შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი-ანი (9)


2-08-2016, 17:30
ნანახია 2 669

***


-როგორ ხარ?
-კარგად, სიცხე არ მაქვს და კარგად ვარ. შენ როგორ ხარ?
-მე კარგად. ძაან მიხარია, კარგად რო ხარ.. თორე მოვკლავდი გიორგის,-გაეცინა ანუკას.
-არა, შეგიძლია არ მოკლა კარგად ვარ, თან ძალიან.-უპასუხა მაშომ.
-გამო, რა. მარტო ვარ და ვიგუგუნოთ.
-დღეს ვერა, ანუკ. სხვა გეგმები მაქვს..
-ხო, კარგად ხარ?-გაუკვირდა ანუკას მაშოს უარი
-კი, უბრალოდ მოგიყვები მერე რაღაც საქმეები მაქვს..-მშვიდად უპასუხა მაშომ.
-ჰო, კარგი. გკოცნი და დამირეკე,-უთხრა ანუკამ და ტელეფონი დაკიდა. ძალიან გაუკვირდა მაშოს პასუხი. როგორც წესი არასოდეს ეუბნებოდა უარს მასთან გასვლაზე თან უხასიათოდაც მოეჩვენა. მხრები აიჩეჩა და სამზარეულოში გადაინაცვლა მორიგი კულინარიული შედევრის მოსაფიქრებლად.

გაიღვიძა და დაიწყო ახალი ცხოვრება.
ზუსტად ისე, როგორც ანუკამ დაიწყო ცოტნეს მერე.
არც შეიძლება მისი და გიორგის ურთიერთობის შედარება მათ ხომ სახელი არ ერქვათ, უბრალოდ ურთიერთობა იყო. ისე რა აუცილებელია სახელი დაარქვა? აუცილებლად, დაუძახო შეყვარებული, აუცილებლად ყველას აჩვენო? როცა გიყვარს, გიყვარს და მორჩა. სიყვარულს აფიშირება არ სჭირდება მთავარია მას აგრძნობინო, თორემ სხვა რა შუაშია ორ ადამიანთან?!
ესეც რო არ იყო.
ეს გრძნობაც რომ ხუმრობა-ხუმრობაში იგრძნობოდა?!
მორჩა.
დაუსვა წერტილი ყველაფერს გიორგისთან დაკავშირებით და თავს მისცა ბედნიერების უფლება.

სამი დღის განმავლობაში მაშო თავისი ატელიეს საქმეზე დადიოდა. ანუკა არ უნახავს მხოლოდ ტელეფონზე ეკონტაქტებოდა. ამ დღეების განმავლობაში გიორგი ყოველ დღე ურეკავდა, თუმცა მაშო არ პასუხობდა ტელეფონზე. სახლშიც მიაკითხა, მაგრამ დაბარებული უთხრა ნანუკამ გიორგის დილიდან-საღამომდე გასულია დადის საქმეებზეო. ცოტა კი უკვირდა გიორგის მაშო და საქმეები, მაგრამ რას იზამდა. ამ დღეებში მაშოს მონდომების წყალობით შესანიშნავი ფართი იქირავა, მოაწყო და უკვე ეძებდა კარგ მკერავს. იმდენად იყო გადატვირთული ატელიეს გახსნით, რომ დრო არ რჩებოდა ეფიქრა რამდენიმე დღის წინ მომხდარ გულის ტკენაზე. საღამოს სახლში მისულს ანუკა დახვდა.

-ჩემო სიცოცხლე! როგორ მომენატრე..-უთხრა მაშომ და ძლიერად ჩაეხუტა მეგობარს.
-მეც მომენატრე! სულ აღარ გიყვარვარ რა.. გაწყენინე რამე?-დაიწუწუნა ანუკამ.
-კარგი, რა! იმედია, ხუმრობ ხო? რა მაწყენინე! როგორც იქნა აღსრულდა ოცნება და ატელიეს ვხსნი..-გაეღიმა მაშოს.
-ხუმრობ? არ უნდა მითხრა მერე?! იქნებ დახმარება გჭირდება!-აღშფოთდა ანუკა.
-სიურპრიზი მინდოდა ყოფილიყო, მაგრამ რომ დაგინახე ვეღარ მოვითმინე.-ჩაეხუტა მაშო ანუკას.
-პროსტა, მაგის გამო თუ ხმა გაგცე!
-კარგი რა ჩემო ფისო! შემირიგდი და ჩემთან დარჩი.
-დღეს ვერა ბავშვები გამოდიან და შენ რომ გირეკავ და გელაპარაკები ისე უცებ მითიშავ არ მაცდი რომ გითხრა! გამოდი რა.. ლიზა, ბაჩო, ირაკლი და კაკი მოვლენ. გიოსაც მოენატრე გუშინ გახსენებდა..
-აჰ.. მოვენატრე? თუ ჩხუბი მოენატრა,-გაეცინა მაშოს,-ვერ გამოვალ ანუკ. უბრალოდ ბავშვებს უთხარი,რომ კვირის ბოლოს გახსნაზე ვეპატიჟები. მკერავს უნდა შევხვდე საღამოს.ხო, მართლა! კაკი რას შვება?
-რას შვება? ეგ ვინ არის ვაფშე?!-გაცეცხლდა ანუკა.
-როგორ?
-ვაფშე, არ დაურეკავს! აი, საერთოდ! და ჩვენთან მოსული იყო და იცი, როგორ? აი, ვითომ არაფერი ყოფილა..!
-მართლა?-თვალები შუბლზე აუვიდა მაშოს.
-დიახ! და ძაან .! აფერისტი ეგ!-თქვა ანუკამ და წამოდგა,-კაი, წავედი მაში და დაგირეკავ ღამე. თუ მოახერხებ ამოდი,რა..
-კარგი, ჩემო სიცოცხლე! მიყვარხარ ძაან..-უთხრა მაშომ ყურში ანუკას და ჩაეხუტა.

მკერავი უნდა ენახა?! მკერავი კი არა მიშოსთან ერთად მიდიოდა სავახშმოდ. რატომ არ უთხრა ანუკას? იმიტომ, რომ გიორგი აუცილებლად გაიგებდა და ეს ჯერ ადრე იყო. თან იქნებ დღეს ამ ერთი ვახშმით სულარ მოეწონოს და ამ ეტაპზე მიღებულ გადაწყვეტილებაში კიდევ ერთხელ დარწმუნდეს? მოკლედ, დღევანდელ დღეზე ბევრი იყო დამოკიდებული და ვნახოთ, რა იქნებოდა.

-რა გჭირს გიო, რა უხასიათოდ ხარ?-ჰკითხა ანუკამ ძმას.
-რავი, ანა ვერ ვარ რაღაც..
-რამე მოხდა?
-არა, არაფერი. შენ დაქალთან ხო არ გილაპარაკია?-ჰკითხა გიორგიმ ისე რომ არ შეუხედავს ანუკასთვის.
-კი, დღეს ვნახე.
-მერე? როგორ არის? რამე ხო არ უჭირს? მოვა დღეს?-მიაყარა შეკითხვები გიორგიმ.
-ამოისუნთქე ცოტა,-გაეცინა ანუკას,-არა, დღეს ვერ მოვა. ატელიეს ხსნის როგორც იქნა და მაგ ამბებზე დადის. წეღანაც მკერავთან მიდიოდა.
-ძალიან კარგი.-მშვიდად თქვა გიორგიმ.
-შენი ვერ ვარ რაღაც-ას სახელად მაშო ხო არ ჰქვია?-დაეჭვებულმა შეხედა ანუკამ.
-ამ ერთ სახელს ძალიან ბევრი მიზეზი და ბევრი მდგომარეობა შეიძლება დაუკავშირდეს. ამიტომ ნუ ჩავუღრმავდებით საყვარელო დაო,-უთხრა გიორგიმ და ოთახიდან გავიდა.

გაცეცხლებული შევიდა გიორგი ოთახში. ვერ გაეგო რა ემართებოდა მაშოს. ბოდიში ხომ მოუხადა, ხომ გამოხატა თავისი სიყვარული მის მიმართ? რა ემართებოდა. რატომ არ იღებდა ტელეფონს, რატომ აიგნორებდა გიორგის არ ესმოდა. თან მით უმეტეს ატელიეს ამბავმა ძალიან გააკვირვა. აქამდე მორთმეული და გამზადებულს სთავაზობდა მამამისი და ეხლა კიდე ყველაფერს თავიდან აკეთებდა. მაშინვე მოიმარჯვა ტელეფონი და დაურეკა მაშოს. ტელეფონს, რა თქმა უნდა, არ უპასუხა მაშომ ბოლოს კი შეტყობინება გაუგზავნა:

„telepons upasuxe an iq moval sadac xar.”- რამდენიმე წუთში კიდევ დაურეკა გიორგიმ.

-გისმენ გიორგი,-მშვიდად უპასუხა მაშომ.
-სად ხარ ვერ გავიგე?!
-გისმენ, რახდება?-ტონს არ იცვლიდა მაშო.
-მაშინკა, გირეკავ ეს დღეებია და არ მპასუხობ. რა ხდება?
-არაფერი, გეტყოდა ანუკა არ მეცალა და არც ახლა მცალია.
-სად ხარ? გამოდი საღამოს.
-არა, არ მცალია. ნახვამდის,-უთხრა მაშომ და ტელეფონი დაუკიდა. გაოცებული დარჩა გიორგი მაშოსგან. ტელეფონი პირდაპირ კედელს მიაფშვნიტა და გავარდა ოთახიდან.

-რა ხდება გიორგი?-ანერვიულებული ანუკა შევიდა გიორგის ოთახში და იატაკზე დამტვრეული ტელეფონი დაინახა.
-გიორგი!-დაუძახა ძმას, რომელიც კარებთან იდგა და ქურთუკს იცვამდა.
-რა გინდა?
-რა გჭირს? რა მოხდა?
-არაფერი, ტელეფონის საყიდლად გავდივარ!-უთხრა სწრაფად და სახლიდან გავიდა.

როდის გახდა მაშოზე დამოკიდებული, როდის შეიყვარა სხვანაირად, რატომ ვერ დააფასა თავიდანვე. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ყველა გოგოს მას ადარებდა. გაიცნობდა და ადარებდა.. ყველა გოგოში მაშოს ეძებდა, მაგრამ ამ ყველაფერს თვლიდა, რომ შეჩვევისგან გამოწვეული იყო. მაშოსავით არავინ ჰყვებოდა ხუმრობაში, არავინ ბრაზდებოდა მასზე, არავინ ზრუნავდა. ახლა და ახლა ახსენდებოდა ყველაფერი.. ყველა ელემენტარული დეტალი რაც კი დაკავშირებული იყო მასთან. როგორი ღიმილი ჰქოდა მაშოს. რომ გაიცინებდა ასხივებდა ბედნიერებასა და სილამაზეს. საკმარისი იყო მაშოს მისთვის შეეხედა მაშინვე რაღაც ხდებოდა გიორგის გულში. ასე, არასოდეს ყოფილა! გოგოები კისერზე ეკიდნენ, მაგრამ ბოლო დროს რაც მაშო გაიზარდა, დაიხვეწა და ჩამოყალიბდა ნამდვილ ქალად, ვეღარავის აქცვდა ყურადღებას.

გაღვიძებისას-მაშოზე ფიქრები.
დაძინებისას-მაშოზე ფიქრები.
რამდენი დააშავა მაშოსთან და რა გამოასწორებდა ახლა?
გონება დაძაბა და დეტალურად გაიხსენა ის დღე ბოლოს რომ ნახა მაშო. გაიხსენა ყველა მისი მოქმედება და ყველა მისი სიტყვა და, აი, აქ მიხვდა სად დაუშვა შეცდომა!
და? დას ეუბნები გოგოს, რომელიც გულგრილი არაა შენს მიმართ?
და? დას ეუბნები გოგოს, რომელიც გიყვარს?
არ ეპატიება მიუხედავად იმისა, რომ მთვრალი იყო..
არ ეპატიება, რომ აურია ერთმანეთში ხუმრობა და რეალობა.
არ ეპატიება, ზღვარგადასული ქცევები..
არ ეპატიება, ის რომ და უწოდა!

მაშინვე აიღო ახალი ტელეფონი და დაურეკა მაშოს:

-გისმენ გიორგი!
-სასწრაფოდ სალაპარაკო მაქვს!
-დღეს არა.
-აუცილებლად, დღეს უნდა დაგელაპარაკო მაშო. მნიშვნელოვანია..
-სხვა უფრო მნიშვნელოვანი საქმე მაქვს დღეს!-კიდევ გაუთიშა ტელეფონი. ერთი კარგად შეიკურთხა გიორგიმ და სახლისაკენ წავიდა.


***


-მარტო ხარ?-ჰკითხა სახლში შესულმა კაკიმ ანუკას.
-კი,-გაბუტულმა უპასუხა ანუკამ.
-სამზარეულოში დავაწყობ ამ ყველაფერს,-თქვა კაკიმ მშვიდად და სამზარეულოსკენ წავიდა. ანუკაც უხმოდ გაჰყვა და ასევე, უხმოდ დაიწყო ხილის ამოლაგება. ანუკას საყვარელი შოკოლადებით იყო გატენილი პარკი. ძალიან კი გაუხარდა, მაგრამ გაბზარებულმა არ მიაქცი ყურადღება. ცხვირაბზუებული ალაგებდა და ყველაფერს ანუკა და კაკის საერთოდაც არ უყურებდა. კაკის ეღიმებოდა ანუკას ქცევაზე ძალიან კარგად იცოდა, რაზეც იყო გაბრაზებული. ანუკა კარადიდან თეფშებს იღებდა, რომ ხილი დაეწყო, როცა მის წელზე ცხელი ხელები იგრძნო.

პულსი აუჩქარდა და სუნთქვა გაუჭირდა.

-რაო, ანი გაბრაზებული ხარ?-ყურში ცხელი ჰაერი იგრძნო და ლამის ჩაიკეცა. ძალ-ღონე მოიკრიბა და უთხრა:
-მე? სისულელე!
-აბა, რა გჭირს? არ მოგენატრე?
-ცუდად იქცევი, კაკი! გაიწიე, რა..
-რატო არ გსიამოვნებს, რომ გეხები?
-კაკი!-შეუძახა ანუკამ.
-დიდი სიამოვნებით ვიდგებოდი ასე, სულ!
-მე, არა!
-არ მჯერა, ანი. ის ხომ იცი ჩემი რომ დაგარქვი?
-ნუ, მაცინებ!
-ჩემი-ანი ხარ შენ..-უთხრა კაკიმ და ყურის ბიბილოზე აკოცა.
-არა, კაკი.. არა.. არა...
-რა, არა?
-ცუდად ვიქცევით! თუ შენი ანი ვარ სად გაქრი ერთი კვირა? ერთხელაც რომ არ ამოსულხარ? ერთხელაც რომ არ დაგირეკავს? და საერთოდაც არასწორად, რომ იქცევი ხვდები?!-აღშფოთდა ანუკა და გაშორდა კაკის. შეხედა თუ არა კაკის მომღიმარე სახე დააფიქსირა და უფრო მეტად გაბრაზდა.
-ზუსტად, ეს მინდოდა.. მინდოდა, რომ მეც და შენც დავრწმუნებულიყავით ამ ყველაფერში. დავრწმუნებულიყავი, რომ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხარ და მე შენ არასდროს დაგთმობ! და შენ? შენ არ იფიქრე? ხომ იფიქრე, ხომ მოგენატრე, ხომ შეგაწუხა ჩემმა არ ყოფნამ? იცი, ამას რას ეძახიან? რა ჰქვია საერთოდ?-მშვიდად და წყნარად ელაპარაკებოდა კაკი ანუკას. ანუკა კი ნელ-ნელა ბრაზდებოდა.
-რას მელაპარაკები საერთოდ? არ გრცხვენია, როგორც მექცევი? მეთამაშები! და გიორგი..
-რა გიორგი? გიორგისი უნდა მრცხვენოდეს?-გაეცინა კაკის,-რა უნდა მრცხვენოდეს მისი და რომ შემიყვარდა?-ეს თქვა კაკიმ და ანუკა ადგილზევე გაქვავდა. არადა, როგორი მართალი იყო კაკი, ანუკასთვისაც კარგი იყო ეს განშორება. დარწმუნდა, რომ კაკი ნამდვილად უყვარდა, მაგრამ ასე უცე აღიარებამ?
-ასე არ შეიძლება!-კატეგორიულად თქვა გაოცებულმა ანუკამ.
-შეიძლება, როდესაც ყველამ იცოდა შენს გარდა,-გაეღიმა კაკის და ანუკასკენ წავიდა.
-რას ნიშნავს ეს?-გაოცდა ანუკა და უკან გადადგა ნაბიჯი.
-შენ როგორ ფიქრობ, საკუთარ ძმაკაცს არ ვეტყოდი, რომ მისი და მიყვარდა? თითოეული ჩემი ნაბიჯი იცოდა გიორგიმ და სხვათაშორის ძალიან გაუხარდა კიდეც, რომ ამის მერე ერთადერთ სასიძოდ მოვიაზრები!-კმაყოფილმა თქვა კაკიმ.
-მე.. მე? არაფერს მეკითხებით?!-აღშფოთდა ანუკა და ჭურჭლის კარადას ზურგით აეკრო. კაკიმ ხელებში მოიქცია. კისერში სველი კოცნა დაუტოვა და სახე სახესთან გაუსწორა:
-შენ რა უნდა გკითხოთ, როცა ყველაფერი ცხადია?-გაუღიმა და მოწყვეტით აკოცა ანუკას. ველურივით კოცნიდა საყვარელ ქალს კაკის ხან ზედა ტუჩს უკოცნიდა, ხან-ქვედას. ანუკაც აჰყვა კოცნაში. ეს სხვებისგან განსხვავებული კოცნა იყო. უფრო მომთხოვნი და უფრო გიჟური. აი, ისეთი კაკისა და ანუკას ურთიერთობას რომ შეეფერებოდა. კარებზე ზარის ხმამ გამოაფხილა ორივე.. თავდახრილი და დარცხვენილი გაემართა კარისაკენ ანუკა და კარი გააღო. სახლში გიორგი შემოვიდა.

-რა გჭირს ანა?-ისე ჰკითხა მისთვის არც შეუხედავს და სამზარეულოსკენ გაემართა. სამზარეულოში კაკირომ დახვდა მაშინვე მიხვდა რაც სჭირდა. ანუკაც აწითელბული და თავდახრილი შემოვიდა ოთახში.
-გამომხედე, გოგო. რა გჭირს?-ჰკითხა გიორგიმ და კაკის გახედა,-ვსო, გაიასნდით?
-გიორგი!-შენიშვნა მისცა ანუკამ.
-ეგრე, რა! დავიტანჯე თქვენი საცოდაობით. ან შენ კიდე რას აწვალებდი ამ ბიჭს? რა ბიჭი გაგაცანი ხედავ?-უთხრა ანუკას და გაუცინა. ანუკამ ერთი დაუბღვირა და ოთახიდან გავიდა.
-ძალიან ჯიუტი და ბუტიაა, მაგრამ არაუშავს,-თქვა კაკიმ და გაიღიმა.

ცოტახანში ბაჩო, ლიზა და ირაკლი ამოვიდნენ. ყველანი სამზარეულოში დასხდნენ. ყველასათვის საყვარელი ადგილი იყო სამზარეულო, ყველაზე კომფორტული და სასიამოვნო.

-მაშო ვნახეთ წეღან სანამ ამოვიდოდით,-თქვა ლიზამ და წვენი მოსვა.
-უი, მართლა? ხო, დღეს ვერ ამოვა.-გულდაწყვეტილმა თქვა ანუკამ.
-რას ამოვიდოდა გოგო პაემანზე იყო,-გაიცინა ირაკლიმ.
-რა თქვი, ბიჭო?-თქვა გიორგიმ და მაშინვე წამოხტა მაგიდიდან.
-ხო, ვიღაც ბიჭთან ერთად იყო. მაღალი, ქერა-თმიანი, ძაან გამხდარი..
-ანა,-გახედა გიორგიმ ანუკას, რომელიც ცოტაც და გაიქცეოდა.
-რა გინდა ჩემგან? მე არაფერი ვიცი!
-ხო, მაგრამ ის აღწერა ირაკლი, არა?
-ხო, მიშო..-ხმადაბლა თქვა ანუკამ და ხელი გააპარა ტელეფონისკენ.
-არც გაბედო!-დაიღრიალა გიორგიმ, ჯიბეში მანქანის გასაღები მოქექა,-სად ნახეთ?
-მთაწმინდაზე,-ანერვიულებულმა ლიზამ უპასუხა.
-კარგი,-თქვა და კარისაკენ წავიდა,-დღეს არ მოვალ.

სასწაული ხედი იყო მთაწმინდიდან თბილისის. მშვენიერ ადგილას ისხდნენ მაშო და მიშო.

-ისე, ძალიან გამიკვირდა რომ დამირეკე..-უთხრა მიშომ.
-შენ ისეთი კარგი ადამიანი ხარ..
-მაშო, მართლა გეუბნები და არც დავიღლები ალბათ ამით, რომ ძალიან მიყვარხარ, რა.. ამდენი წელი უარის გამო გადაუყვარდებოდა სხვას, მაგრამ ჩემი სიყვარული არ შეცვლილა.. ვიცი, მე შენი დამოკიდებულება ჩემდამი და არ მინდა ზედმეტად შეგაწუხო..
-კი, მიშ ვიცი და ზუსტად ამიტომაც მინდა, რომ უბრალოდ ვცადო..-მორცხვად უთხრა მაშომ.
-მართლა, მაშო?-გაუკვირდა ბიჭს და ხელი მოჰკიდა ხელზე მაშოს.
-კი, რატომაც არა.. ვცადოთ და თუ გამოგვიდა ძალიან კარგი..-უთხრა მაშომ. ამ დროს გიორგი დაადგა თავზე:
-გამარჯობა, მე გიორგი..-უთხრა მიშოს და ხელი ჩამოართვა. მაშომ გაოცებულმა ახედა გიორგის.
-მე მიშო..-ჩამოართვა ხელი მიშოს.
-მიშო, ჩემო ძმაო.. რამდენიმე წუთით რომ მოგტაცო მარიამი ხომ არ მიწყენ?-უთხრა და მკლავში ჩაავლო ხელი მაშოს გიორგიმ. არც დალოდებია მიშოს პასუხს ისე წაიყვანა გასასვლელისკენ.
-ხელი გამიშვი, ავამდყოფო!
-წამოდი,-არ უსმენდა გიორგი მაშოს ისე მიჰყავდა მანქანისკენ. პირდაპირი მნიშვნელობით ჩააგდო მანქანაში, სასწრაფოდ მოუარა და ჩაჯდა.
-ღვედი გაიკეთე!
-შეიშალე ხო შენ?-იყვირა მაშომ და კარებს დაეჯაჯგურა.
-ნუ, წვალობ მაინც ვერ გააღებ.-მშვდიდად უთხრა გიორგიმ,-კარგი, თუ არ გინდა შენ გამო ჯარიმებს გადავიხდი არაა პრობლემა.
-სად მივდივართ?-დაიყვირა მაშომ, როდესაც გიორგიმ სისწრაფით ჩამოიტოვა მთაწმინდის მოსახვევები.
-შორს!-მოკლედ მოუჭრა და ტუჩის კუთხე ჩატეხა.



№1 სტუმარი papastatekulosi

ოიიიიიიი რა არაამქვეყნიურად კარგი თავი იყო შენ ხომ წარმოდგენაც არ გაააქვს!!!!!!! სასწაული სასწაული,შოკი! ჩვენში დარჩეს და ამ გიორგის ქცევაზე მეც არ აღვფრთოვანდი,უბრალოდ მართლა ვერაფერს მოუხერხებ სიყვარულს თორემ კაცი რომ გეტყვის ჩემი და ხარო,დოყლაპია არაა? :D კაკი და ანუკა არის ზე წყვილი! აი მე ვგიჟდები მაგათზე,მეტი კაკი და ანუკა იყოს რაა <3 შენი წერის სტილზე ვაფანატებ,უმაგრესი ხარ უუმაგრესი! ახალ თავს დაველოდები სულმოუთქმელად <3

 


№2  offline წევრი ელენა ილდანი

papastatekulosi
ოიიიიიიი რა არაამქვეყნიურად კარგი თავი იყო შენ ხომ წარმოდგენაც არ გაააქვს!!!!!!! სასწაული სასწაული,შოკი! ჩვენში დარჩეს და ამ გიორგის ქცევაზე მეც არ აღვფრთოვანდი,უბრალოდ მართლა ვერაფერს მოუხერხებ სიყვარულს თორემ კაცი რომ გეტყვის ჩემი და ხარო,დოყლაპია არაა? :D კაკი და ანუკა არის ზე წყვილი! აი მე ვგიჟდები მაგათზე,მეტი კაკი და ანუკა იყოს რაა <3 შენი წერის სტილზე ვაფანატებ,უმაგრესი ხარ უუმაგრესი! ახალ თავს დაველოდები სულმოუთქმელად <3



ვაიმე, მადლობა ჩემო კარგო!!! ისე გამახარე ამ შეფასებით მგონი სულ დავწერ და დავწერ:)))))) ახალ თავს დღეს ვერ შეგპირდებით, მაგრამ ბომბა თავს კი გპირდებით!:)

 


№3 სტუმარი Ketis

Au ra magari iko ici rogor velodiiiiiiii au todis dadeb isev unda gvalodinooo?! Au ragac nozdili tavi dade ra gtxov kai

 


№4  offline წევრი sikricha

მომწონს მე ეს ბიჭი და რა გავაკეთო

ყოჩაღ გიოს როგორც იქნა მიხვდა რაც უნდა გააკეთოს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent