სექსუალური ადვოკატი (6)
ზუსტად ცხრა საათზე დაფიქსირდა ნიკოლოზის ნომერი ტელეფონზე და მეც დიდი სიხარულით ჩავედი ქვემოთ.. -ულამაზესი ხარ მანქანაში დაჯდომისთანავე შემამკო კომპლიმენტით და ლოყაზე მაკოცა.. -მადლობა... ლოყებ აწითლებულმა ვუპასუხე და თავი საპირისპირო მიმართულებით გავატრიალე.. -როდის მერე გახდი ესეთი მორცხვი? წამიერად გამომხედა და ისევ გზას გახედა.. -ნიკოლოზ გაჩუმდი, თორემ ჩავალ და არსად არ წამოგყვები.. -კი ბატონო ჩამოდი, უბრალოდ თბილისში არ ვართ და თუ დაიკარგრბი მე არ დამაბრალო... უდარდელად მიპასუხა და მანქანა გააჩერა.. -არა იყოს, წადი მალე.. შეშინებულმა ვუპასუხე და მის გაღიმებულ სახეზე უნებურად გამეცინა.. -ისე სად მივდივართ? დუმილი მე დავარღვიე და ინტერესიანი თვალებით გავხედე.. პასუხად კი მხოლოდ ჩაღიმება მივიღე... ზედმეტი შეკითხვებით აღარც მე აღარ შემიწუხებია და გზას გავხედე.. ვუყურებდი გზას და ვფიქრობდი ყველაფერზე ერთად, რა იქნებოდა ხვალ.. რა მოხდებოდა ზეგ, როცა სასამართლო იქნებოდა და დასრულდებოდა ჩემი და ნიკოლოზის ფლირტი.. სიმართლე რომ ვთქვა მომწონდა ესეთ გაურკვევლობაში ყოფნა... მომწონდა ნიკოლოზის ესეთი საქციელი და ჩემი დაბნეულობა და სიმორცხვეც კი მომწონდა.. -მოვედით შეგიძლია გადმოხვიდე... ფიქრებიდან ნიკოლოზის ღიმილნარევმა ხმამ გამომიყვანა.. ოდნავ შესამჩნევად გავუღიმე და მანქანიდან გადავედი... ოდნავ შესამჩნევად დამკრა სიგრილემ და მაშინვე დამიბუსუსდა კანი... -შეგცივდა? ოდნავ შესამჩნევად დავუქნიე თავი და მის გვერდზე ავიტუზე... მან კი როგორც ყოველთვის მისი საფირმო ღიმილით დამაჯილდოვა, პიჯაკი მომახურა და ხელი მომხვია... უარესად დამიბუსუსდა კანი და ლოყებიც შემეფარკლა.. მივხვდი როგორ ჩაიღიმა ისევ და გვერდში ჩემი მუჭიც მიიღო... -ეეე ეს რისთვის?! გაკვირვებულმა შემომხედა და უფრო ძლიერად მიმიკრა... -იმისთვის რომ დამცინი... გაბუსხულმა ვუპასუხე და როგორც გაბრაზებისას ვიცი ტუჩები წინ გამოვწიე... - პატარა ბავშვი ხარ.. სიცილით მითხრა და შუბლზე მაკოცა.. -ოცდარვა წლის ვარ და პატარა სულაც არ ვარ... ისევ ისეთივე ტონით ვუპასუხე. -როგორ არა ჩემი პატარა ბავშვი ხარ ესე რო ბრაზდები... -სად ვართ ნიკოლოზ? უცებ დავიწყე სხვა თემაზე ლაპარაკი და გარემო მოვათვალიერე... -მივალათ და ნახავ.. მოკლედ მომიჭრა და ხელით გასასვლელისკენ მიბიძგა... მეც მორჩულად ავედევნე უკან და თან გარემოს თვალიერება დავიწყე... ყვრლაფერი მწვანეშია ჩაფლული.. გარშემო სულ ხეები და ბუჩქებია.. არანაირი ყვავილი და სიცოცხლის არსებობის კვალი... ცოტა არ იყოს შემეშინა და დავიძაბე.. -ნიკოლოზ მანიაკი ხარ?! ათ წუთიანი უაზრო სიარულის და დაკვირვების შედეგად აღშფოთებულმა ვკითხე და საგრძნობლად მოვშორდი მის ცხელ სხეულს... პასუხად კი ნიკოლოზის გულისწასვლამდე სიცილი მივიღე.. მთელი ხუთი წუტი შეუსვენებლად იცინოდა და ორმეტრიანი კაცი ლამისაა ბალახებზე გაწვა... -რა გაცინებს.. ტირილამდე მისულმა ვკითხე და ფეხები პატარა ბავშვივით ავაბაკუნე... -და რომ ვამბობ პატარა ბავშვი ხართქო ბრაზდები.. სვენებ სვენებით მითხრა და ისევ სიცილი დაიწყო... -მორჩა გაგებუტე მე... ისევ ვაგრძელებდი ჩემსას და მეც კი მეცინებოდა ამ სისულელეებზე... -კარგი, კარგი გვეყო, ცოტაც და მივალთ -მანიაკი არ ხარ ხომ? გულუბრყვილო ბავშვის სახით ავხედე და მეც კი ვერ შევიკავე სიცილი... კიდევ ბევრი ვიარეთ დანიშნულების ადგილამდე, მაგრამ ამ სანახაობისთვის ნამდვილად ღირდა.. ზუსტად ისე როგორც ფილმებში და წიგნებშია... პატარა ხის სახლი შუაგულ ტყეში... სითბო და საყვარელი ადამიანი, სწორედ ესაა ნამდვილი ბედნიერება.. გაბადრული სახით ვათვალიერებდი პატარა კოტეჯს და ვხვდებოდი რატომაა ბევრისთვის ტყე ესეთი საყვარელი ადგილი... აქ ხომ ყველაფრისგან შორს ხარ და სიმშვიდეც ისადგურებს.. შორს ხარ ტყუილისგან და იმედგცარუებისგან... და უბრალოდ შორს ხარ ქალაქის დამქანცველი გრაფიკისგან... -მოგწონს? რეალობაში ნიკოლოზის ღიმილნარევმა ხმამ დამაბრუნა და მამცნო, რომ ეს ყველაფერი დროებითია.... -კი ძალიან.. ჯერ კიდევ აგონიაში მყოფმა ვუპასუხე და რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი სახლისკენ.. -ვიცოდი რომ მოგეწონებოდა. თავდაჯერებულმა მიპასუხა და მალევე დაფარა მანძილი ჩვენ შორის.. -საიდან იცოდი რომ მომეწონებოდა? შეპარული ღიმილიტ ვკითხე და ხელები კისერზე შემოვაწყე.. -პატარა ბავშვებს უყვართ საერთოდ ესეთი რაღაცეებით თამაში.. ისევ ცალყბად გამიცინა და შუბლზე მაკოცა.. გაბრაზებულმა უცებ ჩამოვაწყე ხელები და აცქარებული ნაბიჯით შევედი სახლში... მაგიდაც ორ კაცზეა გაწყობილი.. ისევ გამეცინა მის რომანტიულობაზე და თავის კანტურით დავჯექი მაგიდასთან.. -ელენა ეს არის რომანტიული ვახშამი და არა ერთი კაცის ვახშამი უცებ რომ დასკუპტდი.. მანაც გამოწია მისი კუთვნილი სკამი და წინ დამიჯდა.. -ხო ზიხარ გადაიღე და ჭამე.. უდარდელად ვუპასუხე და ღვინო მოვსვი... -რომანტიულობის გაგებაში არ ხარ რა.. ხელი ჩაიქნია და ცალყბად გამიღიმა... -იგივე შემიძლია გითხრა მეც... - ირონიულად გავუღიმე და საზურგეს მივეყრდენი - ვის გაუგია პირველივე პაემანზე ქალი პატარა ბავშვს შეადარო? ბოლოსგაბრაზებულმა დავუყვავე და პასუხის მოლოდინში გავიყუსე.. -კარგი არ გვინდა ეხლა როგორც შენ ამბობ "პირველივე პაემანზე" ჩხუბი.. მისი საფირმო ღიმილით გამიღიმა და ჩემკენ მოჩოჩდა.. -ხო, ზეგ სასამართლოა ნიკოლოზ და საბოლოოდ.. -შეიძლება აქ მაინც არ ვილაპარაკოთ საქმეზე?! უცებ შემაწყვეტინა და მოწყვეტით მაკოცა.. -კი მაგრამ.. -ელენა! -ეს ხომ.. -ჯანდაბა! მოკეტე და უბრალოდ მაკოცე! გაბრაზებულმა უცებ იყვირა და ტუჩებზე გიჟივით მეცა... ვერ ვიტვყი არ მომწონდა მისი ესეთი სახეცვლილებათქო, მაგრამ გარკვეულ წილად მაინც მაშინებდა... -დარწმუნებული ხარ? როგორც კი ოდნავ მოშორდა ჩემ ტუჩებს ძლივს ამოილაპარაკა და როგორც კი ჩემი გაუბედავი, მაგრამ მაინც გაბედული თანხმობა მიიღო მე რო მიყვასრ ისე გამირიმა და ხელიში ამიყვანა.. მალევე ვიგრძენი ცივი მატერიის შეხება და უნებურად გამაკანკალა, რასაც ნიკოლოზის ირონიული ჩაღიმება მოყვა.. -მორჩი სიცილს და მაკოცე.. ჩემკენ მოვქაჩე და ამჯერად მე ავიღე კოცნის ინიციატივა ჩემ თავზე.. -ცუღლუტობ ელენა.. ღიმილიტ მითხრა და ნიკაპზე სველი კოცნის კვალი დამიტოვა.. -შენი ცოლი რას იტყვის.. ძლივს ამოვილაპარაკე და ოდნავ შესამჩნევად გავიღიმე.. -მე ცოლს გაშორებული ვარ და გაჩუმდი.. ჩემ ტუცებზე დაიჩურჩულა და როგორც ჩვევია ისე მაკოცა.. ვგრძნობდი მის ტუჩებს სახეზე, ნიკაპზე, ყელში, მუცელზე, ლავიწზე.. და ყველგან ერთნაირი შეგრძნებაქ მეუფლებოდა, თითქოს ვუშვებდი შეცდომას, მაგრამ ვხვდებოდი რომ ამ შეცდომით ყველაზე სწორ ნაბიჯს ვდგავდი ჩემი მთეკი ცხოვრების მანძილზე.. არ მაარდებდა ის, რომ ცოლს შორდებოდა და არც ის არ მადარდებდა, რომ ჩემი ყოფილი ქმარის უფროსი იყო.. არც ის მადარდებდა, რომ ჩემი დაცვის ქვეშ იყო და ზეგ ჩვენი გზები ისევ გაიყრებოდა... უბრალოდ, მხოლოდ იმ მომენტში ვცხოვრობდი დღევანდელი დღით და არ მადარდებდა რა მოხდებოდა ხვალ, ზეგ ან თუნდაც ასი წლის მერე... უბრალოდ ვიყავით მე, ღამე და კაცი რომელიც ნამდვილად მიყვარდა... ტანსაცმლის ბოლო ნაგლეჯებიც გავუყოლეთ დანარჩენების გზას და..... დილით რომ გავიღვიძე ნიკოლოზის სხეულზე ვიყავი ტკიპასავიტ მიწეპებული, ის კი ღიმილით მიყურებდა და თიტებს უმისამართოდ დაასრიალებდა ჩემ წელზე.. -დილამშვიდობის.. ძილისგან დაბოხებული ხმით მივესალმე და შეძლებისდაგვარად გავიღიმე.. -დილამშვიდობისა - ღიმილით მომესალმა და ტუჩებზე მოწყვეტით მაკოცა - ადექი უცებ ვისაუზმოთ და თბილისში დავბრუნდეთ სამსახურში დაგაგვიანდება... ამჯერად შუბლზე დამიტოვა სველი კოცნის კვალი და ოტახიდან გავიდა... ბედნიერი გადავწექი მის მხარეს და ბალიშში ცხვირი ჩავრგე.. ღრმად შევისუნთქე საყვარელი სურნელი და ბედნიერებისგან გამეღიმა.. ორივემ უსიტყვოდ ვისაუზმეთ და ასევე უსიტყვოდ დავტოვეთ "ჩვენი" ქოხი... გზაში ხშირ-ხშირად გამომხედავდა, გამიღიმებდა და ისევ გზას გახედავდა.. მანქანა სახლთან გააჩერა და მომლოდინე მზერით გამომხედა... -ჰოო მადლობა.. ლოყაზე მოწყვეტით ვაკოცე და გადასვლას ვაპირებდი ხელი რომ დამიჭირა.. -ქალბატონო ელენა ეგ არ მაკმაყოფილებს.. გაბრაზებული მზერით გამომხედა და ტუჩის კუთხეში შეპარული ღიმილი ვერ დამალა... ღიმილით გავაქნიე თავი და მოწყვეტიტ ვაკოცე.... -ორ საათში გნახავ სამსახურში.. გადასვლისას მომაძახა და სანამსადარბაზოში არ შევედი მანქნა არ დაქოქოა.. ფეხაკრებით ავედ მეხუთე სართულზე და ასევე ფეხაკრებით შევედი სახლში.. მაშინვე სააბაზანოში შევედი და ყველაფერი ხელალხა გამახზენდა.. ისევ ბედნიერებისგან ყურებამდე გამეღიმა და ისევ დებილივით ვისვამდი ხელს ტუჩებზე.. გონზე მხოლოდ ცივმა წყალმა მომიყვანა და იძულებული გავხდი ნეტარებას მოვშორებულიყავი... საათს რომ დავხედე ჯერ შვიდი საატი იყო, ამიტომ ცოტა ძილის დრო მქონდა, მაგრამ როგორც კი სააბაზანოდან გავდგი ფეხი ცოლ-ქმარი მაშინვე წინ ამეტუზა.. -სად იყავი? -რატო არ დაგვირეკე? -რა მოხდა? -ამოიღე ხხმა.. ორივემ ცალცალკე მომაყარა კითხვები და ბოლოს ერთხმაში იყვირეს.. თვალები მომაბეზრებლად გადავატრიალე და ხალათი უფრო მჭიდროდ შემოვიხვიე.. -ლიკა თუ ყავას გამიკეთებეს ყველაფერს მოგიყვები.. უცებ დაფაცურდნენ და ხუთ წუთში მომლოდინე სახეებიტ ისხდნენ მაგიდასტან.. რა თქმა უნდა ყველაფერი მოვუყევი "იმის" გარდა -უიმე მე მეგონა სექსი გექნებოდათ ეს რა იყო.. როგორც კი მოყოლა დავამტავრე მაშინვე წამოიძახა უკმაყოფილო გიორგიმ და ლიკას "მუჯლუგუნიც" მიიღო.. ცოტა უხერხულად გამეღიმა და სიწიტლის დასამალად თავი ქვემოტ დავხარე.. -არ არსებობს.. გაოცებულმა და ამავდროულად გახარებულმა წამოიძახა ლიკამ და გამომცდელი თვალებით გამომხედა... -ოოო მაცადეთ სამსახურში მაგვიანდება.. კარგი ხო არ მოხვიდე დღეს სამსახურში.. ცოტახნიანი დუმილის მერე დავამატე და სიცილით გავშორდი ბავშვივით გახარებულ გიორგის... მალევე გავემზადე და სამსახურისკენ წავედი.. მემგონი ცხოვრებაში პირველად მივედი ზუსტ დროს სამსახურში და გახარებული სახით.. თანამშრომლები ისევ ისე გაკვირვებულები იყურებოდნენ, მაგრამ წინანდელთან შედარებით ეხლა მიღიმოდნენ... -ქალბატონო ელენა ეს თქვენ დაგიტოვეს. კაბინეტთან დამეწია ლიზა, პატარა კონვერტი გადმომცა და უსიტყვოდ გამეცალა... "სულაც არ ყოფილხარ პატარა ბავშვი.." ამჯერად მე გამეცინა მის ბავშვურ საქციელზე და კაბინეტში შევედი.... მუშაობაში ისე მოვიდა ათი საათი გონზე ვერ მოვედი.. რეალობაში მხოლოდ ვირაცის მწველმა მზერამ დამაბრუნა... -ნიკოლოზ, შემაშინე როგორც კი თავი ავწიე ნიკოლოზის ღიმილიანი სახე შემეჩეხა და უნებურად შემეშინდა... -არაუშავს.. - მოკლედ მიპასუხა და მაშინვე ტუჩებზე მეცა - როგორი ტკბილი ხარ ნეტავი იცოდე.. ტუჩებზე ენის წვერი გადაისვა და ღიმილიანი სახით დამიჯდა წინ.. -ნუ მიყურებ ნიკოლოზ ისეთი თვალებით თითქოს შიშველი მანხე.. მისი მზერით შეწუხებულმა ამოვილაპარაკე და ფურცლები გვერდზე გადავდე.. -რა ტყუილა თუ? - ისევ იმ სახით გამომხედა და ჩემი გაღიმებაც გამოიწვია... - კაარგი ეხლა მე წავალ და შეგეხმიანები მერე.. ისევ მოწყვეტით მაკოცა და კარებისკენ წავიდა -ისე ეს მოსვლა რა იყო? სანამ გავიდოდა სიტყვა დავაწიე და ოდნავ შესამჩნევად გავუღიმე.. -უბრალოდ მომენატრე თვალი ჩამიკრა და ოთახიდან გავიდა.... იმედია მოგეწონებათ <3 პატარა და არეული თავისთვის ბოდიში <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.