შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენს მეზობლად (ნაწილი 10)


8-08-2016, 00:01
ავტორი Kristy
ნანახია 1 987

მეზობელი მართალი იყო, გოგონამ გადაწყვიტა მათი სიყვარულისთვის შანსი მიეცა და ახლა მას ვერავინ გადააფიქრებინებდა. გრძნობდა, რომ ეს სწორი საქციელი იყო და არც სხვაგვარად შეეძლო მოქცევა, უბრალოდ თავს ვერ ერეოდა. მეორე დღეს, უნივერსიტეტიდან დაბრუნებული გოგონა, პირდაპირ ლუკასთან წავიდა, თან გზაში იმაზე ფიქრობდა, თუ რა უნდა ეთქვა მისთვის, როცა ნახავდა, როგორ დაერწმუნებინა, რომ გადაიფიქრა და ასე აღარასდროს მიატოვებდა. მეზობლის ეზოში ლიზი საკმაოდ უცნაურ სცენას წააწყდა.
- ახლა ამის თქმა არ შემიძლია, - ამბობდა ლუკა და მის წინ მდგარი კაცისთვის რაღაცის ახსნას ცდილობდა. - ხომ იცი, რომ დრო მჭირდება.
გოგონა კარებს ამოეფარა და მათ საუბარს დაუგდო ყური, უნდოდა გაეგო, რა ხდებოდა და კიდევ რა შარში გაეხვა ეს ბიჭი; თან არც ის იცოდა, ღირდა თუ არა ახლა აქ გამოჩენა.
- არ მაინტერესებს, - კბილებიდან გამოცრა კაცმა და საჩვენებელი თითი ლუკას მკერდზე მიადო. - მე შედეგი მინდა და თან ახლავე! და საერთოდ, ახლა აქ რა ჯანდაბას აკეთებ?
- ჩემს ნივთებს ავიღებ და დავბრუნდები. აკაკი, ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია.
- მე სხვანაირად ვფიქრობ!
- მართლა? მე ხომ არ მადებ ხელს?
- ვინ იცის, იქნებ ძველმა ჩვევებმა ისევ გაიღვიძეს.
- იქნებ უფლებებიც წამიკითხო და მოვრჩეთ?! - გაბრაზდა ბიჭი.
- ისედაც ზეპირად იცი. - ლუკა გაჩუმდა და ბოლთის ცემას მოჰყვა, თან კეფას იფხანდა.
- ყველაფერი რიგზეა? - ვეღარ მოითმინა გოგონამ და ახლოს მივიდა. ლუკა სწრაფად შემობრუნდა.
- ყველაფერი რიგზეა. - თქვა მან.
- ვინ არის ეს გოგო? - კიდევ უფრო გაბრაზდა უნობი კაცი.
- არავინ!
- ტყუილი არასდროს გამოგდის.
- ორი წამის წინ, სხვა რამეს ამბობდი. - სარკაზმი მოიშველია ლუკამ, მაგრამ მიხვდა რომ კითხვას ვერ გაექცეოდა და ზერელედ თქვა. - კარგი, ურთიერთობის აწყობა ვცადეთ, სულ ესაა.
- სცადეთ. - გაიმეორა კაცმა. - რამდენი იცის?
- ის არ არის პრობლემა.
- რა ხდება აქ? - ისევ იკითხა გოგონამ.
- ამას უყურე, ახსნა-განმარტებით ბარათსაც ითხოვს, ოღონდ ზეპირი ფორმით.
- ლიზი, უბრალოდ წადი, კარგი?! - სთხოვა გოგონას ლუკამ, მერე კაცს მიუბრუნდა. - ის არაფერ შუაშია.
- კიდევ ერთი პრობლემა არ მინდა ლუკა.
- არც იქნება.
- ჯანდაბას. რამდენ ხანში იპოვი მაგ ტიპს? - ისევ ძველ თემას დაუბრუნდა კაცი.
- არ ვიცი, ზუსტად ვერ გეტყვი. ერთ საათში, ერთ დღეში, ერთ კვირაში...
- მაგდენი დრო არ გვაქვს. - სახე სახესთან მიუტანა კაცმა. - ვერ ხვდები, რომ ჩემი, შენი და ყველას ტ*კის გადარჩენა მინდა?
- 36 საათი მომეცი.
- 24 საათი გაქვს. - თქვა კაცმა და ლუკას უკმაყოფილო სახის დანახვაზე დაამატა: - პრეტენზიების გარეშე! ხვალ ამ დროს მაგ ტიპის თავი მაგიდაზე უნდა მედოს, გასაგებია?
- ეს ალბათ რიტორიკული კითხვა იყო.
- ზუსტად. - თქვა კაცმა და წავიდა.
- ვინ იყო? - კიდევ ერთხელ სცადა საკუთარი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება ლიზიმ.
- ჩემი უფროსი.
- რა მოხდა?
- ხომ იცი, რომ ვერ გეტყვი?!
- კარგი. მჯერა, რომ მოაგვარებ.
- ჰო. - ჩაილაპარაკა ბიჭმა და სახლისკენ წავიდა.
- ლუკა, მოიცადე, - დაედევნა გოგონა. - შენთან საუბარი მინდა.
- რაზე?
- მისმინე, მე... არ ვიცი, უბრალოდ... მომენატრე ლუკა!
- მეც. - თქვა ბიჭმა და მისკენ შებრუნდა.
- შეგვიძლია ვიმეგობროთ?
- ლიზი, მეგობარი ვერ ვიქნები, მე შენ მიყვარხარ!
- საერთოდ ვერაფერს ხვდები! აქ არ უნდა მოვსულიყავი, ნამდვილი იდიოტი ხარ! - გაბრაზდა გოგონა და გაქცევა დააპირა.
- ლიზი მოიცა. - დაიჭირა ბიჭმა. - მე უბრალოდ მინდა იცოდე, რომ მეგობარი ვერ ვიქნები, მაგრამ თუ გჭირდები, შენთვის ყოველთვის აქ ვარ!
- ვითომ?
- რა თქმა უნდა.
- მაგრამ შენ არც კი ცდილობ რამე შეცვალო.
- ლიზი, მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც რაღაც სიგიჟეს ჩაიდენს იმისთვის, რომ სიყვარული დაგიმტკიცოს: კედლებზე დაგიწერს, რომ უყვარხარ, სახლის წინ ვარდების თაიგულით ხელში დაგელოდება და ქუჩაში ბოლო ხმაზე იყვირებს, რომ უყვარხარ. მე გაგიშვებ, თუ წასვლა გენდომება, მაგრამ არა იმიტომ, რომ ბრძოლის უნარი არ მაქვს, არამედ იმიტომ, რომ შენ გადაწყვიტე ასე. ყოველი უშენო დღე შენზე ფიქრში გაივლის, მაგრამ ამას არასოდეს გეტყვი, არასოდეს გამოვჭიმავ უზარმაზარ სტატუსებს Facebook-ზე, თუ როგორი უბედური ვარ შენი წასვლით ან როგორ მიყვარხარ მიუხედავად ყველაფრისა. არასოდეს ვისაუბრებ ჩემს გრძნობებზე გაცვეთილი, ბანალური ფრაზებით, მაგრამ აქ, ჩემს გულში, უდიდესი განძი იქნები, ყველაზე მშვენიერი რამ, რაც კი ოდესმე მქონია. მე ასეთი სიყვარული ვიცი.
- ეს ისეთი კარგია, მე კი მხოლოდ ის ვიცი, რომ მენატრები. ის დრო მენატრება, მზის ამოსვლა რომ მიხაროდა, რადგან ვიცოდი, შენ უნდა მენახე. ეს ხალისით მავსებდა და ახლა ძალიან მაკლია, მაგრამ ჯერ კიდევ არ ვიცი, როგორ მინდა ან როგორ უნდა გაგრძელდეს ჩვენი ურთიერთობა.
- წესებს შენ ადგენ ლიზი. შენ წახვედი და შენვე შეგიძლია დაბრუნდე, მე ნებისმიერ შემთხვევაში მიგიღებ. შეგიძლია ის მიწოდო, რაც მოგინდება, მეგობარი იქნება ეს, გამრთობი თუ უბრალოდ შენი ერთგული ძაღლი. ისე მოვიქცევი, როგორც მეტყვი, ის ვიქნები, ვინც გჭირდება, მაგრამ ყოველთვის მეყვარები, ზუსტად ისე, როგორც ახლა მიყვარხარ.
- ამის გაკეთება მართლა შეგიძლია?
- არ ვიცი, დამიჯერებ თუ არა, მაგრამ არასდროს ვამბობ იმას, რასაც ვერ ან არ გავაკეთებ. - თქვა ბიჭმა და გოგონას მოლოდინით სავსე მზერა მიაპყრო. - ვინ გინდა ვიყო ლიზი?
- მეგობარი, შეყვარებულობის პერსპექტივით.
- არც ისე ცუდია.
- მე უბრალოდ მინდა ვნახო რამდენად შეგვიძლია...
- ახსნა საჭირო არ არის ლიზი. - სიტყვა გააწყვეტინა ბიჭმა. - ჩემთვის მთავარია აქ მყავდე, ახლოს. დანარჩენი ისე იქნება, როგორც შენ იტყვი, ხომ გახსოვს?!
-ჰო. - გაეღიმა გოგონას.
- ახლა უნდა წავიდე. გამოდის, მალე გნახავ.
- ასეა. ხომ მოხვალ უნიში?
- როგორც კი შევძლებ.
თითქოს მის ირგვლივ მთელი სამყარო დალაგდაო, გოგონა საოცარმა სიმშვიდემ მოიცვა. მას ჰყავდა ბიჭი, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში მის გვერდით იდგებოდა და მხარს დაუჭერდა, რომელსაც უყვარდა ის და მანამ დაელოდებოდა, სანამ საჭირო იქნებოდა. ამან გოგონას მოდუნების საშუალება მისცა და თავი სამყაროში ყველაზე ბედნიერ ქალად აგრძნობინა. მართლაც რომ, განა სხვა რა სჭირდება ადამიანს ბედნიერებისთვის გარდა იმის ცოდნა, რომ ასე ძლიერ უყვართ ის. ახლა მხოლოდ იმაზე დარდობდა, მოაგვარა თუ არა თავისი პრობლემა ლუკამ სამსახურში, დაურეკა კიდეც, მაგრამ ტელეფონი გამორთული იყო. სხვა რა გზა ჰქონდა, უნდა მოეცადა სანამ ლუკა თავად შეეხმიანებოდა. მეორე დილას, როცა ლიზი სახლიდან გამოვიდა, ბიჭი უკვე ელოდა კარებთან:
- ვიფიქრე, უნისკენ მიმავალს კომპანიას გავუწევ მეთქი.
- მშვენიერი აზრია. - კმაყოფილი ღიმილით თქვა გოგონამ. - სამსახურში რა ხდება?
- ყველაფერი იმაზე უკეთაა, ვიდრე ვიფიქრებდი.
- ეგ როგორ?
- არ ვიცი, ჩვენი თევზი ზედმეტად ადვილად გაება, არადა ჭკვიანი ჩანდა.
- ე.ი. გაგიმართლა.
- გამართლების არ მჯერა. კარგი, არ გვინდა ამაზე. შენზე მომიყევი რამე.
- მაინც რა?
- ის, რაც ყველაზე საინტერესო გგონია შენში.
- ჰოო, რთული კითხვაა, მე ხომ ყოველმხრივ საინტერესო არსება ვარ. - გადაიკისკისა გოგონამ. - თუმცა, არის რაღაც, რასაც გამოვყოფდი.
- რა?
- ის, რომ დიდი ბავშვი ვარ.
- მომიყევი.
- შემიძლია სერიოზული სახით ვიმსჯელო რთულ საკითხებზე, რჩევები დავარიგო და კანონები გამოვცე სამყაროს წყობის შესახებ, მწვავე პოლემიკის არ შემეშინდეს და კრიტიკას ღირსეულად შევხვდე... მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად, არის მომენტები, როცა სულ უბრალო ცინიზმს ან პაწაწინა ირონიას შეუძლია ამატიროს, თან ისე გულიანად, რომ დასამშვიდებლად საათები დამჭირდეს. - გაეცინა ლიზის.
- შენი ორი მხარე... რომელს უფრო აფასებ?
- დიდ ‘მე’ს, რა თქმა უნდა, უფრო პრაქტიკულია.
- პრაქტიკული არის, მაგრამ შენს ადგილას, იმ მტირალა ბავშვს უფრო დავაფასებდი, რომელიც სუსტი გგონია.
- რატომ?
- იმიტომ, რომ სუფთაა და გაურყვნელი.
- კარგი, - ისევ გაეცინა ლიზის. - ახლა შენი ჯერია.
- ჩემი? არც იფიქრო, მე უკვე ამოვწურე ჩემი ლიმიტი.
- ასე როგორ ცხოვრობ?
- როგორ ასე?
- როცა ქვეყნის უსაფრთხოება გაბარია. ალბათ, საშინელი წნეხია.
- აკაკი რომ არ დამჩხაოდეს, გაცილებით მარტივი იქნებოდა. - ამოიოხრა ლუკამ და თვალები გადმოატრიალა.
- ცუდი კაცია?
- არა, არა, პირიქით, - გაიცინა ბიჭმა. - ძალიან კარგი კაცია. მისი წყალობით მივიღე ეს შანსი.
- მე მაინც მგონია, რო რთული სამუშაოა.
- ნუ, იდეაში ყველაფერი რთულია, რაც არ იცი, მე კი ჩემს საქმეს ვაკეთებ ანუ არ მიჭირს. თან უკვე საკმაო პრაქტიკა დამიგროვდა.
საუბარში დრო სწრაფად გავიდა და ვერც კი შენიშნეს, როგორ აღმოჩნდნენ სასწავლებლის ეზოში. გამოცდა უკვე იწყებოდა, ამიტომ პირდაპირ აუდიტორიაში შევიდნენ. ამჯერად ლუკას უკანა რიგებისკენ არც კი გაუხედავს, ლიზის მიყვა და მის გვერდით მოკალათდა, დავნიძლავდეთ ტესტს შენზე მალე მოვრჩები და უკეატეს ქულასაც ავიღებო, დაემუქრა და ფურცლების ჩამორიგებისთანავე, ორივე სასწრაფოდ შეუდგა წერას.
წერა პირველმა მართლაც ლუკამ დაასრულა, ლიზის ანიშნა გარეთ დაგელოდებიო და უხმოდ გავიდა აუდიტორიიდან. ხუთიოდე წუთში ლიზიც გარეთ იყო.
- პირველი ნაწილი ჩემი გამარჯვებით დასრულდა. - შეახსენა შეჯიბრი ბიჭმა. - ხომ ვამბობდი?!
- ჯერ ქულები ვნახოთ. - დაეჭყანა ლიზი.
- შემდეგ გამოცდამდე მთელი ორი საათი გვაქვს, რას ვაპირებთ?
- ღია ვარ შემოთავაზებებისთვის.
- კარგი, მაშინ მე მაქვს იდეა...
- ჰეი, თქვენც აქ ხართ? - კიბეებზე ამოირბინა მარიმ. - გამარჯობა ლიზის არშეყვარებულო.
- დავიჯერო ასე შენ შემარქვი? - ჩუმად ჰკითხა ბიჭმა ლიზის, მერე მარის მიუბრუნდა. - გაგიმარჯოს.
- შენ ხომ პირში არაფერი გიჩერდება მარიამ. - დაუსისინა ლიზიმ მეგობარს.
- რავი, ასე არ მითხარი?
- მართალია, არ ვართ შეყვარებულები. - თქვა ლუკამ. - ჯერ მხოლოდ გამოსაცდელი ვადა მაქვს.
- საინტერესოა. - თქვა მარიმ. - კარგი, ჩვენი გვრიტები მელოდებიან ქვემოთ, სასადილოში. მეც ვკვდები, ისე მშია. არ შემოგვიერთდებით?
ლიზიმ ბიჭს უკმაყოფილო თვალებით შეხედა და ცხვირი აიბზუა.
- რატომაც არა. - თქვა შემდეგ.
- ვხედავ, სხვა გეგმები გქონდათ. - მიუხვდა მარი. - ეგ არაფერი, კიდევ უამრავ გეგმას ჩაგიშლით. ჩქარა გამოადგით ფეხი.
ანას და საბას კუთხეში, ფანჯარასთან მდგარი მაგიდა ამოერჩიათ და ტკბილად საუბრობდნენ რაღაცაზე.
- ნახეთ გზად რა ხალხს გადავეყარე. - თქვა მარიმ, როცა მაგიდას მიუახლოვდა.
- როგორ ხართ ბავშვებო? - იკითხა ლუკამ.
- გამოცდის მოლოდინში. - ამოთქვა საბამ და დაიკრიჭა.
- ნუ ღელავ საბუნა, ჩააბარებ. - დაამშვიდა მარიმ. - აბა, დღეს რომელი ჯენლტმენი იხდის?
- შე პატარა გამომძალველო! - დაეჭყანა საბა.
- მე გადავიხდი. ვის რა გინდათ? - ჩაერია საუბარში ლუკა.
- ცხელი შოკოლადი, ბურგერი და ფრი. - თქვა ლიზიმ და შეკვეთის მოლოდინში ტუჩი მოიკვნიტა.
- მე კაპუჩინო, ორი კატლეტი, პიურე და ერთი ნაჭერი პური.
- მე კი პიცა მინდა და წვენი, ნებისმიერი.
- წამო, ძმაო, წამოგაღებინებ მაინც. შანსი არ გაქ, მარტო ვერ მოერევი. - თქვა საბამ და ლუკას მხარზე ხელი დაჰკრა. - არადა, მჭამელების რა ეტყობათ? არიან ვიქტორია სეკრეტის ანგელოზებივით.
ბიჭებმა შეკვეთა სწრაფად მოიტანეს, ყველა საკუთარ ნაწილს დასწვდა და გემრიელად შეექცნენ.
- დაიჯერებთ, მარტო გუშინ გამახსენდა, რომ გამოცდების კვირა დაიწყო?! - თქვა ლიზიმ და გაეცინა.
- აი, მე სულ მახსოვს, მაგრამ რა ხეირი. - ამოიოხრა საბამ.
- ჰოდა, მოიცალე და წაიკითხე რამე. - დატუქსა ანამ.
- გიო, არ არის ხო სტუდენტი? - იკითხა უცებ ლუკამ.
- არა, ჩემი ბიჭი ორი წლის წინ განთავისუფლდა ამ კოშმარისგან და ახლა ერთი წარმატებული კომპანიის პიარში მუშაობს. - გაიბადრა მარი.
- შენ სად მუშაობ? - ჰკითხა საბამ ლუკას. - ისე გაიქეცი იმ დღეს.
- IT განყოფილებაში ვარ ერთგან.
- ვაა, აიტეშნიკი ხარ ძმა?
- ჰო, ასეც შეიძლება. - გაიცინა ლუკამ და გოგონას გადახედა.
- მაგარია, მეც მინდოდა მესწავლა, მაგრამ ვერაფერი გავუე და დავიკიდე.
- საბა. - თქვა ანამ და ბრაზიანი თვალებით გახედა ბიჭს.
- უფრო სწორად, შევეშვი. - გაასწორა თავისი წინადადება საბამ.
- ჰო, არც ისე სახალისო საქმეა.
- მართლა, მე პირიქით მეგონა. რავი, ფილმებში მაგარია.
- მართლა, მერწმუნე.
- აუ, მეც მინდა მუშაობა. - აწუწუნდა მარი.
- ჰო, როგორ არა, - თქვა საბამ. - პრინცესას პირდაპირ რომელიმე დიდი კომპანიის მენეჯერობა სურს, ნაკლებზე არ თანხმდება.
- ამბიციურობა ცუდი როდიდანაა? - ჰკითხა მარიმ.
- ამბიციასაც თავისი დოზები აქვს, მშვენიერო.
- აი, მე კი არ მინდა. -თქვა ლიზიმ.
- რატომ? - დაინტერესდა ლუკა.
- ჯერ მინდა ვისწავლო, სამსახური მერე.
- შენ ფსიქოლოგიას სწავლობ ჩემო საყვარელო, რა გიჭირს. - გაეპასუხა მარი.
- ვითომ რა სხვაობაა?
- თვითდასაქმდები და ეგაა. - ყველას გაეცინა. - ჯანდაბა, რა მალე გავიდა დრო, ათ წუთში გამოცდა გაქვთ.
- ჰო, მეც ახლა ვნახე დრო. - თქვა ლიზიმ და წამოდგა. - კარგი, გნახავთ მერე.
საბას და მარის კიდევ ერთი საათი ჰქონდათ წინ გამოცდამდე, ორივე მენეჯერის პროფესიას ეუფლებოდა. მარიმ საბა დაიყოლია, დავრჩეთ და კიდევ რამე შევჭამოთო, სხვები გამოცდაზე წავიდნენ. ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ლიზი და ლუკა მალევე მორჩნენ, ანამ არ დამელოდოთო და მათაც მაშინვე დატოვეს სასწავლებლის ტერიტორია.



№1 სტუმარი Magda

აუ აუუ ძაან მაგარიია, მომწონს ძალიან. ლუკას სულ როგორი სერიოზული სფიჩები აქვს wink ყოჩაღ. მართლა ძალიან კარგია

 


№2  offline წევრი SillyGirl

ყველა თავი ერთად წავიკითხე და ძალკან მომწისნ თითეული პერსონაჟი. მშვენივრად წერ და სასიამოვნოა კითხვა. ლუკაზე ვგიჟდები ძალიან ძლიერი ბიჭია.
ველოდები შემდეგ თავს <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent