სიზმრის ქურდი (თავი XIII)
ბოლოს კარვიდან გამოსვლა მაინც მომიწია. კარავი ავშალე,ზურგჩანთა მოვიკიდე და ავტობუსისკენ გავწიე. ღრმად ჩავისუნთქე ჰაერი და მაისური კიდევ უფრო დაბლა ჩამოვიწიე. ოღონდ ისე ჩავჯდე ავტობუსში რომ ვერავინ მნახოს და მეტი არაფერი არ მინდა. თვალები მაღლა, ცას ავაპყრე და ღმერთს სურვილი ჩავუთქვი. ავტობუსამდე როგორც,შემეძლო ფრთხილად და ჩუმად მივედი. თითქმის ყველა იქვე იდგა. რას არ მივცემდი ოღონდ ახლა მიწა გასკდეს და ჩამიტანოს! ანდა ცამ ჩამყლაპოს! მაგრამ არც ერთი მომხდარა და არც მეორე... -ეკა, ეს რა გაცვია? ვისი მაისურია?-მკითხა მასწავლებელმა. -ჩ...ჩემია მაია მასწავლებელო-გული კინაღამ გამისკდა, მიკვირს იქვე რატომ არ მოვკვდი? -ვაიმე, ეკა... რანაირად არის შენი, ვერ ხედავ რომ დიდი გაქვს?-ჩემს კლასელებს გავხედე, ზოგს ეღიმებოდა, ზოგი სიცილისგან კვდებოდა, ზოგიც ინტერესით მკვირბედობა, გეგონება აქამდე შიშველი ფეხები არ უნახავთ. -ეს... ეს...-ვცდილობ შესაფერისი ტყუილი მოვიგონო, აბა ხომ არ ვეტყვი, ბიჭის მაისური თან იმ ბიჭის, რომელიც არც ჩვენს კლასში სწავლობს და არც, ტყუილი მომაფიქრდა-ასეთი მოდაა ახლა, დიდი ტანისამოსი.-ვუთხარი და რეაქციის მოლოდინში გავიტრუნე. -კარგი, მაგრამ-კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა, თუმცა ჩემმა ერთ-ერთმა კლასელმა არ დაამთავრებინა, მეგონა "გავიმარჯვე" და მასწავლებელი ჩემს სიმართლეში დავარწმუნე, თუმცა ამ დროს თეკლამ დამისვა კითხვა: -ეგ ის მაისური არ არის, გუშინ გაბრიელს რომ ეცვა?-შევკრთი, ნამდვილდ არ ველოდი, ამაკანკალა, გული ამიჩქარდა და ვიგრძენი სისხლი როგორ მომაწვა ლოყებზე. ან საერთოდ ამან საიდან იცის? რას აკვირდება ჩემს გაბრიელს? მოიცა ახლა "ჩემი" ვთქვი? სულ გავგიჟდი მე რა!!! რა სიტუაციაში ვარ და რაზე ვფიქრობ. -ხო, მგონი მეც მეცნო-ახლა დაუმოწმა მეორემაც. -ეკა რა ხდება? ბიჭის მაისური რატომ გაცვია? -იცით... ჩემი ტანსაცმელი სველი იყო და მოკლედ სხვა გზა არ მქონდა-ბოლო სიტყვები რაც შემეძლო ჩუმად წარმოვთქვი. ბევრმა სიცილი დაიწყო, უმრავლესობამ კი სიცილს უმატა. ისე შემრცხვა, რომ არც კი ვიცოდი რა გამეკეთებინა. ფრთხილად შევტრიალდი და ავტობუსს მოვუარე, ახლა წინ ანა დამხვდა. -რა გაცვია?-ცალი წარბი მაღლა ასწია და შემათვალიერა. -აუ გთხოვ, ეხა შენც არ დაიწყო, რა!!!-ვუთხარი და თვალები გადავატრიალე.-გთხოვ დამეხმარე ავტობუსში ისე ავიდე, რომ უფრო მეტმა არ მნახოს, მითუმეტეს გაბრიელის კლასელებმა. ავტობუსში ასვლავ ვაპირებდი, როცა გაბრიელის ხმა გავიგე: -შენს ტანზეა შეკერილი!-მითხრა და სიცილი დამაყარა. -ღმერთო!!!-სახეზე ხელები ავიფარე და ღრმად ჩავისუნთქე. ჯობდა ისე სველი ტანსაცმლით ვყოფილიყავი, ნაკლებ დაცინვასა და შერცხვენას გადავიტანდი. მისკენ შევტრიალდი და საყვედურიანი მზერა მივაპყრე. -ჰა, ჰა , ჰა! ძალიან სასაცილოა!-ირონიული სახით შევხედე.-ხვალ სკოლის შემდეგ დაგიბრუნებ-ვუთხარი და ავტობუსისკენ შევტრიალდი. -არ მინდა დაიტოვე, შენ უფრო გიხდება-მითხრა და ღიმილით შეტრიალდა. მე ავტობუსში ავედი და ასე გაურკვეველი მზერით ფანჯარას მივაჩერდი. ანა გვერდით დამიჯდა, მთელი გზა თავი ფანჯარაზე მქონდა მიდებული და ხეებსა და სახლებს გავყურებდი. თბილისში, რომ ჩავედით, მართალია ძალიან გვიანი იყო, მაგრამ ანას ავუარე. აბა, ასეთი ფორმით ხომ არ მივიდოდი სახლში? ტანსაცმელი გამოვიცვალე და მერე სახლისკენ გავწიე. ჩემი სახლი ანას სახლთან ახლოს იყო, მხოლოდ ერთი ტრასა უნდა გადაჭრა. კორპუსიდან გამოვედი და ნელი ნაბიჯით სახლის გზას გავუყევი. ლამპიონების შუქზე ჩემი ჩრდილი კარგად ჩანდა. სადაც იყო გზა უნდა გადამეჭრა, რომ ჩემი ჩრდილის გვერდით კიდევ ერთი ჩრდილი ვნახე. უკან ინსტიქტურად მივიხედე და ვიღაც ბიწი დავინახე, ჩემზე 2-3 წლით უფროსი. ამ სიტუაციით კმაყოფილი ნამდვილად არ ვიყავი. ნაბიჯს ავუჩქარე და ამ დროს უცნობის ხმაც გავიგე: -მოიცადე... ერთი წუთით მომიცადე გოგონა!-გავიგე ცივი და გულის ამრევი ხმა.არ მინდოდა გაჩერება, მაგრამ დამეწია და წინ გადამეღობა.-რატომ გარბიხარ? არ გინდა ცოტა გავერთოთ? ისეთი დამამცირებელი მზერით შემომხედა, რომ უცბად შიშისგან უკან დავიწიე. -არა, არ მინდა. მე...მე სახლში მეჩქარება!-ვუთხარი და შევეცადე თავიდან მომეცილებინა, უცბად ხელი ვკარი და გავიქეცი. შიშისგან ფეხები მიკანკალებდა და ერთმანეთში მერეოდა. ხელი ჩამავლო, მაგრამ ერთი წამოკივლება მაინც მოვასწარი. მიწაზე ძლიერი დაბრეხვება ვიგრძენი წელი საშინლად ამტკივდა. შიშისგან და პანიკისგან თვალებიდან ცრემლები კი არა ჩანჩქერი მომდიოდა. -არა, გთხოვ არ გინდა! არ მომეკარო!-როგორც შემეძლო ისე ვყვროდი, თუმცა ეს ყვირილს კი არა, სასოწარკვეთილი ადამიანის ქვითინს უფრო გავდა. -როგორ არა, მინდა! თანაც როგორ-კბილებში გამოცრა მან და ხელი მკლავში ჩამავლო. ფეხზე წამომაყენა და კედელთან ამაყუდა.-ცოტა დამაცადე და მერე შენს გესიამოვნება.-მისი შეხება გულ მირევდა, საშინლად რ მსიამოვნებდა, ტანზე უსიამოვნო ეკლები მაყრიდა. შარვალის შესაკრავი შეიხსნა და კედლისკენ მიმაბრუნა, უკვე ყველანაირი იმედი გადამეწურა. მეგონა იქვე მოვკვდებოდი, ერთხელ კიდევ წამოვიკივლე და ვიგრძენი როგორ მოაძრო ვიღაცამ ჩემი სხეულიდან ის ნაგავი. წამისმეასედში შევბრუნდი და ჩემს თვალწინ ასეთი სურათი გაიშალა. უცნობი მიწაზე აგდია,მასზე კი ბექა არის მოთავსებული და ძლიერად ურტყამს. ჯერ გონზე3ც ვერ მოვსულვარ, ჩემს ზურგჩანთას დავწვდი, რომელიც ძირს ეგდო და მაგრად მივიხუტე. ცოტახანი ასე გაშტერებული ვუყურებდი, თუ როგორ სცემდა ბექა უცნობს. ისიც კი არ მომსვლია აზრად, რომ გამეშველებინა. -მას თითი როგორ დააკარე შე ახვ*რო!-ეს თქვა და მერე იმ უცნობს ლამაზი სიტყვებით ამკობდა. როცა მისი ცემით გული იჯერა, ფეხზე წამოდგა და მე მომიბრუნდა. მე ისევ ცრემლები მომდიოდა, გაუაზრებლად, თუმცა მაინ მომდიოდა. ბექა ჩემკენ წამოვიდა და შეშინებული თვალებით შემომხედა, მერე კი ჩამეხუტა. მეც მოვხვიე ხელები, ჯერ კიდევ ვკანვალებდი. არა, არ უნდა ვიტირო, ახლა არ უნდა ვიტირო. ხელები გავუშვი, თუმცა მისგანაც იგივე ვერ მივიღე. -ბექა...-დავიჩურჩულე.-სახლში მინდა... უნდა წავიდე. -კარგი... წამოდი წაგიყვან. -------------------------------------------------------- ესეც ახალი თავი შევეცადე დიდი ყოფილიყო. შემიფასეთ, დაწერეთ რას ფიქრობთ ისტორიის შესახებ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.