სიზმრის ქურდი (თავი IV)
-გაბრიელი- ის უცნაური გოგო, რომ წავიდა ნიკა ისევ მე მომიბრუნდა: -რას არ მოიფიქრებენ, ოღონდ ვინმეს კისერზე ჩამოეკიდონ!-გაეცინა და ზურგჩანთა მოიკიდა. -სიმართლე გითხრათ, ასეთი შეხედულება სულაც არ აქვს-საუბარში ჩაერთო ანდრიაც. -არ ვიცი როგორი შეხედულება აქვს, მაგრამ საქციელი სხვა რამეს ამტკიცებს-ისევ განაგრძო ნიკამ. -საერთოდ ვინ არის?-სიტყვა ძლივს ჩავაკვეხე. -ეკა წიკლაური, X კლასელი.ჩემი ნიას კლასელია-პასუხი გამცა გიორგიმ.ნია გიორგის შეყვარებულია.-არ ვიცი, ახლა აქ რატომ მოვიდა და ეს ყველაფერი რატომ გითხრა, თუმცა დამიჯერე არ არის ისეთი გოგო როგორიც თქვენ გგონიათ. ნიას დაქალია, ერთად ხშირად ვნახულობ და ასე თუ ისე ვიცნობ-დაამთავრა გიორგიმ. -როგორი გოგოც არ უნდა იყოს, გაბრიელს მისი ხელში ჩაგდება არ გაუჭირდება-თქვა ნიკამ და მე გამომხედა მერე ჩემს გვერდით მდგარ ლევანს გახედა. -ისევ დაიწყე, ?-თქვა უკმაყოფილოდ ანდრიამ. -თუ წესიერი გოგოა, არა, შანსები არ აქვს- "თამაშში" აჰყვა ლევანი. -კარგი, რა ბიჭო მეტი საქმე არ გაქვთ?-ვუთხარი მობეზრებით. -ანუ შეგეშინდა?! ვერ შეძლებ! თავიდანვე მასე გეთქვა-მითხრა და წასულ ბიჭებს დაეწია. ცოტახანი ვუყურე როგორ მიდიოდნენ ბიჭები. და მერე მეც დავეწიე. -კარგი თანახმა ვარ. დავნაძლევდეთ. მე არაფერს არ ვკარგავ.-ვუთხარი და გავიცინე. -ოღონდ ყველაფერი მისი ნებითაც უნდა მოხდეს-მითხრა ნიკამ. -შენ რა ნაძირალა და არაკაცი გგონივარ? რა თქმა უნდა, ჯერ თავს შევაყვარებ და მერე...-წინადადება აღარ დავამთავრე და გზა განვაგრძეთ. -კატერინა- დილით ადრე გამეღვიძა. საათს დავხედე, ჯერ 6 საათი იყო. თავზე საყრელად მაქვს დრო. რა გავაკეთო? გუშინდელი დღის შემდეგ უხასიათოდ ვარ, დავხატავ და გუნებაც გამომისწორდება. ფანქარი და ფურცელი მოვიმარჯვე და ესკიზის დახატვას შევუდექი. ჯერ საკუთარი თავის დახატვა შევეცადე, მეორე მხარეს კი გაბრიელი და ის ადამიანები, რომლებიც ჩემ გონებას ჯერ კიდევ ახსოვდა გუშინდელი დღის შემდეგ. ესკიზი კარგი გამოვიდა, თუმცა ხატვამ ბევრი დრო წამართვა, საათის ისრები უკვე 8 საათს მიჩვენებდა, სააბაზანოში გავედი თავი მოვიწესრიგე, თმები დავისწორე და გავიშალე. ჯინსი და წითელი მაისური მოვირგე. ბოტასები ამოვიცვი და სამზარეულოში გავედი. -კატერინა...-გავიგე დეიდას ხმა. ღმერთო, ასე სრული სახელით მხოლოდ მაშინ მომმართავს, როცა რაიმე მნიშვნელოვანზე უნდა მესაუბროს.-გუშინ ასე ადრე რატომ დაწექი?-ეჭვით მკითხა დეიდამ და თვალებით მანიშნა მაგიდასთან დავმჯდარიყავი. მეც შევასრულე მისი მითითება და გვერდით მოვუჯექი. -უბრალოდ, დაღლილი ვიყავი... ცოტა თავიც მტკიოდა. იცი გუშინ წინ რამდენი რამ ვიყიდე ექსკურსიისთვის? შენ სახლში არ იყავი და ვერ გაჩვენე. ისე ხო სულ დამავიწყდა მეთქვა წასვლა გადავწყვიტე... მივდივარ-საუბრის თემა შევცვალე და პურის ნაჭერი ავიღე და კარაქის წასმა ვცადე. -ძალიან კარგია, მაგრამ სასაუბრო თემას ნუ ცვლი კატერინა! არამგონია მიზეზი მხოლოდ თავის ატკიება იყოს, სიმართლე მითხარი.-არა ვერ ვეტყვი, აზრი არ აქვს მაინც ვერაფერს მოიმოქმედებს და ტყუილად ინერვიულებს, არა არ ვეტყვი. -მართლა არაფერი მომხდარა-გავუღიმე და საათს ავხედე.- კარგი, კარგი წავედი სკოლაში... კარგად-ფეხზე წამოვდექი, მაგრად ვაკოცე და სახლის კარი გავიხურე. ამჯერად გადავრჩი. სკოლას მივუახლოვდი, თუმცა მთავარი შესასვლელიდან არ შევსულვარ. უკანა კარიდან შევედი. არ მინდოდა ვინმეს ვენახე. რა ვქნა? ასეთი ადამიანი ვარ, ცუდი ამბის შემდეგ ადამიანს თვალში აღარ და ვეღარ ვეჩხირები. კარგი, სულ რაღაც 2 კვირა და სკოლაც დამთავრდება. 3 თვიანი არდადეგბის შემდეგ კი არ მგონია რომელიმეს ვახსოვდე. თავი გავამხნევე და სკოლაში შევაბიჯე. საკლასო ოთახში შევედი და ზარიც დაირეკა. ჩემი ადგილი დავიკავე, ანა გვერდით მომიჯდა და მითხრა: -დღეს აქ ვიქნები კარგი? -კაი.-გავუღიმე და ოთახში შემოსულ მასწავლებელს ფეხზე ადგომით მივესალმე. -როგორ ხარ?-ჩურჩულით მითხრა ანამ. -კარგად. - გუშინ სახლში დავრეკე და ლიკა დეიდამ მითხრა, რომ გეძინა 8 საათზე.-მითხრა და ირონიულად გამიღიმა-და ამის შემდეგ მეუბნები, რომ კარგად ხარ? -გაკვეთილი დაიწყო, მერე ვილაპარაკოთ-თავი დავიძვრინე და შევეცადე მასწავლებლისთვის დამეგდო ყური. გაკვეთილების შემდეგ, ჩვეულებისამებრ მე და ანა სახლის გზას დავადექით,ჯერ ანა მივაცილე სახლამდე თან მთელი გზა ვსაუბრობდით, შემდეგ მე გავუყევი გზას მარტო. ამ დროს ნაცნობი, მაგრამ ამავდროულად უცნობი ხმაც მომესმა: -ეკა... ეკა დამიცადე!-მითხრა ბოხმა ხმამ.უკან მივიხედე და გაბრიელი, რომ შემრჩა ხელში ნაბიჯს ავუჩქარე. მაგრამ ვიცოდი, რომ დამეწეოდა და რამეს მკითხავდა გუშინდელიდან ამიტომ თავში ყველაფერი დავაწყე და ახალი ტყუილიც მოვიფიქრე. არა რა ეკა, რამდენს იტყუები? მორჩა, დღეს მეტ ტყუილს აღარ ვიტყვი.ბაგრიელიც დამეწია, გზა მომიჭრა და წინ გადამეღობა: -მოიცადე რატომ გარბიხარ? დიდი დროს არ წაგართმევ. გუშინდელზე მინდა დაგელაპარაკო. -ჩემი სახელი საიდან იცი?-დავსვი სრულიად შეუფერებელი კითხვა და წარბები შევკარი. -მაგის გაგება არ იყო რთული- მითხრა და გამიღიმა. მისი ღიმილი მომეწონა... არა, ძალიან მომეწონა, თუმცა არაფერი შევიმჩნიე. -კარგი დროზე მითხარი, რა გინდა მეჩქარება-ვუთხარი და გზას გავხედე. -გუშინ ძალიან უხეში ვიყავი, შენ მიმართ. მაპატიე- მითხრა და თვალებში ჩამხედა. უცბად დავიბენი, თუმცა წამისმეასედში თავი ხელში ავიყვანე და ტყუილის მოყოლას შევუდექი: -აააა, გასაგებია... მიღებულია ბოდიში. თუმცა თქვენი გუშინდელი სახეებითა და კომენტარებით თუ ვიმსჯელებთ, მართლაც ძალიან კარგი მსახიობი ვყოფილვარ და ის ყველაფერი დაიჯერეთ რაც გითხარით.-ვუთხარი და გავიცინე. -რას ნიშნავს დავიჯერეთ?-ახლა მან შემომხედა კითხვისნიშნიანი სახით. -რას და... მეგობრებთან ერთად ვთამაშობდი ჯოკერს, ერთ სურვილზე, და წავაგე ხოდა სურვილადაც ამომივიდა, რომ იმ ადგილაც სადაც თქვენ იდექით ვინც არ უნდა მდგარიყო, ასეთი სისულელე მეთქვა და კარგად მემსახიობა, რომ მათ ეს "სცენა" ნამდვილი ჰგონებოდათ.-ვუთხარი და ისევ გზას გავხედე. ის დაფიქრდა, ალბათ იმას ფიქრობდა, რამდენად სიმართლეს შეესაბამებოდა ჩემი მონაყოლი, თუმცა მაინც მე გავიმარჯვე, დამიჯერა. -ოჰო... ვერც კი ვიფიქრებდი, რომ საქმე ამაში იყო. კარგი მსახიობი ხარ!-შემაქო და ისევ განაგრძო-თუ გინდა სახლამდე მიგაცილებ. -არა, გმადლობ, არ მინდა მარტო წავალ- ვუთხარი უკუსვლით გავაგრძელე გზა. მას ისევ გაეღიმა. -ხვალამდე, კატერინა! -შეხვედრამდე, გაბრიელ! სახლში სიხარულით მივფრინდა, იმიტომ კი არა გაბრიელი რომ გამომელაპარაკა, არა ეგეთი გოგო ნამდვილად არ ვარ. იმიტომ რომ პარასკევი საღამო იყო.მანამდე მაღაზიაშიც შევიარე და სასუსნავები ვიყიდე. სახლში მივედი, არავინ დამხვდა, კარები გასაღებით გავაღე, ტანსაცმელი გამოვიცვალე და ანას, დავურეკე. -ან, გცალია? გადმოდი რა ჩემკენ რამე კინოს ვუყუროთ. თან რაღაც უნდა მოგიყვე. -კაი, უკვე მოვდივარ-მითხრა მხიარულად, ჩემი ხალისიანი ხმის გაგების შემდეგ და გამითიშა. მე მანამდე ბატი-ბუტი მოვხალე და ჩიფსებიც გადავანაწილე. ანაც მალე მოვიდა. ჯერ მოვუყევი, შემდეგ კი კინოს ყურებას შევუდექით. იმ ღამით ანა ჩემთან დარჩა. მეც მშვიდად დავიძინე მიხაროდა რომ ყველაფერი მოგვარდა და ახლა მათ, ყოველშემთხვევაში გაბრიელს ცანცარა გოგო არ ვგონივარ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.