შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიზმრის ქურდი (თავი VI)


25-07-2016, 10:58
ავტორი ნეპტუნიელი
ნანახია 1 755

ნიასთან წასვლაც მოახლოვდა. 3 საათზე დავიწყე მომზადება. დიდად არ მიყვარს პრანჭაობა, თუმცა ვაღიარებ ნია მართალი იყო, რესტორანში ჯინსებით წასვლა,გოგოსთვის, ცოტა არ იყოს ულამაზო იქნებოდა.
ტანსაცმლის კარადა გამოვაღე, ბევრი ვიფიქრე, თუმცა არჩევანი ბოლოს მაინც წითელკაბაზე შევაჩერე. წელში გამოყვანილი დაბლა კი გაშვებული, მუხლებამდე კაბა. წელი ოდნავ ამოღებული ჰქონდა, მოკლედ რომ ვთქვათ საკმაოდ მიმზიდველად მეჩვენა. ფეხზე შავი ბალეტკები მოვირგე. თმები კი თმის უთოს დახმარებით დავიხვიე და მოშიშვლებულ მხრებზე დავიყარე. მაკიაჟი არ გამიკეთები, არ მიყვარს. 5 სააათი რომ მოახლოვდა,კარზე ზარი გავიგე, ვიცოდი რომ ანა იყო. ნია ჩემი სახლიდან ახლოს ცხოვრობდა ამიტომ იქ ერთად მივიდოდით მერე კი როგორც კი ნიამ თქვა რესტორანში გიორგი წაგვიყვანდა.პატარა, შავი ხელჩანთა ავიღე და კარები გავაღე. ანას კრემისფერი ტანზე მომდგარი კაბა ჩაეცვა, თმები კი დაესწორებიდა და გაეშალა.
-ღმერთო... ანასტასია, ამ საღამოს რა აკეთებ?!-შევეცადე ხუმრობით მეთქვა.
-შენს გასაოცრად გამოიყურები, ეკუ!!!-გამიღიმა და ხელკავი გამიყარა.
-ქუჩაში, რომ მენახე ვერც კი გიცნობდი-ვუთხარი და გავიცინე.
-ვერც მე... იცი კარგია ხშირად ასე რომ არ ვიცვამთ. ხანდახან ეფექტიც უნდა მოახდინო.-გამიღიმა და სიარული განაგრძო. ნიას სახლს მივუახლოვდით. გარეთ მდგარი მანქანა მერსედესი, მეცნო. მივხვდი, რომ გიორგი უკვე მოსული იყო და ჩვენ გვიცდიდნენ. ნიას დავურეკე და სასწრაფოდ დაბლა ჩამოვიდნენ. ნია ისეთი ლამაზი იყო როგორც პატარძალი... ცისფერი კაბა და შავი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები უფრო ალამაზებდა, ისედან წვრილ წელს ეს მოტმასნილი კაბა უფრო უწვრილებდა. გიორგი მის გვერდით მოდიოდა, წელზე ხელი შემოეხვია. ნია რომ დამოვიდა სადარბაზოდან, მე და ანა მაშინვე ვეცით და ჩავეხუტეთ.
-ნიაკო, გილოცავ დაბადების დღეს!!!- შევყვირე და მაგრად ვაკოცე. ანამაც მე მომბაძა. მილოცვები რომ დავამთავრეთ. გიორგის მანქანაში მოვთავსდით. მე და ანა უკანა სავარძლებზე, ნია კი წინ. რესტორნამდე მალევე მივედით. თავიდან მანქანაში რომ ჩავჯექით საერთოდ, 1%-თაც კი არ ვნერვიულობდი, მაგრამ რესტორანს რომ მივუახლოვდით, ისე ავღელდი თითქოს სასაკლაოზე მივყავდი ვინმეს. მანქანიდან ჯერ ანა გადავიდა, შემდეგ მეც მივყევი. გარეთ არავინ იდგა, როგორც ჩანს ყველა უკვე შესული იყო. როცა ნია რესტორანში შევიდა, მე და ანა ჯერ კიდევ გარეთ ვიყავით, დარბაზიდან იმხელა ყვირილი გამოვიდა, წამით გავიფიქრე რომ ნიამ მთელი სკოლა დაპატიჟა. თუმცა როცა დარბაზში შევედი, ამაში დავრწმუნდი კიდეც. მართლაც მთელი სკოლა დაუპატიჟებია. გამაგიჟებს ეს ბავშვი!!! ვინ არ გამხდარა 17 წლის?!
დარბაზში შესვლისთანავე ფურცლის ფეიერვერკები და შამპანიურები გახსნეს. ყველა ერთხმად ყვიროდა "გილოცავთ"-ს და იყო ერთი ამბავი. ბოლოსდაბოლოს როცა ყველა დაწყნარდა, სუფრასთან დავსხედით. მე, ანას გვერდით დავიკავე ადგილი. იმ მაგიდასთან ვიჯექი სადაც ჩვენი კლასელები. და სანდროს ხუმრობას ვუსმენდი, თან ვიცინოდით. სიცილი სახეზე შემაშრა, როცა ჩვენს მოპირდაპირე მაგიდაზე მჯდომი გაბრიელი დავინახე, სანახევროდ მე მიყურებდა თან ცდილობდა, მისი მეგობრისთვის ყური დაეგდო, რომელიც რაღაცას გაქაფული ყვებოდა.
"ჯანდაბა! ამას რაღა უნდა აქ!"- მართალია რომ ეს გავიფიქრე, მაგრამ ალბათ სახეზე ყველაფერი დამეტყო, ამიტომაც ვფიქრობ რომ გაბრიელი ფიქრებს მიმიხვდა რაც არც თუ ისე მესიამოვნა. თითქმის მთელი საღამო ვცდილობდი, რამენაირად არ მიმექცია ყურადღება მისთვის და მისი მწველი მზერისთვის. მგონი კარგად გამომდიოდა. როცა მუსიკები ჩაირთო, ხალხი ერთდროულად გავარდა საცეკვაო "მოედანზე". ხტუნვა და გაურკვეველი მოძრაობების გაკეთება დაიწყეს. ანაც ადგა და ჩემს ერთ-ერთ კლასელთან ერთად გავიდა. მე აღარაფერი მითხრა, რადგან კარგად იცოდა მაინც უარს მიირებდა. არ მიყვარს ცეკვა, უფროსწორად ბავშვობაში ვცეკვავდი, თუმცა ახლა...
შუქები ჩაქრა და ჭერიდან ფერადმა ლაზერებმა დაიწყო მოძრაობა. საკმაოდ კარგად იყო ყველაფერი მოწყობილი. მე უბრალოდ ჩემს ადგილზე ვიჯექი და ანას და ნიას ღიმილით ვუყურებდი. მათი ცეკვის ყურებით ვიყავი გართული როცა ანას ადგილი ვიღაცამ დაიკავა და ჩემკენ შემობრუნდა. რა თქმა უნდა ეს გაბრიელი იყო.

-გაბრიელი-
როცა ნიამ მეც დამპატიჟა მის დაბადების დღეზე გამიხარდა, რადგან ეკა მისი ახლო მეგობარი იყო, სავარაუდოდ ისიც მოვიდოდა. და ჩემი შანსებიც გაიზრდებოდა. უკვე ყველა მოსული იყო, თუმცა არც ეკა ჩანდა და არც მისი დაქალი. ნიას შემოსვლას ყველა ველოდით, რომ როგორც გიორგიმ გვითხრა ისე მოვქცეულიყავით. როდესაც ნია და გიორგი ოთახში შემოვიდნენ, ყველა იმედი გადამეწურა "ალბათ, ვერ მოვიდა"-გავიფიქრე და როცა კარს შევხედე ეკა დავინახე. წითელი ტანში გამოყვანილი კაბა ეცვა, თმები კი დაეხვია. ისეთი ლამაზი და ამავდროულად ქალურიც იყო, სკოლაში, ჯინსსა და უბრალო მაისურში, სულ სხვა ეკა იყო. ახლა კი სულ სხვა. როგორც მივხვდი, როცა დარბაზში შემოვიდა ვერ შემამჩნია, თანაკლასელებთან საუბრით იყო გართული. როცა დამინახა უკვე სუფრაასთან ვისხედით, იცინოდა და ჩემს დანახვაზე სახე საგრძნობლად შეეცვალა. ალბათ იმასაც ფიქრობდა აქ რატომ დამპატიჟა ნიამ. ამ ერთზელ გამომხედა და მერე ისე იქცეოდა თითქოს არც კი იცოდა ჩემი არსებობის შესახებ. მუსიკა რომ ჩართეს თითქმის სტუმრების ნახევარი საცეკვაოდ გავიდა. ეკას გვერდით ადგილი განთავისუფლდა მეც დრო ვიხელთე და მოვუჯექი.
-რატომ მოვიწყინეთო?-ვკითხე და მთლიანად მისკენ შევბრუნდი.
-სულაც არა-მითხრა და ისევ ბავშვებს გახედა.
-დღეს ულამაზესი ხარ-ვუთხარი და გავუღიმე.
-დიდი მადლობა-მანაც იმავე გაიმეორა რაც მე.
სწრაფი მუსიკა დამთავრდა და ახლა მშვიდი ჩართეს. მე ისევ მას მივუბრუნდი:
-არ გინდა ვიცეკვოთ?
-არა...-უარყოფის ნიშნად დაიჯღანა. მაგრამ მე მაინც არ მოვეშვი, ჰაერში გრაციოზულად წამოვიჭერი და ხელი გავუწოდე:
-თქვენი ხელი პატარა ქალბატონო!-მე თავი უარყოფის ნიშნად გააქნია.
-კარგი რა ეკა, წამოდი გთხოვ... მხოლოდ ერთი ცეკვა-ვუთხარი და გავუღიმე.
-კარგი... მხოლოდ ერთი-ჩემს ხელს ყურადღება არ მიაქცია და საცეკვაოდ გამიძღვა. მივუახლოვდი, ერთი ხელი მხარზე დამადო, მეორე კი ჩემს ხელში მოათავსა. მე კი ხელი წელზე შევუცურე. ეს რომ გავაკეთე დაიძაბა, სუნთქვა შეეკრა და თავი დაბლა დახარა. მუსიკას ტანი ავაყოლეთ. ცოთახანი ჩუმად ვიდექით, შემდეგ კი სიჩუმე მე დავარღვიე:
-როგორც მივხვდი ჩემი აქ ნახვა არ გესიამოვნა-ვუთხარი თუმცა მას ჩემთვის არ შემოუხედავს, ისე მიპასუხა:
-მასეც ვერ ვიტყოდი, უფრო გამიკვირდა.-მითხრა და კითხვის მოლოდინში გაჩუმდა.
-რატომ არაფერს მეკითხები დავიჯერო ჩემზე არაფერი გაიმტერესებს?-ვუთხარი და პასუხს დაველოდე.
-აქ აღსარების ჩასაბარებლად გამომიწვიე თუ საცეკვაოდ?-მის ხმაში სიცილის ნოტები ერია, ასეთ პასუხზე გამეღიმა და აღარაფერი მიკითხავს.

-კატერინა-
სულ დაძაბული ვიდექი, საცეკვაო დარბაზში. ამ დაზაბულობისგან კუნთები მტკიოდა, ყველაზე მეტად კი გაბრიელის ასეთი სიახლოვე მძაბავდა. მის ცხელ სუნთქვას მხარზე ვგრძნობდი, მისი ხელები თბილი იყო, ჩემი ცინულივით გაყინული. მასთან ასეთი სიახლოვე, საშინლად მეუხერხულობოდა, თან ამავდროულად მსიამოვნებდა.



№1  offline წევრი რიტა

კარგია გააგრძელე. ველოდები ახალ თავს. არ მომწონს გაბრიელის ნიზლავი, მაგრამ დარწყმუნებული ვარ მაგ სულელს ეკა შეუყვარდება. აბა შენ იცი არ გვალოდინო. წარმატებები...

 


№2  offline წევრი niko._.

gaagrdzele aucileblad <3

 


№3  offline წევრი ნეპტუნიელი

რიტა
კარგია გააგრძელე. ველოდები ახალ თავს. არ მომწონს გაბრიელის ნიზლავი, მაგრამ დარწყმუნებული ვარ მაგ სულელს ეკა შეუყვარდება. აბა შენ იცი არ გვალოდინო. წარმატებები...

შენ არ იცი, როგორ მიხარია როცა შენს კომენტარს ვხედავ, ჩეემს სიახლეზე. ვიცი, რომ გაბრიელის ნაძლევი გაღიზიანებს, მეც არ მომწონს ასეთი ბიჭები, თუმცა გპირდებით გაბრიელი საკუთარ შეცდომას მიხვდება.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent