სიზმრის ქურდი (თავი XIV)
სახლში ერთიანად დაძაბული მივედი. ახლა მივხვდი, როგორ მქონია კუნთები დაჭიმული. ჩემდა სასიხარულოდ შუქები ჩამქრალი დამხვდა, ესე იგი ყველას სძინავს. ტელევიზორთან დეიდა და ბებია ისხდნენ, შევცდი. როგორც ჩანს ვერ შემნიშნეს. -მოვედი...-ოთახის კართან დავდექი და დავიჩურჩულე. -ეკა, ასე რატომ დაგაგვიანდა?!-მკაცრი ტონით მკითხა ლიკა დეიდამ.არა, ამას ნამდვილად ვერ მოვუყვები, თანაც მხოლოდ მცდელობა იყო. მან ხომ ვერ მოასწრო ჩემთვის რამის დაშავება. -ავტობუსს გაუჩნდა რაღაც პრობლემები და ამიტომ ცოტა შეგვაგვიანდა ჩამოსვლა.-ვიცრუე და მერე დავამატე-ახლა კი წავალ დავიძინებ, თორემ ძალიან დავიღალე და თან ხვალ სკოლა მაქვს.-დეიდა ფეხზე წამოდგა და ჩემკენ წამოვიდა. -ეკა, ძალიან ვინერვიულეთ! მეორედ ასე აღარ მოიქცე, ვერც დაგიკავშირდით, მობილური გათიშული გქონდა!!-მითხრა შუბლზე მაკოცა და ჩამეხუტა. დასაძინებლად წავედი. ლოგინზე პირდაპირ დავწექი და ღრმად ჩავისუნთქე. ღმერთო, უღრმესი მადლობა. ბექას ორი წუთითაც რომ დაეგვიანა... არა არ მინდა ამ საშინელებაზე ფიქრი. რაც მთავარია ახლა უსაფრთხოდ ვარ. საკუთარი თავი გავამხნევე და სიზმრების სამყაროში გადავეშვი. დილით ადრე გავიღვიძე და სკოლის "უკანასკნელი" დღისთვის მოვემზადე. რომ გავიღვიძე რიცხვი 17 და 7 მიტრიალებდა თავში. თავიდან ვიფიქრე, რომ უბრალოდ რაღაცის გამო ავიკვიატე. როგორც ყოველთვის ჯინსის შარვალი და უბრალო მაისური ჩავიცვი. გაბრიელის მაისური კი ჩანთაში ჩავდე, რათა მისთვის დამებრუნებინა. სკოლასთან მივედი, შესასვლელთან ანა დამხვდა, სკოლაში ერთად შევედით და ზარიც დაირეკა. საკუთარი ადგილი დავიკავე. პირველი გაკვეთილი მათემატიკა მქონდა. სასწავლო წლის ბოლო დღეა, ამიტომ ვიფიქრე, რომ მასწავლებელი გაკვეთილს არ ჩაგვიტარებდა და ჩანთიდან დღიური ამოვიღე. გადავშალე და რიცხვისა და თვის დაწერა შევეცადე. დღეს 15 ივნისია, თუმცა შემთხვევით 17 ივლისი დავწერე. გადავხაზე. კალამი მოვიმარჯვე, თუმცა ისევ იგივე დავწერე. ისევ გადავხაზე. ნერვები მომეშალა, თითქოს თითები არ მემორჩილებოდა. ახლა სხვა რამის წერას შევუდექი. რიცხვების ნაცვლას ყველგან 17 და 7 დავწერე დანარჩენი კი ჩვეულებრივ. -რა ჯანდაბაა!!!-კალამი გვერდზე გადავდე და საკუთარ ხელებს დავხედე. სხვა რიცხვებს რატომ ვერ ვწერ? საკუთარ თავს შეკითხვა დავუსვი, ამ დროს კი საკუთარი გვარი გავიგონე. -წიკლაური დაფასთან გამოდი! ნიშანი გამოსასწორებელი არ გაქვს?!-მითხრა მასწავლებელმა. ოღონდ ეს არა!!! მეტი საქმე არ აქვს ამ ქალს? აქამდე არ მიძახებდა და ამ ბოლო დღეს რა დაემართა.-წიკლაური 9.4 გყვება და მხოლოდ ერთი ნიშანი გინდა გამოსწორებისთვის, გამოდი და რამდენიმე მაგალითი ამომიხსენი. დაფასთან ფრთხილად გავედი და ცარცი მოვიმარჯვე. მობილიზება მჭირდება და შევძლებ იმის დაწერას რაც მე მსურს! საკუთარი თავი გავამხნევე და დაფისკენ შევტრიალდი. მასწავლებელმა კარნახი დაიწყო. თუმცა მაინც არაფერი გამომივიდა ყველა რიცხვის ნაცვლად ხან 17 დავწერე და ხან 7. -წიკლაური! რას აკეთებ? მე რას გკარნახობ და შენ რას წერ?-მკაცრი ხმით მითხრა მასწავლებელმა. ჩვარი ავიღე და წაშლას შევუდექი. მერე ისევ ცარცი მოვიმარჯვე, თუმცა ისევ არაფერი გამომივიდა. რამდენიც არ ვეცადე მაინც მხოლოდ ორი რიცხვის დაწერა შევძელი. -წიკლაური რას მაიმუნობ? არ იცი როგორ იწერება 22, 65, 24, და სხვა ციფრები?-მასწავლებელმა უკვე ხმას აუწია, მის ყვირილზე ჩემმა კლასელებმაც მოიხედეს და როცა მიხვდნენ რაც ხდებოდა სიცილი დაიწყეს, ყველა იცინოდა ანას გარდა, როგორც ვხვდები ის მიხვდა რაც ხდებოდა.-10-ანი კი არა 4 არ უნდა დაგიწეროს შენ ადამიანმა. მე მინდა რომ ნიშანი არ გაგიფუჭო და შენ კიდევ აქ სისულელეებს აკეთებ! -არა, იცით... მე არც კი მიფიქრია თქვენი გაბრაზება, უბრალოდ...-შევეცადე რამე მომეფიქრებინა. -წადი, შენს ადგილას დაჯექი!-საკუთარ ადგილს დავუბრუნდი. გაკვეთილებმა ჩვეულებრივ ჩაიარა. დანარჩენებს გაკვეთილები არ ჩაუტარებიათ. ყველამ კარგი დასვენება გვისურვა და ასე გავიდნენ კლასიდან. სკოლის შემდეგ ანას ვუთხარი რომ არ დამლოდებოდა და სახლში წასულიყო. მე გაბრიელი უნდა მომეძებნა და მაისური დამებრუნებინა. შორიდან მისი ორი ძმაკაცი დავინახე, ვიფიქრე მათ ვკითხავდი. ამიტომ მივუახლოვდი, მათ ვერ დამინახეს საუბრით იყვნენ გართულები. ცოტა რომ მივუახლოვდი, მათი საუბარი კარგად გავიგონე. -გაბრიელმა დამირეკა რაღაცის თქმა უნდა და აქ უნდა რომ დაველოდოთ.-თქვა ერთ-ერთმა. -კლასში ვერ გითხრა?-იკითხა მეორემ. -დღეს სკოლაში არ იყო. -ააა, გასაგებია და რასთან დაკავშირებით უნდა დაგველაპარაკოს? -გახსოვს, რამდენიმე კვირი წინ ეკაზე ნაძლევი, რომ დადო?! აი მაგასტან დაკავშირებით. ჩემი აზრით შეაცდინა და ეგ უნდა გვახაროს!-გადაიხარხარა, მეორეს მხარზე ხელი მოუთათუნა.მათ ჩუმად მოვშორდი და სახლის გზას დავადექი.ჯერ კიდევ ვერ გამეაზრებინა რა თქვეს მათ. მოიცადე, რა... რა თქვა? არა, ალბათ, მომესმა. რა სისულელეა... მან თქვა, რომ გაბრიელმა ჩემზე ნაძლევი დადო!!! ხო ზუსტად ასე თქვა! ღმერთო!!! ვიგრძენი როგორ მომაწვა ყველა გრძნობა ერთიანად: ბრაზი, წყენა, იმედგაცრუება, ზიზღი, სიყვარულიც კი. თვალები ცრემლებით ამევსო! ლოყები ამიხურდა. ასეთი რამ აქამდე არ დამმართნია, თითქოს თავში ბომბი მედო და სადაც იყო აფეთქდებოდა. ყელში ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს უზარმაზარია აბი გადავყლაპე, ტირილი მინდოდა, მინდოდა მეყვირა, მეწივლა რომ ეს დაგროვილი ემოციები ჩემი სხეულიდან სადღაც შორს გამეგზავნა. მინდოდა მთელი ხმით მეყვირა რომ მეზიზღებოდა, მძულდა გაბრიელი. გზას გავყურებდი, თუმცა მაინც ვერაფერს ვერ ვხედავდი. მხოლოდ გადღაბნილ ფერებს. პირზე ხელი ავიფარე, რომ არ მეყვირა. ამაკანკალა, თვალებიდან ცრემლები წამომივიდა, სწრაფადვე მოვიშორე, თუმცა ამით არაფერი შეიცვალა. ცრემლები თვალიდან უსიტყვოდ ქრებოდნენ. არა, ამ მდგომარეობაში სახლში ვერ მივალ. კარებზე დავაკაკუნე. კარები ანამ გამიღო. -ღმერთო ჩემო... ეკა რა გჭირს?-შეშინებული ხმით მკითხა ანამ.-შემოდი... სწრაფად, შემოდი!!!-როგორც კი სახლში ფეხი შევდგი მაშინვე ჩავეხუტე და ტირილს ვუმატე.-ეკა რა მოხდა მითხარი!!! თორემ სადაცაა გული გამისკდება. -მ...მან ჩე...მზე ნაძლე...ვი და..დო!-სლუკუნით ვუთხარი და ტირილი განვაგრძე. -ვინ მან? ეკა, გეხვეწები დამშვიდდი! არ იტირო.-ოთახში შემიყვანა და ლოგინზე დამსვა.ცრემლების მოცილება ვცადე, თუმცა არაფერი გამოვიდა. -გაბრიელმა-ვუთხარი და სახე ხელებში ჩავრგე. -რაა? ვინ გითხრა?-გაკვირვებისგან თვალები გაუფართოვდა ანას. -გავიგე როგორ ლაპარაკობდნენ მისი მეგობრები-ვუთხარი და შევეცადე, ტირილი გამეჩერებინა. ცრემლები ხელის გულებით მოვიწმინდე და მერე საკუთარ ხელებს გადაჩერდი. -ეკა, შემომხედე, აქამდეც გითხარი და კიდევ ერთხელ გეუბნები, რომ შენი ცრემლების ღირსი არავინაა, გასაგებია! მითუმეტეს მათნაირი ერთ უჯრედიანი არსებები. მაგათ ადამიანებიც კი არ ჰქვიათ. ახლა შემომხედე და აღარ იტირო. გინდა შენებს დავურეკო და დღეს ჩემთან დარჩე?-თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.-კარგი, მაშინ ახლა მე გავალ დავურეკავ შენებს და ჩაის ან ყავას მოგიტან.რომელი გინდა? -რამე ცივი არ გაქ?-ვკითხე შედარებით დაწყნარებულმა. -კი, ფორთოხლის და ატმის წვენი. რომელი გინდა? -ფორთოხლის. ანა ოთახიდან გავიდა, მე კი ბალიშზე თავი დავდე და თვალები დავხუჭე. ტირილმა და ემოციებმა თვისი ქნა და ჩამეძინა. --------------------------------------- მგონი საინტერესო გამოვიდა. ველოდები შეფასებებს!!! შევეცადე დიდი ყოფილიყო. მიყვარხართ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.