შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

sounds of silence (3)


3-08-2016, 14:12
ავტორი ლუსია
ნანახია 1 440

Sounds of silence (3)

იმ ღამით არცერთს არ გვძინებია... განადგურებული და იმედ დაკარგული თამარი ლიკას სათუთ სახეს და ხელებს ეფერებოდა.... უბრალოდ ის ისე გამოიყურებოდა თითქოს ეძინა... თითქოს ეს ერთი ჩვეული ღამე იყო... თითქოს დილა დადგებოდა თუ არა ისევ გაიღვიძებდა...
------------------------------------------------------------------------------------------------------------
#დემეტრესთან
სახლის კარები შევაღე.... სამზარეულოდან სნათლე მობჟუტავდა... ეს ლინა იყო.... ნაღვლიანი თალებით შევხედე და დაქანცული დავეგდე დივანზე...
-ლინააააა!
-რა?
-მშია....
-კარგი..... ეხლავე... კატლეტს გავაცხელებ....
-სხვა არაფერია?
-არა
-მაშინ მარტო წყალს დავლევ.... 2 ტაბლეტი ციტრამონი წამოაყოლე...თავი მისკდება....
ლინამ ციტრამონი და წყალი დაბალი შუშის მაგიდაზე დამიდო და ისევ სამზარეულოში გავიდა.... დიდი მუცელი მოძრაობაში ხელს უშლიდა.... მის დანახვაზე ლიკა წარმოვიდგინე.... წარმოვიდგინე რომ მის ადგილას შესაძლოა ლიკა ყოფილიყო.... შესაძლოა ჩავხუტებოდი და მუცელზე მეკოცნა მისთვის.... ფიქრებიდან კარის ზარმა გამომარკვია....
-მე გავაღებ იყავი.....
ლინამ ჯერ ჭრუჭრუტანიდან გაიხედა.... ამათვალიერ ჩამათვალიერა და კარი გააღო... კარში ნიკა შემოვიდა ეტყობოდა კარგ ხასიათზე იყო.... ლინას აკოცა და სავარძელზე მოთავსდა....
-გშია საყვარელო?
-კი რა ლინ.....
-აბა მოიშორე ის გოგო თავიდან? კიდევ ორსული ბავშვი გვაკლდა აქ და შენი გასროკვა.....
დამცინავად გადაიხარხარა..... სიგარეტს მოუკიდა და კითხვის თვალებით შემომხედა....
- ხარ!
-რა?!
-რა ვერ გაიგე? ხარ! და მე შენზე უარესი რომ შენს ანკესზე წამოვეგე... იცი იმ ორსულ ბავშვს მთელი მისი არსებით ვუყვარდი... ახლა ვხვდები რომ ვერ დავაფასე.... რომ მეც მიყვარდა.... და ახა ამ ლაპარაკით რამეს შევცვლი? ის უკვე მკვდარია.... მე ყველა მის საყვარელ ადამიანს იმედი გავუცრუე.... ჩენ 1 წელი ერთად ვიყავით.... მითხარი.... გოგოს ელოდები და ვინმე რომ მას ასე მოექცეს რას იზამ?! გეკითხები? ლინა.... ლინა ხომ ჩემი დაა მაგრამ ის 18 წლისაა... დარწმუნებული ვარ მამაჩმი და მე რომ არა მასაც ასე მოექცეოდი....
ნიკამ ხელი მომუშტა და სახეში დამარტყა....
-რა?! სიმართლე მწარეა?!
უკვე ვყვიროდი და ცრემლებს ძლივს ვიკავებდი....
-შენი ბრალია! შენ რომ არა ისევ ცოცხალი იქნებოდა! შენ რომ გონება არ დაგებინდა ჩემთვის ის თავს არ მოიკლავდა! დიახ! წავიდოდი ციხეში! განა რამდენი წელი?! 5-6-7?! რა მნიშვნელობა აქვს! წავიდოდი და დავბრუნდებოდი ისევ! დავრუნდებოდი და ჩემი ცოლ-შვილი დამხვდებოდა... განა მე არ ვიმსახურებ ბედნიერებას?!
უკვე ისტერიკა მეწყებოდა....
-კი მაგრამ შენ თქვი...
-არაფრის გაგონება არ მინდა!
ჭიქას ხელი ვკარი და იატაკზე მოვისროლე....
-ახლა ყველაზე მეტად მარტოობა მინდა.....
ოთახში შევედი.... კარები მოვიხურე, ჩავკეტე და ფანჯრები გამოვაღე..... ღმერთო რა დახუთულობაა.... ოდნავი ნიავიც კი არ უბერავს.... უბრალოდ ნოემბრის მშვიდი საღამოა... ოთახის კუთხეში ვიკუნტები... სადაც მთარის შუქი ვერ აღწევს... ამ საღმოს რაღაც უჩვეულოდ მოჭედილი ცაა.... ტელეფონს ვიღებ ხელში..... და გალერეაში ჩემდაუნებურად ნაცნობი ფოტოების ძიებას ვიწყებ..... აი ის ფოტო..... მახსოვს აქ ღამის სამი საათი იყო.... ბოტანიკურ ბაღში გადავიპარეთ და ღია ცისქვეშ გვქონდა სექსი... თავზ გვაწვიმდა.... შარვალი დაუსველდა ლიკას და პერანგისამარა მოდიოდა ქუჩაში.... მას ყოველთვის მასზე 2-3 ზომით დიდი პერანგები ეცვა.... აი კიდევ ერთი ფოტო.... მთაწმინდაზე.... აქ ბევრი ვისაუბრეთ..... მომავალზე.... იმასაც ვგეგმავდით როგორი იქნებოდა ჩვენი შვილი... დედიკსაით ლამაზი..... აი ეს მაშინ ჩემს დაბადების დღეზე.... მახსოვს სიურპრიზი გამიკეთა და რესტორანში გადამიხადა.... დიდხანს ვცეკვავდით მარტო ჩვენ ჩახუტებულები.... chris rea- and you my love-ს ჰანგებზე.... მაშინ ჩამჩურჩულა ყურში...
-იცი ყველაზე ბედნიერი ვარ რომ შენხარ ჩემთან და არა ვიღაც სხვა....
სულ 240 ფტო იყო.... ყველა დავათვალიერე.... და ყველა ფოტოში თვალები გვიბრწყინავდა... ახლაღა ვხვდები როდის ვიყავი ნამდვილად ბედნიერი.... თავი ვერ შევიკავე და ტირილი დავიწყე..... ტელეფონში ისევ მოჩანდა რაღაც ფოტო.... ერთმანეთზე გადაჯვარედინებული თითები და ტატუ.... 4 აპრილი იყო.... მე მას ტატუს გაკეთება შევთავაზე და ისიც დამთანხმდა.... მახსოვს მითხრა
-ვიცი დედა მომკლავს თუმცა ღირს.... შენთან ერთად მზად ვარ საზღვრებს გავცდე....
იმ დღეს ძალიან ნერვიულობდა სულ მეკითხებოდა მეტკინება თუ არაო და მეც საზიზღრად ვატყუებდი და ვაწვალებდი.... ბევრს ბუზღუნებდა.... ძალიან ჯიუტი და ბუტია იყო.... მიყვარდა..... და შეცდომა დავუშვი შეცდომა რომელიც აღარ გამოსწორდება.... ფანჯარასთან დავდექი და ხელები გავშალე.... ახლაღა მომეალერსა ნოემბრის ცივზე ცივი ნიავი და მთელს სხეულში დამიარა.... თვალები დავხუჭე და სიჩუმის ხმებს მოვუსმინე.... მერე კი ჩურჩულით წარმოვთქვი....
-სიზმარში მაინც მოდი ჩემთან.... დამესიზმრე რა.....
ცრემლიანი თვალები გავაღე და უიმედოდ ავხედე ცას..... მისი საყვარელი სიმღრის მოსმენა მომინდა.... ტელეფონში თავად ჩამიწერა.... მითხრა ამას რომ მოუსმენ სულ გაგახსენდებიო.... სიმღერების ჩამონათვალის ბოლოში ვიპოვე სიმღერა “The violinist”
ვუსმენდი და ვფიქრობდი.... რა სევდიანია ეს მუსიკა? როგორი ჩუმი და წყნარია.... როგორი ამაღელვებელი.... ის მართლაც ყველა იმ მომენტს მახსენებდა რომელიც მასთან ერთად გავატარე....იატაკზე ვიწექი და ცრემლები თავად მომდიოდა თვალიდან..... მერე კი დაბნელდა.... სიბნელეში ვიღაცის ჩრდილი გავარჩიე.... ხელი გამომიწოდა.... და გამიღიმა...
-ხომ გახსოვს რომ მთხოვე..... მეც მოვედი.... ხომ მეძახდი....
თითქოს მოვეხვიე მაგრამ ის გაქრა....
-აქეთ მოიხედე....
უკან მივბრუნდი და მასთან ერთად პატარა ოქროს კულულება ბიჭუნა დავინახე.... მინდოდა მეყვირა.... ბოდიში მომეხადა... მეტირა.... მაგრამ ხმას ვერ ვიღებდი.... ოფლი წურწურით მომდიოდა.... სული მეხუთებოდა.... ადგილზე გავშეშდი... აღარ ვიცოდი რაუნდა მექნა....

_________
ბოდიში დაგვიანებისთვის <3



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

Daintereso istoriaa,magram dzalian mecodeba es bichi,tavi ar unda moekla likas.
--------------------
ლანა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent