შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი-ანი (10)


4-08-2016, 14:02
ნანახია 3 110

***


ანუკა ნერვულად წინ და უკან დადიოდა ოთახში და ხელებს იმტვრევდა.

-ანუკ, დამშვიდდი რა..-უთხრა ლიზამ.
-მაინც ვერაფერს უშველი,-დაამატა ბაჩომ.
-რა აქვს საშველი, ტო? მეიყვანა ცოლი ტაში ბიჭო გიორგუნამ და ეგაა,-გაიცინა ირაკლიმ.
-არ არის ეს ბიჭი ნორმალური.. არ არის.. -ბუტბუტებდა ანუკა.
-სიყვარულმა ტარიელი რომ გადარია გიორგი ვერ გავიგე გამონაკლისია?-შეიცხადა ირაკლიმ.
-ნეტა, სად არიან,-თქვა ანუკამ და ეცა ტელეფონს.
-კარგი, დააცადე რა.-შეაჩერა კაკიმ.
-შენ იცოდი,ხო? იცოდი?!
-რა უნდა მცოდნოდა? გიორგის და მაშოს რომ ერთმანეთი უყვარდათ?-გაეცინა კაკის,- გასაოცარი რა არის ამაში? ყველამ იცოდა აბსოლუტურად!
-ხო, მაგრამ ესე ავადმყოფურად მოქცევა საძმაკაცოს სტილში ჯდება?!
-ავადმყოფურად მოქცევას რას ეძახი,ანი? იმას, რომ როცა გიყვარს და შენებურად გამოხატავ? აი, მე მაგალითად შემიყვარდი და მორჩა! მაშინვე ვიზრუნე იმაზე, რომ ჩემი-ანი დაგრქმეოდა,-თქვა კაკიმ. ირაკლის თვალები შუბლზე აუვიდა, ლიზას და ბაჩოს კი გაეღიმათ,- გიორგის კიდევ ხო ხედავ? მთელი ცხოვრება დასჭირდა იმის მისახვედრად, რომ მაშო უყვარდა და როგორ ფიქრობ, შენი ძმა ის კატეგორიაა რაღაც რომ უნდა და დანებდება? არ არის ეგეთი და ეჭვი არ შეგეპაროს, რომ აუცილებლად იბრძოლებს. მაშოსაც უყვარს ეს ყველამ კარგად ვიცით და არც შენ გესწავლება და მოდი, ვაცადოთ და ჩვენს პირად სიყვარულს უფრო მეტი დრო დავუთმოთ!
-ხო, მაგრამ...-დაიწყო ანუკამ და კაკიმ შეაჩერა.
-არანაირი მაგრამ! ხომ იცი არც გიორგის გაუჭირდება რამე და არც მაშოს. ავსებენ ერთმანეთს და ერთმანეთით სუნთქავენ და აღარ არის დრო რომ გაარკვიონ და იცოდნენ მაინც რომ ესე არიან? ხო და, შენ კიდევ რაც გთხოვე იმ დღეს თითის ზომა გაარკვიე-მეთქი! - უთხრა კაკიმ და აივანზე გავიდა სიგარეტის მოსაწევად. ანუკა უსმენდა კაკის და ხვდებოდა, რომ მართალი იყო. მაშოს და გიორგის გაცნობის დღიდანვე უყვარდათ ერთმანეთი, უბრალოდ მაშინ პატარები იყვნენ, გიორგისაც ისეთი ასაკი ჰქონდა სულ სხვადასხვა გოგო რომ უნდოდა, მაგრამ ერთი რომ უყვარს (ტიპური ქართველი ვაჟკაცი!). მაშოს კიდე გარუჯვის, შოპინგისა და თავის მოვლის მეტი არაფერი უნდოდა. ახლა კი დრო დადგა დაეყენებინათ საშველი ერთმანეთისთვის და საბოლოოდ დაერქმიათ სახელი ყველაფრისთვის.


**

-სად ჯანდაბაში მიგყავარ?-ცივად ჰკითხა მაშომ,როცა მცხეთას გასცდნენ.
-რომ ნახავ აღარ იტყვი რომ ჯანდაბაა. საოცარი ადგილია..
-დამაბრუნე თბილისში!
-არ გინდა მსგავსი ტექსტები და უაზრო ფიქრები. მე რომ შენ თბილისში არ დაგაბრუნებ არ იცი?
-რატო არ დამაბრუნებ? ატელიეს ვხსნი, გიორგი!-გაბრაზდა მაშო.
-მარტო მაგიტომ გინდა დაბრუნება?-ტუჩის კუთხე ჩატეხა გიორგიმ.
-3 დღეში მაქვს გახსნა.. ათასი რამეა გასაკეთებელი. რა დროს შენი გამოხტომებია? დიახაც! დამაბრუნე...! სახლში მინდა...!
-მოიცა, დავფიქრდე..-თქვა გიორგიმ და გაჩუმდა,-არა, არ გამოვა ეგ ამბავი. არც დაბრუნება და ვნახოთ, როგორ მოიქცევი სახლის შეცვლამაც შეიძლება მოგიწიოს,-უთხრა გიორგიმ.
-რას ბოდავ საერთოდ?!-აღშფოთდა მაშო.
-ტვინს ნუ ბურღავ ეხლა უაზრო ლაპარაკით. სანამ არ დავილაპარაკებთ, იქამდე არც ერთი არ შევალთ თბილისში..! გასაგებია?-დაუღრინა გიორგიმ.
-თავხედი,-არ დააკლო მაშომ.

დიდხანს იარეს. უკვე შეღამებული იყო და მაშოს უჭირდა გარჩევა სად მიდიოდნენ, მაგრამ რომ დაინახა გუდაური და შემდეგ ყაზბეგი კინაღამ ჩაიკეცა მანქანაშივე. მაშოს ოცნება იყო ყაზბეგში წასულიყო და დაესვენა, თუმცა ახლა დასვენებას ვერ დაარქმევდა ოცნების ახდენას. გიორგის გაეღიმა, როცა მაშოს გახედა, რომელიც ადგილზევე ცქმუტავდა სიხარულისგან, მაგრამ ცდილობდა ეს ემოციები არ გამოეჩინა.

მანქანა დიდ ეზოში შევიდა, სადაც პატარა ხის სახლი იდგა. გიორგიმ დაასიგნალა თუ არა სახლიდან მაშინვე ჭაღარა კაცი გამოვიდა.

-ო, ვის ვახლავარ!-ხელები გაშალა კაცმა.
-შმაგი, როგორ ხარ?-ჩაეხუტა კაცს გიორგი.
-კარგად, თავად როგორ ხარ? გამარჯობა,-მიესალმა შმაგი მაშოს.
-გამარჯობა,-ხმადაბლა მიესალმა მაშო.
-როგორც კი დამირეკა ბაჩომ მაშინვე მოვედი. დავანთე ბუხარი ხო იცი როგორ ცივა საღამოს. მაქსიმალურად რაც მთხოვე გავაკეთე,-უთხრა შმაგიმ გიორგის.
-მადლობა ძალიან დიდი,-ხელი ჩამოართვა გიორგიმ. მანქანა გახსნა, საბარგულიდან ორი ჩანთა ამოიღო და სახლისკენ წავიდა.
-წამოდი,-მიმართა მაშოს.

სახლი საკმაოდ მყუდრო აღმოჩნდა. შესასვლელიდან მარცხნივ მისაღები ოთახი იყო, სადაც შმაგის ბუხარი დაენთო. მარჯვნივ კი-ღია სამზარეულო იყო. შესასვლელიდან პირდაპირ კიბეები მოჩანდა, მეორე სართულზე ასასვლელი. მაშო მისაღებში შევიდა პირდაპირ და კედლებს შეხედა. დიდად არ იყო გადატვირთული.სულ რამდენიმე ნახატი იწონებდა თავს. ბუხართან დივანი, სავარძლები და მაგიდა იდო. ბუხრის თავზე კი სურათები იყო ჩამწკრივებული.

-ბაჩოს ბაბუის სახლია. ხშირად ამოვდიოდით ხოლმე ზაფხულში,-თქვა გიორგიმ. საპასუხოდ კი მაშომ შეუბღვირა. გიორგის გაეღიმა,-ხო, მართლა ამ ჩანთაში შენი ტანსაცმელი დევს და შეგიძლია გამოიცვალო. არამგონია, ასე გამოპრანჭული შეეფერებოდეს ყაზბეგს.
-რა ტანსაცმელი?-გაოცდა მაშო.
-რავიცი, რაც მომეწონა ვიყიდე, რა. ნახე, შევხედოთ რამდენად კარგად გიცნობ,-გაეღიმა გიორგის.
-შენ არ ხარ ხო ნორმალური? შენ სულ გაგიჟდი?! როგორ ფიქრობ რამდენ ხანს ვაპირებ აქ დარჩენას?-გაკაპასდა მაშო.
-იმდენხანს რამდენიც დაგვჭირდება კონკრეტულ შედეგამდე რომ მივიდეთ,-უპასუხა მშვიდად გიორგიმ.
-ტელეფონი მომეცი,-ხელი გაუწოდა მაშომ.
-რატო იმ ს**რს რო დაურეკო?-გამოსცრა გიორგიმ.
-არა, დედაჩემს და მერე ანუკას! რომ არ ინერვიულოს დედაჩემმა შენი უაზრო საქციელის გამო!-შეუბღვირა გიორგის მაშომ. გიორგიმაც ერთი კარგად აათვალიერა მაშო, რომელსაც ხელი გამოწვდილი ჰქონდა და მისგან ტელეფონს ელოდებოდა. ჯიბეში ხელი ჩაიყო და ამოიღო ტელეფონი.

-ნახე, რამდენი ურეკია მიხას?-გაეცინა გიორგის და მიაწოდა ტელეფონი,-ოთახში ავიტან ჩანთებს და უბრალოდ, იმედი მაქვს რომ რამე სისულელეს არ იზამ.კარგი?-მაშომ არაფერი უპასუხა და სავარძელში ჩაჯდა. მართლაც რამდენი ზარი იყო მიშოსგან გამოტოვებული, რამდენი შეტყობინება. საბედნიეროდ, ნანას არ დაურეკავს და ახლა დრო იყო დაერეკა დედასთან და რამე ეთქვა, რომ არ ენერვიულა.

-დე, როგორ ხარ?
-კარგად დედიკო, შენ? როდის მოხვალ?
-დე, დღეს ვერ მოვალ. ბავშვები წამოვედით ყაზბეგში და ტელეონი დამიჯდა, რომ დამერეკა. ბოდიში რა..
-ვინ ბავშვები?
-აი, ყველა. ანუკა, ანუკას ძმა და ყველა რა..
-კაი, დე. როდის ჩამოხვალ?
-არ ვიცი, 2 დღე გავჩერდებით სავარაუდოდ..
-კარგი დე დაგირეკავ ხვალ, გკოცნი..-უთხრა ნანამ. მაშომ ამოისუნთქა ერთი, მაგრამ სინდისი აწუხებდა დედას რომ მოატყუა. შემდეგ ანუკას ტელეფონი აკრიფა.

-ანნა,-წუწუნით დაიწყო.
-ვაიმე, მადლობა ღმერთს! მინდოდა შენთან დარეკვა, მაგრამ არ მარეკინებდნენ. როგორ ხარ? კარგად ხარ? სად ხარ?-მიაყარა შეკითხვები ანუკამ.
-რავიცი, ვიჯექი ჩემთვის მშვიდად და წყნარად ნაზ ჰარმონიულ მუსიკას ვუსმენდი, ჭეშმარიტ გრძნობებზე ვსაუბრობდი, ცოტას ვიპრანჭებოდი,-დაიწყო მაშომ, როცა გიორგი შემოვიდა ოთახში. კედელს მიეყრდნო გიორგი, ხელები გადაიჯვარედინა და უყურებდა მაშოს. მაშოც თვალს არ აშორებდა გიორგის ისე ლაპარაკობდა,- ახალი ცხოვრების დაწყება უნდა აღმენიშნა და უცებ, ვიღაც ავადმყოფი და არანორმალური, რომელსაც ჰქვია გიორგი და არის შენი ძმა თავს დამესხა! და აღმოვჩნდი ყაზბეგში!
-ყაზბეგში? რა გინდა გოგო მანდ?
-ბაჩოს ჰკითხე რაც მინდა!-მწარედ მიუგო მაშომ,-ხოდა, მოკლედ შენი ძმა რომ აფრენს ხომ გითხარი და ნანუკას ვერ ვუთხარი ყველაფერი და რომ იცოდე შენც ყაზბეგში ხარ ჩემთან ერთად და ვაფშე, ბევრი ვართ რა.
-კაი, გასაგებია. როდის ჩამოხვალთ?
-იმედი მაქვს, ხვალ!-თქვა მაშომ ამ დროს გიორგის ჩაეცინა,-ნუ, ხვალ თუ არა ზეგ მაინც!
-კაი, ჰო.. დამირეკე თუ რამე მაში და მანდ გავჩნდები და ვაჩვენებ მე მაგას!-დაიმუქრა ანუკამ. მაშოს გაეჩინა, რისი გამკეთებელი იყო ეს ერთი სიფრიფანა გოგო ესე რომ იმუქრებოდა.
-კაი, გკოცნი უბევრეს!
-მეც მიყვარხარ, ანნნააააააა...-დაუძახა გიორგიმ. მაშო რომ ლაპარაკს მორჩა ხელი გაუწოდა გიორგიმ.
-რა?!
-ტელეფონი..
-გააფრინე,ხო?
-ხელი არაფერმა უნდა შეგვიშალოს!-უთხრა გიორგიმ და გაუღიმა. მაშომაც გაბრაზებულმა მიაჩეჩა ტელეფონი გიორგის და სამზარეულოსკენ წავიდა.
-იდიოტი,-ჩაიფრუტუნა თავისთვის.
-გავიგე,-მიაძახა გიორგიმ და გაჰყვა სამზარეულოში მაშოს.
-წადი, დაჯექი და მოვალ,-უთხრა გიორგიმ და ხელით ანიშნა ბუხართან. მაშოსაც სხვა გზა არ ჰქონდა გაბრუნდა სავარძლისკენ და ჩაჯდა. ცოტახანში გიორგი გამოჩდა ორი ბოკალითა და ერთი ბოთლი ღვინით. ჩამოასხა და ზუსტად მაშოს პირდაპირ დაჯდა.
-რა?!
-არაფერი, ვფიქრობ საიდან დავიწყო..-თქვა ხმადაბლა გიორგიმ.
-ხედავ? სათქმელი არაფერი გაქვს! ისიც კი არ იცი საიდან დაიწყო!
-არა, ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან ბევრი მაქვს სათქმელი და ვერ ვხვდები საიდან დავიწყო.
-რო ჩამოყალიბდები დამიძახე,-თქვა მაშომ და წამოდგა.
-დაჯექი!-დაიღრიალა გიორგიმ. ისე შეეშინდა მაშოს მაშინვე დაერჭო სავარძელში.
-როგორც სჩანს შენთან ისევე, როგორც ჩემ დასთან არ ჭრის ნორმალური ლაპარაკი.. მაშინ ვეცდები მარტივად გაგაგებინო!-თქვა გიორგიმ და ერთი ჭიქა მთლიანად გამოსცალა,- რა პატარა და საყვარელი გოგო იყავი, მაშო. იცი, თავიდანვე რაღაცნაირად შემოიჭერი ჩემში. რამდენმა გოგომ გაიარა ჩემს ცხოვრებაში შენ მაინც ხომ იცი? შენც ანუკასავით ყველაფრის მოწმე იყავი, შენც ანუკასავით შეუცვლელი იყავი, შენც ანუკასავით სხვანაირად მახარებდი, შენზეც, როგორც ანუკაზე ისე მინდოდა მეზრუნა..
-ხო, მე ხომ შენი და ვარ!-თქვა გაბრაზებულმა მაშომ. გიორგის ჩაეღიმა:
-ყველაზე დიდი პრობლემა იცი რა არის? მე და მყავს მხოლოდ ერთი. შენთანაც თუ ანუკასავით ვიყავი განწყობილი ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეგრეა.. შენ სხვა ხარ. რაც კი შენთან ურთიერთობა მქონდა ყველა ნაბიჯი იყო შეცდომა. იცი რატომ? ვერ ვხვდებოდი უბრალოდ რა უნდა მექნა, როგორ მოვქცეულიყავი. შენთან მეორე კლასელი ბიჭი ვიყავი, გოგო რომ მოსწონს და რომ აწვალებს. ამითი მინდოდა, რომ მიმექცია შენი ყურადღება. მაღიზიანებდა შენს გარშემო ყველა ბიჭი, ვინც შენით დაინტერესდებოდა. ის ბიჭი გახსოვს თემო გელაძე? გამაფრენინა კინაღამ! აღარ გამოჩნდა, იმიტომ რომ მე ვნახე.. შენ და ანუკას ორი ძმა რო გეპრანჭებოდათ ეგეც გემახსოვრება. ანუკა ჰო, მაგრამ შენ.. შენ ვერასოდეს წარმოდგიდგენდი სხვასთან.. სხვასთან ჩემ გარდა..-თქვა გიორგიმ და მძიმედ ამოისუნთქა,-ზუსტად მაშინ დავუშვი ბოლო შეცდომა, როცა ამოგძახე და ხარ-მეთქი. მეგონა, ჩვენი მორიგი ხუმრობასავით გამომივიდოდა, მაგრამ ამან დიდი გარდატეხა მოახდინა ჩემში. ჭკუიდან გადავედი, ტელეფონს რომ არ იღებდი, არ მელაპარაკებოდი, არ მესმოდა შენი ტლიკინა ხმა, ვერ გხედავდი! გიჟივით ვიყავი.. რომ გავიგე მიშოს ხვდებოდი, აი, მანდ გადამეკეტა და კი ხედავ სადაც ხარ..
-გასაგებია, მაგრამ რა გინდა ვერ ვხვდები? არ მაქვს ბედნიერების უფლება? რატომ ერეოდი და ერევი ჩემს ცხოვრებაში?
-პასუხი ძალიან მარტივია. ისეთ დონეზე მიყვარხარ, რომ არ მეგონა ოდესმე თუ შემეძლო ასეთი გრძნობა განმეცადა,-უთხრა გიორგიმ და თვალებში ჩააშტერდა მაშოს,რომელიც ერთიანად კანკალებდა და ფერი გადასვლოდა სახეზე.

„მიყვარხარ“-ეს სიტყვა ექოსავით ესმოდა. არ სჯეროდა, რომ ეს მის თავს ხდებოდა.. რამდენი დღე უფიქრია გიორგიზე, რამდენი დღე უოცნებია მასთან ერთდ წასულიყო კინოში, კაფეში, მეგობრებთან ერთად ყოფილიყვნენ, როგორც წყვილის სტატუსით.. რამდენი ღამე გაუთენებია უბრალოდ ფიქრით. და აი, ახლა როდესაც გიორგიმ უთხრა ის, რაც ყველაზე მეტად უნდოდა, ის რაც ყველაზე მეტად გააბედნიერებდა რა იგრძნო? ვერაფერი.

-მაშო,-ფიქრები გიორგიმ გააწყვეტინა.
-ჰო..-ძლივს ამოიღო ხმა მაშომ.
-ცუდად ხარ?
-არა, ცუდად არ ვარ.. უბრალოდ დავფიქრდი რამდენად მინდა უკვე ეს ყველაფერი..-თქვა მაშომ ხმადაბლა.
-რას ამბობ, მაშო?-გაოცდა გიორგი.
-არვიცი, გიორგი! არ-ვი-ცი! იცი, როგორ მაწამებდი და მამწარებდი? ჩემთვის შენც ძალიან მნიშვნელოვანი იყავი! არა იმიტომ რომ იყავი ანუკას ძმა, არამედ იყავი უბრალოდ გიორგი ლაკირბაია. ბიჭს, რომელსაც ჭკუიდან გადავყავდი და მაგიჟებდა. ყველანაირად მაგიჟებდა.. ამდენი წელი.. ამდენი წელი უბრალოდ შენზე ვფიქრობდი და მინდოდა, რომ გრძნობებში გავრკვეულიყავი.ამდენი წელი, ალბათ ამ მომენტს ველოდებოდი. მაგრამ ახლა არ ვიცი.. მართლა არვიცი რა მინდა..-თქვა მაშომ. გიორგი გაიყინა ერთ ადგილას, გაშრა.. არ მოელოდა მაშოსგან ამას თუ იტყოდა.
-დამაგვიანდა, არა?-ხმადაბლა იკითხა.
-ძალიან..-თქვა მაშომ.
-კარგი,-თქვა გიორგიმ და წამოდგა. ნელა გავიდა სახლიდან და დარჩა მაშო მარტო.

რა სულელი გოგოა! არადა უყვარდა მაშოსაც გიორგი.. არ იფიქროთ, რომ თავი დაიფასა.. უბრალოდ, ფაქტის წინაშე რომ დადგა უცებ შეეშინდა. პირველი და უკანასკნელი სიყვარულია გიორგი მისთვის ეს ძალიან კარგად იცოდა, მაგრამ მაინც ძალიან შეეშინდა და შეეშინდა მომავლის, რაც იქნებოდა. არც იცოდა პრინციპში როგორი იქნებოდა მომავალი გიორგისთან ერთად. რა მნიშვნელობა აქვს მაშო! შენ გიორგი გიყვარს და მასაც უყვარხარ! ხომ გაიგე ეს ყველაფერი? ხოდა, რა პრობლემას ქმნი ვერ გავიგე?! რატომ არ გინდა დააჯერო შენ თავს, რომ კარგად იქნება ყველაფერი და ცდას არაფერი უდგას წინ.. რომ სცადო რამე დაგაკლდება?არც არაფერი! არც ანუკა გაგიბრაზდება. პირიქით! ანუკაზე ბედნიერი მგონი, რომ არავინ იქნება... მიდი, მაშო.. ნუ, ხარ აუტანელი რა.. ადექი და გადი გარეთ. თავს რამე არ აუტეხოს გიორგიმ.. ტიპი დაშოკე პროსტა!

წამოხტა მაშო სავარძლიდან და გასასვლელისკენ გავიდა. კარი გააღო და სუსხი სახეზე მოედო. გიორგი კიბეზე იჯდა და ზემოთ იყურებოდა. მაშო ნელა მიუახლოვდა და გვერდზე დაუჯდა.

-იცი, ბოლოს აქ რომ ვიყავი ამოსული აი, იმ ვარსკვლავს დავარქვი შენი სახელი,-თქვა გიორგიმ და თითით ანიშნა ვარსკვლავზე,-იმიტომ, რომ ყველაზე მეტად ბრწყინავდა!
-რა ლამაზი ცაა..-თქვა მაშომ აღტაცებულმა. ვარსკვლავები იმხელა იყო გეგონა ხელით შეეხებოდი.
-ყველაზე ლამაზი ცაა სადმე თუკი მინახავს!
-გიორგი..
-მოიცა, მაშო.. უბრალოდ, ნუ გავაფუჭებთ ყველაფერს. მე ისედაც გავაფუჭე და დამაგვიანდა. თან ძალიან.. და ახლა ნუღარ გავაფუჭებთ..-თქვა გიორგიმ ისე, რომ არ შეუხედავს მაშოსთვის.
-გიორგი, მაცდი?!-გამოხედა გიორგიმ წარბშეკრულ მაშოს და ჩაეღიმა.
-მე არ შემიძლია გრძობებზე ლაპარაკი, მაგრამ ერთს გეტყვი იქნებ ესეთი გვიანიც არ ყოფილა?
-რას ნიშნავს ეს?-გაოცდა გიორგი.
-ანუ.. რავიცი, რას უნდა ნიშნავდეს.. იქნებ, რამედ ღირს?!
-არ გეშინია მერე?
-კარგი, რა! არ მიცნობდე მაინც?-გაეცინა მაშოს.
-ზედმეტად მოწესრიგებული ხარ და ხო, იცი ჩემს გვერდით ესეთი მოწესრიგებული ვერ იქნები,-სიცილითვე უპასუხა გიორგიმ.
-ვიცი, ეგენი.. ძალიან კარგად. ხო, არ გავიწყდება, როგორც ანუკა გიყურებს ისე რომ გიყურებ მეც?!-უთხრა მაშომ. წამით გიორგის სახე წაეშალა, მერე კი მოდუნდა.
-ერთით-ერთი?
-დაახლოებით,-თქვა მაშომ და მხარზე თავი დაადო გიორგის.


***

-იცი,ზოგჯერ რას ვფიქრობ?
-რას ფიქრობ?
-ასე მოულოდნელად, როგორ გამოჩნდი?-უთხრა ანუკამ კაკის.
-სიყვარულის ბრალია,-თქვა კაკიმ და ჩაიღიმა.
-აუ, ყველაფერს მაგას ნუ აბრალებ!
-მარტივად შეხედე ამ რთულ ფენომენს, ანი. ერთი შეხედვით გიყვარს და მორჩა, მაგრამ არ მორჩა. აი, მანდ იწყება ყველაფერი. მანდ იწყება გათენებული ღამეები და იმის, სურვილი რომ მომღიმარს ხედავდე მას ყოველდღე. იცი, როდის დამერხა ყველაზე ძაან? აი, რომ გაგიცანი. აქ სამზარეულოში სახეგაფითრებული რომ იდექი და მაშოს ელაპარაკებოდი. რა დაგემართა ასეთი?
-გითხრა?-დაიმმორცხვა ანუკამ.
-რა თქმა უნდა, აბა?!-შეიცხადა კაკიმ.
-სიზმარში გნახე,-თქვა და თვალი აარიდა კაკის..
-რა ქენი?-აუტყდა სიცილი კაკის,-როგორ, რანაირად, ტო?
-აი, იმ დღეს რომ მოხვედი ზუსტად რაც გეცვა იმ ტანსაცმლით გნახე.. ბარსი ვიჯექი მეგობრებთან ერთად და იქ გნახე. მერე მთელი დღე შენზე ვფიქრობდი ვინ არის ნეტა-მეთქი და საღამოს სახლში რო მოხვედი, კინაღამ გული წამივიდა,-გაეცინა ანუკას.
-კარგი, რა! მართლა? ეს როგორ შეიძლება?
-გეუბნები, მართლა. ნუ, დამცინი რა..-უთხრა ანუკამ და გაებუტა კაკის.
-შენ თავს ვფიცავარ, არ დაგცინი. ხედავ? ბედი ვყოფილვარ!
-ო, დაიწყო ამან თავისებურები..-გაეცინა ანუკასაც.


***


ყოველგვარი ახსნა–განმარტების გარეშე "მე შენ მიყვარხარ" არ კითხო რატომ, რადგან ვერ გიპასუხებს, მაინც ვერ აიხსნება მიზეზი ამისა. აზრი არ აქვს დამღლელ შეკითხვებსა და ფიქრს. აზრი არ აქვს, გადამდებია.. ბედნიერება ხო გადამდებია და სიყვარული პირდაპირ ჯაჭვური რეაქციითაა ბედნეირებასთან გადაბმული.



№1 სტუმარი papastatekulosi

ეხლა ვიფიქრე,არ დავუტოვებ კომენტარეს,ყოველთვის ხომ არ დავუწერ შევაწუხებთქო,მაგრამ როგოოოოორ?? როგორ მითხარი,როცა ესეთ თავს წერ! ესეიგიი მაშო და გიორგი არიაან ერთად,ეს ისეთი ბედნიერებაა,მგონია ჩემი მეგობრები არიან :D აუ კაკი და ანუკა ძალიან მინდა ბევრი იყოს. ანუკას ნათქვამი მიყვარხარ მჭირდება რომ მოვისმინო! :D უკვე ვფიქრობ ამ ისტორიას რომ მორჩები მე რა მეშველება? მახსოვს "ჩვენ" რომ დაამთავრე ძალიან განვიცადე... :D მოკლედ მევუასები რაა,საუკთესო ხარ ჩემთვის ! ! ! <3

 


№2  offline აქტიური მკითხველი La-Na

Ai dzalian magari tavi iyo martla.rogorc iqna gaerkva yvela grdznobebshi,magram darwmunebuli var rames moifiqreb kide
--------------------
ლანა

 


№3 სტუმარი Ketis

Ise patara iko da cesierad arcertis mokmedeba ar iko bolomde arcertis urtiertoba jobda romelime ckvilisvis migedzgvna mteli tavi tore iseee kochagg kargia

 


№4 სტუმარი Ketis

Sadxar daikarge tu ...!!???

 


№5 სტუმარი na

ბევრი მოთხრობა წამიკითხავს მაგრამ ასეთი გრძნობებით სავსე არა უნმაგრესიაა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent