შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედის ბორბალი (თავი 6)


6-08-2016, 19:11
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 2 031

-ელეე....-დაჩი წელავს ჩემს სახელს,დემეტრეს ეღიმება,მე კი დაძაბულ მდგომარეობაში ვარ.რა უნდა მას აქ? ეს უკვე ზედმეტია...
-აქ რა გინდა,დაჩი?-ფეხზე ვდგები და მეღიმება.
-უბრალოდ მომენატრე...არ შეიძლებოდა?-მეკითხება და თან ეჭვით აპარებს თვალს დემეტრესკენ,რომელსაც არანაირი რეაქცია არ აქვს.საინტერესოა ამ მომენტში რას ფიქრობს დაჩი.ეჭვიანი შეყვარებულივით არ მომივარდა აქ..მეცინება,მეცინება...
-გაიცანი ეს ჩემი ცეკვის მეწყვილეა-დემეტრე-ჩვეულებრივ ვეუბნები..ეს ჩემი მეგობარია-დაჩი-ვიღიმი და ბიჭებს ვუყურებს.ერთმანეთს ხელს ართმევენ,სასიამოვნოა,როგორც ჩვეულებრივ..ჰო,ესეც ბანალური გაცნობაა...თუმცა გაცნობა სხვანაირი როგორი უნდა იყოს?
დაჩის ძლივს ვანიშნებ,რომ დაგვტოვოს,ფეხის თრევით მიდის,რაც ძალიან მაღიზიანებს,მარტო ვრჩები დემეტრესთან.ვსაუბრობთ და ვგეგმავთ კონცერტს.მერე სახლში მივდივარ და მაშინვე მეძინება,არც თინა მაინტერესებს სადაა და არც არავინ.
დილა ენერგიულად იწყება,ყავას ვსვამ და უფრო ვფხიზლდები,შემდეგ უაზზე მივდივარ,მომენატრა ცურვა,მინდა ცოტა ხანს განვიტვირთო.წყლის შეგრძნება საოცრად მსიამოვნებს.საკმაოდ კარგად ვცურავ,თუმცა მაინც ვიღლეი და რამდენიმე საათის შემდეგ სუნთქვა მეკვრება,შუა გზაში ვარ,როცა ვფართხალებ და ველოდები,ვინმე თუ დამეხმარება...
შიშის შემდეგ ვიღაცის ძლიერ მკლავებს ვგრძნობ,ხელს წელზე მხვევს,მიჭერს და ასე გავყვარ.როგორც იქნა,წყლის მიღმა ვარ,ვმშვიდდები...ქუდს ვიძრობ და ჩემს მშველელს ვეძებ თვალებით,ვფიქრობ,რომ ახალგაზრდა და სიმპათიური იქნება პლუს ფიტნეს ტანით და სიმაღლით,თუმცა ვცდები.ჩემი გადამრცენელი ვუღაც მოხუცია.მეცინება,თუმცამალე ვჩერდები,მახსენდება,რომ მარტო არ ვარ..
-დიდი მადლობა.
-ასე აღარ მოიქცეთ..ბევრი მოგივიდათ ალბათ და გადაიღალეთ-მაშინვე აკეთებს დასკვნას და მიდის.
ესეც ასე! სასაცილოა ამხელა გოგოს ასეთი რამ როგორ უნდა დაემართოს....
დღეს მაინც არ ეკარგება ხალისი,სახლში მივდივარ,ვიცვლი და საწოლზე ვეხეთქები,არავის ნახვა არ მინდა,მარტომ მინდა გავატარა კვირა საღამო.რატომღაც ცეკვა მინდება,მუსიკას ვრთავ და ვიმეორებ კონცერტზე საცეკვს..მსიამოვნებს,ასეთი ჰონი,მართლაც,საოცარი რამაა.. შემდეგ ფილმის საყურებლად ვემზადები,ბატიბუტს ვამზადებ და დიდ ჯამში ვყრი..მიყვარს ხოლმე,როცა მარტო ვარ და ჩემთვის ვუყურებ იმას,რაც მინდა..
ზოგჯერ მგონია,რომ მარტოსულობისკენ მაქვს მიდრეკილება..არ ვიცი,ეს რამდენად მართალია,თუმცა მთლად რეალობას მოკლებულიც არ უნდა იყოს..
„სამეფო კარის თამაშებს“ ვუშვებს,ფილმი არაა,თუმცა სერიალიც არ უნდა იყო სურიგო...ვუყურებ და ბატიტუტს გეახლებით.მომწონს,როცა მარტო ვარ და ისტერიული სიცილი მიტყდება...
-ჩუმად...აღარ მესმის იმ ჯუჯა კაცი ხმა...-ვეუბნები საკუთარ თავს და იდაყვს ვეყრდნობი.

დრო გადის..დიდი არაფერი ხდება..ყველაფერი დუნებაა,თუმცა ამ აუჩქარებლად სიარულშიც არის რაღაც ნაპერწკალი.არცაა გასაკვირი,ჩვენ ხომ მუდამ ვპოულობთ სინათლეს ნებისმიერ მდომარეობაში.
ახალი წლები ახლოვდება,გამოცდებს ვაბარებთ,ცოტა ხანს გვიშვებენ დასასვენებლად,წადით,არ გადაიწვეთო..
მაინცდამაინც ხალისი არ მაქვს,არც არასდროს მიყვარდა ეს დღე,ეს ზემოთაც აღვნიშნე...დედაჩემიც არაა დიდი დიასახლისი,ჩემს სახლში არავინ ფუსფუსობს ხოლმე,მაგის დრო არავის აქვს,ყველა უფრო მნიშვნელოვანი საქმითაა დაკავებული,გოზინაყსაც არ ვაკეთებთ ხოლმე და საერთოდ საცივი როგორ კეთდება იცი კი არ ვიცი.არც მადარდებს,მზარეულს გავაკეთებინებ,როცა გავთოხვდები-მეთქი..იმედიც ასეთი უნდა..რატომაც არა?
მთლად ასეთი არადღესასწაული განწობაც არ მაქვს,ვაღიარებ..ნინასთან ვაატრებ ხოლმე ამ დღეს თითქმის ყოველთვის და შესანიშნავად ვერთობით კიდეც..თუმცა,ამაზე ფიქრის დრო სად მქონდა იმ დღეს,როცა კონცერტისთვის აღელვებით ვემზადებოდი..
25 დეკემბერი..რა საერთო აქვს ამ დღეს ჩვენთან? ჰო,25-ში ვემზადები მონცერტისთვის...ბოლთას ვცემ სარეპეტიციო დარბაზში.დემეტრეც აქაა,ძირს ზის და დაღლილი თვალებით ათვალიერებს გარემოს.
-ყავა არ გინდა?
-კარგი იქნება-ვუღიმი და ვაგრძელებ სიარულს.არაფრის თავი მაქვს,მთელი ღამე რეპეტიციაში გავათენე.ვიცი,არანორმალური ვარ,ამას ხშირადაც კი მეუბნებიან,თუმცა არ ვიცვლები,ასეთი ვარ და მორჩა..ესეც ჩემი ერთ-ერთი დევიზი..
მალე ამოდის დემეტრე..ერთი წრის დარტყმასაც ვერ ვასწრებ...ვხვნეში და ვართმევ ყავას,იატაკზე ვჯდები და თავს კედელს ვაყრდნობ.ასეთი ხასიათიც არ უნდა ვიყო,ხალხს უხარია ახალი წელი დგებაო..მე კი...
-ძალიან დავიღალეთ ...-მრავლობითში ვამბობ...დემეტრეს რომ ეძინებოდა და კინაღამ ცეკვისას წაიქცა არ ვივიწყებო.
-ძალიან..არ გამახსენო..ოღონდაც მორჩეს ეს საღამო და..დაპატიჟე ვინმე?-მეკითხება ინტერესით.
-ვინმე?-მხრებს ვიჩეჩ,ვინ უნდა დამეპაიჟებინა..-ნინა მოვა ალბათ..-ვპასუხობ და ყავას ვსვამ.
-მეტი არავინ?-ვერ ვხვდები მისი კითხვის აზრს.
-არა მგონია-ვაქცენ თავს და ფანჯრისკენ ვიხედები,ამ ზამთარში მცხელა კიდეც.მაისურს ვიხდი და ტოპზე არსებულ ოფლზე მეცინება...
-გცხელა?-მეკითხება დემეტრე.
-ძალიან..-გახშირებით ვსუნთქვამ და გასახდელისკენ მივდივარ,სულს თუ მოვითქვა,კარგი იქნება...

დარბაზი ივსება..არავინ ფიქრობს იმაზე,თუ რამდენი ვიშრომეთ,რამდენი დრო და ენერგია დავხარჯეთ,ყველა სანახაობას ელის..სხვანაირად არც არასდროსაა.
ცოტას ვღელავ,თუმცა შემდეგ ყველაფერი მავიწყდება და კონცერტიც იწყება.ჩემს გამოსვლამდე იწელება დრო,შემდეგ მალე მიდის და ყველაფერი ისე მალე მთვარდება,რომ ვერ ვაცნობიერებ...ბოლოს სასმელს არიგებენ და გვილოცავენ,ხალისი დიდად არ მაქვს,თუმცა მხიარულობაში ვყვები სხვებს..
ნინა მპოულობსდა მეხვევა,გილოცავო...იმასაც მეუბნება,რომ დაჩი არის მოსულა..მბურძგლავს,რა უნდა აქ..
-შენ უთხარი?-ვეკითხები დაქალს და თვალებს ვუბრიალებ.
-ჰო...ძალიან მომწონს ეს ბიჭი..
-ნინა!
-აი,მოდის..
-დაჩი..არ იყო საჭირო...
-ეს შენ...-ყვავილების თაიგულს მაწოდებს და მეღიმება..ყავვილები არ მიყვარს,რადგან ხრწნასა და სიკვდილთან ასოცირება ჩემთვის მიწას მოწყვეტილი მცენარე,რომელიც წყალში უნდა გქონდეს,სანამ არ დაჭკნება...ეს ყველაფერი იმას მაგონებს,თუ როგორ იყო ბებიაჩემი შეერთებული სასუნთქ აპარატთან..ალბათ სწორედ ამის გამო ვერ ვიტან ყვავილებს,თუმცა არ ვიმჩნევ,მადლობას ვეუბნები დაჩის და ვუღიმი.
ჩვენ სამნი კაფეში ვსხდებით,ნინა ადრე მისი და მარტო გვტოვებს,თვალებს კი ვუბრიალებ,მაგრამ არ მშველის..დაჩისთან მარტო ვრჩები,ცოტა ვიძაბები..
-შესანიშნავად ცეკვავ,რაღაც ჯადო გაქვს თითქოს...
-ჯადო?-მეცინება დაჩის ნათქვამდზე
-ტიპი ისე გიყურებდა..
-მსახიობობის არაფერი გაგეგება..-მეცინება დაჩის ნათქვამზე..

-ეჭვიანობს ტიპი..-ვეუბნები ნინას,რომელიც სიცილს ვერ იკავებს და გეგმბეს აწყობს,უნდა გაგათხოვოო.
-კარგი რა..-სასაცილოდაც არ მყოფნის დაქალის ნათქვამი.
ამ დღის შემდეგ ვამჩნევ,რომ დემეტრე შეცვლილია,სხვანაირად იქცევა ხოლმე...კინოში მპატიჟობს,უარს ვერ ვეუბნები...მივდივართ და მხვდება რომანტიკული კომედია...აქ უკვე ვიბნევი.იმედია,ამ ბიჭს რაიმეს იმედი არ აქვს.
ფილმის დრო ვამჩნევ,რომ გაშტერებით მიყურებს,მაკვირდება...ეს ყველაფერი კი ძალიან მაბნევს,არ ველოდი თუ მეწყვილე სხვანაირად შემომხედავდა,ეს არც მაწყობს,უბრალოდ ხელს შეგვიშლის..უარს რომ ვეტყვი,ჩემთან აღარ იცეკვებს...ათას რამეზე მეფიქრება,ფილმს უაზროდ ვუყურებ.ბეჭედი მეჭეჭი არ ვიცი მე...
-მოგეწონა?-მეუბნება,როცა ფილმი მთავრდება.ვერ ვხვდები,რომ მორჩა,მხოლოდ ხალხის აყრამახსენებს ამას...ოჰ,ესღა მაკლდა.პასუხად მხოლოდ ვუღიმი და ფეხზე ვდგები,დაბნეული ვარ,თანაც ძალიან..
მსიარული ჩანს დემეტრე...დებილივით მივყვები და ერთი სული მაქვს,სახლში როდის წავალ.თავის ტკივილს ვიმიზეზებ,აფთიაქში წამალს მყიდულობს და სახლამდე მაცილებს.წამალს არ დავლევ,რა თქმა უნდა...
სახლში მისული სიცილს ვერ ვიკავებ,ნინას ვურეკავ და ყველაფერს ვუყვები.
ახალ წელს ნინასთან ვატარევ..ნუ,ასე ვგეგმავ.მასთან მუდამ იგრძნობდა დღესასწაული...ლუკაც ჩვენთან იქნება.

თითქოს ძველი დრო მეორდება,ისევ ერთად ვატარებთ ჩვენ სამნი-მე,ლუკა და ნინა ახალ წელს,სხვა ბავშვებიც არიან და შესანიშნავად ვერთობით.სულ მავიწყდება,რომ ახალი წელი არ მიყვარს.
ჩემს გაოცებას საზღვარი არ აქვს,როცა დაჩი შემოდის,ხელში დიდი ტორტი უჭირავს და იღიმის.
-ვერაა ეს კარგად!-ემოციებს ვერ ვმალავ.
-ელეე....-ტორტს დებს და მეხვევა,ასეთ შეხვედრას არ ველოდი,ვშეშდები და ველოდები,როდის მომშორდება..-გილოცავ..-იღიმის,მგონი,ჩემს გარდა ვერავის ხედავს..სუფრასთან ვსხდებით და საერთო მხიარულებაში ვებმებით..
დრო ძალიან მალე გადის.საცეკვაოდ მიწვევს ლუკა,დემეტრეს ხომ ეცეკვეო.ძალიან სასაცილოა ის და ბავშვსაც კი ვეძახი ხოლმე.
-ცეკვაში ნული ხარ-ვეუბნები ნიშნის მოგებით და ვცდილობ,ვალსის მოძრაობა ვასწავლო,რაც არც ისე კარგად გამოსდის.ბუზღუნებს და შემდეგ დაჩი მოდის საცეკვაოდ,მასაც არ გამოსდის კარგად,თუმცა იხტიბარს არ იტეხს,ეს ჩემი პირველი ცეკვააო.იმ დღეს ვამჩნევ,რომ დაჩისთან ყოფნა ძალიან მსიამოვნებს,იმაზე მეტად,ვიდრე ოდესმე წარმომედგინა.
თუმცა ეს სასწაულებრივი დღეც მალე სრულდება...იწყება სწავლაც და დრო საერთოდ აღარ მრჩება,დაჩი მაჩიც უკან დამრჩება,თუ კარგად არ ვისწავლე,არა,კარგად არა,ძალიან კარგად...ძალიან კარგი თუ არ ხარ,გინდ იყო და გინდა არა.ყველამ იცის ჩემპიოის სახელი,თუმცა მეორე ადგილოსანის არსებობაც კი ავიწყდება ხალხს..ასეა,ასე! ესაა რეალობა,რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ..
დაიწყო 24 საათიანი მეცადინეობა,უნივერსიტეტი,დავალებები,სახლი,ძილი და ა.შ შუა ღამით ვიჯექი ხოლმე და თან ორ ჭიქა სხვადასხვანაირ ყავას ვწრუპავდი,რომ არ დამძინებოდა.ძალიან ბევრი მქონდა სამუშაო,რომ კემბრიჯში დამფინანსებოდა მაგისტრატურა.ეს მუდამ ჩემი ოცნება იყო და ვერანაირად ავუვლიდი მას გვერდს.

დრო ძალიან მალე გავიდა..ზოგჯერ ხომ ხდება ხოლმე ასე...თვეებმა ძალიან მალე გაირბინა და დავასრულე ბაკალავრიატი..ბოლო დღეს,როცა დიპლომებ არიგებდნენ,ძალიან აღელვებული ვიყავი,ამას ისიც ემატებოდა,რომ დაჩის დაჯინებული მზერა მხვდებოდა.
იმ დღეს გამოაცხადეს,რომ მაგისტრატურას გავაგრძელებდი კემბრიჯში..ამაზე დიდი ბედნიერება ჯერ არ განმეცადა,მეცხრე ცის მაღლა დავფრინავდი,აჩქარებით მიმოძრავებდა ძარღვებში სისხლი,ჩემზე ბედნიერი არავინ იყო..
-გილოცავ..-დაჩიმაც მომილოცა და ლოყაზე მაკოცა.
-მადლობა..-გავუღიიმე და სხვებისკენ წავედი,რომ მილოცვები მიმეღო..არ მიყვარდა მსგავსი სიტუაციები,თუმცა სხვა გზა არ არსებობდა..
მეგობრებმა წვეულება მომიწყევეს,რომელიც კემბრიჯში სწავლების აღსანიშნავი უნდა ყოფილიყო,თუმცა ეს გამოსამშვიდობებელიც იყო.
-არ დაგვივიწყო,კარგი?-ნინა და ლუკა კისკისებენ.
-არა,ღადაობ?-ვეკითხები და ღიმილს ვერ ვიკავენ.
-მომენატრები..-დაჩი ამბობს და მეღიმება..ეს სიტყვა გულზე მალამოსავით მხვდება..
-ბავშვებო,ძალიან მომენატრებით ყველანი..-მეტი აღარ მახსოვს,სასმლის ბრალია ალბათ...
ზაფხულშივე მიწევს წასვა ან რატომ ვიტყვი უარს..ფრენის დღეს ძალიან ვნერვიულობ,ყველას ვემშვიდობები და ვეუბნები,რომ არ გამაცილონ...არ მინდა ზედმეტი ემოცია..
საღამოს ვიძინებ,რომ 2 საათზე როგორმე გავაღწიო სახლიდან..2-ის ნახევაზე მეღვიძება და საწოლიდან ვხტები...
„ტაქსიში“ ვზივარ და ვფიქრობ განვლილ ცხოვრებაზე,რომელიც არც ისე ცუდად გამიტარებია,თუმცა უკმაყოფილების გრძნობა მაინც არ მანებებს თავს..ეს ბუნებრივია ალბათ...
აეროპორტთან მიჩერებ მძღოლი,ჯამაგირს ვუხდი და გადავდივარ...მალე უნდა წავიდე,დიდ ხანს ვერ დავბრუნდები...ვიცი,ეს ყველაფერი ვიცი,მაგრამ ბედნიერი ვარ...
ეს,ეს ჩემი ოცნებაა,რომელიც ბავშვობიდან თან მსდევს..
რიგში ვდგავარ,მალე უნდა გავიარო რეგისტრაცია,როცა ვიღაცის ძლიერი ხელის შემოხვევას ვგრძნობ..
_____
მუზა ისევ მღალატობს.
ორ დიდ ჭიქა სხვადასხვანაირ ყავას ვსვამდი ამის წერისას,თუმცა თქვენ აღარ შემოდიხართ ამ საიტზე.ჩემი მკითხველი სადღაც შორს გულაობს..ნაკლები სტიმულიც მაქვს.
აუ,მალე მოდი,სექტემბერო...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent