შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სექსუალური ადვოკატი (დასასრული)


6-08-2016, 17:36
ავტორი mariam-mariam
ნანახია 4 481

ფიქრებში გართული როგორ აღმოვჩნდი სახლში არ მახსოვს, ოდნავ რეალობას როგორც კი დავუბრუნდი მაშინვე დივანზე წამოვწექი და ფიქრი დავიწყე..
მუცლით ჩემი და ნიკოლოზის ბავშვს ვატარებ..
ბავშვს, რომელმაც ჩემი ცხოვრება სრულიად შეცვლა....
ვიჯექი და ვტიროდი..
ვტიროდი ბედნიერებისგან...
ბოლოს ცრემლები მოვიწმინდე და ნაცნობი ნომერი ავკიბე..
-სანამ ჩემ სახელს იტყვი მომისმინე და თუ ნიკოლოზი შენთანაა გადი სადმე და ისე დამელაპარაკე...
როგორც კი ზუმერის ხმა შეწყდა მაშინვე ჩავძახე და ოდნავ შესამჩნევად გავიღიმე, თითქოს ცოტნე ამის დანახვას შეძლებდა..
-მარტო ვარ
რაღაცნაირი ხმით ამოილაპარაკა და უნებურად დავიძაბე..
-რა ხდება?
შეშინებულმა ამოვილაპარაკე და ნელა წამოვჯექი..
-ისეთი არაფერი, რა გინდოდა მითხარი..
უცებ გადაიტანა სხვა თემაზე ლაპარაკი და მეც აღარ ჩავეძიე.....
-შეგიძლია ჩემთან მოხვიდე?
ოდნავ დაწყნარებული ხმით ვკითხე და დადებითი პასუხის მიღებისთანავე გავუთიშე ტელეფონი..
ცოტნეს მოსვლამდე ასე მეგონა ნახევარმა საუკუნემ ჩაიარა...
დავდიოდი ოთახში და ჩემთვის რაღაცეებს ვბუტბუტებდი..
ვერც კარებზე გაბმული ზარი გავიგე და ვერც ის გავიგე ცოტნე როდის შემოვიდა ოთახში...
-ელენა! აქ ხარ?
გონზე მისმა ხმამ და თვალ წინ აფრიალებულმა ხელმა მომიყვანა..
დასტურის ნიშნად თავი დავუქნიე და სავარძელში მოწყვეტით ჩავეშვი..
-სად იყავი?
ნირწამხდარმა მკითხა და ჩემ წინ ჩამოჯდა..
-მონასტერში, დიმშვიდე და ფიქრი მჭირდებოდა..
დარცხვენილმა ამოვილაპარაკე და თავი ჩავხარე...
-რომ მოგესმინა იქ წასვლა არ დაგჭირდებოდა..
-ვიცი...
-უბრალოდ რომ მოგესმინა...
-ვიცი ცოტნე, ვიცი... - ანერვიულებულმა ბოლოხმაზე ვიყვირე და ცრემლებიც ვეღარ შევიკავე.. - მთელი ორი კვირაა ამაზე ვფიქრობ.. ორი კვირაა ჩემ თავზე ვბრაზობ, რომ..
სიტყვის დამთავრება ვერ მოვასწარი, საშინელი თავბრუსხვევა, რომ ვიგრძენი... ორივე ხელით მაგრად მოვეჭიდე სავარძლის სახელურებს და ღრმად სუნთქვა დავიწყე..
-ელენა! ელენა კარგად ხარ?
შეშინებული მოვარდა ცოტნე.. თანხმობის ნიშნად თავი ოდნავ შესამჩნევად დავუქნიე და საზურგეს მივეყრდენი..
-ჩანთაში წამალია, მომაწოდე
სვენებ-სვენებით ამოვილაპარაკე და ხელით ჩანთისკენ ვანიშნე..
ხელის კანკალით მომაწოდა აბი და წაყლი და შეშინებული მომაშტერდა..
-რა დაგემართა? კარგად ხარ?
-ისეთი არაფერია, კარგად ვარ..
უცებ ვიცრუე და წამოდგომა ვცადე..
-რა არაფერი ელენა, ფერი არ გადევს..
შეშფოთებულმა შემომხედა და ფეხზე წამოდგა..
-დაწყნარდი ცოტნე, ისეთი არაფერია, ეხლმა მითხარი ნიკოლოზზე რა ხდება.. ჩამოვიდა? ან ლანა ვინაა?
უცებ გადავიტანე ლაპარაკი ორივესთვის საინტერესო თემაზე
-შენი წასვლიდან ორ დღეში ჩამოვიდა და მაშინვე შენთან მოვიდა.. დედაშენმა კი უთხრა, რომ არ იცოდა სად იყავი..
კვირაზე მეტხასნ გეძებდა... უნდოდა ყველაფერი აეხსნა, რატომ წავიდა და ასე შემდეგ.. თუმცა ბოლო რამდენიმე დღეა ყველაფერზე ჩაიქნია ხელი და შენი ნახვაც აღარ უნდა..
ბოლო სიტყვები დიდი სიფრთხილით ამოილაპარაკა და ნელა გამოაპარა თვალები ჩემკენ...
ვიჯექი განუძრევლად, თვალები ცრემლით მქონდა სასვე, მაგრამ ტირილს არ ვაპირებდი...
-ლანა დაავიწყებს ჩემთავს...
ირონიულად ამოვილაპარაკე და ღრმად ამოვისუნთქე...
-ლანა ვერ დაავიწყებს შენ თავს...
მკვახეთ მომიგდო და გასასვლელისკენ წავიდა..
-სად მიდიხარ მითხარი ვინაა ლანა?
უცებ მოვეგე გონს და კარებთნ დავეწიე ცოტნეს..
-ლანას ვინაობას მხოლოდ ნიკოლოზი გაგიმხელს, მე არ მაქვს თქმის უფლება..
გასვლამე მომაძახა და წავიდა..
წავიდა და დამტოვა ისევ ლანაზე და ნიკოლოზზე ფიქრებში, თითქოს ის ორი კვირა არ მყოფნოდა...
უცებ გავაღე კარები და კიბის თავში დავდექი..
-ცოტნე!
რაც ძალა მქონდა ვიყვირე და პასუხის გაგებამდე ერთ ადგილას ვცქმუტავდი...
-კარგად ხარ?
მალევე გავიგე ხოტნეს ხმა და გახშირებული სუნთქვა...
-ორსულად ვარ.. - კარებში მდგომმა მივახალე და ყურებამდე გავიკრიჭე, მაგრამ როცა მისი დაბნეული სახე დავინახე გულანად გამეცინა - შენი ძმაკაცი მამა გახდება..
უფრო გასაგებად ავუხსენი, ვიგრძენი როგორ მოვწყდი მიწას და აღმოვჩნდი ჰაერში...
-ჩემი ნათლულია აქ?
ხელი მუცელზე მომადე და გამტყდარი ხმით მკითხა..
თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და ცრემლები შეუმჩნევლად მოვიწმინდე...
ცოტნეს ამ რეაქციით უფრო მომინდა ნიკოლოზი ჩემ გვერდით ყოფილიყო...
-ეხლა წავალ და საღამოთი მოვალ ისევ..
შეუბლზე მაკოცა და კიბეებზე დაეშვა..
-ოღონდ ნიკოლოზს არაფერი უთხრა ჯერ..
სანამ თვალს მიეფარებოდა მივაძახე და გაღიმებული შევედი სახლში..
მაშინვე დივანზე მოვკლალათდი და თაკოსთან გადავრეკე..
-ეხლა რაიმე სერიოზული რომ არ იყოს არ გაპატიებ ჩემ გაღვიძებას..
მალევე გაისმა თაკოს ბუზღუნა ხმა და მის აბურძგნულ თმაზე გამეცინა..
-თკ ახალი ამბავი მაქვს - როგროც კი სული მოვითქვი აღტაცებულმა ამოვილაპარაკე - შენ რა სპეციალობა აირჩიე?
ინტერესით შევეკითხე და შეპარული ღიმილით გავხედე...
-გინეკოლოგი ვარ და ესაა შენი ახალი ამბავი?! ვთიშავ
გაბრაზებულმა მომახალა და გათიშვას აპირებდა, რომ არა ჩემი სწრაფი რეაქცია...
-კარგი ეხლა მართლა სერიოზულად საქმეე მაქვს.
უცებ დავაწყე სახე და ღრმად ამოვისუნთქე...
-რაც შეიძება მალე უნდა ჩამოხვიდე და აქ დაიწყო მუშაობა...
-რა ხდება?
გაკვირვებულმა გამომხედა და გაბურაძგნული თმა კოსად აიკრა...
-გვჭირდები...
ისევ ვაგრძელებდი მის ნერვებზე თამაშს..
-ვაიმე ელენა ისე მელაპარაკები თითქოს ორსულად ხარ და გინდა რომ მე გამშობიარო... - მის ამ წინადადებაზე გულიანად გადაიხარხარა, მაგრამ როცა ჩემი არაფრისმთქმელი სახე დაინახა გაჩუმდა და გაოცებულმა გამომხედა.. - არა?!
თვითონვე შეეპარა მის ფიქრებში ეჭვი და თითქოს ჩემაგან ელოდა დასტურს ისე გამომხედა...
-ფეხმძიმედ ვარ..
შეპარული ღიმილით ვუთხარი და ყვირილის მოლოდინში ხელები ყურებზე ავიფარე..
-ვაიმეეე რა მაგარაიაააა. ნათლია ვარ ხო? მოიცა ვისგან ხარ ორსულად? - უცებ დაასერიოზულა სახე და გაოცებულმა გამომხედა... - არა?! ნიკოლოზი?
გაოცებულმა ამოილაპარაკა და როიგორც კი ჩემგან დასტური მიიღო ბოლოხმაზე გადაიხარხარა...
-იცის?
უარყოფის ნიშნად თავი გავაქნიე და თაკომაც დაიწყო მთელი ნოტაციების კითხვა, რომ არ შეიძლება ბავშვის შესახებ დავუმალო, ისიც მშობელია და აქვს უფლება იცოდეს ბავშვის შესახებ და მსგავსი რაღაცეები..
ბოლოს რომ უკვე მომბეზრდა მისი ეს ლექციები მოვიტყუე მშია თქო და ლეპტოპი მაშინვე დავხურე... პრინციპში მართლა მშიოდა, მაცივარი გამოვაღე თუმცა ჩემთვის საინტერესო არაფერი იყო, ამიტომ უცებ გამოვეწყე და მაღაზიაში ჩასვლა დავაპირე, მაგრამ კარების გაღება და გიორგის და ლიკას კიბეებზე გამოჩენა ერთი იყო
-საით ქალბატონო?
წარბაწევით გამომხედა ლიკამ და სახლში შევიდა..
-მაღაზიაში მშია..
-მოგიტანე ყველაფერი
უცებ მიპასუხა გიომ და პარკები მაგიდაზე დააწყო..
-ნიაკო სადაა?
ინტერესით შევეკითხე და მოწყვეტით ჩავეშვი სავარძელში
-დედაჩემთან რჩება ამაღამ..
პირგამოტენილმა მიპასუხა ლიკამ...
ორივე ცოლ-ქმარი სამზარეულოში ტრიალებდნენ და თითის განძრევის საშუალებას არ მაძლევდნენ, ერტადერთი რაც მევალებოდა მხოლოდ ჭამა იყო..
-კარგი რა ლიკა აღარ შემიძია უკვე..
ძლივს ამოვილაპარაკე და ხელები მუცელზე დავიწყე..
-კარგი ხო
ბუზღუნით დამეთანხმა და თეფშები ამაცალა..
-ვინმეს ელოდები?
კარებზე გაბმულმა ზარმა ორივე გააკვირვა და გაფართოებული თვალებით გამომხედეს..
-დედაჩემი იქნება ან ცოტნე..
გაკვირვებულმა ვუპასუხე და კარების გასაღებად წავედი..
იქ კი ყველანი ერთად დამხვდენენ..
დედაჩემიც, ცოტნეც, ლაშაც, ლევანიც და ირაკლიც...
ყველას დიდი სიყვარულით გადავეხვიე და დადგა მომენტი, როცა დედაჩემს უნდა ვუხსნა ჩემი ორსულობის შესახებ...
-დედა..
მორიდებით დავიწყე მე და თითები ნერვიულად ავათამაშე..
-ვაიმე ვიცი ელენა უკვე, თაკომ დამირეკა და მომილოცა..
ღიმილით მითხრა და როგორც ბავშვობაში ეხლაც ისე ჩამიკრა გულში..


ამ ამბებიდან ორი თვე გავიდა, ნიკოლოზისგან კი საერთოდ არაფერი არ ისმის..
უკვე სამი თვის ორსული ვარ და მუცელიც ოდნავ შესამჩნევად მაინც მეტყობა..
ბიჭები და ცოლ-ქმარი, ყოველ ღამე ამოდიან ჩემთან და ჩემ გართობას ცდილობენ..
ცდილობენ უნიკოლოზობა არ შევამჩნიო, მეც ყველანაირად ვცდილობ მათთან თავშეკავებული გავხდე და მასზე არ ვიფიქრო, მაგრამ როგორც კი მარტო დავრჩები მაშინვე ნოსტალგია მიბყრობს და ცრემლებიც თავისით მოდიან...
უკვალოდ გაქრა ნიკოლოზი არსად არ არის, არც ყაზბეგის სახლში, არც თავის ბინაში და არც მამამისთან..
ცოტნეს თქმით კი არ ლანასთან არააა....
ყველანი ვცდილობთ გავიხსენოთ კიდევ სად შეიძლება იყოს ნიკოლოზი, მაგრამ....



კიდევ ერთი თვე გავიდა ნიკოლოზის ლოდინში, ლოგინში ვწევარ და თითოეულ დეტალს ვიხსენებ ჩვენი რამდენიმე თვიანი ურთიერთობის შესახებ...
და...
ვიცი სადაცაა...]
სწრაფად წამოვვარდი ფეხზე ტანზე გამოვიცვალე, მანქანის გასაღები ავიღე და ქვემოთ ჩავედი..
გზიდან ცოტნეს დავურეკე და ყველაფერი ავუხსენი, გამოყოლა კი სასტიკად ავუკრძალე...
ჩემ იდეაში დარწმუნებული მივდიოდი ნაცნობ გზაზე და გული ბედნიერებით მევსებოდა..
მაქნანა იქვე გავაჩერე და გზას ფეხით გავუყევი..
დაახლოებით ათ წუთში აღმოვჩნდი დანიშნულების ადგილას და ფანჯარიდან გამომავალი სინათლის დანახვისთანავე გული რაღაცნაირად ამიფრიალდა..
არცერთხელ არ დამიშვია, რომ ვინმე ეყოლებოდა, ამიტომ ღრმად ამოვისუნთქე და კარები გავაღე..
-ნიკოლოზ!
დავდიოდი მთელ სახლში და ნიკოლოზის სახელს გავკიოდი...
არსად არ ჩანდა, არც სამზარეულოში, არც სააბაზანოში, არც საძინებელში და არც მისაღებში...
იმედგაცრუებულს რამდენიმე ცრემლი გადმომცვივდა და გამოსვლას ვაპირებდი ნაცნობი ხმა, რომ გავიგე..
-გელოდებოდი! მთელი სამი თვე გელოდებოდი და ვოცნებობდი შენ გამოჩენაზე.. მინდოდა სულ ორი წამით მაინც მენახე... მხოლოდ ორი წამით ელენა.. შენ?
შენ კიდევ რა ქენი? უარეს განსაცდელში ჩამაგდე...
ნუთუ ის არ მყოფნიდა, რომ ერთი საყვარელი ქალი დავკარგე, ეხლა მეორეც უნდა დამეკარგა..
ნუთუ არ გაგჩენია სურვილი ცოტნეს დალაპარაკებოდი და ყველაფერი აეხსნა?!
იქნებ მიჭირდა და შენი დახმარება მჭირდებოდა..
ელენა ამაზე ოდნავადაც არ გიფიქრია?
ვგრძნობდი როგორ ტიროდა ნიკოლოზი და მეც მასთან ერთად ვტიროდი...
მჭიდროდ შემოვიხვიე ჟაკეტი და ოდნავ წამოზრდილი მუცლის დამალვა ვცადე...
მინდოდა შევტრიალებულიყავი, თუმცა ფეხები არ მემორჩილებოდა..
მინდოდა ნიკოლოზისკენ გავქცეულიყავი და მთელი ძალით ჩავხუტებოდი, მაგრამ რაღაც ამოუცნობი ძალა არ მაძლევდა ამის უფლებას..
-ელენა მჭირდებოდი... მჭირდებოდი იმაზე მეტად ვიდრე ოდესმე..
ელენა შვილი დავკარგე და მჭირდებოდი მაშინ..
შენ?
შენ კიდევ რა ქენი ფეხი დაკარი და გაიწეცი..
იცი რამდენხანს გეძებდი?
იცი მაინც რისი გადატანა მომმიწია ამ ოთხი თვის მანძილზე?!
ელენა შემომხედე..
ბოლოს ხმამაღლა დაიჭექა და მეც დენდარტყმულივით მივტრიალდი...
ჟაკეტის ცალი მხარე ოდნა გადმომივარდა და სწრაფი რეაქციით ისევ თავის ადგილას დავაბრუნე..
რაღაცნაირად მიყურებდა ნიკოლოზის ჩასისხლიანებული თვალები, თითქოს რაღაცას ეჭვობდა, მაგრამ ბოლომდე ვერ აძლევდა თავის უფლებას ეს დაეშვა..
მისი მზერით დაბნეული თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებდი და გამოსავალს ვეძებდი..
-კლუბში დედაჩემმა დამირეკა და მითხრა, რომ ლანა ძალიან ცუდად იყო.. - მივხვდი რასაც ყვებოდა და გაჩერება ვცადე თუმცა არ მომისმინა... - ხუთი წლის იყო ლანა და გულის მანკი ქონდა... თითქოს გამოჩნდა დონორი გული, მაგრამ ოპერაციის დროს ვეღარ გაუძლო ლანას ორგანიზმა და... - ცრემლები მოიწმინდა და ღრმად ამოისუნთქა.. - ლანა პირველი ცოლისგან მყავდა, რომელიც მასზე მშობიარობას გადაყვა, მაშინ ოცდაექვსის ვიყავი.. დეპრესიაში ჩავვარდი, ცოტახანში კი დედაჩემმა მოისურვა მეორე ცოლი მომეყვანა და ოცდარვა წლის ასაკში ნინა შემმრთო ცოლად, თუმცა მალევე გავშორდი როგორც შენ ნახე..
მხოლოდ ლანა იყო ჩემი ცხოვრების აზრი, სანამ შენ გამოჩნდებოდი... მერე კი..
-ნიკოლოზ არ გინდა გთხოვ..
ცრემლები ღაპაღუპთ მომდიოდა და ამოსუნთქვას ვცდილობდი..
-მოკვდა ელენა... ჩემი ლანა მოკვდა, ჩემი პატარა გოგო.. - ხმით ტიროდა ნიკოლოზი..
მასთან ახლოს მივიჩოჩე და მოვეხვიე, მანაც უცებ ჩამიდო თავი კალთაში და ისევ განაგრძო მოყოლა.. - მამიკოს სიცოცხლე იყო ლანა... ყოველთვის მეკითხებოდა დედამისზე და მეც ოსტატურად ვატყუებდი.. პატარა არსებას ვატყუებდი, რომელსაც არაფერი არ დაუშავებია...
-ნიკოლოზ გთხოვ..
გამტყდარი ხმით ამოვილაპარაკე და ცრემლები მოვიწმინდე..
-ჩემი შვილი აღარაა ელენა, ჩემი პატარა გოგო..
-ნიკოლოზ! გთხოვ..
-მიყვარხარ ელენა, არ მიმატოვო გთხოვ.. მიყვარხარ, მჭირდები..
ისევ ტირილს აგრძელებდა და მეც უფრო და უფრო ცუდად ვხდებოდი..
-არასდროს დაგტოვებთ ნიკოლოზ, მიყვარხარ..
ყურთაან ახლოს ვუჩურჩულე და ლოყაზე ვაკოცე...
ნელა მოატრიალა თავი და პირდაპირ ჩემ მუცელს შეეჩეხა..
გაკვირვებული თვალებით ამომხედა და მერე ისევ მუცელს შეხედა..
გველნაკბენივით წამოხტა ფეხზე და ბუტბუტი დაიწყო..
-გათხოვდი?
ხმა წართმეულმა ამოოილაპარაკა და დავინახე როგორ დაებერა თითოეული ძარღვი..
უარყოფის ნიშნად თავი გავაქნიე, და შეპარული ღიმილი დავაიგნორე..
მეც ნელა წამოვდექი ფეხზე და წინ დავუდექი
თითების უაზრო ქნევა დაიწყო და ისევ ბუტბუტებდა..
-ხო ნიკოლოზ, მე და შენ..
-ჩვენი?
-ჩვენი...
-ჩემი?
აკანკალებული ხმით მკითხა და ჩემ მუცელთან დაიჩოქა..
-შენი..
-და შენი?
-და ჩემი..
ღიმილით დავუდასტურე და მეც მის წინ დავდექი მუხლებზე..
-მიყვარხარ..
-მიყვარხარ..
ჩურჩულით ამოვილაპარაკე და მოწყვეტით ვაკოცე..




ხუთი თვის შემდეგ..
-კიდე ერთხელ ელენა!
ყურთან ახლოს ყვიროდა ნიკოლოზი და აღტაცებული სახით მიყურებდა...
-გილოცავთ ჯანმრთელი ბიჭია.. - ღიმილით გამოგვხედა თაკომ და ბავშვი ექთანს მისცა... - მოიცა ელენა, კიდევ ერთხელ...
ისევ ისეთი ტკივილი ვიგრძენი და მალევე მეორე ბავშვის ტირილიც გავიგე..
-ისევ გილოცავთ ჯანმრთელ გოგოს..
ღიმილით გამოგვხედა თაკომ და ბავშვი ექთანს მისცა..
ჩემი ძლიერი გოგო...
ტუჩებთნ მიჩურჩულა ნიკოლოზმა და ნაზად შემეხო..
-აბა რას არქმევთ?
პალატაში გადაყვანისთანავე თავზე ყველანი ერთად დამადგნენ და ორ ციცქნა არსებას დიდი სიყვარულით უყურებდნენ..
-მათე და ლანა..
ფრთხილად გავხედე ნიკოლოზს და მის აცრემლიანებულ თვალებზე გამეღიმა..
-ჩემი სექსუალური ადვოკატი..
რიმილით მითხრა და შუბლზე მაკოცა..









იმედია მოგეწონებათ <3 ჩქარი და ჩამოუყალიბებელი დასასრულისთვის ბოდიში <3 იმედია თქვენი იმედები ცოტათი მაინც გავამართლე <3



№1 სტუმარი ..........

Dzalian momewona❤❤ dadebiti emociit vivsebi motxrobis gitxvisas❤❤❤

 


№2  offline აქტიური მკითხველი La-Na

Dzalian kargi dasasruli iyo,magram lanas sikvdili ra sachiro iyo
--------------------
ლანა

 


№3  offline წევრი lamazmani

dzalian magari iyo ai dzaan momewona magari dasasruli qonda momenatrebian nikolozi da elena dzaan magari iyo martla ai dzaan❤❤❤ male dabrundi axali istoriit

 


№4  offline წევრი TeddyBear

ძალიან მომეწონა, დღეს წავიკითხე ყველა თავი ❤ სასიამოვნო წასაკითხი მოთხრობა იყო და რაც მთავარია არც უაზროდ გქონდა გაწელილი მოვლენები ასე რომ მშვენიერი იყო ❤

 


№5 სტუმარი mtvaro svani

kargi iyo.momecona zalian.sanam dasasruli dade nerviulobit gavafrine.yochag

 


№6  offline წევრი Lana Tomlinson

ვაიმე,ძალიან მომეწონა.
ძალიან კარგად წერ,ხშირად გადავხედავ ამ მოთხრობას.❤️❤️

 


№7  offline მოდერი bibo

kargi iyo chito magram ase uceb dasasruli ar mindoda marwyvii

 


№8  offline მოდერი zia-maria

ძალიან კარგი იყო.დასრულება არ მინდოდა,ისე ემოციით ვკითხულობდი.

 


№9 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მომეწონა საინტერესო დასასრული ქონდა ზღვა ემოციებით სავსე მადლობა წარმატებები ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent