შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიჯიუტე ბედნიერებას დაგაკარგვინებს 7


7-08-2016, 21:22
ავტორი anonym dandelion
ნანახია 1 612

სახლში გაბრუებული მოვედი.გაბის კომენტარები ახლაც თავში მიტრიალებდა.მისი იუმორით ნათქვამი სიტყვები ეკალივით მესობოდა.ვთვლიდი,რომ მიშოს პრობლემები შეექმნებოდა ამ სტატიის გამო.ვეცადე თავიდან ამომეგდო ეს ყველაფერი და ერთხელ და სამუდამოდ შემეწყვიტა მიშოზე ფიქრი.დილით ადრიანად წამოვხტი,ყავა დავლიე და უნისკენ გავემართე,უნიში როგორც სხვა დღეებში ადამიანების რამოდენიმე დაჯგუფება იყო.თითქოს არაფერი ჩვეულებრივი,უცებ გოგო გამოეყო ერთ-ერთ ჯგუფს და წინ გადამიდგა
-იმის დაჯერებაც კი არ მინდა,რომ შენ ხარ იმ ფოტოზე,-ავად გაიღიმა.ძალიან ლამაზი გოგო იყო და უცებ ვერ მივხვდი რას მერჩოდა
-ალბათ შემთხვევით მოხვდი.იცოდე მიშოს ახლოს აღარ გაეკარო.ის ჩემია.-თქვა და წავიდა.ოჰო.რა თქმა უნდა ისევ მიშო.ნეტავ ერთი დღე მაინც თუ გავა ისე,მისი სახელი რომ არ გავიგო?ოთახისკენ დავიძარი და ახლა უკვე ნინოს ხმა მომესმა
-სალომე,ჩემს ოთახში შემოდი ერთ წამს.-თქვა და გაიღიმა.ნინოს ნახვა ყოველთვის მიხაროდა.მის ლექციებს სიხარულით ვესწრებოდი ხოლმე.ნეტა ახლა რა უნდა?სტატია ნახა?ამიტომ მიბარებს?ყველაფერზე ერთად ვფიქრობდი.ისე მივადექი მის კაბინეტს.
-გამარჯობა
-გამარჯობა,დაჯექი.-ვეცადე ტონით მისი განწყობა ამომეცნო.
-ძვირფასო.ალბათ გაიგე რომ თითოეულ კურსზე ტენდერია და გამარჯვებული ყვარლის ტბაზე წავა შაბათ-კვირას.შენ ძალიან კარგად სწავლობ და შენი ბოლო პროექტი კარგი იყო.ამიტომ მგონია გაიმარჯვებ.თუ რამედა დღესვე გაგაგებიმებ პასუხს როგორმე.-თქვა და თბილად გამიღიმა.მეც გაბადრული ვიყავი.ასეთი ამბავი ვის არ გაახარებს.ნუ არ გამიმარჯვია ჯერ მაგრამ მაინც
-ვაიმე,მადლობა.რომ ჩემი გჯერათ.ვეცდები იმედები არ გაგიცრუოთ.-გახარებული წამოვხტი და კარისკენ წავედი
-იმედებს ნამდვილად არ მიცრუებ.თქვა და უცნაურად გამიღიმა და იმ წამს მივხვდი,რომ მან სტატიაზე იცოდა და ამის გამო არ მკიცხავდა
-მადლობა,-ჩავიბურტყუნე და იქიდან სწრაფად გამოვედი.ლექციები საკმაოდ საინტერესო იყო და დღე მალე გავიდა.გოგოება რომ დავუკავშირდი.ბიჭენთან შეხვედრას აპირებდნენ.რა თქმა უნდა მეც მითვალისწინედნენ მათთან ერთად მაგრამ სასწრაფოდ უარი ვთქვი.მინდოდა ერთი დღე მაინც გასულიყო წყნარად.გოგოებს ვუთხარი რომ დღეს ჩემს დეიდაშვილს ველოდებოდი და ვერ წავიდოდი.სახლის გზას ნელა გავუყევი.პროდუქტები ვიყიდე და ყველიანი მაკარონი გავაკეთე.და დავუცადე როდის მოვიდოდა.კარზრ ზარი საკმაოდ მალე გაისმა.ნათიამ სახლში მხიარულება შემოიტანა.ერთიანად ახმაურდა სახლი.ჩვენი კისკისის ხმა ალბათ მთელს კორპუსში ისმოდა.უკვე ღამდებოდა და ნათია გასვლას აპირებდა.ვეჩიჩინე გასაღები წაიღეთქო.არ აპირებდა წაღებას.მე შხაპი მივიღე და ფილმის ყურებას ვაპირებდი.ჩემი უმოკლესი შორტი და მაისური ჩავიცვი.თმებს ვიშრობდი ნათიამ რომ მომაძახა გავდივარო
-კარგად გაერთე.-მივაძახე
-მაგას თქმა რად უნდა,-აკისკისდა და კარი გაიჯახუნა.მისი წასვლიდან 5 წუთიც არ იქნებოდა გასული კარზე ზარი იყო.ალბათ ნათიას დარჩა რამე.სწრაფად ავდექი და კარი ღიმილით გავაღე
-ხომ გითხარი გასაღები წაიღეთქო,-სწრაფად ვთქვი.ისე რომ არც მინახავს მაშინვე კართან ნათია კი არა მიშო რომ იდგა.მაშინვე ლოყები ამიხურდა.მის დანახვას ნამდვილად არ ველოდი.ისიც გაშეშებული იდგა და მათვალიერებდა თავიდან ფეხებამდე.მხოლოდ მაშინ მივხვდი.რომ უმოკლესი შორტი მეცვა და ოდნავ კარებს ამოვეფარე
-გამარჯობა,-მე დავარღვიე სიჩუმე
-გამარჯობა,არ შემომიშვებ?-ალმაცერი ღიმილით მიღიმოდა.
-მმ,შემოდი,-კარში გამოვატარე.ხალათი შემოვისხი და უკან მივყევი.ის უკვე დივანზე იჯდა და მელოდა
-ყავას დალევ?-მეტი ვერაფერი მომაფიქრდა
-არა,მადლობა,-მიშო უბრალოდ იჯდა და მომშტერებოდა.გული სწრაფად მიცემდა,მის სტუმრობას არ ველოდი.ვიჯექი და ტუჩს ვიკვნეტდი.სიჩუმე მაინც მე დავარღვიე
-მიშო,ეს გაუგებრობა იყო,ჩვენ..-დავიწყე თუ არა გამაჩუმა
-გთხოვ,თუკი სტატიაზე აპირებ საუბარს,არ გინდა,არა მე კი მომეწონა შენთან ერთად რპმ ვიყავი,მაგრამ ამან ალბათ შენ არ აღგაფრთოვანა
-მადლობა,მართლა არაფერი გინდა?ან სადილი ან რამე?-მაშინვე ტუჩზე ვიკბინე,ყოველთვის სისულეებს ვლაპარაკობ.მიშომ ამაზე თბილად გამიღიმა და მითხრა
-სზვა დროს იყოს,თან მეჩქარება.იმის სათქმელად მოვედი რომ პარასკევს გავალთ ავტობუსით ყვარლისკენ.-გავალთ ამან ჩემი ყურადღება მიიპყრო.ანუ გავიმარჯვე?თან ისიც მოდის?.ო,არა.ღმერთო მიშველე.თითქოს ჩემი აფორიაქების მიზეზს მიხვდაო,ჩაიცინა და კარისკენ წავიდა,მეც გავყევი ინსტიქტურად,კარები გავუღე და მიშოს თვალებს მივაშტერდი.ის ჩემკენ გადმოიხარა და როცა ჩემ ყურთან მისი სუნთქვა მომელამუნა გულისცემა გამიორმაგდა
-იცოდე არ დაიგვიანო,-თქვა და ყურის ძირში მაკოცა და ასე რეტდასხმული დამტოვა,ფილმი ვიღას ახსოვდა.სიმღერებს ავუწიე და მომხდარის გაანალიზება დავიწყე.ნათია როდის მოვიდა არ მახსოვს.დილით კარგ ხასიათზე გამეღვიძა,ნათია უკვე საუზმეს ამზადებდა.ყვარელზე მოვუყევი ძალიან გაუხარფა.დღეს ლექციები არ მქონდა ამიტომ,გავისეირნეთ,კინოში ვიყავით და ბოლოს გოგოები ამოვიდნენ ჩემთან.ისინი ყოველთვის კარგად ეწყობოდნენ ერთმანეთს და ახლაც ერთი ამბავი იყო.გვიან დავიშალეთ.ნათია მიჩიჩინებდა ჩაალაგე ტანსაცმელიო.მაგრამ წინასწარ არ მიყვარს ჩალაგება.ამიტომაც მეც დილიდან დავრბოდი იქით-აქეთ.ავტობუსი უკვე იდგა,რომ მივირბინე.მიშო გარეთ მელოდა.თურმე სხვადასხვა ინის ბავშვები ამ ავტობუსში ვიყრიდით თავს.ჩვენთან ერთად კიდევ გოგო-ბიჭი მოდიოდა.რომლებიც შეყვარებულები იყვნენ.ისინი ერთად დასხდნენ.გოგოები მიშოს უყურებდნენ ის კი მელაპარაკებოდა
-მომე.ჩანთას ავიტან,-როგორც ყოველთვის თბილად მიღიმოდა.მეც მივაწოდე.როგორც კი ავტობუსში ავიდა ვიღაც ქერა გოგო მოვიდა და მითხრა
-მიშოს იცნობ?
-მე..მმ.კი
-ძალაინ კარგი.მე მის გვერდით დავჯდები,შენ კი ჩემს ადგილას,-ეს შემოთავაზებაც კი არ იყო.გოგო კატეგორიული იყო.მისმა ნაგლობამ გამაოცა.მაგრამ ჩხუბი ნამდვილად არ მინდოდა.
-და თუ წინააღმდეგი ვარ?-მან ჩაიქირქლა და ავტობუსში ამასწრო და მაშინვე დაიძრა ავტობუსი.ის კი მიშოს მიუჯდა გვეედით.მიშო გაოცებული იყო.გოგოს ნათქვამმა გააოცა.მათ მივშტერებოდი.როცა ინერციით წინ გადავეშვი,სკამს ჩავეჭიდე და თვალებით ჩემი ადგილი მოვძებნე.საუბედუროდ მხოლოდ ერთი ადგილი იყო,ვიღაც ბიჭის გვერდით.მეც ამოვიოხრე და მის გვერდით დავჯექი.ბიჭმა ინტერესიანი თვალებით შემომხედა და თქვა
-ლამაზო,რა გქვია?-ამაზე თვალები ამოვატრიალე და მიშოს გავხედე.გოგო გაუთავებლად ლაპარაკობდა.მიშო კი უყურადღებოდ უსმენდა
-შენ გეუბნები,არ გესმის?-სახე მისკენ მიმატრიალებინა



№1 სტუმარი Ketis

Au met sitbos velodi mishosgan da ragacnairi tavi iko.. Ara momwons es ambavi da
Istoria carmatebebi

 


№2  offline წევრი anonym dandelion

Ketis
Au met sitbos velodi mishosgan da ragacnairi tavi iko.. Ara momwons es ambavi da
Istoria carmatebebi

კრიტიკა მიღებულია,გმადლობ რომ კითხულობდი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent