფინა ყველაფერიი და ტრუსის ამარა შეწვა საწოში. მეც სველი ვიყავი და არ ვიცოდი რა უნდა მექნა, ჯერ მიყურებდა მერე გაიცინა- გაიხადე ,გაცივდები ფისუნია
-ხო მაგრამ
-იმის თქმა თუ მჭირდება რო არაფერს დაგიშვავ..
-არ შემცივდება მერე ასე?- შევაწყვეტინე და გახდა დავიწყე. ცოტა კი მრცხვენია ,მაგრამ არც იმდენად რო ჭირვეულობა დავიწყო.ალექსს თვალდახუჭული ვენდობი, ვცდილობ აღარ მრცხვენოდეს მისი , გონება რასაც იაზრებს არც მრცხვენია მაგრამ მაინც ვერ ვუხერხებ სიწითლეს ვერაფერს. საწოლში უცებ დავწექი და საბანი ყელამდე ავიტანე. მციოდა თან ძალიან. ალექსმა ხელი ჩემს მხარეს გადმოსწია გაყინულ წელზე მომხვია ცხელი ხელი და თავისკენ მიმაჩოჩა. არ ვიცი რა დამემართა მისი კანი რომ შევიგრძენი, მეგონა კანზე ეკლები მქონდა , ერთიანად დამიარა ცხელმა ტალღამ თხემიდან ტერფამდე და გამაჟრჟოლა. ვიგრძენი როგორ დაეჭიმა კუნთები, ღრმად სუნთქავდა, სახე ჩემს თმაში ჩამალა .რამდენიმე წამი ჩუმად ვიყავით, ვეცადე მოვდუნებულიყავი მაგრამ ვერ შევძელი, ეს მართლა ზედმეტად მიმზიდველი სიტუაცია იყო , მაცდუნებელი .ტუჩები მხარზე რომ შემახო მეგონა დავიფერფლებოდი ,რამდენჯერმე მაკოცა .მოვდუნდი ,მეგონა პირიქით მოხდებოდა მაგრამ არა . ისიც მოდუნდა, კუნთები ისე დაჭიმული აღარ ჰქონდა . მელოდიასავით ჩამესმა მისი სიტყვები - დაიძინე პატარავ .
დილით რომ გავიღვიძე ალექსის მკერდზე მედო თავი , მივხვდი რომ ეღვიძა, ღრმად სუნთქავდა და სახეზე ვგრძნობდი მის მზერას. გარეთ ისევ მოღრუბლული იყო . ავხედე და გავუღიმე
-დილამშვიდობის პატარავ- შუბლზე მომაკრა ტუჩები და თიტები მკლავზე ჩამომისვა .
-როდის წავალთ სახლში?
-ჯერ ადრეა, გაიღვიძებენ ოჯახის უფროსები და დამეხმარებიან . საღამოს უეჭველი სახლში ვიქნებით
-ხვალ უნდა წავიდეთ ისედაც ... სალომეს დაბადების დღეა
-ეგ ვის გაახსენდა ტო... თან გიფსს ხსნიან დღეს . უფრო სწრაფად მოაგვარა საქმე , შუადღეს უკვე სახლში ვიყავით და ბარგს ვალაგებდით. საღამოს სასეირნოდ წავედით. ბავშვებს დავემშვიდობეთ და მეორე დილით უკვე თბილისისკენ მიმავალ გზაზე ვიყავით. მე სახლში წამიყვანა
-საღამოს გნახავ...- ჩამეხუტა და შუბლზე მაკოცა
-მანამდე არ მოხვალ?
-ვერა , ვერ მოვალ -ხვნეშით თქვა და ისევ ჩამეხუტა .შემდეგ კი წავიდა.
^^^
„მიშკა“
ვიცოდი რომ ჩემს მიმართ გულგრილი არ იყო, რომ ასე უბრალო ურთიერთობა ვერ გვექნებოდა ,მაგრამ არ ყდებოდა.ერთი კვირა ისე გავატარეთ ფაქტობრივად არც გვისაუბრია.
განშორები სდღეც მოვიდა, სალომეს დაბადების დღე იყო ამიტომ უნდა დავბრუნებულიყავი. ბარგი ჩავალაგე და მანქანაში ჩავდე . სახლში შევბრუნდი , ბავშვი საწოლზე იწვა . ძლივს მოვსორდი,მინდოდა სულ ჩემთან ყოფილიყო .მისი სურნელი ბოლოჯერ შევისუნთქე და საწოლზე დავაბრუნე. უკან შებრუნებულს ანაბელი შემეჩეხა
-უკვე მიდიხარ?
-ხო ,მივდივარ
-მაშ კარგად
-ნახვამდის - ასე წასვლას არ ვაპირებდი მოვეხვიე და დიდხანს არ გავუშვი .ვგრძნობდი როგორ უთრთოდა სხეული ,შემდეგ დავტოვე და წავედი...
ალბათ ფიქრობთ რომ გიჟი ვარ , ვხვდები რომ ასე უბრალო არ იყო ეს ყველაფერი და მაინც წავედი,თან ასე ურეაქციოთ ასე მშვიდად წამოვედი. ახლა ასეა საჭირო ორივესთვის ,დრო ყველაფერს დაალაგებს ...
^^^
„იოანე“
ერთი კვირა სამსახურიდან ვერ გამოვედი, ქეთაც ასე იყო . მხოლოდ მობილურით საუბარი შევძელით. საღამოს სიეტი დაქანცული ვიყავი ლიზას დავხედავდი და ვითიშებოდი. მერე დავალაგე ყველაფერი და დავიწყეთ მზადება სალოს დაბადების დღისთვის. ქალბატონს გიფსი მოხსნეს და დაცქრიალებს უკვე. თუმცა ჩვენთან ვერ მოვიდა წვეულებას ამზადებს და არ სცალია.
დილიდან სიმშვიდე იყო სახლში. მხოლოდ მე ,ლიზა, ბერდო და რეზი ვიყავით. ბიჭები მისაღებში ისხდნენ,ერთმანეთს კარგად გაუგეს .მე ქეთას ვწერდი ,პატარა ბიჭივით ვარ . ლიზას ეძინა . მანქანა გაჩერდა და ნატა მოვიდა.
-როგორც იქნა ...
-გამარჯობაა- შემოვიდა და შემოანათა . რეზიმ რო ჩაიკრა გულში ვეღარ გამოვწიწკნეთ- დავიხრჩე ბიჭო
-სულ არ გიყვარვარ რა ...
-რა სულელი ხარ რეზიკო-გაიცინა და ხმაურით აკოცა ლოყაზე-იო როგორ ხარ?
-კარგად ნატა შენ? როგორ დაისვენე?
-არაჩვეულებბრივად.
-რა გენაღვლება გენაცვალე - ჩანთებს დაავლო ხელი რეზიმ და წავიდა. ნატას ეცინებოდა მის ქცევაზე ,მეც რაღა დაგიმალოთ .
-მე უნდა გავიდე ... კურსელებმა დამპატიჟეს და გვიან მოვალ ალბათ- ბერდი წამოდგა და დაგვემშვიდობა
-კარგი ..ისა მანქანა წაიყვანე თუ გინდა
-არა ტაქსით მირჩევნია , დალევა მომიწევს მაინც და...კარგად - ნატას გაუღიმა და წავიდა.
ნატაც წავიდა , დავრჩი მარტო . ქეთოს დავურეკე
-რა ხდება ქეთრინ?
-დამღალა.მიშველე რამე გთხოოვ ,მომკლავს ეს გიჟი და აღარ გეყოლები
-რა ხდება? სალომე გაწამებს?
-შემოიარა მთელი თბილისი და რესტორანი ვერ არჩია .ლამის მოგვკლან ისე იქცევა. მერე თან სად რეკავს კაცმა არ იცის, ვის იცნობს ამდენს ვერ გავიგე . ნახევარი თბილისის ახალგაზრდობა დაპატიჟა. გადარჩენა უნდა ავღნიშნოო ,მეორედ დავიბადე და ათ კაცს დავპატიჟებ მარტოო? მგონი ისეა დამუხტული ტვინის სერყევა კი არა გადანერგვა მოახდინეს და სხვა უფრო გიჟის აზროვნება აქვს
-დამშვიდდი ჩემო ქალბატონო, ურალოდ დატოვე
-გამოვიპარო?
-ხო ... მე და შენ წავიდეთ სადმე გავისეირნოთ
-მმ მომწონს ეგ იდეა ხო იცი. ახლავე გამოვალ..აუ მთაწმინდაზე ავიდეტ რა იქ უკვე იყო და აღარ ავა
-კაი გამოგიარო თუ
-არა ჩემით ავალ ...დაგელოდები - კმაყოფილმა გამითიშა ,მეც უცებ მოვწესრიგდი და გავვარდი.
მალე დავინახე ერთ-ერთ კაფეში და სწრაფად მივაჭერი
-იოოო- ყელზე მომეხვია და მაკოცა -მომენატრე
-მეც .. აღარ შემიძლია უკვე უნდა მოგიტაცო
-ოო ნუ ხუმრობ ეგრე
-რა მეტყობა ხუმრობის ,აბა როგორც ვატყობ მარტო დარჩენის შანსი არ გვაქ და რა ვქნა სხვა
-ეგ რაღა მოტაცებაა
-გავიპაროთ მაშინ,თუ მამიკო გაგიბრაზდება
-საზიზღარო.. რა წესია ჯერ გავიპაროთო,მოგიტაცებო ბარემ ცოლობა მთხოვე
-სათხოვნად მაქ ვითომ საქმე? აშკარად იქეთ მაბავ
-იოანე თაბაგარო !
-ვაიმე როგორ მიყვარს რომ ბრაზდები,ხალხი რო არ იყოს აქ მოგაჭამდი მაგ ტუჩებს - ჩუმად ვუთხარი და ყურის ძირში კოცნის კვალი დავუტოვე, მერე მხარზე ვაკოცე.
-შენ.. შენ ნამდვილი გაიძვერა ხარ
-სხვა ვერაფერი მოიფიქრე? ფანტაზიის უნარი უნდა განგივითარო
-ღმერთო ჩემო ... ყველაფერზე უნდა გამაბრაზო ახლა?
-რატო ბრაზდები მერე?- სიცილს ძლივს ვიკავებდი. ნამდვილი პატარა ბავშვია . ბოლოს მაინც ვაკოცე და გაიტრუნა- ჩემი კნუტი ... იყურსება უცებ
-იცი დღეს დილას მსობიარე მყავდა,სანამ სალომე გამაქანებდა საქმეებზე -უცებ დაიწყო აჟიტირებულმა- ტყუპი გოგონები შეეძინა ,ისეთი საყვარლები იყვნენ. წამოსვლამდე ვინახულე და ისე მომინდა მეკოცნა ..ძალიან პატარები იყვნენ -უცებ წარმოვიდგინე ჩვენი შვილი ... გამაჟრჟოლა. ხელი მოხვიე და ზურგიდან ავეკარი ,მხარზე ვაკოცე და ლოყა ჩამოვადე. გაუკვირდა, მერე გაიტრუნა და თავი ჩემს მხარს მიაყრდნო -რაზე ფიქრობ?- უცებ შემობრუნდა, ჩემმა დუმილმა დააფიქრა ალბათ .თვალებში ჭინკები უხტოდნენ , ვიცი მიხვდა
-ერთ გოგოს სასწრაფოდ უნდა შევუთანხმდე პროექტზე
-რა პროექტზე.. არა რა პროექტზე იოანე მე რა ვთქვი შენ კიდე ისევ საქმ...- უცებ მომშორდა გაბრაზებული
-რა ფეთქებადი ხარ ბავშვებს გამიგიჟებ
-რა ..
-პროექტის ჩაშლას ვერ გადავიტან იცოდე ... სხვათაშორის 30 გავხდები მალე და დროზე თუ არ დავიწყებთ და თუ არ დაგამშვიდებ შეიძლება ვერ მოვასწროთ ოთხი
-ოთხი ..ბავშვი ... ანუ პროექტი ,მე .. . იოანეე- უცებ დაებრაზა ლოყები და დაიწყო თვალების ფახუნი, განგებ იქცევა მგონი,უნდა თვითკონტროლი დავკარგო და იმდენი ვაკოცო სანამ ძალა მეყოფა.
-რატო ხარ ასეთი.. რატო ჰა- ისევ მოვაჩოცე ჩემკენ და ახურებულ ლოყაზე მივაწებე ტუჩები, ისეთი ტკბილია, მისი მხურვალე კანი მიზიდავს, ასე მგონია ვეღარ შევძლებ მოშორებას
-ასეთი როგორი ...
-მიმზიდველი, თბილი, ტკბილი, ბავშვური და ამავე დროს ყველაზე სექსუალური - მარტივად ავუხსენი თან ლოყის მიდამოებს ვუკოცნიდი ,მერე ყურთან გადავედი და იქაც ვაკოცე, მისი გულისცემა მესმოდა, არითმიულად უცემდა .გამეღიმა და კიდევ ვაკოცე, წვრილი თითები ჩემს მკლავზე ჰქონდა ჩაჭიდული და არ მიშვებდა . ალბათ დიდხანს ვიქნებოდით ჩვენ ორნი სადღაც სხვა სამყაროში , ვიღაცის ამაზრზენ ხმას რომ არ გამოვეყვანე გიპნოზიდან
-მართლაც პატარაა თბილისი ... პირდაპირ შენთან მომიყვანა გზამ ქეთევან - ქეთოს ხელი ჩემს მაჯაზე დაიჭიმა, ინსტიქტურად მოვშორდი მის ყელს გავსწორდი და მაგიდასთან მდგომ,ცინიკურ ღიმილს აფარებული , ყბებდაჭიმული ყმაწვილი წამში შევათვალიერე . ტვინში სისხლი ჩამექცა ქეთას პირველი სიყვარული რომ ამოვიცანი . კარგად მამახსოვრდება ზოგადად ხალხი, ის განსაკუთრებით . პირველი სიყვარული , შეიძლება ვაჭარბებ მაგრამ ზუსტად ვიცოდი სანამ გავიცნობდი ქეთა სმანამდე მოსწონდა ეს ბიჭი,როცა მე გავიგე მასინ ამ გამოს.. აღმოეცინა რომ უკვე გაზრდილი და დამშვენებული ქეთა დასაკარგი არ იყო და ცდილობდა გაეცოცხლებინა სიმპათიები ,თუმცა არაფერი გამოუვიდა. არ გვიჩხუბია, არც გვისაუბრია უბრალოდ ზედმეტად გავაახშირე ქეთასტან“შემთხვევითი“ შეხვედრები . სულ რამდენიმე წამი დამჭირდა ამ ყველაფრის გადასახარშად და აღსადგენად. იმ ვირთხამ კი ქეთას გადაკოცნა მოასწრო და ახლა ღიმილიანი სახით გაბადრული დაჰყურებდა და ურცხვად არ აშორებდა მის მკლავს ხელს, ეს კი ისე მაგიჟებდა ვერც კი შევამჩნიე როგორ ვუჭერდი ხელს სავარძლის კიდეს.ხმაც ბუნდოვნად ჩამესმოდა, ზედმეტად იმძლავრა ეჭვიანობამ,სულელურია აშკარად, უსაფუძვლო რა აკავშირებთ რომ ვიეჭვიანო ,არც არაფერი მაგრამ ვერ ვაკონტროლებ.
-როგორ ხარ? არ მეგონა თუ დაბრუნებას აპირებდი
-ცოტა ხნით ვარ.. გავიგე წამოხვედი ,მომენატრე და ჩამოვედი .თან ჩემებიც დიდი ხანია არ მინახავს- ამის გაგება მოვახერხე და უცებ აღმიდგა გონება. რა გამოდის ,მოენატრა? ანუ ხვდებოდნენ ერთმანეთს? სად იქ ამერიკაში? იქ იყო ! მასთან იყო! ხვდებოდა, იქნებ ერთად იყვნენ მე ხომ არ ვიცი იქ რა ხდებოდა ქეთო ხომ აღარაა პატარა 15 წლის გოგო , 26 წლისაა . „რა დროს ანალიზია ,იოანე რა დროს ესაა იმოქმედე თორემ გაგიჟდები ასე !“
-ქეთა ,საყვარელო არ გამაცნობ ?- ქეთოს ისე შევუცურე მუცელზე ხელი თავისთავად მოვასორე იმ ხისთავიანს . დიდი გაიძვერაა, ისე იღიმის ვითომ სიამოვნებს ჩემი დანახვა , ხელს კარგად დააკვირდა, თვალები ბრაზით აევსო მაგრამ ისევ ისე მშვიდად იყო . კარგი ბიჭის როლს თამაშობს ,ადრეც ასეთი გაქნილი ვირთხა იყო . მე რომ სულ ვჩხუბობდი ის ტკბილი სიტყვით ახვევდა თავბრუს ყველას, ალბათ ქეთაც მისმა „სინაზემ“ მოხიბლა ერთ დროს. „იქნებ ახლაც მოსწონდა ,სანამ დაბრუნდებოდა, იქნებ,.. იქნებ..“ არა რა სისულელეა ნუ ფიქრობ ამის დ.. შე.. ნუ ფიქრობ
-არ გახსოვს? მეგონა იცნობდით ერტმანეთს
-იოანე თავისზე დაბლა მყოფად ვისაც თვლიდა ნაკლებად იმახსოვრებდა- ისე თქვა ვითომ ოდესმე დამემცირებინოს ვინმე, ნაბ.. ქეთას ახსენებს როგორი უხესი ვიყავი, ჩემი ეშინოდატ კიდეც ერთ დროს , ქეთასაც ეშინოდა ხოლმე ისე ვიქცეოდი და ახლაა ამას ახსენებს ,უნდა ისევ ცუდი შთაბეჭდილება ჰქონდეს ჩემზე .
-რა საშინელებაა როცა საკუთარ თავს ასე აფასებ და სხვას იმდენად განადიდებ რომ შემოვლით, მზაკვრული ხერხებით ცდილობ დარტყმას ,იმდენად სუსტი ხარ პირდაპირ არ შეგიძლია შეტევა- ქეთა ვიცი ვერაფერს გაიგებდა ,მაგრამ მას პირდაპირ გადავეცი სათქმელი და ქეთოს ჩანთა ავიღე. დაბნეულს თავზე ვაკოცე - ჩვენი წასვლის დროა ქეთო . კარგად ბრძანდებოდე , სოსიკო- ბოლოს დავაყოლე და ზურგი ვაქციეთ. ქეთა ინსტიქტურად მომყვებოდა.. ვერ გაეგო რა ხდებოდა და დაბნეული მანამ არ ძრავდა სიტყვას სანამ განშორების დრო არ დადგა
-არაფერს მეტყვი?
-რა გინდა რომ გთხრა?- ხელი მოვხვიე და ვაკოცე.გაიწია , გავბრაზდი სისხლი ამიდუღდა და მგონი ხელი ძალიან მოვუჭირე ,უცებ წამავლო მაჯაზე თიტები
-ამიხსნა იქ ასე რატომ მოიქეცი ან შენი სიტყვები რას ნიშნავდა ... მტკენ იოანე
-არაფერს არ ნიშნავდა ან რა მოხდა, გავიხსენე ადამიანი ... რამე მნიშვნელობა აქვს იმ არსებას როგორ შევხვდი თუ რა ხდება? - აშკარად ვერ ვაკონტროლებ ბრაზს, სადაა მშვიდი იოანე, გამოჩნდი დროზე თორემ ბრაზი იმარჯვებს , ჯანდაბა აღარ შემიძლია !
-იოანეე...-თვალები აემღვრა, ვუყვირე . მანქანის კარი სწრაფად გააღო და გადავიდა. არ დამემშვიდობა . სწრაფად შევიდა ეზოში. როგორ დავეწიე და დავიჭირე არ ვიცი ,უკვე აზრები მერეოდა, საშინელებებს ვფიქრობდი, უკვე ეჭვიანობა და ბრაზი იყო მთელი ჩემი არსების ბატონ-პატრონი
-არ ფიქრობ რომ უნდა მელაპარაკო? არ გგონია რომ უნდა მითხრა იმ გამო... ასე გაბადრული რატო შეხვდი და ვაფშე რა ჩემი ყ... უნდოდა ,რა ურთიერთობა გქონდათ იქ . ხშირად ხვდებოდი?
-იოანე .. ხელი გამიშვი - გაოცებული იყო , მაშინ ვერ ვიაზრებდი რა სიტყვებს ვამბობდი , რა ხმაზე და საერტოდ როგორ გამოვიყურებოდი . წამში გაუქრა გადმოსაღვრელად მომზადებული ცრემლები და ხელი გაინტავისუფლა, იფეთქა . მანაც ისევე იფეთქა როგორც მე და ეჭვი მაქ ის ქეთა გავიცანი ყველას რომ რიდი აქვს, ზოგს რომ ეშინია და ვერავინ ვერაფერს უბედავს ,მხოლოდ მე ,მხოლოდ მე შემეძლო მისი დატკბობა ,მისი აწითლება და დაბნეულობისგან ლაპარაკის უნარის წართმევა ახლა კი ,ახლა სხვებთან გავიგივდი - როგორ მელაპარაკები თუ ხვდები საერთოდ, რა ხმაზე და რას მეუბნები იაზრებ ? რაღაც მეეჭვება! არაფრის ახსნას და თქმას არ ვაპირებ რადგან არ ვთვლი საჭიროდ. ახლა წაბრძანდი, დამშვიდდი თუ მოახერხებ იქნებ ტვინის უჯრედები აზროვნებაშიც დაგეხმაროს და ჩამოყალიბდი რას მოითხოვ ჩემგან რომ ვიცოდე და გააზრებული მქონდეს რომ ყველა ნაბიჯი გავიხსენო რაც 26 წლის მანძილზე გადამიდგამს- საკმაოდ მკაცრად, საშუალოზე მაღალ ტონალობაში მითხრა, თვალები ბრაზისგან უელავდა და იმდენად მუქი მწვანე იყო გამთიშა . მგონი მე უფრო გაოცებული დავრჩი, ვუყურებდი მიმავალს, მშვიდად მიდიოდა, მაგრამ ვიცი როგორ უფართხალებდა გული. უკვე სახლში იყო ,ძლივს მივედი მანქანასთან ჩავჯექი და სახლში როგორ მივედი არ ვიცი. ვფიქრობდი, ვფიქრობდი და ერთი დასკვნა გამოდიოდა ყოველ ჯერზე მაგრად დამენ... რატო? იმიტომ რომ ვგრძნობ როგორ ბრუნდება ჩემში ის იოანე რომელსაც დიდი ხანი ვებრძოდი, არ გამიქრია მაგრამ მივმალე და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გამოჩნდებოდა.
სახლში ისე შევედი არც კი დამინახავს ვინ იყო იქ . კიბესთან მისულს ხმა მომესმა
-აეეე იუშკააა სიცოცხლეეე სად მიდიხარ ტო .. ასე გვხვდები ძმაკაცებს? შემირცხვენია ჩვენი ძმობა - ბათუ თავის როლშია . უკან შევბრუნდი, ყიფო, ნიკო და აკო ისხდნენ .ბათუ კიდე ლუდის ბოთლით ხელში თვალებაჟუჟუნებული, გაკრეჭილი იდგა
-რა გჭირს შე ჩემა - ნიკო მაშინვე მიხვდა ,წარბშეკრული მიყურებდა
-კარგად ხარ ? რა სახით მძრაობ ვაფშე იცი?- აკომ ხელი ჩამავლო და დივანზე დამსვა. ბათუმ ლუდის ქილა მომაწოდა. სითხე გამშრალ ყელში ჩავიდა ცოტა ამოვისუნთქე
-ამოღერღე დამაგჯა ის დარჩენილი ორი ნერვიც ტო
-აცადე! - არღვლიანმა დაიგრგვინა ,მელოდა როდის ვიტყოდი რამეს
-ის დ.. მოტ... ის განდ.......... სოსო ვნახე.თურმე ამერიკაში ყოფილა ქეთასთან ერთად რა . ტიპი ისე შეხვდა თიტქოს სიყრმის მეგობრები იყვნენ ან უფრო მეტი ,ნუ თვითონ ისე იქცეოდა. ვიცი ჩემი გაგიჟება უნდოდა და მოახერხა მე მაგის დ.. შეე...
-დედააა.. მეჩვენება ეგი ახლა მე თუ რაფერაა საქმე ძმებო? ნამდვილად იოანე თუ
-თუ - გაოცებულმა გადახედა ყიფომ ბათუს და მერე ორივემ მე გამომხედა
-სოსო ვინაა ... ან რამ გაგაგიჟა
-რა არ გესმის პოლიციელო სოსო ისაა ქეთოს რო მოსწონდა ადრე სულ ადრე და მერე რო ეჩალიჩებოდა. მე რო ვძახდი შევხვდეტ და გავუერთიანოთ თავ ყბათქო თქვენ კიდე ისედაც ეშინია იმ გოგოს და სულ არ შეძულდესო და არაფერი გააკეთეთ- აუხსნა გაბრაზებულმა სვანმა და მე მომიბრუნდა ისევ - არ მითხრა რო ქეთასთან ასეთი როჟით იყავი
-დამენძრ.. ისეთები ვუთხარი,ისე ვუყვირე რო გავაცოფე
-ვინ გააცოფე ქეთუშა? კაი ტო რადაობ?
-მეღადავება ახლა მე აკო? შემომხედე ერთი ასე მგონია მეტამორფოზა ხდება ჩემს თავს და ამ ეჭვიანობის გამო ქუჩაში დავდგები ბირჟაზე და თი დავბოლდები
-კაი ახლა გეყოფა..მოყევი წესიერად და მოვიფიქრებთ რამეს - ისევ სვანმა დაგვამშვიდა ყველა , შეკრული წარბებით დინჯი გამოხედვით და მხარზე ხელი დამკრა. მეც მოვუყევი და მერე ვისმენდი ლანძღვას რამდენიმე წუთი ,ვაკომ გაჭედა რამ გამოგაშტერა მასე მე არ ვლაპარაკობ და შენ რამ გადაგრიაო .
-რა განერვიულებს ძმურად- ბათუმ გვისმინდა ,გვისმინა ,ფეხი-ფეხზე გადადებულმა და მშვიდად მოგვიგო- დასკვნა გინდათ დაგიდოთ მოკლედ?
-რა მშვიდადაა ეს „შაკალი“ რაღაც სასწაულს იტყვის ახლა
-აცადე თქვას
-მოკლედ იმ ტიპს ალბათ ევასება ქეთო...მცირეა იმის ალბატობა ეგეთი გოგო არ მოგწონდეს,თან აშკარად შეგიმჩნევია ცინიკური დამოკიდებულების მიღმა ბრაზი, აშკარად პროვოცირებას ახდენდა და მოახერხა კიდეც და ამიტომ მაგარი იდიოტი ხარ. როცა უნდა იყო უემოციო და ირონიული მაშინ უბერავ შე ჩემა? ქეთრინს რაც შეეხება იმ გოგოს უყვარხარ და სხვა შენს ადგილას მაგრად მეკიდებოდა . ყვირილი კიდე დაივიწყე... ინსტიქტურად შემოირიგებ ვიცი ... ეგ თავისთავად ხდება ხოლმე რა
-ისე ლაპარაკობს გეგონება საუკუნეებია საყვარელ ქალთან ცხოვრობს
-ზა ტო ექსპერტი ვარ...
-მართალია ისე ... უნდა დამშვიდდე და ეჭვიანობის გამო, რომლის საფუძველსაც ქეთო არ გაძლევს, ნუ გაუბერავ
-ისე კი მომენატრა ძველი დრო ეე - აკომ თქვა და ნაღვლიანად ჩაიცინა
-დრო მოგენატრა შენ თუ მეგი -უცებ დაგესლა ბათუმ .ჩვენსავით კი არ აუვლია გვერდი ეგრევე ჩააკმენდინა ენა . სად იყო ამდენ ხანს ეს ბიჭი, გვაკლდა დინჯ სვანს, არეულ აკოს, სათნო მეს ეს გადარეული არსება- შენი პრინცესას ნახვა მინდა და რო დავადგე ვითომ გაბრაზდება?
-ის ამაზეა გაბრაზებული თორე ჩვენ ისევ ისე ვუყვარვართ-გაიცინა ვაკომ და ხელი დაკრა მხარზე აკოს- კაი შე ჩემა რა იყო .. შენი ჩას.. საქმეა და თუ ვერ აგვარებ შეეშვი მაინც
-რაღაც აწუხებს ამასაც და არ ამბობს ..ველოდები ერთი რამდენ ხანს გაჩუმდება- ბურტყუნით ტქვა სვანმა და გავიდა. მალევე გამოვიდა არყის ბოთლით და ჭიქებით ხელში . როგორ იცის სულ რა გვჭირდება .
-აუ აქ დავლიოთ ტო? მოაწყდება ახლა ხალხი ...წამო რა მარტო ვარ ბინაში ჩემთან ჩავუჯდეთ ჩვენ ოთხნი - ვაკო წამოდგა და წამოგვყარა ჩვენც. კარში გავჩერდი- რა იყო
-ავალ ლიზიკოს ვნახავ და წამოვალ
-კაი მიდი
კიბე ავირბინე და ლიზასთან შევაჭერი, საწოლზე იქვა და კისკისებდა . დაჩი სავარძელში იჯდა ფეხები საწოლზე შემოეწყო და ისიც იცინოდა რაღაცაზე.
-აბა არ მოვალ დღესო?
-მოვაგვარე და მოვედი ... რა ხდება?
-არაფერი ..გავდივარ მე და ხო იქნები აქ.მერე მამაც მოვა,თუ რამე დამირეკე.მარა მეეჭვება გიპასუხო
-რა? რატო რა ხდება სად მიდიხარ? ცუდად ხარ? რამე მოხდა?- უცებ წამოიწია და მომაყარა კითხვები
-ლიზააა აცადე ადამიანს მიდის ალბატ სადმე..მოგიყვება მერე
-შენ გაიხარე სიძე ...- უცებ ვუთხარი და წამოვედი.ლიზას ბუზღუნი მესმოდა მაგრამ არ ვაქცევდი ყურადღებას.
რამდენიმე წუთში ყიფოს ბინაში ვიყავით, დივანზე მიყრილები და მესამე თუ ეოთხე ჭიქას ვსვამდით.
-მიდის- უკვე შემთვრალმა ამოღერღა აკომ და ჩვენი ხორხოციც შეწყდა
-სად მიდის ტო, ბავშვი?
-ბათუმში გადადის... სასტუმროში იწყებს მუშაობას იქ გადაიყვანა იმ ნაბო.. თავისთან რომ ჰყავდეს ვითომ სხვა ბუღალტერს ვერ იშოვიდა იქ . ბავშვიც მიჰყავს ერთი კვირით კი არ მიდის. ორი დღის წინ მივედი ,ბავშვის ნახვა მინდოდა და მაშინ მითხრა . ორ დღეში მიდის და ალბათ იქ დავსახლდები ხო იცი ზღვა მიყვარსო . იმ დედა მო.. ჩაუსახლდება სახლში ჩემი ცოლი და ჩემი შვილი
-წინადადებას ამბობ ცუდად - ბათუმ ჭიქა აწია და უცებ გადაკრა- „იმ დ.. მოტყ... „არ“ ჩაუსახლდება ჩემი ცოლი და შვილი „ ასე უნდა გეთქვა
-რა მარტივად უდგები ბათუ ყველაფერს
-თქვენ ართულებთ ცხოვრებას ტვინს იდუღებთ,ვაფშე არ იყენებთ ტო ... ქალი შენია 18 წლის მერე მგონი ხო? ამდენი წელია გიყვარს და უყვარხარ, ამდენი წელი გაგიძლო, ანგელოზივით ბავში გყავთ და პიტ.. თუ არ ხარ როგორ მივცემდი გაყრის უფლებას ვაფშე და ახლა გინდა მეორედ მიქარო და გაუშვამ.ვიღაც სი. ჩაუგდო ხელში? შენ შიგ.. გაქ ბიჯო გაანძრიე თუ რამის განძრევა შეგიძლია ტვინიდან დაწყებული და დროზე დააბრუნე ის გოგო . რას გადაყევი ამ სამსახურს , ასეთი არაფერი მინახია . იმ დამნაშავეების დ.. ყველაფერი თუ თავზე დაგემხო
-სად იყავი შენ აქამდე? - ვაკომ უთხრა და მხარზე დაადო ხელი იდაყვით ეყრდნობოდა.. მომდევნო გადაკრა და აკოს გახედა- აბა ... ჩამოგიყალიბა კაცმა და რას აპირებ
-ხო იცი რო ის გითხრა რასაც გულის სიღრმეში ფიქრობ და ბოლომდე მართალია - სვანმა უთხრა მე კი ველოდი რას გააკეთებდა. კიდე ერთი ჭიქა დალია , წამოდგა და წავიდა......



№1 სტუმარი Mari

Dzalian kargia martla ubralod imdeni personajia maviswydeba vin vinaa momwons bevri wyvili rom gyavs saxalisocaa nu es sheni stilia magram iqneb ecado da personajebi jer agar shemoamato

 


№2  offline წევრი p♥♥h ^^

Kai raa, rac sainteresoa or abzac deb da eyvetav xolme mere....
--------------------
ყოველ ადამიანში მზეა-აცალეთ, რომ ანათოს!

 


№3  offline მოდერი sameone crazy girl

Mari
Dzalian kargia martla ubralod imdeni personajia maviswydeba vin vinaa momwons bevri wyvili rom gyavs saxalisocaa nu es sheni stilia magram iqneb ecado da personajebi jer agar shemoamato

აკოს და მეგის გარდა ერთადერთი წყვილი მეყოლება ამათი ამბავი ისედაც გადაწყვეტილია ნუ მიშკა და ანაბელი მოაგვარებენ მარტივად და მერე მორჩება . ბევრი აღარ დარჩა

p♥♥h ^^
Kai raa, rac sainteresoa or abzac deb da eyvetav xolme mere....

დღეს ვიყავი ბოლო გამოცდაზე და ეს რაც მქონდა დაწერილი ისაა და ამიტო გამომდის არეულად . მომდევნო დიდი იქნება და ყველაზე შევეცდები იყოს ცოტ-ცოტა

 


№4  offline წევრი p♥♥h ^^

Aucilebeli ki araa, yvela wyvilis orive mxare alaparako xolne. An borjomis parkshi orjer wasva da nayinebis chama ese dagewvrilebilaaa
--------------------
ყოველ ადამიანში მზეა-აცალეთ, რომ ანათოს!

 


№5  offline წევრი Lana Tomlinson

ძალიან საყვარლობაა ^-----^ ❤️❤️

 


№6  offline მოდერი sameone crazy girl

p♥♥h ^^
Aucilebeli ki araa, yvela wyvilis orive mxare alaparako xolne. An borjomis parkshi orjer wasva da nayinebis chama ese dagewvrilebilaaa

როცა ვწერ ვერ ვაკვირდები ეგრე არ მაქ არც დრო და არც ნებისყოფა, ვიცი თუ ვწერ ბარემ აკრგად უნდა ვაკეთებდე რომ დიდი ხანია უკვე რაც ვწერ მაგრამ არ შემიძლია მე ამაზეც ვიფიქრო და ვიდარდო იმიტო ვწერ რო ბედნიერების ჰორმონს გამოვყოფ წერის დროს და ყველანაირი შეზღუდვის გარეშე მინდა დავწერო ასე რომ ვერაფერს დაგპირდები თუ აღარ მომეწონა შეიძლება ერთ თავშიც დავასრულო ან ოცი თავი დავწერო კიდე

ლანა ცინცაძე
ძალიან საყვარლობაა ^-----^ ❤️❤️

მადლობა wink მიხარია რო კითხულობ

 


№7  offline მოდერი bibo

va va dabrundi shenc chemo askilis buchqo davbrundi mec marwyvis qula :******^vaime vafren me shenze chemo toxlo kvercxo da yiyliyov warmatebebi bachii male momelocos granti da studentobac aluchav :***vgijdebi me shenze chemo zoros cxeno da shaurmis virooo ramfra guls da suls deb magito miyvarxar me shen ertibewo gogov :****chemi ertiqula xar.au aleqsi ra tbili bususa bichiaaa ra sayvarelia natac .au ako ra tipia mgoni movida chvens qveynisken mobrunda daibrunebs cols.ise batu momwons dzan ragac jigarsona tipia eg da salome vatyob gaglijaven ki ara gadaglijaven:D xo kido rezikunkula ra cxoleba vigacao :p au dachi da lizaze vgijdebi ra tkbilebi arian mageni vaxme :d io da qeta xo saertod sxva samyaroa chemo nigzvis muraba da sazamtros qerqov :D xo kidooo ra milamazeb da miperadeb dges chito biskviwooo ....dedamiwaa mitrualeb wagma ukugma da vgrdznob rogor mitbob da mikoklozineb guls da suls au male ar morche ra gias broahkas gapiceb bevroba da bevroba tavebi dawere me ar mbezrdebi xo ici 451627272282929202029 amdeni tavic ro iyos me mainc sulit gulit vkitxulob yurcqvitav chemi tkbili xar aluchis kurkav da atmis bususo .chmusuna krusuna aba shen ici chemo tortov da oxraxushovvvvv doxrukulo karioshkav da kido fenivano lobiano chemi gogo vgijdebi shenze meo :****kai wavetrie tore vatyob ertidaigives meased vwer :D

 


№8  offline მოდერი sameone crazy girl

bibo
va va dabrundi shenc chemo askilis buchqo davbrundi mec marwyvis qula :******^vaime vafren me shenze chemo toxlo kvercxo da yiyliyov warmatebebi bachii male momelocos granti da studentobac aluchav :***vgijdebi me shenze chemo zoros cxeno da shaurmis virooo ramfra guls da suls deb magito miyvarxar me shen ertibewo gogov :****chemi ertiqula xar.au aleqsi ra tbili bususa bichiaaa ra sayvarelia natac .au ako ra tipia mgoni movida chvens qveynisken mobrunda daibrunebs cols.ise batu momwons dzan ragac jigarsona tipia eg da salome vatyob gaglijaven ki ara gadaglijaven:D xo kido rezikunkula ra cxoleba vigacao :p au dachi da lizaze vgijdebi ra tkbilebi arian mageni vaxme :d io da qeta xo saertod sxva samyaroa chemo nigzvis muraba da sazamtros qerqov :D xo kidooo ra milamazeb da miperadeb dges chito biskviwooo ....dedamiwaa mitrualeb wagma ukugma da vgrdznob rogor mitbob da mikoklozineb guls da suls au male ar morche ra gias broahkas gapiceb bevroba da bevroba tavebi dawere me ar mbezrdebi xo ici 451627272282929202029 amdeni tavic ro iyos me mainc sulit gulit vkitxulob yurcqvitav chemi tkbili xar aluchis kurkav da atmis bususo .chmusuna krusuna aba shen ici chemo tortov da oxraxushovvvvv doxrukulo karioshkav da kido fenivano lobiano chemi gogo vgijdebi shenze meo :****kai wavetrie tore vatyob ertidaigives meased vwer :D

ჩემი კომენტარების დედოფალი <3
მომენატრე ქალბატონო ,შენი საოცარი შედარებები და შეფასებები ჯერ მარტო ასკილი რად ღირს ...აღარ ჩაოვთვლი ახლა სად შემიძლია არ მაქ შენებრ საოცარი ნიჭი
ბათუ სასტაულია მარა მაგაზე ნუ გავაკეთებთ დასკვნას წინასწარ.. სალომეს ამბავს მომავალ თავში გავარკვევ, უფრო სწორად მიხვდებით ამბავს ... ერთ ორ "მოვაყომარებ" და მივხედავ დარჩენილებს . შენ სეიზლება გინდოდებს უამრავი თავი მაგრამ ყველაფერს აქვს ზღვარი და მე ისედაც ვცდები ხოლმე ასე რომ არ ვიცი რამდენს დავწერ და რა გადამიტრიალდება ტვინში ან ჩემს მუზას რა დაემართება მაგრმა შევეცდები არც დანაკლისი გქონდეთ და არც მთლად მოსაბეზრებელი იყოს...
ტიტუუუ რა ლაპარაკის ხასიათზე ვარ ,როგორ მეტრობა რო თავისუფალი ვარ ჩემი მგონია სამყარო

 


№9  offline წევრი eto-elene

ძალიან კარგი იყო ესე გაგრძელე ^_^

 


№10  offline მოდერი bibo

sameone crazy girl
bibo
va va dabrundi shenc chemo askilis buchqo davbrundi mec marwyvis qula :******^vaime vafren me shenze chemo toxlo kvercxo da yiyliyov warmatebebi bachii male momelocos granti da studentobac aluchav :***vgijdebi me shenze chemo zoros cxeno da shaurmis virooo ramfra guls da suls deb magito miyvarxar me shen ertibewo gogov :****chemi ertiqula xar.au aleqsi ra tbili bususa bichiaaa ra sayvarelia natac .au ako ra tipia mgoni movida chvens qveynisken mobrunda daibrunebs cols.ise batu momwons dzan ragac jigarsona tipia eg da salome vatyob gaglijaven ki ara gadaglijaven:D xo kido rezikunkula ra cxoleba vigacao :p au dachi da lizaze vgijdebi ra tkbilebi arian mageni vaxme :d io da qeta xo saertod sxva samyaroa chemo nigzvis muraba da sazamtros qerqov :D xo kidooo ra milamazeb da miperadeb dges chito biskviwooo ....dedamiwaa mitrualeb wagma ukugma da vgrdznob rogor mitbob da mikoklozineb guls da suls au male ar morche ra gias broahkas gapiceb bevroba da bevroba tavebi dawere me ar mbezrdebi xo ici 451627272282929202029 amdeni tavic ro iyos me mainc sulit gulit vkitxulob yurcqvitav chemi tkbili xar aluchis kurkav da atmis bususo .chmusuna krusuna aba shen ici chemo tortov da oxraxushovvvvv doxrukulo karioshkav da kido fenivano lobiano chemi gogo vgijdebi shenze meo :****kai wavetrie tore vatyob ertidaigives meased vwer :D

ჩემი კომენტარების დედოფალი <3
მომენატრე ქალბატონო ,შენი საოცარი შედარებები და შეფასებები ჯერ მარტო ასკილი რად ღირს ...აღარ ჩაოვთვლი ახლა სად შემიძლია არ მაქ შენებრ საოცარი ნიჭი
ბათუ სასტაულია მარა მაგაზე ნუ გავაკეთებთ დასკვნას წინასწარ.. სალომეს ამბავს მომავალ თავში გავარკვევ, უფრო სწორად მიხვდებით ამბავს ... ერთ ორ "მოვაყომარებ" და მივხედავ დარჩენილებს . შენ სეიზლება გინდოდებს უამრავი თავი მაგრამ ყველაფერს აქვს ზღვარი და მე ისედაც ვცდები ხოლმე ასე რომ არ ვიცი რამდენს დავწერ და რა გადამიტრიალდება ტვინში ან ჩემს მუზას რა დაემართება მაგრმა შევეცდები არც დანაკლისი გქონდეთ და არც მთლად მოსაბეზრებელი იყოს...
ტიტუუუ რა ლაპარაკის ხასიათზე ვარ ,როგორ მეტრობა რო თავისუფალი ვარ ჩემი მგონია სამყარო

shen uahnod maintrigeb da icode rogorc qoni lgveba mzeze ise gagalgob :D zoros cxeno da shaurmis viro :D xo ragac ragacebs vxdebi me mara gulshi shevinaxav jobia :D xo me bevroba tavi minda chemo gulis napleto xo ici ar mbezrdeba sheni nawerebi arasdros chemo yvitelgula da ajapsandalo.geli gamgelebulii marwvisqulaaa chemo ajikav da chshimisho ..bevroba madloba komentarebis dedopalio ro mitxRi gamixRda me guli chamitba :****vgijdebi ahenze chemo mamalo kamfetino :****

 


№11 სტუმარი ketis

აგარ დებ ახალ თავს?? ხო იცი როგორ გელით კველა?? მართლა ვგიჟდები შენს ისტორიებზე

 


№12  offline მოდერი sameone crazy girl

ketis
აგარ დებ ახალ თავს?? ხო იცი როგორ გელით კველა?? მართლა ვგიჟდები შენს ისტორიებზე

მალე დავდებ , ახლა დავიწყებ წერას და როგორც კი მოვრჩები დავდებ wink

 


№13 სტუმარი bu....

Momkalida Salome da berdia mind a me

 


№14  offline მოდერი sameone crazy girl

bu....
Momkalida Salome da berdia mind a me

მაგის გამო ვერ მოგკლავ:დ:დ
მოითმინე ცოტა

 


№15  offline წევრი კალლ აია

ერერერჰტგჰვგჰჯგკ

 


№16  offline აქტიური მკითხველი terooo

Შეირიგებს??? მინდ ამათი მთლიანობა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent