ზაფხულის რომანი. 2 თავი
წყნეთის აგარაკი ძალიან მომწონდა. კეთილ მოწყობილი 2 სართულიანი სახლი. ევრო რემონტი, ბაღი, აუზი და ბლა, ბლა, ბლაა... მე და ანო მანქანიდან გადმოვედით, სახლის სიმაღლემ თვალი მოგვჭრა და ჩანთები ძირს დავაგდეთ. დედა კი მეზობელს ელაპარაკებოდა, მეზობლის ოჯახი ჩვენთან ახლოს იყო, ოჯახში სულ სამი სული ცხოვრობდა, არვიცი დედამ რატო ჩათვალა საჭიროდ რომ მეზობელს ჩაგვაბაროს, მაგრამ ჯანდაბას... დაახლოებით ერთი საათი დალაგებას მოვუნდით მერე კი დედის გაცილების დრო დადგა. - ყოველ დღე დაგირეკავთ! - კარგი დედა. ვუპასუხე მე გადაღლილად. - აიღე ეს ფული, გამოგადგებათ და ანო შვილო შენ ჩემს ლილეზე ცოტა დალაგებული ხარ და იქნებ მიხედო. - რათქმაუნდა! უპასუხა ანომ ეშმაკური და ირონიული ღიმილით. მე გამიხარდა ფული რომ დაგვიტოვა, შემდეგ ხელი დავუქნიეთ დედას რომელიც ალბათ მთელი გზა ჩვენზე ფიქრში გაატარებდა. ვაღიარებ ჩემზე ბევრს ზრუნავენ ჩემი მშობლები, მაგრამ ამავედროულად ცდილობენ დამოუკიდებელი და ძლიერი პიროვნება ვიყო. არვიცი მათ იმედებს რამდენად ვამართლებ თუმცა ფაქტია ვცდილობ. ანომ ერთი ამოიხვნეშა, მე კი ყვირილით გავიქეცი და აუზში გადავხტი. ამ დროიდან უკვე მთელი 10 დღე სახლი ჩვენს განკარგულებაში იყო, ეს გავიფიქრე და ეზოში ზარის დარეკვის გარეშე, შემოდის საშუალო ასაკის ქალბატონი, მე ეგრევე ამოვდივარ აუზიდან, ის კი მე მიახლოვდება. - გამარჯობა, შენ ალბათ ლილე ხარ. - დია... სიტყვის დასრულებაც არ მაცადა. - ძალიან კარგი! მახსოვს სულ პატარა იყავი ჩემს ბიჭთან რომ თამაშობდი ხოლმე. მოკლედ დედაშენმა თქვენი თავი მე ჩამაბარა, ყოველდღე შემოვალ და შეგამოწმებთ! და ხო... ჯობია გამოიცვალო. მე პირდაღებული ვუსმენდი, ბოლოს ვერაფერი ვუთხარი ისე უცებ წავიდა. ზემოთ ავედი და გამოვიცვალე, ანოსაც შევუარე ოთახში და ჩემი სიმღერით დავატკბე. - სულ გამოსირდი? ხომ იცი რომ სიმღერის ნიჭის ნატამანიც არ გაგაჩნია? - "შუტკა" რომ გვაქვს არნიშნავს იმას რომ ყოველ წუთში ბილწი სიტყვებით შემამკო მეგობარო. - მოდი მე არ ვიბილწსიტყვებ და შენ აღარ იმღერებ, კარგი? - ვერ შეგპირდები... ხომ იცი რომ ფორმალური... ფორმალური გიჟი ვარ. და ისიც ვიცი რომ სიმღერა სიგიჟე არაა, მაგრამ გიჟები პირობებს არასოდეს ასრულებენ. - შენთან ლაპარაკს აზრი არაქვს! გამოვიცვლი და სადმე გავისეირნოთ. მეც დავთანხმდი, ცოტახანი ველოდე და გარეთ სასეირნოდ გავედით. სიმართლე გითხრათ არავის არ ვიცნობდით და ვინმე გვჭირდებოდა, ვინც ახლა დაგვეხმარებოდა ჩვენი მეზობლის ბიჭი იყო, რომელთანაც ბავშობაში ვთამაშობდი. ქალბატონ ნათიას დავუძახეთ და ჩვენი "გასაჭირის" შესახებ ვუამბეთ, მან კი თავის ვაჟს დაუძახა. გამოვიდა და.... გამოვიდა, ძალიან სიმპატიური, მაღალი, რაღაც განსაკუთრებული სტილის ბიჭი და პირველი რაც შევამჩნიე ანოს რეაქცია იყო. არა! ვიცი ახლა იფიქრებთ რომ ანოს ეს ბიჭი შეუყვარდება და ესეც შენი ბედნიერი დასასრული და იცით რა მოხდა? მართლა შეუყვარდა. ვერ ვიტან რომანტიკას, ვერ ვიტან! არვიცი ეს რისი ბრალი იყო, ალბათ იმისა რომ შეყვარებული არასდროს მყოლია და არც მქონდა ამის იმედი. მას ლუკა ერქვა და საკმოდ გამოირჩეოდა იუმორის გრძნობით. მალევე გავიხსენეთ ძველი დრო და თითქოს მეც ამომიტივტა რაღაც მოგონებები. ლუკას და ანოს რაც შეეხება ისინი მალევე დაახლოვდნენ და მთელი დღე ერთად დადიოდნენ. წყნეთში ერთი ადგილი იყო სადაც ადგილობრივი მოსახლეობა და დასასვენებლად ჩამოსული ხალხი იკრიბებოდა ხოლმე. ჩვენც მივედით იქ, საღამო იყო, უამრავი ხალხი იყო და მე გულავს არ ვიკლებდი, მოვყევი ანეგდოტები, ისტორიები და მოკლედ ხალხმა კარგად გამიცნო. ყველაზე მეტად ჩემი ყურადღება ერთმა ბიჭმა მიიქცია, რომელიც ცოტა ხანი გვისმენდა, შემდეგ ადგა და წავიდა. ლუკა და ანო კი თავის სტიქიაში იყვნენ. გადიოდა დღეები, ვიცნობდი ხალხს, მაგრამ ეს არ მაკმაყოფილებდა. რამოდენიმეჯერ ანოსთანაც კი მომივიდა კამათი, რადგან ყოველღამე სახლიდან ისე იპარებოდა არ მეუბნებოდა. და ალბათ უკვე მიხვდით რომ ლუკასთან რომანი გააბა, არ ვიბოღმებოდი უბრალოდ, არვიცი რაღაცნაირი გრძნობა იყო. და რათქმაუნდა ის ბიჭი რომელიც ყოველთვის უცნაურად მიყურებდა და ხმას თითქმის არ იღებდა. დედა ყოველდღე გვირეკავდა (როგორც დაგვპირდა) ჩვენ კი ამბებს ვაბარებდით, თუმცა ყველაფერი უკვე წინასწარ იცოდა მეზობლის საშუალებით. ერთ მშვენიერ დღეს მეგობრის სახლში წვეულება იმართებოდა, დიდი არაფერი მაგრამ დროის გასატარებლად ღირდა. ლამაზად გამოვეწყვე, წითელი კაბა ჩავიცვი და სახლისკენ გავემართეთ. საკმაოდ კარგი სახლი იყო, ხალხსაც არაუშავდა, თუმცა სასმელი იყო საუკეთესო! ყველაზე საუკეთესო ნაწილი კი წინ გვაქვს! დაინტრიგდით? მოკლედ მთელი წვეულების მანძილზე ვცეკვავდი და რაღაც პერიოდებში ვსვავდი. ანო თავის სატრფოს ეცეკვებოდა, მათ მიმართ ეგოისტური განწყობა გამიქრა, მაგრამ მისი ინსტაგრამზე დადებული ფოტოები სათაურად "ჩემისიცოცხლე" ჯერ კიდევ ნერვებზე მთხრიდა. მოულოდნელად საშინლად ცუდად გავხდი, სასმლისგან არა, უბრალოდ დავინახე ხალხი რომლებიც ბედნიერები იყვნენ, ცეკვავდნენ, ლაპარაკობდნენ, ეხუტებოდნენ, კოცნიდნენ და სიყვარულით ტკბებოდნენ. რთულია ამის აღიარება მაგრამ მეც მინდოდა, მეც მინდოდა! მინდოდა მეც ვყოფილიყავი მათსავით. საუკეთესოდ ვფარავდი ჩემი სიგიჟით ყველაფერს, საბოლოოდ კი მოტყუებული კი ისევე მე გამოვდიოდი. არვიცი იმ დროს რა დამემართა, ყველაფერზე დავფიქრდი, ნაღველი მომაწვა, ემოციებს ვერ ვაკონტროლებდი, თვალები მთელი სისწრაფით მისველდებოდა, გარეთ გავარდი, კიბეზე წამოვჯექი, ტირილი მოვცხე და ვუმატებდი იმ იმედით რომ არავინ მისმენდა. ეს ვთქვი და ჩახველების ხმა მომესმა, ძალიან ავნერვიულდი, გახედვა არ მინდოდა, არ მინდოდა! თითქოს მრცხვენოდა. ნელი მოძრაობით თავი გავაბრუნე და დავინახე ჩრდილში დამალული ბიჭი, ის იდუმალი ბიჭი. რამოდენიმე წამის შემდეგ საკუთარ თავს სიბნელიდან ათავისუფლებს და მიახლობდება, ის... გვერდით მიჯდება. - პატარა პრინცესას აწყენინეს? ღმერთო ჩემო მან ხმა ამოიღო! ეს რაღაც საოცრება იყო, არ ველოდი. - არა, უბრალოდ.... - უბრალოდ რა? - ყველა ბედნიერია. - შენ არ ხარ? - არა, რაღაც მხრივ კი. - გასაგებია, მივხვდი რაც გჭირს. რა გქვია? - ლილე - კარგი სახელია. შენ არ გაინტერესებს რა მქვია? - არა. არვიცი ეს რატომ ვუპასუხე, რატომ? ღმერთო რა სულელი ვარ! მისი სახელი, ყველაფერი მაინტერესებდა, მაინტერესებდა რატომ მოვიდა მაინდამაინც ახლა. - არმჯერა... - შეგიძლია ნომერი მომცე ყოჩაღ ლილე! ეგრე რა. - ვიფიქრებ. თბილისელი ხარ? - კი, შენ? თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია. მისი გაცნობა მიმდოდა, წყურვილი მკლავდა, მასაც კლავდა! ვიცი, დარწმუნებული ვარ! - გინდა შიგნით შევიდეთ? - არ მაქვს პრობლემა. ცოტახანი დუმდა, შესვლას ვაპირებდით როდესაც რაღაც ამოღერღა - ვიცი ჩამოყალიბებული ფსიქოპატი გგონივარ, ნორმალური ვარ უბრალოდ ცუდი პერიოდი მაქვს. - არაუშავს, იცი რამდენი ადამიანია ეგრე? ახლა კი შინ შევიდეთ. სახლში შევედით სადაც ხალხის ჟრიამული ისმოდა. ზუსტად 3 წუტის შემდეგ ჩემი საყვარელი სიმღერა დაიწყო, ფეხების ცეკვა დავიწყე და თან ისე რომ არავის შეემჩნია, რათქმაუნდა უცნობმა ეს შეამჩნია და ხელი გამიწოდა, ცოტა არ იყოს ავნერვიულდი, მაგრამ დავიკიდე. მასთან ვცეკვავდი, ეს რაღაც ახალი იყო ჩემთვის. ცეკვის დროს დავაკვირდი მის გარეგნობას, ჩემზე ოდნავ მაღალი იყო, გამხდარი, შავგვრემანი, ლამაზი სახის მოყვანილობა და ყველაზე მეტად მისი თმის ვარცხნილობა მომწონდა. - შენი სახელი მაინტერესებს - ალექსანდრე და სხვათაშორის მეც მაინტერესებს ბევრი რამე შენზე. - წარმატებებს გისურვებ. თავდაჯერებულად ვუპასუხე. გავიდა საათები, მთელი ეს დრო მასთან ვცეკვავდი სანამ წასვლის დრო არ მოვიდა. პირველ რიგში ანოს ცნობისმოყვარეობა უნდა დამეკმაყოფილებინა. და შევპირდი რომ სახლში რომ მივიდოდი ყველაფერს ავუხსნიდი. მანამდე კი ალექსანდრე ხელს მიქნევს და თავკსკენ მიხმობს. კიდევ ავნერვიულდი, თითებით თამაში დავიწყე. ამაზე კონტროლი უნდა მესწავლა. მივუახლოვდი თვალებში ვუყურებ ის კიდევ პატარა ფურცელს მიდებს ჯიბეში, მიახლოვდება და ლოყაზე მკოცნის. გული! განგაში! 112! პეპლები! ვარსკვლავები! ყველაფერი უცებ დატრიალდა, არვიცი აურზაურს ვგრძნობდი როდესაც მისი თბილი ტუჩები შეეხო ჩემს ლოყას, მეტი ვეღარ მოვითმინე, მეც მივუახლოვდი, სიმხურვალე ვიგრძენი, ლოყაზე ვაკოცე და უკან გამოვტრიალდი. მთელი გზა იმაზე ფიქრში გავატარე თუ რა ლოსიონს ხმარობდა ის. ვიცი რომ სულელი ვარ... სახლში მივედი ანოს ყველაფერი მოვუყევი და ფურცლის ამბავი სულ გადამავიწყდა, შემდეგ ჯიბეები ამოვიქექე და ვერსად ვერ ვნახე. თუმცა მეგონა რომ მას კიდევ ვნახავდი ამიტომ თავი მისი ძებნით არ მომიკლია, აბა რა ვიცოდი რომ იფ ფურცელზე მისი ნომერი ეწერა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.