სამუდამო არაფერია (თავი 1)
რა გგონიათ? ჰა? რომ ცხოვრება ბედნიერებას ლანგრით მოგართმევთ? ისე რომ თითის განძრევაც არ მოგიწევთ? თუ ასე ფიქრობთ თქვენი საქმე წასულია, ჩათვალეთ რომ ტყუილად გიცხოვრიათ. იმ სამყაროში სადაც უბრალოდ ერთი ხელის მოსმით ყველაფერი გისრულდება არარეალური. გაინტერესებთ რატომ? იმიტომ რომ ამ ცხოვრებაში ვერაფერს მიიღებ თუ არ იბრძოლებ, ვერც ბედნიერებას, ვერც სიყვარულს ვერაფერს. ხოლო ისინი ვინც ფუფუნებაში ცხოვრობს და ჰგონიათ რომ ყველაფერი აქვთ აი თუნდაც ბედნიერება. მინდა გითხრათ რომ მოჩვენებითია, რადგანაც თქვენ უბრალოდ გარედან უყურებთ მათ ცხოვრებას აი როგორც „ნახატს“. ხოლო ის ვინც იმ ნახატშია იცის რომ არაფერი გააჩნია ფულის გარდა. ესარის ყველაზე დიდი საშინელება, როდესაც გგონია რომ ყველას უყვარხარ, რადგან ყველა შენთან არის, გეფერება ტკბილი თუმცა ამავე დროს ყალბი სიტყებით. თქვენ გგონიათ რომ მართლა თქვენ სჭირდებით? თუ ამ სამყაროში ცხოვრობთ, მინდა გითხრათ მწარე სიმართლე, რომლის მოსმენა არავის უნდა. არავის უნდა რომ დაიჯეროს ის რომ არავის არაფერში სჭირდება თუ ფული არ აქვს. სამწუხაროთ თუ საბედნიეროდ ეს არის დღევანდელი რეალობა. ალბათ გაგიჩნდათ კითხვა თუ რატომ საბედნიეროდ? იმიტომ რომ თუ გინდა რომ იცხოვრო, თუ გინდა რომ იგრძნო რომ ცოცხლობ, უნდა იგრძნო ყველაფერი. განა მარტო ბედნიერება? არა ტკივილიც, ღალატიც, იმედგაცრუებაც, დამცირებაც. ერთხელ მაინც უნდა დაეცეთ, თუმცა უნდა გქონდეთ რაიმე ხელმოსაჭედი რომ ადგეთ და ისევ განაგრძოთ ბრძოლა. ყველას ეშინია იმ ბრძოლის წამოწყების რომელშიც თავისითავი დაწყებამდე დამარცხებული ჰგონია. თუმცა ცხოვრება ყოველ დღე ახალ ახალი სიურპრიზებით არის სავსე, არასდროს იცი თუ ბედი რას გიმზადებს. შეიძლება ამ სიურპრიზით გაბედნიერდე, ცხოვრება აგეწყოს, ყველაფერი თავიდან დაიწყო. თუმცა დაიმახსოვრე რომ ცხოვრებას ყოველთვის კარგი სიურპრიზები არ აქვს შენთვის შემონახული. ის ყოველ ჩვენ მოქმედებას აკვირდება, ხანდახან როდესაც ვეცემით ხელს გვიწვდის, გვეხმარება, მაგრამ ხანდახან მას უბრალოდ უნდა რომ ჩვენით ავდგეთ, ჩვენითვე გავუმკლავდეთ წინააღმდეგობებს და ისევ არ დავეცეთ. ყველა ადამიანს აქვს რაღაც ცუდი მოგონება რომლის ამოშლაც უნდა, აი თუნდაც როგორც კომპიუტერში “Delete” დააწვები და მორჩა, ყველაფერი გაქრება,თუმცა ამის ბედნიერებაც კი არ გაქვთ. შეიძლება რაღაც მომენტებში დაგავიწყდეთ, არც კი გაგახსენდეთ თუმცა დრო და დრო მაინც გაიხსენებთ და ბალიშს მაინც დაასველებთ მლაშე სითხით. მიეჩვევით, ყველა ეჩვევა ამ ტკივილს, რომელიც ჯერ გაუსაძლისი ჰქონიათ, ბოლოს კი როგორც ამბობენ დრო შველის. არასდროს მესმოდა ხალხის რომელიც ტიროდა, რადგან მე მქონდა ასე ვთქვათ უტკბილესი ბავშვობა. არაფერი მადარდებდა, მყავდა მშობლები, ჩემი საყვარელი და უჭკვიანესი დაიკო რომელიც ყოველთვის მარიგებდა და კარგ რჩევებს მაძლევდა. ვცხოვრობდი დიდ ლამაზად მორთულ სახლში, რომელსაც ულამაზესი ბაღი ჰქონდა. ყოველთვის მიყვარდა როდესაც დავინახავდი თუ დედა როგორ უვლიდა და უფრთხილდებოდა მათ, ისევე როგორც ჩვენ ოჯახს. ჩვენი სახლის თითოეული ოთახი მიყვარდა თუმცა მაინც გამორჩეულად ჩემი და ჩემი დაიკოს ოთახზე ვგიჯდებოდი. თითოეულ ნივთს თავისი სახალისო ისტორია ჰქონდა, გვიყვარდა ამ ისტორიების გახსენება. განა რა ჯობია ოჯახს რომელშიც თითოეულ ჩვენთაგანს უამრავი სითბო შემოაქვს. მე და ჩემ დაიკოს ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა, ერთმანეთისთვის არაფერი დაგვიმალავს, ერთმანეთს ყოველღამე ჩვენ-ჩვენ საიდუმლოებს ბუყვებოდით. მაინცდამაინც არ ვჩხუბობდით, ძალიან იშვიათად აი მაშინ რომელიმე თუ გაბრაზებული ვიყავით რამეზე. ეს კი ხშირად არ ხდებოდა, დიახ რადგანაც არავინ გვაბრაზებდა, თუმცა ვის უნდა გავებრაზებინეთ ყოველთვის დამჯერები ვიყავით და ვცდილობდით ჩვენი მშობლები გვესიამოვნებინა. არა მხოლოდ კარგი ნიშნებით ვაკეთებდით ამას, არამედ ჩვენი საქციელითაც აისახებოდა ყველაფერი. თავიდანვე პასუხისმგებლიანი ვიყავი, არასდროს მიყვარდა დაგვიანება, ყოველთვის მომზადებული ვიყავი სკოლაში. მიყვარდა როდეასც სკოლიდან დაბრუნებულს დედა დამხდებოდა წინსაფარ აფარებული. ყოველთვის კარგი სუნი გამოდიოდა სამზარეულოდან (თუ იმას არ ჩავთვლით მე და ჩემი დაიკო რომ ვაკეთებდით ნამცხვარს, უფროსწორად ვწვავდით). ჭამას როცა მოვრჩებოდი არასდროს ვაკეთებდი ეგრევე გაკვეთილებს, ჩემ ოთახში შევდიოდი და ვცეკვავდი. ზუსტად არვიცი რამდენი ხანი გრძელდებოდა ეს პროცესი, უბრალოდ ვაკეთებდი იმას რაც მსიამოვნებდა. ბოლოს დედიკო შემომივარდებოდა ჩვეული ფრაზით „ რამდენი ხანია გიძახი მარიამ, არგესმის? გეყო ამდენი ცეკვა მიდი იბანავე და იმეცადინე“. გადიოდა და მეც იმას ვაკეთებდი რასაც მეუბნებოდა. ამ დროს ჩემი დაიკოც მოდიოდა მასწავლებლებიდან მამიკოსთან ერთად, ორივეს ერთად ვეხუტებოდი და ჩემზე ბედნიერი ადამიანი მაგ დროს არ დადიოდა. ეს ბედნიერება კი რომელიც ყველას გვეგონა რომ ყოველთვის იქნებოდა ბოლოს დამთავრდა ეხლა ვხვდები როდესაც ამბობდნენ „უსასრულო არაფერიაო“. მეგონა მთელი ცხოვრება სრულ ბედნიერებაში გავატარებდი, ვიპოვიდი ჩემ მეორე ნახევარს და იმასთანაც უსასრულოდ ბედნიერი ვიქნებოდი. ეხლა კი რას ვაკეთებ? ვზივარ და მიშტერებული ტელევიზორს ვუყურებ, ვერაფერს ვიაზრებ ყველაფერი თავიდან მიტრიალებს თავში. მინდა რომ ავდგე, გავიარო ჩემებს ჩავეხუტო და არასდროს გავუშვა მათ ხელი თუმცა ვიცი რომ ამას ვერ გავაკეთებ. რადგან მთელი ცხოვრება ვიქნები მიჯაჭვული ამ დაწყევლილ ეტლს. ------------------ გამარჯობათ! ჩემი პირველი ისტორიაა და მაინტერესებს თუ ღირს გაგრძელება. ასე ვთქვათ საცდელი თავია. <3 <3 <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.