უსასრულობაშიც შენ მეყვარები! (4)
თავი 4 დემეტრე საშინელი თავის ტკვილი მაღვიძებს, მინდა რომ რამე ჩავირტყა ისე რომ მოვკვდე, არა ვიცი რომ საშინელი ნაბახუსევი ვიცი და რატო არ ვაჩერებ პირს, რომ არ დავლიო მოვკვდები?!.... ასე მგონია აპოკალიფსი თუ დაიწყო, ერთი ბოთლი ბორჯომი იმენა მომნათლავდა, მაგრამ ადგომის თავიც არ მაქვს, ვეგდები ამ ლოგინში და განვუტევებ სულს... თვალებსაც ვერ ვახელ იმ მდგომარეობაში ვარ...მაგრამ ვიღაცის მშვიდი სუნთქვა აღწევს ჩემს ყურთა სმენას, ამას თან ემატება ვარდის სურნელი, რომელიც ცხვირში სასიამოვნოდ მიღიტინებს... ეს ყველაფერი მაიძულებს ჩემი ჯოჯოხეთიდან გამოვიდე, თვალებს ვახელ და ჰოი საოცრებავ... ნეკას ძინავს ჩემს გვერდით.... ისეთი პატარა და უცოდველი ძილით ეძინა ფრთხილად ავიღე მისი მუცლიდან ჩემი ხელი და ისე მოვეწყვე რომ უკეთესად დამენახა ანგელოზის სახე... გონებაში ნელ-ნელა აღვიდგინე გასული ღამის ინციდენტი და საკუთარი თავის დაგლეჯვა მომინდა , გრძნობების შეკავება რომ არ ვიცი... ჯანდაბა ესე უფრო დავაფრთხობ... იცით როგორ ეძინა? პატარა უფრთო ანგელოზს...გადაღლილი სახე მაინც აკიაფებულ ვარსკვლავს უგავს, ძილისგან კიდევ უფრო დაბუშტული , ბროწეულივით წითელი ტუჩები, პატარა კურნოსა ცხვირი , რომელიც აწითლებულიყო, და ლოყები, რომელსაც ვარდისფერი ფერი დაკრავდა... იმდენად ლამაზი იყო, იმდენად საოცრება, მინდოდა ჩავხუტებულიყავი და არასდროს გამეშვა... რა ჯანდაბა გემართება დემეტრე?! როდის აქეთააა ქალებზე ესე ფიქრობდე?! მაგრამ როცა ამ საოცრებას შეხედავ როგორ არ იგრძნობ რამეს?! ქვასაც კი გააცოცხლებს?! უგულოსაც გაუჩენს გულს! ფრთხილად ვაბრუნებ ხელს მის მუცელზე, ცხვირს ოქროსფერ თმებში ვმალავ, ღრმად ვისუნთქავ სურნელს და სიამოვნებისგან თვალებს ვხუჭავ... ჩემი თავის ტკივილი კი სადღაც ჯანდაბაში მიდის... პატარა ბავშვი, ჩემი პატარა ბავშვი, ჩემთვის ვბუტბუტებ და კვლავ მეძინება.... ნეკა სიმძიმის შეგრძნებით ვიღვიძებ... ასე მგონია მთელი დედამიწა თუ მემაწევს, ალბათ წინა ღამის ბრალია... თვალის ქუთუთოებს ფრთხილად ვაშორებ ერთმანეთს, ფეხს ფრთხილად ვასრიალებ ჩემს ფეხზე და რომ მინდა ფეხზე ავდგე ვიღაც ზმუის ... შემდეგ მახსენდება რომ დემეტრეს გვერდით ვიწექი, და სავარაუდოდ ის იყო ჩემზე სუროსავით შემოხვეული, საშინლად გავწითლდი სირცხვილისგან... გადამალვა მინდოდა იმდენად უხერხულ ფორმაში მეძინა, ჩემი პენუარი ძალიან დამოკლებულიყო, მისი დაძარღვული ხელი კი შიშველ მუცელს ეხებოდა, თავი კი ყელში ჰქონდა ჩარგული, იმდენად თბილი იყო, იმდენად რომ კიდევ უფრო მაგრად ცახუტება მომინდა, ფრთხილად გავთავისუფლდი მისგან , თუმცა უფრო ძლიერ მომიჭირა ხელი და მის თანზე ახლა უფრო აკრული ვიყავი... თვალს ვაყოლებ მის ცისფერ ძარღვებს, რომელიც ამაყად იწონებს თავს მთელი თავისი სიდიადით, კისერზე არსებულ მფეთქვა არტერიას, რომელსაც მინდა შევეხო და დავკოცნო... ძილისგან დაბუშტული ტუჩები, დაბალზე დაყენებლი წვერი, ფუნჯივით ხშირი წამწამები, უბრალოდ სწორი ცხვირი და ყველაფერი ერთად ,,დემეტრე“... ჩემი პირადი საოცრებაა... თავის დაკარგვამდე მიყვარს... ხელს ფრთხილად ვახებ სახეს და კონტურების მოხაზვას ვიწყებ, სწორედ ამ დროს ახეელს თვალებს და ხელი ერთ ადგილზე მეყინება, საშინლად შემრცხვა... უარესად გავწითლდი... სწრაფად ვთავისუფლდები მისი მკლავებისგან და აბაზანაში გავრბივარ, სულ არ მახსოვს ჩემი უმოკლესი პენუარი რა დღეშია, მხოლოდ დამალვაზე ვფიქრობ, როგორც იქნა შევაღწიე აბაზანაში, გულამოვარდნილი ნიჟარას ვეყრდნობი.. წყალს ვუშვებ და დიდი რაოდენით ვისხავ სახეზე... სარკეში ვიყურები და სირცხვილის გრძნობა მიპყრობს... როგორღაც მშვიდდები დიდი ძალისხმევის შედეგად.. პენუარს ვისწორებ და დალაგებული სახით გავდივარ ოთახი, სადაც დემე აღარ არის.. სწრაფად ვწესრიგდები და კიბეებს ჩავუყევი ... მისაღები ოთახიდან ბავშვების ჟრიამული გამოდის, გაცხარებით განიხილავენ სასრიალო თემას.. გოგონებს ,,კოხტა გორაზე’’ სურთ სრიალი ბიჭებს ,,დიდ ველზე’’ შემდეგ განიხილავენ იმ თემას თუ რა მოელით კისრის მოტეხვის შემთხვევაში და ვინ რომელ ტრამვატოლოგიურში რა მოტეხილობებით დაწვება... საბოლოოდ მონეტის აგდებით წყვეტენ და ბიჭები იმარჯვებენ... მეც მათ ვუახლოვდები, დემეტრეს ვერ ვუყურებ თვალებში და ვცდილობ მათ ლაპარაკში ჩავება... დავიფიცებ როგორ ჩატეხა ტუჩის კუთხე და ,,დემესებური“ ღიმილით გაიღიმა... მე რომ მომწონს, ჭკუას რომ მაკარგვინებს აი იმ ღიმილით... -ნეკაა სრიალი ხომ იცი? გახარებული სალომე მახტება და საყვარლად მიჩეჩავს თმებს -ამ სამწუხაროდ არასდროს ვმდგარვარ, თქვენ ისრიალეთ მე ცხენით გავისეირნებ -ცხენზე ჯირითი იცი, ქეთა აშკარად გაკვირვებული ჩანდა -პატარაობაში ვისწავლე, დასასვენებლად ვიყავი ხევსურეთში და იმედი მაქვს რომ არ დამვიწყებია -უყურე შენ ამ ბავშვს ნიკო კვლავ ხუმრობას აგრძელებდა, და სერიოზულად უკრავდა ნერვებზე -არ მოგბეზრდა ნიკუშია -რაო ამან მე მომმართა ნიკუშიათი? და საჩვენებელი თითი მკერდზე მიიდოო -აბა გამასწარი პატარა ქალბატონო აქედა და საყვარლად ჩაიხითხითღა -ჰე ხალხო გვეყო ჭორავი წავედით დავიპყროთ მთები.. აკო ფეხზე წამოფრინდა და გრძელი თითებით წინ ჩამოყრილი კულულები ისევ უკან გადაიწია... ყველა თავის ოთახში დაბრუნდა.. 15 წუთში როგორც იქნა სახლიდან გავატიეთ.. დემეტრეს მანქანაში ვაი ვაგლახით ,,ჩავეკვეტეთ“ და სასრიალოდ წავედით... მალევე მივედით... გოგონები პირველები ჩახტნენ... ბიჭები თხილამურებს ირგებდნენ ჩვენ კი ბილეთები ავიღეთ და რიგი დავიკავეთ... გადავნაწილდით საბაგიეროებზე.. ისეთი სილამაზე იყო, ნისლში გახვეული მთები.. ყველაფერი საოცრება იყო , ფოტოებიც გადავიღეთ.. მე უკან დავბრუნდი . დანარჩენები კი ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ . გოგონები ბიჭებზე იყვნენ.. როგორც კი დაბლა ჩამოვედი თვალს ვადევნებდი.... ვგრძნობ რომ გაცხარებული ბრძოლა იქნება... -ჰეი ნეკაა ! ღმერთო ჩემო შენ ხარ? ვიღაც ქერა ახმახი მიახლოვდებოდა, როდესაც ახლოს მოვიდა სილუეტში გეგა შევიცანი, სასიამოვნოდ გამიხარდა მისი დანახვა.. -ჰეი გეგა, და ჩასახუტებლად გამოწეულ გეგას თბილად გადავეხვიე -როგორ ხარ ჭინკა? და თბილათ წამკრა თითი ცხვირზე -შენ როგორ ხარ დაკარგულო, რამდენი ხანია არ მინახავხარ -შენ ვიზე რას ამბობ , იმ ზაფხულის შემდეგ არ მინახავხარ გეგა ჩემი ერთადერთი კარგი მეგობარია, აი ესაა ის ადამიანი რომელმაც ცხენზე ჯირითი მასწავლა, ფშავ-ხევსურეთის ულამაზესი ბუნება მთლიანად ფეხით მომატარა და მისი ტრადიციები წერტილ-წერტილ გამაცნო... საუკეთესო ადამიანი, ძალიან თბილი და კეთილი... -ჰოო ეჭვნარევი ხმით დავიწყე. იმ ზაფხულის მერე არსად წავსულვარ -შენ რას შვები აქ როგორ აღმოჩნდი? მთა გაკლდა თუ თოვლი? და ჩავიღიმე -ნუ მეგობრებთან ერთად ვარ, წამოსვლა აიჩემეს და აღარ გავუტეხე, შენ რას აკეთებ აქ, მარტო ხარ? -არა ჩემს ქმართან და მის მეგობრებთან ერთად ვარ... -გაუკვირდა , იმდენად რომ სახე მჟავე წიწაკას დაემგვანა -კი მაგრამ ვერაფერი გავიგე , შენ ხომ ძალიან პატარა ხარ -რა არის აქ გაუგებარი ბიჭი?! ჩვენს სასიამოვნო საუბარს დემტრე საშინლად, აი საშინლად გაბრაზებული სახით შემოუერთდა, რომელიც მძიმედ სუნთქვდა, ვფიქრობ თუ არ განვმუხტავდი სიტუაცის გაგლეჯდა გეგას -უკაცრავად თქვენ ვინ ხართ -მისი მეუღლე , დემეტრე არღვლიანი... საშინლად მკაცრი გაუხდა სახე, თითქოს ეს პიროვნება ადრეც ჰყავდეს ნანახი, ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს იმდენად მოუჭირეს, რომ ძვლების ტკაცანი აქ ვიგრძენი.. ფრთხილად შევახე ხელი დემეტრეს ხელს და ყურში ჩავჩურჩულე -წავიდეთ გთხოვ -გეგა ჩვენ უნდა წავიდეთ, სასიამოვნო იყო შენი ნახვა, ,,არ მინდა’’ ღიმილით შევხედე და მას გავეცალეთ -შეხვედრამდე ნეკა! უკვე გამობრუნებულს ზურგს უკან მომესმა მისი ხმა, რომელიც ჩემს სახელს გამოკვეთდა -მეორედ მაგ ახვარ ნაბიჭვარს შეხვდები, ან თუნდაც მოგეკარება და ყელს გამოვუღებ, არც შენ დაგინდობ იცოდე -ჩემი მეგობარია და შენ ვერ დამიშლი მასთან ურთიერთობას. ბავშვობიდან ერთად ვართ, -მე გაგაფრთხილე სულ ფეხებზე შენი მეგობარია თუ დედმამიშვილი , არ დავინახო მოკარებული, თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ -ისევ იგივეს აკეთებ, ისევ ,ბრძანებლობ -ამ შემთხვევაში ეს საჭიროა, და გირჩევ გაითვალისწინო თუ გინდა რომ ჩემი სიბრაზე არ გამოცადო, მერწმუნე არც ისე წყნარი ვარ... -ეხლა ხო რასქვია, ჭიას ფეხს არ ადგამ და გაბრაზებულმა ტუჩები წინ გამოვწიე -ჭია არ ვიცი, მაგრამ მაგ ჭრტალა ენას მოძრობა რომ ემუქრება, ვფიქრობ დარჩები ენის გარეშე -ცხოველი ხარ მკაცრად ვუთხარი, ხმადაბალი ყვირილით, ირგვლივ ხალხი იყო და არ მსურდა გაეგოთ -ქაჯი! -ვირი! -თხა! არც ის მაკლებდა -უუუუხხხხ! სახე დავმანჭე ვდა კურტუმოს ქნევით წინ წავედი - პატარა ბავშვი.. -მესმის დიდო ბიჭო -შენ არ შემარჩინო ერთი სიტყვა - არც ვაპირებ იდიოტო და გაბუსხული წავედი ცხენებისკენ... დემეტრე იმ ნაბიჭვარმა აქაც მოგვაგნო, იმის დედას რომ შევე*ი, ნაბიჭვა*ი ჯერ ჩვენი კომპანიების ჩაძირვა უნდოდა, მერე კი ნეკა მოითხოვა , ვითომ ,,საცდელი კურდღელი’’ ყოფილიყო, , ეხლა რაღა ჩაიფიქრა იმ ნაბო*ვარმა , გამწარებული ვიყავი, დაგლეჯვა მინდოდა იმ მათხოვრის, მხეცივით მომინდა მისი სისხლი დამელია.... -დემე ის იყო?! -ჰო ნიკო ეხლა რა ინტრიგებს ხლართავს!... ნაგავი! -ნეკა სასწრაფოდ უნდა გავაშოროთ, აქ რიგზე ვერაა რაღაც... საუბარში სანდრო ჩაერთო -არ ეყო ციხე!... ეხლა ციხეს კი არა პირდაპირ მიქელასთან გავაგზავნი საკუთარი ხელით -კარგი დამშვიდდი , გავრკვევთ რა მიზნები ამოძრავებს.... ნიკომ დაეჭვებული ხმით თქვა და სივრცეს თვალი გაუსწორა -კარგი შეწყდა ბაზარი გოგონები მოდიან... აკომ სწრაფად მოახდინა რეაგირება... -არ წავიდეთ სახლში ? საყვარლად ამოიბუტბუტა ქეთამ და ნიკოს მიეკრო -კი წავედით * * * იმ ამბის მერე ერთი კვირა გავიდა, ორ დღეში უკვე ახალი წელი დგებოდა, სახლი მოვრთეთ, ნაძვის ხის დადგმაზე და აწყობაზე ბევრი ვიხალისეთ, ფოტოებიც გადავიღეთ.. ბევრიც ვიწუწუნეთ, დემეტრესთან უფრო მეტ კონტაქტში შევდიოდი, იმდენად აღარ მრცხვენოდა მისი, არც თვალებში ყურებას გავურბოდი... სასიამოვნოა ირგვლივ ამდენი მზრუნველი ადამიანი რომ გყავს, თავი სრულყოფილ ადამიანად ვიგრძენი... რა არის სრულყოფილება? ეს ის უკიდურესობაა სადაც გყავს ყველა მეგობარი, შეგიძლია სიყვარული, გაბედნიერებენ, სიცოცხლის ხალის გაძლევენ ... მაშ სხვა რაღააა თუ ეს არ არის....მგონი ზედმეტად სენტიმენტალური გავხდი.... ჰო სად გავჩერდით... ნაძვის ხის დადგმაზე ძალიან ბევრი ვიჩხუბეთ ყველას სხვადასხვა ადგილზე გვინდოდა და ერთამენთს სხვადასხვა არგუმენტებით ვაჯერებდით და საბოლოოდ ფანჯარასთან დავდგით, რომელიც კედლის ფუნქციას ითავსებდა იქედან კი ულამაზესი თოვლიანი ხედი იშლებოდა... ყველაფერი მზად გვქონდა, კაციშვილმა არ იცოდა ვინ სად, ან რაზე დარბოდა... -სალომეეე!!! მეორე სართულზე გავყვირი სად ჯანდაბაშია საცივის სუნელი? -მე რა ვიცი გოგო ისიც არანაკლებ ყვირის, რომ ხმა მომაწვდინოს, რაღაც ამ ბოლო დროს დაბნეულია ეს -ჯანდაბა... ეს ჩავილაპარაკე და საცივის სუნელს დავუწყე ძებნა.... მსგავსი ჩხუბით თუ სხვა ბევრი უკმაყოფილების მიუხედავად ყველაფერი სრულყოფილად იყო.... ბედნიერი ხარ, როდესაც გყავს ის ადამიანები გვერდით , რომლებიც გაფასებენ , უყვარხარ და შენზე ზრუნავენ... ახალი წლის ღამეს, სანდრომ ტასუნიას ხელი სთხოვა ... მგონი ტასოზე ბედნიერი მე ვიყავი, ასე რომ ქორწილსაც მოვესწარი... ახალი წლის შემდეგ კიდევ ცოტახანს დავრჩით, შემდეგ კი წამოვედით... ქორწილი გაზაფხულზე გადაწყვიტეს, მაისში, შესანიშნავი დროა... ვიგრძენი ჩემი სახლისადმი მონატრება... ჩემი და დემეს სახლის.... გული საშინლად ამიფრთხიალდა, თითქოს პირველად მოვდიოდი... სამ დღეში სკოლა იწყებოდა.. და არდადეგებზე რაღაც პროექტი მოგვცეს გასაკეთებელი... დემეტრე სამსახურში გაიქცა.... მე კიდევ სახლში მარტო დავრჩი... აღარ მინდოდა უგრძნობად ყოფნა, ბედნიერება მინდოდა ოდესმე ხომ უნდა ვიყო ბედნიერი?... ვახშმისთვის საჭმელი მოვამზადე... შემდეგ ჩემს ოთახში ავედი და პროექტისთვის საჭირო ნივთების მოგროვება დავიწყე... და პირველ სართულზე მისაღებ ოთახში გავიტანე... და ყველაფერი პატარა მაგიდაზე დავაწყვე... დაბლა მდივნის ბალიშები დავყარე და დავიწყე კეთება... შუა კეთებაში ვიყავი, როცა დემეტრემ შემოაღო სახლის კარი, იმდენად გართული ვიყავი არც გამიგია კარის ხმა... -ჰეი რას აკეთებ? დემეტრეს ხმა რომ გავიგონე ზემოთ ავიხედე, მხოლოდ ეხლა ვიგრძენი დაჭიმული კისერი და წელი როგორ მტკიოდა... ბალიშებზე გადავწექი და დემტრეს ლაპარაკი ქვემოდან დავუწყე -ხომ გშია? -ძალიან მშია... თან მელაპარაკებოდა. თან იხდიდა და მის საფულეს, ტელეფონს და მაჯის საათზე იქვე მდივანზე ყრის და სამზარეულოში გადის... მეც ვდგები და მას მივყვები.. სწრაფად ვშლი სუფრას, მეც მასთან ერთად ვჯდები და გემრიელად შევექცევი ვახშამს... -რასთან დაკავშირებით აკეთებ პროექტს? -ფიზიკაში ვაკეთებ, საშინელებაა და სახეს ვმანჭავ -ძალიან მიყვარს ფიზიკა, ღიმილით ამბობს და წვენის ჭიქას იღებს -ლოგიკურია, ბიჭების უმეტესობას ძალიან უყვარს, აი მე კიდევ ატანა არ მაქვს... საყვარლად ავტლიკინდი -დაგეხმარები გინდა? -სერიოზულად? სასიამოვნოდ გამიკვირდაა. უეცრად თვალწინ წარმომიდგა, როგორ ეხმარება ჩვენს შვილებს პროექტის მომზადებაში სამსახურიდან დაღლილი მოსული ...ფიქრებისგან დემეტრეს ხმას გამოვყავარ -ჰეი გესმის? -ამ კიი, კარგი დამეხმარე მაშინ... სუფრას ავალაგებ და ერთად დავიწყოთ -მოდი მეც დაგეხმარები... -არა იყოს მარტოც გავართმევ თავს -ნუ მებუზღები, ასეთი კეთილი ხშირად კი არ ვარ, ასე რომ შეირგე და იღიმის.. სუფრის ალაგება დავიწყეთ ის თეფშებს მაწოდებდა მე ვრეცხავდი, ის ატილოვებდა ასე შეხმატკბილებულად მივალაგეთ სამზარეულო და მისაღებში გავედით... პერანგის სახელოები იდაყვებამდე აიწია... და ჩემთან ერთად ჩაუჯდა და დავიწყეთ ბჭობა -აქ ლურჯი ფლომასტერით ჯობია -მე ვარდისფერი მომწონს დემეტრე -რა უნდა გოგო აქ ვარდისფერს, ლურჯია საჭირო -კარგი ხო დამანებე თავი სწრაფად ვთანხმდები და კვლავ ხაზვას აგრძელებს -წინა ცხოვრებაში შენ მხატვარი ხომ არ იყავი, კითხვა მიჩნდება, როცა მის შესანიშნავ ნახაზს ვხედავ, ჩემს ნაჯღაბთან შედარებით.... -ბავშვობაში მიყვარდა ხაზვაც და ხატვაც და კარგად გამომდიოდა -ეტყობა შენს ნამუშევარს და თითით ჯერ მის ნამუშევარს ვანახებ, შემდეგ ჩემსას -შესანიშნავი ,,კლაკნილებია’’ -ჰეი ნუ დამცინი ვბურტყუნებ და ფლომასტერ ვიღებ და სახეზე ვუსვამ, შემდეგ ვაანალიზებ, რომ შეიძლება ამის გამო ძალიან გაბრაზდეს... მაგრამ კიდევ უფრო მაკვირვებს როდესაც მომაჯადოებელი სიცილით იცინის -თამაში მოგინდა პატარა ქალო? და სახეზე მანაც წამისვა ფლომასტერი... მე კიდევ მესამე სართულიდან გადაგდებას ვწინასწარმეტყველებდი, მინიმუმ ენის მოცლას, ჯანდაბა ეს ჩემს გაოცებას არ ეშვება.. სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ... სრულიად სხვა დემეტრეა.. მომწონს ესეთი...შემდეგ საღებავებზე გადავედით , პატარა ბავშვებივით დავრბოდით მთელს სახლში, მისი პერანგი დაისვარა, სახეზე ხომ არაფერს ვამბობ... -მაინც დაგიჭერ.. -არა რა, გთხოვ, ვკისკისებდი და ვეჭვობ მეზობლები ჩემს ხმას აბაზანაშიც კი გაიგონებდნენ... ის-ის იყო უნდა დავეჭირე, რომ ფეხი ხალიჩას წამოვდე და დასაჭერად დემეტრეს მკლავს წავავლე ხელი და ორივე ხალიჩაზე გავიშხლართეთ... -ვაიიი საწყლად ამოვიკვნესე... დემეს თვალებს რომ წავაწყდი, მასში ჩავიკარგე. მის შავ უძირო თვალებში, რომელშიც დიდ ნაღველს ვხედავდი, ტკივილს , ბედნიერებას... სიყვარულს ყველაფერი ერთად იყო შეზავებული და დემეტრეს თვალებს ქმნიდა, დავიფიცებ ვერცერთი მსოფლიო დონის მხატვარი ვერ გადმოცემს იმდენ გრძნობას, რომელიც მასშია... თვალებდაუხამხამებლად მიყურებდა. შემდეგ დაიწია და მისი ტუჩებით ჩემი ტუჩები მოძებნა და ერთმანეთს შეაგება...ძალაინ ნაზი იყო... თბილი და ტკბილი.. ჩემს მუცელში კორიდას ხარები გამწარებული დარბოდნენ... ადრენალინმა თავიდან ფეხებამდე დამიარაა.. დამბურძგლა. გულის ცემამ კი საგრძნობლად აუჩქარა... იმდენად ჩქარა, რომ რაკეტაც ვერ დაეწეოდა. მეგონა მკერდს თუ გამიგლეჯდა და გარეთ გადმოვარდებოდა.... ცერა თითით ლოყაზე მეფერებოდა და უფრო ახლოს მიმწია... სასიამოვნო შეგრძნება იყო, იმდენად თბილი, იმდენი სიყვარული ვიგრძენი , გავთბი, გავბედნიერდი.. როცა სუნთქვა ორივეს საგრძნობლად გაგვიჭირდა ფრთხილად მშორდება და შუბლს შუბლზე მადებს და ღრმად სუნთქავს, სასიამოვნოდ მელამუნება მისი ჰაერი.. სუნამოს სუნით გაჟღენთილი, რომელიც ჩემში იკარგება.... -რას მიკეთებ ნეკა, ბოხი ხმით ხმადაბლა ჩურჩულებს, იმდენად ვიყავი გრძნობებისგან გარეტიანებული რომ პასუხიც ვერ გავეცი... ცხვირზე მაკოცა,...ფრთხილად ადგა და მეც ამაყენა.... ინსტიქტურად მეც მის მოძრაობას ვიმეორებდი.... არ მახსოვს პროექტი როგორ დავასრულეთ.. დემეზე და მის უდიდეს გრძნობებზე ვფიქრობდი... -მზადაა... დარწმუნებული ვარ მაღალ შეფასებას მიიღებ -ალბათ.. მადლობა რომ დამეხმარე ჯერ კიდევ გამოშტერებული ვიყავი -მუდამ თქვენს სამსახურში ქალბატონო და საყვარლად ჩაიხითხითა.. უკვე საკმაოდ გვიანი იყო.. ორივე დასაწოლად წავედით -კარებს როდესაც მივუახლოვდი მარტოობის გრძნობა ვიგრძენი და ცხოვრებაში ისეთი საქციელი ჩავიდინე, რომლის აზრზე რომ ვყოფილიყავი აუცილებლად გამოვლანძღავდი საკუთარ თავს, მაგრამ ძალიან ძალიან მინდოდა... -დემეტრე ჩემთან დაწვები? თავდახრილი ველაპარაკები, თან ჩემს ფეხებს დავშეტრებივარ... -გამოვიცვლი და შემოვალ... გულმა სალტოების კეთება დაიწყოო იმდენად, გავბედნიერდი.... მოკლე შორტი და ბრეტელებიანი მაისური ჩავიცვი და საწოლში შევწექი.. დემტრეც მალე გამოჩნდა ..შავი, სპორტული შარვალი ეცვა ... წელს ზემოთ კი შიშველი იყო, საბანი აშალა და შემოწვა... გადმობრუნდა თავის მკერდს ზურგით ამაკრო და წინა ღამის მსგავსად მისი ხელი მუცელზე მოათავსა მეორე კი თავქვეშ დადო, თავი ჩემს ყელში ჩარგო და მშვიდად სუნთქვა დაიწყო.. მეც მოვკლათდი და მორფეოზის სამყაროში გადავეში..... * * * პროექტმა მართლაც რომ შესანიშნავად ჩაიარა, მასწავლებლებტანაც ყველაფერი კარგად მიდიოდა... ღამით გამოვედი ქართულიდან... ისეთი სიცივე იყო კაშნე უკეთესად მოვიხვიე.. ჩანთა კარგად გადავიკიდე, ხელი პალტოს ჯიბეებში ჩავიწყვე და დემეტრეს დავუწყე ლოდინი.. რამდენიმე წუთში მანქანა ჩემს ფეხებთან იყო.. სწრაფად გავაღე კარები და შიგ ჩავხტი... -დიდხანს გალოდინე? ჩემი საყვარელი ხმა რომ ვერ ამოვიცანი თავი სწრაფად მივატრიალე და დემეტრეს ნაცვლად მძღოლში ნიკო რომ ამოვიცანი.. ძალიან გამიკვირდა -სადაა დემე, მან რატომ არ მომაკითხა? -ტელეფონი გქონდა გამორთული, გირეკავდა. პრობლემა შეექმნა კომპანიაში და სასწრაფოდ გაემგზავრა დუბაიში. ერთი კვირა ვერ ჩამოვა, ხმაზე ეტყობოდა ნიკოს როგორი დაძაბული იყო -თვითონ უნდოდა რომ ეთქვა, მოსვლას გეგმავდა, თუმცა აგვიანდებოდა და ამიტომ რომ ვერც დაგიკავშირდა , მე მთხოვა მეთქვა -კარგი თვალები ამიწყლიანდა , საშინლად მომინდა ტირილი, უნებურად ავნერვიულდი, და თავი საპირისპირო მხარეს გავატრიალე... -ჰო, კიდევ, არ უნდა რომ სახლში მარტო იყო, და გთხოვა ან შენს მშობლებთან ან მის მშობლებთან ან ჩვენთან დარჩე... -კარგი დღეს სახლში ვიქნები... და შემდეგ გადავწყვიტავ სად დავრჩე.. დამძიმებული ხმით ვთქვი.. ჩემს ყელში გაჩხერილი ბურთი გამოსვლას ლამობდა -ხვალ მძღოლი მოგაკითხავს და ის გატარებს ყველგან სადაც გინდა და აი ეს ბარათი დემეტრესია, შენ დაგიტოვა, თუ რამის ყიდვა მოგინდეს თანხა აქედან გამოიყენოსო -კარგიი მადლობა ნიკო -აბა ღამემშვიდობი... სწრაფად ავირბინე კიბეებს სახლის კარები ლამის შევანგრიე.. და ლოგინზე დავემხვე. შეკავებული ცრემლებს გარეთ გამოსვლის საშუალება მივეცი და ავტირდი.. მის გარეშე ერთი კვირა , მარტო ვერ წარმომიდგენია... საშინლად დამძიმებული ავდექი... გამოვიცვალე და ლოგინში შევწექი... უკვე ძილბურანში ვიყავი ,როცა ჩემი ტელეფონი ამღერდა... არც შემიხედავს ისე ვუპასუხე -გისმენთ -გაგაღვიძე? დემეს ხმა რომ ვიცანი თვალები ეგრევე ვჭყიტე -დემეტრე სად ხარ? -დუბაიში ვარ... მინდოდა ტკბილი ძილი მესურვა შენთვის... -მალე ჩამოხვალ? საწყლად ამოვიკნავლე -ძალიან მალე გავიფონე როგორ ამოიხვნეშა -კარგი შენი ძლის დროა... რამდენიმე წამიანი სიჩუმის შემდეგ თქვა -ტკბილი ძილი დემე -ტკბილი ძილი ნეკა და ტელეფონში გაბმული ზუმერის ხმა ისმოდა.. სიამოვნებიგან გამეღიმა, მას მე არ დავავიწყდი...... ჩემი დემე.. მიყვარხარ............... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.