შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიზმრის ქურდი (თავი V)


23-07-2016, 10:47
ავტორი ნეპტუნიელი
ნანახია 1 606

ისევ ახალი სიზმარი. ეპიზოდები კადრებად მეჩვენება. კარგად ვერც კი ვარჩევ.
შავ პიჯაკში გამოწყობილი მაღალი კაცი, მისი სახე არ ცანს, მხოლოდ ზურგს ვხედავ. იქვე მეორე კაციც დგას, მის მხოლოდ შავ სილუეტს ვხედავ. ამ დროს ყურში საზარელი, თოფის გასროლის ხმა ჩამესმის. მაღალი კაცის განწირული ბღავილი და მეორეს- საზიზრარი სიცილი. აქ კიდევ რაღაც ხმებიცაა, ვერ ვარჩევ რისია?! მგონი საათის წიკ-წიკიც მესმის. თვალწინ დიდი მრგვალი საათი მეშლება, რომლის ისრებიც 6 სთ აჩვენებს. შემდეგ ეს ყველაფერი ერთმანეთში ირევა და კვლავ მეორდება, უბრალოდ ახლა უფრო სწრაფ რიტმში.
"დაეხმარე"-მესმს ახლა ქალის ჩურჩული.
"შეცვალე ბედისწერა"-ისევ ის ხმა.
კი მაგრამ მე რა შემიძლია-ამბობს ჩემი ქვეცნობიერი, სიზმარში
"ის, უნდა გადაარჩინო"-ისევ ქალის აკანკალებული ხმა, მე მხოლოდ მის თმებს ვხედავ, შავ გრძელ თმას.
და მეღვიძება. თავი გაბრუებული მაქვს, გაღვიძების შემდეგ ყველაფერი ისე კარგად მახსოვს, თითქოს ეს მართლაც თავს გადამხდა და სიზმარი არც ყოფილიყოს.ყველაფერი სწრაფად ფურცელზე გადავიტანე, რომ არაფერი გამომრჩენოდა, მერე სამზარეულიში გავედი. უკვე 10 საათი ხდებოდა. ბებია სამზარეულოში ფუსფუსობდა.
-აბა, რას აკეთებს ჩემი საყვარელი ბებო?-მივეპარე და ჩავეხუტე.
-შენ გენაცვალე ბებო. იმ სალათს ვაკეთებ შენ რომ ძალიან გიყვარს!
-რომელს?! ქათმის სალათს?-დავსვი კითხვა ისე თითქოს პასუხი არ მცოდნოდა.
-კი, ქათმისას.-მითხრა და გამიღიმა.-წადი, ეხლა მოემზადე და გამოდი, ანაც გამოიყვანე და ისადილეთ.
-კაი, ბეე..-ვუთხარი და ისევ ოთახში შევბრუნდი, ანას უკვე გაღვიძებოდა და ლოგინს ასწორებდა.-ოხ, ოხ, რა გოგო ხარ! ვის ოჯახშიც შენ შეხვალ რა!!!- გადავიხარხარე და იქვე სკამზე გადაკიდებულ შარვალს და მაისურს დავწვდი.
-ზუსტადაც, აბა შენსავით ზარმაცი ვის რაში უნდა, ვინ მიგიღებს- ახლა მან გადაიკისკისა და ბალიშიგმომიქანა. მე ბალიში ოსტატურად ავიცილე და მივუახლოვდი.
-ბოდიში მოიხადე, ქალბატონო ანასტასია, მე ყველაფრის გაკეთება 10-ნზე ვიცი უბრალოდ ჩემს ნიჭებს არ ვამჟღავნებ. ისევ და ისევ შენთვის, აბა რომ დაინახავენ, შენზე უკეთ რომ გამომდის შენ ვინღა წაგიყვანს.- ვუთხარი და ყურებამდე გავუღიმე.
-ეხ, ეკა რა გეშველება რა!!!-თქვა დანანებით და მერე ისევ სიცილი მორთო.
-წამოდი, წამოდი ბევრს ნუ ლაპარაკობ... ბებიამ საჭმელი გააკეთა და გვეძახის. -ანამაც არ დააყოვნა და წამოვიდა.
სადილის შემდეგ გასეირნება, გადავწყვიტეთ. ხოდა ჩვენც იქვე ახლოს პარკში დავსხედით. საუბრით ვიყავით გართულები, როცა ანას მობილური აწკრიალდა.
-ვინ გირეკავს?-ვკითხე ინტერესით.
-არა, არ მირეკავენ, შეტყობინება მივიღე. ისე არავინ მნიშვნელოვანი.-მითხრა და გამიღიმა.
-კაი.-ვუთხარი და ბავშვებს გავხედე, იქვე რომ თამაშობდნენ. ერთ-ერთი პატარა სხვებისგან მოშორებით, იდგა, შემდეგ გამოიქცა. ზუსტად ვერ გეტყვით რამდენი წლის იქნებოდა, ალბათ 2-3 წლის იქნებოდა. გამოიქცა, თუმცა "ფეხები აებნა" და მიწაზე დაეცა. ჯერ ვერ მიხვდა, რა მოხდა... ცოტახანი გაურკვევლობით იყურებოდა, მოათვარიელა ირგვლივ ყველაფერი და როცა მიხვდა, ტირილი მორთო. ავტომატურად ფეხზე წამოვვარდი, თავიდან შემეშინდა, დავიბენი. იმ პატარასთან მივირბინე, ანაც უკან გამომყვა.
-არა, პატრა, არ იტირო!-ვამშვიდებდი, თუმცა ბავშვი არ ცხრებოდა. ხელში ავიყვანე და იმ სკამზე დავსვი სადაც სულ ცოტახნის წინ მე ვიჯექი.
-ანა, ერთი წუთით მიხედე მე მაღაზიაში შევალ...- ვუთხარი, ისიც დამეთანხმა. მაღაზიაში "სანტავიკი" და წყალი ვიყიდე. მერე გარეთ გავედი. ბავშვს ფეხი წყლით მოვბანე და ნატკენ მუხლზე სანტავიკი დავადე. ჩემს საქციელზე ბავშვი გაჩუმდა ცრემლები მოიწმინდა და ფეხს დახედა.
-მადლობა-მორიდებით და ღიმილით მითხრა.-სენ რატომ დამეხმარე? რომ არ გიცნობ? რა გქია? მე თიკა ვარ. სენ?-მის საუბრის მანერაზე გამეცინა.
-მე ეკა.-ვუთხარი და თვალებში ჩავხედე. ძალიან მეცნო, ეს ბავშვი. მერე ანას ავხედე ისიც იღიმოდა.
-სენ?-ახლა ანას მიუბრუნდა.
-მე ანასტასია,ანა-გასცა პასუხი ანამაც.
-სენ ლატომ დამეხმარე?-კითხვისნიშნია მზერა მომპყრო.
-იმიტომ რომ, თუ შეგვიძლია ადამიანები ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ.-ვუთხარი და ლოყაზე ვაკოცე. საყვარელი ბავშვი იყო.-აქ მარტო ხარ?
-ალა, მამასთან ერთად. აი იმ სუპერმალკეტში შევიდა და მე გამოვეპარე, ბავსვებთან მიმდოდა თამასი.-კალქი, ეხლა უნდა წავიდე, თოლე მამა მეჩხუბება.
-კარგი, ნახვამდის თიკა.
-კალქათ.
თიკას წასვლის შემდეგ ჩვენც მალევე დავტოვეთ ის ადგილი.
-მაინც ვინ არის ასეთი უმნიშვნელო, რომ მობილურიდან თავი ვერ ამოგიწევია?-ვუთხარი და გავაჯავრე.
-აუ, გეტყვი რა... რა სულსწრაფი ხარ?! დამაცადე ცოტახანი.
ახლა ჩემი მობილურის წკრიალი გავიგე. ნია იყო. ნია ჩემი მეორე დაქალია.
-ხო, ნია გისმენ! როგორ მოხდა გაგახსენდი.-ვუთხარი ბრაზით.-რაც ს ვაჟბატონი გიორგი, გაიცანი მის შემდეგ ათასში ერთხელ თუ გაგახსენდებით.
-აუ კაი რა ეკუ, ნუ გწყინს რა ვქნა სულ არ მიტოვებს დროს ეს ბიჭი, აი შენც ჩავარდები ბედში და მერე ვნახოთ, როგორ დაგრჩება დრო სხვებისთვის-მითხრა სიცილით.
-კაი, ხო რისთვის მირეკავ?-ვუთხარი სიცილით.
-აუ, ახლა არ მითხრა არ მახსოვსო-ბრაზიანიხმით მითხრა.
-რა უნდა მახსოვდეს? ხვალ რომელიმე ცნობილი ადამიანის ქორწილია?- ვითომ ვერ მივუხვდი კითხვას.
-აუ, ეკა ხვალ დაბადებს დღე მაქვს, ესე უცებ როგორ დაგავიწყდა?!
-ხო კაი, გაგეხუმრე არ დამვიწყებია. -ვუთხარი სიცილით.
-მისმინე ხვალ 5-სთზე გამოდით შენ და ანა ჩემთან. და წესივრად ჩაიცვი, ჯინსებით არ მოხვიდე. ბევრს ვპატიჯებ, რესტორანში ვიხდი. ჩემთან გამოდით და გიორგი გაგვიყვანს რესტორანში, კარგი?
-კარგი, შენიშვნა მიღებულია-გავიცინე და ყურმილი დავუკიდე. ანას ყველაფერი მოვუყევი და სახლში დავბრუნდი. ოთახში შესულს ჩემი დაწყებული ნახატი მომხვდა თვალში, რომელიც არ დამიმთავრებია. მივუჯექი ესკიზს და საღებავები და ფუნჯები მოვიმარჯვე, ნახატი იმაზე კარგი გამოვიდა ვიდრე ამას წარმოვიდგენდი.


---------------------------------------------------------
გამარჯობათ, ბავშვებო. გუშინ ვერ მოვიცალე და ვერ დავდე, ამისთვის ბოდიშს გიხდით, თუმცა გპირდებით რომ შემდეგი თავი ბევრად კარგი იქნება, ასევე მოზრდილიც, გამიზიარეთ თქვენი აზრები ისტორიასტან დაკავშირებით. ყველას მადლობა წინასწარ.



№1  offline წევრი რიტა

აუუ რა პატარა იყო არ მეყოოო... კარგია გააგრძელე და გაზარდე თავები. ნუ აგვიანებ. ახალ თავს ველოდები. წარმატებებიი...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent