შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენი სიყვარულის ფობია მემართება (28)


28-07-2016, 23:42
ავტორი Natta
ნანახია 2 620

- ვინ წარმოიდგენდა დადა დემეტრაძეს თუ ასეთი სიყვარული შეეძლო? ( დანიელი )
ვცდილობდი მისი სიტყვებისთვის ყურადღება არ მიმექცია და სიმშვიდე შემენარჩუნებინა.
- ნიტა სად არის?
- ყველაფერთან ერთად მოთმენის უნარიც არ გქონია. ( დანიელი )
არვიცი ასეთ მომენტში როგორ ვახერხებდი საკუთარ თავზე კონტროლს, ალბათ ამაში ნიტას ცრემლიანი თვალები მეხმარებოდა და იმაზე ფიქრი, რომ ჩემი ამოქმედება მხოლოდ მას მოუტანდა ზიანს, ამიტომ დანიელის სიტყვებს ყურადღებას არ ვაქცევდი. მოულოდნელად ძლიერი დარტყმა ვიგრძენი და ძირს უგონოდ დავეცი, როდესაც გამოვფხიზლდი სულ სხვა ოთახში აღმოვჩნდი, ძალიან ბნელოდა მაგრამ სარკმლიდან შემოსული სინათლე ოთახს ოდნავ მაინც ანათებდა, კისერი დაჭიმული მქონდა და საოცარ ტკივილს ვგრძნობდი, სწორედ ამ დროს კარები გაიღო და ოთახში დანიელი შემოვიდა, უკან ნიტა მოჰყვა დაცვასთან ერთად, თვალები ახვეული ჰქონდა ხელები კი შეკრული, მისი ასეთ მდგომარეობაში დანახვა და ჩემი „გაგიჟება“ ერთი იყო, ხელი მაშინვე იარაღისკენ წავიღე, მაგრამ იქ აღარ დამხვდა.
- ჰაჰა სულელი ბიჭი, ამას ხომ არ ეძებ? ( დანიელი )
მის შარვალაში ჩემი იარაღი შევნიშნე, მაგრამ ის იმ მომენტში ჩემთვის მხოლოდ უბრალო „სათამაშოს“ წარმოადგენდა, ამიტომ მაშინვე ნიტასკენ წავედი, ის ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა მის გარშემო, რადგან ამ ხნის განმავლობაში ჩემი ხმა არ გაუგონია.
- ნიტა, ნიტა კარგად ხარ?
ვერ აგიღწერთ ჩემი ხმის გაგონებაზე რა დაემართა, ის ვერ ახერხებდა ჩემთან მოსვლას, მაგრამ დადა რისი დადა იყო ასეთ მომენტში სხვას, რომ დამორჩილებოდა, მაშინვე მასთან გავჩნდი და გულზე მივიკარი.
- ჩემი დადა, შენ აქ ხარ შენ მიპოვე, შენ ჩემთან ხარ. ( ნიტა )
ძლიერად ჩამეხუტა და ერთიდაიგივეს იმეორებდა.
- დამშივდდი ლამაზო, ყველაფერი კარგადა.
დანიელის ირონია არ იცვლებოდა, ღიმილით გვადევნებდა თვალს მე და ნიტას, შემდეგკი ჩემმა საქციელმა ოდანვ გააღიზიანია - ნიტას თვალებზე სახვევი მოვხსენი და ხელებიც მაშინვე გავუხსენი.
- დანიელ ნიტა გაუშვი, მე ხომ უკვე აქ ვარ, მისი თავი რაღაში გჭირდება?
- რატომ? ასეთი ლამაზი გოგოს გამოყენება ბევრ რამეში შეიძლება. ( დანიელი )
ეს უკვე ზედმეტი იყო, დანიელს გიჟივით მივვარდი და ისეთი ძალით შემოვარტყი, რომ მაშინვე ძირს დაეცა, რაღათქმაუნდა რამდნიმე წამში დაცვის ხელში აღმოვჩნდი.
- ეს მომენტი კარგად დაიმახსოვრე დანიელ, გპირდები ძალიან მალე საკუთარ თავს ვეღარ იცნობ, სიკვდილს დაგანატრებ, ამ ყველაფერს „უეჭველი“ ინანებ.
- ჰაჰა უცნაურია, ასეთ მომენტშიცკი ბედავ და მემუქრები? როგორც ჩანს ყველაფერი მართალი ყოფილა რისი გარკვევაც შევძელი, მითხარი რატომ არ უნდა გაგასხმევინო აქვე ტვინი? მაგრამ არა, მე სულ სხვა გეგმები მაქვს, უკეთესია ჯერ გავერთოთ. ( დანიელი )
ნიტასთან მივიდა და სახეზე თამაში დაუწყო, გათავისუფლებას ვცდილობდი, მაგრამ არ გამომდიოდა.
- არ შეეხო ბიჭო, მე შენ *******.
გოგონას მოულოდნელად მოშორდა, ჩემსკენ წამოვიდა და სახეში ძლიერი მუშტი მომხვდა.
- შენ კიდევ ვერ ისწავლე ჩემთან სწორი საუბარი? ( დანიელი )
არვიცი რამ გამაგიჟა, მაგრამ მის სიტყვებზე სიცილი ვერ შევიკავე და მშვიდად განვაგრძე საუბარი.
- ხომ იცი, რომ ამ ყველაფრისთვის მაგრად დაისჯები, ისიც ხომ იცი, რომ ძალიან მალე პატიებას მთხოვ, მაგრამ გპირდები შენი ერთ სიტყვაცკი ვერ შემაჩერებს რომ ყველაფრისთვის ის მიიღო რაც გეკუთვნის.
კიდევ ერთი დარტყმა მივიღე და დაცვასთან ერთად მაშინვე გავიდა ოთახიდან, არ ვიცი რატომ მაგრამ ნიტა ჩემთან ერთად დატოვა.
- დადა კარგად ხარ? ძალიან გტკივა? ( ნიტა )
შეშინებული მიყურებდა და გახეთქილ ტუჩებზე ნაზი მოძრაობით შემახო თითები - სულელი გოგო, ასე ხომ უფრო მეტკინება - ჩემთვის გავიფიქრე და მაშინვე გამეღიმა, მართლაც შეშლილი ვარ, როგორ ვახერხებდი იმ მომენტში სინაგლეს და „უნაკლო“ ხასიათზე ყოფნას არ ვიცი, უბრალოდ მინდოდა ნიტას ეგრძნო, რომ ცვეტში ყველაფერი კარგად იქნებოდა, მინდოდა აღარ დამენახა მისი შეშინებული თვალები, მინდოდა მასაც გაეღიმა, მინდოდა ჩავხუტებოდი, მაგრამ მეშინოდა ამით კიდევ უფრო არ მიმეყენებინა ზიანი, მაგრამ რა ზიანი? ჩახუტებით, როდის იყო ადაიანს რაიმე უშავდებოდეს, თავს უცნაურად ვგრძნობდი - იმიტომ, რომ ბედნიერი ვიყავი, მაგრამ ვერვხვდებოდი ასეთ სიტუაციაში რა მხდიდა ბედნიერს? იქნებ ის, რომ ნიტა კლავაც ჩემს წინ იდგა და ვგრძნობდი, ვგრძნობდი მის საოცარ შეხებას.
- ისევ იღიმი, როგორ ახერხებ ამას? ( ნიტა )
- და რატომ არ უნდა ვიღიმოდე?
- შენ მგონი მართლა გაგიჟდი, ხუმრობ ხო? ნებისმიერ დროს შეუძლიათ ჩვენი მოკვლა შენკი მაინც არ კარგავ შენს ჩვეულს განწყობას. ( ნიტა )
- ისინი ვერაფერს დაგიშავებენ ნიტა.
ნიტას ბავშურად გავეთამაშე თმებზე შემდეგკი უფრო მეტად მივუახლოვდი.
- მიდი რა.
- რა? ( ნიტა )
- გაიღიმე.
- საეთოდ არ მეღიმება დადა. ( ნიტა )
- მაშინ, გამიღიმე.
მიზანს მივახწიე და ჩემმა სიტყვება მისი ღიმილიც დაიმსახურეს, უფრო მეტიც ჩემსკენ გადმოიხარა და ძლიერად ჩამეხუტა. მოქმედების დრო ახლოვდებოდა, ამიტომ ყველაფერზე დაფიქრება იყო საჭირო, რამდენიმე წუთში ზუსტად გავიოდოდა ერთი საათი, რის შემდეგადაც ალექსადნრე და გიუშა მოქმედებას დაიწყებდნენ - ტელეფონი მჭირდება, მაგრამ როგორ? ახლა სად ვიშოვი? ოთახში ავეჯის გარდა თითქმის არაფერი დგა - ამ ფიქრებში ვიყავი, რომ მოულოდენლად კარები გაიხსნა, მაგრამ უფრო მოულოდნელი იყო ის ვინც დავინახე.
- დადა, დადა როგორ მიხარია შენი ნახვა, როგორც ჩანს ნიტაც გიპოვია.
წამებში ყველაფერი ნათელი გახდა, ყველაფერს მივხვდი რაც ჩემს გარშემო ხდებოდა, სწრაფად განვთავისუფლდი ნიტასგან და გოგის გიჟივით მივვარდი.
- ეს ყველაფერი შენი დაგეგმილია ნ******, მე შენ ******.
რაღათქმაუნდა მასთან მაშინვე გაჩნდა დაცვა, იმდენად განრისხებული ვიყავი, რომ ერთი კაცი ვერ ახერხებდა ჩემს გაკავებს და სამი თუ ოთხი მიჭერდა.
- გახსოვს ბატონო დადა ჩვენი ბოლო შეხვედრა თბილისში? ( გოგი )
- დადა რას ამბობს? ეს ტიპი ვინ არის? რა ბოლო შეხვედრა? ( ნიტა )
ნიტას ყურადღება არ მივაქციე და გოგისთან გავაგრძელე საუბარი.
- ხვდები მაინც, რომ იმ ცეცლხთან თამაშობ, რომელიც შენთვის დაანთეს?
- შენ თუ ხვდები ახლა აქ რისთვის ვარ? ჩემი ბოლო სიტყვები გახსოვს? მე შეგპირდი, რომ მაშინდელი საქციელისთვის აუცილებლად განანებდი. ( გოგი )
- შენ გგონია ახლა რაიმეს ვნანობ? შანსი, რომ მომეცეს მაშინვე აგიგებ ანდერძს.
- სასაცილოა, როგორ შეძლებ მაგას, როდესაც მე შენი სუსტი წერტილი ვიცი? ( გოგი )
გოგი კუთხეში მჯდარ ნიტას მიუახლოვდა და სახეზე მოფერება გადაწყვიტა, რომ ნიტა მაშინვე ჩემსკენ გამოიქცა, მაგრამ წამსვე დაცვის ხელში აღმოჩნდა.
- ნიტასთან თამაშს თავი დაანებე გოგი, იცოდე ყოველთვის ვერ დაგიცავენ ეს ******* ი და ვეღარავინ შემაჩერებს შენი სახის „გალამაზების“ დროს, ყოველი ქმედებისთვის სათანადოდ დაისჯები.
- კარგი, კარგი ეგ გავიგე რაიმე ახალი თქვი, მაგალითად მირჩიე როგორ გავერთო ამ ლამაზმანთან ერთად? რა მოსწონს? როგორ მოსწონს? და ასე შემდეგ. ( გოგი )
მისი ცემა სასწაულად მინდოდა, მაგრამ დიდი წავლების შემდეგ, მაინც ვერ შევძელი გათავისუფლება, საბოლოოდ კი ოთახი დატოვა იმ პირობით, რომ ძალიან მალე ისევ დაბრუნდებოდა. ნიტას ძლიერად ჩავეხუტე, შემდეგკი თავი მის კისერში ჩავრგე და მისი სურნელი შევიგრძენი - აი თურმე რა მჭირდებოდა - ჩემთვის გავიფიქრე და გოგონას კიდევ უფრო მივუახლოვდი, გახშირებული სუთქვა და დაბნეული თვალები - ნიტას ასეთი გამოხედვა კიდევ უფრო მაგიჟებდა, მისით ტკბობას განვაგრძნობდი, რომ მოულოდენლად კარგი გაიღო და ოთახში ერთი ხნიერი ქალბატონი შემოვიდა, ყველაზე უფრო გასაოცარი კი ის იყო, რომ იგი ქართველი აღმოჩნდა, ქალს ჩვენს დანახვაზე თვალები ცრემლილთ აევსო და ძლივს მოახერხა ხმის ამოღება.
- აქ ცოტა საჭმელი და წყალია. ()
ყველაფერი მაგიდაზე დაალაგა, თითქოს კიდევ უნდოდა რამის თქმა, მაგრამ თავი დახარა და ოთახიდან გასვლა დააპირა, რომ ერთი არაჩვეულებრივი აზრი მომივიდა - ტელეფონი, აი როგორ შევძლებ ალექსადნრესთან დარეკვას.



№1 სტუმარი Nini

Dadzabulobam imataa.kargia da nuga agvianeb.

 


№2  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

Kargia ar daahviano male dade

 


№3  offline წევრი ნიიიიი

ეხლახანს დავრგისტრირდი ამ საიტზე იმისთვის რომ ამ მოთხრობის ბოლოს კომენტარი დამეწერა:-) ძალიან მაგარია და მალე გააგრძელე გთხოოვ

 


№4  offline წევრი Natta

Nini
Dadzabulobam imataa.kargia da nuga agvianeb.

მადლობა. love

ანი ანი
Kargia ar daahviano male dade

ვეცდები მალე დავამატო შემდეგი თავი, მადლობა შეფასებისთვის. love

ნიიიიი
ეხლახანს დავრგისტრირდი ამ საიტზე იმისთვის რომ ამ მოთხრობის ბოლოს კომენტარი დამეწერა:-) ძალიან მაგარია და მალე გააგრძელე გთხოოვ

რა კარგი ხარ love რომ იცოდე, როგორ გამახარა შენმა სიტყვება love ძალიან ძალიან დიდი მადლობა შენ ამისთვის. love იმედია ამ თავის შემდეგ არ "გაქრები" და გაარძელებ აქტიურობას. love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent