უშენოდ(13)
-სალომეც წამოვა ... მე მარტო ხო არ ვიქნები გოგო .თუ წინააღმდეგი არ ხარ -ჩემთვის სულ ერთია მხოლოდ ეს ითქვა მისვლამდე. შემდეგ კი ერთად შევედით ლიფტში.მეოთხე სართულზე გავჩერდით და რამდენიმე წუთში ბათუს ვეხვეოდი -პატარა ქალბატონო როგორ ხარ? -კარგად ბათუ შენ? -მე მაგრად... ეს მშვენიერი ვინ არის?-ბერდოსგან განსხვავებით სალომე თავიდან ფეხებამდე შეათვალიერა და ისე გაუღიმა ნებისმიერს დაადნობდა -სალომე ...თქვენ ალბათ ბათუ ხო? როგორი განსხვავებული და გამორჩეულად ლამაზი სახელია ძალიან მომეწონა. - კეკლუცად გაუღიმა და მის გამოწვდილ ხელს ტავისი შეაგება -სახლში თუ შემიშვებთ კარგი იქნება ... - ბერდოს ხმამ დაურღვია სიმშვიდე იმათ. გვერდი აუარა წყვილს და სახლში შევიდა. იქ კი უკვე შეკრებილნი იყვნენ ბიჭები და ყველაზე მაგარი ის იყო რომ ბატონ ბათუს ყველა გაეცრუებინა და სახლს ალაგებინებდა,თან განკარგულებებს აძლევდა თურმე. დაჩი მაშინვე ჩემკენ წამოვიდა და ცამეხუტა , თავი მხარზე დამადო და ამოიზმუვლა -რა გჭირს? -მომლა ამ შეჩვენებულმა ტო- თან იცინოდა თან არც ირხეოდა.- მოგვიტყუა აქ ვიქეიფოთო და მიგვაყენა ამოგვალაგებინა ყველაფერი .გავწყდი წელში,თან ბრძანებებს რო გვაძლევს -ჩემი ბიჭი ასე როგორ დაგჩაგრათ ეე -დამეხმარეო და რა მექნა -სიცილს ვერ იკავებდა თავის ბუზღუნზე. მერე ყელში მაკოცა და ცხვირი გამიხახუნა- შენი ჩახუტება მიშველის ,კოცნა საერთოდ დამავიწყებს ყველაფერს- თავი აწია და ტუჩის კუთხეში მაკოცა -გვრიტებო მოწყდით ახლა ერთურთს - ბექას ხმა გავიგეთ . ყველა ფუსფუსებდა. სალომე ბათუმ შემოიყვანა ხელი მხარზე ჰქონდა მოხვეული -ლამაზი ბინაა. კარგად მოწყობილხართ გილოცავთ ... -თქვენნაირი ლამაზი გოგო რომ მესტუმრება პირველივე დღეს დარწმუნებული ვარ კარგად გაგრძელდება ჩემი აქ ცხოვრება -აქ რა გინდა ქალბატონო? -ალექს ალაგებ?- ისე უცებ აკისკისდდა სულ გაქრა ის ნაზი გოგო - ვაიმეე ბათუ გღმერთებთ. ამათ თუ დასაქმებულებს შევხედავდი რას ვიფიქრებდი , ყოჩაღ . ყოვლისშემძლე ყოფილხარ -მეხმარებიან უბრალოდ, კარგი ბიჭები არიან და ალექსს საიდან იცნობ? -მისი ძმა ვარ ბათუ ... ამათთან ერთად გაიზარდა -ძმა? მერე აქამდე ვერ მითხარი ეს ის სალომე თუ იყო? ან რას მიმალავდით ამ ანგეოზს? ძლივს ვიპოვე ჩემი ჭკუის -მართალია ერთნაირი გარეკილები ხართ- ბერდომ ჩაიბურდღუნა რომელიც კუთხეში სავარძელში იჯდა და შეჭმუხნული წარბებით აკვირდებოდა ძამიკოსა და სალომეს ბაასს -არა რა ,გვარის შემარცხვენელი ხარ .როგორ შეიძლება შენ ჩემი ძმა იყო რას ამბობ უბრალოდ -მართლა ვერ ვხვდები ეს უჟასი როგორაა შენი ძმა... -გენეტიკური შეცდომაა -მგონი ზედმეტი ვარ ამ სიტუაციისთვის და წავალ. დამხმარები კი შემოგიტყუებია -ხო აბა შენ ისეთი ეშმაკი ხარ ვერ მოგიტყუე აქამდე და არაბიოლოგიური ძმები დამეხმარნენ. -უკაცრავად რომ ვერ მიყენებ -მართლა მიდის?- სალომემ სიე შეიცხადა ბათუ თითქოს ელოდა ისე გაიცინა და ყურში რაღაც უთხრა .მერე კარისკენ წასულ ძმას მიუბრუნდა -მოიცა ბიჭო სად მიდიხარ. ამათაც კი არ მოვკლავ . გოგონები მოვლენ მალე და გავაწყობთ სუფრას. თქვენს გოგონებსაც დაურეკეთ - მე და სალოს მოგვიბრუნდა- დიდი მაგიდა მაქვს ყველანი მოვთავსდდებით -რუსკაც მოვა? -მოვა . რჩები ? -იცოდე რომ არ მოვიდეს ..- თითი დაუქნია და დაბრუნდა. სალომე ისე ცქმუტავდა გამაგიჯა -ვინაა ახლა ეს რუსკა..როდის მოვა . გოგონები სად არიან ამდენ ხანს ... არა ის რა კაი ტიპია და ეს ვის გავს . -მოისვენე ორ წამს რა იყო- დაჩიმ დაუბრღვირა და მიმიხუტა- ატკივდა ბავშვს თავი -ამ წყვილებმა ხო შემჭამეთ კიდე ,ორი წუთი რო არ ჩაეხუტო ისე არ გაჩერდე- უკან იხევდა და ასავსავებდა ხელებს რო შეასკდა ყუთებით დახუნძლულ ბერდოს. კიდევ კარგი ცარიელი ყუთები გაჰქონდა . ის მეორე ოთახიდან გამოდიოდა ეს შეასკდა და შევარდნე ისევ საძინებელში . ბერდო ზურგით დაეცა , სალომემ დაიწყო ფართხალი და დაასკდა ზემოდან . ყველა სიცილის შეკავებას ვცდილობდით, სალომე დაბნეული აცეცებდა თვალებს .ლამის წამოეხადა ისედაც მოკლე კაბა .ბერდო კიდე ისე უყურებდა გვეგონა მოკლავდა. -სიარულიც არ იცი ყველაფერთან ერთად? -რომ მოდიოდი ვერ დამინახე? ბრმა ხარ? -მე? უკან რო მოდიოდი რა გეგონა ყუთები მეჭირა და რას დაგინახავდი -მერე რას წამოიღე იმდენი დაგეჭირა ერთი რის წამოღებასაც შეძლებდი ... -დიდხანს აპირებ ასე ყოფნას? მოგწონს ეტყობა ძალიან -ღმერთმა დამიფაროს ეგ მომეწონოს .. ნეარდენტალელო შენთან ყოფნა ნეტა ვის მოეწონება დ ამოუნდება - აფართხალდა ისევ და წამოდგა . კაბა ეჭვი მაქ უკან ისევ აკეცილი ჰქონდა . ბერდო უყურებდა, წამოდგა და სანამ გვერდს აუვლიდა კუდაბზიკას მანამ ისე ჩამოუწია კაბა ბევრმა ვერც შეამჩნია სალომეს კი დარცა პირი ღია. გაქვავდა ერთ ადგილას. -დამუწე პირი- უცებ მივხურე კარი და გამოვაფხიზლე -რა გააკეთა ... იდიოტმა დაინახე? -კაბა ჩამოგიწია -მერ ემოეკიდა ნაჭერზე ხელი ლამის საჯდომი ..ღმერთო ჩემო ეგ იდიოტი ხეპრე -უნდა გავაგიჟოო და -ეგ მოწონების გამო კი არ გააკეთა პირიქით მაგრძნობინა რო ვკიდივარ. დამპალი ეგ . გოგონები რომ მოვიდნენ ცოტა გამხიარულდა. ბათუ ისეთი გადარეული აღმოჩნდა იმდენი ვიცინეთ. გოგონები გადარია. მაგიდა გავაწყვეთ,ნუ იმატ გააწყვეს მე თეფშები დავალაგე. ბიჭები დივანზე ისხდნენ. მერე ზარი იყო და ბერდო რო წამოვარდა სალომემ გაოცებულმა გახედა.კარგად დაინახა როგორ შემოვიდა ორი გოგო. ერთ-ერთი კი ისე მოეხვია ბერდოს ყელზე სალომე გალურჯდა ბრაზისგან. -მე აღარც მკითხულობ? -როგორ ხარ ? -კარგად ..რადგან შერიგდით -უბრალოდ გავებუტე რა იყო რა გახდა - გოგონამ რომელიც ასკარად რუსკა იყო ტუჩები შეკრა და ისევ ჩაეხუტა ბერდოს- როდის იყო ჩემ ბიჭს სერიოზულად ვეჩხუბებოდი -ოოოჰ ვინ მოსულა. თქვენო უდიდებულესობავ ქალბატონო რუსუდან -თქვენო უდიდებულესობავ ქალბატონო მასხარავ- გოგონა მოეხვია და დაგესლა -ერთნაირები ხართ ორივე ... გადასენდით აქედან -კაი რა იყო ხო იცი როგორ მიყვარხარ- გაიცინა გოგომ და ლოყაზე აკოცა -ასე ატკბობ ამასაც -სხვა ხერხებიც მაქვს -მმმ დამაინტრიგე ეშმაკუნავ -რა გადარეული ხარ რა -შემოდით მეგობრებს გაგაცნობ.- ბათუმ შეიყვანა ბერდო სიევ გვერდით მიყვებოდა. ყველას გაგვაცნო და შემდეგ ბერდოს გვერდით დაჯდა სავარძელში მასზე აკრული იყო. -არ მითხრა რო ამ ბიჭზე ამბობდი.. მოვიგეთ საგზური- თათამ გაიცინა და გაცოფებულ სალომეს გადახედა -მე არასდროს ვაგებ ! ამ გოგოს რას ვერჩი მარა დიდი ხნით არ შერჩება თავისი ურჩხული -გამორიცხულია, ამას არ გააკეთებ .ხო არ გაგიჟდი გოგო -საქმეს მიხედეთ თქვენ რა ... იოანე გვაინ მოვიდა ,უკვე მაგიდასთან ვხდებოდით .გვერდით დაგვიჯდა ,აშკარად ნასვამი იყო თან კარგ ხასიათზე ,თან მოწყენილი. გამიკვირდა ქეთაც რომ არ იყო ,მაგრამ არაფერი მითქვამს. გვიან შევამჩნიე მისინატკენი ხელები, ტუჩის კუთხე გახეთქილი ჰქონდა -რა გჭირს? -არაფერი ისეთი -იჩხუბე? -არა ...ნუ ღელავ ბაჭიიაა - გამიცინა და ჩამეხუტა . ^^^ -იოანე- ვერ მოვითმინე , დავურეკე სოსოს და შეხვედრა დავუნიშნე. პირდაპირ მასთან წავედი. მშვიდად მიცქერდა ,რატომღაც გასარკვევი არაფერი მქონდა, არც მინდოდა მშვიდად სუაბრი და ცივილური ქცევა. ერთადერტი მინდოდა მისი სახის გალამაზება და გავაკეთე კიდეც. ჩხუბის დროს თავად თქვა ყველაფერი ,რამდენჯერმე მომარტყა მაგრამ უფრო გამახელა და ახლა მართლა საშინლად ვცემე,თითქმის ავუსრულე სიტყვები. მეეჭვება კიდევ გაეკაროს ქეთას ,თუმცა ამაზე არ გავჩერდები ისე გავუშვებ აქედან როგორც ჩამოვიდა. დარწმუნებული ვარ მიქარული ექნება რამე,ეგეთი ვირთხის შეშინებას რა უნდა... ისევ უკან დავბრუნდი, ბათუს შეუკრებია ხალხი.რო დამინახა ჩაიცინა და რაღაც მანიშნა თვალით,ჯერ ვერ მივხვდი მერე დავაკვირდი გაბრაზებულ ბერდოს და სალოს იმანაც მანშნა სწორად მიხვედიო და გამეცინა როცა წარმოვიდგინე სალომეს და ბერდიას ურთიერთობა. ამათთან საღამოს გატარებას რა ჯობია, გოგონების კისკისი,ბიჭების სადღეგრძელოები. ბევრი სასაცილო ამბავი ბათუს მონათხრობი, სალომეს ეჭვიანობა რუსკას ყოველი ჩახუტებისას და ბოლოს მე ვაკო, ნიკო და ბათუ . მხოლოდ ერთი გვაკლდა ,ვიცოდით რო უკვე ყველაფერი უნდა მოეგვარებინა და დავურეკე. ძალიან გაგვახარა რძლის დაბრუნების ამბავმა ძლივს გაიხარებდა აკუნაც. -არა რა ვარ ასეთი მაგარი ტო... -აბაა ნუ იტყვი -რა იყო სვანო.. აგერ ნახე ჩემი ძმა და სალო თუ არ დავაჯახო ... ისე მაგარი გოგოა . აზრზე ხარ ? ჩვეულებრივად გამომიყენა ტიპმა ისე აეჭვიანა ჩემი დებილი ძმა ლამის მე მომკლა. ეგ ვინ იქნება ტო ... ზუსტად ეგეთი წირდება იმ ბოთეს -ვერგავიგე იმ რუსკასთან რა პონტია ტო- ყიფომ გააჟღერა კითხვა -მეგობრები არიან ბავშვობის, ნათლიაა ეს ბედოვლათი რუსკასი.ისე ყველას შეყვარებულები ჰგონია ისიც ისეთი ჯმუხია , მარა ხანდახან მაგარი მაიმუნია. იმდენი ვინმე მოისორა ეგრე კი დადის თავისუფლად... მაგათ ურთიერთობა აქვთ ეგეთი მეორე არ არსებობს -შენ რაღას ყვებოდი -იეჭვიანოს ცოტა... გოგო ცდილობდა და წყალსი ხო არ ჩავუყრიდი წვალებას თანაც ტყუილი რა ვთქვი მართლა ძალიან ლამაზია... მეორე დღეს სამსახურში წავედი. აღარ ვაპირებ გაცდენას და ყველაფრის მამაჩემზე გადაბარებას. მთელი დღე საბუთებს ჩავკირკიტებდი, შეხვედრებზე გავდიოდი და ლიკუნას ხმა ჩამესმოდა. საღამოს მომაწვა მონატრება , მაგრამ მხოლოდ მე მაწუხებს .ქეტასგან არაფერი ისმის ... სახლში შესულს საოცარი სურათი დამხვდა-სრულიად გაწუწული , კვერცხისა და ფქვილის ნარევში ამოთხვრილი ბერდო სამზარეულოს კარში გაშეშებული იდგა და ეჭვი მაქვს იქ მყოფ სალომეს მოსაკლავ გეგმას ადგენდა -ვაიმეეე ეს როგორ დამემართა,დავრჩი ბლინების გარეშე. აუ ლიზუ აპატიე რა სხვა დროს გავაკეთოთ -გოგო! -გისმენ ბიჭო -რა გააკეთე ხვდები? -ფეხი ამიცდა და გადაგავლე სიმწრით გაკეთებულ მასა .გიხდება ეგ ფერი დარჩი საფრთხობელად ...ბოსტანი მაინც გვქონდეს ხეს კი გავხარ და დაგდგამდით იქ -საკმარისია,მთელი დღეა ჩემს ნერვებზე თამაშობ, ასეთი უტვინო ხარ თუ თავს მაჩვენებ. გამაგებინე რის მიღწევას ცდილობ ამ სულელური ქცევით- ისე იღღიალა მეეჭვება ოდესმე ჰქონოდა განაკეთები მსგავსი რამ. შიგნით შევიდა ხელი ჩაკიდა სალომეს და გაათრია.სად წაიყვანა აზრზე არ ვარ. -ღმერთო შენ გვიშველე -მანდ დარჩი -ზემოთ მიყავს რამე არ დაუ.. -რა უნდა დაუშაოს აცადე ცოტა -იოანეე -მიდი შენ იატაკი მოწმინდე არ დაეცეს ვინმე. ^^^ რას ვიფიქრებდი ასე თუ გაბრაზდდებოდა, უბრალოდ თავზე დავამხე ჯამი ,დიდი ამბავი ახლა. ხელი ამავლო და მეორე სართულზე რომელიღაც ოთახში შემიყვანა. ისე მიწერდა ამომხადა სული -ველურო მტკივა გამიშვი ხელი -იმტო გიჭერ რო გეტკინოს...მორჩი წუწუნს ,მიხვდი რო დანაშაულისთვის სულ დაისჯები- ერთი ხელი მაისურის ბოლოს ჩაავლო და გადაიძრო .დასვრილ სახეზე ჩამოისვა და სანამ მე მიცი ტორსით ენაჩაგდებული ვუყურებდი გადამაცვა ბლინის მასით გაჟღენტილი მაისური. მეგონა გავგიჟდებოდი. ალბათ ბრაზისგან გავწითლდდი, მისი კმაყოფილი სახე არ დამავიწყდება არასდროს -ეს რა არის იდიოტო... -სასჯელი..ორი საათით ატარებ. მერე გაეცხავ ან ზუსტად ეგეთს მომიტან,თუმცა არ შეგაწუხებ სჯობს გარეცხო .ეს თმები გაიშალე დაეფინოს კარგად მაისურს- უცებ მომაშორა სარჭი და კივილი დავიწყე-რა ხმაურიანი ხარ რა იყო -იდიოტო ,ხეპრე, გაუთლელო ველურო... როგორ მიბედავ -დამშვიდდი რა ვერ ვიტან შხაპის მიღებისას რომ მაწუხებენ... -რა გგონია აქ დავრჩები -მე მგონია რომ გასაღებს ვერ იპოვნი - გამიღიმა და ახლაღა შევამჩნიე რომ ოტახში ვიყავი ცაკეტილი ,რომელსაც აივანიც კი არ ჰქონდა. ვაჟბატონი სააბაზანოში შევიდა მე კი დამტოვა ამ საოცარი შეგრძნებით კანზე და სურნელზე ხო არარაფერს ვამბობ. მეგონა გული ამერეოდა, საკუთარ თავს როგორ ვაიძულე დამშვიდება ვერ გეტყვით მაგრამ რამდენიმე წუთში სამოსისგან თავისუფალი,მისი ახალი სუფთა მაისურით ვიწექი საწოლზე და მისივე ლეპტოპის საშუალებით სოციალურ ქსელში დავძრომიალებდი. კარი გაიღო როგორც იქნა , შორტის ამარა გამოვიდა და ნერწყვის იმხელა გროვა გადამცდდა მგონი დავიხრჩე. ის კი გაცოფებული იყო ისევ. ჭუჭყიანი ტანსაცმელი მის სუფთა ნივებზე დავაწყვე და თან ასე ვიყავი წამოგორებული.წამში დამშვიდდა და ისე დაიძრა საწოლისკენ თიტქოს იქ არც ვიყავი -რას აკეთებ-საწოლზე რომ ამოვიდა კიდისკენ მივიწიე -რა მოხდა? რამე პრობლემაა? საკუთარ საწოლში ვწვები .ლეპტოპი მჭირდება საქმე მაქვს -კარების გაღებას არ აპირებ? -მაისური გარეცხე შედი,მერე ეგეც მიაყოლე , არ ვაპირებ შენი სურნელით ვატარო და მერე წადი -დასვრილია ჩემი ტანსაცმელი -საცვლებით იმოძრავე -ეგ თუ გინდოდა აქამდე გეთქვა -აბაა ეგ მამოძრავებს ,როგორ მიხვდი ..რას აკეთებ მართლა იხდი? - ისე უცებ აენთო თითქოს რაღაც დავაშავე -რა მოხდა ... ქალი საცვლებში არ გინახავს? -და შენთვის სულ ერთია ორი დღის გაცნობილტან ნახევად სიშველი თუ იტანტალებ? შენი ნებაა . ლეპტოპი დამითმე -გეი ხარ ? -ასე ძალიან მოგწონვარ? - გადმოიწია და ისე ახლოს იყო ისევ ჩამივარდა ენა - ჰა? სალოო ასე ძალიან მოგწონვარ რომ გაგიჟებს მაგის წარმოდგენაც კი? -უბრალოდ არცერთი ბიჭი მემეტება შენნაირისთვის -სასაცილო ხარ -იმიტო ხარხარებ? გაიწევი? ხომ უნდა გავიხადო შენი მაისური -გეცვეს...აქ რომ იქნები ეგეც სასჯელია შენთვის -აქ მტოვებ? ასე თუ არ მოგწონვარ ... -შემიძლია არც შეგიმჩნიო შენ კი ვერ შეძლებ ისე მოქცევას რომ დაივიწყო ჩემი არსებობა - მშვდიად მითხრა და ლეპტოპი მუცელზე დაიდო. რაღაცის წერა დაიწყო. შემდეგ წიგნი აიღო უზარმაზარი . დიდი რვეული და კალამი.რაღაცას იწერდა გულმოდგინედ მე კი დავაბოტებდი ხალიცაზე , რომ მივხვდი არავინ შემომაკითხავდა და აშკარად იოანეს დამსახურება იყო ლიზაზე აღარ გავბრაზდდი. კარგი გაიძვერაა ჩემი სიძე ,რას ვერჩი ,მთავარია ყველაფერი შენს სასიკეთოდ გამოიყენო სალიოო. იფიქრე რა შეიძლება გააკეთო ამ იდიოტის მწყობრიდან გამოსაყვანად. ხმაურმა არ გაჭრა,მაინც არ შემომხედა. სააბაზანოში შევედი , ცოტას გავგრილდებითო ვიფიქრე . არ მშველა. რომ გამოვედი ისევ წერდა. ეს დასაწყევლი მაისური მომეწება ტანზე ,მაინც ისეთი არომატი აქვს შემიძლია ცხვირზე მივიკრა და ისე ვისუნთქო . ბოლოს დავიქანზე, უკვე მეძინებოდა საბანი გადავწიე ბალიში ავაფუმფულე და შევწექი. ჩემს მხარეს სანათი ჩავაქრე და ზურგი ვაქციე. ვიცი გაუკვირდა. წერა შეწყვიტა , მაკვირდებოდა. -გადამრევს - მხოლოდ ეს გავიგე . მერე ადგა და ყველაფერი წაიღო. მაგიდასთან იჯდა და ისევ წერდა,რა აქვს ამდენი საწერი ღმერთო ჩემო . როგორც იქნა შეეშვა და შუქი ჩააქრო,გარედან ისე შემოდიოდა სინათლე მაინც შეიძლებოდა გარკვევა გამოსახულების. საბანი გადაწია, დაწვა. ჯანდაბა ესღა მაკლდა .მეგონა გამაღვიძებდა, გადამაგდებდა . ის კი გვერდით მომიწვა და საეჭვოდ გამიხურდა ერთი მხარე. მისი ღრმა სუნთქვა არღვევდა ღამის სიჩუმეს, გულს ისე მიჩქარებდა ვერ ვხვდებოდი როგორ შეიძლებოდა ყოველგვარი შეხების ,სიტყვის გარეშე მოეხდინა გავლენა. რამდენჯერმე იცვალა გვერდი,იმხელა რომ ტრიალებს იზნიქება საწოლი. ბალიშში ჩავყავი ცხვირი და მივხვდი მისი რომ იყო ,ალბათ ამ მხარეს ძინავს ხოლმე . -დიდხანს აპირებ გაგრძელებას?- ისევ მისი მშვიდი ხმა, მოიცა ხვდება რომ არ მძინავს? როგორ ! - სალომე ! -ხომ არ მიშვებ ,ხოდა მადროვე დავიძინო -მეეჭვება დაიძინო ... შეგიძლია წახვიდე და ისე შეამოწმე ხოლმე კარი ,ჩემნაირი ბიჭები არ კეტავენ ხოლმე კარებებს ეგ თქვენ გაქვთ შიშები გოგონებს -რა? აქამდე ღია იყო კარი? თავხედო მატყუარა - უცებ წამოვვარდი და მართლაც ღია იყო .ასე როგორ მომატყუა რა იდიოტი ვარ -მე კი არ ვარ მატყუარა შენ ხარ მეამიტი,სულელი ბავშვი . შეგიძლია მიბრძანდე . ის შენი დასვრილი სმაოსი წაიღე -გჩუქნი გქონდეს.. მაისურისთვის გმადლობ- მივახალე უცებ და დავტოვე ოთახი. ლიზას სევუვარდი ეგრევე, ეძინა საწყალს და შეშინებული წამოვარდა. ერთი ამოსუნთქვიტ ვუამბე ყველაფერი, ჯერ გაოცებული იყო მერე აკისკისდდა. ბოლოს ჩავეხუტე და დავიძინეთ . ^^^ ბერდო_--- ორი დღეა გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში ეს ალქაჯი და ამირია ყველაფერი, მშვიდად ძილსაც ვერ ვახერხებ. ნამდვილი თავქარიანია, გიჟი და გადარეული. ჩემი ძმის ასლია ორივე ერთნაირად მაგლეჯენ ნერვებს ,მაგრამ იმან რაც მთელი ცხოვრების განმავლობაში შეძლო ამ ქალბატონმა ორ დღეში მოახერხა. ყველანაირად მაგიჟებს ,მარტო ნერვს რო ეხებოდეს კიდე რა მიჭირს,ყველანაირად ცდილობს გამომიწვიოს ისე მოძრაობს გული მიჩერდება. რამდენჯერმე მომინდა ხელი მომეხვია და მთელი ძალით დამეკოცნა ის თხელი ვარდისფერი ტუჩები ,ამან უფრო გამაბრაზა . როგორ შეიძლება ეს ალქაჯი მომეწონოს. ყველაფერი აქვს ისეთი რაც მე არ მომწონს,მხოლოდ გარეგნობით შეუძლია კაცი გააგიჟოს და ისეთ ხასიათს ავლენს ტავის ქცევაში გარეგნულ მხარესაც აბათილებს. აშკარად რომ სურს გადამრიოს ეს მიქარწ....ბს ყოველგვარ სურვლის. ის დღე მეგონა გადავაგორე მეცადინეობა რომ დავასრულე, აი მანქანაში რომ ცასკუპდდა მოკლე კაბით და ისე გადაიჯვარედინა ფეხები სურვილი გამიჩნდა თითები მესრიალებინა მის გლუვ კანზე , სისხლი რომ მომაწვა თავში და გავიგე ბათუსთან მოდიოდა სულ ავენტე. პიკი იყო მათი ჟღურტული, ეს ჩემი ძმა ხომ ყველა კაბიანს ეფლირტავება და მე რეაქცია არ მაქვს მაგრამ ამჯერად ისე გავბრაზდდი თითქოს ჩემს საკუთრებას ეხებოდა. ისედაც გაბრაზებული ვიყავი უფრო გავცოფდდი ,კიდევ კარგი ჩემი რუსკა შემირიგდა თორემ გული გამისკდდებოდა. უკვე თავსაც ვერ ვაკონტროლებდი,მაგრამ ის ჩემი წამალია. მეგონა რუსკაზე გადავიტანდი ყურადრებას, მეგონა მხოლოდ. თვალი ვერ მოვაშორე ვუყურებდი,ვცოფდებოდი და მაინც ვუყურებდი . მაზოხისტი გავხდი მგონი, მიზიდავს ის ვინც მანადგურებს. მეორე დღე იყო კოშმარი, უნიდან დაბრუნებულს ლიზა უნდა მემეცადინებინა.. მანამდე სამზარეულოში ვიყავი , ჯანდაბად გავიხადე ის მაისური,მაგრამ დამცხა და რა მექნა,თან ვიცოდი სახლში არავინ იყო. ლიზა დაჩიმ წაიყვანა და ხუთამდე არ მოვიდოდნენ. სამზარეულოში ვტრიალებდი რო წესიერი,ნოყიერი სადილი მეჭამა ზურგზე რომ ვიგრძენი წვრილი თიტების შეხება და მეგონა ეკლებმა დამაყარა . კინაღამ დამივარდა ტაფა .თიტების სრიალიდან ხელებზე რომ გადავიდა -ვაიმეე რეზიკუნა როდიდან დაიწყე შიშველმა მზარეულობა? ამათთან რომ დაამტავრებ ჩემთან წამოხვიდე არ გინდა? მთელი ცხოვრებაა მიცნობ და მზარეულად რომ დაგდე რა გიჭირს- არ ვიცი მიცნო თუ მართლა რეზი ვეგონემაგრამ მეეჭვება ბავშობის მეგობარს ეფერებოდეს ასე . როგორ მოვთოკე ემოცია არ ვიცი , ხმა მაინც შემეცვალა -დარწმუნებული ხარ რომ ამიტან სახლში?- ენა ცაუვარდა, უკან დაიწყო დახევა თან მიყურებდა -შენ.. შენ აქ რა ჯანდაბა გინდა სამზარეულოში -ვთამაშობ იცი?- ისევ შევბრუნდი აბა არ შემეძლო მისი ყურება, დაბნეული სულ სხვანაირად მიზიდავს . როგორც იქნა ხახვი მოვთუშე . არც ხელი დამიწვია და არც გამიჭრია, სამზარეულოც არ გადამიწვავს და მაინც რამ გააჩერა იქ ამდენ ხანს არ ვიცი ,კი იდგა და მიყურებდა. მოთმინების ყველა ზაფი დასკდა სანამ ლზია მოვიდა.მერე ამოვისუნტქე და გავვარდი. სულ დამავიწყდა რო მშიოდა . უკან მომზადებული დავბრუნდი, შხაპი მივიღე ,დავისვენე გამოვიცვალე . შევდგი ფეხი სამზარეულოში და იმ წამსვე მეღვრება რაღაც ბლანტი მასა რომელსაც კვერცხის სუნი აქვს. ჩემი ახლად დაბანილი სხეული ნახევრად ისვრება. ნერვებ წყდება და არც კი ვიცი რას ვაკეთებ. რომ გავათრიე სად წავიყვანე ან რას ვუპირებდი ეგეც არ ვიცი. ისე მიყურებდა ვიცი ეშინოდა მაგრამ არ ტყდებოდა მაინც ეს ჯიუტი. ყყველაფერთან ერტად მეამიტიც თუ იქნებოდა და დამიჯერებდა ვერ ვიფიქრებდი. არც ის ვიცი იქ რატომ დავტოვე რა მინდოდა. სააბაზანოდან გამოსულს საწოლზე გაწოილი რომ დამხვდა ჩემსავე მაისურში რომელიც არაფერს ფარავდა ლამის დამახრჩო ნერწყვმა და თან საკუთარი თავის მიკვირდა, როდიდან მემართება ასე . პირველად ვხედავ ქალს თუ რა ჯანდაბაა , ამ გადარეულს რა აქვს ისეთი რაც ასე მაგიჟებს როგორც კაცს მიზიდავს და მავიწყებს მის ყველა ხუშტურას. რომ ვუთხარი გაიხადეთქო და მართლა დააპირა გახდა ორივე მხრივ გავგიჟდი ,იმისიც შემეშინდა რო შიშველი დამიდგებოდა და თავს ვერ გავაკონტროლებდი და ხამივით ვეძგერებოდი . იმანაც გამაგიჯა რომ პრეტენზია არ ჰქონდა გახდაზე. საქმემ დამამშვიდა, იმდენი დავალება მქონდა გადავიტანე ყურადღება. რა არ გააკეთა ხმაურა იდმენი იარა დაიქანცა და ბოლოს საწოლში დაწვა. ჯერ ვიფიქრე დაიღალა და ჩაეძნათქო ,მაგრამ მივხვდი რო არ ეძინა ,მაკვირდებოდა და აზრზე არ ვარ რას ლოდა. ბოლოს რომ ვუთხარი კარი ჩაკეტილი არ მქონდა და გავაცრუე გააფთრებული გავარდა . ალბათ დაიძინა მშვიდად მე კიდე გავატენე მთელი რამე, ბალიშს მისი სურნელი ჰქონდა შერეული,ოთახშიც იგივე არომატი ტრალებდა და როგორ დავიძინებდი... ბავშვივით ვიქცევი ,ან მისი ოთახში მოყვანა რა იყო ან საერთოდ როგორ ველაპარაკები რა მინდა .უნდა შევეშვა თორემ გამაგიჟებს , სიმშვიდეს მაგ გადარეულის გამო ვერ დავირღვევ ის უბრალოდ ერთობა მე კიდე არ მცხელა თამაშისთვის . ^^^ მიშო___ აკო ცოლს შეურიგდა, რესტორანში აღნიშნავდნენ . ძალიან კარგი წყვილია. ადრე ღრმა ბავშვობაში მახსოვს ეს ორი ,ძალიან უყვარდათ ერთმანეთი,გამიხარდა რომ შერიგდნენ. რესტორანში ვიყავით ყველანი .ბიჭებთან ერთად ვიჯექი , როგორ არ ვცდილობ მაგრამ ისევ ისე ვეღარ ვცხოვრობ. კვირა გავიდა რაც ანაბელი არ მინდახავს და მგონია რომ მთლიანად დავცარიელდი . საშინლად მენატრება ლინდა ,მინდა ჩავიხუტო და მისი სასიამოვნო სურნელი შევიგრძნო,პაწაწინა თითები დავუკოცნო. ეს ოხერი სიამაყე , რამდენჯერმე გადავუხვიე გზიდან ,თითქმის ყოველ დღე ქალქაში ვბორიალობ მაგრამ იქეთ ვერ მივდივარ. რაღაც მაკავებს , მეშინია ? ხო მეშინია რომ უარს მეტყვის ,ჩემს გრძნობას ვერ მიიღებს. შეეშინდება ბრძოლის, ვიცი რაღაც საშინელი მოხდა მის ცხოვრებაში და ეშინია . არ ვიცი რა ვიღონო,ერთი ვიცი სისულელეა იმის ფიქრო რომ დავივიწყებ,რომ უბრალოდ მასთან გატარებული ერთი თვე იყო და სხვა არაფერი. -მშკა შენი მობილურია მგონი- ალექსმა მომაწოდა მაგიდაზე სიგარეტთან ერთად დადებული მობილური . უკვე აღარავინ რეკავდა. მიყოლებით იყო ხუთი ზარი ანაბელის ნომრიდან. შემეშინდა, ცხოვრებაში პირველად შემეშინდა რომ რაღაც უჭირდა. ვურეკავდი არ იღებდა. შეტყობინება მოვიდა მხოლოდ ერთი სიტყვა და შემდეგ ყველაფერი გაიყინა. „მიშველე“ -რა მოხვა მიშ.. მიშიკოო. მშკა კარგად ხარ ..სად მიდიხარ შე ჩემა - ეგრევე გამომყვა ბექა . ალექსი და დაჩიც გამოვიდნენ. -სად მიდიხართ ტო - რეზი მოცეკვავეებს გამოეყო და დაგვედევნა. მანქანაში ჩასკუპდნენ ყველანი საჭესთან მე ვიჯექი ,ხმას ვერ ვიღებდი - სად მიდიხარ ოეე მიშკაა -ანაბელთან ... რაღაც ხდება -კაი ტო რა უნდა ხდებოდეს - რეზი დამშვიდებას ცდილობდა მაგრამ ტვინი ვერაფერს აღიქვამდა, მხოლოდ გზის სემცირება უნდოდა. მანქანა რომ დავინახე ეზოში გული გამიჩერდა. როგორ შევედი სახლში არ ვიცი,ვიცოდი ბიჭებიც მომყვებოდნენ უკან და მისაღებში მყოფ სამ გორილას ყურადღება არ მივაქციე . კიბე ავირბინე, ზემოდან მოდიოდა ხმაური საძინებელში შესვლამდე ბავშვის ტირილის ხმა უკვე გამაყრუებლად ისმოდა, ამას მსხვრევის და გინების ხმაც ემატებოდა. ოთახში შევაბიჯე და სისხლი ამიდუღდა , გავცოფდი! ანაბელი იატაკზე ეგო ,სისხლიანი ბავშვისკენ იხედებოდა და ხელს იფარებდა სახეზე . ის კი ფეხს ურტყამდა და აგინებდა . არ მახსოვს როგორ გადავლახე მანძილი ოთახის ბოლომდე , ბრაზისგან უნდა დავცლილიყავი. მხოლოდ მაშინ გამოვფხიზლდი და ვიგრძენი წამიერი ცხოველური შვება როცა მისი ტუჩიდან სისხლმა იდინა . ხელი მომიქნია ,რომ დამარტყა უფრო გავცოფდი . მინდოდა ისე დასახიჩრებულიყო რომ მოძრაობაც შეეწყვიტა. ცხოველურ ინსტიქტს ანაბელმა სძლია, გონება ჩაირთო და გამახსენდა როგორ იყო .სწრაფად მოვშორდი იმ ლეშს და ანაბელთან მივედი.უკვე გონზე აღარ იყო , ბავშვი ისევ ტიროდა. ანაბელი ხელში ავიყვანე მეგონა გული გამიჩერდებოდა, ვერ ვუყურებდი იმდენად იყო ნაცემი ,სუნთქვაც კი შენელებული ჰქონდა. კიბე ჩაირბინე . ბიჭებს ის სამი გაეფინათ ,რომ დამინახეს მშორდნენ -ბავშვი წამოიყვანეთ ... ზემოთაა - იქ აღარ გავჩერებულვარ მანქანაში ჩავჯექი და წავედი. რამდენიმე წამში საავადმყოფოს დერეფანში მივრბოდი ანაბელი ისევ არ რეაგირებდა. შემდეგ ექიმებმა გამომტაცეს ხელიდან და მაიძულეს დერეფანში დავრჩენილიყავი. მალე მოვიდნენ ბიჭები მხოლოდ დაჩი არ ჩანდა -ბავშვი ..ლინდა სად არის? -დაჩის ჰყავს ნუ ღელავ სახლში წაიყვანა ,კარგადაა ბავშვი . ანაბელი ? -ექიმებმა წაიყვანეს -შევიშლები ტო .. ვინ იყვნენ ის ზემოთ ქალს სცემდა ისინი ქვემოთ ელოდნენ? - ალექსი ცოფებს ყრიდა. მე კი საერთოდ არაფერი მესმოდა. ერთადერთი ანაბელის ნახვა მინდოდა ,მისი სუსტი სხეულის ჩახუტება მეტი არაფერი. სხვა დანარჩენს მერე მივხედავდი. დერეფანში ქეთო გამოჩნდა ,სწრაფად მოირბინა ჩემთან -რა მოხდა ... მიშკა -სახლში სამი კაცი იყო ერთ-ერთმა ცემა - ბექამ უპასუხა ჩემს ნაცვლად -მიაგნეს ... ბავშვი ბავშვი სად არის? -დაჩის ჰყავს... შედი გთხოვ ნახე როგორაა მე არ შემიშვებენ -ახლავე... კარგად იქნება ვიცი კარგად იქნება - ოთახში შევიდა და ისიც არ გამოსულა დიდხანს . მერე ექიმთან ერთად გამოვიდა -სასტიკადაა ნაცემი, მრავლობითი დაბეჟილობა, სისხლჩაქცევები აქვს. როგორც ჩანს თავი დაარტყა ტვინის შერყევაც აქვს ...საერთო სურათი სტაბილურია სიცოცხლესთან შეუთავსებელი ნიშნები არ აღინიშნება . ვალდებულნი ვართ პოლიცია გამოვიძახოთ -პოლიცია? და რას იზამენ გირაოს გადაახდევინებენ? - რეზის ხმა გავიგე ,მე კი პალატაში შევედი . ეძინა, სახე გაეწმინდათ სულ დაწითლებული და შეშუპებული ჰქონდა, ხელებზეც ნაკაწრები და ჩალურჯებები . სავარძელზე დავჯექი ერთხანს სუნთქვაშეკრული ვუყურებდი შემდეგ მისი ხელი ჩემსაში მოვიქციე და ფრთხილად ვაკოცე . არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავი იქ ,ექთანი შემოვიდა რაღაც შეამოწმა და გავიდა. შემდეგ თვალები გაახილა ,მისი ცისფერი თვალები სევდას და ტკივილს ასხივებდნენ. რომ დამინახა თვალები აემღვრა -მიშო...- ხმა თითქმის დაკაგრული ჰქონდა. თმაზე გადავუსვი ხელი და შუბლზე ვაკოცე -ჩშ..ყველაფერი კარგად იქნება დამიჯერე . -ლინდა..ჩემი პატარა სად არის მითხარი რომ არ წაუყვანია... -ნუ ღელავ ჩემმა მეგობარმა წაიყვანა ,მასთანაა .კარგადაა ის მიხედავს -ისინი ნახე ... ანუ სანამ წავიდოდნენ მანამ მოხვედი? ტუჩი - გახეთქილ ტუჩზე მომადო ხელი- იჩხუბე? შენ ..მაპატიე მე არ უნდა დამერეკა მაპატიე არ უნდა გამეხვიე შარში -კიდევ ერთ სიტყვას იტყვი და გეფიცები პასუხს არ ვაგებ -მიშოო.. -შეიძლება? - ბექამ შემოყო კარში თავი და გაიცინა, ამ კაცზე ვგიჯდები ის რო არ იყოს რა მეშველებოდა. ბავშვი ეჭირა ხელში და იკრიჭებოდა სულ დაავიწყებდა ადამიანს ყველაფერს- ბავშვმა მითხრა დედაჩემთან წამიყვანე დაჩის სიფათის ყურება არ მინდაო -ჩემი პატარა... დე -მომყავს დედიკო აი - ბექა საწოლთან მივიდა და ფრთხილად ჩაუწვინა მკლავებში ბავშვი -უჰ რა ძნელი ყოფილა , მეგონა დამივარდებოდა -მადლობა -როგორც კი ბავშვს მოეფერა და მისი სურნელი შეიგრძნო მაშინვე ამღვრეული თვალებით ამოგვხედა.ქეთო შემოვიდა და უფრო მოეშვა,ბექა კი გაუჩინარდა .ბიჭებთან გავედი -რა ვქნათ? სახელები იცი? პოლიციელია მოსული და რას ეტყვის -კიბეზე დაგორდა ... - მოკლედ ისე მოვაგვარე საქმე რომ პოლიციელი წაბრძანდა.ბიჭებმა კი საავადმყოფო დატოვეს. როგორც სჩანს დაჩის ლიზასთან ჰყავდა ბავშვი და დერეფანში ლიზიკო და იოანე გამოჩნდნენ -როგორ ხართ? -ბავშვი სად არის? -ანაბელთან არის. მადლობა ყველაფრისთვის -ბავშვს აქ ხო არ დატოვებთ ... ჩვენ წავიყვანთ ხო იცი გამოცდილება მაქ და არ შეგეშინდეს ნატა და ლიზაც დამეხმარებიან პრობლემა არ იქნება . -მადლობა იოანე. ჯერ აქ იყოს და მერე წაიყვანეთ .შევალ დაველაპარაკები - პალატაში შევედი. ქეთო გარეთ გავიდა , ბავშვს ეძინა -ბავშვს აქ ხო ვერ დაიტოვებ. ჩემი მეგობარი წაიყვანს, დამიჯერე უსაფრთხოდ იქნება იქ .კარგად მოუვლიან სანამ აქედან გახვალ -მე მერიდება... ქეთას არ სცალია თან ვერც მიხედავს და -დამიჯერე იმას გამოცდილება აქვს და ნუ ღელავ კარგი? ხომ იცი ლინდას საფრთხეს არასდროს შევუქმნი -კარგი ... -ბავშვს აკოცა .ავიყვანე მეც ვაკოცე პატარა ქალბატონს და დერეფანში გავიყვანე. ლიზამ გამომართვა -პატარა პრინცესა ,როგორი ლამაზია -კაგრი ჩვენ წავალთ. თუ რამე დაგჭირდება დამირეკე -მადლობა იო -მეორედ აღარ მითხრა ეგ - მხარზე ხელი დამადო და მერე წავიდა. მე ისევ პალატაში შევედი , ანაბელს ეძინა წამლის ზემოქმედების ქვეშ იყო. ^^^ იოანე__ სახლში ვიყავით დაჩი რომ შემოვიდა ბავშვით ხელში. ლიზას თვალები გაუფართოვდა -ჩემი არ არის ნუ გეშინია - ჩაიცინა დაჩიმ და პატარა ქალბატონს დახედა- მიშკას მეგობრის შვილია და ვერავინ გავიხსენე ვისაც ბავშვის მოვლის გამოცდილება აქვს - საწყალი თვალებით შემომხედა -რას მიყურებ კატის თვალებით, რამდენი ხანია ბავშვისთვის არ მომივლია,მომენატრა - გავიცინე და პატარა ქალბატონი ხელში დავიჭირე- სულ ციცქნა ყოფილა ,რა ხნისაა? -მგონი ორი თვისაა არ ვიცი ! - ძალაგამოცლილი ჩაესვენა სავარძელში. სულ არ შემიმჩნევია მე არაფერი ლიზას წამოკივლება გავიგე და შევბრუნდი მისკენ . სახეზე უსვამდა ხელებს -იჩხუბე? ღმერთო რას გიგავს სახე, ტუჩი წარბი ... რა მოხდა დაჩი? ხელებიც სულ სისხლიანი გაქვს -დამშვიდდი, დაჯექი ყველაფერი რიგზეა . არ მტკივა -რა არ გტკივა ,რა არ გტკივა კანი აღარ გაქ ხელზე შერჩენილი ტუჩი როგორ გაუხეთქიათ= სიცილს ვერ ვიკავებდი ბაჭიას სიტყვებზე. დაჩისაც გაეცინა ხელი მოხვია და ჩაეხუტა -ჩემი პატარა... ნუ ნერვიულობ გოგო . მე რამდენჯერვ ვიჩხუბებ შენ ასე უნდა იყო სულ? -გამიშვი ხელი... ვის ეჩხუბე რა მოხდა გამაგებინე რა ან ეს ბავშვი ვისია -გრძელი ამბავია, პროსტა ამ ბავშვის დედას პრობლემები აქვს . ახლა ნაცემი წევს საავადმყოფიში ,ჩვენ რომ მივედით უკვე ცუდად იყო იქ რამდენიმე ყმაწვილის გალამაზება მოგვიხდა. ბავშვი მე წამოვიყვანე, ბიჭები მშკას გაყვნენ საავადმყოფოში -ეს როგორ ქალი სცემეს? ისე რომ საავადმყოფოშია? საბრალო ბავშვი -არ იტირო ახლა რა ... აუ ლიზა კაი რა - ისევ ცაეხუტა და ლოყაზე აკოცა -ლიზიკოო -კარგი ხო . წავალ სპირტს და ბამბას მოვიტან- უცებ გავარდა და მალევე დაუმუშავა ჭრილობები ,თან ისე ფრთხილად აკეთებდა დაჩის ეღიმებოდა. ბავშვი საძინებელში ავიყვანე და საწოლზე დავაწვინე. შემდეგ კი წაიყვანა დაჩიმ დედამისს ვაჩვენებ და მერე მოვიყვანო . მოკლედ რამდენიმე საათში უკვე ლიზიკოს ეჭირა ხელში . ნატას და ლიზას დავუტოვე სახლში მე კი მაღაზიებში გავედი რამდენიმე წყვილი ტანსაცმელი , საჭირო ნივთები, ფაფები და საფენები ვუყიდე. გავიხსენე ძველი დრო. დავბორიალებდი ბავშვის განყოფილებაში და მახსენდებოდა როგორ მივყვებოდი მამას ლიზიკოთი ხელში, ტანსაცმელების სექციაში . აზრზე არ იყო რა უნდა ეყიდა, თავზე ნერვიულად ისვამდა ხელს, მერე ჩემს ხელში მოქცეულ ბავშვს დახედავდა და იმ უზარმაზარ ზედას დადებდა. ისეთი პატარა იყო ლიზიკო სულ პაწაწინა სამოსი სჭირდებოდა. ბოლოს გამყიდველი დაგვეხმარა მამას რჩევები მისცა, თეთრეული, ბოდეები, ტანსაცმელი ყველაფერი აარჩევინა. სახლში რომ დავბრუნდით მერე გაახსენდა რომ ბავშვი მშიერი იყო. ფაფაზე გაქიცა , ერთი საათი კითხულობდა ინსტრუქციას. ძლივს მოამზადა ,ბოთლი სულ მოთქვარა . უჭირდა ჭმევაც, თანდათან შეეჩვია . მერე უკვე ერთ ხელში ბავშვი ეჭირა მეორეთი აუთოებდა მის ტანსაცმელს, საკუთარი ხელით ბანდა და ეს იყო ყველაზე დიდი პრობლემა, რომ დაასრულებდა გვეგონა დიდი ტვირთი მოგვშორდა. თავიდან ვერაფერს ვაკეთებდი. მე როგორ მანდობდა ბავშვს, ბოლოს რომ წამოიზარდა დაკვირვების შედეგად იდი ცოდნა მქონდა და მეც ვეხმარებოდი სანამ სამსახურში იყო მანამ კი ბავშვთან ერთად დადიოდა შეხვედრებზე, მეც სად უნდა დავეტოვებინე, ვიჯექი კუთხეში და ვუყურებდი როგორ ხსნიდა ნახაზის გეგმას აცნობდა ინვესტორებს რაღაც დეტალებს, მერე ბავშვი იტირებდა ფაფას აჭმევდა და თან ლაპარაკობდა. ყველა გაოცებული იყო , მამაჩემისგან არავინ ელოდა ამას. დადიოდა ჩვეულებრივზე მეტად სახემოღუშული, შავებში გამოწყობილი ,გრძელი წვერით, თმაარეული და ხელში პატარა გოგონა, გვერდით ატუზული პატარა ბიჭი და სხვა არავინ. იმასაც კი ფიქრობდა რომ სახლის მოვლას ვერ შეძლებდა, ეკონომიური მდგომარეობაც არ უწყობდა ხლელს, კრიზისი იყო. რამდენჯერ დამინახავს ჩვენ რომ გვაჭმევდა და მოგვივლიდა თვითონ ერთ ნაჭერ პურს აიღებდა და თან საქმეს აკეტებდა. დილით ჩაეძინებოდა და ისევ სამსახურში უნდა წასულიყო. ეს ყველაფერი დაახლოებით რვა თვემდე გაგრძელდა მერე უკვე მოძლიერდა ჩემი გოგო და მეც შემეძლო მისი მოვლა.თავიდან ეშინოდა ჩემთვის დატოვება ,ბოლოს რომ დააკვირდა მიხვდა კარგად ვუვლიდი და იმდენად აღარ დარდობდა.... სახლში შევედი და რას ვხედავ . ბავშვი სალომეს უჭირავს , ნატას და ლიზას მისთვის დაუტოვებინათ ატირებული გოგონა და ვერაფრით აჩერებდა. ბერდია იდგა და უყურებდა -იდიოტო მოძებნე ის ორი თორე გავგიჟდები ... არ იტირო რა პატარავ ,გთხოვ ნამცეცა შენ ხო კარგი გოგო ხარ . -ნუ არყევ ეგრე ბავშვს არ შეიძლება -ვერ ვაჩერებ ადამიანო აბა რა ვქნა. ასე კარგად თუ იცი გამომართვი -არ ჩერდები და როგორ გამოგართვა- წინ აესვეტა . სალომე თვალების ფახუნით უყურებდა. ბერდომ ბავშვი გამოართვა , დივანზე დაჯდა და გულზე მიიწვინა. ზურგზე უსვამდა ხელს და ისიც გაიტრუნა -ღადაობ? შანსი არაა. მეჩვენება შენ როგორ გააჩერე -არ ვქოთქოთებ შენსავით, ბავშვს სიმშვიდე უყვარს -რა კარგი აღმზრდელივით ლაპარაკობ ,შენა და ბერდიკო სადმე ძიძადაც ხო არ გიმუშავია? -შენ გყავს ჩემნაირი ძიძები ხო? -რა ძიძა მე რათ მინდ.. იდიოტო ! -აბა ბავშვებო რა ხდება ?-შევაჭერი ოთახში და პარკები დივანზე დავაწყვე -გადარია ბავშვი -როგორც იქნა მოხვედი იოანე. ის ორი აორთქლდა მგონი თავიანთ ბიჭებს უვლიან მე რა ვიცი . გავიდნენ და აღარ მოვიდნენ. დამტოვეს ამ გორილასთან ... ტიროდა და უშველე რამე რა ალბათ შია რა ვაჭამოთ? -რა უნდა აჭამო .. შენ ალბათ გგონია რომ სალაწიკს შეჭამს - ბერდიმ ჩაიბურდღუნა და გადარია სალომე -შენნაირი ტვინნაკლული არ ვარ -ღმერთო გალანძღვა უნდა და ოდნავ შესაფერისსაც კი ვერაფერს იგონებს ... - წამოიღეთ ეგენი რა ჩემ ოთახში -შენთან დააწვენ? -აბა ღამე რო გაიღვძებს რომელი მიხედავს ამას მითხარი ერთი -კარგი ხო მართალია . -სხვენიდან ლიზას საწოლს ჩამოვიტან და იქ დავაწვენ .- ბავშვი საწოლზე დავაწვინე. გამოსაცვლელი ჰქონდა . ამიტომ ამოვალაგე ყველაფერი და ფრთხილად გავხადე პაწაწუნა შარვალი -კიდე ვერ ვუჯერებ თვალს რომ შენ აკეთებ ამ ყველაფერს ... სულ მეგონა ლიზა აჭარბებდა -შენნაირი უმაქნისი ხო არ იქნება -ისე ლაპარაკობ ვითომ შენ შეგეძლოს ბავშვის მოვლა -შეგახსენებ რომ ცოტა ხნის წინ მე გავაჩუმე -დიდი ამბავი ,იმხელა ხარ თავისუფლად იგრძNო ბავშვმა თავი და გაჩერდა -ისე თუ გაჩუმდებით ცოტა ხნით და არ გადარევთ ბავსვს კარგი იქნება- მშვიდად გავხედე და ორივე გაჩერდა. ბავშვი ხელში დავიჭირე და ოთახიდან გავედი. ფაფა მოვუმზადე, ბოთლში ჩავასხი და ხელზე დავიწვინე . შიოდა და ისე უცებ შეჭამა ერთი ბოთლი მეორეს მომზადებაც მომიხდა, ისიც შეჭამა ნახევრამდე და შემდეგ ჩაეძინა. ტუჩები მოვწმინდა და შუბლზე ვაკოცე. მომნატრებია პატარა ბავშვი, დავიტოვებ თუ რამე . -რა ციცქნაა -ოჰ მოხვედით ქალბატონო? სად იყავით ორივე... უფრო სწორად ის ორნი სად არიან -ნივთები ჭირდებოდათ ანაბელისთვის ვიყიდეთ და მერე მივუტანეთ -როგორაა? -ხვალ გამოწერენ .იოანეე ისინი იმათ ეძებენ და მეშინია იცი?- ლიზა მომიცუცქდა და მხარზე თავი დამადო -ნუ გეშინია ...მიხედავენ ისინი თავინთ საქმეს .არც კი გაბედოთ ჩარევა და გამოხტომები არ დაშავდე და რამე არ დაგემართოს..ნუ დაპანიკდებით. მიშკას ჭირდება მათი დახმარება და ისინი ერთად მიხედავენ ყველაფერს,თუ რამე და მე და ჩემი ბიჭებიც მათთან ვართ ასე რომ ხმა არ გავიგო ამ თემაზე -ნუცამ გაიგო ეგ ამბავი ... -შენმა დეიდაშვილმა რომელმაც არ დამდო პატივი და არ მოვიდა აქ ხო? -დაკავებულია.. სამსახური დაიწყო.. ბინა იყიდა ის უნდა მოეწესრიგებინა.. -კარგი ნატა ნუ მიხსნი .. მერე რაო -როგორც აღმოჩნდა ისევ ქმარია ის კაცი და სარჩელს ამზადებს გაყრისთვის .. მიშკამ დაურეკა და მოკლედ ის მოაგვარებს რა . თუ რამე კანონთან პრობლემა არ შეექმნებათ -ხო მსმენია ნუცაზე ... ამბობენ მაგარიაო -ყველას ეშინია მაგის და ვერ ვხვდები ასეთს რას აკეთებს, არადა სულ არაა ეგეთი - სალომემ თქვა და ნატას ჩაეხუტა- აუ დავიღალე ნატუს. ჩემი ბედოვლათი ძმა როდის მოვა , მეზარება ახლა ტაქსებით სიარული -აქ დარჩი , ქეთა ისედაც საავადმყოფოშია და მარტომ რა უნდა აკეთო -მიხედეთ ტავს.. არ გაუბეროთ და ბავშვი არ შემიწუხოთ. ზემოთ ავიყვან მე -საწოლი ჩამოვიტანო? - ბერდო წამოდგა -აუ ხო რა ...ლიზა აჩვენე სად არიც და ჩამოიტანს -მარტო? -მოერევა ნუ ღელავ ... საძინებელში შევედი და ბავშვი საწოლზე დავაწვინე. მშვიდად ეძინა, თავისი საბანი გადავაფარე და საწოლზე ჩამოვჯექი. ისეთი ციცქნაა , როგორ შეიძლება მშვიდად არ იყოს დედიკოსთან ერთად. იმედია ყველაფერს მოაგავრებენ. არ მინდა ჩავერიო , არც მაგდენად ახლო ურთიერთობა გვაქვს, თუ დავჭირდები იციან რომ ჩემი იმედი უნდა ჰქონდეთ. პატარა ბავშვებიც არ არიან. ბერდოს საწოლი შემოვატანინე, გოგონებმა გაასწორეს, გაწმინდეს და ბავშვი იქ ჩავაწვინე. შემდეგ საწოლზე დავწექი, ლეპტოპი ავიღე და დარჩენილ საქმეებს გადავხედე. ბოლოს თვალები დავხუჭე და მაშინვე ქეთას მზერა დამიდგა თვალწინ,საავადმყოფოში სულ რამდენიმე წამით შევხვდი ისე მიყურებდა ძლივს შევიკავე თავი,მაგრამ საკმარისია ჩემი ნაბიჯები ,ერთხელ უნდა მოეგოს გონს უნდა გაიზარდოს და გაიაზროს რა არის სიმართლე და რა სიცრუე. ^^^ -ჰაიი ფიფალ .. რა ხდება ხომ ვერ მეტყვით? ბექა არ მპასუხობს სად არის ვერ გავიგე - მაკო შემოვიდა და დაიწყო მაშინვე -ერტად არიან ბიჭები საქმეზე -როგორ ხარ ბერდო? -კარგად გმადლობ , შენ? -მეც კარგად . -უი მართლა ბათუმ დამირეკა მოვალ სალო რომ იქნებაო და დავურეკო?- უცებ ვტქვი და დავინახე როგორ შეეცვალა გამომეტყველება ბერდოს . სალომეს სულ არ გაუმახვილებია მაგაზე ყურადღება -დაურეკე - უბრალოდ მითხრა და კარის გასაღებად წასულ ბერდოს გახედა. მერე მივხვდი რატო იყო ასე, როცა რუსკა დავინახე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.