შემიყვარე (დასასრული)
დასასრული „ 7 წლის შემდეგ“ 7 წელი გავიდა მას შემდეგ რაც ძმა დამეღუპა, 7 წელი გავიდა მას შემდეგ რაც ბენეს დავშორდი. ჩემს ცხოვრებაში ერთი ნათელი წერტილი, ჩემი ექვსი წლის ბიჭია მათე. ძალიან, ძალიან გავს მამას. ზუსტად ერთნაირი ხასიათი აქვთ, ერთნაირი გემოვნება. ბენეს მათეს დაბადებამდე 2 თვით ადრე დავშორდი. იმდენად ცუდად ვიყავი თოკოს დაკარგვის გამო რომ ვეღარ გავძელი და სხვა ქვეყანაში წავედი. შემდეგ კი გაყრის საბუთები გამოვუგზავნე. რატომ გავაკეთე ასეთი რამ არ ვიცი. ახლა საფრანგეთში ვცხოვრობთ. ჩემა ერთ-ერთმა ქართველმა მეგობარმა ხელი მთხოვე. სიმართლე გითხრათ მარტოობა მომბეზრდა ამიტომ დავთანხმდი. მე და ნიკამ გადავწყვიტეთ ქორწილი საქართველოში გადაგვეხადა. -დედაა, დეე დემე ბიძიას ხომ ვნახავთ? მათე საქართველოში სულ 3ჯერაა ნამყოფი. იცის რომ ბენე მამამისია. საკმაოდ კარგად შეხვდა პირველად -კი დე ალბათ. მოგენატრა? -აუუ ძალია, დემეც და..... -და? -მამაც მომენატრა თვალებზე ცრემლი მომადგა. საშინელი და საზიზღარი ადამიანი ვარ. მამა-შვილი ერთმანეთს დავაშორე. საქართველოში მალე ჩავფრინდით. ამ წლების მანძილზე საერთოდ არ შეცვლილიყო. ნიკამ იცოდა რომ არ მიყვარდა და ამ ფაქტს გაგებით ეკიდებოდა. ქორწილი ხვალ გვაქვს. არ ვარ დარწმუნებული ჩემს გადაწყვეტილებაში. დემეს დავურეკე -დემეე, როგორ ხარ? -ნუცაა??? ჩამოხვედი? კარგად შენ? -ხო სახლში მივდივართ, აუუ დღეს ხო გამომივლი? ძალიან მოგვენატრე -კი აუცილებლად, მეც მომენატრეთ. ნუცა შეიძლება ბენეც წამოვიდეს? წამით გული გამიჩერდა. 7 წელია არ მინახავს, როდესაც ჩამოვდიოდი ვცდილობდი მისგან თავი შორს დამეჭირა, ვიცოდი ახლა ეს ნამდვილად არ გამომივიდოდა -იციი..... კარგი წამოვიდეს. იცის რომ ვთხოვდები? -არა. ჯობია შენ უთხრა მათ მოსვლამდე ლამის გული გამისკდა. ნიკა ხშირად მეკითხებოდა რა მჭირდა. მალე ბიჭებიც მოვიდნენ. ბენე რომ დავინახე წამით გავიფიქრე რომ უარი მეთქვა ნიკასთვის. -ნუცა....... როგორ....... როგორ გალამაზებულხარ -მადლობა ბენე, შენც კარგად გამოიყურები გული ამიჩქარდა. ცოტაც და ტირილს დავიწყებდი. დემესგან ვიცი რომ რაც მე წავედი სერიოზული ურთიერთობა არავისთან ჰქონია -მამაააა, მამაააა მათე მთელი ძალით შემოახტა. მათი შემხედვარეს, საკუთარ თავზე გული მერეოდა. როგორ გავაკეთე ესეთი რამ? რაზე ვფიქრობდი როდესაც დავშორდი? რა ჯანდაბაზე? -ჩემო მათე, ჩემლ პაწაწინა. იცი როგორ მომენატრე მამიკო? ჩემო ცხოვრება, მამას ერთადერთო. -მამიკო მეც ძალიან მომენატრე. მამა იცი ფეხბურთს რა მაგრად ვთამაშობ? როცა მოედანზე გამოვდივარ შენზე და დედაზე ვფიქრობ, ყოველთვის ვიგებ. ეს უკვე ბოლო წვეთი იყო. ცრემლები წამომივიდა. -მათე, მამიკო შენ სულ ჩემს გულში ხარ. მეც როცა რამეს ვაკეთებ შენზე ვფიქრობ. -ჰმმ.... გამარჯობათ მე ნიკა ვარ, ნუცას საქმრო ბენეს გაოცებისგან სახე მოეღრიცა, არც დემე ჩანდა აღფრთოვანებული, მათე კი უფრო მიეკრო მამას -სასიამოვნოა. მე ნუცას ყოფილი მეუღლე ვარ. -ჰოო, ჩემთვისაც მე დემეტრე ვარ. დაძაბულობის გასაფანტად ყველანი მისაღებში შევიპატიჟე. დავიფიცებ რომ ბენეს სახის გამომეტყველებით უნდოდა ორივე მოვეკალით. მეც და ნიკაც -ქორწილი როდის გაქვთ? სხვათაშორის იკითხა ბენემ -ხვალ. პატარა ქორწილს ვაკეთებს. ნუცას ბევრი ხალხი არ უნდოდა. მისი სურვილი ჩემთვის კანონია -აჰჰ რას მეუბნები. ერთ დროს ჩემთვისაც ეგრე იყო -ძალიან ბედნიერი ვარ რომ ნუცას შევხვდი. სამწუხაროა რომ შენ ვერ გაუფრთხილდი სპეციალურად თქვა ნიკამ, ბენე რომ გაებრაზებინა. აი აქ კი ბენე ნამდვილად აფეთქდა -მომისმინე ბიჭო, ნუცა ჩემი ცხოვრება იყო, არის და იქნება. ის ჩემი შვილის დედაა. მე მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ მაგრამ არ დავუშვებ რომ შენნაირ სირს გაყვეს ცოლად გაიგე? -ბენე!! -ნუცა შეიძლება დღეს მათე ჩემთან დარჩეს? ის მისი მამა იყო. უარს ვერ ვეტყოდი. მათეს ანთებული თვალებით მიყურებდა -კი რათქმაუნდა. მათე შენი ნივთები ჩაალაგე კარგი? „ბენეს თვალით“ მე და ჩემი ბიჭი მაკდონალდსში ვიჯექით. ისეთი გაბრაზებული ვიყავი მინდოდა ყველაფერი დამელეწა. ამდენი ხანი წასული იყო ახლა ჩამოვიდა და გამომიცხადა ვთხოვდებიო. ამის დედა შევეცი. რის ფასადაც უნდა დამიჯდეს იმ ტიპს მაინც არ გავაყოლებ ცოლად. -მათე ის ნიკა მოგწონს? -ნიკა? არანაირად, დიდი დებილი ბიჭია, არც დედას უყვარს მოიცა რაო? ნუცას არ უყვარს? ძალიანაც კარგი ეს ჩემს წისქვილზე ასხავს წყალს. მთელი ღამე იმაზე ფიქრში გავატარე როგორც გადამერწმუნებინა ნუცა. იქნებ მოვიტაცო? ან ის ტიპი მოვკლა ვაფშე? რა სისულელეებზე ვფიქრობ. ბოლოს ერთმა გენიალურმა იდეამ გამიელვა. მეორე დილით სირბილით წავედი ნუცასთან. მათე დემეს დავუტოვე. სახლის კარი ღია დამხვდა. ნუცა ოთახში იყო. მხოლოს ღამის პერანგი ეცვა. ისეთი ლამაზი იყო,არა ვერ დავუშვებ ის სხვას გაყვეს -ღმერთო ბენე აქ რას აკეთებ? შიშისგან იკივლა ნუცამ -ნუცა, გთხოვ არ გაყვე იმ ტიპს. გთხოვ ჩემი და ჩემი შვილის ხათრით. ჩვენი წარსულის ხათრით. ჩვენი სიყვარულის ხათრით. -ბენე მე არ შემიძლია გთხოვ გაიგე..... ნიკას ვერ ვაწყენინებ -აუუ ნიკას დედაც არ მოვტყან? შენ ჩემი ცოლი ხარ, არ დავუშვებ რომ ცოლად გაყვე. -ბენე ისევ გიყვარვარ? მე ხომ ასე სასტიკად მოგექეცი? -ნუცა მე შენ მიყვარდი, მიყვარხარ და მეყვარები სანამ ცოცხალი ვარ. თუ შენც გიყვარვარ რა გიშლის ხელს? -მიყვარხარ? ბენე ეს სიტყვა ჩემს გრძნობას აღარ შეეფერება უკვე. მე შენზე ვგიჟდები, გაღმერთებ. არ ვიცი კიდევ რა დავარქვა. ძალიან ახლოს მოვიდა და ჩემს ტუჩებს დაეწაფა. თითქოს ამ 7 წლის მონატრება ერთ წუთში გაქრა. ჩემი ნუცა... ჩემი პატარა -ბენე გამოვიცვლი და წავიდეთ მითხრა მხიარულად. ვარდისფერი მოკლე კაბა და კეტები ჩაიცვა -დროზე წავიდეთ, 11ზე ელენე მოვა კაბა უნდა ჩავიცვა. -გახოსვს ხელი ვინც მოგვაწერინა? -დეიდაშენი? მაგ ქალს რა დამავიწყებს -ხოდა წამო დროზე გველოდება სასწრაფოდ მივედით ქორწინების სახლში. ხელი უცებ მოვაწერეთ. მეჯვარეებად დაცვა და ვიღაცის ქპრწილიდან სულ უცხო გოგო გვყავდა. დემეს სასწრაფოდ გავუარეთ -დემე გაიცანი ჩემი მეუღლე ნუცა რამიშვილი -დაქორწინდით ტო? ჩვენი ოცნება ინგლისში ცხოვრება იყო. ახლა როდესაც ყველაფერი ასე კარგად წავიდა ხელს არაფერი გვიშლიდა ამიტომ პირდაპირ აეროპორტში წავედით „ნუცას თვალით“ რა უნდა ვთქვა ჩემს ცხოვრებაზე? აი უკვე ჩვენი მეორე ქორწილიდან 30 წელი გავიდა. უბედნიერესი ქალი ვარ. ყველაზე კარგი შვილები მყავს. მათე, ლილიანა და დემეტრე. ჩვენ ბიჭს დემეს საპატივცემულოდ დავარქვით რომელმაც 25 წლის წინ თავი მოიკლა. რის გამო არავინ იცის. ჩემი ძმის სიკვდილის შემდეგ, მისი სიკვდილი ძლივს გადავიტანე. ეჰჰჰ კარგია მოხუცებულობა სულ მალე 60 წლის ვხდები. 37 წლის მათე, 29 წლის ლილიანა და 24 წლის დემე მყავს. სამივეს თავისი ოჯახი და შვილები ყავთ. რა მინდა ცხოვრებაში ამის მეტი? გვერდით საყვარელი მამაკაცი მყავს. როდესაც ბენე გავოცანი ჩემს დაბადების დღეზე სურვილი ჩავიფიქრე რომ მას ოდესმე შევყვარებოდი. აი ასე ავისრულე ეს სურვილი „ავტორი“ ბენემ და ნუცამ ერთად 50 წელი იცხოვრეს. ბოლოს ორივე ერთ დღეს დაიღუპა. მათ ხომ ერთმანეთის გარეშე ერთი წუთიც კი არ შეეძლოთ. იცით ამ ამბავში ყველაზე გასაოცარი რა არის? ნუცამ თავის ბავშვობის სიყვარულს თავი შეაყვარა. ამით მტკიცდება რომ რაც გულით გვინდა აუცილებლად გამოგვივა. რაც არ უნდა მოხდეს. „ყველას ძალიან დიდი მადლობა ვინც კითხულობდით და მოგწონთ. ეს ჩემი პირველი მოთხრობაა იმედია კარგი გამომივიდა და იმედები არ გაგიცრუეთ“. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.