შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთვარის შუქი (სრულად)


3-08-2016, 17:56
ავტორი Nude
ნანახია 10 056

,,მთვარის შუქი''
ყველაფერი და არაფერი.
ჩემი ცხოვრება არაფერი იყო მანამდე, სანამ ანდრონიკე კორინთელი არ გამოჩნდა ჩემში. სასაცილოა, მაგრამ ძალიან პატარა ასაკში დამერქვა ,,კორინთელის გოგო''. მაშინ, ჯერ კიდევ საკმაოდ აქტუალური იყო ქუჩური ცხოვრება, ვიტყოდი, ზედმეტადაც კი. ავღნიშნე, პატარა ვიყავი–მეთქი და ეს ყველაფერი ანდრონიკეს წისქვილზე ასხავდა წყალს, რადგან უფრო მალე გამხადა მისი, ვიდრე ეს შესაძლებელი იყო.

***
1993 წელი, მაისის 19.
დიანას სახლიდან ვერ გამოვდივარ ვერაფრით, გავიჭედე. ჭექა-ქუხილი საოცრად მაშინებს და ყურებზე ხელს ყოველ გაელვებაზე, შემდეგ კი გრუხუნზე ვიფარებ. აღარ მინდა აქ, მაგრამ სხვა გზა არც არის.
– დამშვიდდი, თათა... – ცდილობს ჩემი დაქალი დამაშოშმინოს, მაგრამ კოვზი ნაცარში უვარდება. – გთხოვ... – ხმა წაერთვა და კაფანდარა სხეულის მოხდენილი მოძრაობით წამოვიდა ჩემკენ. ხელები აკანკალებულ მხრებზე მომხვია.
ვგრძნობდი, რომ მასაც ვაშინებდი ჩემი რეაქციით, მაგრამ იმ წამს, ამაზე ვერ ვფიქრობდი. სულ რაღაც წამებით გავიდა ოთახიდან, თუმცა იქიდან შედარებით მეტი შემართებით დაბრუნდა.
– ირაკლის დავურეკე. მალე მოვა. – მხარზე ხელი მომითათუნა, ლოყაზე გახურებული ტუჩები მომაკრო და ლამპით სუსტად განათებულ ოთახს თვალი მოავლო.
– რატომ დაურეკე? არ მინდოდა ვინმეს შეწუხება... – ხმა სადღაც გამეპარა, ისე შემრცხვა. – დარწმუნებული ვარ, საქმეებს მოაშორე ჩემ გამო...
– დაწყნარდი, ირაკლი, სახლში მოდიოდა უკვე ისედაც. – მშვიდად გამიღიმა, თითქოს ამ ღიმილით ცდილობდა თავისი ტყუილის დამალვას, თუმცა არც ასეთი მეამიტი ვიყავი, რომ ვერ შემემჩნია.
– ჰო, ალბათ... – ჩავიბურდღუნე ჩურჩულით და ფანჯარაში გავიხედე.
მე და დიანა, ბავშვობიდან ვმეგრობრობთ, ჩვენი შორეული ნათესავი აღმოჩნდა და ერთ–ერთ შეკრებაზე გავიცანი. მიუხედავად იმისა რომ ჩემზე ორი წლით დიდია, მაინც თითქოს ერთნაირად მოვდივართ მთელი ცხოვრებაა. სულ ერთად ვიყავით, მანამდე, სანამ დიანა არ გაიპარებოდა ირაკლისთან ერთად. ძალიან რთულად გადასატანი იყო ჩემთვის ეს ყოველივე, რადგან რამდენიმე კვირის განმავლობაში, არ შემეძლო ისეთივ სიხშირით ვყოფილიყავი მასთან, ვიდრე ეს აქამდე ხდებოდა. ახლა ისევ ისე ვართ, როგორც უწინ, რადგან ირაკლი მუშაობს და თითქმის მთელი დღე გასულია სახლიდან.
– ერთი სული მაქვს, ჩემი ფერია, როდის მოევლინება ამ ქვეყნად. – ხელებს ბედნიერი ვასავსავებ და თვალებს დიანას გამობურცულ მუცელს ვუსწორებ.
ჟრუანტელი მივლის.
– სულ რაღაც ერთი თვე და ნათლია გახდები. – თვალს მიკრავს და კარისკენ მიემართება. – ირაკლი! – გახარებული ეხვევა მონატრებულს და მხოლოდ ახლა ამჩნევს თავისი ქმრის გვერდით მდგომ მაღალ, სიმპათიურ ბიჭს. – გამარჯობა. – უღიმის გულწრფელად და ოდნავ იწევა გვერდზე. – მობრძანდით. – წელზე ხელს იდებს და მისაღებისკენ ,,მოგორავს''.
– ჩემი პატარა გოგო, როგორ არის? – ღიმილით წამოვიდა ჩემკენ ჩემი სიძე და ისე თბილად ჩამეხუტა და მაკოცა, როგორც ჩვევია ხოლმე.
– კარგად, შენ, როგორ ხარ? – ვიცინი და მხარზე ხელს ვადებ.
– რა ვიცი, ჯერ ჯანზე ვარ, მაგრამ დიანას სურვილები, ბოლოს მიღებს. ირაკლი, ეს მინდა, ირაკლი, ის მინდა... – გადაიხარხარა და ცოლის შეჭმუხნულ სახეზე, უფრო ხმამაღლა გაეცინა. – რა თქმა უნდა, ვხუმრობ, ვხუმრობ. – თავი მონდომებით დააქნია რამდენჯერმე. – მაგრამ, – განაგრძო მან, – ღამის სამ საათზე რომ არ მაღვიძებდე, სუპერ იქნებოდა!
– სულ აღარაფერს აღარ გთხოვ! – შეუბღვირა და ზურგი აქცია.
– გნებდები, ჩემო პატარა. – მასთან მიიწია და ლოყაზე ნაზად აკოცა. – ანდრონიკე კორინთელი, გაიცანით. – უცბად შეცვალა თემა და ხანგრძლივად დამაკვირდა მე.
იმ მომენტში, ვიფიქრე, რომ უბრალოდ მომეჩვენა მისი ეს უცნაური მზერა და ეს ყოველივე ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყო. თავი ავწიე და პირველად შევხედე, მთელი ამ დროის განმავლობაში, ანდრონიკეს. მის დაჟინებულ მზერაზე ალმური მომეკიდა. ცოტა გავბრაზდი და დარწმუნებული ვარ, შესამჩნევად, რადგან ირონიულად გამიღიმა უცნობმა და ხელი გამომიწოდა. რატომ მგონია, რომ პირველად არ ვხედავ მას? მაგრამ... რატომ ვერ ვიხსენებ?
– თათა, – ხმა აშკარად ისევ არ იყო ჩემთან. რამდენჯერმე მსუბუქად ჩავახველე და მის გამოწვდილ ხელს, ჩემი, უხერხულად შევაგებე. – თათა ჩადუნელი.
თავი უბრალოდ დამიქნია, შემდეგ კი იგივე გაიმეორა ეშმაკურად მომღიმარ დიანასთან, რომელიც ქმარს რაღაცას ეჩურჩულებოდა.
დასხდნენ და მეც ინსტიქტურად მათ მივბაძე, მაგრამ იმ მომენტში, მხოლოდ ანდრონიკეს ერთიანად სუსხიანი თვალები მედგა წინ, რომელსაც გონებიდან ვერ ვიგდებდი. ყოველი მისი შეხების გახსენებაზე ჭიანჭველების მასა დადიოდა სწრაფად მთელს ჩემ სხეულზე და ყველაზე დამთრგუნველი ის იყო, რომ ამას ვერაფერს ვუხერხებდი. მთელი ის დარჩენილი 15 წუთი, რაც მათთან დავყავი, ერთხელაც კი არ შემიხედავს მისთვის, იმიტომ კი არა რომ არ მინდოდა, არამედ იმიტომ, რომ გამბედაობა არ მეყო. სამაგიეროდ ხმას ვუსმენდი და მომენტალურად ვიბადრებოდი. ბოხი, ჩახლეჩილი ბარიტონი, ჩემში საოცარ გრძნობებს აღვიძებდა. მხოლოდ მის ხმაზე ვახერხებდი კონცენტრაციას და ეს მაცოფებდა, თან მსიამოვნებდა. ხმა, არც ერთხელ ამომიღია და ბოლოს, როცა დასამშვიდობებლად წამოვდექი, მივხვდი, რომ ყველა ჩემი განცდა დაინახა და შეისწავლა დიანამ.
– მე წავალ... ისედაც დამაგვიანდა და დედა გამიბრაზდება. – წამოვდექი სავარძლიდან.
ძლივს შევძელი გაღიმება. იმდენად ვიყავი პირველად გაჩენილ გრძნობებს აყოლილი, საოცრად დამაბნეველი შეიქმნა ეს სიტუაცია. კართან არეული ნაბიჯებით მივედი და მხოლოდ ახლა მოვახერხე შემობრუნება.
– მაპატიე, თათა, მაგრამ დიანამ მთხოვა რომ მასთან დავრჩე, ხომ არ გეწყინება, ანდრონიკემ რომ გაგიყვანოს სახლში? – მკითხა ირაკლიმ და როცა მიხვდა რომ ვორჭოფობდი, სწრაფად დაამატა, თან ისეთი თვალებით შემომხედა, მაშინვე მომთაფლა. – გთხოვ.
– კარგი, თანახმა ვარ. – გავიღიმე და ცოლ–ქმარს ლოყაზე მორიგეობით ვაკოცე.
თითები თბილად მოვუთათუნე დიანას მუცელზე და სახლიდან ანდრონიკესთან ერთად გამოვედი. ჩუმად ჩავედით მანქანამდე. მანქანის წინა კარები გამომიღო ბიჭმა და მანიშნა ჩავმჯდარიყავი. ასეც მოვიქეცი, მაგრამ მანამდე ფანჯარასთან დამდგარ წყვილს, რომელიც ხელს გვიქნევდა, გავუცინე.
უხერხულად ვგრძნობდი მთელი გზა თავს, რასაც ანდრონიკეზე ვერ ვიტყვი. გარეგნულად არაფერს იმჩნევდა, თუმცა თვალები ყიდდნენ. არც ერთხელ რომ არ გამქცეოდა თვალი მისკენ, ფანჯრისთვის მზერა არ მომიშორებია.
– ნახვამდის, თათა. – გადასვლას ვაპირებდი უკვე, მკლავში ხელი რომ წამავლო.
– რა ხდება? გამიშვი! – ხმაზე დამეტყო რომ ავნერვიულდი.
– გაგიშვებ, მაგრამ მანამდე... – ჩემკენ გადმოიხარა და ტუჩები ბაგეებზე მომაკრო.
გაბრაზებამ თხემით ტერფამდე დამიარა. მიუხედავად იმისა რომ საშინლად მესიამოვნა, ეს არაფერს ცვლიდა. ჩემი ხელი თავისით აღმოჩნდა მის ლოყაზე და ცრემლები, ჩემ აწითლებულ ღაწვებზე.
– ბოლოჯერ გხედავ, იცოდე! – დავემუქრე, თითქოს ჩემი მუქარა მისთვის რამეს მაინც ნიშნავდა.
აღარაფერი უთქვამს, გარდა ერთისა. – არ იტიროო. – მითხრა და ცერა თითი სველ ლოყაზე გადამისვა.
აცახცახებულმა ავუქნიე მხარი, შემეშვი–მეთქი და სწრაფად გადმოვხტი მანქანიდან. უკვე ხმით ვტიროდი. დაახლოებით 20 წუთი ვიყავი ჩაბნელებულ სადარბაზოში. ასე ვერ დავენახებოდი დედაჩემს და ეს დრო დამშვიდებისთვის გამოვიყენე. სახლის კარი დედამ გამიღო, მოხვედიო? თბილად მკითხა და ლოყაზე მაკოცა.
– ჰო, დედი, მოვედი. – ძლივს შეგროვებული მხიარულებით ვთქვი, ხელები სწრაფად დავიბანე, სახლის ტანისამოსი მოვირგე და სამზარეულოში გავედი.
– გშია? – გაზქურასთან მდგომი მომიტრიალდა.
– არაა. გიყურებ ცოტა ხანი და დავწვები. ხვალ სკოლაში მივდივარ და ადრე უნდა ავდგე.
– სად მიდიხარ? – კისკისით მკითხა და ჩემი გაოცებული გამომეტყველება დაიჭირა.
– რა?
– ხვალ შაბათია, სულელო. - ისევ აკისკისდა.
– ვაი! – თავში ოდნავ წამოვირტყი ხელი. – რა გეშველება, თათა ჩადუნელო?
– აბა, აბაა.
– დღეს მამა მოვა, თუ მორიგეა? – ინტერესით ვიკითხე და ფეხზე წამოვდექი.
– არა, არ მოვა. მორიგეა.
– კარგი, წავალ მაშინ მე.
– ძილინების. – შუბლზე მაკოცა და თავისი საქმე განაგრძო.
– ძილინების. – ჩავიბურდღუნე და თავდახრილი წავედი ჩემი ოთახისკენ.
ჩუსტები ლოგინთან გავიხადე, საყვარელი წიგნი ავიღე, საბანი გადავწიე ჯერ კიდებ ბურანში მყოფმა და შიგნით შევხტი ნახატებიან პიჟამაში გამოწყობილი. ძალიან მცივანა ვარ და მაისშიც კი საბნით ვიძინებ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი ღამე ვიყინები ხოლმე.
ვერაფრით მოვახერხე კონცენტრაცია წიგნზე და მის შინაარზე მომეხდინა.
– როგორ დამამცირა? ჩემი თავმოყვარეობა ფეხქვეშ გათელა და ამას არც კი შეუწუხებია. – ცრემლებმა ისევ იწყეს ღაწვებზე ჩამოგორება.
თავი ბალიშში ჩავმალე და დავიღმუვლე. – ეს იყო მცდელობა, რამენაირად გრძნობებისგან დასაცლელად.
ამაოა.
მხოლოდ ახლა მიბრუნდება აზროვნების უნარი და კარებთან მივრბივარ, შიში მიპყრობს იმის, რომ დედა შემოვა, ასეთ მდგომარეობაში მნახავს. საგულდაგულოდ ვკეტავ და ისევ ვუბრუნდები ლოგინს, გოდებას, სევდას, ტირილს...

მთელი დასვენების ორი დღე სახლიდან არ გავსულვარ. კომენდანტის საათიც ხელს მიწყობდა და ასე თუ ისე, შევძელი დედაჩემისთვის თვალების ახვევა. მთელი დღეები წიგნებს ჩავკირკიტებდი, ეს ისე, უბრალოდ, ხორციელად, თორემ ფიქრებითაც, გულითაც, სულითაც ანდრონიკესთან ვიყავი. ისევ მისი ბაგეების შეხება მახსენდება ყოველ წამს.
ვერ დავივიწყე.
თავიდან ვერ ამოვიგდე.
თვალებიდან, გონებიდან, გულიდან.
ნაწილობრივ, გული მწყდებოდა დედაჩემი ვერაფერს რომ ხვდებოდა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ლილე არ იყო ის ქალი, რომელთანაც ამაზე საუბარს შევძლებდი, მაგრამ მაინც ვფიქრობდი მასთან დალაპარაკებაზე, მიუხედავად იმისა, რომ შედეგი ისედაც ვიცოდი.
წივილი...
კივილი...
ცრემლები...
წნევები...
გულის წასვლები...
და, მერე ისევ თავიდან.

***
1993 წელი, მაისის 29.
სკოლის ეზოში ვდგამ თუ არა ფეხს, ძალიან ბევრი ადამიანის დაჟინებულ მზერას ვგრძნობ. გაოცებული ვიყურები აქეთ–იქით. ნაბიჯის გადადგმა მიჭირს, მაგრამ ვხვდები, რომ სხვა გზა უბრალოდ არ მაქვს. კლასში ავდივარ და ჩემ მერხზე ვიკავებ ადგილს, წინა მერხზე, როგორც კლასის ერთ–ერთი საუკეთესო მოსწავლე. ჩემი კლასელი მიჯდება გვერდით, ჯაბა და როგორც ჩვევია ხოლმე, ჩემ თმებს უწყებს თამაშს, თან გულღიად მიცინის. ვატყობ, რაღაცის თქმა უნდა.
– რაო, ჯაბა? – მეც ვიღიმი და გვერდულად ვუყურებ.
– შეიძლება, რაღაც გკითხო? – ვერ ამბობს ისე თამამად და მეც ვიბნევი.
როდის იყო, ჯაბა, ასე შორიდან მივლიდა?
– რა თქმა უნდა. – თავს თანხმობის ნიშნად რამდენჯერმე ვუქნევ. ღიმილი ჯერაც არ მომშორებია ბაგეებიდან.
– შენ და ანდრონიკე... ისა... – ხმა უწყდება. ყელზე რამდენიმე თითს იდებს, თითქოს ეს დაეხმარება.
– ანდრონიკე? – ორჭოფობით შევხედე.
ნუთუ? გული ცუდს მიგრძობს და უკვე ვგრძნობ, რომ მოთმინების ფიალა მევსება. პიკს აღწევს ნერვები.
– თქვი, ჯაბა.
ვცდილობ, მაქსიმალურად შევინარჩუნო ნორმალური სახე, ხმა, ხელების კანკალი... ვიღიმი, რადგან ამ ჟესტით ვცდილობ გამბედაობა შევმატო. აცახცახებულ თითებს მერხის ქვეშ ვმალავ და ველოდები, როდის დაამთავრებს სათქმელს, რადგან მალე ზარის დროა.
– შენ და ანდრონიკე, შეყვარებულები ხართ? – ქვემოდან მიყურებს.
ნერწყვი გადამცდა და ხმამაღალი ხველა ამიტყდა. საკუთარ ყურებს ვერ ვუჯერებდი. იქნებ მომეჩვენა? – ალბათ, მეასეჯერ დავუსვი საკუთარ თავს ეს შეკითხვა, ამ მცირე დროში. ვხედავ, როგორი ნერვიულობით, მაგრამ მაინც ნაზად მირტყამს ხელს ზურგზე.
– თათა, თათა, კარგად ხარ? – იმდენად ძლიერი თავბრუსხვევა მაქვს, სადღაც, ძალიან შორიდან ჩამესმის შეშინებული კლასელის ხმა.
– კი, კარგად ვარ. ჯაბა, მითხარი, საიდან მოიტანე ეს? – ხმას ძლივს ვიმორჩილებ და მავედრებელი მზერით ვუყურებ, ამავდროულად, მკლავზე ვკიდებ ხელს და ოდნავ ვანჯღრევ.
– როგორ თუ?! ყველამ იცის უკვე რომ კორინთელის გოგო ხარ. – გაკვირვება დაეტყო ხმაზე.
– ვ–ვისი? – ბოლო იმედს ვებღაუჭები, მაგრამ ვიცი, რომ სულ ტყუილად.
– რატომ მაშინებ, თათა?
– კარგი, კარგი. დაჯექი შენ ადგილას, ზარი დაირეკება მალე. – ჩემს თავს ხელებში ვიქცევ და ისე ვეუბნები, არც კი ვუყურებ.
ვიცი, გამიგებს, ამიტომ არ ვღელავ ძალიან იმაზე, რომ ზედმეტად თავხედურად გამომივიდა ეს ყოველივე. ჯაბა, კარგი ბიჭია, უთუოა გამიგებს, არ ეწყინება, არ უნდა ეწყინოს.
მთელი საგაკვეთილო პროცესი, ჩემ თავს არ ვეკუთვნი. სადღაც, აქედან შორს დავფრინავ და ვერანაირი ძალით ვახერხებ ძირს დაშვებას. ცრემლები მახრჩობს. ყელში გაჩხერილი ბურთი, თითქოს, ნერწყვის გადაყლაპვის საშუალებას არ მაძლევს. დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდი პრობლემები შემექმნება, მაგრამ არ ვიცი, რა მოვუხერხო ამას. ხელ–ფეხის კანკალს ვერაფერს ვუშვები, ღმერთო, რა ვქნა? როგორ გამოვიდე სიტუაციიდან?
გაკვეთილები მთავრდება თუ არა, სკოლიდან, რასაც ქვია, გამოვრბივარ. აღარ შემიძლია ამ მზერის დანახვა და სიტყვებს გაგება – კორინთელის გოგო.
სკოლის უკან ვიღებ გეზს და ისე გავრბივარ, არც ერთხელ ვიხედები აქეთ– იქით. დიდ ლოდზე ჩამოვჯექი ქშენით, გამალებით აძგერებულ გულზე ხელის მტევანს ძლიერად ვიჭერ და გაბრაზებული ჩანთას კედელს ვესვრი. მინდა ვიყვირო, ვიკივლო, ვიბღავლო, ოღონდ რამენაირად დავცალო გრძნობები. თავს ისევ ისე ვრგავ ხელებში, როგორც კლაში, იმ განსხვავებით, რომ ახლა აღარ ვცდილობ დავმალო ცრემლები, რომელიც დიდი ხანია თვალებიდან გადმოსვლას ლამობს.
ისევ გაუსაძლისად მინდა ვინმეს მოვუყვე ამ ყველაფრის შესახებ, მაგრამ ასეთი არავინ მყავს. ერთი მყავდა, დიანა, მაგრამ მასთან ერთი კვირაა არ ვყოფილვარ. ის, ისედაც ვერ მოდიოდა ჩემთან, ბოლო ორი თვე, მუცლის გამო. ქვეცნობიერად, თითქოს, დიანას და ირაკლის ვაბრალებ ჩემ მდგომარეობას, მაგრამ ვიცი, ეს უბრალოდ ბავშვური ახირებაა, არც ერთი არ არის დამნაშავე.
მაგრამ მაინც...
ერთი კვირაა არ მინახავს, არც დიანა, არც ირაკლი, არც...
არც!
ჩემთვის გაურკვეველი გრძნობები ერთიანად მაწყდება გულზე და იმაზე ცუდ შეგრძნებებს მიტოვებს, ვიდრე უნდა დატოვოს. დედაჩემი და მამაჩემი მახსენდება უცბად, მათთან კი ავტომატურად, – სირცხვილი. უარესად ვხდები და გონებას ვუკრძალავ ამაზე ფიქრს, ტაბუს ვადებ.
სადამდე გავძლებ სკოლის უკან, ცივ ლოდზე? ვერ ვიქნები დიდი ხანი, ვიცი. დედა ინერვიულებს სახლში დროზე რომ არ მივალ. რამდენიმე საჭირო გეგმა დავსახე და ეზოდან გამოვედი. ყველაფერზე ფიქრი მიწევდა, ამის გამო, ტვინი მიდუღს. მე ვიტყოდი, ბედად, ჯაბა შემხვდა სკოლის ჭიშკართან.
– ჯაბა, შეიძლება გთხოვო რაღაც? – იმდენად მეუხერხულება, ვგრძნობ, როგორ ამიხურდა მთელი სახე.
– რა თქმა უნდა. – თავს ისეთივე მონდომებით მიქნევს, როგორც მე, იქ, კლასში.
– წერილს მოგცემ და გემუდარები, დიანას მიეცი. შეძლებ? – მავედრებელ მზერას ვტყორცნი და ისიც უმალ მთანხმდება.
გახარებული, აჟიტირებული, ყველანაირად კმაყოფილი ჭუჭყიან ჩანთას ვიღებ და შიგნიდან უჯრებიან ფურცელს და კალამს ვაძვრენ. სწრაფად ვწერ ძალიან მოკლე წერილს, ორად ვკეცავ და ხელს ვუწვდი ჯაბას, რომელსაც, როგორც ყოველთვის, საყვარლად უციმციმებს თვალები.
– ძალიან კარგი ბიჭი ხარ, ჯაბა. დიდი მადლობა! – ვუღიმი, მხარზე სულ ორი წამით ვადებ თითებს და იქიდან თავ–ქუდ–მოგლეჯილი გავრბივარ, რადგან უკვე დამაგვიანდა სახლში!
გული ცუდს მიგრძნობდა, კონკრეტულად კი იმას, რომ დედას ყველაფერი ეცოდინებოდა უკვე, რაც იმას ნიშნავს, რომ მინიმუმ დასჯა არ ამცდებოდა. როგორია, დააჯერო დედას, დედას კი არა, ზოგადად, ვინმეს, რომ ჩემსა და ანდრონიკეს შორის არაფერი ხდება.
ვინ დამიჯერებს?
კარებზე ფრთხილად ვაკაკუნებ რამდენჯერმე და თვალებს სიმწრისგან ვხუჭავ. ოღონდ არ გაეგო, ოღონდ არ გაეგო... თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს, მაინც ხომ მივა მის ყურამდე. თბილისი ის ქალაქია, სადაც ყველამ ყველაფერი იცის ერთმანეთზე. იყო, არის და იქნება. არა მარტო თბილისი!
– სად იყავი ამდენი ხანი? – გაბრაზებულმა დამიღრინა და სახლში შემატარა.
საშინლად მომინდა ყურზე ხელები ამეფარებინა, მაგრამ არ გამომივიდოდა, არანაირად. დასჯილი ბავშვივით შევდივარ სახლში თავჩაღუნული და თითებს ნერვიულად ვიწვალებ.
რა ვქნა?
– რატომ მეჩხუბები, დედა? – ძლივს ამოვიღე ხმა. – სულ რაღაც 20 წუთი დამაგვიანდა, ამის გამო, უნდა მომკლა?
ვერ ვხვდები, საიდან ვიკრებ გამბედაობას, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. არ გეგონოთ რომ უზრდელი, თავგასული და ტლიკინა ბავშვი ვიყავი, უბრალოდ, იმ მომენტში, სხვა გზა არ მქონდა დედაჩემის ხასიათისგან გამომდიმარე. – საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა. – სწორედ ეს გახდა ჩემი მომენტალური სტრატეგია.
– საჩხუბი ხარ და გეჩხუბები! – დამიკივლა ისე, რომ მეგონა ყურის ბარაბანი გამისკდებოდა. – მაგის გამო კი არა, იმ ბიჭთან რომ დაეთრევი, აი, სწორედ ამის გამო უნდა მოგკლა! მე თუ არა, მამაშენი რომ გაიგებს, ის იზამს აუცილებლად, თან იცი, რომ გამკეთებელია! როგორ გაბედე, ღმერთო ჩემო, როგორ? ვერა, ვერ ვიჯერებ და რა ვქნა... ეს, როგორ გაგვიკეთე? მთელი ქალაქი შენზე ლაპარაკობს, ასე, ან ჩვენ როგორ გაგვიმეტე, ან საკუთარი თავი. რა დროს შენი შეყვარებულია, თათა, ჭკუა სულ დაკარგე? – კიოდა, კიოდა და არაფრის დიდებით ჩერდებოდა. – თან ვისი შეყვარებული ხარ? ნარკომნის, ნაციხრის, ქურდის... მოგვეჭრა თავი! მოგვეჭრა! – უკვე ხაოდა ქალბატონი ლილე.
ცრემლები მდინარესავით მოედინებოდა ჩემ სახეზე. სწრაფად გავვარდი სამზარეულოში და ჭიკით წყალი მივუტანე დედას, რომელსაც მკვდრის ფერი ედო სახეზე. აკანკალებულ ხელს ძლივს ვიმორჩილედი. წყალი თავჩაღუნულმა გავუწოდე, თვალებში, რომ მოგეკალით, მაინც ვერ ჩავხედავდი.
– სწრაფად, სწრაფად შედი შენ ოთახში და ცხვირი მანამდე არ გამოყო იქედან, სანამ არ გეტყვი! – სვენებ–სვენებით დაიჩურჩულა დედამ და მეც, რა თქმა უნდა, წამში დავემორჩილე.
ლოგინზე ისე დავეხეთქე, ტანსაცმელი არც კი მომიშორებია. ცრემლიანი სახე ბალიშში ჩავრგე და ისეთი შემართებით დავხუჭე თვალები, ვგონებ, დიდი ხანი მომიწევდა მსგავს მდგომარეობაში ყოფნა. მინდა არაფერზე ვიფიქრო, მაგრამ არ გამომდის. 16 წლის ბავშვმა, რამდენი რამ უნდა გადავიტანო? ამას იმიტომ ვამბობ, რომ ზუსტად ვიცი წინ, რაღაც საშინელება მელის. ვგრძნობ. გონება მებინდება, ეს კი საკმარისია იმისვის, რომ დამეძინოს.
ღამის პირველ საათზე გამეღვიძა, უფრო სწორად, დედაჩემის ზედმეტად ხმამაღალმა ლაპარაკმა გამაღვიძა. დიდი ორჭოფობის შემდეგ რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი, გადავდგი და მისაღებში აღმოვჩნდი, სადაც ჩემს მშობლებს, აშკარად ძალიან დაძაბული დიალოგი გაემართათ. დედაჩემი ბოლთას სცემდა, აი, მამა კი... გადაფითრებული მიწოლილიყო დივანზე. მისი თვალები... ამხელა ტკივლის დანახვა, ჩემ ძალებს აღემატებოდა. ოღონდ ასე არ დამენახა საკუთარი დედ–მამა, ოღონდ არ დამენახა...
– დე... მა... – კატის კნავილს უფრო გავს ჩემი ჩახლეჩილი ხმა.
– აბა, ახლა, დროზე შედი შენს ოთახში! რა გაგაფრთხლე! – აკივლდა ისევ დედა და მერამდენეჯერ დამეფლითა გული, ვინ იცის.
– ლილე... – პირველად ამოიღო მამამ ხმა, – არ გინდა, შეეშვი.
მერჩივნა, არაფერი ეთქვა.
მეტკინა.
ძალიან, ძალიან მეტკინა.
გაუსაძლისად ამეწვა გული.

***
1993 წელი, ივნისის 9.
2 კვირაა ყველაფრისგან მოწყვეტილი ვარ სახლში, უდრო სწორად, ოთახში. დედა, ზედ არ მიყურებს. საჭმელი შემოაქვს ოთახში და გადის. მხოლოდ ერთხელ დამელაპარაკა, იმ მომხდარიდან მორე დღეს სკოლაში წასვლა რომ დავაპირე. გადაკრულად მითხრა, მასწავლებელმა დაგითხოვა, ვუთხარი, ავად არისო. გამოცდები უკვე ჩაბარებული გვქონდა, ალბათ, ამიტომ დაითახნმა ნათელა მასწავლებელი დედამ.
უკვე 3 კვირაა არ მინახავს დიანა, ირაკლი. ახლა ვხვდები, თუ როგორ მაკლია ორივე. ამდენი ხანი მგონი არასდროს ვყოფლვარ მათთან დაშორებული და ახლა ძალიან მიჭირს. ვიცოდი, სახლში გამოკეტვა რომ მემუქრებოდა, ამიტომ მივწერე მაშინ წერილი დიანას. ახლა, დარწმუნებული ვარ, იციან ,,შინა პატიმრობაში’’ რომ ვიმყოფები.
იმანაც იცის, ვიცი, რომ იცის.
ისე მენატრება, ჭკუას ვკარგავ.
გამშრალ და ერთიანად დამსკდარ ბაგეებზე თითებს ვიტარებ.
საშინელებაა! ბრაზზე მეტად სიამოვნება მიპყრობს!

***
1993 წელი, ივნისის 17.
სკოლაში მას მერე აღარ მივლია, თუმცა, დაგვითხოვეს უკვე მაინც. ბოლო დღესაც კი არგამიშვა დედამ. 17–ში ღამე ირაკლი რომ მოგვადგა, გაოცებისაგან კინაღამ გავგიჟდი, მაგრამ პიკი ის იყო რომ თქვა დიანა საავადმყოფოშია, მშობიარობსო. იცოდა დედამ, რომ არ გავეშვი, არ ვაპატიებდი, რადგან დაქალის და ჩემი ნათლულის გამო, ყელაფერს ვიზამდი, გაპარვასაც კი ვიკადრებდი, ამიტომ უპრობლემოდ გამიშვა. სწრაფად ჩავიცვი და ერთად ჩავჯექით მე და ირაკლი მანქანაში. ორივე უსაზღვროდ ვნერვიულობთ, ამიტომ ხმა არ ამოგვიღია. მანქანიდან გადავხტით, რასაც ქვია და შენობაში შევედით.
– მე, აუცილებლად უნდა ავიდე, ძალიან ეშინია დიანას. შენ აქ დარჩი, ხო? – აკანკალებული ხმით მესაუბრებოდა.
– აქ ვიქნები. წადი. – გამამხნევებლად გავუღიმე და მხარზე ხელი მოვუთათუნე. – ყველაფერი ძალიან მაგრად იქნება!
– ღმერთმა ქნას. – მომაძახა და კიბეებზე აირბინა.
წუთები ერთმანეთს მიყვებოდა. ჭკუაზე მშლიდა ის ფაქტი, რომ არ ვიცოდი რა ხდებოდა იქ, ზევით და მიწევდა ლოდინი. აქეთ–იქით სიარულიც არ შემეძლო, არ შეიძლებოდა და უკვე ნერვები ძალიან ცუდ დღეში მქონდა.
– თათა. – მომესმა ნაცნობი ხმა და ვიგრძენი, როგორ დამიარეს უცბად ჭიანჭველებმა, ან...
შეხედვის მეშინოდა. ვიცოდი, იქ რომ არ დამხვდებოდა და ეს ხმა, მხოლოდ ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იქნებოდა... ისე მენატრება, მგონი, მართლა სისულელეს ჩავიდენ. გამბედაობას ვიკრებ და ვტრიალდები. ჩემ უკანაა. ჯიბეებში ხელები აქვს ჩაწყობილი. როგორც ყოველთვის შავებშია ჩაცმული. თითქოს, გარეგნულად ყველაფერი კარგად ჰქონდა, მაგრამ ჩაშავებულ თვალებში ვატყობდი იმ სხივებს, რომლისაც მეშინოდა. არ ვიცოდი, რა იყო ეს, მაგრამ ქვეცნობიერად მეშინოდა, თითქოს, უნდა შემშინებოდა.
– თათა... – გაიმეორა უფრო მეტად ხმა ჩახლეჩილმა.
მხოლოდ შევხედე. არაფერი მითქვამს. ახლა, ხმა რომ ამომეღო, ბღავილს ვერ შევიკავებდი და არ მინდოდა ამდენი ხალხის წინ და მითუმეტეს ანდრონიკესთან, ცრემლად დავცლილიყავი.
ჩემკენ გადმოდგა ნაბიჯი და მეც უკან გადავდგი მასთან ერთად იმდენი, რამდენიც მან. აკანკალებული ხელი ჩემი ხელისკენ წამოიღო, მაგრამ ისე შევხედე, ჰაეშივე გაუშეშდა. დღემდე ვერ გამიგია. როგორ მიბედავს ამდენს?
– შემეშვი! – ოდნავ შევუღრინე და გვერდზე გავხტი.
– სალაპარაკო მაქვს. – წამწამებს ქვემოდან ამომხედა.
– არ გეყო, რაც აქამდე ილაპარაკე? – მაშინდელი მისი ირონიულობა, ახლა აშკარად ჩემთან იყო.
– უბრალოდ, გავიდეთ აქედან... – მთხოვა კვლავ.
– არა! შემეშვი! ნუ მენახები, ნუ მელაპარაკები. დამივიწყე და თავი დამანებე. ნუთუ რთულია? – ხმას ძლივს ვაოკებდი. იმდენად მინდოდა მეკივლა, ხმა მიკანკალებდა.
– ხომ იცი რომ არ შეგეშვები, არც თავს დაგანებებ, არც დაგივიწყებ! ისიც ხომ იცი რომ მიყვრხარ?!
გავშრი.
თითქოს, მხოლოდ ეს სიტყვა მჭირდებოდა იმისთვის, რომ მშობლებიც დამევიწყებინა წუთიერად, მათი გამწარებული მდგომარეობა, ჩემი პრობლემებეც და ყველაფერი, საერთოდ ყველაფერი!
ვიგრძენი, როგორ დამიგუბდა წყალი თვალებში. ,,ისიც ხომ იცი რომ მიყვარხარ?’’ – წინადადება სულ ყურებში ჩამესმის და ვგრძნობ, როგორ მეკარგება შეგრძნება. აცახცახებულ თითებს მის მაჯას ვადებ და ვხედავ, როგორ უვლის ჟრუანტელი. ოდნავ მისკენ ვიხრები, არ ვიცი, საიდან ეს გამბედაობა, როგორ შევძელი, მაგრამ ფაქტია, რომ მასთან ძალიან ახლოს მივიწიე და თავი გულზე მივადე. დაიბნა, მაგრამ მაინც მომხვია მკლავებზე ხელები.
ასე ვიყავით ერთმანეთზე მიკრულები, მანამდე, სანამ ირაკლი არ გამოვიდა ყიჟინით, გოგოს მამა გავხდი, მომილოცეთო. გახარებულები და ბედნიერები მოვეხვიეთ ირაკლის, მივულოცეთ, დავამშვიდეთ და წამოსვლა გადავწყვიტეთ. ანასტასიას და დიანას, მაინც არავინ გვანახებდა ჩვენ. წამოსვლისას, ირაკლიმ რაღაც ანიშნა ანდრონიკეს, ხელში მიაწოდა ჩემთვის გაურკვეველი რამ და გამიღიმა.
– ბედნიერებას გისურვებთ! – ორივეს მოგვეხვია ხანგრძლივად და იქაურობას გაეცალა.
– ჩვენც წავიდეთ, აქ ყოფნას, აზრი აღარ აქვს.
მანქანაში ჩავსხედი. იმიტომ არ შემშინებია და იმიტომ მიცევი ამდენის უფლება, რომ მიყვარს. არ ვიცი, როგორ, რანაირად, როდის, მაგრამ ახლა ვხვდები რომ ძალიან მიყვარს. ახლა, როცა მის თითებს ვგრძნობ ჩემსაზე, მის მზერას ვხედავ ჩემდამი, რომელიც სიყვარულით არის გაჟღენთილი, არ ვიცი, რა შეიძლება გავაკეთო.
– ახლა, რომ მოგიტაცო, რას იზამ? – სერიოზული სახით იხედება ჩემკენ და ისეთი თვალებით მიყურებს, წამიერად მართლა მგონია რომ გამკეთებელია.
– ვიკივლებ. – დაუფიქრებლად ვპასუხობ და მის თითებში მოქცეული ჩემი, ისე მეჭიმება, სუნთქვა მეკვრის.
– იკივლებ? – წარბაწეული ტრიალდება ჩემკენ და ეშმაკურად მიღიმის.
– ჰო. – ხმა აღარ მემორჩილება.
– როგორ ფიქრობ, გაუძლებს ჩემი ყურის ბარაბანი მაგდეს? – სერიოზულად მეკითხება და სწორედ ამ სერიოზულობით უფრო მაბნევს.
– ანდრონიკე... – ლამის ვხავი შიშისგან.
– რა იყო? – უდარდელად მეკითხება და ვატყობ, როგორ უხვევს გზიდან.
– გთხოვ... – ბოლო იმედს ვებღაუჭები საწყლად და ვხვდები, რომ აზრი აღარ აქვს.
– მიყვარხარ! – ჩემკენ იხრება და შუბლზე მაკრავს ტუჩებს.
დამადუმა.
ვუთხარი, ვიკივლებ–მეთქი, მაგრამ არ გავაკეთე ეს, ან ვერ... არ შემეძლო... როცა მისი გასაგიჟებლად კარგი სურნელი ცხვირში მიღიტინებდა, როცა მისი ,,მიყვარხარ’’ ჩამესმოდა ყურებში, როცა მისი თბილი ტუჩების კვალი არ ტოვებდნენ ჩემს შუბლს, როცა მისი თითები გამუდმებით მეფერებოდა ხელზე და როცა, მისი გამოხედვა სითბოთი და სიყვარულით მავსებდა, არ შემეძლო... არ შემეძლო ამის უარყოფა... შეიძლება არასწორ და საშინელ საქციელს ჩავდიოდი ამ წამს, მაგრამ თავს და გრძნობებს ვერაფერს ვუხერხებდი.
– მეც მიყვარხარ. – დავიჩურჩულე და ვიგრძენი, როგორ აუჩქროლდა სისხლი ძარღვებში.

***
გზაში ჩემეძინა, მაგრამ სულ რაღაც ნახევარი საათით, შეიძლება, არც კი. თვალები მოვიფშვნიტე მუჭით და დაბინდული მზერით გავხედე ჰორიზონტს. ტერიტორია არ მეცნო. ძილისაგან დაჭმუჭნული კაბა ხელის რამდენჯერმე გამოძრავებით გავისწორე და კითხვისნიშნით აღსავსე მზერით გავხედე ანდრონიკეს, ჩემ ქმარს! ღმერთო, რა სიგიჟეა...
– ანდრონიკე, სად ვართ?
– კახეთში, ცოლო! – გაიცინა მხიარულად და უცბად გამომხედა. – რა გამოდის ახლა, რომ ვერ მოგიტაცე? ფაქტობრივად, გავიპარეთ.
– ჰო, ეგრეა. – მეც ღიმილით ვუკრავ თავს რამდენჯერმე. – იქ, ვისთან მივდივართ?
– ბებია–ბაბუასთან. ნაილა ისე გელოდება, ვერ წარმოიდგენ. – კვლავ იცინის ანდრონიკე.
– მან, იცის ჩემ შესახებ?
– რას ქვია, არ იცის?! მთელმა თბილისმა იცოდა შენ რომ ჩემი გოგო იყავი და საკუთარ ბებიას არ ეცოდინებოდა? ამ რამდენიმე დღის წინ ვიყავი აქ ჩამოსული და ვუთხარი, შეიძლება, მალე რძალი მოგიყვანოთ-თქო.
– გასაგებია... როგორ ვიყავი გაბრაზებული მაშინ, წარმოდგენა არ გაქვს! – ენა ვერ დავადუმე მაინც და ის ვთქვი, რისი თქმაც ძალიან მინდოდა.
– ვიცი, ფერია, მაგრამ ახლა ჩემი ცოლი ხარ სამაგიეროდ. – ტუჩებზე ნაზად მაკოცა და მანქანა გააჩერა.
ხელი ჩამკიდა და ერთად შევედით ჭიშკარში. გული ისე მიფანცქალებდა, დარწმუნებული ვარ, ანდრონიკესაც ესმოდა ხმა. ვიცოდი, რომ სანერვიულო მართლაც არაფერი იყო, მაგრამ თავს მაინც ვერაფერს ვუხერხებდი. ანდრონიკემ დაუძახა ბებია– ბაბუას და ჩემმა გულმაც გაასმაგებულად დაიწყო ფეთქვა. პირველად ქალი გამოვიდა ორ სართულიანი სახლიდან და დავინახა თუ არა, გაოცებისაგან ვეღარაფერი ქნა. ჩვენს ჩაკიდულ ხელს დახედა, მერე მე შემომხედა, ერთი წამოიკივლა ,,ვაიმეო’’ და სულ სირბილით გადმოჭრა მანძილი სახლიდან ეზომდე.
– დედაა, შენ გაიხარე, ბებია. გილოცავთ შვილებო. – ხან მე გადმომხედავდა, ხან ანდრონიკეს ეხვეოდა. – როგორ გამახარეთ თქვენი ამბავით. გაგიჟდება ნინია, გაგიჟდება! ბედნიერებას და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ. რა კარგი გოგოა, რა მშვენიერი, ზუსტად ისეთი, როგორიც ჩემს გულს გაუხარდება და არა მარტო ჩემს. – უცბად მომეხვია, თან ისე თბილად, არ ველოდი.
ხელები მეც მოვხვიე შედარებით დამშვიდებულმა და გავიღიმე, გავიბარდე. ასეთ თბილს არ ველოდი. ნაილა ბებიას ქოთქოთზე, სახლიდან ანდრონიკეს ასლი გამოვიდა, გაოგნებისაგან კინაღამ ყბა ჩამომვარდა. როგორც ჩანს, ხასიათებითაც გავდნენ ბაბუა და შვილივილი, რადგან დინჯად მოგილოცა კაცმა, მაგრამ მის თვალებში იმხელა სიხარული შევამჩნიე, სიტყვები საჭირო არც ყოფილა. სახლისაკენ ავიღეთ გეზი. უკუნითი სიბნელე იყო. ისედაც ხო მეშინოდა სიბნელის, მაგრამ ძაღლები გაუთავებელი ყეფა, უფრო ამძაფრებდა. ანდრონიკეს ბებია და ბაბუა წინ მიდიოდნენ, ამიტომ სირცხვილის გრძნობა არ გამჩენია იმდენად, რადგან უკვე შიშისაგან ლამის მთელი ჩემი ათრთოლებული სხეულით ვიყავი აკრული ქმარზე. შეამჩნია ანდრონიკემ ეს და ხმით ჩაიღიმა.
– ძაღლებისაც გეშინია? – მკითხა და წელზე დაძარღვული ხელი მომხვია.
– ძაღლების არა, მაგრამ სიბნელის მეშინია და ყეფა–ყმუილი აუარესებს მდგომარეობას. – ამოვიფრუტუნე საწყლად და მის ხელს დავხედე, რომელიც დრო და დრო წელზე მეფერებოდა.
– ვიცი, რომ სიბნელის გეშინია. – გადმომიჩურჩულა სიცილით და სახლშიც შევედით.
– საიდან? – გაკვირვებულმა ვკითხე.
– მაგაზეც ვისაუბრებთ, მაგრამ ახლა არა.
უცბად შემოტრიალდა ნაილა ბებია. შევიშმუშნე. ანდრონიკეს ხელი აფორაჟებულმა მოვიშორე და ოდნავ გავაქნიე თავი აქეთ–იქით, როცა გაკვირვებულმა შემომხედა ჩემმა ქმარმა.
ჩემი ქმარი – ისე ჟღერს, ყოველ გაფიქრებაზე, ჟრუანტელის უზარმაზარ ნაკადს ვერ ვაოკებ.
შევამჩნიე, როგორ ჩაიღიმა ჩემ ქმედებაზე ქალმა. ჩვენს ოთახში აგვიყვანა და ღიმილით გაეცალა იქაურობას.
კიდევ ერთხელ შემრცხვა.
– მე ჩვენ ბარგს ამოვიტან, დამელოდე. – ისე მითხრა ანდრონიკემ, თითქოს სადღაც წავიდოდი.
თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად და ისიც სწრაფად აორთქლდა. რბილ და დიდ ლოგინს ხელი გადავუსვი და ჩამოვჯექი, მერე წამოვწექი. საშინლად დამღალა მგზავრობამ, ამ ემოციებმა და ცოტა რომ არ დამესვენა თავი გამისკდებოდა. ოთახს თვალი მოვავლე და სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი. ძალიან ლამაზი და თბილი გარემო იყო. ნელ–ნელა თვალები მეხუჭებოდა. ვგრძნობდი რომ დიდი ხანი ვერ გავძლებდი და დამეძინებოდა, მაგრამ სადამდეც შემეძლო, სიფხიზლეს ვინარჩუნებდი. სულ ტყუილად. ჩამეძინა.
თვალები რომ გავახილე, ოთახში არავინ იყო. გარეთ გავიხედე, ჭრიჭინები სასიამოვნო ხმას გამოსცემდნენ და მეც გავიბადრე, მაგრამ როგორც კი გავაანალიზე რომ ჩამეძინა, სწრაფად ჩავიცვი ფეხსაცმელი, რომელიც მე აშკარად არ გამიხდია, პლედი მოვიშორე და მინდოდა ჩამერბინა ქვედა სართულზე, მაგრამ სწრადი სიარულის მეტი ვერ შევძელი. სამზარეულოდ მადისაღმძვრელი სუნი გამოდიოდა, ალბათ, ნაილა ბებოც იქ იქნებოდა. მისაღებში ისხდნენ ბაბუა და შვილიშვილი. სერიოზული სახით ჩემთვის გაურკვეველ თემაზე საუბრობდნენ. როგორც კი დამინახა ანდრონიკემ, გამიცინა და ხელი მის გვერდით არსებულ ცარიელ ადგილას დაატყაპუნა. მეც მივუჯექი.
– როგორ გეძინა? – მკითხა ისე, რომ ღიმილი სახიდან არ მოუშორებია.
– კარგად, მე... – რაღაცა უნდა მეთქვა, ასე როგორ...
– ჩშშ, არაფერი თქვა. მერე რა მოხდა, დაიღალე და დაგეძინა. სასირცხვილო და მითუმეტეს საბოდიშო არაფერი არ არის აქ. – თითებით გაყინულ მტევანზე მომეფერა. – ხო ასეა, გაბრიელ? – ჰკითხა ბაბუამისს და მისკენ ოდნავ შეტრიალდა.
– რა თქმა უნდა, ასეა. – გამიღიმა კაცმაც.
– გცივა? – ჩურჩულით მკითხა, როცა გაბრიელ ბაბუა იქაურობას გაეცალა.
– არაა.
– ნუ მატყუებ, გცივა. – თავისი მოსაცმელი სწრაფად გაიხადა და მომახურა.
ინსტიქტურად დავსუნე და გავიბარდე. როგორ მიყვარს ეს სურნელი...
– გმადლობ. ნაილა ბებო, სად არის? – მაინც დავაზუსტე.
– სამზარეულოშია.
– წავალ, დავეხმარები. – ფეხზე წამოვდექი და სამზარეულოსკენ გავწიე.
– როგორც გინდა. – მომესმა ხმა და უფრო თამამად შევაბიჯე ოთახში.
– საღამო მშვიდობის, შვილო. – გაიღიმა ქალმა, როგორც კი დამინახა და ფქვილით დაფარული ხელები სწრაფად გაიწმინდა.
– მოდი, დაჯექი.
– აა, ხოო... – ფიქრებიდან გამომიყვანა მისმა თბილმა ხმამ და მეც დავემორჩილე, მაგრამ მერე გამახსენდა, რისვის შემოვედი აქ. – დახმარება, ხომ არ გინდათ?
– არა, არა, როგორ გეკადრება. – ისე შეიცხადა, წამით შემეშინდა, რამე ცუდად ხომ არ ვთქვი–მეთქი. – არაფერი ისეთი, უბრალოდ ამ სამზარეულოში მხოლოდ მე ვაკეთებ ყოველთვის ყველაგერს. სანამ შევძლებ, გავაკეტებ, მერე შენ დაგითმობ ასპარეზს. – თვალი ჩამიკრა და ქვაბში მოთუხთუხე საჭმელს ხის კოვზით მოურია. – ეს, ერთგვარი შინაგანა წესია.
– სიამონებით დაგეხმარებით, როცა თქვენ ჩათვლით საჭიროდ. – გავიღიმე და მაგიდაზე დავაწყვე გადახლართული ხელები.
– როგორ, ან სად გაიცანი ჩემი ანდრონიკე? – მკითხა ინტერესით.
ჰომ...
– ჩემი დაქალის სახლში. აღმოჩნდა, რომ დიანას ქმრის, ირაკლის ძმაკაცია ანდრონიკე და სწორედ იქ. მერე სახლამდე მან მიმიყანა და ასე...
– ძალიან გამიხარდა, რომ დაადგა საშველი შენი ცოლად მოყვანის. მთელი წლები იმას იძახის, თათა, ძალიან პატარაა, თათა, მეცოდება ამ ასაკში ოჯახისთვის, შვილებისთვის...
– წლები?
– ჰო. მგონი, შენ 9 თუ 10 წლის იყავი, რომ გვითხრა შემიყვადაო. იმაზე ბრაზობდა, ასეთმა პატარამ, როგორ მოახერხა ჩემი ჭკუიდან გადაყვანაო. მაშინ, აქ რომ ჩამოვიდა, შევატყვე, ვერ იყო გუნებაზე, მეტიც, ძალიან დაღონებული მეჩვენა. არ გვეუბნებოდა მიზეზს, ძლივს გამოვტეხეთ მე და გაბრიელმა. – გადაიკისკისა ხმადაბლდა.
ჩემი გაოგნებული სახის და თვალებ გადმოვარდნილი გამომეტყველების დანახვისას გაიოცა. წინ გაკვირვებული ჩამომიჯდა და ჩემი მარჯვენა ხელი თავისაში მოიქცია.
– როგორ, არ იცოდი? არ უთქვამს?
– არა... წარმოდგენაც არ მქონდა, რაზე მესაუბრებოდით. ნუთუ, ამდენი ხანია, რაც ვუყვარვარ?! – უფრო ჩემთვის ვიკითხე, ვიდრე ნაილა ბებოს გასაგონად, მაგრამ მაინც მიპასუხა.
– ასეა. ახლა, წადი, ანდრონიკესთან მიდი, დღეს მისაღებში ვივახშმოთ.
ამდენი გასაოცარი ფაქტი ზედმეტია. თავბრუ მეხვეოდა უკვე. როგორ? როდის? რანაირად? – ეს კითხვები გამუდმებით მიტრიალებდა თავში და არ მაძლევდა აზროვნების გაშუალებას. ბურუსიდან ანდრონიკეს ხმამ გამომიყვანა, რომელმაც რამდენჯერმე გაიმეორე ჩემი სახელი.
– ჰო. – ვუპასუხე, მაგრამ ვაი ამ პასუხს.
მაშინვე შევატყვე რომ მიხვდა, ფიქრებით სულ სხვაგან ვიყავი. არაფერი უთქვამს. მასთან მივედი და გვერდზე მივუჯექი. იმ მომენტში, ისე მინდოდა მისი სიახლოვე უფრო მეტად მეგრძნო, არ გავითვალისწინე ის რომ ნაილა ბებო იქ იყო. თავი მხარზე დავადე და ბედნიერებისაგან წამოსულ ცრემლების ნაკადს უფლება მივეცი ბოლომდე დაცლილიყვნენ.
– რატომ ტირი? – ხმაში შიში შეეპარა ანდრონიკეს.
თავი ავწიე და გაბადრულმა შევხედე. ნაილა ბებომ გაიცინა. ჯერ მე შემომხედა, მერე შვილიშვილს, რომელიც აშკარად ჩემ პასუხს ელოდებოდა.
– ბოდიში. რაღაც წამომცდა და... ალბათ გაერკვევით თქვენ თვითონ. აღარ დავამატებ არაფერს. ვივახშმოთ და კი დავწვებით მერე მე და ბაბუაშენი. – გაიცინა ქალმა.
არაფერი გვითქვამს არც ერთს. სუფრის გაწყობა დაიწყო. ამაში მომცა დახმარების უფლება. სულ ღიმილით დავეხმარე და ბაბუასაც მე დავუძახე. ვივახშმეთ ისე, რომ ხმა არც ერთს ამოგვიღია. დაპირებისამებრ, გაეცალნენ იქაურობას ცოლ–ქმარი, მას შენდეგ, რაც მაგიდა ავალაგეთ. მარტო დავრჩით. ანდრონიკეს გულზე მედო თავი და მის ფეთქვას ვუსმენდი, თან მისი სუნი ცხვირში ისე სასიამოვნოდ მიღიტინებდა, ადგილიდან არ მინდოდა განძრევა.
– ჩვენ რა ვქნათ, ავიდეთ საძინებელში? – ჩურჩულით მკითხა.
პასუხი რომ დავუგვიანე, ჩამომხედა, ალბათ, იფიქრა სძინავსო, მაგრამ ჩემი თვალები რომ გახელილი დაინახა, დამაცადა, როდის გავცემდი პასუხს.
– ავიდეთ. – ცოტა ხნის მერე ვუთხარი.
კიბეებზე ისე ამიფრიალდა მთელი ორგანიზმი, ლამის ცუდად გავხდი. რაც უფრო ვუახლოვდებოდით საძინებელს, მით უფრო ძლიერად მოქმედებდა ჩემზე ეს ყოველივე. ფიქრები არ მასვენებდა, არც ჟრუანტელი. დამაცადა, როდის ჩავიცვამდი საღამურებს და მხოლოდ მას შემდეგ შემოვიდა ოთახში. თვითონ, მაისური გაიხადა, სპორტული შარვალიც მის გზას გაუყენა და ისე სწრაფად ამოიცვა მეორე სპორტული, თვალი ვერ მივადევნე მის ქმედებებს. პრინციპში, ისე შემრცხვა არც მიცდია. ლამის მეორე მხარეს გადავტრიალდი, მაგრამ თავი როგორღაც შევიკავე. გვერდზე მომიწვა და თავი მხარზე დამადო. ანდრონიკეს სურნელმა ისე გამაბრუა, ყველაფერი მარტივად დამავიწყა.

***
თავის ოდნავმა ტკივილმა გამაღვიძა. თვალებდახუჭულმა მივიჭირე თითები საფეთქელზე და სანახევროდ წამოვჯექი. ტანზე დავიხედე. ჩემმა შიშველმა სხეულმა დამზაფრა. მკერდთან სულ პატარა ჩალურჯება დავლანდე. არ ვიცი რამდენად ნორმალური იყო, მაგრამ ამ ჩალურჯებებმა სიამოვნების მეტი არაფერი მომგვარა. პარადოქსია, ნამდვილი პარადოქსი. იმაზე კი არ ვდარდობდი, რაც სადარდებელი იყო, არამედ იმაზე, როგორ შემეხედა ანდრონიკესთვის თვალებში. ისე მრცხვენოდა, ისე...
– თათა, – ანდრონიკეს ხმა მომესმა უკნიდან და გული ისე ამიფართხალდა მეგონა გამისკდებოდა.
– ჰო… – ჩემი ხმა ძლივს მეცნო. მისკენ შევტრიალდი.
– მოდი ჩემთან. – ხელი ჩემკენ გამოიშვირა.
ჯანდაბაში მოვისროლე მორცხვობა, გაღიმებული ავფოფხდი ლოგინზე, თავი მკერდზე დავადე და მთელი ძალით ჩავეხუტე. ცალი ხელი წელზე გადავადე, თვითონ კი ორივე ხელი მომხვია.
– ჩემი ფერია! – დაიჩურჩულა კაცმა და თავზე რამდენჯერმე მაკოცა.
ისე ვიქცეოდით რამდენიმე წუთი, როგორც უნდა მოვქცეულიყავით, თუმცა ვგრძნობდი რომ სიცილს ვერ იკავებდა, რაც, რა თქმა უნდა, ჩემი სიმორცხვისგან გამომდინარეობდა. ყოველი ჩემ შიშველ სხეულზე ანდრონიკეს თითის დადება ჩემი აჭარხლებით სრულდებოდა. მთელი ძალით ცდილობდა ანდრონიკე არაფერი შეემჩნია, მაგრამ ბოლოს სიცილი ვერ შეიკავა.
– თათა, ჩემი გრცხვენია? – ხარხარით მკითხა და ნახევრად წამოჯდა ლოგინზე.
– აუუ… – დავიკრუსუნე და იდაყვი მივარტყი გვერდში.
– კარგი, კარგი. – ხელები ჰაერში ასწია დანებების ნიშნად. – ბოლოა, მართლა! – თქვა მას შემდეგ, რაც ჩემი გაბრაზებული სახე დაინახა.
– ავდგეთ, რა! – დავიწუწუნე და გვერდზე გადადებულ თხელ ხალათს დავწვდი.
– არ მინდა. – სახე უკმაყოფილოდ დამანჭა და უფრო მჭიდროდ მიმიკრო სხეულზე.
– ანდრონიკე… სირცხვილია, გვიან რომ ავდგეთ და გთხოვ… მარტოები არ ვართ… – თავს ძლივს ვუყრიდი სიტყვებს.
– ავდგეთ, კარგი. რომელი საათია?
– თერთმეტის წუთები. – პასუხი გავეცი მაშინვე, მაგრამ როცა გავაანალიზე კივილი ძლივს შევიკავე. – ვაიმე თერთმეტის წუთებია! რა სირცხვილია! ამდენი ხანი, როგორ მეძინა?! – სწრაფად წამოვხტი და დიდი ტანსაცმლის ჩანთა გავხსენი.
– გუშინდელი ღამის მერე, კიდევ კარგ ენერგიაზე ხარ, პირდაპირ აღფრთოვანებული ვარ შენით. – იცოდა, რა თქმა უნდა, იცოდა, როგორ მოქმედებდა ეს სიტყვები ჩემზე, მაგრამ როგორც ვხედავდი, სიამოვნებდა შექმნილი სიტუაცია.
– ანდრონიკე!
– კარგი, ვიცვამ. მე გასასვლელი ვარ საქმეზე, რას იზამ შენ? გაბრიელი მომყვება და ბებიასთან ხომ არ გერიდება?
– არა. დავეხმარები რაღაც–რაღაცეებში და ამასობაში დროც გავა. – გავუღიმე. შუბლზე მაკოცა და ქვემოთ ჩავედით.
– დილა მშვიდობის! – ღიმილით მივესალმე ბებიას და ბაბუას.
– დილა მშვიდობის, ბებო! – გაიცინა ნაილამ და თმებზე მომეფერა.
სააბაზანო მაჩვენეს, თავი მოვიწესრიგე და სამზარეულოში გავედი. ნაილა ბებო საუზმეს ამზადებდა, თან ღიღინებდა. სკამზე ჩამოვჯექი.
– დახმარებას აღარ შემოგთავაზებთ. თქვენი გუშინდელი სიტყვები მახსოვს. – გავიცინე.
– რა კარგი გვყავხარ, ბებია! ნეტავ იცოდე, როგორ გაგვაბედნიერე!

1993 წელი, ივნისის 20.
რამდენიმე დღე სიამ–ტკბილობაში გავატარეთ. დღეები ისე ბედნიერად ილეოდა, არ მინდოდა ეს პერიოდი ოდესმე დასრულებულიყო, მაგრამ ვიცოდი, რომ ჩემები ჩამოვიდოდნენ და თავდაყირა დადგებოდა ყველაფერი თუ არა, რაღაც მაინც. ძალიან მეშინოდა მათი ჩამოსვლის, არ ვიცოდი, როგორ და რა უნდა მეთქვა, მათი გაბრაზებისაგან თავი რანაირად უნდა ამერიდებინა. ამაშიც ანდრონიკეს იმედი მქონდა, პირველ რიგში მისი, შემდეგ კი ნაილას და გაბრიელის.
კახეთში ჩასვლიდან რამდენიმე დღეში, ალბათ, 4–ში, ანდრონიკეს მშობლები ჩამოვიდნენ. ისე დამთრგუნა ამ ფაქტმა კანში ვეღარ ვეტეოდი. წარმოდგენა არ მქონდა, როგორ უნდა მოვქცეულიყავი, რა უნდა მეთქვა, რანაირად… კარში ძალიან მაღალი ცოლ–ქმარი შემოვიდა. ორივე ულამაზესი იყვნენ. საოცრად უხდებოდნენ ერთამენთს და სითბოს ასხივებდნენ. ერთხელ გამეტებით მოვუჭირე ანდრონიკეს ხელზე ხელი, მაგრამ დამვმშვიდდი, როცა ქმრის მშვიდი და თბილი მზერა დავიჭირდე, რომელიც მეც მეკუთვნოდა და მის მშობლებსაც.
– გამარჯობა… – დავიჩურჩულე და ვიგრძენი, როგორ წამერთვა ხმა. ფეხზე ანდრონიკესთან ერთად წამოვდექი და უხერხულად ავიწურე მათ წინაშე.
ოთხი წყვილი თვალი ისეთი სიყვარულით გვიმზერდა, წარმოუდგენელი იყო ეს ჩემთვის. არ მეგონა ასეთი სიყვარულით თუ მიმიღებდნენ. შეიძლება ითქვას, რომ ამის გარდა ყველაფერს ველოდი. გაოგნებისაგან თვალები გამიფართოვდა, როცა ჩემ მხრებზე ვიგრძენი ნაზი მკლავები და ლოყაზე ტუჩების კვალის დატოვება გავაცნობიერე. ალბათ, იატაკზე გავუშოტებოდი, რომ არა ანდრონიკეს ხელი ჩემ წელზე. გამეტებით ჩავაფრინდი თითებში და როგორც შევძელი, ისე მოვუჭირდე.
– გამარჯობა. – წკრიალა, მხიარული ხნით მომესალმა და ისევ იმ ადგილს დაუბრუნდა სადაც რანდენიმე წამის წინ იდგა.
– ისეთი სიტუაციაა, გული შემიღონდება მალე. დასხედიტ, რა გჭირთ, რატომ ხართ ასეთი დაძაბულები? – ამოიროხროხა, როგორც გავიგე, ვაჩემ, ანდრონიკეს მამამ. ცოლს ხელი დაავლო და გვერდზე მიისვა.
ისეთი განსხვავებული სურათი იშლებოდა ჩემს წინ, ღიმილის მეტი არაფერი შემეძლო. თავიდან ძალიან ჩვეულებრივი, გაცნობითი საუბრებით შემოვიფაგლეთ. მეც, ჩემის მხრივ, ვცდილობდი ბუნებრივი ვყოფილიყავი, მაგრამ ახალგაცნობილ დედამთილ–მამამთილთან, მიუხედავად მათი ხასიათისა, მიჭირდა ვყოფილიყავი ლაღი, ისეთი, როგორიც სინამდვილეში ვარ. ნელ–ნელა გადავედით სერიოზულ საუბარზე და ამან ძალიან დამძაბა. ვიცოდი, ვერ ავცდებოდით ამ თემის განხილვას, მაგრამ იმედი მაინც მქონდა, ყოველ შემთხვევაში.
– რას აპირებთ? – გვკითხა უცაბედად დასერიოზულებულმა ვაჩემ.
– ჯერ–ჯერობით არაფერს. – გასცა პასუხი ანდრონიკემ და დივნის საზურგეს ჩემიანად მიეყრდნო.
– რას ნიშნავს, ჯერ–ჯერობით არაფერს? – დავინახე, როგორ აუკიაფდა თვალებში ბრაზი და ეს საკმარისი იყო იმისთვის, გონება რომ გამთიშვოდა.
იმას ნიშნავს, რომ ჯერ არ ვაპირებთ არსად წასვლას. ვხვდები მამა, რომ რთულად იქნება ყველაფერი, უბრალოდ, ცოტა ხანი, მინდა ჩემ ცოლთან გავატარო ბედნიერად. პრინციპში, მომავალშიც ასე ვიქნებით, ეჭვი არ შეგეპაროთ, მაგრამ არ მინდა თათამ ინერვიულო. არც ის მინდა, გული ეტკინოს. ეს უკანასკნელი რომ არ მოხდეს ყველაფერს გავაკეთებ და ყველას დავუპირისპირდები, ვინც არ უნდა იყოს ეს. – დაიღრინა ავად და ჩემს თითებში ახლართა თავისი თითები.
გაავებული ასავსავებდა თვალებს. დასამშვიდებლად ხელის ზურგზე მოვეფერა ცერა თითით და თბილად გავუღიმე.
– არ გინდა… – დავიჩურჩულე და მხარზე თავი მივადე. – მე შენთან ვარ ახლაც და მერეც შენთან ვიქნები. ჩემი ხომ გჯერა? – თვალს არაფრის დიდებით ვაშორებ და ყველას ვივიწყებ იქ ვინც არის, გარდა ჩემი ქმრისა.
არაფერი უთქვამს, თავი დამიქნია და ლოყაზე ორი თითი ნაზად ჩამომისვა. თვალები გაბადრულმა დავხუჭე და რამდენიმე წამის შემდეგ ისევ მოვავლე თვალი იქ მყოფთ. ბოდიშის მზერით გავხედე თითოეულ მათგანს.
– ეს ასეც უნდა იყოს, რადგან ერთმანეთის ნაწილები ხართ, – თავი მონდომებით და აშკარა სიამოვნებით დააქნია, – მაგრამ ასე არ შეიძლება. ჩვენ რამდენიმე დღეში ჩამოვიყვანთ მათ აქ და დანარჩენი შენი საქმეა. თათა ჯერ კიდევ ძალიან პატარაა და ყველაფერი უფრო სხვანაირად უნდა მოხდეს. – აგრძელებდა ვაჩე.
– მაგას არ ვუარყოფ. ჩამოვიდნენ, რა თქმა უნდა, უნდა ჩამოვიდნენ. – დაეთანხმა ანდრონიკე და გაიცინა.
დაძაბულობაც წამში გაიფანტა და საღამომ უფრო კარგად ჩაირა, მეტიც, ყველაფერი შესანიშნავად მიდიოდა, მხიარულად და… სრულყოფილად!
მე, ნაილა ბებომ და ლიზიმაც მოვასწარით სამზარეულოში განმარტოვება, სანამ ვახშამს მოვამზადებდით. დღეს გამონაკლისი დაუშვა ნაილა ბებომ და მოგვცა უფლება ჩვენს დავხმარებოდით. მაოცებდა ანდრონიკეს დედის ახალგაზრდული, ყოველგვარ მხიარული და შესანიშნავი ხასიათი. ჩემში აღფრთოვანებას იწვევდა დაქალურად განწყობილი დედამთილი. პირველი, რაც გააკეთა ეს იყო: მხოლოდ სახელით მომმართე, ყოველგვარი ,,თ’’–ს გარეშე, ვაჩესაც იგივე სურვილი აქვს, დამიჯერე–ო. ბევრ რამეზე ვისაუბრეთ. თბილისში გადასვლაზეც. ძალიან ლამაზი საძინებელი მოგიმზადეთო, კისკისით მითხრა.
არც ასეთ ცხოვრებას და არც ასეთ მომავალს წარმოვიდგენდი, მაგრამ ფაქტია, ეს ჩემი ცხოვრებაა, ფერადი, ხასხასა ფერებით მოცული.



1993 წელი, ივნისის 28.
თვალები მაგრად მქონდა დახუჭული და ქმრის პერანგს მთელი ძალით ვებღაუჭებოდი. სრულ პარალიზებას განიცდიდა ჩემი მთელი არსება, მთლიანად მე განვიცდიდი. შეკავებულმა ცრემლებმა, რომელიც შიშისაგან და ნერვოულობისაგან წარმოიშვა, ცხვირი ამიწვა. აწითლებულ ცხვირის წვერზე საჩვენებელი თითი გადავიტარე და დამფრთხალმა ავხედე ანდრონიკეს, რომელიც უზადო სერიოზულობით იყურებოდა ჭიშკრისაკენ, სადაც ორ მანქანას დაეკავა ადგილი.
– არ შემიძლია… – ამოვიკრუსუნე და ტკივილით სავსე თვალებით ავხედე ანდრონიკეს.
– შეგიძლია, პატარავ! ყველაფერს შევძლებთ!
– რომ არ მიიღონ ჩემი გადაწყეტილება, რომ მიმატოვონ, მოვკვდები იცოდე… – ავსლუკუნდი და მის ყელში ჩავმალე სახე.
ხარბად შევისუნთქე მისი სურნელი. ცხვირი ყელზე გავუხახუნე და ვიგრძენი, როგორ გააჟრიალა. მიუხედავად იმისა რომ საერთოდ არ მქონდა სიცილის თავი, გაღიმება მაინც შევძელი. თავს დავმშვიდებისაკენ მოვუწოდე. არაფრის დიდებით მინდოდა ყველას თვალწინ ავტირებულიყავი.
– ყველაფერს გავაკეთებ იმისთის, რომ თავი ცუდად არ იგრძნო! – მტკიცედ გაისმა კორინთელის ხმა და მასში დაბუდებული სუსხის გამო ერთიანად გამაცია.
– ვიცი… – ძლივს ავლუღლუღდი.
– ძალიან მიყვარხარ, გახსოვდეს სულ!
– მეც… მეც უზომოდ მიყვარხარ…
თავი ბევრად მხნედ ვიგრძენი, როცა მისი ტუჩები აღმოჩნდა ჩემზე, რომელიც მთელი გრძნობით მკოცნიდა. პირველას ავყევი იგივე ვნებით. რატომღაც აღარ მაბრკოლებდა მასთან ასეთი სიახლოვე, რაც ანდრონიკეს დამსახურება იყო. სულ მიმეორებდა: იყავი უფრო თავისუფალი!
ჩვენი ოთახის კარი გამოვიხურე. ანდრონიკე უკან მომყვებოდა, თითქოს, ზურგს მიმაგრებდა და ეს იმდენად სასიამოვნო, ამავდროულად კი დამამშვიდებელი იყო, მტკიცედ ვადგამდი თითოეულ ნაბიჯს. მისაღებში ჩვენი ჩასვა და ჩემი ერთ ადგილას მიყინვა ზუსტად ერთნაირი იყო.
მამაჩემი სავარძელში იჯდა ისეთი მზერით, ჯობდა არ შემეხედა საერთოდ. მის თვალებში იმდენად დიდი იმედგაცრუება იყო, გული ნაფლეთებად მიქცნია. დედას ვერც კი შევხედე, ვერ გავბედე. არ შემეძლო. ვიცოდი, ბოლოს მომიღებდა მისი თვალები.
16 წლის გოგოს გათხოვება, თან 1993 წელს, არ უნდა ყოფილიყო ასეთი შემაძრწუნებელი, მაგრამ ჩემი მშობლები საერთოდ არ ფიქრობდნენ ასე, არ ვიცი, რატომ. სულ აკვირვებდა ყველას ეს ფაქტი, მეც, მათ შორის, თუმცა ვეთანხმებოდი და მეტიც მომწონდა კიდეც ასეთი მიდგომა.
მაგრამ ახლა…
ახლა ყველაფერი სხვნაიარად იყო.
ახლა მძულდა მათი თვალის დანახული ეს ყოველი.
– გამარჯობა! – ანდროკეს ხმა მომესმა უკნიდან, რომელიც ჩემ მშობლებს ესალმდებოდა და წამში გამოვფხიზლდი.
თავი აქეთ–იქით გამოსაფხიზლებლად შეუმჩნევლად გავაქნიე და ანდრონიკეს გამოწვდილ ხელს ჩემი შევაგებე. დივანზე დავიკავე ქმრის და დედამთილის გვერდზე ადგილი და მავედრებელი მზერით გავხედე ანდრონიკეს. არ ვიცი, იმ მომენტში რას ვთხოვდი, მაგრამ მინდოდა რაღაც ექნა. როგორმე დავეღწიე მეც, მისი თავიც და ჩვენი ურთიერთობაც ამ მარწუხებისაგან.
– ყველაფერი კარგად იქნება, – გადმომიჩურჩულა ლიზიკომ და ხელის ზურგზე თბილად მომეფერა. – შენ თავს არავის დავუთმობთ!
მსუბუქად გავუღიმე. თითქოს, ჩემ ჯინაზე არ იწყებდა არავინ საუბარს. ყველანი ჩუმად ვისხედით და ეს სურათი იმდენად მოქმედებდა ჩემზე ცუდად, რომ ლამის სიმწრისაგან ტუჩები დამეჭამა. თავდახრილი ვიჯექი. ვერანაირად გავბედე დედ–მამისთვის შემეხედა. ვგრძნობდი რომ ჩემი სითამამე სადღაც უკვალოდ ქრებოდა.
– არავის არ მოუწევს ვინმეს დათმობა. თათა ახლავე ადგება და წამოვა. გარჩევას არ ექვემდებარება ეს ყველაფერი. – მშვიდად თქვა დედამ, მაგრამ მე ხომ ვიცოდი, რა იმალებოდა ამ მშვიდი ხმის უკან.
მორიგეობით ალაპარაკდა ანდრონიკე, ლიზი, ვაჩე, მამა, დედა… ლამის იყო ყურებზე ამეფარებინა ხელი და მთელი ხმით მეკივლა. არ შემეძლო ამ საუბრის მოსმენა, ამ სიტყვების… მთელი ხმით ჩავებღაუჭე ანდრონიკეს მკლავს, სიმწრით ვერ მოვზომე და მთელი ძალით ჩავაჭირე ფრჩხილები. მიუხედავად პერანგის არსებობისა, მაინც ვიგრძენი, როგორ გავუჭერი კანი. უბრალოდ ჩამომხედა ანდრონიკემ.
თვალებით მომეფერა.
ამაზე უფრო ამიჩუყდა გული და მის მკერდს მიყრდნობილმა უხმოდ დავიწყე ტირილი. აღარაფერი მინდოდა ანდრონიკეს ძლიერი მკლავების გარდა. მისი შეხება… მისი თბილი სიტყვები, რომლებიც ყოველ წამს თავს ქალად, ბედნიერ ქალად მაგრძნობინებდა, მისი სიყვარულით აღსავსე თვალები… ყველაფერი ეს იმდენად მაკლდა, იმდენად რომ აღარაფერი მინდოდა სხვა.
ასე აღარ შეიძლებოდა..!
– მე ვრჩები! ამაში წამითაც კი ნუ შეგეპარებათ ეჭვი! ანდრონიკეს გამო ყველას დავთმობ, მაგრამ თქვენ…
– თათა! – დასჭექა მამაჩემმა და მე ვიგრძენი, როგორ დაეძაბა ხელი ანდრონიკეს. ვიცოდი, რომ ნერვები წკიპზე ჰქონდა.
– როგორ შეგიძლიათ თქვენს შვილზე მხოლოდ იმის გამო უარის თქმა რომ შეუყვარდა, რომ გადადგა ის ნაბიჯი, რომელმაც ბედნიერების ზენიტამდე მიაღწევინა. თითქმის ვიცოდი ასე რომ მომექცეოდით, მაგრამ ქვეცნობიერად მაინც მქონდა იმის იმედი, რომ ცხოვრებაში პირველად გვერდში დამიდგებოდით. მხოლოდ მატერიალური მხარე არ არის ყველაფერი, თუმცა არაერთხელ დამიმტკიცეთ რამდენად ხართ დამოკიდებული. ვიცი, ვიცი, რომ არ უნდა მოვქცეულიყავი ასე, რომ არ იყო სწორი, მაგრამ… ახლა მაინც მქონდა იმის იმედი სადღაც გულის ღრმა კუნჭულში, რომ ჩემი ბედნიერებით დატკბებოდით…
ცრემლებს ვერ ვიკავებდი. მსიამოვნებდა. აღარ შემეძლო ეს უთქმელობა. მტანჯავდა. შიგნიდან მღრღნიდა და მოსვენებას არ მაძლევდა, მოსვენებასთან ერთად კი ბოლომდე ბედნიერებით დატკბობის საშუალებას.
– თუ აზრს არ შეიცვლი, შეგიძლია დარჩე, ჩვენ წავალთ! – მითხრა მამამ და დედასთან ერთან წამოდგა ფეხზე, შემდეგ კი უკანმოუხედავად დატოვეს სახლი.
გავუშვი…
სიკვდილის ტოლფასი იყო ეს,
მაგრამ უნდა გამეკეთებინა.
ჩემი და ანდრონიკეს გამო,
ჩვენი ოჯახის გამო!

1993 წელი, ივლისის 23.
თბილისში გადმოვედით თუ არა, ყველაფერი კალაპოტში ჩადგა. ასე თუ ისე. ანდრონიკესთან ერთად გათენებული და დაღამებული ყოველი დღე სიყვარულით სავსე იყო. ვხვდებოდი რომ რაღაც იცვლებოდა ჩემში, ნელ–ნელა გადატრიალებას ახდენდა.
ბედნიერების ზღვა იყო ყოველი დღე და ყოველი ღამე!

***
დილით რომ გავიღვიძე, ანდრონიკე უკვე სამსახურში დამხვდა წასული. მგონი პირველად მოხდა ისე, რომ არ გავაცილე. სწრაფად ჩავიცვი ტანისამოსი, სააბაზანოში მოვიწესრიგე თავი და დედამთილთან გავედი. მობეზრებულმა გაავაქნიე თავი აქეთ–იქით, როგორც ყოველთვის, სახლი ჩემ გარეშე იყო დალაგებული. ლიზიკოს მუდამ მომღიმარ სახეს შევხედე, მისკენ წავედი, ლოყაზე სწრაფად ვაკოცე და სამზარეულოსკენ ავიღე გეზი. მგელივით მშიოდა.
–დილამშვიდობის! – მივესალმე ოჯახის წევრებს. – ლუკა, არ გშია? – ვკითხე ანც კულულებიან ბავშვს, რომელიც აქეთ–იქით დახტოდა.
– არაა. – სიტყვა გაწელა და გაკრეჭილმა მომხვია პატარა მკლავები.
– როგორ არა, აუცილებელია დილით საუზმე, ასე რომ, მომისკუპდი და მერე თუ გინდა მე და შენ გავისეირნოთ. – შევთავაზე ანდრონიკეს 4 წლის ძმას, რომელიც სიგიჟემდე მიყვარდა.
– დედა რომ არ გამომიშვებს? – უკმაყოფილოდ გააწკლაპუნა ტუჩები ლუკამ, მაგრამ მაინც ჩამიხტა კალთაში.
– ამჯერად რა დააშავე? – გავიცინე და კარაქის პურზე წასმა განვარგრძე.
– დილით ყველას რომ ეძინა ტაფებით დავხტოდი აქეთ–იქით, ვყვიროდი და შენს გარდა ყველა გავაღვიძე. – ეშმაკურად ჩაიხითხითა და პატარა ხელისგული პირზე აიფარა ხმა რომ დაეხშო.
– და ამის გამო დაგსაჯა ხო ლიზიკომ?
– ჰო. – მკვირცხლად და ისეთმა ბედნიერმა დამიქნია თავი, თითქოს ამაზე კარგი რამ არ გაეკეთებინა არასდროს.
– ოხ, ლუკა! შენი გამოსწორება არ იქნება! წამოდი და ვეტყვი რომ გასეირნებას ვაპირებთ. – ხელი ჩავკიდე და კისკისით წავედით დედამთილისაკენ.
– ლიზიკოო… – დავიწყე ისეთი ტონით, დარწმუნებული ვარ ეგრევე მიხვდა, რაც მინდოდა.
– არსად არ გამოვუშვებ!
სულ ასეთი სახით და ხმით მივდივარ, როცა რამე მაქვს სათხოვარი, ეს ,,რამე’’ კი აუცილებლად ყოველთვის ლუკას გასეირნებაა, რასაც მანამდე ასევე აუცილებლად ერთვის ლუკას ქცევები, რომელიც სულ აბრაზებს ლიზიკოს.
– აუ, დეე… – ისე საწყლად აკრუტუნდა ლუკა ვერც ერთმა შევიკავეთ ღიმილი.
– ხმა!
– ლიზიკო, პირობას გაძლევ ბოლოს წინა შემთხვევაა! – სიცილით გავიკრიჭე და ოთხი თითი საფეთქელთან მივიდე.
– ბოლოს წინა…?! – გაკვირვებულმა აწკიპა წარბები ზევით.
– მაინც, თავს ვიზღვევ, რა იცი, რა ხდება. – ღიმილით ავიჩეჩე მხრები და ხმაურით ვაკოცე ორივე ლოყაზე. – მსოფლიოში საუკეთესო დედამთილი ხარ! – ვუთარი და სწრაფად გავწიე ლუკას ოთახისკენ, რათა მომეწესრიგებინა.
– რა გამიკეთე ანდრონიკე კორინთელო? ერთი ბავშვი არ მეყოფოდა აღსაზრდელად, მეორეც რომ მომიყვანე? – გადაიკისკისა ჩემმა დედამთილმა და ბედნიერს გამეღიმა იმის გამო, რომ ასეთი კარგი ადამიანი და ადამიანები იყვნენ ჩემ გარშემო, ჩემ ოჯახში!
სწრაფად მოვაწესრიგე ლუკა, მეც მოვწესრიგდი, საუზმე ძალით, მაგრამ მაინც ვაჭამე და გარეთ გავედით. იმდენი ვისეირნეთ ფეხები ორივეს საშინლად გვტკიოდა. სიმართლე რომ ვთქვა, ასე საოცრად არასდროს დავღლილვარ. ლუკას სასუსნავები ვუყიდე და საღამოს სახლშიც ავედით. სწორედ იმ დროს, როცა ანდრონიკე და ვაჩე წესით მოსულები უნდა ყოფილიყვნენ.
– ლიზიკო, მოვედით ჩვენ! – დავიძახე შემოსასვლელიდან, ლუკას თხელი მოსაცმელი გავხადე და საკიდზე ჩამოვკიდე.
– მოდით, მოდით, თან ვივახშმოთ.
– არ მოსულან? – მამა–შვილზე ვკითხე, მაგრამ ეშმაკური ღიმილით რომ გამომხედა, უკან დავიხიე. ერთიანად ამიხურდა მთელი სახე.
– ჯერ არა.
– კარგი… მეძინება და წავალ, წამოვწვები, კარგი?
– კარგი… მაგრამ რამე ხომ არ გტკივა? – უცბად მკითხა და ვიგრძენი, როგორ დაჟინებით მომაჩერდა.
– არა. რა უნდა მტკიოდეს? უბრალოდ მეძინება.
– ჰო, რა ვიცი… – მხრები ჩაფიქრებულმა აიჩეჩა. – უბრალოდ რაღაც… ანუ, ისე იძინებ ამ ბოლო დროს, ძალიან დიდ ხმაურზეც კი ვერ გაღვიძებთ, თან ძალა საერთოდ აღარ გაქვს და არ ვიცი… ორსულად ხო არ ხარ?
– მე… არ… არა! არა! ჯერ არ შემიძლია! ჯერ ძალიან მეშინია! – პანიკამ შემომიტია. ერთიანად ამიკანკალდა ხელები და თვალები ცრემლით ამევსო.
ახლანდელი გადმოსახედიდან ძალიან საშინელი და გულის ამრევი რეაქცია მქონდა, მაგრამ მაშინ, მართლა ძალიან მეშინოდა მშობიარობის, ორსულობის… დედობის!
– დამშვიდდი, ყველაფერი კარგად არის! – გამიღიმა, მხარზე ხელი მომითათუნა და განაგრძო, – წადი, დაისვენე და არაფერზე იდარდო.

***
ბურანიდან ანდრონიკეს ჩურჩულმა და მისმა თბილმა ხელებმა გამომიყვანა. ისე მსიამოვნებდა, ცოტა ხანი, არ გავტოკებულვარ, თვალები არ გამიხელია. მშვიდად ვიწექი და ბედნიერი შევიგრძნობდი მის სუნს, მის სუნთქვას… ალბათ, კიდევ დიდი ხანი ვიქნებოდი ასე, რომ არა საშინელი სიძლიერის მონატრების ტალღის შემოტევა! ანდრონიკეს მხარეს გადავბრუნდი და ძალიან მაგრად ჩავეხუტე.
– ჩემი ფერია… – დაიჩურჩულა ჩემ ტუჩებთან და ნაზად შემეხო ბაგეებზე. – თავს როგორ გრძნობ?
– ნორმალურად… უბრალოდ… ცოტა შეშინებული და არეული ვარ… – ის–ის იყო მიზეზი უნდა მეთქვა, რომ გამაწყვეტინა.
– ვიცი, ლუკამ მახარა, როგორც კი დავბრუნდი. ეს… მეც ვერ გამოვდივარ ჯერ ბურუსიდან, მაგრამ... ნუ ღელავ, ვხვდები, რომ არ ხარ მზად და შენ სიცოცხლეს ვფიცავარ, ეს არაფერი არ არის დამიჯერე. წინ მთელი ცხოვრება გვაქვს, რომელიც ერთად უნდა გავატაროთ! – ანდრონიკეს გულზე მედო თავი და მის სიტყვებზე ვფიქრობდი, ის კი მთელს სახეზე მეფერებოდა.
– არა, ანდრონიკე. ორსულად ვარ… გადამიცდა… – ლოგინზე წამოვჯექი სახით მისკენ. – ადრეც მომსვლია ასეთი რამ, მაგრამ ახლა ყველაფერი სხვანაირად არის. მაშინ, არც გათხოვილი ვიყავი და არც არაფერი, ახლა კი… თანაც, ესეც რომ არ იყოს, ფეხმძიმე ქალისთვის დამახასიათებელი სიმპტომებიც მაქვს. – წამით შევისვენე, რადგან უკვე სუნთქვა მიჭირდა. ბედნიერების და შიშის ნაზავი. – გილოცავ, მამიკო… – დავიჩურჩულე და ახლა მე ვაკოცე ტუჩებზე.

***
ცხოვრება იმდენად სხვანაირი გახდა ჩემთვის და ანდრონიკესთვის, ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი. ვერასდროს წარმოვიდგენდი ანდრონიკეს ასეთ ფრთხილს, რომელიც ხანდახან ნერვებს მიშლიდა გადამეტებული ყურადღებით, მარტო ანდრონიკე კი არა, მთელი ოჯახი ისე მექცეოდა, ხანდახან მეგონა რომ ამ მდგომარეობას და სიტუაციას ვეღარ გავუძლებდი, მაგრამ ფიქრი იმაზე, რომ მალე შვილი მეყოლებოდა, ყველაფერს მავიწყებდა, ყველა დეტალს.
6 თვის ორსული ვიყავი მოულოდნელად დედაჩემი და მამაჩემი რომ მესტუმრნენ. იმდენად ამაღელვებელი იყო ჩვენი შეხვედრის სცენა, ლიზიკო ცრემლებს ვერ იკავებდა. მას შემდეგ, მე თავისუფლად შემეძლო მეთქვა, რომ ვიყავი სრულყოფილად ბედნიერი!
ანდრონიკეს ძმაკაცები, სულ თავზე დამტრიალებდნენ, ცოლებითურთ. ,,რძალო, რა გინდა?’’ ,,რძალო, რამე ხომ არ გიყიდო?’’ ,,რძალო, ხომ არ დაიღალე?’’ და ა.შ. დიანა და ირაკლი ჩემ ნათლულთან ერთად ხშირად იყვნენ ჩვენთან, რომელიც მაშინ მოვნათლე, როგორც კი სოფლიდან ჩამოვედით მე და ანდრონიკე. იმდენად შეკრული სამეგრობრო წრე გვქონდა, რომ არ მგონია ასეთი კიდევ ყოფილიყო სადმე. ლაშას და ქეთის 2 შვილი ჰყავთ. საბა და ნიკა. პავლიაშვილი ყველაზე დიდია ასაკით სამეგობროში, 28 წლისაა. ეს არის ადამიანი პოზიტივი! ზუსტად მსგავსი ხასიათი აქვს ლეოს, მაგრამ ხანდახან, ანდრონიკეს მსგავსი კოპებშეკრული ,,ბიძია’’ ხდება. თვითონ სულ ამბობს, რომ მას ისეთი ცოლი რომ არ ყავდეს, როგორიც ანანოა, ყველაფერი სულ სხვანაირად იქნებოდა. ლეოს ერთი შვილი ჰყავს, ანამარია... და მესამე, ეს ის ადამიანია, რომელიც სულ დაბღვერილი დადის, თუმცა მხოლოდ ჩვენთან არის ისეთი, ისეთი თბილი და მეგობრული, როგორიც არავისთან. დავით ნუცუბიძე იყო ის ადამიანი, რომელიც ჩემში სულ იწვევდა აღფრთოვანებას. 2 შვილის მამა. ალექსანდრე, თორნიკე და მაიკო, მისი მეუღლე, წარმოადგენდნენ მის სამყაროს.
მეცხრე თვეში უკვე სიარული მიჭირდა. ძლივს დავგორავდი. მარტის 21–ში გავაჩინე ბიჭი, ვაჩე კორინთელი. მამათილის სახელის დარქმევა ჩემი ბიჭისთის, ჯერ კიდევ მაშინ გადავწყციტე, როცა გავიგე რომ ორსულად ვიყავი. ზუსტად არ ვიცოდი, მაგრამ დედის ინსტიქტით ვგრძნობდი რომ ბიჭი მეყოლებოდა. წარმოდგენა არ მქონდა, რამ განაპირობა ეს ჩემი ქმედება, მაგრამ იმდენად მიყვარდა ანდრონიკეს მამა, გასაოცარი იყო. გული კინაღამ წაუვიდა კაცს, როცა ახალი ამბავი გაიგო. თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე…
4 საათი ვმშობიარობდი, რაც მთავარია, გართულებები არ მოჰყოლია.

1994 წელი, ივლისის 9.
ჩუმად, ფეხაკრეფით გამოვდივარ საძინებელი ოთახიდან და აფორაჟებული შევდივარ სამზარეულოში, ლიზიკოსთან. 3 თვისაა ჩემი ბარტყი, მაგრამ იმდენ ენერგიას მაცლის, ფიტულივით დავდივარ სახლში და არა მარტო.
– დაგღალა ხო? – თბილად შემომხედა ლიზიკომ და პიტნის ჩაი დამიდო წინ. – მამამისის ასლია! ზუსტად ასე მაწვალებდა ისიც.
– საშინლად ლიზიკო. საიდან აქვს ამდენი ენერგია? საათი ვუნდები მის ჩაძინებას. – გავიცინე და საყვარელი ჩაი ნეტარებით მოვსვი, მაგრამ როგორც კი გადავყლაპე, საპირფარეშოში გავვარდი. – მეძინება ლიზიიიიი! – გავძახე კისკისით და ეგრევე მიხვდა ქვეტექსტს.
ჰო, ორსულად ვიყავი.
უკვე მეორედ.
მეორედ გავხდებოდი დედა, ანდრონიკე კი მამა.
მეორედ შევიგრძნობი ჩვენი სიყვარულის ნაყოფს, რომელიც ჩემში გაიზრდებოდა, განვითარდებოდა… საოცრება იყო, სასწაული!
ტყუპები შეგვეძინა, გაბრიელი და ლილე!

1995 წელი, აპრილის 28.
– ადრონიკე, გთხოვ, რა! რა დაგემართა? – არ ვიცი საიდან მომივიდა ეს იდეა, მაგრამ აუცილებლად უნდა განმეხორციელებინა.
– დაგვღალე, თათა! – სიცილით ამოიფრუტუნა ანანომ და ლეოს მიეკრო.
– სანამ არ დამთანხმდება, მანამდე არ მოვისვენებ! – 2 წლის ბავშვივით წამოვიძახე და ხელები მკერდზე გაბრაზებულმა გადავიჯვარედინე.
– მეზარება, თათა. – დაღლილმა ამომხედა და მორბენალი ვაჩე მუხლებზე დაისვა. – თან სამსახურში იმდენი საქმეა, ვეღარ ავუდივარ. რა უნდა მამა ჩემგან? – სიცილით კითხა ბავშვს.
– შენც კაი ჯიუტი ხარ, რა. ყველაზე ბევრი 1 საათის საქმეა და რას ახვეწნინებ ამ გოგოს ასე უაზროდ? – შეეკითხა სიცილით ლაშა და ნათლული თავის კალთაში გადაისვა. – ვაჩე, ქალებში, როდის წავიდეთ ბიჭო? – ახარხარდა და ჩემი შვილიც აიყოლა სიცილში, რომელმაც არ იცოდა რატომ, მაგრამ მაინც იცინოდა.
– რა დეგენერატი ხარ! – ამოიფრუტუნა ქეთიმ და ნიკას გაეკიდა. – ნიკუშა, დააგდე ეგ ჯოხი, არ წაიქცე! – დასდევდა 2 წლის ნიკას, თან იცინოდა. – ლაშა, მოდი და შენ მწყემსე შენი ნადირი შვილები, გამაცალეს ქანცი! – გვერდით მიუჯდა ქმარს და სირბილისაგან აწითლებულ სახეზე ხელები მოისვა.
– არა, იციან, ვერ დავუკარგავ! ზუსტად მამის მსგავსად ვერ გაცლიან ენერგიას, მაგრამ მალე დამეწევიან. – ახარხარდა ლაშა და აგვიყოლა ჩვენც.
– უტაქტო! – მხარზე ხელი მიარტყა გამწარებულმა ქეთიმ, თავის შვილებს ხელი ჩაკიდა და სახლში შეიყვანა.
– ეჰ, ვაჩე, ნათლი, მე უნდა წავიდე, შემოვირიგო ის, თორემ რა გაუძლებს მაგის ჯუჯღუნს! – გადაუჩურჩულა ნათლულს და სახლში მხიარულად შევიდა.
ვაჩეს ხელი დავავლე, ლოყები გემრიელად დავუკოცნე, ანდრონიკეს გვერდით ჩამოვჯექი და ბავშვი მკერდზე მივიწვინე. თვალების ფახუნით ავხედე მოცირან ქმარს და წარბები ავუთამაშე.
– წამომყვები ხო?
– ჯანდაბას, წამოგყვები! –წაიბურდღუნა და შეკრთა, როცა ჩემი კივილი გაიგო.
– საუკეთესო ქმარი ხარ, ჩემო სიცოცხლევ! – წამოვიძახე, საფეთქელზე ვაკოცე და სახლში შევედი ბავშვიანად.
– შენი ძილის დროა, ხო, დე? – ვკითხე პატარა ანდრონიკეს და სიცილით დავუკოცნე მუცელი.
– ხო, მაგრამ არ მინდა.
– არ გინდა, კარგია. საჭიროა!
ლოგინზე დავაწვინე და გვერდით მივუწექი. გაბრიელს და ლილეს დიდი ხანია, რაც ჩაეძინათ. 4 დღეა ლაშას აგარაკზე ვართ წამოსულები მთელი სამეგობრო. ხვალ დილით ანდრონიკე თბილისში მიდის საქმეზე და მეც მივყვები. ძლივს დავითანხმე გამოკვლევებზე. არ ვიცი, რა ჯანდაბა მჭირს, მაგრამ თავს საშინლად ვგრძნობ. არ ვიმჩნევ, ვცდილობ, ყოველ შემთხვევაში, თუმცა ძალიან მიჭირს. შიგნიდან მღრღნის რაღაც, რაღაც ძალიან მძიმე, რომელიც გულზე მთელი ძალით მაწვება.

მეორე დილით, ძალიან ადრე წავედით მე და ჩემი ქმარი. ბავშვები გოგონებს დავუტოვე, თანაც დიდი დრო არ დაგვჭირდებოდა ყველაფერისვის ერთად. ღრმად ამოვისუნთქე, როცა საავადმყოფოდან გამოვედით მე და ანდრონიკე. ყველანაირი ,,პროფილაქტიკა’’ ჩატარებული იყო, პასუხებს კი ერთ კვირაში გავიგებდით. არ ვიცი ეს საერთოდ რაში მჭირდებოდა, მაგრამ მაინც გავაკეთე. ჩემ მშობლებს შევუარეთ წამოსვლისას და გეზი აგარაკისკენ ავიღეთ.
პატარებს ეძინათ ჩვენ რომ ჩავედით, ვაჩე კი ლუკასთად ერთად თამაშობდა. მასზე დიდი კაცივით უხსნიდა ვაჩეს, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო. მხიარულად გავიცინე და სამზარეულოში წყლის დასალევად შევედი.
– ჩაიტარეთ, დაისვენე? – ღიმილით მკითხა მარტო მყოფმა დიანამ, რომელიც საჭმელს აკეთებდა.
– მხოლოდ მას შემდეგ ამოვისუნთქებ თავისუფლად, როცა პასუხებს გავიგებ. – ონკანიდან წყალი ჩამოვასხი და ერთი მოყუდებით ჩავცალე.
– რა არ გასვენებს, თათა? – დაბნეულმა შემომხედა.
– არ ვიცი, მეც არ ვიცი!

***
ერთ კვირაში ის გავიგე, რამაც ცხოვრება დამინგრია, რამაც შემზარა, რამაც გამანადგურა. ის გაკვირვება ჩემი საქციელის მიმართ, რომელიც გამოკვლევებით შეიცავდა, გაიფანტა. ცა ჩამომექცა. სუნთქვა აღარ შემეძლო. ტირილისგან დაოსებული თვალები, არ ვიცოდი, სად წამეღო. სიმართლეს კი ვერავის ვეუბნებოდი. არ შემეძლო. ამას ვერ ვიზამდი… დიაგნოზიან ფურცლებს ხელებში ვკუჭავ და ჯერ ლილეს ვიწვენ გვერდით, მერე გაბრიელს. 2 დღეა ეს საშინელება გავიგე, მაგრამ ვერაფერს ვამბობ. ენას ვერ ვატრიალებ. არ მაქვს ამის ძალა.
არ შემიძლია.
არ შემიძლია.
ვერ.
– თათა, ან მეტყვი, რა მოგდის, ან… წარმოდგენა არ გაქვს რისი გაკეთება შემიძლია, ამ მდგომარეობაში… – ოთახის კარი ლამის შემოანგრია ანდრონიკემ მესამე დღეს.
ხმით ავტირდი.
ტირილით გავუწოდე ფურცლები.
ისეთი სუსტი აღმოვჩნდი, ორ დღეზე მეტ ხანს ვერ შევძელი შემენახა ეს საიდუმლო, იმის მიუხედავად, რომ ერთ დღეს მაინც მომიწევდა თქმა. როდესაც ანდრონიკეს მოცინარს ვხედავდი, მხიარულს, ჩვენ შვილებთან მოთამაშეს, მოსიყვარულეს… ეს, როგორ უნდა მექნა?!
პირველად დავინახე მაშინ ანდრონიკეს ცრემლები, და ეს ბოლო უნდა ყოფილიყო! აღარ უნდა განმეორებულიყო!
– ამასაც გავუძლებთ, დონორს ვიშოვით და ისევ ისეთი ბედნიერები ვიქნებით, სიცოცხლით სავსეები, როგორც რამდენიმე დღის წინ. – ვქვი და კალთაში ჩავუჯექი.
ჰო, ეს ვთქვი, თუმცა სულ სხვა რაღაც მქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ ვიცოდი, არ დამანებებდა ანდრონიკე ამას.
თუმცა…
ეს ჩემი სურვილი იყო და ამას ვერაფერს უზამდა. ვერავინ.

1995 წელი, მაისის 6.
თითქოს ჩემ ირგვლივ ყველაფერი გაუფერულდა, ძაღლივით ყველაფერს შავ–თეთრად ვხედავდი. ჩემ გარშემო ხალხი ირეოდა, ბუზებივით, მაგრამ ვერავის ვამჩნევდი ჩემი ქმარ–შვილის გარდა. ანდრონიკე უკვე საავადმყოფოში ჰყავდათ დაწვენილი. აქეთ მამშვიდებდა იმის მაგივრად, რომ მე დავმდგარიყავი მის გვერდით.
რაოდენ ძლიერია ადამიანში ეგოისტობის გრძნობა…
დონორი უკვე ნაპოვნი იყო, რომელსაც არ უნდოდა მისი ვინაობა გაეგო ვინმეს ოპერაციამდე, თუმცა მაინც ნერვიულობდა ყველა. ყველა, ჩემ გარდა.
ოპერაცია დღეს საღამოს იყო დანიშნული. შუა დღით სახლში შევიარე. გაბრიელი და ლილე დავაძინე. ვაჩეს დაძინებას დიდი ხანი მოვუნდი.
– დედა, ცუდად ვარ. მეშინია. – მითხრა ბავშვმა ცრემლიანი თვალებით, გრძნობები ვერ მოვთოკე და მეც ავტირდი.
– რისი, დე? – ხმა აკანკალებულმა ვკითხე და შუბლიდან თმები გადავუწიე.
– არ ვიცი… მაგრამ მეშინია. – ჯიუტად გაიმეორა ისევ. – მამა, ხომ კარგად იქნება? – მომანათა ზუსტად ანდრონიკეს მსგავსი დიდი, მწვანე თვალები.
– ყველაფერი კარგად იქნება, დედას ცხოვრება!
– შენ… შენც ხომ კარგად იქნები?
– მ–ეეე?.. – ისტერიულად ამიტყდა ტირილი და პირზე ხელი ინსტიქტურად ავიფარე. – მეც კარგად ვიქნები, თუ თქვენ იქნებით მხნედ. ძალიან მიყვარხარ ვაჩე, უზომოდ, დედი. შენ და–ძმაზე იზრუნე, დედიკოს ცხოვრება! მამას დაეხმარე! – ხანგრძლივად მიაწებე შუბლზე ტუჩები და ის იყო კარები გამოვიხურე, ხმა რომ მომესმა.
– მეც მიყვარხარ, დე.
ღიმილით მივედი ლიზიკოსთან, დიდი ხანი ვეხუტებოდი, ბოლოს თხელი მოსაცმელი მხრებზე უბრალოდ მოვიხურე და ვუთხარი:
– ბავშვებს მიხედე, ლიზიკო!
ყველაფერს ისე მშვიდად ვაკეთები, ჩემი თავი გიჟი მეგონა, შეშლილი შიზოფრენიკი.
ანდრონიკეს ტუჩებს ლამის დავაკვდი სანამ საოპერაციოდ შეიყვანდნენ. სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ–მეთქი ვუთხარი და წამოვედი.
ბოლო რაც გავაკეთე, ექიმებს გამოვართვი კალამი და ფურცელი.
ჰო, ასე იყო.
ზუსტად ასე!

***
,,როცა ამ ფურცელს მოგცემენ, გთხოვ, ღრმად ისუნთქე, ჩემ დატოვებულ სამაჯურს მოეფერე და გამიღიმე.
თუ შენ ახლა ამ წერილს კითხულობ, ესე იგი, მე აღარ ვარ, საერთოდ აღარ ვარ და ვნანობ, რომ ბევრი ისეთი წამი გამოვტოვე ჩვენი ერთობლივი ცხოვრებიდან, რომელიც აუცილებლად უნდა ყოფილიყო.
გეხვეწები, გამიღიმე.
ვიხრჩობი ანდრო მგონი.
არასდროს მითქვამს შენთვის, რომ... მაგრამ არც ვნანობ! ახლა, მგონი რომ შესაფერისი დროა გულის გადაშლის, იმის თქმის, რაც აქამდე არ მითქვამს. ერთ თვეში შემაყვარე თავი ისე, რომ მეგონა გავგიჟდებოდი და სწორედ მაშინ მივხვდი – ეს ის სიყვარული არ იქნებოდა, რომლითაც ყველას უყვარს, ეს ის გრძნობა არ იქნებოდა, რომელიც ყველას გააჩნია. დიახ, სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ჩვენი სიყვარული არასდროს მოკვდებოდა და მერწმუნე, ჩემი შენდამი გრძნობა ახლაც არის და მერეც იქნება.
და, მაშინ მივხვდი რომ ყველაფერი ისე მარტივად არ იქნებოდა, როგორც ყველას ეგონა, – დრო გავა და გადაუვლის!
უთხარი ლუკას რომ მასზე ვგიჟდებოდი, რომ მისი ყველაფერი მიყვარდა და ვაღმერთებდი, უთხარი, ვიცი, რომ ეტყვი. დედაჩემს უთხარი, შენ სულელ შვილს სიკვდილამდე ჭირდები და უყვარხარ–თქო. მაპატიოს. დიანას, ვაჩეს და ლიზიკოს გადაეცი, რომ არა ისინი, მე ვერ ვიქნებოდი ასეთი, როგორიც ვარ.
მამაჩემს... მამაჩემს უთხარი რომ ის ყველაფერი იყო, შეიძლება ვერ გრძნობდა, მაგრამ რაც მთავარია, იყო!
ბედნიერი ვარ, შენ სიცოცხლეს ვფიცავარ. გრძნობა, რომელმაც ეს გამაკეთებინა არის ყველაზე წმინდა. გაბრიელს, ლილეს და ვაჩეს ბევრი აკოცე და უთხარი, დედიკო გაღმერთებთ–თქო. დედიკოს მოენატრებით–თქო. უთხარი, არ იტირონ, არ მომძებნონ, მე ისედაც თქვენთან ვიქნები, უბრალოდ, გვერდზე გამოიხედეთ ხოლმე.
მოუფრთხილდი.
უშენობას ვერ გავუძლებდი ანდრო, ეს რომ არ მექნა. მე არ ვარ შენსავით ძლიერი. მე არ შემიძლია ეს. ბავშვები ვერ გადაიტანდნენ უმამობას და ლიზიკო და ვაჩე ვერ გაუძლებდნენ... გაბრიელს და ნაილას ამისთვის ვერ გავიმეტებდი.
ხელები იმ დონეზე მიკანკალებს კალამი რამდენჯერმე მივარდება. არა, შენ არ გეგონოს რომ ვმერყეობ, უბრალოდ მეშინია ანდრო, მეშინია. უშენობის მეშინია. არ მინდა უშენობა. კიდევ იმის მეშინია, როგორ იქნები ჩემ გარეშე. მაგრად უნდა იყო! მედგრად უნდა დადგე. არ მისცე ცხოვრებას იმის უფლება რომ დაგაჩოქოს. შენ წასვლას, მირჩევნია მე წავიდე.
გემუდარები, თავს მოუფრთხილდი, იცოდე, ვიგრძნობ. ჩემი გული შენთანაა, ეს ის ყველაფერია, რომელიც გამაჩნდა მხოლოდ შენთვის. და, ისიც შენთანაა.
ხელი გამოვიწოდე, მინდოდა ჩაგხუტებოდი და წამით, ჩემს წამში შემეჩერებინე... დღეს ხომ ყველაზე მეტად, სულის კივილამდე მჭირდებოდი...
ისევ ისე დამამშვიდე, როგორც უწინ, მითხარი, მიყვარხარ პატარავ, მე შენთან ვარ, შემომხედე. ისევ ისე ჩამიკარი გულში და აღარ გამიშვა მანამდე, სანამ ამის დრო არ მოვა.
მაჩქარებენ, ანდრო.
ექიმი შემოდის.
მეშინია, ანდრო.
დამელაპარაკე ხოლმე, არ დამივიწყო. ღმერთო, სიკვდილის წინაც კი, როგორი ეგოისტი შემიძლია ვიყო... ამისთვისაც მაპატიე! ცრემლი არ გადმოუშვა შენი ლამაზი თვალებიდან, როცა წავალ. გემუდარები, არ იტირო, ანდრო.
მეტკინება, ანდრო, შენი ცრემლები მეტკინება.
სული მტკივა, ანდრო, ამისთვის რომ გიმეტებ, მაგრამ ვიცი, რომ გამიგებ.
გავიყინე, ანდრო.
ერთ ადგილას მივეყინე.
ბედნიერებისთვის იბრძოლე! დამპირდი რომ შენ ცხოვრებაში გეყოლება ისეთი ქალი გვერდით, იარებს რომ მოგიშუშებს.
ეგოისტი მეგონა თავი, ეჭვიანი შიზოფრენიკი. ვარ, ვარ!
მეცინება, ანდრო.
და სწორედ, ბოლო წამს მივხვდი სიმართლეს, ან ვერ მივხვდი, მაგრამ მინდა რომ ეს დავიჯერო...
არ ვყოფილვარ თურმე ასეთი. სწორედ, სწორედ ამ წამს მივხვდი რომ შენი ბედნიერება ჩემთვის ყველაფერია, შენი სიცოცხლე ჩემთვის... არ იტირო!
არც მე ვტირი, ანდრო, ვცდილობ, რომ არ ვიტირო.
დამიფიცე ანდრო, დამიფიცე რომ არ დაიტანჯები, დამიფიცე რომ ბედნიერი იქნები. დამიფიცე რომ ისევ ისეთი ძლიერი იქნები, როგორიც უწინ. ისევ ისეთი ძლიერი იქნება შენი მზერა, გამოხედვა, მტევნები, თვალები...
არ შემიძლია, ანდრო...
მაინც ვტირი! გთხოვ, კიდევ ერთხელ გამიღიმე, რა, კიდევ ერთხელ, მხოლოდ ერთხელ, მაგრამ გულწრფელად.
მე ვფეთქავ, ანდრო, მე შენში ვფეთქავ. მოუსმინე მას, ხანდახან, მაგრამ, არა – სულ!
მიყვარხარ ტკივილამდე, კივილამდე, გონების და აზროვნების დაკარგვამდე. შენ გეკუთვნის ყველა ჩემი ნაკვთი, ყველაფერი, ყველაფერი.
ანდრო...
და, მე მივხვდი რომ ეს გადაწყვეტილება, იყო, ჩემ ცხოვრებაში, ყველაზე სწორი! ყველაზე!
არ გაბედო და არც ერთი წამით დაიდანაშაულო თავი! იცოდე, ამის გარდა ყველაფრის პატიებას შევძლებ!
გახსოვს?
,,დაე სხვა გემები მორეკოს წყალმა, გემუდარებით იცინეთ, იცინეთ, როცა მე წავალ!''
კალამს ვდებ, ანდრო, შემოდიან.
მივდივარ,
გამიგიღიმე, ანდრონიკე, გამიღიმე ისე, რომ ვიგრძნო...
ანდრონიკე...
აქ, მარცხნივ გიგრძნო.
ახლაც ხარ და მერეც!''

^^^
ახლა, მეც ძალიან მაგრად ვკანკალებ!
განსაკუთრებულად ,,ჩემი'' არის ეს ისტორია...
გთხოვთ...



№1 სტუმარი marta

aii dzaan kai iyo

sulis shemdzvreli da suuntqvis shemkvreli iyoo

 


№2 სტუმარი mariami

გმერთო ჩემო შესანიშნავია

 


№3  offline მოდერი Nude

გმადლობთ... love
--------------------
bailey

 


№4 სტუმარი Kirito

Shemajrjola damburdzgla cudadvar
Xelebi mikankalebs weris dros
Gulze momxvda

 


№5  offline წევრი nestanuka13

კარგით რა კარგით რა, რა იცით ხოლმე ასეთი დასასრულით ისტორიის გაფუჭება რა საჭიროა ან თუ უხდება?

მთლიანი ისტორია კარგი იყო რათქმა უნდა
დასასრულის გარდა რა საჭიროა თორე კი

 


№6  offline მოდერი Nude

nestanuka13
კარგით რა კარგით რა, რა იცით ხოლმე ასეთი დასასრულით ისტორიის გაფუჭება რა საჭიროა ან თუ უხდება?

მთლიანი ისტორია კარგი იყო რათქმა უნდა
დასასრულის გარდა რა საჭიროა თორე კი

როგორც მინდოდა ისე დავწერე და დავწერ. ეს ისე.
--------------------
bailey

 


№7  offline აქტიური მკითხველი lalita

საოცარი ისტორია იყო , დიდი სიყვარულით , ტკივილით და უდიდესი ემოციით სავსე ყოჩაღ. ძალიან მომეწონა.

 


№8  offline აქტიური მკითხველი La-Na

Gmerto ra iyo es.cudad var.cremlebi ise wamomivida verc mivxvdi.es aris namdvili siyvaruli.sityvebi ar myofnis,ra unda vtqva ar vici.

Dzalian kargi istoriaa.sevdiani da siyvarulit savse.bolos ametira kidec :( .xdeba xolme,esaa namdvili siyvaruli
--------------------
ლანა

 


№9  offline მოდერი Nude

უღრმესი მადლობა!
--------------------
bailey

 


№10  offline მოდერი Behandice

ეს იყო რაღაც საოცრება!არც კი ვიცი რა უნდა ვთქვა,სიტყვები არ მყოფნის ემოციის გადმოსაცემად!არაჩვეუკებრივი ხარ feel love

 


№11  offline წევრი OnlyGirl

აიი უბრალოდ სიტყვებით ვერ გადმოვცემ რაც დამემართა. იმხელა ემოციებით იყო სავსე. რომ ვკითხულობდი ცრემლები ჩამომდიოდა და ვკანკალებდი სულ (აფერისტობის გარეშე). უბრალოდ ძალიან დავსევდიანდი მაგრამ მაინც უზომოდ კარგად წერ ❤

 


№12  offline წევრი Mariami Begiashvii

საერთო ჯამში კარგი ისტორიაა. მაგრამ პირადად მე არ მიყვარს ცუდი დასასრულით. ცხოვრებაში ისედაც იმდენი ნეგატივია და მოთხრიბებით და ფილმებით აღარ ვიმძიმებ ხასიათს :-D

 


№13  offline მოდერი Nude

რა კარგები ხართ... love
--------------------
bailey

 


№14  offline წევრი neilo

ar mindoda aseti dasasruli...

 


№15  offline წევრი Sara

ეს ისეთი კარგი იყო არვიცი რაგითხრა,ძალიან მომეწონა.დიდი გრძნობით არის დაწერილი და ბევრი ვიტირე.ეს არის მართლა სიყვარული...

 


№16  offline მოდერი Nude

ძალიან დიდი მადლობა! love feel
--------------------
bailey

 


№17  offline წევრი Marryam

იშვიათად..ძალიან იშვიათად მატირებს ისტორია...
შენმა ისტორიამ ამატირა...ვიცოდი ბოლოს რაღაც ისე ვერ იქნებოდა, გულმა მიგრძნო, მოვემზადე მაგრამ მაინც ამეტირა.
ყოჩაღ..

 


№18  offline მოდერი Nude

ვაიმეეეე, როგორ მაბედნიერებთ!!!!
--------------------
bailey

 


№19  offline წევრი nini :)

Ded ra iyo eeeees guli amomijda ise vitire dzaan magaria yochag:-*:-*:-*:-*:-*:-*

 


№20  offline ახალბედა მწერალი ერკე

ახლა პირველი სექტემბერი, 2016 - ის ზუსტად ხუთის ნახევარია. ღამეა, ნახევარი საათის წინ ჩემი ნათესავის დაბადების დღიდან წამოვედი, დალეული, ნასვამი, აუუ ამ ღამე რამ წამაკითხააააააა :((
რამ მომიარა.
გული მიფანცქალებს ახლა ისე... თავიდან როგორი სიამოვნებით დავიწყე. მერე კი ტკივილი. მეც მეტკინაა.
მოგკლავ შენ :@
როგორ ზღაპარივით წავიდა ეს ყველაფერი, აი რასაც ქვია ზღაპარი. ასეთი ისტორიები არ ვიცი რეალურად თუ ხდება, შეიძლება ხდება, მაგრამ ჩემ თავს არასდროს მოხდება... მე გადამრია.
გადამრია და ჩემ ცხოვრებაზე დავფიქრდი. მესიამოვნა და მეც მომინდა "მასთან" ყოფნა, ვინც ასე ყველაზე კარგად გამიგებს და იცის, გულის სიღრმეში იცის ყველაფერი ჩემზე.
დასასრული მაგარი მძიმეა.
ერთი ის იყო, ცოტა ზღაპარივით მეჩვენა, თუმცა რაც იყო ისტორია გულის ამფანცქალებელი ნამდვილად იყო. <3
მიყვარხარ შენ ამისთვის. კარგი გოგო ხარ, მარა ცუდი გოგოც ხარ როგორ გაიმეტე შე იდიოტკა ;დდ <3
მიყვარხარ.

იმის თქმა მინდა, რატომ მივაწერე ზღაპარს. რომ რეალურ ცხოვრებაში ასე თითქმის არ ხდება. ასე მალე მოგვარებული პრობლმები მშობლებთან, ასე მალე შეყვარება. უცებ დათანხმება, რომ გაჰყვა, ერთხელ ნახა მხოლოდ ხო? მაშინ კი ანდრონიკემ ეგრევე აკოცა :დ არ ვიცი, მე ასეთი გრძნობა ჯერ არ მქონია და თუ მექნება შეიძლება აღარ ჩავთვალო ეს ზღაპრად. თუმცა ახლა ასე მიმაჩნია. უუფრო რთულია ცხოვრება, პრობლემებით სავსე, რომელიც ყოველ ნაბიჯზე გვხვდეა, აქ კი კარგად იყო ყველაფერი, გადასარევად და ბოლოს ....... ტუუუუუ :დ
ეეე, მეც მინდა მეორე სიყვარულის ჯადოქარი მარა სად არის ახლა ეძებე.

მოკლედ საოცარი გოგო ხარ. და კიდევ ერთხელ რომ არ ჩამეხუტო, ან კიდევ მრავალჯერ მე ჩემი ხელით დაგახრჩობ!
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№21  offline წევრი loveblee

saocreba iyo<3 dzalian magari adamiani xar<3 ar vici adamiani rogori unda iyo ro ver igrdzno titoeuli sityva... sheidzleba cudad damtavrda magram dzalian bevr "Happy end"s jobia... yvela istorias kargi dasasruli ar aqvs... aseti adamianebi tu arseboben ar vici... tu aseti dzlieri siyvaruli aqvt...
mokled umagresi iyo<3
iqneb meore nawili dagewera, andro rom gaigebda simartles da rogori iqneboda misi cxovreba amis shemdeg <3
--------------------
X.o.X.o Loveblee

 


№22  offline მოდერი Nude

მადლობებიიიიი.
პ.ს ესისტორია ნადვილია, ბავშვებო.
--------------------
bailey

 


№23  offline წევრი Svvaaaniii

ღამის სამი საათია და ბოლო ხმაზე ვტირი..
საშინელ მდგომარეობაში ვარ, ასე მგონია ეს ყველაფერი მე განვიცადე..
ცუდად ვარ,
პულსი აჩქარებული მაქვს და ასე მგონი ჩემი გული წამში მილიონ დარტყმას ახორცილებსთქო(ვიცი ეს აბსურდია,(მინდოდა ჩემი მდგომარეობა შენთვის უფრო გასაგები გამხდარიყო)
მეც მინდა ასე ვინმე მიყვარდეს..
ძალიან შემაძრწუნა ამ ისტორიამ.
ჩემი აზრით თათა ძალიან ძლიერი ქალია!
და ანდრონიკე,
ძალიან შემეცოდა როცა წარმოვიდგინე გამოღვიძების მერე რა ელის...
(მართალია ისტორიაში იყო რამოდენიმე მინუსი, მაგრამ პლიუსებმა გადაწონა), ამასთან ერთად გამართული ნაწერი, რაც ასე იშვიათია..
ძალიან კარგი ხარ!
არ ვიცი რა ვიბოდიალე, ან ამდენს რატომ ვწერ (მინდოდა უფრო სხვანაირად გადმომეცა ჩემი გრძნობები თუმცა თვალები დაბინდული მაქვს ცრემლებით და არ გამომივიდა)
მოკკლედ, კიდევ ერთხელ გეტყვი, რომ ვამაყობ შენით...
--------------------
"ერთი გული არ ჰყოფნის ერთ სიყვარულს. "

 


№24  offline აქტიური მკითხველი aanamaria

სასწაული ისტორია იყო ყველანაირი გრძნობით სავსე იმდენად დამუნჯებული ვარ რომ სიტყვებიც კი არ მყოფნის სათქმელად ♥️♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent