დრო (ეპილოგი)
ბავშვებო, კიდევ ერთხელ მინდა თითოეულ თქვენგანს მადლობა გითხრათ იმის გამო, რომ მომყვებოდით, კითხულობდით, აზრს გამოთქვამდით... შემიყვარდით, მიგეჩვიეთ არც კი ვიცი, როგორ გავძლებ ამ ყველაფრის გარეშე.. იქნებ რაიმე ისტორიის მოფიქრებაზეც კი დავფიქრდე )) რაც შეეხება, ჩვენს ურთიერთობას, დღემდე ვერ მოვახერხე ნახვა მას მერე, ხან იმას არ სცალია, ხან მე, ბევრჯერ ჩაგვეშალა დაგეგმილი და ბოლოს შევთანხმდით, რომ შევეშვათ ყველაფრის დაგეგმვას და ერთხელ, სპონტანურად წავიდეთ სადმე... არ ვიცი ეს როდის მოხდება, მოხდება თუ არა, შეიცვლება თუ არა რაიმე....გპირდებით, თუ რაიმე განსაკუთრებულად შეიცვლება, აუცილებლად დავწერ მეორე ნაწილს და მოგიყვებით, მანამდე კი არ მინდოდა ისტორია დაუსრულებლად მიმეტოვებინა და ოპტიმალურ ვარიანტად ჩავთვალე, რომ ჩემთვის სასურველი, სანატრელი და ბედნიერი დასასრული შემომეთავაზებინა თქვენთვის )) იმედს ვიტოვებ, რომ მოგეწონებათ <3 სიყვარულით.... ეპილოგი ბევრჯერ მიფიქრია იმაზე, როგორი უნდა ყოფილიყო ჩვენი ამბის დასასრული... მახსოვს მე და გვანცა ჯერ კიდევ ძალიანპატარებივიყავით, როცაპირველადმოგვაფიქრდაესხუმრობა: როცადავქორწინდებით, მხოლოდიმშემთხვევაშიგავეყრებითქმრებს, ერთმანეთთანთუარიმეგობრებენო, ვერაფერსიტყვი, „ქვისგამხეთქავი“ არგუმენტიგვქონდამომზადებული... ალბათბედისირონიაა, ანიქნებწინასწარგანზრახულ–განჭვრეტილიდა „გაჩალიჩებულიც“ კი, რომსწორედისეთიადამიანებიშეგვიყვარდა, ვინცჩვენიზედმეტიმცდელობისგარეშეცკარგადმოახერხებდადამეგობრება–დაძმაკაცებას. ვერასდროს, ვერც ერთ გეგმაში, ოცნებაში, წარმოდგენაში ვერ ვიფიქრებდით ისეთ იდეალურ ეპილოგს, როგორიც სინამდვილეში მოხდა.... ძლივს მოვიშორე გაბრიელი თავიდან, სულ იჭყიტება ლეპტოპში და ცდილობს ცალი თვალით მაინც მოჰკრას თვალი იმას, თუ როგორ აღვწერ ჩვენს ამბავს... –სწრაფად მოემზადე.–მითხრა. –დღეს ხომ აგარაკზე ავდივართ, გველოდებიან უკვე გვანცა და სანდრო. –აი, ბოლო აბზაცს ვამთავრებ და მოვდივარ.– გავუღიმე. მომიახლოვდა, მაგრად ჩამეხუტა და შუბლზე მომაკრო თბილი ტუჩები. თვალები მიმელულა სიამოვნებისგან... დღესაც ისევე მსიამოვნებს მისი შეხება, როგორც მაშინ პირველად, სამსახურში, მალულად..... ისევ ვგრძნობ მუცელში ქარიშხალს... –დეეე, მალე რაა, ალექსი მელოდებაა.–გიჟივით შემოქანდა დათუნა, ანთებული მზერა მომაპყრო და სასაცილოდ ჩამოიფხატა ქუდი თავზე, რითაც სრული მზადყოფნა გამოხატა წასასვლელად. –რა გაეწყობა?–ვნებდები. ფაილს ვინახავ და მათთან ერთად გავდივარ სახლიდან. მთელი გზა ენას არ აჩერებს დათუნა, ერთი სული აქვს როდის ჩავალთ, მე და გაბრიელი ვუსმენთ მის საყვარელ ტიტინს და ერთმანეთს ვუღიმით... სიდინჯით მამას ჰგავს, აქტიურობით მე, თვალები კი–დიდი, შავი თვალები აქვს, მისნაირი... სახელსაც მისას ატარებს და ვგრძნობ, როგორ ცოცხლობს ჩემი მამიკოს ნაწილი მასში.... გვანცა როგორც ყოველთვის ჰამაკშია, ისეთი სასაცილო და საყვარელია, გაბერილი მუცლით, ხელში სამიოდე კილოგრამი ალუჩით სავსე პარკი უჭირავს და ეჭვი მაქვს, სულ უპირებს შეჭმას, ირწევა ჰამაკში, შიგადაშიგ მუცელზე ხელს ისვამს ღიმილით და თან ალექსს დამალობანას ეთამაშება. დიახ, დამალობანას! ფეხზე წამოდგომის გარეშე! ეს ხომ გვანცაა.... სანდრო თითქოს გაბრიელის ასლიაო, მასავით დინჯი, მშვიდი ნაბიჯებით გვიახლოვდება, გვესალმება და უკვე სამსახურის საქმეებზე იწყებენ გაცხარებულ საუბარს. მობეზრებული ვიქნევ თავს აქეთ–იქით.. –ამათ არაფერი გამოასწორებს ხო?–ვეკითხები გვანცას. –არა, რა თქმა უნდა.–მპასუხობს სიცილით და სიყვარულით სავსე მზერას აყოლებს ეზოში მორბენალ ბავშვებს, ისე ეხუტებიან ერთმანეთს, თითქოს შვიდი, საათი კი არა წელია არ უნახავთ ერთმანეთი... ბიჭებიც მოდიან ჩვენთან და სანდრო ახლაღა ამჩნევს ჩემს ლეპტოპს. –ისევ წერ?–მეკითხება დაინტერესებული, თუმცა გაბრიელისგან განსხვავებით, არ ცმუკავს, არ იჭვრიტება და ოლიმპიური სიმშვიდით ელოდება მის დასრულებას. –რა ეტაპზე ხარ?–მკითხა გვანცამ. ვერაფერი ვუპასუხე, ეზოს თვალი მოვავლე, დავფიქრდი, რამდენი რამე გამოვიარეთ, გადავიტანეთ, ტკივილი, სიხარული, იმედგაცრუება, დაშორება, შერიგება, რამდენჯერ ვირბინეთ მე და გვანცამ ისევ საფლავზე, ვთხოვეთ, მივენდეთ, დავუჯერეთ, დაგვლოცა და მოხდა სასწაულიც! შევრიგდით! დავქორწინდით ზუსტად ისე, როგორც გეგმაში გვქონდა, მოულოდნელად, ბათუმში, ყვავილების გვირგვინებით... ჩვენზე ნაკლები მეგობრობა არც გაბრიელს და სანდროს აქვთ... უსაზღვრო ბედნიერების ღირსი გავხდით–დათუნა და ალექსი დაიბადნენ.... ვერაფრით მორიგებულან გვანცა და სანდრო, მეორე ბიჭი ეყოლებათ თუ გოგო.. ეშმაკურად გვეცინება მე და გაბრიელს, მხოლოდ ჩვენ ვიცით, რომ: ორივე! ტყუპებს ელოდებიან, თუმცა ექიმის „მოსყიდვის“ შედეგად, დღემდე სიურპრიზად ვინახავთ ამ ფაქტს... ყოველდღე, ყოველ წუთს, უფრო და უფრო მეტად ძლიერდებოდა ჩვენი სიყვარული... ავიხდინეთ ყველა ოცნება და სურვილი, ერთად! მეამაყება, რომ დავაფუძნეთ ჩვენი TNDA (საქველმოქმედო ფონდი) და უკვე მრავალ ადამიანს გავუწოდეთ დახმარების ხელი.... და აი ახლა აქ ვართ, ჩვენი ოცნების სახლში ვისვენებთ, ჩვენი შრომით და დიდი სიყვარულით შეძენილ საერთო პატარა აგარაკზე და ვტკბებით ჩვენი მიღწეულით... ჩვენ ერთად ვართ, ერთ-სულ, ჩვენს სახლს ოთხი თბილი კარი აქვს - ჩვენი გულები... ხეხილს სიყვარულის სუნი ასდის ... მზე ოთხივეს შვილებივით გვეფერება , თუმცა მალე მიეფარება და მთვარე შეასრულებს მის ფუნქციას.. ჩემი და გვანცას სიყვარულის გამზიარებლები ხომ ისინი იყვნენ ყოველთვის.. ჩვენ ოთხს გვჯეროდა იმის, რისიც ახლა ხდება... რეალობაში გვანცას ხმა მაბრუნებს.. „გავა დრო და მოვუყვებით შვილებს“... – ღიღინებს... მივხვდი, მაგრამ ვერ გამოვუტყდი, რომ ვერ ველევი წერას, ეს ხომ ის ამბავია, რომელიც მოყოლად ნამდვილად ღირდა... თუმცა დღეს საკუთარ თავს პირობა მივეცი, რომ მხოლოდ იმ რეაქციასღა დავწერ, რაც გაბრიელს ექნება, როცა გაიგებს, რომ უახლოესი 9 თვე ისევ მოუწევს ჩემი კაპრიზების ატანა, მერე კი დავასრულებ ამ ამბავს და გეტყვით, რომ გჯეროდეთ სიყვარულის, რომელიც მხოლოდ ერთხელ მოდის ცხოვრებაში, გჯეროდეთ და გაუფრთხილდით, ხელი მაგრად ჩაჰკიდეთ და არ გაუშვათ, თუმცა ასეც რომ მოხდეს არ იდარდოთ, ნამდვილი სიყვარული ყოველთვის იპოვის თავის გზას, დაბრუნდება და გაგაბედნიერებთ, ისე, როგორც ჩვენ ოთხი გაგვაბედნიერა, იმიტომ, რომ ის ნამდვილია და მხოლოდ მას აქვს ამის ძალა! ბევრი ვიფიქრე, რატომ დავარქვი თავიდანვე ისტორიას დრო, ახლა მივხვდი, ეს არაა სრული სათაური, ის ასე ჟღერს: დრო–მ მხოლოდ სიყვარული დაინდო...... ღმერთო არსებობ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.