შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიზმრის ქურდი (თავი XI)


3-08-2016, 09:39
ავტორი ნეპტუნიელი
ნანახია 1 670

გამეღიმა. თავი დაბლა დავხარე და ფიქრი დავიწყე. იცით გულრწფელად რომ ვთქვა. ის ერთადერთი ადამიანია ვინც გაცნობამდე "გავიცანი". 16 წლის ვარ. ბევრი ვინმე მომწონებია. შეიძლება ვინმეს უბრალოდ ქუჩაში გაევლო და ასე მომწონებოდა, თუმცა რასაც გაბრიელისადმი ვგრძნობ ვიცი, რომ ეს არ არის მოწონება. ჯერ იმაშიც კი არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს სიყვარულია. მე ხომ ჯერ არ მყვარებია! არც ბიჭთან ვყოფილვარ ასე ახლოს (პირდაპირი და ირიბი გაგებით) როცა მომიახლოვდა გული კოლიბრივით ამიჩქარდა. საკუთარი გულისცემა ყურებში მესმოდა. მინდოდა მისთვის შემეხედა, თუმცა ვერ ვბედავდი. კარგია რომ საკუთარი თავის ხელში აყვანა ვიცი და კარგადაც გამომდის.
-დავიღალე, მეძინება. წავალ დავიძინებ!-ფეხზე წამოვდექი და ტანსაცმელი დავიფერთხე. მერე იქაურობას თვალი კიდევ ერთხელ მოვავლე და კარავში შევედი. სწრაფად გამოვიცვალე, დავწექი და თხელი გადასაფარებელი გადავიფარე. კოცონი ჩაქვრა. დრო გავიდა, თუმცა მაინც ვერ დავიძინე. სულ ერთი და იმავეზე ვფიქრობდი. მაინცდამაინც ეს ტყე რატომ მესიზმრებოდა? ვიცი რომ ყველა ტყე ერთმანეთს ჰგავს, თუმცა ეს ადგილები ძალიან მეცნობა და უფრო მეტიც ვიცი, რომ ზუსტად ის ტყეა. ამაში დარწმუნებული ვარ.
ამ ფიქრებში ჩამეძინა.
"დრო მიდის, ჟამი ახლოვდება. უნდა იმოქმედო. ძალიან გთხოვ. ცოტა დრო მაქვს, ამიტომ კარგად მომისმინე. ბედი შეცვალე... შენს თავში ჩაიხედე... იყავი გაბედული... მას დაეხმარე..."
"ვინ მას? გაბრიელს სჭირდება დახმარება?"-გავძახე შავთმიან ქალს.
"არა. რეზოს"-ეს თქვა და ნაღვლიანი თვალებით შემომხედა. ნელი ნაბიჯით მომშორდა მე კი ამ დროს შემაქანა, თვალები გავახილე და ჩემს თავთან გაბრიელი დავინახე.
-ეკა...ეკა რა გჭირს?-თვალები უფრო ფართოდ გავახილე.
-ღმერთო... აქ რას აკეთებ? და ნახევრად შიშველი რატომ ხარ?-ვუთხარი და გადასაფარებელი კარგად გადავიფარე. როგორც ჩანს ახალი გაღვიძებული იყო. თმები საყვარლად აბურძგვნოდა.
-მეძინა,შენი ყვირილი გავიგე და შემეშინდა, კარავიდან სწრაფად გამოვედი, ჩაცმა არ დამიწყია. ყველაფერი რიგზე გაქვს? ალბათ, კოშმარი ნახე.-შეშინებული თვალებით შემომხედა და სუნთქვა დაირეგულირა.
-რა ყვირილი? რა დავიყვირე?-ვკითხე შეშინებულმა. ნუთუ გაიგო რაზეც ვესაუბრებოდი დედამისს. უფროსწორად დედამისის მოჩვენებას.
-ყვიროდი რომ დახმარება მჭირდებოდა.-მითხრა და ახლაღა გაეღიმა-მე დაგესიზმრე?-წარბები ეშმაკურად აათამაშა.
-არც იოცნებო. ალბათ, რაღაც მოგესმა, მასეთი კოშმარებიც არ მესიზმრება-წავისისინე და გადასაფარებელი უფრო ახლოს მივიბჯინე სხეულთან.-მორჩა, კარგად ვარ. ახლა წადი!
გაბრიელი კარავიდან გავიდა, მხოლოდ ახლა შევნიშნე როგორი აკანკალებული და გაოფლილი ვიყავი. ესეიგი ახლა უნდა დავლაგდე! რა მითხრა გაბრიელის დედამ ყველაფერი უნდა გავიხსენო. ბედი შეცვალე, საკუთარ თავში ჩაიხედე, იყავი გაბედული და რეზოს დაეხმარე. და ნეტა რეზო ვინაა? მართალია, გაბრიელი ძმას რა ერქვა არ ვიცი, თუმცა ის მკვდარია. გარდაცვლილებს კი ვერ ეხმარებიან. გამოდის რომ რეზო გაბრიელის მამას ჰქვია! ალბათ. ეს ყველაზე ლოგიკურია, ამ ჯერზე.
ღამე ისევ საკუთარი სახელის ძახილმა გამაღვიძა. თუმცა ეს არც გაბრიელის ხმა იყო და არც მისი დედის. კარვიდან გავიხედე და გარეთ გაბრიელი დავინახე. როგორც ჩანს მანაც გაიგო ხმა და ამიტომ გამოვიდა გარეთ.
შორიდან ფანრების მკრთალი შუქი შევნიშნე, იმდენად გამიხარდა, კარვიდან გამოვარდი და ფეხშიშველი გავიქეცი შუქისკენ.
-გაბრიელ, მგონი გვიპოვეს!-დავიყვირე და გავიქეცი.
-ეკა!-დაიყვირა გაბრიელმა, თუმცა მისთვის ყურადღება არ მიმიცევია.
გავრბივარ... ძალიან სწრაფად მივრბივარ. სუნთქვა მიხშირდება. საკუთარი გულისცემა ყურებში მესმის.ფეხშიშველი გავრბივარ. ირგვლივ შებინდებული ტყე და ნესტიანი ნიადაგია. შუქი ნელ-ნელა ქრება. რატომ? სირბილისგან ვიღლები. არა, მორჩა მეტი აღარ შემიძლია უნდა გავჩერდე და სირბილი შევწყვიტო. სველ მიწაზე მუხლებით დავეცი. ფეხის ხმა მესმის, ახლა უფრო ახლოსაა, გამხმარი ფოთლების შრიალი იმატებს და მხარზე შეხებას ვგრძნობ. თავს უკან ვაბრუნებ და გაბრიელს ვხედავ. ფეხზე ვდგები და გაურკვეველი მზერით, ვეუბნები:
-მე შუქი დავინახე იქ! არ მომლანდებია! ხმა შენც ხომ გაიგე? მაგრამ იქ არავინაა! და გამოდის რომ...-წინადადება არ დამამთავრებინა და ჩემს კითხვებს უპასუხა.
-ეკა, რატომ მაშინებ! რა ბავშვური საქციელია, რატომ გაიცექი? კი, ხმა გავიგე და როგოც კი გაიქეცი ჩვენთან შენი დაქალი და კიდევ რამდენიმე ბავშვი მოვიდა! გვიპოვეს!-მითხრა ღიმილით- ახლა ბედნიერი ხარ?
-მართლა?-ვუთხარი გახარებულმა.გაუცნობიერებლად ხელები გავშალე და ჩავეხუტე, ხელები რომ მოვხვიე, ვიგრძენი როგორ შეისუნთქა ჰაერი მოულოდნელობისგან.მანაც ხელები წელზე შემომხვი. თავი მკერდზე მივადე და მის გულისცემას დავუგდე ყური, ისე სწრაფად ცემდა. მაგრამ როცა გავაანალიზე ის რაც გავაკეთე. ხელები შევუშვი და გულ-მკერდზე მივადე, იმის ნიშნად,რომ გავეშვი. ისიც მიმიხვდა ჩანაფიქრს. ხელები გამიშვა. მართალია, ძალიან მაინტერესებდა სახეზე გაოცება უფრო ჰქონდა აღბეჭდილი, თუ სიხარული, მაგრამ ვერ გავბედე და ისევ ჩვენი კარვებისკენ წავედი. არა, ეს არ უნდა გამეკეთებინა რა სულელი ვარ! თუმცა როცა ანა დავინახე ყველაფერი გადამავიწყდა.
-ეკუ...-მომვარდა ღიმილით და გულში ჩამიკრა.-ორი წუთით დაგტოვე და უკვე დაიკარგე და მე რომ გავთხოვდები და სულ დაგტოვებ რა უნდა გააკეთო?!-მითხრა და სიცილით ლოყაზე მაკოცა. ტანსაცმელი გამოვიცვალე და მათ წავყევით. უამრავი კარავი იყო გაშლილი. დიდი ცეცხლი დაენთოთ და ყველა მისგარშემო შემომსხდარიყო. გიტარები მოემარჯვებინათ და მღერონდედ. როგორც ჩანს დიდად არავის სწყენია ჩვენი "დაკარგვა".
-ან, ჩემებს შეატყობინეთ?-ვითხე და სახე დავმანჭე.
-არა, მასწავლეელს კი უნდოდა, თუმცა გადავაფიქრებინე. თუ ღამითაც ვერ გიპოვნიდით ამ შემთხვევაში დავურეკავდით მათ.
-მადლობა. გადამარჩინე, თორემ სიკვდილი არ ამცდებოდა. იმდენი კარავი იყო გაშლილ რომ ჩემის ადგილი აღარ იყო, ამიტომ ანას კარავში გადავწყვიტე ღამის გატარება. რა თქმა უნდა, ანამ მანამდე არ დამაძინა სანამ ყველაფერი დაწვრილებით არ მოვუყევი.
-ისე მგონი ანდრეას მოვწონვარ!-მითხრა და ლოყები აუწითლდა. ცოტახანი კიდევ ვილაპარაკეთ, მერე კი დავიძინეთ.

-გაბრიელი-
მთელი ღამე თვალი ვერ მოვხუჭე! არ ვიცი რატომ ვერ დავიძინე. ეკა უბრალოდ ჩამეხუტა. მე ამაზე გაცილებით მეტიც მქონია, თან არა ერთხელ. მაგრამ როცა მისი ნაზი და სუსტი ხელები ზურგზე შემომეხვია, ისეთი რამ ვიგრძენი, რომელიც არც ერთხელ მიგრძვნია საპირისპირო სქესთან სიახლოვისას. არ ვიცი! ალბათ გადაღლილობის ბრალია. მაგრამ მაინც... დღეს მქონდა იმის შანსები, რომ ნაძლევი ბოლომდე მიეყვანა, თუმცა ამის გაკეთების არანაირი სურვილი არ მქონია და არც მაქვს. და საერთოდაც ხვალვე ვეტყვი ნიკას, რომ ეს ნაძლევი ჩაშალოს. რადგან არ მინდა კატერინას გული ვატკინო და არც იმას დავუშვებ რომ ეს სხვამ გაბედოს.

-----------------------------------------------------------------
ესეც ასე, ახალი თავი დავდე. შევეცადე ეკასა და გაბრიელს შორის რაღაც დაწყებულიყო, მეგობრობაზე მეტი. არ ვიცი ისეთი გამოვიდა თუ არა როგორც ჩაფიქრებული მქონდა, ეს უკვე თქვენ შეაფასეთ. მიყვარხართ ყველა <3



№1  offline წევრი რიტა

აუუ რა პატარა თავი იყო შეეცადე გაზარდო რაა. ეს რეზო ვინღაა??? კაი ეგეც გაირკვევა. სხვა ყველაფერი იდეალური იყო მომწონს რომ გაბრიელმა გადაიფიქრა ნიზლავის შესრულება. საუკეთესო ხარ! წარმატებები ჩემო ტკბილო.

 


№2  offline წევრი ნეპტუნიელი

რიტა
აუუ რა პატარა თავი იყო შეეცადე გაზარდო რაა. ეს რეზო ვინღაა??? კაი ეგეც გაირკვევა. სხვა ყველაფერი იდეალური იყო მომწონს რომ გაბრიელმა გადაიფიქრა ნიზლავის შესრულება. საუკეთესო ხარ! წარმატებები ჩემო ტკბილო.

ძალიან მიხარია, ასე რომ მოგწონს! შევეცდები რეზოც მალე გაგაცნოთ! მიყვარხარ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent