შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიზმრის ქურდი (თავი IX)


30-07-2016, 11:38
ავტორი ნეპტუნიელი
ნანახია 1 105

იმ დღის შემდეგ,4 დღე ბექას აღარც დაურეკავს და აღარც მინახავ. ვიცოდი რომ ჩემზე ძალიან გაბრაზებული იყო. ვერც კი წარმოიდგენთ რამდენჯერ ავუხსენი ის რომ მაინ არაფერი გამოგვივიდოდა, რომ არ მომწონდა და როგორც შეყვარებულს ისე ვერასდროს შევხედავდი, თუმცა განა ესმოდა? თან არ მინდოდა ზედმეტები მეთქვა, რადგან ვაღიარებ და მისი ცოტათი მეშინოდა. როცა სახლიდან გავდიოდი ვლოცულობდი, ოღონდ ბექა არ შემხვედროდა. ასე იყო თუ ისე ჩემი ცხოვრება თავისუფალ რიტმს დაუბრუნდა და ჩვეულებისამებრ განვაგრძე სკოლაში სიარული. კლასში მხოლოდ ერთ თემაზე საუბრობდნენ, თუ რას ჩაიცვავდნენ ექსკურსიაზე. ისეთი აღტაცებით საუბრობდნენ და ისეთ ტანისამოსს იცვამდნენ, რომ ხამდახან მეგონა ლაშქრობაში კი არა ვიქტორია სეკრეტის Fashion week-ზე მივდიოდით. ან საერთოდ რა მნიშვნელობა აქვს ლაშქრობაზე რა გეცმევა? არასდროს არ მიზიდავდა ასეთი მეტიჩრული გამოხტომები.
მოკლედ, შაბათიც მოვიდა. დილით როგორც ყოველთვის ადრე ავდექი, აბაზანაში შევედი თავი მოვიწესრიგე, თმები მაღლა ავიწიე და "კოსა" გავიკეთე, მერე ტანზე ჩავიცვი. ღია ფერის გაცვეთილი ჯინსი და მწვანე მაისური ჩავიცვი, შემდეგ ზურგჩანთაში ჩაწყობილი ნივთების შემოწმება დავიწყე. თერმოსში ცივი წყალი ჩავასხი, რამდენიმე სენდვიჩი გავიკეთე, პლასტმასის ყუთში მოვათავსე და ისისც ზურგჩანთაში ჩავდე. ბოტასები ჩავიცვი, კეპი დავიფარე, ჩემებს გამოვემშვიდობე და სახლიდან გავედი.
სკოლის შესასვლელთან უამრავი ბავშვს მოეყარა თავი, ზოგიერთები ჩემი კლასელები იყვნენ, ზოგს კიდევ ვერც კი ვცნობდი. ხალხს თვალი მოვავლე და ჩემი დაქალი მალევე ვიპოვნე. ბავშვები ცოტათი გაფანტულები ვიდექით, ჩვენს გვერდით სხვა კლასი იდგა, მართალი გითხრათ არ დავინტერესებულვარ რომელი კლასი იყო. ანასთან საუბრით ვიყავი გართული, როცა მაია მასწავლებელმა გვიხმო და გვითხრა რომ მასთან ახლოს მივსულიყავით, რადგან რაღაც უნდა ეთქვა:
-ბავშვებო, ახლახანს გავიგე რომ მანანა მასწავლებლის კლასიც იმ ადგილზე მიდის სადაც ჩვენ, ამიტომ გადავწყვიტეთ რომ ერთად წავიდეთ, უფრო სახალისო იქნება, თან ლაშქრობასაც ერთად მოვაწყობთ-გვითხრა და ყველას თბილი მზერით გადმოგვხედა.
-მანანა ვინაა?-ვკითხე ანას.
-აბა, გამოიცანი ვისი მასწავლებელია!-მიპასუხა ანამ და ეშმაკურად შემომხედა.
-მივხვდი უკვე-ვუთხარი და გავუღიმე. ცოტახანი და სკოლის ეზოში კიდევ გავჩერდით, დანარჩენებს ველოდებოდით. ის-ის იყო მასწავლებელმა ყველას სვტობუსში ასვლა გვიბრძანა, რომ ჩემთან გაბრიელი მოვიდა. სახე გაბადრული ჰქონდა და გახარებული თვალებით შემომცქეროდა.
-ახალი ამბვი გაიგე?-მკითხა გახარებულმა.
-ის რომ ექსკურსია ერთად გვექნება? კი გავიგე-ვუთხარი "ჩემთვის სულ ერთია" სახით.
-მერე არ გიხარია?-მკითხა დაეჭვებით
-და რატომ უნდა მიხაროდეს? ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს 30-ნი ვიქნებით თუ 60-ნი.-ვუთხარი და გავიღიმე. მასწავლებელმა კი გვარით მომმართა და ავტობუსში ასვლა მიბრძანა. მეც დავემშვიდობე და გაბრიელი ასე გაურკვევლობაში დავტოვე. ანამ ჩვენი საუბარი გაიგო და გზაში მკითხა:
-ასე რატომ ექცევი?
-როგორ ასე?-ვითომ ვერ მივხვდი რას მეკითხებოდა.
-რავიცი, აი ასე. ხომ ვიცი რომ გაგიხარდა როცა ეს ამბავი გაიგე, მასთან კი არც შეიმჩნიე.
-ეს ჩემი ტაქტიკაა, დაო-ვუთხარი და გავიცინე-"ერთი ნაბიჯი წინ, ორი ნაბიჯი უკან"
ავტობუსში დიდი ხანი დავყავით. მე და ანას ყურსასმენები გვეკეთა მე მუსიკას ვუსმენდი, ანა კი ორ საქმეს ერტად აკეტებდა მუსიკასაც უსმენდა და მობილურით ვირაცასაც წერდა.
-ან, ვის სწერ?-ვუთხარი და შევეცადე მობილურში აკრეფილი შეტყობინება წამეკითხა.
-აუ, ეკა რა სულსწრაფი ხარ გეტყვი რა...-მითხრა და ისევ მობილურს ჩააჩერდა.
-ერთი კვირაა გეხვეწები მითხარი-თქო და ჯერ ერთი სიტყვაც ვერ მოვისმინე შენგან-ვუთხარი და შევუბღვირე.
-ანდრეა მწერს-მითხრა და ყურებამდე გაიკრიჭა.
-მოიცა ის ანდრეა, გაბრიელის კლასელი რომ არის...-ვკითხე და თითი უმისამართოთ მაღლა ავაფრიალე.
-აჰამ...-ისევ მობილურს ჩახედა.
-მერე რაო? რა უნდა ვაჟბატონს?-ისევ კითხვა დავუსვი.
-ეგ უკვე შენი საქმე არა არის.-მითხრა და ენა გამომიყო.
ექსკურსია როგორც ყოველთვის მოსაწყენი იყო, ახლაც კი ვერ ვხვდები რისთვის წამოვედი. თუმცა რადგანაც აქ ვარ ყურადღება უნდა მოვიკრიბო და გიდს მოვუსმინო.

-გაბრიელი-
ეს გოგო გამაგიჟებს რა!!! ვერაფერი გავუგე! მეგონა ყველაფრი კარგად მიდიოდა, როგორც იქნა თავი მოვაწონე და თურმე შევცდი. როცა ეკასგან გავბრუნდი და საკუთარ ავტობუსში ავედი, ნიკა გვერდით მომიჯდა და მკითხა:
-აბა, როგორ მიდის ყველაფერი?
-ნეიტრალურად-ვუპასუხე და თავი ფანჯრისკენ მივატრიალე, არ მინდოდა ეგრძნო რომ მისმა მოსვლამ გამაღიზიანა.
-კარგი რა ბიჭო ვიღაც X კლასელს ვერ უნდა შეაყვარო თავი? ჩემი აზრით, ეს დავალება შენთვის ზედმეტად იოლია.
-და თუ აღარ მინდა ამის გაკეთება?!-ვუთხარი და ახლაღა შევხედე.
-ანუ ნებდები? კარგი რა გაბრიელ... არ გამაცინო. მე ვიცი რომ ამას შეძლებ. სულ რამდენიმე დღის საქმეა-მითხრა და ახლა სხვას მიუჯდა.
პრობლემა იმაში კი არ იყო, რომ საკუთარ თავსა და შესაძლებლობებში ეჭვი მეპარებოდა, არამედ არ ვიცი რატომ, თუმცა აღარ მინდოდა ეკა ასე მომეტყუებინა და შემდეგ ჩემი მიმეღო. ეკა კარი გოგოა,თანაც სულაც არ არის "ბიჭებზე მონადირე" და ა.შ. მთელი ექსკურსიის დროს ერთხელაც არ მოუქცევია ჩემთვის ყურადღება. როცა ექსკურსია, დამთავრდა ისევ ავტობუსებში ავედით. ახლა მძღოლს ტყემდე უნდა მივევანეთ. მერე იქიდან გზას ფეხით განვაგრძობდით. შესაფერის ადგილს ვიპოვიდით, ცეცხლს დავანთებდით, კარვებს გავშლიდით და ვიმხიარულებდით.
ასეც მოხდა, მძღოლმა ტყემდე მიგვიყვანა შემდეგ კი გზა ფეხით განვაგრძეთ.


-კატერინა-
მიხაროდა როცა გაბრიელს ასე ვაბნევდი, ვხვდებოდი რომ ყველაფერი ისე მიდიოდა როგორც მე მსურდა. ჩემი მძიმე ზურგჩანთა მხრებზე ავიკიდე და ანას გვერდით განვაგრძე სიარული. ალბათ, ნახევარი საათი ვიარეთ ფეხით. თერმოსში წყალიც გამითავდა. იქიდან გამომდინარე რომ ჩვენი დამრიგებელი მუსიკის მასწავლებელი იყო, გაბრიელის კი ფიზიკის. რუკის წაკითხვა კარგად არც ერთმა არ იცოდნენ. ამიტომ ბავშვებს კითხეს თუ ვინ იცოდა რუკის წაკითხვა. მე და ანამ ვიცოდით რუკის წაკითხვა, თუმცა ანას დავუთმე და წინ წავიდა. ცოტახანში წყარო ვნახე. ჩანთიდან თერმოსი ამოვიღე და წყალთან მივედი. თერმოსს წყლით ვავსებდი, როცა თვალები დამებინდა და ჩემს თვალწინ შავი ფონი გამოჩნდა. ზალიან გავიბენი, ვერ მივხვდი რა მოხდა. თუმცა უცბათ ჩემს წინ მაღალი ლამაზი ქალი გავინახე. თეთრი კბა ეცვა და შავი, გრძელი თმები გაეშალა. სევდიანი თვალებითა და მომღიმარი სახით მიყურებდა. მერე კი სახელითაც მომმართა:
"ეკა, ეკა... დაეხმარე. ძალიან გთხოვ გადაარჩინე, მხოლოდ შენ შეძლებ მათ დახმარებას. მე უძლური ვარ. მინდა მათი ბედი შეცვალო" ესღა მითხრა და ამ დროს გაბრიელის ხმამ დამაბრუნა დედამიწაზე.
-ეკა, კარგად ხარ?-გაკვირვებულმა მკითხა და მსუბუქად შემაჯანჯღარა.
-ჰა? კი, კი ნორმალურად ვარ-ვუთხარი და თვალება მაგრად დავხუჭე. მერე ისევ გავახილე და დაბინდული თვალებით გაბრიელს შევხედე.-რა დამემართა?
-არ ვიცი, ერთ წერტილს მიაშტერდი და გაქვავბული იდექი. აქ, წყალს ავსებდი-მითხრა და თერმოსზე მიმითითა. მე უკან მივიხედე და დანარჩენები რომ ვერ დავინახე, გაბრიელს ვკითხე:
-ბავშვები სად არიან?-ვკითხე და ისევ იმ ადგილს გავხედე სადაც რამდენიმე წუთის წინ ბავშვები მიდიოდნენ.
-წამოდი, დავეწევით-მითხრა და მაჯაში ხელი მომკიდა. მე თერმოსს ტავი დვაფარე და ცანთაში ჩავიდე. იმ გზას გავყევი რაც მახსოვდა, თუმცა დანაჩენები მაინც ვერ ვიპოვეთ.
-ცოტახნისწინ ქ იყვნენ სად წავიდნენ ასე მალე?-ვიკითხე შეშინებულმა.
-კაი ნუ ღელავ შორს ვერ წავიდოდნენ ვიპოვით.-ცოტა ვირბინეთ რომ იქნებ სადმე დავწეოდით, ან იქნებ ვინმე ნაცნობი შეგვენიშნა.
-კი მაგრამ ვერავინ ვერ შეგვნიშნა, რომ ეთქვათ?-ვთქვი გაბრაზებულმა.
-წამოდი, ვიყვიროთ. იქნებ ჩვენი ხმა გაიგონ-მითხრა გაბრიელმა და სხვადასხვა სახელების ყვირილი დაიწყო. მეც მას მივბაძე. თუმცა პასუხი არავის გაუცია.

-----------------------------
დავდე ახალი თავი. იმედია მოგეწონებათ. შევეცადე შედარებით დიდი დამეწერა. დაწერეთ თქვენი აზრი ისტორიასა და პერსონაჟების შესახებ. წინასწარ გიხდით მადლობას.



№1  offline წევრი რიტა

ძაამ კარგი იყო აი ძაან მაგრამ მაინც პატარა თავიაა. აუუ ხვალვე დადე რაა ახალი თავი ინტერესისგან ვკვდები. დაიკარგნენ? ვაა ის ქალი კი დედამისია გაბრიელის უეჭველი ვიცი. ეკას საქციელი მომწონს გაბრიელს რომ აიგნორებს. ისევ და ისევ ინტრიდა ბედისწერა შეცვალეო რას გულისხმობდა ის ქალი?! კაი აბა შენ იცი არ მალოდინოო... წარმატებები ჩემო ტკბილო.

 


№2  offline წევრი anaamashukeli

ძალიან მომწონს<3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent