შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არ შეიძლება!


31-07-2016, 18:10
ავტორი ketusha
ნანახია 1 650

მატარებელში ვზივარ და ვფიქრობ მოვიქეცი თუ არა სწორად, რომ სამსახურიდან წამოვედი, თუმცა ჩემს ოჯახს არუჭირდა, თან ისე არუჭირდა რომ 20 წლის გოგონა ღამეს ათევდეს.. წამოვედი სუპერმარკეტების ქსელ "გუდვილიდან" და შინაგანად ძალიან დასვენებული ვარ, რადგან მიჭირდა ამ სამსახურზე შეგუება და ყოველ მეორე დღეს ღამის გათენება..
ჩემს დაქალს გადავხედე და ეძინა, პირდაპირ სამსახურიდან მოვდივართ, განცხადება დავწერეთ და სმენას როგორც კი მოვრჩით დილის მატარებელს შევახტით. ვიცოდი რომ სახლში 3 საათამდე მაინც ვერ ჩავიდოდი და თვალები დავხუჭე. ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ამ ახალ წელს რაღაც შეიცვლებოდა და სახლისკენ მიმავალი გზა ისე მახარებდა , როგორც არასდროს. დღეს 31 დეკემბერია და ზუსტად ვიცი რა ხდება ჩემს ოჯახში, ასე რომ ბედნიერივარ იმით რასაც კარების გაღების შემდეგ დავინახავ.
კარებზე ფრთხილად დავაკაკუნე და ნელა შევაღე, ვიცოდი რომ არავინ მელოდა და ერთი სული მქონდა როდის დავინახავდი ჩემი ოჯახის განცვიფრებულ სახეს, იცნოდნენ რომ სამსახურიდან არ გამომიშვებდნენ და არავინ მელოდა. კარის გაღება და ჩემი ძმის გამოხედვა ერთი იყო
- როგორ ჩამოხვედი ეე ? აბა არ მიშვებენო ? მითხრა გაოცებულმა დათომ და გულში ჩამიკრა. - მეგონა ჩემი ძმაკაცი მოვიდა, ბიჭები არიან ჩვენთან, შემოდი გააოცე ყველა ( მეუბნებოდა სიცილით) და კარებისკენ მიბიძგებდა. როგორც კი ოთახში შევედი ყველამ ფეხზე ადგა, გადავკოცნე ბიჭები და მოვიკითხე მთელი სიყვარულით, მართლა ძალიან მიყვარდა ეს ბავშვები და ვგრზნობდი რომ მათაც განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდათ ჩემს მიმართ.
- ვინ არის ბებია? გამოსძახა სამზარეულოდან ბელამ და კარები გააღო, რომ დამინახა ხელიდან თეფში გაუვარდა და ტირილით წამოვიდა ჩემსკენ. ყველა იცინოდა, ყველამ კარგად იცნოდა ბებიაჩემის ხასიათი და ნაკლებ შეხვედრას არც ელოდებოდნენ. იმ წუთას დამსვეს მაგიდასთან, ახალი თეფში და ჩანგალი დადეს ჩემთვის. დედა და მამა არც მიკითხავს სად იყო, რადგან კარგად ვიცოდირომ საღამომდე არ მოვიდოდნენ სამსახურების გამო.
- ქეთუშ, გალამაზებულიხარ, დასუსტებულიც, კარგად გამოიყურები ძალიან . მითხრა გიომ და ხელი ხელზე დამადო მე კი მივედი და მაგრად ჩავკოცნე, ყველაზე მეტად ეს მიყვარდა დათოს საძმაკაცოდან , მაგრამ არასდროს არავის გამოვარჩევდი და ყველასთან ერთნაირად თბილი ვიყავი.
ცოტა ხნის შემდეგ კარზე კაკუნი გაისმა, მე გავაღებთქო წამოვფრინდი და გავიქეცი. კარებში შაკო იდგა, შამპანურით ხელში და იკრიჭებოდა, ჩემს დანახვას აშკარად არ ელოდა და ფერი ეცვალა.
- შემოდი დიდხანს უნდა იდგე ? გავეკრიჭე მე და განზე გავდექი
- როგორ ხარ ქეთი ? დიდი ხანია არ მინახიხარ
-კარგად ვარ როგორც ხედავ, შენც კარგად ხარ გეტყობა უკვე , სასმელზე მივანიშნე და თვალი ჩავუკარი
- ბევრი არდამილევია შენ წარმოიდგინე
- შემოდი შემოდი ნუღარ გაშეშდი კარებში თორე ვიღაცას ეგონება რომ მომიტაცეს და ატყდება ერთი ამბავი. შაკო წინ წავიდა და მეც უკან გავყევი, ორივეს გვეღიმებოდა და ვინ იცის გულში რას ფიქრობდა ამ ჩემს ხუმრობაზე..


7 წლის წინ, მაშინ როცა 13 წლის ვიყავი ძალიან მომწონდა შაკო, ურთიერთობაც კი გვქონდა, მაგრამ ბავშვური და მალევე დავშორდით ერთმანეთს, მაშინ შაკო ჩემს ძმასთან არ ძმაკაცობდა , უბრალოდ ერთმანეთს იცნობდნენ, მაგრამ ეს ფეხბურთი ხომ იცით ყველას აახლოვებს და შესაბამისად ჩემი ძმა და შაკოც ერთ გუნდათ შეიკრა, ჩემდა სასიხარულოდ თუ საუბედუროდ..

იმ დღეს ბევრი ვიცინეთ, კარგია 10 ბიჭში ჯდომა და იმის მოსმენა რომ თუ ვინმე რამეს მეტყვის მათ უნდა ვუთხრა, გულით მეცინებოდა მათ დაპირებებზე და მეც თამამად ვუქნევდი თავს, თუმცა არ გამომპარვია ის , რომ შაკო ყველაზე მეტს აქტიურობდა, მიუხედავად იმისა რომ დიდი ხანი ნანახი არ მყავდა და თუ მყავდა ისიც შორიდან, ერთმანეთს არც კი ვესალმებოდით დღევანდელ დღემდე.
-საერთოდ ფრთხილად უნდა იყო ქეთუშა, უცხო ქალაქში ხარ და ხომ იცი რამდენი არასწორი დადის ? მითხრა შაკომ და თვალებში შემატყდა
- ვიცი შაკო ვიცი, პირველად ხოარ ვარ, ბოლო ბოლო 20 წლის გოგო ვარ და თან უკვე მესამე კურსის სტუდენტი . გავიჯგიმე ამაყად , რასაც ყველას სიცილი მოჰყვა (ჩემიც კი)
-ხოდა 20 წლის რომ ხარ ზუსტად მაგიტომ გეუბნები, პატარა აღარ ხარ და უნდა დაფიქრდე, ყველას არუნდა ენდო, ჩამიკრა თვალი შაკომ და ღვინით სავსე ჭიქა მოიყუდა.
- მორჩი ქეთუშაზე ჭკუის დარიგებას და აქეთ მოგვხედე, შეახსენა აჩიმ თავი და თვალი ჩამიკრა მე.

კარგად მახსოვს, მე და შაკო რომ ვხვდებოდით, ამაში აჩი გვიწყობდა ხელს და ჩვენი მაგარი გულშემატკივარი იყო, მაგრამ დღეს ყველაფერი შეიცვალა და თითქოს აჩიმ თვალებით მანიშნა - იგივე არ გააკეთოო.ზუსტად რომ გითხრათ, არ მახსოვს რაზე დავშორდით, მაგრამ ის კი მახსოვს რომ შაკოს ინიციატივა იყო,მგონი ესე მითხრა არ მიყვარხარ და აღარ გავაგრძელოთო, სწორედ მისმა მწარე პასუხმა გამოიწვია ის რომ ჩვენ ერთმანეთთან დაძაბულობა გვაკავშირებდა.
-წავედით და იცოდე ჭკვიანად იყავი. მითხრა გიომ და გულში ჩამიკრა
- ვიქნები ვიქნები , თქვენ იყავით ჭკვიანად და ერთმანეთს მიხედეთ, ვუთხარი და ყველას გადავხედე ღიმილით.
- იცი რა? ხვალ წავიდეთ ბაკურიანში ყველამ, ქეთიც წავიყვანოთ, და გოგოებს უთხარით რა თქვენებს ქეთის როარ გაუტყდეს მარტო . აზრი გამოთქვა შაკომ
- აუუ წავიდეთ რა, გთხოოვთ, ცქმუტვა დავიწყე მე და ყველას მავედრებელი თვალები მივანათე
- კარგიიიი, თქვეს ერთხმად და სიცილი ატეხეს
- ძალიან მიყვარხართ, ჩავდექი მათ შუაში და ყველას ვუბრძანე მომხვეოდა
-კარგი კარგი წავედით და საღამოს რაღაცას ვაპირებთ და წამოხვალ ჩვენთან ერთად? მკითხა გიომ და თავზე მაკოცა
- კი წამოვალ, გოგოებიც თუ იქნებიან ოღონდ , ვუთხარი ისე რომ მივახვედრე, ანა მაინც წამოეყვანა ( თავისი შეყვარებული)
- ამხელა 20 წლის გოგო 15 წლის გოგოსთან დაგსვა ქალო? მკითხა და გულიანად აგისკისდა, რაღაცის თქმას ვაპირებდი მაგრამ ამ დროს შაკომ თქვა
- მე წამოვიყვან ნინიას, ქეთის ტოლია თან გაერთობა , მითხრა თვალმოუშორებლად
- ნინია ვინ ოხერია ? ლიოვე და რამე ? ვუთხარი და გადავიკისკისე , რასაც ბიჭების სიცილიც მოჰყვა
-ხო ლიოვე, მითხრა გამოკვეთილად და კარებისკენ წავიდა, რა ლოვე გოგო რა ლოვე, ახლობელია ჩემი , და ლოვე რომც იყოს მერე რა?
-ვაიმეე დააოკეთ ეს ცანცარა, არაფერი კაცო, ვისაც ვინც გინდათ ის წამოიყვანეთ, საღამოს მზად დაგხვდებით. გკოცნიიით, ვუთხარი ბიჭებს და სახლში შემოვბრუნდი.

დედა და მამაც მალე მოვიდა, ბევრი მეფერეს, მერე ყველა ერთად სუფრას მივუჯექით და ახალი წლის მობრძანებაც ავღნიშნეთ. ამ დროს შემახსენა დათომ , რომ ჩამეცვა და გავდიოდით. ვკითხე სად მივდიოდით
- უბრალოდ ჩაიცვი, შაკოს სოფელში მივდივართ მაგარ ბაითში
- 10 წუთში მზად ვარ ქვევით დამელოდე ბიჭები არიან და ჩადი შენ , ვუთხარი და საძინებლის კარები გამოვიხურე.

სარაფანა ჩავიცვი, მუხლებამდე, მოტკეცილი შავი, თმა გავიშალე, მუქი ბროწეულისფერი კონტური გადავისვი, სარაფანას ყელი გავუსწორე , "პალტო" ჩავიცვი, ბათინკები წამში ამოვიცვი ისე რომ თასმები არც შემიკრავს და 20 წუთში ეზოში ვიყავი ბიჭების მანქანაში ვიქეჯი და სოფლის გზას ვადექით.
- მარტო ჩვენ მივდივართ თუ კიდევ უნდა წავიყვანოთ ვინმე? ვკითხე საჭესთან მჯდომ გიოს.
- ქეთუშ, მე და დათოს ანა და ნინი მოგვყვება, და ანას თავისი დაქალი მოყავს, შენ ხოარ გეწყინება შაკოსთან რომ დაგსვათ ?
- არა რა მეწყინება, შენ ვერ მითხარი აქამდე ბიჭო? მივადექი ჩემს ძმას და წავუთაქე.
- დაიწყებდი წუწუნს მერე, შენ შენი შეყვარებულისთვის ადგილი გაქვს და ჩემთვის არაო. ამის გაგონებაზე ყველას სიცილი აგვიტყდა.

ცოტა ხანში გზაზე გავჩერდით, ნინი ანა და თავისი დაქალი მოვიდნენ, მე ყველას მივესალმე და მანქანიდან გადმოვედი 5 წუთში შაკოს მანქანაც მოვიდა და მის გვერდით დავიკავე ადგილი. ყველანი ერთად, ცალცალკე მანქანებით მივდიოდით სოფლისკენ როცა შაკომ თქვა
- ნინიას უნდა გავუაროთ, ჩვენთან ერთად წამოვა
- წამოვიდეს მერე მე ვინ მეკითხება . ვუპასუხე მაგრამ გულში რაღაცა მახრჩობდა და საშინლად არ მინდოდა იმ ადმაიანის წამოყვანა რომელსაც არც კი ვიცნობდი. მერე თავი დავიმშვიდე და ეს იმას დავაბრალე რომ შაკოს გვერით , წინ მე ვიჯექი და არ მინდოდა ამ ადგილის დათმობა, რაღაც ბავშვურმა სიეგოისტემ შემომიტია.
- მე უკან გადავიდე ? ვკითხე და პასუხის მოლოდინში გულიც გაჩერდა
-არა , ის დაჯდება უკან შენ რატო უნდა გადახვიდე ქეთუშ. მითხრა და გამიღიმა, თან ლოყები მაგრად დამიწელა.
- ისე შენ გითხრეს ჩვეულებრივად ჩაიცვიო, ასეთი ლამაზიც არუნდა იყო, მართლა მოგიტაცებენ . დაიწყო ისევ მან
- ჩვეულებრივად მაცვია, რა არი ამაში განსაკუთრებული, ვცადე სავარძლიდან წამოდგომა.
- ის არის რომ ლამაზი და ყავს დათუჩას, და არამარტო დადუჩას , ყველას ჩვენ.
ამის გაგონება და შოკში ჩავარდნა ერთი იყო, არ ველოდი ამ სიტყვებს, რადგან მეგონა რომ ისევ ქონდა რაღაც ჩემს მიმართ და იმედები მქონდა. მაგრამ რატომ? არა არა ქეთი, ეხლა არ თქვა რომ ისევ მოგწონს, რა სისულელეა, არ მოგწონს, ის შენი ძმის ძმაკაცია და მეტი არაფერი. ვიმშვიდებდი თავს და თან დებილივით ვუღიმოდი და თავს ვუქნევდი. ნინიას მივაკითხეთ და მანქანში ჩავისვით, შაკომ გამაცნო და მეც თავაზიანობა გამოვიჩინე მის მიმართ, ვიზუალურად ცუდი გოგონამდვილად არიყო, მაგრამ რაღაცნაირად მაინტერესებდა როგორი ახლობელი იყო შაკოსი, რადგან ძალიან თბილად ელაპარაკებოდა.
- შაა აქ გამიჩერე რა რამეს ვიყიდი სანამ ავალთ, უთხრა ნინიამ
- ნინია ყველაფერი ნაყიდი გვაქვს , ავალთ და აიღე რაც გინდა, აქ ვერ გავაჩერებ ისედაც ძალიან ჩამოვრჩი ბიჭებს
- 2 წუთით რა, კოლა მინდაა . უსაზიზღრესად დაბრიცა ტუჩები
-ვერა მეთქი, ეკამატებოდა შაკო და სარკიდან უყურებდა გაცეცხლებული თვალებით.
- ქეთის რო უნდოდეს ხომ გააჩერებ ? რა მოგივიდა ორი წუთით მეთქი. ხმა გაიმკაცრა და ტონს აუწია ნინიამ. აი აქ კი ვეღარ მოვითმინე და შაკოს ვუბრძანე მანქანა გაეჩერებინა. დაამუხრუჭა , მე კი უკან მოვბრუნდი და ნინიას დავუწყე ლაპარაკი
- რას ქვია ქეთის რომ უნდოდეს, ქეთის რომ უნდოდეს ზუსტადაც რომ გააჩერებს რადგან დასავეთ ვყავარ ან ეგ რა ლაპარაკია, მიცნობ საერთოდ ეგრე რომ საუბრობ ? თუ მე არ ვარ აქ ? ვკითხე გაოცებულმა
- ვაიმეეე რატო მეძაბები რა ვთქვი ეგეთი, ხოდა მაგაშია საქმე რომ განებივრებული ხარ და ყველამ შენს ჭკუაზე უნდა იაროს , მომახალა პირში რასაც ფიქრობდა
- ტუტუცი ხარ ქალბატონო ! ვუთხარი და მანქანიდან გადმოვედი, ისე რომ უკან არც მიმიხედავს. გული ისე მეტკინა რომ ტირილიც კი მომინდა, ტელეფონი ამოვიღე და დათოს დავურეკე
- მოაბრუნე მანქანა, ამ გველთან ერთად მე არ ვიმგზავრებ , ჩამაკვეტეთ მანდ სადმე
- შაკომ გაწყენინა? რა მოხდა ? მეკითხებოდა ჩემი ძმა თან გიოს კარნახობდა გააჩერე უნდა მივბრუნდეთო
- არა, აი იმ ქალბატონმა ნინიამ თუ ვინც ოხერია, არ მინდა ვერ ვიტან მაგ გოგოს, ვაფშე აღარ მინდა წამოსვლა, წამიყვანეთ სახლში . აღარ ვიცოდი რას ვამბობდი ემოციებისგან და მერე მივხვდი რომ ვტიროდი.
- დაწყნარდი, 10 წუტში მანდ ვართ, ის გოგო დარჩება, ისედაც არავის სიამოვნებს მაგის წამოსვლა, ვიგაცა ...ქალაა და არავის გვევასება, შაკოს პონტში ვიკავებთ თავს. მოვდივართ , მითხრა ჩემმა ძმამ და გამითიშა.
შაკოს პონტში? ესეიგი მოწონს, კი მაგრამ რატომ უნდა მოსწონდეს ეგ? საზიზგარი ვიღაცაა. თუმცა მე ვინ მეკითხებათქო გავიფიქრე, ცრემლები მოვიწმინდე და იქვე სკამზე ჩამოვჯექი ჩემი ძმის მოლოდინში.
- დაჯექი მითხრა ჩემმა ძმამ და უკანა კარიც გაიღო
- მოდი ქეთუშ , გვაქვს შენი ადგილი, მითხრა საყვარლად ჩემი ძმის შეყვარებულმა, ნინიმ და თავის ადგილზე მიმანიშნა, მან კი საყვარლად ეჯდა ანას მუხლებზე.
- შეგაწუხეთ მაგრამ... სიტყვა აღარ დამამთავრებინა უცებ შაკოს მანქანა გაჩერდა და მანქანიდან გადმოვიდა
- კი მაგრამ იმ გოგოს ვერ გააჩუმებ? დაუწყეს ჩხუბი ბიჭებმა
- ხომ იცით რომ უტაქტოა, ბოდიში რა ქეთი, მომიბრუნდა მე
- ვიცით, მაგრამ ქეთი ვალდებული არაა მაგის უტაქტობა აიტანოს, დააყენებინე რა, ბრაზობდა გიორგი და თვალებში უყურებდა შაკოს
- კარგი, არარი ამის ბრალი, მობრუნდა ჩემი ძმა და მანიშნა დაჯექიო
- წავედით და იქ შევხვდებით ,უთხრეს შაკოს
- მოიცადეთ, დაიწყო მან, ქეთი, გთხოვ, ჩემთან ერთად წამოდი, ტაქსით გავუშვი, აღარ წამოვა, არმინდა ნაწყენი იყო , მიხსნიდა შაკო და თავისკენ მექაჩებოდა.
- მე არ მითხოვია ღამის 3 საათზე გოგო მარტო ტაქსით გაგეშვა,მე უბრალოდ პატივისცემას მოვითხოვ, რადგან მე მას პატოვს ვცემდი, შენ გამაცანი და შენთვის რაღაცას ნიშნავს, თორემ საერთოდ არ ვიყავი ვალდებული მაგის პრიკაზები მესმინა მთელი გზა და ბოლოს შეურაწყოფაც ამეტანა. წამოვიდეს, მაგრამ თავისთვის იყოს, მე ნუ შემეხება და ცხვირის აბზუებას არ ვაპირებ არავისზე, ორი წლის ბავშვები აღარ ვართ, ვთქვი და შაკოს მანქანისკენ წავედი.
- წავედით, თქვა დატომ და გზა განვაგძეთ, მაგრამ ამჯერად მანქანაში მხოლოდ მე და შაკუნა ვიჯექით. და ვგრძნობდი როგორ განიცდიდა იმას, რაც მოხდა. მიცინოდა და ცდილობდა რომ გავემხიარულებინე. თუმცა მე გაურკვეველი მიზეზების გამო ისევ მინდოდა მესლუკუნა. რა ოხრობა მემართებოდა 20 წლის გოგოს ვერ გეტყვით. მაგრამ აშკარა იყო , რომ ჩემზე 1 წლით პატარა ბიჭის წინაშე ბაჭიად ვიქეცი და ვგრძნობდი როგორ ვცქმუტავდი მისი ყოველი შემოხედვის დროს.


ბავშვებო საცდელი თავის, პირველად ვწერ და იმედია მოგეწონებათ. თუ სურვილი გექნებათ გავაგრძელებ. რეალური ისტორიაა, მხოლოდ პერსონაჟების სახელია შეცვლილი. მადლობთ წინასწარ ყურადღებისთვის



№1 სტუმარი m

sakmaodkargiaa maledadebimedia

 


№2 სტუმარი .............

gaagrdzelee
momewona ^****^

 


№3 სტუმარი Nino

Zalian kargia

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent