შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენი სიყვარულის ფობია მემართება (27)


24-07-2016, 23:52
ავტორი Natta
ნანახია 2 444

ტელეფონი გავთიშე და სავარძელში უღონოდ „ჩავესვენე“, ვერ აგიღწერთ იმ მომენტში რას ვგრძნობდი, ჩემთვის ყველაზე მნიშნელოვანი ადამიანი საფრთხეში იყო, ნიტას განწირული ხმა ისევ ჩამესმოდა და ვერაფრით ვახერხებდი იმაზე, ფიქრს თუ როგორ დამეხსნა იგი ასეთი განსაცდელისგან.
- დადა რა ვქნათ? დაურეკე ვინმეს ან საერთოდაც აქ რას ვაკეთებთ წავიდეთ და მოვძებნოთ. ( ალექსანდრე )
- ახლავე დავრეკოთ, პოლიციას დავურეკოთ. ( ლენა )
ამის გაგონებაზე გიჟივით წამოვხტი და ლენას ტელეფონი დიდი სისწრაფით „გამოვგლიჯე“ ხელიდან.
- რას აკეთებ? ( ლენა )
- ყველაფერს მოვაგვარებ.
- მაინც როგორ? ეს საქართველო არ არის დადა, ასეც ვიცოდი ვიცოდი, რომ რაღაც საშინელება მოხდებოდა, ახლა რა უნდა ვქნათ? ნიტას რამე, რომ დაემარ ( ლენა )
ლენას სიტყვის დაბოლოება არ ვაცადე და უაზროდ დავიწყე ყვირილი, არ ვიცოდი რას ვამბობდი, იმ მომენტში ვერაფერზე ვახერხებდი ფიქრს, ხომ იცით გაბრაზებულ ადამიანს რამდენი სისულელის თქმა შეუძლია, მეც არ დავაყოვნე და ლენას საშინელებები ვუთხარი.
- იცოდი? ღადაობ გოგო? აქ შენი დაჟინებული თხოვნის გამო აღმოჩნდა ნიტა, გაფრთხილედით, რომ ჩემთან ერთად ყოფნა ზიანის მეტს არაფერს მოგიტანდათ, მაგრამ ვერაფერი გაგაგებინეთ.
- რა? მოიცადე, შენ გინდა თქვა რომ ყველაფერი ჩემი ბრალია? ( ლენა )
როგორციქნა მოვახერხე გაჩერება და ლენას კითხვა უპასუხოდ დავტოვე, ამან კიდევ უფრო განარისხა და მანაც ყველაფერი თქვა რასაც ფიქრობდა.
- მოსიარულე შარი ხარ დადა, ნიტას რაიმე, რომ დაემართოს ყველაფერი შენს კისერზე იქნება, იცი რატომ? იმიტომ, რომ რაც ხდება შენი ბინძური ცხოვრების ნაწილია, შენს გამო არის ახლა ჩემი ლამაზი გოგო საფრთხეში და ვინ იცის ცოცხალია თუ უკვე. ( ლენა )
ალექსადნრემ დამთავრება არ დააცადა ლენას და მის სიტყვებს ყვირილით უპასუხა.
- საკმარისია, მომბზერდა შენი ისტერიკის ყურება, რა უაზრობებს ამობს? ამას ჯობია ვიმოქმედოთ და ნიტას რამით დავეხმაროთ. ( ალექსადნრე )
ლენა ალექსადნრეს ასეთმა საქციელმა ერთ ადგილას გააშეშა, პირველად ხედავდა ასეთ მდგომარეობაში და პირველად გაბედა მასთან ასეთი საუბარი, ალექსადნრეს ლენასთან ხმა არასდროს „აუწევია“ ახლაკი მის მზერაში საოცარი მრისხანება ჩანდა, რომელიც აგიჟებდა, ბოლოს სულ დაკარგა საკუთარ თავზე კონტროლი და გოგონამ ტირილი დაიწყო.
- ლენა, მაპატიე მე არ ვიცი რა დამემართა, მე უბრალოდ. ( ალექსადნრე )
- არ მომეკარო. ( ლენა )
ერთ ადგილას გაშეშებული თვალს ვადევნებდი საოცრად განრისხებულ წყვილის, მომხდარით იმდენად ვიყავი განრისხებული, გაოცებული და გამწარებული, რომ არაფრის თქმა არ შემეძლო, ბოლოს ნიტას ცრემლიანი თვალები წარმომიდგა თვალწინ და თითქოს ვიღაცამ ძლიერად ჩამარტყაო, წამებშივე გამოვფხიზლდი და ტელეფონი ავიღე.
- ვის ურეკავ? ( ალექსანდრე )
ალექსანდრეს კითხვა უპასუხოდ დავტოვე და გასასველისკენ წავედი, მანაც არ დააყოვნა და უკან გამომყვა.
- სად მიდიხართ? ( ლენა )
კარებთან ლენას ხმამ შეაჩერა და წამსვე მასთან გაჩნდა.
- ჩემო ლამაზო ჩემო მშვენიერო დამშვიდდი და მე მომისმინე, კარები ჩაკეტე და არავის გაუღო, ვიცი ბავშვივით გამომდის, მაგრამ გააკთე ის რასაც ახლა გეტყვი, ნებისმიერმა ვინცარუნდა დაგირეკოს და რაც არ უნდა გითხრას, მაშინვე მე მეტყვი და არაფერს გააკეთებ ჩემი მითითების გარეშე, გპირდები მე და დადა ვიპოვით ნიტას და ყველა თავისას მიიღებს, ყველაფერი კარგად იქნება, დამპირდი, რომ აღარი იტირებ, კარგი? ( ალექსანდრე )
ქალბატონი მაშინვე „მიეკრო“ თავის სიყვარულს და კიდევ უფრო ატირდა.
- ლენა. ( ალექსადნრე )
სახეზე ნაზად შეეხო, თავი ზემოთ ააწევინა და ცრემლები ფრთხილი მოძრაობით მოსწმინდა.
- ფრთხილად იყავით. ( ლენა )
ალექსადნრემ ლენას „მეგობრული“ კოცნა დაიმსახურა, შემდეგკი ჩემსკენ გადმოდგა ნაბიჯი, რომ წამსვე ყველაფერი გავაფუჭე.
- წასვლის დროა, ისედაც დიდიხანია აქ უაზროდ ვკარგავთ ძალზე მნიშვნელოვან წუთებს, რომელიც ნიტას მოსაძებნად დაგვეხმარება.
- დადა. ( ლენა )
ლენაზე რაღათქმაუნდა გაბრაზებული ვიყავი მისივე სიტყვების გამო, მაგრამ ახლა ერთადერთი ვისზეც ვფიქრობდი ეს ნიტა იყო, ამიტომ ჩვეული სინაგლე ვერ მივატოვე და სახლიდან სწრაფად გავედი, ალექსადნრე კიდევ ერთხელ დაემშვიდობა ლენას და უკან გამომყვა.
- ბიჭო რას ვაპირებთ? იქნებ ჯობდა, რომ „ძაღლებისთვის“ დაგვერეკა, საქმე ხომ ნიტას სიცოცხლეს ეხება? ( ალექსადნრე )
- არა, ამ საქმეში ეგენი ვერ დაგვეხმარებიან, პირიქით ყველაფრის გარკვევას დაიწყებენ და ნიტას სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნიან, ასევე მთავარი პრობლემაც გაირკვევა და გიას აღარაფერი ეშველება, ყოველივეს დამატებული საქმეს სანამ საქართველოს გადასცემენ ათას სიბინძურეს დაგვაბრალებენ და შესაძლებელია ბოლოს ყველამ ციხეში ამოვყოთ თავი, დანიელმა ამის გამო შეიძლება ნიტა მაშინვე მოკლას და სადმე გაიქცეს ასე, რომ საბოლოოდ მხოლოდ ჩვენ შეგვექმნება პრობლემები.
- კარგი, კარგი აბა რა ვქნათ? ისიცკი არ ვიცით სად შეიძლება იყოს. ( ალექსადნრე )
ალექსადრეს სიტყვები დავაიგნორე და გოგის დავურეკე.
- ამას ვის გავახსენდი, ხომ კარგად ხარ? ( გოგი )
- ბოლო რამდენიმე საათი დანიელთან ხომ არ გისაუბრია?
- პირდაპირ დაკითხვაზე, რომ გადადიხარ ინქებ ჯერ გეთქვა რა მოხდა? ( გოგი )
საკუთარ თავზე კონტროლს ვდილობდი, რადგან მაშინ ერთადერთი „ექვსიან ყვავი“ სწორედ გოგი იყო.
- ნიტა გაიტაცს.
- რა? მართლა? როგორ? დანიელს ნიტასთან საერთოდ რა შეხება აქვს? ( გოგი )
მის კითხვებს პასუხი არ გავეცი და „ჩემი გავაგრძელე“.
- ელაპარაკე თუ არა?
- არა. ( გოგი )
- სად შეიძლენა იყოს?
- მე საიდან უნდა ვიცოდე სად დამალავდა ნიტას? ( გოგი )
- მე დანიელზე გეკითხები ბიჭო, საერთოდ სად ცხოვრობს?
- არვიცი. ( გოგი )
- გოგი, მე არ ვარ საქართველოში, მაგრამ შენს უბანში ახლა ჩემი ძმაკაცები მოქმედებენ ასე, რომ თუ გგონია, რომ ჩემგან დაცული ხარ მაგრად ცდები.
ჩემმა სიტყვება დააბნია და რამდენიმე წუთი ხმის ამოღება ვერ შეძლო, შემდეგკი ისევ განაგრძო ჩემი დარწმუნება, რომ დანიელზე პირადი იმფორმაციები არ ჰქონდა და ამ ამბის შესახებაც არაფერი არ იცოდა. - ასეთი პასუხების შემდეგ ტელეფონი გავთიშე და იქვე მჯდომ ალექსადნრეს მივაპყარი არცისე კმაყოფილი მზერა - თავი ხელებში ჰქონდა ჩარგული და თითებს უაზროდ ამოძრავებდა.
- გოგიმ არაფერი არ ვიციო.
- როგორ გგონია მართლას ამბობს? ხომ იცი რა *******. ( ალექსადნრე )
- კი ვიცი და ბოლომდე არც ვენდობი, ადექი წავიდეთ.
- სად? ( ალექსადნრე )
პასუხის გაცემას ვაპირებდი, რომ ჩემი ტელეფონის ხმაც გაისმა.
- რამდენიმე წუთში იმ ადგილას სადაც ჩვენ შევხვდით ერთმანეთს. ( დანიელი )
- ნიტა როგორ არის? რამე ხომ დაუშავე?
- მარტო მოხვალ, იცოდე ვინმეს თუ შევამჩნევ ამ ლამაზმანს აქვე მოვკლავ და მის ლამაზ თვალებს საჩუქრად გამოგიგზავნი. ( დანიელი )
ამის გაგონებამ კიდევ უფრო განმარისხა, საოცარ ზიზღს ვგრძნობდი და სასწაულად მინდოდა დანიელის მოკლა, მარამ საკუთარი თავის კონტროლი შევძელი და შეხვედრაზე დავთანხმდი.
- ლენასთან წადი ძმაკაც და ერთ საათში თუ არ დავბრუნდი მაშინვე გიუშასთან გადარეკე საქართველოში, ახლა ტელეფონით იმ ადგილის მისამართს გამოგიგზავნი სადაც დამიბარა, იცოდე მარტო არ გაბედო წამოსვლა, გიუშა ყველაფერში გაგარკვევს მას აქ რამდენიმე ძმაკაცი ყავს და ერთ საათში თუ არ გამოვჩნდი მათთან ერთად იმოქმედებ.
- რა? შენ მართლა გაგიჟდი ხო ბიჭო, გგონია იქ მარტო გაგიშვებ? ( ალექსადნრე )
- დანიელი თუ შეგნიშნავს ნიტას ცოცხალს ვეღარ მივუსწრებთ, ამიტომ გააკეთე ის რაც გითხარი.
- ზუსტად ერთი საათი და მაშინვე დავიწყებ ჩემი წესებით თამაშს. ( ალექსადნრე )
ალექსადნრე დავტოვე, მისამართი გავუგზავნე და სწრაფ წავედი დანიელთან შესახვედრად - შიში არასდროს ვიცოდი რა იყო, ყოველთვის ზემდეტი განცდების გარეშე ვმოქმედებდი, მაგრამ მაშინ ეს უჩვეულო გრძნობა პირველად ვიგრძენი, ოღონდ მეშინოდა არა იმის რაც ჩემს გარშემო ხდებოდა, არამდედ ნიტას დაკარგვის - რამდენიმე წუთში შეხვედრის ადგილამდეც მივახწიე და შავებში ჩაცმული რამდენიმე მამაკაცი შევნიშნე, მათკენ ნელი მოძრაობით წავედი და შარვლიდან შავი იარაღი ამოვაცურე ნიტა და დანიელი არსად ჩანდნენ, ამიტომ იარაღი მაშინვე ისევ უკან დავაბრუნე, რომ არ წაერთმიათ და რამდენიმე წამში მათწინ გავჩნდი.
- რამის დააგვიანე, მანქნაში ჩაჯექი. ()
ეს ალბათ დანიელის „მარჯვენა ხელია“ - ჩემთვის გავიფიქრე და შეწინააღმდეგების გარეშე შევასრულე მისი დავალება, მანქანა სწრაფად დაიძრა და რამდენიმე წუთში სადღაც ტყის პირას დიდ სახლთან შეჩერდა, დაცვამ უსიტყვოდ მანიშნა მას გავყოლოდი და ასეც მოვიქეცი, სახლს ძალიან დიდი ეზო ჰქონდა, მაგრამ თითოეული კუთხე განათების გარეშე იყო და ცარიელ ადგილებს მხოლოდ შავებში ჩაცმული მამაკაცები ავსებდნენ.
- შედი. ()
დაცვამ სახლის კარები გააღო, ოთახებში ასევე ძალიან ბნელოდა, ამიტომ ყველაფრის დანახვა ვერ შევძელი, კიბეებს ავუყევით და შემდეგ ერთ დიდ ოთახში ამოყავი თავი, დანიელი სავარძელში კომფორტულად იჯდა და ჩემს დანახვაზე ფეზე წამოდგა.


წინა თავზე არცისე პოზიტიური შეფასებები იყო - გეტყვით იმას, რომ ყოველთვის ვციდლობ ნებისმიერი თქვენთაგანის რჩევა გავითალისწინო, რაც შეეხება შენიშვნებს თუ ის „რეალურია“ ასევე ყოველთვის ვეცდები მის გამოსწორებას, მაგრამ თუარა აუცილებად მიიღებთ ჩემგან ახსნას, რათა გაგარკვიოთ იმ საკითხში თუ ეპიზოდში, ეს ყველაფერი „ჩვეუელბრივობაა“ ამიტომ ცუდად არ ვღებულობ და კარგი იქნება თქვენც თუ შეეცდებით ჩემი განმარტებების „სწორად“ გაგებას, საბოლოოდ მაინც მადლობას გიხდით ყველას, ვიცნ ყოველთვის წერთ თქვენს აზრს კომენტარის სახით. love



№1 სტუმარი Nini

Dadzabuli tavi iyo,magram saintereso,veli shemdegs.

 


№2  offline წევრი მონაცისფრო

დღეს წავიკითხე ყველა თავი.. მომ
წონს ისეთია თავს როვერ დაანებებ სულ კითხვა როგინდა <3 მალე დადე შემდეგი და ცოტა გაზარდე თავები

 


№3  offline წევრი Natta

Nini
Dadzabuli tavi iyo,magram saintereso,veli shemdegs.

მადლობა love

მონაცისფრო
დღეს წავიკითხე ყველა თავი.. მომ
წონს ისეთია თავს როვერ დაანებებ სულ კითხვა როგინდა <3 მალე დადე შემდეგი და ცოტა გაზარდე თავები

შენ რა კარგი ხარ wink ძალიან ძალიან დიდი მადლობა ასეთი პოზიტიური შეფასებისთვის love ყოველთვის მახარებს ისეთი მკითხველის გამოჩენა, რომელიც ისტორიის წაკითხვსთანავე წერს საკუთარ აზრს love იმედია ასე გააგრძელებ. love კიდევ ერთხელ დიდი მადლობა შენ. love

Lana Qurasbediani - ადამიანი, რომელიც ყოველთვის მახარებს თავისი შეფასებებით და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა. love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent