უნცაური წელი
__ ზამთარი __ რაღაც ხმები მესმის,თვალებს ნახევრად ვახელ და ფანჯრიდან მზის სხივებიც მიყურებს,გვერდითა ოთახიდან ხმა მესმის –ვალაგებ და გავედით. (მშობლები) უცებ გამოვფხიზლდი და მობილური გამოვაცურე,ჩემი მეგობრების ჩათი გავხსენი და ის ჯადოსნური სიტყვები დავწერე –მიდიან!!!!! პასუხებმაც არ დააყოვნა,ყველა თავის გეგმებს წერს,თუმცა ბოლოს რა თქმა უნდა სახლში ერთად ყოფნაზე გადავწყდით და სხვა ყველა დავიკიდეთ. ვდგები,სახლი უკვე მარტოა,რამდენიმე საათიც და ჩემი მეორე ოჯახით შეივსება აქაურობა,მუსიკას ხმამაღლა ვრთავ და სიგარეტს ვუკიდებ,სხეული მუსიკის რითმის შესაბამისად იწყებს მოძრაობას და თავს ყველაზე ბედნიერ ადამიანად ვგრძნობ დედამიწაზე. გოგონებს ვურეკავ და როგორც ყოველთვის ჩვენს ბარში გავდივართ,როგორც ყოველთვის დაუღლელად ვსაუბრობთ ყველაზე და ყველაფერზე და დაღამებას ველოდებით. დაღამდა,გამოვედით,წვიმს,მაღაზიისკენ მივრბივართ და სიგარეტებს ვყიდულობთ,რომელიც არასოდეს არ გვყოფნის,მაღაზიიდანაც გამოვდივართ,კიბეზე როგორც ყოველთვის წუწუნით ავდივართ და კარებს ბედნიერად ვაღებთ. –როგორ მიყვარს ეს სახლი!!! –დატკბით სიმშვიდით,სანამ დემე ამოვა, გაგვეცინა,რა იდიოტია და მაინც როგორ გვიყვარს ყველას.მუსიკები ჩავრთეთ და ჩვენი მუსიკალური ნიჭის შესახებ მეზობლებს შევახსენეთ,რომლებსაც ალბათ ყველაზე მეტად შაბათი ეზიზღებათ ჩვენი წყალობით.უკვე აუტანელი ხდება იმათ გარეშე სახლი და გაუჩერებლად ვრეკავთ რომ მალე ამოვიდნენ,ამ დროს ზარის ხმაც ისმის და სიხარულით მივრბივარ კარებისკენ,იკა შემოდის,ვეხვევი,ვკოცნი და როგორც ყოველთვის გაქვავებული დგას და ბოლოს მეც წუწუნით ვშურდები –შენ კიდე არასდროს არ უნდა ისწავლო სითბოს გამოხატვა? ვუთხარი დამწუხრებულმა გამიღიმა და რა თქმა უნდა მიპასუხა –არა ხო იცი ქვა ვარ. ოთახში შევდივართ,ნუცი და გვანცა იქვე სხედან და ერთმანეთს ეხუტებიან –ვაუ,როგორები ხართ!_ამბობს იკა სერიოზული ხმით და ჩვენც სიცილის ვიწყებთ. დემე სადაა? ოთხივე ვინტერესდებით და ამ დროს სადარბაზოდან სიმღერის ხმა გვესმის,გაგვეცინა და კარებისკენ წავედი,გავაღე და შემოაბიჯა სახლში მოჭმუხნული თვალებით,ოთახში შევიდა და ახლა უკვე მთელი სახე შეიჭმუხმა –ნუცა შენ კიდე ეწევი? რამდენს ეწევი? გაგისკდება ფილტვები და ნახავ. ზურგი შეგვაქცია და მაცივარი გამოაღო.ჩვენ ჩუმად ვიცინოდით და თავს ვაქნევდით –რა ეშველება?! წუწუნი არ დასრულებულა. –ყავა გააკეთეთ რა რომელიმემ –გავაკეთებ_ამბობს გვანცა. –არა მე გავაკეთებ!_ ერთდროულად ვამბობთ მე და ნუცი და ყველას გვეცინება –არადა არც ეგეთ ცუდს ვაკეთებ_უკმაყოფილო სახით ამბობს გვანცა და მობილურს იღებს –ვინ გაკადრა?_სიცილით ვეუბნები და ყავის კეთებას ვიწყებ მუსიკა,სიგარეტი,ყავა,წვიმა და ხვდები რომ ყველაფერი შენს ირგვლივ იდეალურია,გინდა რომ ეს წუთები არასოდეს დამთავრდეს და სიბნელე არასოდეს გაანათოს მზის სხივებმა,რომლებიც ყოველთვის ყველაფერს აფუჭებენ,ჩვენ ღამის ცხოვრებით ვცხოვრობთ,ყველაფერი ხომ ღამეა უკეთესი?თითქოს ყველაფერი შესაძლებელი ხდება და შენც უფრო თამამი,ბედნიერი ხდები,ის შუქი,რომელიც ამ დროს გარემოს აკლია,შენს სხეულშია და იმდენ ენერგიას გაძლევს,რომ ყოვლისშემძლე ხდები,მუსიკა ირთვება,ყველა შუქი ქვრება და ყველაფერი გარშემო აზრს კარგავს,ხართ მხოლოდ თქვენ,ირგვლივ ვეღარაფერს ხედავ და გინდა რომ ეს ბედნიერება სამუდამოდ გაგრძელდეს,ამ დროს უსასრულობა ხარ შენ და ყველაფერი ის,რაც გიყვარს,ყველა ის ადამიანი,ვინც ოდნავ მაინც გიჩქარებს პულსს და ვინ დანახვაზეც გრძნობ,რომ ეს ის არის,რის გამოც ღირს ცხოვრება,ეს არის ის,რასაც მთელი ცხოვრება ეძებდი და იპოვე,იმდენად ებღაუჭები,რომ მისი სხეულის ყველა ნაჭილი შენს ხელშია,მთლიანად მათ ეკუთვნი და მთლიანად შენ გეკუთვნიან,ხართ მხოლოდ თქვენ და უბრალოდ ხართ,მეტი არაფერი,სწორედ ესაა ის გრძნობა,რომელზეც ბევრს დაუწერია,ბევრს უცდია კი უცდია,თუმცა ვერ დაუწერია,რადგან შეუძლებელია სრულყოფით გადმოსცე ეს,ეს ყველაფერი შენშია,მასშია,ყველაშია,თუმცა აუღწერელია,მხოლოდ ჩვენია,უბრალოდ ჩვენია და მორჩა. უცებ შუქი ინთება –თემუკამ მომწერა_ამბობს ნუცი. –მანქანით ვარ და გარეთ გამოდითო –შანსი არაა_ვამბობ მე. იცის რომ მარტო ვართ და ტეხავს რომ არ ვუთხრათ,თან არ მინდა რომ ამოვიდეს,ხოიცი. თემუკა ჩვენი ძველი მეგობარია,რომელმაც თავისი ბოთე ხასიათის გამო ურთიერთობა გაგვაწყვეტინა მასთან,ახლა თითქოს აღგვიდგა ურთიერთობა,მაგრამ მაინც ნაწყენები ვართ,ამიტომ დისტანციას ვიცავთ. –თქვენ კიდე რა ხასიათი გაქვთ?ამდენი ხანი გავიდა და კიდე ეგრე რატო ხართ?როდემდე უნდა გაგრძელდეს?მაინც ხომ შერიგდებით? ამბობს დემე. გავღიზიანდი. –რა? მეღადავები? რა გააკეთა არ გახსოვს? ხომ იცი რომ ვერ ვიტანთ ეგეთ რაღაცეებს,ესე მალე რომ ვერ ვივიწყებ წყენას ახლა გაიგე?_თითქმის ყვირილით ვპასუხობ მე. –ისეთი არაფერი გაუკეთებია,რომ ამდენი ხანი ესე იყოთ,მაინც შეურიგდებით ხო იცით,ანუ მე რომ ეგრე გავაკეთო მეც ეგრე დამიკიდებთ და აღარ იქნებით ჩემთან? –შენ ჩემთვის სხვა ხარ. გაბრაზებული სახე კმაყოფილებით შეეცვალა და ბედნიერად გაიღიმა. ბევრ რამეზე ვილაპარაკეთ,გოგოებზე,ბიჭებზე,ურთიერთობებზე და ჩვენ ხუთზე,ვიჯექით ოთახში მხოლოდ ჩვენ და ვსაუბრობდით ყველაფერზე,რაზეც გვინდოდა,გვყავდა ერთმანეთი და ვიცოდით რომ ერთმანეთისთვის „სხვა“ ვიყავით,ბევრჯერ გვილაპარაკია და გვითქვამს ერთმანეთისთვის,რომ ყველაფერი ვიყავით. მობილურებიც სულ თან გვაქვს ხოლმე,ბიჭები რაღაც უცნაურ ფოტოებზე იცინიან,რასაც ალბათ ვერცერცი გოგო ვერ ჩაწვდება და ჩვენც,როგორც ყველა დანარჩენი ვთხოვთ,რომ ჩვენც მოგვაგციონ ყურადღება. დემე,როგორც ყოველთვის ვიღაცებს წერდა,რაც არასდროს გვეხატებოდა გულზე,მაგრამ სულ ვიცოდით,რომ ეგეთი ‘’ტიპი’’ იყო და ჩვენც ვღადაობდით.მუსიკას ვუსმენთ,ისევ ვიცინით და უცებ შევამჩნიე,რომ ნუცი თვალებით ჩემი ოთახისკენ მანიშნებს და მე,ნუცი და გვანცა იქეთ შეუმჩნევლად გავდივართ,კარებს ვკეტავთ,ნუცი საწოლზე ჯდება,ჩვენ ფეხზე ვდგავართ და ველოდებით როდის გვეტყვის ნუცი იმას,რისთვისაც აქეთ გამოგვიყვანა. –მობილურზე იმან მიწერა რაღაც,როგორ ვერ გვიტანს ეგ გოგო,დემემაც არაფერი არ უპასუხა და პირიქით,გაიც... კარებზე ბრახუნია. –გააღეთ და შემომიშვით,რას ჩაიკეტეთ და ჭორაობთ მანდ._სიცილით გვეძახის დემი,თუმცა ჩვენ საერთოდ არ გვეცინება. –დემი ერთი წუთით გვაცადე ვსაუბრობთ რაღაცას –მერე მეც თქვენთან ერთად ვისაუბრებ.იცინის –გვაცადე მეთქი!!!_ ვეღარ ვითმენ და ვყვირი –კარგი ხო. წავიდა.ან ჩვენ გვეგონა რომ წავიდა. –ხოდა ამანაც გაიცინა და არაფერი უთხრა,აზრზე ხართ? –აი ვიცოდი რა,ხო ვამბობ ეგ გოგო არის გადაკიდებული ჩვენზე –რა ვქნათ ახლა? ამბობს გვანცა. –არ შევიმჩნიოთ არაფერი და მერე ვუთხრათ რამე. უპასუხა გვანცამ და კარებისკენ ჩუმად გაიხედა. –რა არ შევიმჩნიოთ?? გავიდე და ბედნიერი სახით დავჯდე?შანსი არაა! - უკვე ცუდ ხასიათზე ვდგები და ვყვირი მე. –მაშინ ვიჩხუბოთ. მიპასუხა ნუციმ –აუ გამოდით რააა,რა არის მართლა რა წესია რა პირადულები მოაწყვეთ აქ?! _ყვირის იკა. ჩვენც ჩუმად ავდექით და გავედით. დავჯექი.ჩემი სხეული და გარემო უკვე ერთმანეთს გაუთანაბდა,ორივეგან ერთნაირად ბნელოდა,ამჯერად კი გარემო ნელ–ნელა ნათდებოდა და თავში სრული ქაოსი ტრიალებდა.კითხვები,ეჭვები,ეჭვები,ეჭვები.....საოცარია,ადამიანებს ის გვანადგურებს,რასაც მივცემთ ძალა–უფლებას,თითქოს ჩვენივე ფეხით ავდივართ მთის წვერზე,საიდანაც აღარავინ ბრუნდება ცოცხალი. სამყაროში არაფერს აქვს იმხელა ძალა,როგორც ჩვენს შიგნით არსებულ შიშს,რომელსაც მთელი მონდომებით ვმალავთ და ვაფარებთ ხელს,თუმცა სწორედ მაშინ ვკარგავთ ამის ენერგიას,როდესაც ყველაზე საჭიროა და უფლებას ვაძლევთ მას გვმართოს. ფიქრები,რომლებსაც ვერც კი ხვდები საით მიყავხარ,როცა ხვდები,რომ მზე ისე აღარ ანათებს,როგორც გუშინ ანათებდა,შენ ის აღარ ხარ,რაც რამოდენიმე საათის წინ იყავი.დანარჩენი არაფერი მახსოვს,მახსოვს მხოლოდ ჩემი ფიქრები,რომლებიც არ მასვენებდნენ,მახსოვს მუსიკა,რომელსაც მთელი ჩემი სხეული დაეპყრო და გვერდით მჯდომი ადამიანები,რომლებსაც თურმე უკანასკნელად ვხედავდი ასეთებს,ყველაფერი,რაც აქამდე არ შემიმჩნებივია ახლა დაკვირვების გარეშეც ჩანდა,ყველა ნაკლი. სახლის კარები მივხურე და ამ წამს მიიხურა ის კარებიც,რომელსაც უცნაური წელი ერქვა,ვგრძნობდი,ვხვდებოდი,რომ ეს კარები აღარასოდეს გაიღებოდა და იცით რას მივხვდი?იმას რომ სწორედ „სხვას“ ვერ აპატიებ,ასმაგად იგრძნობ,იგრძნობ ტკივილს,წვას,ტანჯვას,იგრძნობ რომ გართმევენ ყველაფერს.არასოდეს იქნება ღამე ასე ნათელი.ბარგს იღებ,ყველა შენს გრძნობას მასში ალაგებ და ისე ძლიერად კეტავ,რომ ვერასოდეს შეძლო გაღება,რომ ვეღარასოდეს აჩვენო ისინი სხვას,რადგან ამ შემთხვევაში კიდევ ბევრჯერ მოგიწევს იგივეს გამეორება და ასე გაგრძელდება უსასრულოდ.შენს ირგვლივ არსებული კოშკები,ოცნებები,გეგმები ნაწილ–ნაწილ არის მიმოყრილი და უბრალოდ ნებდები,არ იწყებ მათ თავიდან შეგროვებას,რადგან ამას საჭიროდ არ თვლი,ან უბრალოდ გეშინია,რომ ამ ნაწილებს შორის არსებული სიცარიელე მუდმივი თანამგზავრი იქნება,დგები,მიდიხარ.უკან არც კი იხედები,არა იმიტომ,რომ სადმე გეჩქარება,იმიტომ,რომ გეშინია იმ ზურგების,რომლებიც შენზე ადრე წავიდნენ უკან მოუხედავად.შიში,შიში,შიში.... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.