სიზმრის ქურდი (თავი X)
ზუსტად ვერ გეტყვით რამდენი ხანი ვიყვირეთ. მაგრამ ხმა ვერსაიდან გავიგეთ. თითქოს უგზოუკვლოდ გაქრნენ. ან ცამ ჩაყლაპა ან მიწამ. იმდენი ვიარეთ, რომ ძალიან დავიღალე და წინ მიმავალ გაბრიელს, რომელსაც საკუთარი ჩანთაც აეკიდა და ჩემიც, მივმართ: -გაბრიელ, ცოტახანი დავისვენოთ რა, ძალიან დავიღალე!-ვუთხარი და ხის კუნჯზე ჩამოვჯექი. -ჩანთები მე მომაქ და კიდე შენ დაიღალე?-მკითხა და გადაიხარხარა.-კარგი,ხო დავისვენოთ-მითხრა და ჩანთები ხესთან დადო. მე კი ჩემს ჯინსის შარვალს დავხედე და ჯიბეში მობილური დავინახე. -ვაიმე... რა დებილი ვარ! მობილური ხომ მაქვს, ანას რატომ არ დავურეკე?-ვთქვი და ჯიბიდან მობილური ამოვიღე.-არ იჭერს!-ვთქვი უკმაყოფილოდ და მობილური მაღლა ავწიე. -მობილური მომეცი-მითხრა და ხელი გამომიწოდა. -რა მნიშვნელობა აქვს, მე მექნება თუ შენ? შენს ხელში დაიჭერს?-ვუთხარი უკმაყოფილოდ-ან შენი მობილური სადაა? -ჩემი მობილური სახლში დავტოვე და რავიცი გამიგია სიმაღლეზე უფრო იჭერს მობილურიო და შენ რომ გიჭირავს...-გაიცინა და ამით ჩემს საშვალო სიმაღლეს გაუსვა ხაზი. -აი, აიღე-მობილური ხელში ჩავუდე და შეწუხებული სახით ჩანთებისკენ წავედი, რომ წყალი დამელია. -გაბრიელი- როცა ეკა ჩანთებისკენ წავიდა, მეც ვსინჯე მობილურიდან დარეკვა. ხელი მაღლა აცმართე და აქეთ-იქით გავამოძრავე, თუმცა მაინც ვერ მივიღე შედეგი. ხელი დაბლა დავწიე, ცნობისმოყვარეობამ მძლია და ფლეილისტში შევედი. ძალიან მაინტერესებდა რომელ მომღერალს უსმენდა, როგორი მუსიკები და სიმღერები იზიდავდა. მობილურში არც თუ ისე ბევრი მუსიკა ჰქონდა, აქედან უმრავლესობა Mandy Moore-ის. სიმართლე გითხრათ აქამდე არც გამეგო ეს მომღერალი. ფავორიტებში მხოლოდ ერთი სიმღერა ჰქონდა მონიშნული ამავე მომღერლის "Only Hope". ძიება რომ დავამთავრე, მობილური პატრონს დავუბრუნე. -გზა გავაგრძელოთ?-მკითხა კატერინამ. -მალე დაბნელდება და აზრი არ აქვს! აქ გავშალოთ კარვები და როცა შეამჩნევენ რომ იქ არ ვართ. ჩვენს ძებნას დაიწყებენ.-ვუთხარი და ჩანთიდან კარავი ამოვიღე, ეკამაც იგივე გააკეთა. მე კარავი, მარტივად და მალე გავშალე. ეკა კი დიდი ხანი მოუნდა, ჩემი კარავი რომ დავასრულე ახლა მასთან მივედი. -ასე რატომ ნერვიულობ?-ვკითხე და შევხედე. -სულაც არ ვნერვიულობ!-მიპასუხა და კარვის გამაგრება სცადა.-უბრალოდ ლაშქრობაში პირველად ვარ. -გასაგებია-ვუთხარი და გამეცინა. მისი კარავიც მალე გავშალეთ და ახლა ჩანთიდან დანარჩენი ნივთების ამოლაგებას შევუდექით. მოსაღამოვდა, ბინდი ცამოწვა. მე ცეცხლი ავანთე და კარვის წინ ჩამოვჯექი. ეკა კი ისევ მობილურით ცდილობდა სიგნალის დაჭერას. -აქ იმდენად ცუდად გრძნობ თავს, რომ ერთი სული გაქვს როდის გვიპოვიან დანარჩენები?-ვკითხე გაბრაზებული ხმით. -ეგ რა შუაშია?-ისე მკითხა არც შემოუხედავს. -შუაში კი არა თავშია, ეკა! უკვე ნახევარი საათია აქეთ-იქით დადიხარ მაგ მობილურით და სიგნალის დაჭერას ცდილობ! -დავიჯერო შენ არ გინდა ამ ტყიდან გაღწევა და სხვებთან ერთად ყოფნა?-ახლა შემომხედა, მერე კი ხელი უფრო მაღლა ასწი. -ვისთან ყოფნაც მინდა, ახლა სწორედ იმასთან ვარ-ვუთხარი მტკიცედ და ფეხზე წამოვდექი. უცბად გაჩერდა, როგორც ჩანს ასეთ პასუხს არ ელოდა. დაიბნა. მერე ხელი დაბლა დასწია და მობილურს ჩააჩერდა.-ეკა, ვცდილოდ დაგიახლოვდე შენ კი სულ მიშორებ, რაღაც იდიოტური საზღვარი გაქვს შექმნილი და იმის იქით აღარ მიშვებ. მივუახლოვდი, ნელი ნაბიჯით უფრო და უფრო ახლოს მივედი, მან კი მიპასუხა: -არანაირი საზღვარი არ შემიქმნი...ა-და როცა მიხვდა რომ საჭიროზე ახლოს ვიდექი მასთან, მითხრა-გთხოვ... ასე ახლოს... ნუ მოდიხარ!-გამეღიმა და კიდევ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდი -ასე?-ვკითხე და მის რიაქციას დაველოდე. -ზუსტადაც!-მიპასუხა და თავი დაბლა დახარა. უცბად გამოცოცხლდა, მომშორდა და ჩანთაში ჩაიხედა-საჭმელი წამოღებული მაქვს! არ გშია?-თემის შეცვლა შეეცადა. -კი, მშია! მოდი ცეცხლთნ დავსხდეთ.-ვუთხარი და ჩემი კარვიდან პლედი გამოვიტანე. -მართალია, ბევრი არაფერია. სულ რამდენიმე სენდვიჩი მაქვს, მაგრამ იმედია მოგეწონება!-მითხრა ხალისით და პლასტმასის კონტეინერი გახსნა. -კატერინა- ჯერ ადრეა! ცოტას კიდევ ვაწვალებ და როცა ვნახავ რომ ცეცხლისგან იწვის, მაშინ მივალ მის ჩასაქრობად. ცეცხლთან დავსხედით და ჩემი გაკეთებული სენდვიჩების ჭამას შევუდექით. მე მხოლოდ ახლა დავიწყე ტყის "დათვალიერება". აქეთ-იქით დავიწყე თვალების ცეცება და ეს ადგილი ვიცანი. ეს ზუდტად ის ტყეა, სიზმრებში რომ დავრბოდი. მერე გაბრიელის მონაყოლიც გამახსენდა და ვკითხე: -გაბრიელ, გახსოვს რომ მითხარი ძმა მყავდაო?! შენი ძმა შენზე უფროსი იყო-კითხვა შეგნებულად დავუსვი, მინდოდა ჩემი ეჭვი დამედასტურებინა. -კი, უფროსი იყო!-მითხრა და გაეღიმა- 1 წუთით, უფროსი. -ანუ ტყიპისცალი გყავდა?-ვკითხე. პასუხად მხოლოდ მსუბუქად დამიქნია თავი. ახლა მივხვდი, რატომ არ გამიმართლდა ის სიზმარი, ავარია რომ ვნახე. ტყესთან ახლოს. მეგონა რომ ეს გაბრიელი იყო, მაგრამ შევცდი. ეს მისი ძმა ყოფილა, ესეიგი წარსული ვნახე. ის ქალი კი ვისი ხმაც მესმის ალბათ გაბრიელი დედაა. გამოდის რომ მას რაღაც საფრთხე ემუქრება, დედამისს კი მისი გადარჩენა უნდა. და ამიტომ მეუუბნება რომ მას უნდა დავეხმარო. ფიქრებიდან გაბრიელის ხმამ დამაბრუნა. -ვაშლი გინდა?-მკითხა და წითელი ვაშლი ხელში აათამაშა. მეც თავი დავუქნიე. დანით დაჩრა 8 ნაწილად და ერთჯერად თეფშზე დააწყო. ჩვენც ჭამას შევუდექით. დაღამდა. ცა ვარსკვლავებით მოიჭედა. -იცი, თიკას მართლა სჯერა რომ დედამისი მაღლა, ვარსკვლავის სახითაა და მას უყურებს ღამღამობით-ვუთხარი გაბრიელს. -ეს ტყუილი მე მოვიფირე, ერთი წლის წინ ძალინ რომ ატირდა დედა მინდაო!-მითხრა და გაეღიმა. -მე კიდევ ყოველთვის მეგონა, რომ ვარსკვლავებს ოცნებების ასრულება შეეძლოთ-ვუთხარი და გამეცინა. -და ასეთი რა ჩაუთქვი, რომ არ აგიხდა?- მკითხა და ჩემკენ შემოტრიალდა. -რომ გითხრა დამცინებ!-ვუთხარი და ისევ მაღლა ავიხედე. -სცადე?-მითხრა გამომწვევად. -დისნეილენდის ნახვა მინდა!-ვუთხარი ყოყმანის შემდეგ. -მაგარი ოცნებაა!-კარგად გადაიხარხარა და განაგრძო-შენს ასაკში იცი რაზე ოცნებობენ გოგონები? -რა მნიშვნელობა აქვს ისინი რაზე ოცნებობენ? ჩემი ოცნება კი სულ ოცნებად დარჩება! -მე ასე არ ვფიქრობ! ------------------------------------------------------------- ესეც ახალი თავი, ვიცი რომ დიდი არაა, თუმცა მართლა შევეცადე რაც შემეძლო ბოლომდე დამეწერა. შემდეგი უფრო დიდი იქნება. კომენტარებს რაც შეეხება. აღარ აკომენტარებთ და მგონია რომ ისტორია აღარ მოგწონთ! მითხარით გავაგრძელო? თუ შევჩერდე. ველოდები შეფასებებს! მიყვარხართ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.