შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Mine (თავი 2)


21-07-2016, 16:29
ავტორი Athena
ნანახია 1 526

მოედანზე წინ დავჯექით ჩვენ სამნი.
- ზუსტად ვიცი მოიგებენ,კაპიტანი ხომ სანდროა, - დარწმუნებით თქვა ლინდამ.
- სანდროსგან ვიცი ნიკა კარგად თამაშობს ძალიან, - მარიმ მოთამაშეებს გადახედა.
- და გიორგი რას შვება?
- ოჰ ლინდა,იმედები უნდა გაგიცრუო. გიჟია, ისე თამაშობს, - გავიცინე მე. ჩვენს გვერდით ლაშა დაჯდა.
- რატომ არ თამაშობ?
- ტრამვის გამო.
ჩვენ პლაკატები აწეული გვქონდა და ყოველი ჩვენიანის გოლის მერე ვყვიროდით. სანდრომ 1 ბურთი გაიტანა,ნიკამაც ერთი, გიორგის ჰქონდა მცდელობა, მაგრამ ვერ გაიტანა.
ბიჭები რომ მოედნიდან გამოდიოდნენ ლაშამ სანდროს მიულოცა და მხარზე დაკრა ხელი. ლინდამ გიორგის უთხრა გოლის გატანა როგორ ვერ შეძელიო და ირონიულად გაიცინა.
მერე მე შემომხედა და ჩამჩურჩულა, - ეს ის ბიჭი არაა,მანქანომანია რომ სჭირს და ნაწნავი რომ დაგიშალა? - მეც გადავხედე ჩვენსკენ მომავალს.
- გილოცავ ნიკა,კარგად ითამაშე, - უთხრა მარიამმა.
- აუ ეს ვინ ყოფილა, - ხმამაღლა მომივიდა მე და ნიკას გავხედე.
- რა? - აქეთ შემოიხედა ნიკამ და მივხვდი,რომ მიცნო.
- რა და ტელეფონი დამემტვრა, ლინდა გამყევი ახალის საყიდლად რა, - თან გატეხილი ეკრანი ვაჩვენე.
- ნუციკო,ეკრანს ასეთი რა უქენი? - გაკვირვებით შემომხედა სანდრომ.
- რა ვიცი დამაგდებინეს, - ვთქვი და ნიკას გავხედე.
- ნუციკო,გამოვიცვლი და მე გაგიყვანთ შენ და მაგ ქერას ტელეფონის საყიდლად, - მითხრა გიორგიმ მე და უყურებდა ლინდას.
სანამ გიორგი მზად იქნებოდა,ლაშას ველაპარაკებოდით. ლინდა იცინოდა და გიო დაინახა თუ არა გაჩერდა.
ერთ საათში უკვე ახალი გალაქსი მქონდა. ლინდა მანქანაში გაბრაზებული იჯდა,გიორგი სარკიდან უყურებდა და მართლა უკვირდა რატომ იყო „ქერა“ უკმაყოფილო.
***
სანდროსთან მარი აწყობდა წვეულებას მოგების აღსანიშნავად. დამირეკა შენ და ლინდა გამოდით და დამეხმარეთო. ფეხბურთის მოთამაშეები და მოსწავლეები დავპატიჟეთ.
სანდრო,ნიკა და გიო ერთად მოვიდნენ. აბსოლიტურად ყველას ყურადღება მიიპყრეს. მარიამი სიამაყით წავიდა სანდროსკენ და აკოცა.
აივანზე გავედი და ლიკას ვესაუბრებოდი,მოსვლა ვერ მოვახერხე მაპატიეთო. უკან ვბრუნდებოდი ნიკა რომ დამხვდა კართან.
- ტელეფონის ანგარიშებს დაგიფარავ.
- გაგიჟდი,არ მინდა. ისედაც ვაპირებდი გამოცვლას.
- კარგი მაშინ და ნუციკოს და ასეთ სისულელეებს რატომ გეძახიან? - მკითხა სარკასტულად.
- იმიტომ რომ ასე სიამოვნებთ და იმიტომ რომ ჩემები არიან! - გავბრაზდი მე.
- კარგი,ნუცა, - მითხრა და წავიდა. მივხვდი ამის ქვეტექსტი იყო მე შენი არ ვარო.
წვეულებაზე დავბრუნდი და გიორგი წამოვიდა ჩემსკენ.
- ეს ლინდა რატომაა გაბრაზებული ჩემზე? პირველად ვნახე დღეს და რა დღეშია.
- შარფი აჩუქე. დღეს რომ გეკეთა ის, - გიორგის თვალი ჩავუკარი და მარიამისკენ გავიხედე. ნიკას ესაუბრებოდა. ისე შევხედე,მარიამი წამებში დამადგა თავს.
- გისმენ.
- გუშინ მაღაზიიდან რომ გამოვდიოდი ჯიპზე ჩამოვჯექი. ვიღაცამ რეზინი მომაძრო. მანქანიდან ჩამოდი დროზეო,რო დამიკაწრო არ ვიცი რას ვიზამო და ასე. არა და მართლა მილიონი ნაკაწრი ქონდა. ტელეფონი დამივარდა მის მანქანაზე და ეკრანი გატყდა ჩემი. დღეს მოედანზე რომ ვნახე მივხვდი ნიკა იყო. მანაც მიცნო, მაგიტომ ვთქვი გატეხილ ტელეფონზე. დღეს მკითხა ნუციკოს და ასეთ სისულელეებს რატომ გეძახიანო. ჩემებს ასე მოსწონთთქო და ნუცაო დამიძახა.
მარიამი სიცილისგან სულს ძლივს ითქვამდა.
-ამერიკაში რომ წავედით მე და სანდრო სულ ნიკასთან ვიყავით. გიჟდება მის ჯიპზე,ეგ არ გაგიკვირდეს. სანდრო სულ დასცინის რამდენი ნაკაწრი აქვსო.
- ჰო ვუთხარი რა აზრი აქვს მილიონი ექნება თუ მილიონ ერთითქო.
- ისე რა კარგად გითხრა შენი არ ვარო.. - მარიამი სულს ვეღარ ითქვამდა.
- ვითომ ვინმემ უთხრა ჩემი ხარო.. სულელი.



№1 სტუმარი nuka

გააგრძელე .... ძალიან მომეწონა სასიამოვნო წასაკითხიააა .

 


№2 სტუმარი Shore shore

Gaagrzele zalian kargia

 


№3  offline წევრი Athena

nuka
გააგრძელე .... ძალიან მომეწონა სასიამოვნო წასაკითხიააა .

დიდი მადლობა ჩემო კარგო love

Shore shore
Gaagrzele zalian kargia

მადლობა winked ლავ იუუუ love

 


№4 სტუმარი eto

auuu gaagrdzele ra dzaan magaria gaagrdzele aucileblad

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent