შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სექსუალური ადვოკატი (7)


30-07-2016, 02:24
ავტორი mariam-mariam
ნანახია 3 622

ისე უცებ მოვიდა სასამართლოს დრო გონზე ვერ მოვედი..
მთელი დღეა კაბინეტში ვზივარ და კიდევ ერთჴელ ვსწავლობ საქმის დეტალებს...
-ქალბატონო ელენა, მივდივარ და რამე ხომ არ გნებავთ?
გონზე ლიზას ხმამ მომიყვანა და მაშინვე წამოვწიე თავი ფურცლებიდან, საათს რომ შევხედე ღამის ათი საათი იყო, უარყოფის ნიშნად თავი გავაქნიე და ისევ ჩემ საქმეს მივუბრუნდი...
ღმერთო, როგორ დავიღალე ამ ერთფეროვანებით.. მუდმივათ ესეთი უაზრო და არაფრის მომცემი საქმეები... შემდეგ კმაყოფილი კლიენტები და ყველაფერი ტავიდან იწყება..
ყოველი საქმის დახურვის შემდეგ ვოცნებობ, რომ რამე უფრო რთული რამ შემხვდეს, მაგრამ ყოველთვის ერთი და იგივე...
რატომღაც მეგონა, რომ ნიკოლოზის საქმე რადიკალურად შეცვლიდა ჩემ ცხოვრებას, არ ვიცი უკეთესობისკენ, თუ უარესობისკენ, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველაფერი შეცვლებოდა..
თუმცა ყველაფერი ისევ ისეა..
რამდენიმე საათში ყველაფერი ისევ ისე ძველებურად იქნებოდა...
ოდნავ გონზე როგორც კი მოვედი საბუთები გვერდზე გადავდე და საათს შევხედე..
-ჯანდაბა ღამის პირველი საათია...
ჩემთვის ამოვილაპარაკე და უსულოდ მივეყრდენი საზურგეს...
ტელეფონზე გიორგის უამრავი გამოტოვებული ზარი დამხვდა..
უცებ ავკრიბე მისი ნომერი და პასუხის მოლოდინში გავიყუსე...
-სად ხარ აქამდე?! ან რომ გირეკავ რატო არ მპასუხობ?!
როგორც კი ზუმერის ხმა შეწყდა, მაშინვე გიორგის გაბრაზრბული ხმა გაისმა და უნებურად გამეღიმა მის ზრუნვაზე..
-სამსახურში ვარ კიდევ...
ღიმილითვე ვუპასუხე
-გინდა მოგაკითხო?
უცებ დაუთბა ხმა და მის მზრუნველობაზე კიდევ ერთხელ გამეღიმა...
-არა არა, ჯერ კიდევ ვიქნები და მერე წამოვალ ჩემით..
უცებ გავუთიშე ტელეფონი და უსულოდ ჩავესვენე სავარძელში...
ისევ უაზრო ფიქრებმა შემომიტია..
რა იქნება რამდენიმე საათში, როცა ყველაფერი დასრულდება... ნიკოლოზი თავის გზაზე წავა, მე კი ისევ ესეთ უაზრო საქმეებს მივუბრუნდები...]
რა მოხდება მერე?!
თითქოს პასუხი ნაცნობია, მაგრამ მაინც გჯერა რომ ყველაფერი სხვანაირი გახდება....
ვგრძნობდი რაღაც ამოუცნობს, რომელიც საშინლად მომწონდა...
ამოუცნობს, რომელიც საშინლად მიზიდადა....
როდის ჩამეძინა არ ვიცი, მაგრამ როცა გავიღვიძე კაბინეტის დივანზე მეძინა და ახარხარებული ცოლ-ქმარი დამყურებდა ზემოდან..
-რა გაცინებთ?
მტქნარებით ამოვილაპარაკე და სიმწრით წამოვდექი ფეხზე...
-შენ რა მთელი ღამე აქ გაატარე?
ძლივს შეკავებული ღიმილით შემეკითხა ლიკა და გვერდზე მომიჯდა..
-კი და.. მოიცა შენ სამსახურში მოხვედი?
გაკვირვებულმა შევხედე..
-ხო დამიმთავრდა დეკრეტულიც და შვებულებაც, მაგრამ თუ უფროსი დამასვენებს...
-რა შემჭამეთ შენ და შენმა ქმარამა ამ შვებულებებით, კეთილი ინებეთ და იმუშავეთ მე კიდე სასამართლოზე წავალ... ვაიმე დამაგვიანდა.... - შეშინებულმა შევხედე საათს და ოთახში უაზროდ დავიწყე ბოლთაქს ცემა... - არადა სახლში უნდა მივსულიყავი გამომცევალა, ესე ვერ წავალ.. ფუ ელენა რა, რამ დაგაძინა თერთმეტ საათამდე..
აქეთ-იქით დავდიოდი და საკუთარ თავს ვეჩხუბებოდი..
-კარგი დაწყნარდი ტანსაცმელი მოგიტანეთ, აბაზანის წამორებაც გვინდოდა მაგრამ მანქანაში არ ჩაეტია..
ყურებამდე გამეკრიჭა გიორგი და პარკი მესროლა...
-მორჩი მაიმუნობას და წადი საქმეს მიხედე..
რასაც ქვია კინწისკვრით გავაგდე ორივე ცოლ-ქმარი გარეთ და ტანსაცმელი გამოვიცვალე..
როგორ დავიღალე ყოველდღე ერთი და იგივეთი...
ყოველდღე ეს კლასიკური ფორმა...
წუწუნის მიუხედავად უცებ გამოვიცვალე და ქუსლების კაკუნით გავედი გარეთ..
-ქალბატონო ელენა, ვერ დაგინახეთ როდის მოხვედით, - ლიფტთან ისევ ლიზა დამეწია და როგორც ჩვევია ქოთქოთით მომაყარა.. - სასამართლოდან რომ დაბრუნდებით ახალი საქმეა შემოსული და თქვენ გარდა თავისუფალი არავინ არ იქნება...
-არა! - ისე მკაცრად მომივიდა ლიზა ერთ ადგილას შეხტა და შეშინებული თვალებით გამომხედა... - არანაირი საქმე.. ამ სასამართლოს მერე ცოტახანი არანაირ საქმეს არ ვიღებ.. ლიკას გადააბარე...
ვეცადე ტონი ყველანაირად დამერბილებინა და მშვიდად მეთქვა, თუმცა ბრაზი ვერსად დავმალე..
ამის შემდეგ ერთი სიტყვა არ უთქვამს ჩემთვის ლიზას, უხმოდ ჩამოვიდა პირველ სართულზე და ასევე უხმოდ გამშორდა...
უარესად გაღიზიანებული მოვთავსდი საჭესთან და ელვის სისწრაფით მოვწყდი ადგილს..
-ჯანდაბა ათ წუთში სასამართლო იწყება..
გაბრაზებულმა დავარტყი ხელი საჭეს და სიჩქარეს უფრო მოვუმატე..
-ესღა მაკლდა..
ისევ ჩემთვის ამოვილაპარაკე, პოლიციის ბრძანების მიხედვით მანქანა გადავაყენე და მოუთმენლად ავათამაშე თითები საჭეზე..
-გამარჯობათ თქვენი საბუთები თუ შეიძლება..
მაშინვე მივაჩეჩე ხელში მართვის მოწმობა და ნერვიულად დავიწყე თვალების ცეცება...
ვიგრძენი როგორ გადმომხედა გაკვირვებით და ისევე უცებ გაიხედა..
-ქალბატონო ელენა, ალბათ იცით რატომაც გაგაჩერეთ...
-ვიცი ვიცი, უცებ დამიწერეთ ჯარიმა და გამიშვით სასამართლოზე მეჩქარება..
ისევ შევაწყვეტინე ლაპარაკი და ჩქარა მივაყარე...
-კი მაგრამ კიდევ..
-გეხვეწებით უბრალოდ ჯარიმა რამდენიც მეკუთვნის დამიწერეთ და გამიშვით პროცესზე მაგვიანდრბა..
-ქალბატონო ელენა...
-ბატონო..
-ლაშა
-დიახ ბატონო ლაშა ან გამიშვით და ჯარიმა მომეცით ანარადა ნუ მაცდენთ მაგვიანდება კლიენტი მელოდება..
ვიგრძენი ნელ-ნელა როგორ ვუწევდი ხმას და მთელი ძალით ვცდილობდი გამეკონტროლებინა...
მეტი თქმაა აღარც დამჭირვებია, უცებ მომაჩეჩა პატარა ფურცელი და წასვლიდ უფლება მქონდა...
რამდენი სარკეში გავიხედე, იმდენი დავინახე როგორ მომყვებოდნენ მანქანით და მეცინებოდა..
მალევე მივედი სასამართლოში და ეზოში მდგომი ნიკოლოზის დანახვისას შვებით ამოვისუნთქე..
-ბოდიში დამაგვიანდა...
პატარა ბავშვივით ამოვილაპარაკე და კაბა გავისწორე...
-ღირდა დაგვიანება - როგორც კი ჩემი გაკვირვებული სახე დაინახა სიცილი დაიწყო და უფრო გასაგებად განმიმარტა - ესეთი ჩაცმული ჯერ არ მინახიხარ..
თვალები მკერდისკენ ჩააცოცა და რამდენიმე გახსნილ ღილზე მიმანიშნა..
-ღმერთო, რა გარყვნილი ხარ..
დარცხვენილნა ამოვილაპარაკე და ვეცადე უჩუმრად შემეკრა პერანგის ღილები...
-მოდი შეგიკრავ..
ღიმილით მიმწია მისკენ და ნელა შეკრა ღილები...
-ნიკოლოზ ნუ მიყურებ ეგეთი თვალებით და დროზე შეკარი უნდა შევიდეთ აწი...
-არ ინერვიულო ერთი საათით უკან გადაწიეს პროცესი, ნინას აგვიანდება.. ამიტომ ცოტა დრო გვაქვს..
სასაცილოდ აათამაშა წარბები და ხელით მანქანისკენ მიბიძგა...
-ვერ გიტან ნიკოლოზ!..
შეპარული ღიმილით ვუთხარი და მის ნებას დავყევი...
-ვგიჟდები ესეთი დამყოლი რო ხარ..
სიცილით მაკოცა ლოყაზე და მანქანის კარები გამიღო..
ისიც უცებ მოთავსდა საჭესთან და მანქანა დაქოქა...
-სად წავიდეთ?
ცალი თვალით გამომხედა და ისევ გზას გახედა..
-არ ვიცი სადმე ძალიან მშია, მთელი ღამე სამსახურში გავატარე...
მთქნარებით ვუპასუხე და ფანჯარაში გავიხედე...
-რა გინდოდა მთელი ღამე სამსახურში?
-შენ საქმეს ვსწავლობდი..
-ჩემი ჭკვიანი გოგო..
თავზე პატარა ბავშვივით გადამისვა ხელი და სიცილით გამომხედა...
-ნიკოლოზ მოგკლავ..
შეპარული ღიმილით გავხედე...
მალევე მივედით იქვე კაფეში და პატარა მაგიდასთან დავსხედით...
შეკვეთა მივეცით და მოლოდინში გავიყუსეთ...
ხმას არცერთი არ ვიღებდით და როგორც ახალგაზრდა წყვილები არიან ხოლმე დაბნეულები და შეშინებულები ისე ვისხხედით..
-არასდროს არ გითქვამს რატომ შორდები ცოლს..
უხერხული დუმილი მე დავარღვიე და ინტერესიანი თვალებით გავხედე...
-ოცდახუთი წლის ვიყავი ნინა, რომ მოვიყვანე ცოლად.. არცერთს არ გვიყვარდა ერთმანეთი მშობლების ახირების გამო დავქორწინდით...
პირველი წელი ვცდილობდით ნეიტრალური ურთიერთობა დაგვეცვა, თუმცა იმდენად განსხვავებული აზრები და ინტერესები გვქონდა, რომ ჩვენი ეს მცდელობა კრახით დამთავრდა...
მეორე მესამე წელს შედარებით თბილი ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ ეს განსხვავებული აზრები მაინც ხელს გვიშლიდა...
აი ბოლო ორი წელი კი სრული ქაოსი იყო..
ნინა მე მღალატობდა, მე ნინას..
ორივემ ვიცოდით ამის შესახებ, თუმცა სერიოზულად არ აღვიქვავდით..
მაგრამ როცა ნინამ გამომიცხადა, რომ ის კაცი უყვარს და ცოლად უნდა გაყვეს განქორწინებაც მომთხოვა, რა თქმა უნდა უარი არ მითქვამს პირიქით სიხარულით დავთანხმდი...
-კი მაგრამ თუ იმას მიყვება ცოლად შესაბამისად სახლ-კარიც ექნება და შენი ქონება რად უნდა?!
დაბნეულმა ვკითხე და მოსასმენად უკეთესად მოვკალათდი...
-ნინა ფულზე დახამებული ახალგაზრდა გოგოა, რომელმაც გართობის გარდა არაფერი არ იცის..
ცოლად რომ მოვიყვანე სულ რაღაც ცხრამეტი წლის იყო, ოჯახში შესაძლებლობა არ ქონდათ და ამიტომაც გაათხოვეს ესე ადრე..
ქონება რომ დაინახა დახამდა და დღემდე ესე გრძელდება...
-ეხლა გასაგებია რატომ მოუნდა სასამართლო..
უფრო ჩემთვის ამოვილაპარაკე და ყავა მოვსვი...
-შენ რატომ გაშორდი შენ ქმარს?
ინტერესიანი თვალებით გამომხედა და იდაყვებით მაგიდას დაეყრდნო..
-ერთ დღეს რომ გავიღვიძე მივხვდი რომ აღარ გვიყვარდა ერთმანეთი და ესე უცერემონიოდ გავთხოვდი..
-ვსო?
გაოცებულმა მკითხა..
თავის დაქნევით დავეთანხმე და მის დაბნეულობაზე გამეღიმა...
-ვააა, კარგი წავიდეთ თორემ დავაგვიანებთ..
ანგარიში გაასწორა და გარეთ გავედით..
ამჯერად უსიტყვოდ მივედით სასამართლომდე, მაგრამ როგორც კი ირაკლიზე ჩამოკიდებული ნინა დავინახე მეც და ნიკოლოზსაც უცნაურად დაგვიარა ტანში...
ერთმანეთს დაბნეულმა გადავხედეთ და მანქანიდან გადავედი...
-გა..გამარჯობათ
დაბნეულმა ამოვილაპარაკე და მომღიმარ წყვილს გადავხედე..
-გამარჯობა ელენა, როგორც გავიგე ჩემი ყოფილი ქმრისა ადვოკატი ხარ..
ღიმილით გამომიწოდა ხელი და ალმაცერად შეათვალიერა ნიკოლოზი.
-თქვენ აქ ერთად როგორ?
ინტერესით იკითხა ნიკოლოზმა და უხეშად გამოგლიჯა ჩემი ხელი ნინას..
-როგორ ძვირფასო და - ისევ წიკვინა ხმით დაიწყო ნინამ და გვერდით აეტუზა ირაკლის - იმ შენ წვეულებაზე თუ რაღაცაზე
რომ ვნახე მალევე გავუგეთ ერთმანეთს და..
მხრები რაღაცნაირად აიჩეჩა და ირაკლის უფრო მიეხუტა..
-დროა შევიდეთ
სიტუაციის განმუხტვა ვცადე და შესასვლელისკენ პირველი წავედი...
მალევე ამომიდგა გვერდზრ ნიკოლოზი და სახეზე ირონიული ღიმილი დასთამაშებდა...
-ორმა ფულის მონამ იპოვა ერთმანეთი..
ირონიულად ამოვილაპარაკე და შეუმჩნევლად გავკარი ბეჭი ნიკოლოზს..
ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ქონების უმეტესი ნაწილი ისევ ნიკოლოზს დარჩა..
ნინას გამწარებულ სახეზე გულიანად მეცინებოდა, რითიც ორმაგად ვბედნიერდებოდი...
-ყველაფერი კარგად დამთავრდა რა მაგარია...
სასამართლოდან გამოსულმა ბედნიერებისგან ამოვილაპარაკე და გაღიმებულ ნიკოლოზს გავხედე...
-ყველა სასამართლოს წარმატებით დამთავრება ესე გიხარია შენ?
წარბები მაღლა აზიდა და წინ გადამიდგა..
-რა თქმა უნდა
თავდაჯერებულად ვუპასუხე და
გვერდის ავლა ვცადე
-კარგი მაშინ ამ საღამოს რვა საათისთვის გამოგივლი..
ლოყაზე მოწყვეტით მაკოცა და მანქანაში ჩაჯდა...
მეც რობოტივით წავედი ჩემი მანქანისკენ და ჩემ გზაზე წავედი...
ჯერ ისევ სამსახურში შევიარე და ცოლ-ქმარი მოვინახულე...
-ოჰ, მძინარე მზეთუნახავი მოვიდა..
შესვლისთანავე ომახიანად მომაძახა გიორგიმ და გულიანად გაიცინა..
-მორჩი მაიმუნობას და შენ ცოლს დაურეკე თუ ცალია მოვიდეს...
უცებ გავეცი განკარგულება და დივანზე ჩამოვჯექი..
ზუსტად ათ წუთში გაჩნდა ლიკა კაბინეტში და პროცესთან დაკავშირებით ათასი კითხვა დამაყარა...
-მორჩი ტლიკინს და სახლში წამოდი უნდა დამეხმარო
რამდენიმე კითხვის მერე ძლივს ჩავაკვეხე სიტყვა და ფეხზე წამოვაგდე...
-რატო უნდა დაგეხმარო?!
-საღამოს ნიკოლოზს უნდა შევხვდე და დახნარება მჭირდება...
-აუ მეც წამოვალ რა..
პატარა ბავშვივით აწუწუნდა გიორგი და წინ დამიდგა...
-რაში დამეხმარები გიო? კაბის არჩევაში თუ მაკიაჟის გაკეთებაში?!
მეც პატარა ბავშვის ხმა მივიღე და თითები სასაცილოდა ავხლართე ერთმანეთში...
-ეეე უნამუსო ბანკეტზე კაბა ვინ აგირჩია?
მოჭუტული თვალებით გამომხედა და გამაჩუმა კიდეც..
-ჯანდაბას წამოეთრიე, ოღონდ ზედმეტი რეპლიკებისგან თავი შეიკავე..
თითის აწევით გავაფრთხილე და ოთახიდან გავედი...
მალევე მივედით სახლში და მაშინვე გადმოვაყირავეთ ლიკას კარადა..
-ეს ძალიან მოკლეა.. ეს ძალიან გრძელი... ეს რა უბედურებაა... ან ეს რატომ გაქვს საერთოდ?.. ეს გამომწვევია, ეს დახურულია...
-ლიკა! ლიკა! რა უბედურრბაა რამდენი კაბა გაქვს და ვერაფერი ავარჩიე...
პანიკიორივით ავწუწუნდი და ფეხები ავაბაკუნე...
-რა არის ელენა ეს?!
ლოგინზე მიყრილ კაბებს გადახედა და კარადაში შეწყობა დაიწყო...
-ლიკა ჯერ მომაძებნიე და მერე დაალაგე..
არ ვწყვეტდი წუწუნს და წინ და უკან დავდიოდი...
-ეს ჩაიცვი...
ხელში შავი კაბა მომაჩეჩა და ოთახიდან გავიდა..
მხრები რა გაეწყობას ნიშნად ავიჩეჩე, აბაზანაში შევვარდი უცებ გადავივლე და უცებ მოვირგე ტანზე კაბა, ფეხზე განუყრელი ფეხსაცმელები ჩავიცვი და სამზარეულოში გავკაკუნდი..
-რა იტყვით?!
წინ დავუდექი ცოლ-ქმარს და შეფასების მოლოდინში გავიყუსე...
-შესანიშნავია
ორივემ ერთ ხმაში წამოიძახეს და ჩემი თვალიერება განაგრძეს...
-დროზე მაკიაჟი გამიკეთე თორემ მოვიდა...
ანერვიულებულმა დავხედე საათს, ციფერბლატი რვის ნახევარს უჩვენებდა და უარესად ავნერვიულდი...
სიცილით გამომყვა ლიკა უკან....
ბოლო შტრიხებიც შევისწორე და ნიკოლოზის ზარიც დაფიქსირდა..
სირბილით ჩავედი პირველ სართულზე...
ბოლო კიბეზე გავჩერდი კაბა შევისწორე და ნელი სიარულით გავედი გარეთ..
-ულამაზესი ხარ..
როგორც კი ახლოს მივედი მაშინვე კომპლიმენტით შემამკო ნიკოლოზმა და ნელა შემახო ტუჩები ლოყაზე..
მანქანის კარები გამიღო და ღვედიც მისი ხელით შემიკრა..
მალევე დაიკავა მისი ადგილიც და მანქანა დაქოქა..
გზაში ხმა არცერთს არ ამოგვიღია..
შიგადაშიგ თუ გადავხედავდით ერთმანეთს და მხოლოდ ღიმილით შევამკობდით...
-სად წავიდეთ?
დუმილი ისებ ნიკოლოზმა დაარღვია და ინტერესიანი თვალებით გამომხედა...
-მე მეგონა უკვე არჩეული გქონდა ადგილი?
დაბნეულმა ვუპასუხე და ”სიდენიაზე” უკეთესად მოვთავსდი..
-მაქვს კიდევაც უბრალოდ შენი აზრიც მაინტერესებს..
-იქ სადაც პირველი პაემანი გვქონდა..
დაუფიქრებლად ვუპასუხე და ჩემი იდეით კმაყოფილი გავიკრიჭე...
მანაც თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია და მანქანა წამებში მოატრიალა...
-უბრალოდ გაფრთხილებ საჭმელი არაფერი არაა..
-არაუშავს გავძლებთ..
ღიმილით ვუპასუხს და გზას გავხედე...
ნახევარ საათიანი
მგზავრობის შემდეგ მანქანა გააჩერა და დარჩენილი მანძილი ისევ ფეხით დავფარეთ...
მივდიოდი და უფროდაუფრო ვტკბებოდი ამ ბუნების სილამაზით..
გარშემო ყველგან ხეები და მინდვრის ყვავილებია...
ამ თვალიერებაში ისე მივედი კოტეჯამდე ვერც კი გავიგე...
ბედნიერმა შევაბიჯე ნაცნობ სახლში და მაშინვე დივანზე ჩამოვჯექი...
-მხოლოდ წითელი ღვინო და რამდენიმე კვერცხია
სამზარეულოდან გამომძახა ნიკოლოზმა..
-მხოლოდ ღვინო
უცებ ვუპასუხედა თვალები დავხუჭე..
მალევე გავიგე ფეხის ხმა და იძულებული გავხდი თვალები გამეხილა...
ღვინით სავსე ჭიქა მომაწოდა და ათას უაზრობაზდ ვილაპარაკეთ..
რამდენიმე ჭიქაში უკვე კარგად მომეკიდა სასმელი და რაებს ვლაპარაკობდი თვითონაც არ ვიცი..
-იცი ნიკოლოზ შენი სასამართლოს მერე ყველაფერი სხვანაირი წარმომედგინა... -გულწრფელად ვუთხარი და მთელი ტანით მივტრიალდი მისკენ... - მინდოდა ეს ყველაფერი ერთი ხელის ჩამორთმევით დამთავრებულიყო და ვსიო..
-ეხლა?
-ეხლა კი აი ესეთი დასასრული მინდა..
ტუჩებზე ნაზად შევეხე და აციმციმებული თვალები შევანათე...
-მე კი ესეთი დასასრული მინდა..
უცებ შემიცურა წელზე ხელი და დივანიდან ლოგინზე გადაინაცვლა....

იმედია მოგეწონებათ❤ შეცდომებისთვის და დაგვიანებისთვის ბოდიში❤❤



№1 სტუმარი m

kargia dzalian imedia bolomde ertad iqnebian

 


№2 სტუმარი teo...

მომწონს ეს წყვილი და იმედია ერტად იქნებიან მალე გააგრზელე გტხოვ ნუ აგვიანებ....

 


№3 სტუმარი Ketis

Kaiaaaaaadzan amdeni gvalodine da esec patara tavit

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent