ქალბატონო, სანთებელა ხომ არ გექნებათ? (4)
ქალბატონო?! ერთი წუთით ისიც ვიფიქრე რომ მე არ მეკითხებოდა, რომ არა მისი დაჟინებული მზერა მართლაც დავრწმუნდებოდი. - კი, როგორ არა. -ჯიბიდან ჩემი საყვარელი სანთებელა ამოვიღე და გავუწოდე. - ოღონდ შენობითზე გადავიდეთ. -სანთებელას მართმევს და ცალყბად მიღიმის. - კარგი კარგი. თამაში სრულდება, მე წავაგე. სანდრო სულ ოდნავ მისწრებს და ნერვები მეშლება. მაინც რანაირი ბიჭია?! სულ რაღაც უცნაურად იხედება, არც ხშირას იცინის, მხოლოდ ნიკას ხუმრობებზე 1-2ჯერ გაიღიმა. უნდა ვაღიარო რომ საოცარი ღიმილი აქვს! და მაინც რა უცნაური ბიჭია. პირველ ადგილზე ლაშა გადის და მას სურვილები აქვს ჩემთან და სანდროსთან. ეს უკვე არ მომწონს, იმედია სურვილი ორივეს ერთდროულად არ შეგვეხება. ლაშა კი ბოროტული ღიმილით გვიყურებს ორივეს. ვფიქრობ ჯოკერი არ იყო კარგი იდეა. - მოკლედ, თქვენ ორნი შუა ღამეს შეხვალთ წყალში და მინიმუმ ერთი საათი მოგიწევთ იქ ყოფნა. - ხო არ გაგიჟდი ბიჭო შენ?- განრისხებული სახით ეკითხება სანდრო. - ლაშა მისმინე, ნიცა მყავს რომელსაც გვიან მარტო ვერ დავტოვებ. - ნიცას მე და ლენკა მოვუვლით შენ მაგაზე არ ინერვიულო. მოკლედ მოემზადეთ.-თვალს მიკრავს ნიკა, თუმცა სულ არ ვარ ხუმრობის ხასიათზე, იმის თქმას რომ წყლის შიში მაქვს ვერ ვბედავ. ლენკას გავხედე, დაბნეული გამომეტყველებით იჯდა და მიყურებდა. - ბავშვს უნდა დავხედო. -ვთქვი და ფეხზე წამოვდექი. ლენკაც ადგა. - იცოდეთ სურვილი სურვილია, არ დაიკარგოთ. დღეს საღამოდ გელოდებით.-გვიღიმის ლაშა. - კი რათქმაუნდა. -თბილად ვუღიმი მეც და სახლისკენ მივდივარ. ნიცას უკვე გაუღვიძია და საწოლში თვისთვის თამაშობდა. ლენკამ ოთახის კარი მიხურა. - რა უნდა ქნა? - არ ვიცი ლენკა, თითქმის აღარ მეშინია ისე როგორც ადრე. - ხო მაგრამ ვფიქრობ ღამე გარისკვა არ ღირს. - მარტო ხომ არ ვიქნები? სანდროც იქნება... - მეჩვენება თუ ეგ ბიჭი ძაან უცნაურია? - არვიცი არ შემიმჩნევია. -თავი დავიძვრინე სანდროზე ლაპარაკისგან, რატომ მეთვითონაც არვიცი. ლენკაც მეშვება და აბაზანაში შედის მე კი ნიცასთან ერთად ვიწყებ თამაშს. შინაგანი ნერვიულობა მეწყება, არვიცი რამდენად შევძლებ. ბავშვობიდან საოცარი შიში მაქვს წყლის, 4 წლის ვიყავი როდესაც ჩემ თვალწინ ჩემზე ცოტათი დიდი გოგონა დაიხრჩო, კარგად ცურავდა მშობლები კი ლაპარაკში იყვნენ გართულნი, ვერც კი შეამჩნიეს როგორ გავიდა რამდენიმე წამით მეტი ვიდრე უნდა გასულიყო ჩაყვინთვიდან. ალბათ ვერასდროს ვერ აპატიებენ საკუთარ თავებს. მაშინ ხომ ძალიან პატარა ვიყავი და როგორ განვიცადე, არვიცოდი რას ნიშნავდა იყო დედა, ახლა კი ბევრად ცუდი შეგრძნება მაქვს ვიდრე მაშინ. - თეა რაგჭირს? -ლენკა უკვე გამოსულიყო აბაზანიდან და გაოცებული სახით იდგა ჩემს წინ და თმას იმშრალებდა. - აუ რაღაც ბავშვობაზე ჩავფიქრდი, რატო არც კი ვიცი. - მიდი მიდი ჩაიცვი, ბავშვს მე ჩავაცმევ და გავიდეთ სადმე. - კაი გადავივლებ. აი ის ვარდისფერი კაბა ჩააცვი რა. - კაი რა პრობლემაა. და ამ კეტებს ჩავაცმევ. - კი კი, მალე გამოვალ მეც. საჭირო ნივთებს ვიღებ და აბაზანის კარს ვკეტავ. ცხელ წყალს ვუშვებ და გახდას ვიწყებ. ჭავლის ქვეშ ვჯდები ფეხებზე ხელებს ვიხვევ და ცოტახანს ესე ვზივარ. თითქოს ვითიშები, თითქოს ყველა ფიქრი წყლის დინებას მიაქვს, აბაზანის ბოლოს კი წრეზე ბრუნავენ და ისე ჩადიან მილში. მალევე ვფხიზლდები ონკანს ვკეტავ და პირსახოცს მჭიდროდ ვიხვევ ტანზე. ოთახში გავ და ვცდილობ წონასწორობა შევინარჩუნო, ოთახში სანდრო და ნიკა დგანან და დაბნეულები მიყურებენ, მეც არანაკლები სახე მაქვს. - თეა, ნიკა და სანდრომ ერთად გასეირნება შემოგვთავაზეს.- ღიმილით მეუბნება ლენკა სიტუაციის განსამუხტათ. - ჩვენ გავალთ, და გარეთ დაგელოდებით.- ამბობს ნიკა და კარისკენ მიდის, სანდრო კი კიდევ ერთხელ მათვალიერებს და ნიკას მიყვება. - მოგკლავ ლენკა! ხოიცოდი რა ფორმაშიც გამოვიდოდი. - კაი რა მოხდა მიდი მალე ჩაიცვი. - კიდე რა მოხდაო?! გამაგიჟებ რა! ოთახში შევდივარ და გრძელ სადა ყვავილებით გაწყობილ კაბას ვარჩევ. თმას კი ვივარცხნი და გასაშრობად გაშლილს ვიტოვებ. - ლენკ მზად ვარ მეე!- ოთახიდან ვუძახი მას. - გამო გავიდეთ. ეზოში ბიჭები ისევ მაგიდასთნ სხედან ამჯერად ბევრად კარგად გამოიყურებიან. არვიცი რატომ მაგრამ თვალებით სანდროს ვეძებ, ის ცოტა მოშორებით მანქანასთან დგას და ტელეფონზე ლაპარაკობს. თეთრი პერანგი და ჟინსები აცვია. როგორ უხდება გარუჯულ ტანზე. თავს ვაქნევ თითქოს ესე მართლა ვიშორებდე ფიქრებს. და ისევ ლენკას და ბიჭების საუბარს ვუგდებ ყურს. - ახლა გავიდეთ , სადმე ვივახშმოთ. თან ცოტა მშვიდი ადგილი გვინდა ნიცაც რო კარგად მოკალათდეს, ხო ნიცა?- ძირს იხრება ნიკა და ნიცას ლოყაზე ეფერება. ლაშა კი ბავშს უცებ ხელში იყვანს და მაღლა წევს, ნიცას კისკისი მთელ ეზოში ისმის. მე კი გაღიმებული ვუყურებ მათ. სანდრო მაგიდას უახლოვდება წამიერად თვალი თვალში მიყრის. - არ წავიდეთ? - კი კი გავედით. აუ დავტოვებ მე მანქანას. მე და გოგოები შენთან ჯავდებით ბიჭები კი ლაშას მანქანით. -ამბობს ნიკა - არაა პრობლემა ჩემი მანქანით წამოვალთ. -ერევა ლენკა. - ამდენი მანქანა რად გვინაა ორ მანქანაში ვეტევით თავისუფლად. - ხო კაი, რა მნიშვნელობა აქვს. ნიცა ხელში ამყავს და ბიჭებს უკან მივყვები, სანდრო საჭესთან ჯდება, მე უკანა კარებს ვაღებ და ნიცასთა ერთად უხერხულად ვჯდები. წინა სავარძელს ნიკა იკავებს ლენკა კი გვერდით მიჯდება. ბათუმის ქუჩები გადატვირთულია ძლივს ვაღწევთ ერთ-ერთ რესტორნამდე, ადგილს გარეთ ვიკავებთ და შეკვეთას ვაძლევთ. საღამოს მხიარულად ვატარებთ, ძალიან კარგი ბიჭები არიან. ნიცასაც კი ძალიან მოწონს ყველა, სანდროს ჩათვლით. კიდევ ვერ ვხვდები რატომ არ შედით სანდრო ბიჭებში, რაღაც განსხვავებულია. საღამოს განმავლობაში მეტად გაიხსნა ჩვენთან, ეტყობა რო სხვა ტიპაჟია, უფრო სერიოზული მაგრამ ბოლომდე ვერ ვხსნი რა მომწონს ამ ბიჭში. ისე დაღამდა ვერც გავიგეთ. ნიცაც დაიღალა თავი ჩემს გულზე უდევს და მედალიონს თითებით ეთამაშება. ანგარიში ბიჭებმა დაფარეს და სახლისკენ გავეშურეთ. მანქანაში რამდენჯერმე სანდრომ სარკიდან შეგვათვალიერა, ნიცას უკვე ეძინა. მანქანიდან ფრთხიად გადავიყვანე და სახლში შემყავდა როდესაც სანდრომ დამიძახა: - სურვილი ხოარ დაგავიწყდა? - არა რა დამავიწყებს, ბავშვს დავაძინებ და გამოვალ. - კარგი, გამოვიცვლი და აქ დაგელოდები. -ღიმილით თავი დავუქნიე და სახლში შევედი, ნიცა დავაწვინე და ნელა გავხადე რომ არ გაღვიძებოდა. ლენკა შემოვიდა და სავარძლში ჩაჯდა. - თეა, თუ გეშინია შეგიძლია არ გააკეთო. - კაი რა, ბავშვი ხომ არ ვარ. მიხედე რა ნიცას, ნიკა წაგვყვება და ისევ აქ მოვა მარტო რომ არ იყო. - ძინავს ხო იცი არ გაეღვიძება, თუ გაეღვიძა კიდე აქ ვარ. - კაი ჩავიცმევ მე მაშინ.- საცურაო კოსტუმზე შავი გრძელი გადასაცმელი გადავიცვი და გარეთ გავედი. ბიჭები რაღაცაზე გულიანად იცინოდნენ, მე კი მუცელში რაღაც მეწვის, ნერვიულობა მიმძფრდება. - წავედით ხო? მე დაგტოვებთ და ზუსტად ერთ საათში გამოვალ, იცოდე ამოსვლებს არ ვართ!-სიცილით მეუბნება ნიკა. ძალით ვუღიმი და თავს ვუქნევ. სანდროს ვუყურებ მხოლოდ შორტი აცვია და რაღაცაზე ჩაფიქრებულა. სანაპიროზე არავინ არარის, ჩვენი სიარულის დროს ქვები ხმებს გამოცემენ მე კი ამაზეც მემატება ნერვიულობა. - მოდი მივბრუნდები მე, თქვენ ჩადით და ერთ საათში გამოვალ. - წადი წადი- სიცილით ეუბნება სანდრო. ნიკა კი ბედნიერი სახით მიბრუნდა. - არ ჩავიდეთ?- მე მომიბრუნდა სანდრო, ნერვიულობის ტალღა მივლის. - კი როგორ არა, 2წუთი ჩამოვჯდები უბრალოდ. - როგორც გინდა, დაგელოდები ბარემ.- გვერდით მომიჯდა. -რამდენი ხნით რჩებით კიდევ? - ზუსტად არვიცი, 2 კვირა სავარაუდოდ, თქვენ? - ჩვენც ეგრე რა... მიყვარს ბათუმი ძაან და არასდროს არ მყოფნის დასვენება. - მეც ძალიან! ჩემი ნება რომ იყოს სულ გადმოვიდოდი აქ. - გადმოდი მერე, მეც ვფიქრობ მაგაზე სხვათაშორის.-ეცინება მას - ხოო? ვიმეზობლოთ? - გადმოდი და მეც გადმოვალ.-მიღიმის ის. - ჯერ შენ. -პატარა ბავშვივით ვყვები მე. - მე რო გადმოვიდე შენ გამოხვალ? - ალბათ. -თავს ვხრი მე. ვერ ვხვდები რას ნიშავს ეს. - აღარ ჩავიდეთ? - კი ჩავიდეთ. - სწრაფად დგება ის და ხელს მიწვდის. მის ამ ჟესტზე მეცინება. ნერვიულად თუ ნამდვილად არ ვიცი. - რა გაცინებს? - რაღაც გამახსენდა და...- უცებ მოვბოდე მე. ფეხზე ვიხდით და წყალში ოდნავ ჩავდივართ, მერე უფრო ღრმად, უფრო და უკვე ბეჭებამდე ვარ. - ესეთი სისულელე რამ მოაფიქრებინა, რა უაზრობაა არ მესმის...-თავისთვის ლაპარაკობს სანდრო, მე კი უკვე სახე სულ დამისველა ცრემლებმა, კანკალი მეწყება მაგრამ ვცდილობ დავწყნარდე. ჯანდაბა არ გამომიდს! - თეა გავცუროთ? - ჩუმად რატო ხარ? - თეაა!- უფრო ახლოს მოვიდა და ხელს მკიდებს. - თეა...-არაფრის კითხვას აღარ ვაცლი და მთელი ძალით ვეხუტები. - გთხოვ ავიდეთ რა... არ შემიძლია... მე ეს უბრალდ არ შემიძლია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.