ბედის ბორბალი (თავი 5)
უნივერსიტეტის წინა დღე ასე მშვენივრად გადის,ასეთი ამაღელვებელი გრძნობებითა და განცდებით,რომლებიც რაღაც საოცარ ექსტაზს ქმნის.ვგრძნობ,ვგრძნობ,რომ ამ ყველაფრად ღირს ცხოვრება,ღირს ისუნთქო,ღირს შეიგრძნო გარემო და,ყველა სირთულის მიუხედავად,იყო ადამიანი... დაჩის თვალები რაღაც არაამქვეყნირსა და სხვას ჰგავს,მხოლოდ ამის გამოც კი გაეღიმება ადამიანს.უცნაურია,რომ ასეთი ემოციური ვარ ამ საღამოს ჩვეულებრივ გაწონასწორებული გოგო,რომელსაც მუდამ მყარი ემოციები აქვს,რასაც არც ისე ხშირად გამოხატავს. დრო ძალიან მალე გადის...ძალიან ლამაზი საღამოა,საინტერესო და სასიამოვნო საუბარები....დაჩი ძალიან შეცვლილია,რაც ძალიან მიკვირს,მართლაც,რომ ძალიან... -გახსოვს ის დღე,პირველად რომ შეგხვდი?-მეკითხება და თვალები უციმციმებს. -ჰო..შენ?-ვეკითხები ჩვეულად. -ძალიან..-ახლოს იწევა და თავით მიზიდავ,მისი თითები საოცრად სასიამოვნოდ ეხება ჩემს თმას.რაღაცნაირი უჩვეულო და შეუცნობელი გრძნობაა თითქოს. -მომენატრე,ელე..ძალიან მენატრებოდი...-სახე შეწუხებული აქვს და ნოსტალგიებში ვვარდები თითქოს,ვერაფერს ვპასუხო,მაგიდას ვაშტერდები,ჭიქას ვუსწორებ თვალს და ეს ძალიან დიდ ხანს გრძელდება. გვიანია,როცა უხმოდ ვშორდებით ერთმანეთს,უსიტყვოდ მაცილებს სახლამდე და უსიტყოდვე მშორდება.ასეთ დაჩის არ ვიცნობ,ნადმვილად..მიკვირს მისი დაბნეულობა,თუმცა არ ვიმნევ,არშემჩნევა კარგად გამომდის,მართლაც.... სახლის კარებს ვაღებ და უგონოდ ვეცემი საწოლზე,მეძინება ისე,როგორც არასდროს...ესა რაღაც საშინელი შეგრძნებაა და თანაც ძალიან სასიამოვნო. დილას თვალს ვახელ და მახსენდება,რომ უნივერსიტეტი მაქვს...ახალი წელი დაიწყო-მეთქი,ვფიქრობ და ვდგები საწოლიდან... მოთენთილი ვარ,ძალიან ვიღებ შხაპს,ვიცვამ,ფორმაში ვდგები და დაბლა ჩავდივარ,მანქანაში ვჯდები,გეზს პირდაპირ უნივერსიტეტისკენ ვიღებ,სად უნდა წავიდე აბა...არეული მივდივარ და დაჩიზე მეფიქრება.ვერ ვხვდები,რა მიზიდავს ამ ადამიანში ასე,არასდროს მყვარებია,თუ არ ჩავთვლით პირველ კლასს და არ ვიცი,რა გრძნობაა ეს,რომელიც მხოლოდ წიგნებში ამომიკითხავს.. ჰო,სჯობს გადავიდე..მოვედი,უნდა გავაჩერო მანქანა,ზედმეტი ფიქრის დრო სადაა აბა..მანქანის კარს ვაღებ და ვუყურებ შენობას,რომელშიც 3 წელი გავატარე...წელს ჩემი ბაკალავრიატის ბოლო წელია და რა იქნება მერე,არ ვიცი.. ისევ ნაცნობი ჟრუანტელი მივლის ტანში ისე,როგორც ყოველთვის,როცა დიდი ხნის მერე ვდგავარ ჩემს უნივერსიტეტის შენობასთან,რომელიც რაღაც ახლის სიმბოლოა... -გამარჯობა,ელე..-მესმის ერთი გოგონას ხმა.მასთან კარგად ვარ,ერთად დავდიოდით საველე პრაქტიკაზე,“პონტის“ მეგობრები გვეთქმის ალბათ.ჩვენ ხომ ერთმანეთი მთელი ზაფხულის განმავლობაში არ გაგვხსენებია. -როგორ ხარ,მაკო?-ვიხრები და ვკოცნი,ის ჩემზე გაცილებით დაბალია,მერე ვიხრები და წელში ვსწორდები ისე,როგორ მჩვევია,ჩემებურად. -რა ვიცი,ვარ რა-ამბობს ჩვეულად და ტუჩს იკვნეტს. -მაგრად მეზარება მეც-ვიცინი ძალიან და მასთან ერთად მივიწევ წინ,სხვა სტუდენტებიც გვხვდებიან,ყველას „ვპროშნი“.არ მიყვარს ეს რაღაცები,თუმცა როლის მორგებაში ბადალი არ მყავს. -შენ რა მაგრად დაზაგრულხარ,გოგო-ამბობს გიო,ჩემი კურსელი. -სოლარიუმში,ზღვაზე არ ვყოფილვარ წელს..-ვაკმაყოფილებ მის ინტერესს და მეცინება.ალბათ უკვირს ყველას,მე ხომ ზღვის გიჟი ვარ. -აშშ-ში იყავი,გოგო!-ეცინება გიოს. -ოო,კარგი რააა...-ვწელავ ბოლო ასოებს და ორ ნაბიჯს ვდგავ წინ. -უკმაყოფილობის პიკია ტოოოო-სახე ეცვლება გიოს,მერე მხარზე მარტყამს ხელს და იღიმის. -მოდი,წავიდეთ რა-ჩემს სათქმელს ამბობს მაკო. -აუ,მერე პიცა ვჭამოთ რა-ვიცინი და ვუყურებ ბავშვებს. -შენ კი ხარ ფორმაში და ჩვენ..-სიცილს ვერ იკავებს გიო. -კარგი რა,ცეკვაზე შემოდი შენც.. -ვაა კიდევ დადიხარ? -ჰო,მაგარი პონტია-ცერა თითს ვწევ და ვიღიმი. -კარგი რა,ეგ არაა ჩვენი სტილი-აკონკრეტებს მაკო. -ღმერთო,დაჩიმ რაები გამიკეთა გუშინ,იცით?-ვერ ვმალავ ემოციებს-მოგიყვებით პიცერიაში რა-გაოცებულ თვალებს ვუღიმი. -ოოოო გოგო აფექტებშია-მაკო მეხუტება,ასე იცის ხოლმე ემციების გამოხატვა. ლექციები ჩვეულად მიდის, საინტერესო გარემო,ლექტორები და ა.შ ვაღიარებ,ნაკლები ემოცია მაქვს,ვიდრე წინა წლებში.ახლა იმაზე ვნევიულობ,რომ როგორმე მოვხვდე გაცვლით პროგრამაში და მაგისტრატურა გავიარო კემბრიჯში.ეს ჩემი ოცნებაა.ბავშვობიდან ვიცოდი,რაც მინდოდა.მახსოვს პირველ კლასში რომ ვიყავი,დავწერ,მინდა ან ჰარვარდში ვისწავლო ან კემბრიჯში-მეთქი...იმედია,ამიხდება ეს ოცნება.მთავარია,არ მოვდუნდე და მთელი ენერგია ჩავდო სწავლაში.. ლექციების მერე პიცერიაში მივდივართ,ისევ პომიდვრისას ვუკვეთ,პომიდორი ჩემი სისუსტეა ბავშვობიდან.მახსოვს,იმდენს ვჭამდი,დედაჩემი მეჩხუბებოდა,დაუტოვე მამაშენსაცო. -პომიდვრის გოგონა-გიო მიჯდება გვერდით და თავის სოკოიან პიცას აშტერდება-სად სოკო და სად პომიდორი. -მოკლედ,რა მოხდა...-ვიწყებ და ორივენი ინაბებიან. -გაკოცა?-თავს ვერ იკავებს მაკო. -მაკოცა არა კვატი.მაგას მასე ვერ გავაჯეჯილებ-საიან მაფიქრდება ეს სიტყვა არ ვიცი,თუმცა ვამბობ. -სიტყვებით მოთამაშე ელე!-იღიმის გიო. -მოკლედ,რა მოხდა...-ვიწყებ თხრობას და თან კოლას ვწრუპავ. მანქანაში ვჯდები და ვქოქავ,მას შემდეგ,რაც ვემშვიდობები ბავშვებს..გიო და მაკო მომწონს ძალიან,პირველი კურსიდან ერთად მოვდივართ და ალბათ საუკეთესო პონტის მეგობრები ვართ,თუმცა ეს ხუმრობით...განა პონტზე მეტი არაა? მე ხომ მათ დაჩიზე მოვუყევი... გზაში დაჩის სახელი ციმციმებს ტელეფონზე...დაჩი..დაჩი..მეღიმება...ეს ბიჭი ვინაა ნეტა? მისი ნერვების კიბო ვიყავი და მაინც როგორ ვაინტერესებს,ადრე ეს რაღაც არალოგიკური მეგონა,თუმცა ახლა დიდი სურვილი მაქვს,განვაგრძდო დაწყებული ურთიერთობა. 8 საათი ხდება..უკვე გვიანია-მეთქი,ვფიქრობ და მარცხენა ხელით ვპასუხობ ტელეფონს.ვიცი,თინამ რომ დამინახოს მომკლავს,სულ მაფრთხილებს,საჭესთან არც ტელეფონი და არც მესიჯობაო,თუმცა დედაჩემი ქვეყნის მეორე მხარესაა,განა ახლოსაა მისი უნივერსიტეტი?! -ელეე...-აღფრთოვანებული ხმა..ჰო,ზუსტად ისეთი,მე რომ მომწონს...აბა რა! -გუშინ შესანიშნავი იყო,დაჩი-ვერ ვმალავ კმაყოფილებას. -ჩემთვისაც,ელე....დღეც რომ გნახო,მოჟნა? -დაჩი,დაღლილი ვარ,უნდა დავისვენო...ახლა მივდივარ სახლში და.. -დასვენებაში არ შეგიშლი ხელს.. -გთხოვ,არ გინდა...კარგი? შენს საქმეს მიხედე.. -ეელეეეე...-წელავს ჩემს სახელს,მერე კი მთანხმდება-კარგი! გადავხედავ ჩემს სილაბუსს. ვთიშავ ტელეფონს და სიჩქარეს ვუმატებ..არ მიყვარს დუნედ სიარული,სისწრაფე ხომ ერთგვარი და ძალიან რაღაცნაირი ელექა..ცხოვრების ელექ..განა მის გარეშე იარსებებს ადრენალინი,რომლის გარეშეც ყველაფერი უაზრობაა?! ამ ფიქრებში ვაღწევ სახლს,სახლში არავინ მხვდება,როგორც ხშირად...ნინას ვესაუბრები და თან ყინულიან წყალს ვსვამ,დაჩიზე რომ არ მოვუყვე ისე როგორ შეიძლება..,მერე რაღაც კომედიას ვუყურებ უაზროდ და მეძინება..სასიამოვნო დაღლილობა,აი,ეს მესმის,ნამდვილად,მესმის...დიახ,მესმის! დილა დაჩის მოწერილით იწყება... „დილა მშვიდობის,პატარა ანგელოზო“-ოოო,მეღიმება,თუმცა არა,ეს არ მომწონს,ზედმეტია,ნამდვილად! არ ვპასუხობ და ფეხზე ვდგები,დღეს ისევ ლექციები მაქვს,უნდა მოვემზადო ფსიქოლოგიურად იმისთვი,რომ მძიმე ბრძოლა მელის წინ,კემბრიჯი უნდა დავისაკუთრო.. თინას ხმა მესმის,როგორ ხარო,არ მეცალა,ბოდიში,ვერ გნახეო..არაუშავს-მეთქი,ვპასუხობ და სწრაფად ვსვამ ყავას. -დილას მაქვს ცეკვა,დე-ლოყაზე ვკოცნი დედაჩემს,რომელსაც უკვირს ჩემი ეს ჟესტი,რაა ნეტაო...ჰო,სასაცილოა,არ მიყვარს მსგავსი რამეები,იშვიათად თუ ვაკეთებ. -კარგად აბა!-ხელს მიქნევს,თუმცა მერე ფეხზე დგება,მომყვება და მაფრთხილებს-ფრთხილად,დე.... ზოგჯერ ეს მწყინს,მაგრამ ვიცი,რომ ამით ის სიყვარულს გამოხატავს..ასეთი სიტყვები,ასეთი ზრუნვა ხშირად უფრო გამოხატავს ამ გრძნობას,ვიდრე უბრალოდ სიტყვა-მიყვარხარ. -კარგი,დე...-ლიფტს ვიძახებ,ზედმეტი დრო არ მაქვს,ნამდვილად... ცეკვის პირველი გაკვეთილი ივნისის მერე..ესეც ახალი ემოცია..მიყვარს ეს საქმე.ჩემთვის ყველაზე საინტერესო ჰობია. დღე გრძელდება...პოზიტიურად გრძელდება,რა თქმა უნდა...ლექციებზე დავალებებს ვიღებ,მეზარება სახლში წასვლა,ბიბლიოთეკაში ვჯდები,როგორც ხშრად და,შეიძლება ითქვას,ძალიან ხშირადაც კი... ყავა ისევ გიოს მოაქვს.მე და ის ხშირად ვმეცადინეობთ ხოლმე ერთად...ბიბლიოთეკიდან გვიან გამოვდივარ,მგონი,ყველაზე ბოლოს,მარტო მივდივარ მანქანამდე,ამდენ ხანს ვერავინ გაძლო,როგორც ჩანს... თავი მტკივა ოდნავ,მანქანას ვეყრდნობი და ჰაერს ღრმად ვსუნთქავ,მსიამონებს ცივი ნიავი,რომელიც სახეზე სასიამოვნოდ მელამუნება.. ჰაერი..სიგრილე..თითქოს სიწმინდესთან ასოცირდება...თუმცა რატომაც არა? თითქოს ახლიდან ვიბადე..ვდგავარ და ვგრძნობ,რომ სამყარო ბრუნავს,ვგრძნობ,რომ ცხოვრებაც მიჰყვება მას...და ეს არის რაღაც სხვა რამ,რაც აკრავს დედამიწას და მოუწოდებს რაღაც ახლისკენ,რომელიც თანდათან უახლოვდება სამყაროს.. თვალებს ვხუჭავ და ცოტა ხნით ვწყდები აქაურობას...ნეტავ არ მახსოვს,რომ სახლში უნდა წავიდე?! ტელეფონის ხმას გამოვყავარ ასტრალური სამყაროდან.. -დედა!-ხმამაღლა ვამბობ...რა ქალია რა! მზრუნველი „ზე“ ხარისხშო....ვპასუხობ... -როგორ ხარ,შვილო? -მალე მოვალ,დე... -კარგი,გელოდები..რამე დაგახვედრო? -არ მშია,ყავას დავლევ მარტო-ბედნიერი ხმით ვეუბნები....ძალით ვჯდები მანქანაში და ვქოქავ შეშლილი სახით....სახლისკენ მივდივარ,მგონი...კიდევ უნდა ვიმეცადინო,ბაკალავრიატის სტატიაზე ვმუშაობ,საუკეთესო უნდა იყოს... კვირა გადის და მეორე იწყება,დატვირთული გრაფიკის გამო ვერ ლუკას ვხედავ და ვერც ნინას,დაჩიზე ხომ სულ აღარაა ლაპარაკი...საუბრითად იშვიათად ვესაუბრები მათ..ძირითადა გიოსთან და მაკოსთან ვარ,უნივერსიტეტში ვცხოვრობ თითქმის,მიყვარს ბიბლიოთეკის სიტუაცია,სიმყუდროვე.. წიგნების სუნიც რომ მიყვარს,აი,ეს მომენტია.... -დაჩი როგორაა?-მოულოდნელად მეკითხება მაკო. -არ მცალია ახლა..ნუ მიშლი ხელს..-არც კი ვიხედები მისკენ. ვაგრძელებ მუშაობას...ვატრიალებ წიგნებს და მერე...მოკლედ,ეს პროცესი არ დაგაინტერესებთ და აღარ აღვწერ....ცხოვრების ჭეშმარიტებისკენ მიდის ეს გზა,ერთი სიტყვით.... სახლში 11-ზე შევდივარ,დედაჩემი მხვდევა გახარებული,დაჩი მოვიდაო..ვინ დაჩი რის დაჩი,მეძინება-მეთქი,ვფიქრობ,თუმცა მაინც ვიღიმი.. -ჰო? მართლა?-ასეთი რეაქცია მაქვს...არაადეკვატური? ჰო,ალბათ,თუმცა რას გაიგებთ.. -ელეეე..-დაჩის გაბრწყინებული სახე,მაგრამ ჩემი? არა,ის არაა გაბრწყინებული,ის ჩამომტირალია.... -დაჩი...ძალიან დავიღალე..-აქ რომანტიკა ქრება..განა ცხოვრება იმ რომანტიკულ კომედიებს ჰგავს,რომლებსაც დიდი სიამოვნებით ვუყურებთ ხოლმე..სულაც არა! -მოდი,ჩამოჯექი..-დივნისკენ იხედება,ვუღიმი,ჩანთას ვდებ და მეც ვჯდები.ის გვერდით მოჯდება,დედაჩემი გადის,ყავას გაგიკეთებო. -როგორ ხარ? ძალიან მომენატრე..-იწყებს ბიჭი... -დაჩი,მონატრებების დრო არ მაქვს ახლა...-ვეუბნები ხმადაბლა,დედაჩემმა რომ არ გაიგოს.. -არ მესმის.. -მადლობა,რომ ასე ფიქრობ ჩემზე,მაგრამ უბრალოდ ახლა არაფრის დრო არ მაქვს და არც თავი.. -რა ხდება აბა? -დაჩი,მე ძალიან დიდი ამბიციები მაქვს,რომლებსაც ბევრი ვერ იგებს,თუმცა...-სიტყვე მიწყდება...-კემბრიჯისთვის ვიბრძვი,ძალიან ბევრი მაქვს სამუშაო..არ გესმის? -ჰო,მესმის,მაგრამ განა ხელს გიშლი.. -უბრალოდ ყავა დავლიოთ..-დედაჩემს ვხედავ თუ არა,ვჩუდები.. -რას შვრებით აბა?-იღიმის თინა... ჯანდაბა! გვიან მეღვიძება..დილას ცეკვა,მერე უნივერსიტეტი...არ უნდა დამაგვიანდეს...ჩაცმა მავიწყდება და ღამის გრძელი მაისურით გავდივარ გართ,მთავარია ჩანთა არ მრჩება.მაქნანაში ვჯდები და პირდაპირ მივდივარ სტუდიისკენ,ყავაც კი არ მახსოვს..როცა შევდივარ,ყველა მე მიყურებს..აი,სასწაული! და რომ ვერ ვხვდები? -ოოო რითი მოვსულვარ...ძალიან სტრააანნნი ვარ?-ვკითხულობ და სიცილს ვერ ვიკავებ. -სექსუალურიც კი...-მეცინება პასუხზე... წყვილებში ვდგამთ ტანგოს,რაღაც კონცერტიაო და წაიღეს ტვინი..ჩემი მეწყვილე დემეტრეა,საუკეთესო მოცეკვავეა და თანაც ძალიან ათლეტური,მაღალი და მიმზიდველი ახალგაზრდა...ლამაზი წყვილი ვართ,მგონი.. კვირა დღეს ვისვენებ..ლუკასა და ნინას ვხვდები,ვერთობით ჩვენებურად,კინოში მივდივართ,შემდეგ კი კაფეში ვსაუბრობთ,ერთმანეთს ვუზიარებთ დაგროვილ ემოციას....ეს დიდ შვებას მგვრის..სასიამოვნოა ბავშვობის მეგობრებთან მთელი ცხოვრების გატარებაც კი... როცა ვიშლებით,ნინა უცნაურად იღიმის,სახე უბრწყინას..ვიღაცას ხედავს,მგონი..მეც ვიხედები უკან და დაჩის ვხედავ..ისევ იღიმის...ღმერთო,რა უნდა აქ?! -ელეე...-ფეხზე ვდგები და უემოციოდ ვესალმები. -როგორ ხარ? -რა დამთხვევაა,არა?-ვეკითხები და კარებისკენ ვიწევი-დროებით.. -შენი ნახვა მინდოდა-მეწევა და წინ მიდგება. -ჰო მნახე?!-გაკვირვებული ვუყურებ და გარეთ ვიხედები,უნდა წავიდე,დემეტრეს უნდა შევხვდე,ცეკვაზე გვაქვს სასაუბრო,რაღაც დადგმებზე უნდა შევთანხმდეთ. -გეჩქარება? -აუ,ძალიან....ცეკვის ამბებია რაა..კონცერტია მალე და.ძალიან დატვირთული რეჟიმი მაქვს. -გამოგყვები რაა.გზაში ვისაუბროთ.. -არაა საჭირო,ნუ წუხდები. -არ ვწუხდები. -დაჩი,უბრალოდ თავი დამანებე არ იცი შენ?-ვბრაზდები უკვე. -ელეე...-გარეთ გავდივარ და მანქანაში ვჯდები,აღარ მაქვს მასთან საუბრის თავი. სტუდიასთან ვაჩერებ,პატარა პარკია და იქ უნდა შევხვდე დემეტრეს...5 წუთში ისიც ჩნდება,გადასაკოცნად იხრება და შემდეგ ვსხდებით... -ანუ რა მოვიფიქრე,იცი?-მეკითხება ის,თუმცა მას აღარ ვუსმენ.ვიხედები იმ მანქანისკენ,რომელიც ახლოს ჩერდება და ვიძაბები...დაჩის მარკის მანქანაა..ნუთუ ისაა?! ჩვენკენ ვიღაც მოდის...ნაბიჯის ხმა აშკარაა...ნამდვილი იდიოტია-მეთქი,ვფიქრობ და დემეტრესკენ ვიხედები. -აბა რა იდეა? ___ უმუზობას ვებრძვი და,იმედია,გამომდის,მიუხედავად იმისა,რომ გამოშტერებულ-არეულ-ამღვრეული ვარ. იმედია,არის ისეთი ისტორია,როგორსაც მუზობის სიუხვის ჟამს ვწერდი... და ერთი ერთი თხოვნა მაქვს ჩემს მკითხველთან.დამისახელოს ავტორები,რომლებიც ჩემზე კარგად წერენ და დაწერონ მათი ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარემოები,ოღონც ძალიან დიდი არა,30 გვერდამდე რომ იყოს ისეთი. ამბიციებში არ ჩამითვალოთ,პირიქით,უბრალოდ ერთ ადამიანს,რომელმაც მხოლოდ ჩემი ორი წლის წინ დაწერილი პირველი ნაწარმოები წაიკითხა,ჰგონია,რომ რაღაც სალცრებებს ვწერ და ვინ წერს უეკთესსო,მკითხა,წამაკითხე აბაო და ამიტომ გეკითხებით. მადლობა წინასწარ. და მიყვარხართ ყველანი! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.