შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გამომყვები ცოლად! (დასასრული)


21-07-2016, 03:34
ავტორი llella
ნანახია 5 336

ბიჭები ისევ იქ იდგნენ სადაც დავტოვე, მივუახლოვდი თუ არა გაკვირვებულებმა გამომხედეს.
-რა მოხდა?
-მალე ქორწილი იქნება-როგორც იქნა კმაყოფილს გამეღიმა.
-თავიდან…-დაბნეულმა ააფრიალა თითი დათომ.
-კატოს მამას ველაპარაკე და მისი ხელიც ვთხოვე.
-და რაო?
-კიო-გავიცინე.
ამის თქმა და ბიჭების დასევა ერთი იყო, მკოცნიდნენ, მეხვეოდნენ, მილოცავდნენ, მაგრამ მხოლოდ ამ ყველაფრის შემდეგ მოვიდნენ აზრზე.
-მოიცა-გაიცინა რატიმ-თვითონ კატომ თუ იცის ამის შესახებ?
-ერთი იმას მოვუარო ჯერ და შევატყობინებ-გამეღიმა.
-მისი პასუხი კი მაინტერესებს ისე-გადაიხარარა რატიმ.
-კითხვას არც დავსვამ!
მათ აღარაფერი აღარ უთქვამთ. მეც პირდაპირ იქ წავედი სადაც ბატონი ავთანდილი უნდა მობრძანებულიყო, დიდი ხანი არც დავლოდებივარ, ჩემდა გასაკვირად ის მაინც მოვიდა.
-სიმართლე გითხრა გამიკვირდა აქ რომ დაგინახე.
-ეგ არ მაინტერესებს.
-ჰო, არც მე!
-გინდა გამოვიცნობ-გაიცინა და მზერა გამისწორა-ლაპარაკს არ აპირებ.
-შენთან სალაპარაკო არც არაფერი არ მაქვს!
-სამაგიეროდ მე მაქვს!-მკაცრად გამოაცხადა და საჩვენებელი თითი მაღლა აწია, რითაც მანიშნა, რომ მისთვის მედროვებინა-გგონია არ ვიცი რა არაკაცულად მოვიქეცი?! გგონია ვერ ვხვდები მაგდენს?! უბრალოდ იმ დღეს ვეღარ მოვითმინე, ვიცი რომ გიყვარს კატო და ამის გამო არ დაგიმალავ და შენი მოკვლაც კი მინდა, მიყვარს! არ ვიცი ალბათ რასაც ვგრძნობ სიყვარულზეც მეტია, მაგრამ იმ დღეს თავი ვერ მოვთოკე!
-და ამიტომ გადაწყვიტე მასზე ძალადობა შე ***ო?! არ შეგარჩენ!
ამით შემოიფარგლა ჩვენი დიალოგი, ემოციებს საბოლოოდ მივეცი უფლება გაბატონებულიყვნენ ჩემზე და მეც წყობიდან გამოსული ჩემს წინ მდგარ ახმახს დავეძგერე.
ზუსტად არ მახსოვს რამდენ ხანს გაგრძელდა ჩვენი „ჩხუბ-გინება“ მაგრამ მუშტის ბოლო მოქნევაზე რომ ძირს დაეცა მასოვს.
-იმედი მაქვს ეს ჩვენი ბოლო შეხვედრაა!-ამოვიოხრე და იქედან წამოვედი.
პირდაპირ სოფოსთან მივედი სახლში, სოფომ დამინახა თუ არა იმწამსვე აბაზანაში გამაქანა და სისხლი ჩამომბანა სახიდან, იარები დამიმუშავა და ბოლო ჭრილობას რომ გადააკრა „ლეიკო“ მხოლოდ მაშინ მომეშვა.
-ახლა შეგიძლია აბრძანდე შენს სატრფოსთან.
-ყვირილის ხმა თუ მოგვესმა არ ამოვალთ-გაიცინა რატიმ და სოფო გვერდით აიკრა-ახლა მაგის დათანხმებას რა ამბებიც მოყვება ვიცი და მაგიტო ვამბობ.
-ესეთი დებილი საქმრო როგორ უნდა მყავდეს რა-დაიწუწუნა დავითამ და მოქნეული ბალიშის ასაცილებლად თავი გვერდით გაწია.
-შენ საქმრო ვერც გეყოლება, ისე რომ გაკვირები ცოლად ვინმე არ მოგყვება და შენ რომ გათხოვდე არა?-დაეჭვებით გახედა რატიმ დავითას.
-აბა ახლა აუდე აქედან შენ!
-რა გინდა სერიოზულად გეუბნები-მხრები აიჩეჩა რატიმ და სოფოს ღიმილით აკოცა თავზე.
-მეც სერიოულად გაგიფენ ახლა-დაემუქრა.
-არასწორს ვეუბნები რამეს?-მე გამომხედა რატიმ.
-დაანებე თავი რა გინდა, შენ აწყობილი გაქ საქმე-გავიცინე.
-აი გესმის? მართალია ადმიანი, ასე რომ მოყუჩდი.
-კაი ავალ მე...
-ნი პუხა ნი პერა ძმაო.
-კ ჩორტუ-გავიცინე და კიბეებს ავუყევი.
კარებთან ვიდექი და ვფიქრობდი რა უნდა მეთქვა, რომ გავიაზრე რა იდიოტურ სიტუაციაში ვიყავი სიცილი მინდოდა, მაგრამ სატირლად უფრო მქონდა საქმე.
კარებზე დავაკაკუნე და დაველოდე.
-შემოდი.
-შეიძლება?-თავი შევყევი და ღიმილიანმა დავსვი კითხვა.
მანაც თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია, მეც ოთახში შევედი და მის პირდაპირ დავდექი, საწოლზე იჯდა და შეშინებული მიყურებდა.
-როგორ ხარ?
-იჩხუბე ხომ?
-ჰო ვიჩხუბე! და ისე, ხომ შეიძლება ერთხელ მაინც კითხვაზე პასუხი გამცე.
-არ ვიცი როგორ ვარ, ყველაფერი არეულია ჩემს თავს.
-წარმოდგენაც კი არ გაქვს როგორ მესმის შენი-გავიცინე და თავზე ხელი გადავისვი, საწოლის კიდეზე ჩამოვჯექი და მის სახეს დავაკვირდი.
-ძალიან გტკივა?-ჭრილობებზე მანიშნა და ჩემსკენ მოჩოჩდა, ფრთხილად შემახო გახეთქილ ტუჩზე წვრილი თითები და აკანკალებული ბაგეებით ფრთხილად შემიბერა.
-ახლა აღარ!
მის ხელს ჩემი შევახე და მაგრად მოვუჭირე, სახეზე დავაკვირდი, თვალს წამითაც არ მაშორებდა, დაიძაბა კატო, დავიძაბე მეც, ვგრძნობი, რომ წამი საუკუნედ მეჩვენებოდა და მისით ბოლომდე ვიწყებდი შეპყრობას, საკუთარ თავს ვკარგავდი და აზრზე არ ვიყავი ახლა რა უნდა მეთქვა.
მისი თლილი თითები ტუჩებთან მივიტანე და ფრთხილად ვაკოცე, თვალები დავხუჭე და ისე ვიგრძენი მისი სინაზე. ჯანდაბაში გავგზავნე ყველაფერი და ვაღიარე რომ მე ეს გოგონა მჭირდებოდა სიკვდილამდე.
თვალები ფრთხილად გავახილე და ისევ მას დავაკვირდი, ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოექცია და ცრემლიანი თვალებით მიყურებდა, ცოტა ხანს კიდევ ჩუმად ვიყავი, მერე კი როგორც იქნა ხმა ამოვიღე.
-ახლა... აზრზე არ ვარ რა უნდა გითხრა.
-არ ვიცი რა უნდა გიპასუხო-მანაც ჩუმად მითხრა.
შეიძლება ადამიანმა ამდენი რამ გამოიაროს საყვარელი ქალის დასაცავად და მთავარი რაცაა იქ გამოდებილდეს და სათქმელს თავი ვერ მოაბას?! შეიძლება! გამოვცადე და ამიტომც ვიცი.
სიჩუმე მძვინვარებაში გადაიზარდა და სანამ უკვე რაიმეს თქმა სულიერად გვიანი აღმოჩნდებოდა, ვამჯობინე მომეყარა ყველა ფიქრისთვის თავი და საბოლოოდ მეთქვა ჩემი სათქმელი, რაც იქნებოდა იქნებოდა.
-კატო... ახლა ისე ვარ დაბნეული ბრინჯიც კი ვერ გამიწევს კონკურენციას, მაგრამ სათქმელი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გითხრა-ღრმად ჩავისუნთქე და მის ხელს, ჩემი მეორე ხელიც ჩავაბღაუჭე.
-გისმენ-დაიჩურჩულა და თვალებში ჩამხედა.
-მე არ მჯერა ადამიანის გაფანატების, არ მჯერა ეს „ბაბაჩკი ვ ჟივაწე“-ს, არ მჯერა 101 ვარდის, არ მჯერა უსიყვარულო გრძნობების და გრძნობების გარეშე ალერსის. მაგრამ მე მჯერა მხოლოდ ერთის და ის ერთი შენ ხარ! ჩემი გადარწმუნება უკვე შეუძლებელია! მინდა დაგიცვა, გაგიფრთხილდე, როგორმე გასიამოვნო და შენი ღიმილი გამოვიწვიო, მაგრამ არა იმ უაზრო ქცევებითა და საჩუქრებით რასაც დღეს ჩუქნიან გოგოებს, არამედ რაღაც განსხვავებულით. მე და შენ ბანალურად არ გაგვიცნია ერთმანეთი და დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ მე და შენი გაცნობა ერთადერთი და განუმეორებელია. მე სხვანაირად ვერც წარმომიდგენია ჩვენი გაცნობის პირველი დღე, მე ვერ წარმომიდგენია სიცოცხლე შენს გარეშე, შენს გარეშე გათენებული დილა არ წარმომიდგენია, მომავალი არ წარმომიდგენია უშენოდ, უბრალოდ... გთხოვ, აქციე ყველაფერი ის რაც ახლა ვთქვი რეალობად! გესმის? მხოლოდ ამას გთხოვ, ვიცი ეგოისტი ვარ, უაზროდ ვბოდიალებ, მაგრამ ეგეც არ ვიცი ამ უაზრობას როგორ ვუშველო, მე მჭირდება წამი, რომ წარმოვქმნა შენი აჩრდილი, მაგრამ საუკუნეშიც კი ვერ ჩავატევ შენით ძღომას! დროის ვერცერთი მონაკვეთი ვერ ჩაიტევს ოცნებას, რაც გონებაში ჩამიბეჭდია და ბოქლომდადებული დიდი ძალისხმევით ვათრევ ადგილიდან ადგილზე, ვერც განვლილი წამები უშველის იმას, რასაც ახლა ვგრძნობ, რადგან მე ასეთი რეალობა ჯერ არ დამმართნია, არ განმიცდია და აზრზე არ ვარ როგორ ვებრძოლო ჩემში გამჯდარ აჩრდილებს. დაე ვიყო ეგოისტი, მაგრამ მე შენს თავს სხვას არ დავუთმობ!
გავჩუმდი და ვაცადე გადაეხარშა რაც ვუთარი, გონს მოსულიყო და მიმხვდარიყო ყველაფერს წესიერად.
-მე შენ მიყვარხარ!-მკაცრად ვუთხარი და ღრმად ჩავისუნთქე.
ოთახში სიჩუმე ჩამოწვა, კატო უხმოდ მიყურებდა, მე კი უაზროდ ვნერვიულობდი.
-მიყვარხარ!-„და აი ამან დამიბრუნა რწმენა სიცოცხლის!“
-ღმერთს მადლობას ვუხდი იმ დღისთვის შენ რომ გაგიცანი, უშენოდ რა იქნებოდა ჩემი ცხოვრება წარმოდგენა არ მაქვს!
-წყნარად იცხოვრებდი და ახლა ეგ ტუჩიც არ გექნებოდა გახეთქილი და არც ხელები გადატყვლეფილი.
-ჰო მართლა, მაგასთან დაკავშირებით მაქვს რაღაც სათქმელი, 1. მამაშენს ვესაუბრე და შენი ხელი ვთხოვე, 2. ცოლად მომყვები! და ბოლო 3. დღეიდან იწყება ბედნიერება.
-ჰა?-გაიცინა და გაკვირვებულმა გამომხედა.
-ცოლად მომყავხარ!
-მე არაფერს არ მეკითხები?
-მე შენ გამომყვები ცოლად!-ტუჩის კუთხეში ჩავტეხე და ისევ ვეამბორე მის ხელს.
-ჩამოუყალიბებელი და ჯმუხი რომანტიკოსი ხარ შენ!-გაიცინა და თავისუფალი ხელი ნელა შემახო წვერნარევ ღაწვზე.
-ეგ მე არ მეხერხება, მაგრამ მაგ შენს ჩემოუყალიბებელ და ჯმუხ რომანტიკოსს უყვარხარ მისებურად!
ჯიბიდან ლურჯი კოლოფი ამოვიღე, გავხსენი და კატოს მივუბრუნე, ნელა ამოვაძვრინე ბეჭედი კოლოფიდან და თითზე მოვარგე.
-იქნებ მაინც მკითხო ხვიჩა-გამიცინა.
-არა არ მინდა, გადავწყვიტე ყველაფერი მე უკვე-მეც გამეცინა და თავი უარის ნიშნად გავაქნიე.
-ჩამოუყალიბებელ და ჯმუხ რომანტიკოსს მივყვები ცოლად! მაგარია!
სწრაფად მოიწია ჩემსკენ, ხელები შემომაჭდო კისერზე, ლოყაზე ნაზად მაკოცა და მაგრად მომეხვია, ცოტაარიყოს დავიბენი, მაგრამ გონს მალევე მოვეგე და მაგრად მოვხვიე წელზე მაჯები.
-მიყვარხარ!-დაბოხებული ხმით გამოვუცხადე კიდევ ერთხელ, მის კისერში თავჩარგულმა.
-მიხარია რომ არსებობ ანთაძე!
თავი მაღლა წამოვწიე, თვალებში ჩავხედე და მის ბაგებს დავაკვირდი.
-ახლა რომ არ გაკოცო მოვკვდები!
ქვედა ტუჩი მოიქცია კბილებს შორის, მეც მის ქმედებას სწორად ჩავწვდი და ფრთილად შევეხე მის ბაგეებს, ამ გრძნობაზე უკვე საუბარი ზედმეტია.
-ჩემი საცოლე!
-ჩემი ჩამოუყალიბებელი რომანტიკოსი საქმრო!
ვაკვირდებოდი ჩემზე აკრულ უსუსურ გოგონას და მიხაროდა, უბრალოდ მიხაროდა და მორჩა.
-ქვემოთ ჩავიდეთ.
-იქნებ არ...
-შანსი არაა, თვითონ ამოვლენ ჩვენ რომ არ ჩავიდეთ.
-ნებითა ჩვენითა-დაიფრუტინა სიცილით კატომ.
-მიყვარხარ!-ცხვირზე ვაკოცე და ოთახი მასთან ერთად დავტოვე.
-დედააა, ახლა წნევა დამარტყამს სიხარულისგან-უცებ გავიგე დავლაძეს ხმა.
ვიგრძენი კატოს როგორ შერცხვა და ყურში ვუჩურჩულე „არაფერია“ თქო, ხელი მაგრად ჩავკიდე და ფეხზე წმოვარდნილ დავლაძეს გავხედე, რომელიც ჩვენი მიმართულებით რასაც ქვია „მოექანებოდა“.
-ვიღაცას სიცოცხლე მობეზრდა ვატყობ-დავტუქსე აჟიტირებული ძმაკაცი.
-ვაიმე ანთაძე დაეტიე რა-ხელი ჩაიქნია და კატოს მიუბრუნდა-დედუნა მანახე ბეჭედი თორემ არ მჯერა.
მანაც აჩვენა ბეჭედი რომელიც თითზე ქონდა წამოცმული და დავითას გაუღიმა.
-გილოცავთ!-მომიახლოვდა რატი და მაგრად გადამეხვია-შენაც გაები ძმაო-ჩამჩურჩულა სიცილით ყურში.
-ჰო მე დავრჩი ერთი-შეეპასუხა დავლაძე.
-შენ რამე არ გამოგეპაროს რა!
-როგორ გეკადრებათ-გაგვეკრიჭა და კატოს გახედა-რავარი ბიჭია ჰა?!
-ორიგინალური.
-სულ მე მგავს-თავი შეიქო მისი ჭკუით, ჩვენ კი ამაზე სიცილი აგვივარდა.
-მოაკეტინეთ ამას ვინმემ რამდენს ლაპარაკობს რაარი-აბუზღუნდა რატი.
-გილოცავ ჩემო არაბიოლოგიურო დაო-სოფოც გადაეხვია კატოს.
-მადლობა ხალხო-გავიცინე და აწ უკვე საცოლე გვერდით ავიკარი.
-ჩვენ წავალთ-სოფომ მუჯლუგუნი უთავაზა საქმროს და ძლივს მიახდინა რომ უნდა გასულიყვნენ.
გალაგდენ გადარეულები მისაღებიდან, მეც მიმოვიხედე ირგვლივ და სიცილით გადავისვი თავზე ხელი.
-გიჟები არიან რა.
-ახალი ამბავი-გაეცინა კატოს-შენი ძმაკაცები დაწყობილები ვერ იქნებიან, სოფოზე ხომ რამეს აღარ ვამბობ.
-რას გვერჩი მე და ჩემს ძმაკაცებს.
-არც არაფერს-გაიცინა და დივანზე კომფორტულად შემოაწყო ფეხები.
-დავლაძე მოძვერი მაგ კარებს შემოვარდება მალე-თავი დათოს საძინებლის კარებისკენ მივაბრუნე და ისე დავიყვირე.
-აუ რა იყო რაა, ჟმოტები ხართ! არც გამაგონოთ რამე, ვისწავლო მინდა ბავშვს და ესენი ნახე რა!-კარები გააღო და თავი ღიმილით შემოყო.
-დებილია ეს!-დავდე განაჩენი.
-წავედი ერთი წავედი, იმათ მაინც ვუყურო.
კატო ღიმილიანი სახით გვიყურებდა.
-მიყვარხარ მე შენ!-თბილად გამიღიმა და ასევე თბილად მაკოცა-ისე კი მიკვირს მამაჩემი როგორ დაგთანხმდა.
-იყო არას საშიშროება?-სიცილით ვკითხე.
-რავიცი მგონი კი, თუ ჩავთვლით იმას, რომ 2 ბიჭი ცემა იმის გამო, რომ ჩემი ხელი თხოვეს.
-მე როგორც შენ ამბობ ჩამოუყალიბებელი და ჯმუხი რომანტიკოსი რომ ვარ მაგან მოხიბლა-გავიცინე და მის გვერდით დავჯექი.
-ისევ თავს იქებ საქმროვ!
-ისევ მიყვარხარ!

რისი ბრალი იყო ბატონი ნიკას თანხმობა დაახლოებით ვიცოდი, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ მე კატოსთან ვიყავი, მას ჩემი საცოლე ერქვა და შემეძლო მისთვის მომავალი წოდების მიცემა. ვამაყობდი მომავლით, რომელსაც მასთან ერთად გავივლიდი.
მე მიხაროდა ცხოვრება, მიხაროდა ყოველი წამი და დღე მასთან ერთად გატარებული, მიხაროდა რომ ის იყო გახარებული.
არასდროს მიფიქრია ჩემი ცხოვრების წიგნში ასეთი ნაწილი და „თავი“ თუ გამოიყოფოდა, სადაც მე მომავალ საცოლეს გავიცნობდი ავტომობილზე დახეთქებული კვერცხების საშუალებით, მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება და ხანდახან ისეთი უაზრო რაღაცები, რომ გაკვირვების გამოსახატავად ემოციები არ გვყოფნის, ანდა ჩვენი გაკვირვება რა საჭიროა, თვითონ ცხოვრება წარმოქმნის თავისებურ ემოციას და ესეც საკმარისია.
მე კი დღეიდან ვიწყებდი ახალი თავის წერას საკუთარ წიგნში, ახალი კალიგრაფიით, ახალი აზრითა და გეგმებით და როგორც ყოველთვის, მე მიხაროდა ფაქტებს ჩაჭიდებული არსებობა.
მე უბრალოდ ეკატერინე მიხაროდა, ქალი რომელსაც მოვიყვანდი ცოლად!


- - - - - - -
კიდევ ერთხელ გამარჯობა ხალხო.
ესეც ასე, დასასრული და ბოლო იმის რასაც ჩემი აზრით დიდი ხნის წინ უნდა ჰქონოდა დასასრული.
ვაღიარებ და დასასრული ჩემთვის ყოველთვის ყველაზე მტკივნეული ნაწილია, რადგანაც მე არამც თუ მენანება ისტორია , არამედ მენანება საკუთარი თავი, რომ ცოტაოდენ არარეალურ სამყაროს ვწყვეტ და ისევ ამ რეალობას ვუბრუნდები ჩემი ნებით.
თუ კი ოდესმე რამე დამიწერია, ყველგან ვცდილობ რომ დასასრული იყოს ღირებული და ისეთი როგორც შემეფერება და არვიცი ახლა ეს როგორ გამომივიდა, მაგრამ მე ყოველი შემთხვევისთვის ვეცადე.
ისტორია ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და იმედი მაქვს ამას დამიფასებთ.
ასე რომ, მე ველოდები ჩემი "ნაჯღაპნის" შეფასებას და კომენტარებს.
მიყვარხართ მე თქვენ.
თქვენი მონა-მორჩილი ლელა ანთაძე.



№1  offline წევრი Firefly

კარგი იყო ძააალიან
--------------------
M.T

 


№2 სტუმარი etiko

dzalian momewona yochagg

 


№3 სტუმარი kati

კარგი იყო ძალიან, მაგრამ მალე დამთავრდა. წარმატებები.

 


№4  offline წევრი mimimimo

ჩემსკენ - არა, ჩემკენ.
რაღაცეები - არა, რაღაცები.
იყო კიდევ რაღაც ხარვეზები, მაგრამ დიდად არ დავკვირვებივარ.

ხვიჩას სიტყვებზე ძალიან ცუდად გავხდი.
გული ამიჩქარდა და ცრემლები წამომივიდა.

გამიხარდა, რომ ასე კარგად დასრულდა.

გელოდები ახალი ისტორიით.

წარმატებები! love

 


№5  offline აქტიური მკითხველი lalita

კარგი იყო მომეწონა.

 


№6  offline წევრი aNuGi

ძალიან კარგი იყო! საშინლად მომეწონა!
წარმატებები! <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№7  offline წევრი malikuna

საოცრება ხარ ჩემო გიჟოო♥♥.. შესანიშნავი იყო.. ტრადიციულად-მიყვარხარ ანთაძე !! ♥♥

 


№8  offline აქტიური მკითხველი uchveulo

dzaan sayvarloba iyoo dges wavikitxe yvela tavi ertad

 


№9  offline აქტიური მკითხველი aanamaria

ფააფი ენდები მიყვასრ ძალიან heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent