შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღირსების საფასური ( სრულად )


8-08-2016, 11:27
ავტორი ლილიანა
ნანახია 32 752

მთელს დარბაზში სასიამოვნო სურნელი ტრიალებდა.მონატრებული შემოდგომის,მზიანი მინდვრების,ოქროსფერი ყურძნის მტვენების,დახუჭავდი
თუ არა თვალს შეგეძლო წარმოგედგინა,როგორ აშრიალებს ნიავი ვენახის ფოთლებს და ყურძნის სასისმოვნო არომატს არემარეს ფენს.აქაც ასე იყო,ყველგან_ ცოლიკაურის,ადესის,რქაწითელის და საფერავის სუნი იდგა,ლამაზ ყელმოღერებულ ბროლის ჭიქებში ჩხრიალით ისხმებოდა _ წითელი,თეთრი და ვარდისფერი ღვინოები.მოწვეული სტუმრები ტუჩების მწლაკუნით აგემოვნებდნენ ამ ქართული მიწის მადლს და შემქმნელებს ქებასა და ხოტბას ასხამდნენ.
სულ 5 წარმოება იყო წარმოდგენილი ამ ღვინის ფესტივალზე,მათ შორის იყო დემეტრე( დემნა) ხუციშვილი,თავისი სოფლის ჩალაუბნის ერთგული და მოსიყვარულე შვილი,მიუხედავად წარმატებისა,ის მაინც არ შორდება მშობლიურ კერას,იქვე აქვს მისი საწარმოც და მშვენიერი კარ- მიდამოც.28 წლის წარმატებული ბიზნესმენი ისევ ისეთი ხალისით,მონდომებით და სიყვარულით ფუსფუსებს მშობლიურ მიწაზე,როგორც ბავშვობაში.ახლა კი ბედნიერი და ამაყი უცქერის სახეებს,რომლებსაც კმაყოფილება მისმა ხელთქმნილმა საოცარმა ღვინოებმა მოჰგვარა.
დღეს დიდი გეგმებიც აქვს,ერთერთი ძლიერი საწარმო ბანკროტისგან უნდა იხსნას და მისი მთავარი პაკეტი უნდა შეიძინოს,საკმაოდ გაბედული და სარფიანი ნაბიჯია მის საქმიანობაში.
თვალი დარბაზს მოავლო და მირზა მჭედლიშვილის ძებნა დაიწყო.ეს სწორედ ის კაცია,რომლიც საწარმოს ნახევარზე მეტი აქციები უნდა შეიძინოს.
დარბაზის ბოლოსკენ მოჰკრა თვალი ორ ქალბატონთან ერთად მდგომს და გეზი მათკენ აიღო.
საღამოს წამყვანი კი კვლავ ომახიანად მიკროფონში მონაცვლეობით ახასიათებდა იმ ღვინოებს ,რაც დეგუსტაციისათვის იყო გამოტანილი.შუალედი აიღო,დარბაზს მოუბოდიშა და მოსასვენებელი ოთახისკენ გაემართა.
_ საღამო მშვიდობის ბატონო მირზა_ თავაზიანად მიმართა და მაღალ თმაში ჭაღარა შეპარულ წარმოსადეგ მამაკაცს მარჯვენა შეაგება.
_ ბატონო დემეტრე_ აშკარად ნასიამოვნები დარჩა მისი ხილვით,ჭიქა ცერემონიალურად აღმართა ხელში- აი ამ წუთას თქვენს მიერ დაწურულ ღვინოს მივირთმევ და დავრწმუნდი კიდევ ერთხელ,რომ ჩემი საწარმო საიმედო ხელში გადადის.
_ სასისმოვნოა ამის მოსმენა_ თავაზიანად დაუკრა თავი და გვერდზე მდგომ ქალბატონებს გახედა.
_ ჰო,გაიცანით_ უცებ გამოერკვა მირზა_ ეს ჩემი ქალიშვილია ლიკა_ და ხელი მაღალ,თხელ,თაფლისფერთვალება და წაბლისფერ თმიანი გოგონასკენ გაიშვირა,დაახლოებით 23 წლისა იქნებოდა_ ეს კი ჩემი საწარმოს ბუღალტერი ნანა_ ის ცოტათი უფროსი იქნებოდა პირველთან შედარებით,საშუალო სიმაღლის,ქერა და ცისფერთვალება.
_ სასიამოვნოა ქლბატონებო_ორთავეს გაუწოდა ხელი და მძლავრად ჩამოართვა.
მანდილოსნებმა თავაზიანად დაუკრეს თავი და გაუღიმეს,ახლაგაცნობილს.
_ მამა ჩვენ ცოტა ხნით დაგტოვებთ_ მოიბოდიშა ლიკამ,ნანას ხელკავი გამოსდო და ისინიც მოსასვენებელი ოთახისკენ წავიდნენ.მამაკაცებმა კი თავიანთ საქმიანობაზე გააგრძელეს საუბარი.
მოსასვენებელი ოთახი საკმაოდ პატარა და მყუდრო იყო.მათდა გასაკვირად ოთახში არავინ იყო,ამიტომ დივნებზე თავისუფლად მოკალათდნენ,ნანა იქნვე მდგარ ღვინის ბოთლს დაწვდა და საცობი ამოაძრო,ჩხრიალით ჩამოასხა ჭიქებში,ერთი ლიკას გაუწოდა მეორე კი თავად დაიტოვა.
_ რა მოსაწყენი ყოფილა ეს გამოფენა_ ჭიქას დაწვდა ლიკა,მაღალქუსლიანები გაიხადა და ფეხები სკამზე შემოაწყო.
_ აბა შენ რას ელოდი?_ ღიმილით დაეკითხა ნანა.
_ ნუ მე მეგონა სასიამოვნო მუსიკა იქნებოდა,სიმპატიური ბიჭები,აქ კი მხოლოდ გადაბძუებული მოხუცები ან კალოშებიანი ახალგაზრდა პროვინციელები ყოფილან_ ტუჩები ზიზღის ნიშნად დაბრიცა.
_ და გაფიცებ ვინ ნახე აქ კალოშებით ვის გულისხმობ?_ მის შეფასებაზე გულიანად გაეცინა.
_ ნუ ახლა კალოშები არ ეცვა მაგრამ,ის დემეტრე თუ ვიღაც,ნადვილი გლეხი იყო,ვითომ ჯელტმენობდა,და ეს წვერი,რომ აქვს ვითომ ლამბერსექსუალობს?
_ კარგი ახლა ლიკა ,მთლად ეგრეც არაა.
_ რა არაა?_ დახასიათების აზარტში შევიდა,სკამიდან ფეხები ჩამოაწყო და უფრო მონდომებით შეუდგა მის აღწერას._ გაწეწილი უკან გადავარცხნილი თმა რა მოდაშია? რას გავდა,მხოლოდ ეგ დავინახე აწ ახალგაზრდა და ისიც სოფლელი,რას წამოვედი აქ,აიჩემა მამაჩემმა,თორემ ……
_სხვათაშორის ახლა ,რომ ღვინოს სვამ სწორედ ,რომ იმ დემეტრეს მიერაა ჩამოსხმული_ ნიშნის მოგებით უპასუხა ნანამ და მადიანად მოსვა.
_ ეს თხლე? ფუუუ მთლად შემაზიზღე ყველაფერი,ამას ნეტა ვინ ყიდულობს?_ ზიზღით დადგა ჭიქა მაგიდაზე და ფეზსაცმელებს დასწვდა,რომ ჩაეცვა_ მიდი წავიდეთ რა სახლში აქ მოვიწყინე.
_ არა მე ვერ წამოვალ,მამაშენს ვჭირდები,საბუთების ხელისმოწერისას.
უცებ კარი ვიღაცამ ლამის შემოგლიჯა,საღამოს წამყვანი.
_ გოგონებო,უკაცრავად,მიკროფონი დამრჩა_ იქვე სავარძელზე მიგდებულ მიკროფონს დასწვდა და ისევ კარიაკენ შებრუნდა_ სხვათაშორის ჩართული იყო.
თქვა თუ არა ლიკა და ნანა ადგილზე გაქვავდა,წამყანი კი კმაყოფილი კურტუმოს ქნევით დარბაზში გავიდა.
_ დავიღუპეთ ნანა_ ძლივს ამოთქვა ორი სიტყვა და ღია კარში ერთი ნაბიჯი გადგა.მთელი დარბაზი დაახლოებით 200 კაცი,მხოლოდ მას უყურებდა,ზოგი მომღიმარი და ზოგი ბრაზიანი.მაგრამ ყველაზე საშინელი მირზას და დემეტრეს სახის დანახვა იყო.
სიტუაცია საშინლად დაიძაბა,ზუსტად ის მომენტი იყო დარბაზში,როგორც იტყვიან ხოლმე- ბუზის გაფრენის ხმას გაიგებო- აი ასეთი.ლიკა კარში გაიხიდა,არც ინძრეოდა,მგონი არც სუნთქავდა,სახეზე ყველა ფერმა გადაურბინა,რაც კი ბუნებაში არსებობს.დაძაბული და დამფრთხალი მხოლოდ ორ ადამიანს არ აცილებდა თვალს-მამას და დემეტრეს.ეს უკანასკნელი კი ნამდვილად სახიფათოდ გამოიყურებოდა.სიბრაზისაგან სახე აწითლებული,ნესტოები დაბერილი და მუშტშეკრული,თუმცა გაუნძრევლად ,უხმოდ იდგა,როგორც სხვები.მხოლოდ მირზა აფრქვევდა სიბრაზეს,თავისთვის ჩუმად და თან ასე მრისხანე ბუტბუტით ლიკასკენ მოემართებოდა.
_ ნანა მიშველე_ განწირული ხმით ამოიხავლა და კარის ჩარჩოს ჩაებღაუჭა,რომ ძირს არ დაცემულიყო.
_ შარში ვართ ლიკუ_ დარბაზს კიდევ ერთხელ მოავლო თვალი და საკუთარი სიტყვების დასტურად თავის კატუნს მოჰყვა.
_ ენას ამოგაძრობ,თავხედო ლაწირაკო_ მკლავში წვდა მირზა ქალიშვილს დარბაზს უხერხული ღიმილით მოავლო თვალი და ბოდიშის ნიშნად თავი დაუკრა საზოგადოებას,მისკენ ძლიერად მოქაჩა და ლამის წაათრია გასასვლელისკენ,თან ჩუმად ლანძღავდა_ შემარცხვინე,თავი მომჭერი,აი ნახავ ,როგორ დაისჯები,ამის საფასურს აუცილებლად გაზღვევინებ,სხვისი ღირსების შელახვა ძვირად დაგიჯდება_ ქოთქოთებდა მირზა და კარისკენ მიმავალი შვილსაც მიათრევდა.ლიკა ხმას არ იღებდა,არც კი ესმოდა მამის სიტყვები,მისი თვალები და გონება,მხოლოდ და მხოლოდ დემნასკენ იყო მიმართული,უყურებდა მის წაშლილ და სიბრაზისგან ალეწილ სახეს და უკვე ნანობდა,მწარედ ნანობდა მის საქციელს მაგრამ გვიანი იყო,ძალიან გვიანი.
ნანა დანაშაულზე წასწრებული თავდახრილი აედევნა მამა- შვილს უკან.
მანქანების სადგომამდე ასე აპროწიალა,ავტომობილის კარი ლამის გამოგლიჯა და ძლიერ უბიძგა ,რომ შიგნით ჩამჯდარიყო.ლიკა უხმოდ დაემორჩილა,უკანა სავარძელზე მოკალათდა და თავი ჩახარა.
_ აქ კონცერტებს არ გავმართავ,მაგრამ მივალთ სახლში,საკმაოდ მკაცრი სასჯელი გელოდება_ მერე გაშვერილი თითი,რომელსაც სიბრაზით ლიკას უქნევდა ახლა ნანას აუქნია ცხვირწინ_ აი შენ კი ქალბატონო მოემზადე,ამის ჭკუაზე,რომ დადიხარ და არა უფროსის, შენც დაისჯები,ახლა კი წინ გამიძეხი და მამა ზეციერს მუხლიჩოქვით ევედრე,რომ თქვენი სულელური საქციელის გამო იმ კაცმა აქციებზე უარი არ თქვას ეს შენც გეხება ქალბატონო,თორემ ჯერ თქვენ მოგკლავთ და მერე მეც დავიხლი ტყვიას.
ნანა მორჩილად აედევნა უფროსს.
ლიკას ასეთი გაბრაზებული და გამწარებული არასოდეს ენახა მამამისი და კიდევ უფრო დარწმუნდა, რომ სავარაუდოდ ცხოვრებაში ყველაზე დიდი შეცდომა დაუშვა.
არადა ნამდვილად არ სჩვევია ასეთი საუბრები და საქციელი,არც გათამამებული და მატრაკვეცაა,სავარაუდოდ ეს სიტყვის სითამამე იმ ორი ჭიქა ღვინის ბრალი იყო,რომელიც დარბაზში მამასთან ერთად დალია.
დარბაზში ისევ დაძაბულობა შეიმჩნეოდა,მაგრამ ისე მძაფრად აღარ,ყველა თავისთვის ფუსფუსებდა.დემეტრე აღარსად ჩანდა.ნირწამხდარმა მირზამ მის მოადგილეს ეცა.
_ ბატონო ილია, სად წავიდა თქვენი უფროსი?
_ მეორე სართულზე ერთერთ კაბინეტშია,გელოდებოდით,როდის შემობრუნდებოდით,წამობრანდით_ ხელით გზა უჩვენა და წინ გაუძღვა.
გაურკვეველი მომავლის შიშით და მუხლისა და გულის კანკალით უკან მხრებში გამართული გაჰყვა მირზა მას და ცდილობდა არ შეემჩნია ჩუმჩუმად ,როგორ აყოლებდა თვალს ზოგიერთნი და ქირქილებდნენ.ნანაც მათ კვალს მიჰყვა.
შეაღო კარი თუ არა ილიამ ,მაშინვე მოჰკრა თვალი მირზამ დემეტრეს,რომელიც ფანჯარას ცალი ხელით ეყრდნობოდა და სწორედ იმ მიმართულებით იყურებოდა,საითაც რამოდენიმე წუთის უკან ძალად ჩასვა მანქანაში მისი ქალიშვილი.
მძიმედ ჩაახველა,ნერვიულად გადაისვა თმაზე ხელი და მობოდიშებას ეცადა:
_ ბატონო დემეტრე,უმორჩილესად გთხოვთ მაპატიოთ ჩემი შვილის სითავხედე,ძალიან ვწუხვარ და განვიცდი მომხდარს,დარწმუნებული იყავით,რომ ჩემი შვილი საკადრისს მიიღებს.
მის ხმაზე.ნელი მოძრაობით შემობრუნდა დემნა,სახეზე უცნაური,უფრო საეჭვო ღიმილი დასთამაშებდა,მაგიდას შეკრული მუშტებით დააწვა და სტუმარს გახედა.
_ დაბრძანდით ბატონო მირზა_ ხელით წინ მდებარე სავარძელი მიუთითა,თავადც მოკალათდა და მაგიდაზე ფართოდ შემოაწყო ორივე ხელი,ზურგით კი სკამს მიეყრდნო.
_ მხოლოდ ერთი შვილი გყავთ?_ ისეთი ხმის ტემბრი ჰქონდა გეგონებოდანთ ჭექა-ქუხილიაო.
_ დიახ ბატონო დემეტრე_ კაცი განადგურებული იყო.
_ არ ვიფიქრებ იმას,რომ მისი ჩემდანი დამოკიდებულება ან შეფასება ,თქვენივე შეხედულების,ან ოჯახში ჩემზე საუბრის შედეგია.
_ არა ბატონო დემეტრე,არასოდეს მიხსენებიხართ,მითუმეტეს უარყოფითად.დღეს პირველად გნახათ,არ ვიცი რა დაემართა,არ ვიცავ ჩემს შვილს,მსგავსი რამეები არ ახასიათებს ან …...არ მინდა ვიფიქრო ,რომ ჩემს შვილს ამ დონეზე არ ვიცნობ_ სკამზე უხერხულად შეიშმუშნა,დაძაბულს გაეღიმა,ოდნავ წინ გადმოიხარა_ იმედი მაქვს ეს ინციდენტი არ იმოქმედებს დღევანდელ ჩვენს შეხვედრაზე და მის მიზანზე.თქვენ ხართ ჩემი ბოლო იმედი_ სასოწარკვეთილების უზენაეს საფეხურზე იდგა.
_ თქვენ,როგორ ფიქრობთ,თქვენ როგორ მოიქცეოდით ასეთი სიტუაციის მერე?
_ მეეე?_ ამოილუღლუღა
_ მე ბატონო მირზა_ მთელი სხეულით მაგიდას დაეყრდნო_ სწორედ იმ დროს გამოგიწოდეთ დახმარების ხელი,როცა სხვები იდგა და თვალს ადევნებდა თუ როგორ იძირებოდი,ამ გადაწყვეტილების გამო ბევრს გიჟი ვეგონე და მაინც გავრისკე.ამ დროს კი გამოდის თქვენი თავხედი შვილი და ღირსებას მილახავს და მიწასთან მასწორებს სწორედ აი ამ საზოგადოებაში ,რომელშიც ჩემი წონა და სახელი მაქვს.როგორ ფიქრობთ ასე ადვილად გადავყლაპავ?ან ასე ადვილად ვაპატიებ?_რკინასავით მტკიცე იყო მისი ხმა.
_ არ ვიცი რა გიპასუხოთ,მართალი ბრძანდებით_ ხმა აუკანკალდა_ მე რა შემიძლია გავაკეთო,რით დაგეხმაროთ?
_ მართალია კი მე კალოშებიანი ახალგაზრდა პროვინციელი ვარ_ ფეხზე წამოდგა და მაგიფოს კიდეზე მირზას წინ ჩამოჯდა_ მიწაზე ჩემი ხელით ვშრომობ,სოფლად ვცხოვრობ,ქათმებიც მყავს და ძროხებიც და სულაც არ ვთვლი ამას სათაკილოდ.რაც შეეხებ თქვენს გატუტუცებულ ქალიშვილს,სამწუხაროა,რომ მონათმფლობელობა დიდი ხანია გადავარდა.მე მასზე რა უფლებ მაქვს. ჭკუა ვასწავლო ,მაგრამ არსებობს ერთი გამოსავალი.
_ რა გამოსავალი? _ იმედს ჩაებღაუჭა და სკამზე ზამბარასავით დაიჭიმა.
_ მომათხოვეთ.
_ რაა?_ დამუნჯდა.
_ თუ არა აიღეთ ეს საბუთები მაგიდიდან და გზა მშვიდობისა.
_ ბატონო დემეტრე საქმე მე ხომ არ მეხება,ჩემს უკან 300 თანამშრომელი დგას,რომლის ბედი ამ ფურცელზეა დამოკიდებული.
_ მითუმეტეს. ბატონო მირზა,მითუმეტეს.
მირზამ ნირწამხადი ნანას გახედა,რომელიც არანსაკლებ გაოცებული და დაბნეული იყო.
_ ცოლად გინდათ? კანონიერ ცოლად?- აშკარად დააბნია მისმა სურვილმა.
_ რათქმაუნდა.
_ პასუხი ახლავე გინდათ?
_ რათქმაუნდა.
უხმოდ წამოდგა სკამიდან მირზა ნანას თავის ქნევით ანიშნა აქ დამელოდეო და თავად კარში გავიდა.
ავტომლბილისკენ.მიმავალს ფეხები უკან რჩებოდა.მის წინაშე სასწორზე ერთ მხარეს შვილი იდგა მეორე მხარეს კი საწარმო 300 თანამშრომლით.
_”ბოლოსდაბოლოს ცილად ითხოვს, კანონიერ ცოლად,ჩამოყალიბებული და წარმატებული ადამიანია,ცუდი როგორ ვიფიქრო”_ გზად თავს იმშვიდებდა.
ლიკა ისევ ტიროდა,მამამისის ასე მალე დანახვამ გააკვირვა,თუმცა მისი შემოთავაზება უფრო გასაკვირი და შოკის მომგვრელი იყო.გოგონა ერთ ხანს ჩუმად,უხმოდ იჯდა და გონებაში რაღაცას ხარშავდა.
_ შვილო მე ძალას არ გატან,თავად გადაწყვიტე,თუ ხელს არ მომიწერს სხვა ვინმეს ვიპოვი.კარგი იქნებოდა დედაშენი ცოცხალი ყოფილიყო სწორ გზაზე დაგაყენებდა,მაგრამ ახლა გადაწყვეტილება მარტომ უნდა მიიღო.10 წუთს გაძლევს,კართან დაგელოდები,თუ მოხვალ ერთად ავალთ და თუ არა მე,უარს ვეტყვი და სხვა გადამრჩენელის ძებნას დავიწყებ._ თწვა და მანქანიდან გადავიდა.
ლიკას ხმა არ გაუღიმა.მართალია საშინელი,რამ ჩაიდინა,მაგრამ არც ისეთი ,რომ ვინმეს ცოლად გაყოლოდა.მაგრამ არხ მამამისი მრისხანება და სასოწარკვეთილება ავიწყდებოდა.არც ის,რომ ორი თველა ლამის მუხლისჩოქვით დაეძებს მამამისი ინვესტორს და აი ძლივს იპოვა და მისი თავქარიანობის გამო კარგავს,ეს მთელი 300 ოჯახის დაღუპვის ტოლფასია.არც შეყვარებული ჰყავს და არც ისე უშნოა ეა კალოშიანი პროვინციელი ,როგორც ერთი შეხედვით.მანქანიდან უხმოდ გადმოვიდა და მამას ხელკავი გამოსდო,უხმოდ დაუკრა თავი და გზისკენ უბიძგა.
მას შემდეგ ,რაც 13 წლის ასაკში დედა გარდაეცვალა,მხოლოდ მამა ჰყავს,მამას კი ის.რაც თავი ახსოვს მამას არც ,რამე აუკრძალავს მისთვის და არც რამე მოუთხოვია.ეს პირველი შემთხვევა იყო.
მირზა ყოველთვის სამაგალითო მამა იყო.მას შემდეგ,რაც ცოლი დაეღუპა აღარ დაქორწინებულა.,მთელი ცხოვრება შვილს და ღვინოს მიუძღვნა,ახლა კი ამ საღამოს ორივე ნანინანატრი და გამოზრდილი ხელიდან ეცლებოდა.
შენობისკენ გზას ორივე უხმოდ მიუყვებოდა,ქალი დაბნეული და უიმედო,მაგრამ იმით კმაყოფილი,რომ მამა არ დააღალატა.კაცი კი უბედური,რომ ბიზნესი არჩია შვილს,მაგრამ ამაყი,რომ მისმა ერთადერთმა საყრდენმა და მომავალმა იმედი არ გაუცრუა და არ მიატოვა.
_ მადლობა მამი_მადლიერი ხმით გადაულაპარაკა ქალიშვილს და თავზე აკოცა.
_ და ეს ყველაფერი ჩემი სიტყვების გამოა ხომ მამა?_ ლიკა ის გოგოა მხოლოდ ღვინის დაყნოსვაც,რომ კმარა მის დასათრობად და ახლა საშინლად ნანობდა იმ ორ ჭიქას,რომლის გამოც ამდენი უბედურება დაატეხა თავსაც და მამასაც.
_ მეც ასე ვფიქრობ , ნამდვილად ცუდად მოიქეცი მაგრამ ,ახლა ამის გარჩევას აზრი აღარ აქვს.აწი შენზეა დამოკიდებული შვილო,დაანახე დემეტრეს თუ ვინ და როგორი ხარ სინამდვილეში,დაანახე,რომ შეცდომა ყველას მოსდის და მზად ხარ პასუხისგებსათვის_ თან მეორე სართულის კიბეს აუყვნენ.ამჯერად სათადარიგო შესასვლელით ისარგებლენ,რომ ხალხისთვის აერიდებინათ თავი.
_ ვეცდები მამა_ თქვა და ამოიხრა.დაძაბული იყო,შინაგანად დუღდა,საკუთარ თავზეც ბრაზობდა და დემეტრეზეც,ხვდებოდა ეს სასჯელი იყო,იმის საფასური, რაც ჩაიდინა,ბრაზობდა ასეთი ჯიუტი და პატივმოყვარე,რომ გამოდგა ეს ბიჭი.კაბის კალთები ორივე მხრიდან მუჭში ძლიერ მოიქცია და დაძაბული შეჰყვა მამას ოთახში.
დემეტრე სავარძელში იყო მოკალათებული მაგრამ მამა- შვილის დანახვისას ფეხზე წამოდგა და მათ შეეგება.
_ სასიამოვნოა კიდევ ერთხელ თქვენი ხილვა_ გაიღიმა,თუმცა გაურკვეველი იყო ღიმილი თავაზიანობას გამოხატავდა თუ ირონიას.
_ არაა საჭირო ეს თვალთმაქცობა_ სიბრაზით გამოცრა სიტყვები და სახე დაეძაბა ლიკას .
_ მართალი ხართ_ ხელით დივნისკენ მიუთითა სტუმრებს და დააყოლა_ სანამ რეესტრის თანამშრომელი მოვა შეგიძლიათ ჩამოისვენოთ.
_ აქ? ახლა?რა საჭიროა ეს სიჩქარე? _ მოულოდნელობისაგან უკვე დამჯდარი მირზა კვლავ ფეხზე წამოდგა.
_ საქმე იმაშია,რომ როგორც უკვე იცით მე სოფლელი ბიჭი ვარ_ ბოლო სიტყვები მკვეთრად და ხაზგასმით წარმოთქვა და ლიკას ჯიქურ მიაშტერდა_გვიანი გაზაფხულია,ეზოში ბევრი საქმე მაქვს,არ მცალია ასე დაუგეგმავად ვიარო წინ და უკან.ბარემ ყველანი შეკრებილები ვართ და რატომ უნდა დავკარგოთ დრო? ის ასეთი მნიშვნელოვანია თქვენი საწარმოსათვის.
_ ძალიან ამაყი და პატივმოყვარე ყოფილხართ_ ბრაზიანი თვალები მიანათა საპატარძლომ.
_ და პროვინციელი კალოშებით,არ დაგავიწყდეს_ შეუსწორა.
_ ზურგზე არასოდეს ვეცემი.
_ არც მე_ მისკენ დაიხარა და ყურში ჩასჩურჩულა.
_ სჯობს აქედანვე იყო იმედგაცრუებული
_ თქვენ კი ქალბატონო სჯობს აგრონომიის წიგნს ჩაუჯდეთ და კარგად ისწავლოთ,რადგან ხვალიდან პრაქტიკული მეცადინეობა დაგეწყებათ.
_ შენთვის შეინახე ბარიც,თოხიც და კალოშებიც_ ისიც ხმადაბლა კბილებში სცრიდა თითოეულ სიტყვას.
_ რათქმაუნდა,აბა ჩემი შენ რას გამოგადგება,შენთვის ცალკე ვიყიდი_ მშვიდად და კმაყოფილი ტონით საუბრობდა.
_ რაიმე პრობლემაა?_ რადგან მათი საუბარი არ ესმოდა და მხოლოდ შვილის ალეწილ სახეს ხედავდა ეცადს სიტუაციაში გარკვეულიყო მირზა.
_ არა,არაფერი ბატონო მირზა,უბრალოდ სამეურნეო იარაღების გაყოფაზე ვერ შევთანხმდით,მაგრამ მე მამაკაცი ვარ და რათქმაუნდა ჯერ ქალბატონები,დავთმე_ თქვა და წარბები მაღლა აზიდა და კმაყოფილი იერით საცოლეს თავი დაუქნია.
მირზამ მისი რეპლიკიდან აზრი ვერ გამოიტანა და შეეშვა.
საჯარო რეესტრის წარმომადგენელიც მალე მოვიდა.ნახევარ საათში ყველა საბუთი წესრიგში იყო,ქორწინებისაც და აქციებისსაც.
მოწმეებად ილია და ნანა დაიყენეს.
ყოველგვარი პომპეზურობის,შამპანურის,შოკოლადის და მილოცვის გარეშე ჩაიარა ამ წუთებმა.
_ შეგვიძლია წავიდეთ _ წავიდა თუ არა მოწვეული სტუმარი მაშინვე ახალგამომცხვარ ცოლს მიუბრუნდა.
_ ჯერ სახლში უნდა გავიარო ჩემი ნივთები მჭირდება.
_ კეთილი ერთად გავივლით.
მიუხედავად მირზას შეპატიჟებისა დემეტრე და ილია არ შევიდნენ მათ სახლში,ჭიშკართან მანქანაში ლოდინი არჩიეს.ლიკა კი სირბილით შევარდა სახლში და საძინებლის კარი სწრაფად გადაკეტა.ლოგინს დაემხო და ბალიშზე პირაფარებულმა აბღავლდა.ცოტა,რომ მოეშვა მისი ნივთების ჩალაგებას შეუდგა..კარზე კაკუნი შემოესმა.
_ შეიძლება შვილო?_ მირზა იყო.
_ მოდი მამა_ კარი ფართოდ გამოაღო და განზე გადგა,რომ შემოსულიყო.
მამამისი საწოლზე ჩამოჯდა და შვილს ხელით ანიშნა მის გვერდით მოკალათებულიყო,ლიკაც დაყვა მის ნებას და ჩამოჯდა.
_ მამა წლებია მხოლოდ მე და შენ ვართ,ხომ იცი რომ უსაზღვროდ მიყვარხარ.მე ეს დღე სულ სხვანაიტად წარმომდგინა შვილო.არ მინდა იფიქრო,რომ რადგან რს შემოგთავაზე და მერე გადაწყვეტილებისას ხელი არ შეგიშალე მე შენზე არ ვზრუნავ ან არ მაინტერესებს შენი მომავალი.უბრალოდ ჩიხში მიმიმწყვდია,რომ არა შენი დღევანდელი საქციელი ალბათ ასეთი არჩევნის წინაშე არ მოგვიწევდა დადგომა,მაგრამ ახლა ამაზე ფიქრი გვიანია.მადლობა,რომ გამიგე და გადამარჩინე,მეც და ყველა ჩემი თანამშრომელი.შვილო,კარგის მეტი არაფერი მსმენია დემეტრეზე და მის ოჯახზე,ასე,რომ არ ყოფილიყო ამ შემოთავაზებაზს არც კი გავამეორებინებდი,მაგრამ რადგან ასე მოხდა…...მადლობა შვილო ყველაფრისათვის და მინდა იცოდე,თუ გაგიჭირდა მე აქ ვარ,ჩემი იმედი გქონდეს.აქ შენი სახლია_ თქვა და შვილი მჭიდროდ ჩაიკრა გულში.ლიკამ თავი ვეღარ შეიკავა და ცრემლები წასკდა.
_ მიყვარხარ მამა_ მის მკერდზე მიყრდნობილი ზლუქუნებდა.
ალბათ დიდხანს იქნებოდნენ ასე,რომ არა გაბმული სიგნალის ხმა ეზოდან.ეს დემეტრე იყო.ერთი ღრმად ამოიოხრა ლიკამ და ჩანთას ხელი დაავლო,უფრო დიდი და მძიმე კი მამამ აიღო.
სევდიანი ფს მტკივნეული იყო მათი განშორება.
დემეტრეს მანქანას ილია მართავდა.უკან კი ის და ლიკა მოკალათდა.
_ ვინ გყავს სახლში?_ უხერხული სიჩუმე ლიკამ დაარღვია.თითქოს შორეული ფიქრებიდან გამოარკვიაო მისმა ხმამ,დემნა შეიშმუშნა,მხრებში გაიშალა და ნახევრად მისკენ შებრუნდა.
_ მშობლები და და.
_ იცინიან?
_ რა?
_ რომ ასეთი ამაყი და გულღრძო, რომ ხარ.
_ შეგიძლია შენ მოუყვე.
_ და ჩემზე იციან?
_ არც ეგ.
_ და რას იტყვიან?
_ შენ არ იდარდო.
_ არც არასოდეს იქნები ჩემი სადარდებელი.
_ ნუ იჩქარებ დასკვნების გამოტანას.
_ შენ კი ჩემს შეფასებას.
_ უკვე ვიცი,რაზე უნდა ვიმუშაო პირველ ჯერზე.
_ ვერ გავიგე?
_ გრძელი ენა გაქვს.
_ არაუშავს,სამაგიეროდ შენ მოკლე ჭკუა და დაბალანსდება.
_ შენ მე არ მიცნობ.
_ აი შენ კი მე.
_ დღევანდელი საკმარისი იყო წარმოდგენის შესაქმნელად.
_ იმავეს ვიტყვი შენს მდაბიო საქციელზე.
_ იგივეს ვიტყოდი შენს თავხედობაზეც.
_ კარგით რა ნუ გაუტიეთ,ნუ კინკლაობთ_ თითქოს მობეზრებულმა ღიმილით გამოსძახა ილიამ და სოფლისკენაც გადაუხვია.
ლიკამ ხელები მკედრზე გადაიჭდო და ფანჯრისკენ შებრუნდა,გარეთ უკვე უკუნეთი სიბნელე იყო.
არცერთ აღარ ამოუღია ხმა სახლამდე.
სახლი კი მართალც დიდი,ლამაზი და მოვლილი იყო.
შევიდა თუ არა მანქანა ეზოში პირველად ოჯახის უფროსები შემოეგებნენ_ ნუგზარი და თამილა ხუციშვულები,დას კი ლიზის,რომელიც 10 წლისა იყო უკვე ეძინა.
შვილს ღიმილით შეეგებნენ,მაგრამ მალე ღიმილი გაოცებამ ჩაანაცვლა,როცა მანქანიდან უცხო გოგონა გადმოვიდა.
_ გამარჯობათ_ მორიდებით თქვა ლიკამ და ყველას გაუღიმა.
_ გაგიმარჯოს შვილო_ დაბნეულმა თამილამ ვაჟისკენ იბრუნა პირი_ ვინ არის ეს ლამაზი გოგონა შვილო?
_ დედა,მამა_ცერემონიალურად გაშალა ხელი_ გაიცანით თქვენი რძალი- ლიკა მჭედლიშვილი,ოღონდ არ მკითხოთ,ვინ,როგორ და საიდან,ამ ყველაფერზე ხვალ გიპასუხებთ ახლა კი საშინლად დაღლილი ვარ და უნდა დავიძინო_ თქვა და ლიკას ხელი დაავლო და სახლში შევიდა.მშობლები გაოცებულები ისევ იმ პოზაში გაშეშებულები დარჩნენ.
ოთახის კარი მიხურა თუ არა აბაზანაში შევარდა.ლიკა კი დაღლილი და დაძაბული საწოლის კიდეზე ჩამოჯდა.
დემნა მალრ გამოვიდა აბაზანიდან და მოკრა თუ არა თვალი საწოლზე ჩამომჯდარ ცოლს,ფრთხილად მკლავში ამოსდო ხელი და ფეხზე ააყენა.
_ უკაცრავად ქალბატონო,ეს ჩემი საწოლია,შენ აი იქ_ დივანზე მიუთითა_ აი იქ დაიძინებ.
_ დამცინი?_ ლიკამ ჯერ დივანს გახედა მერე კი დემეტრესკენ შემობრუნდა.
_ შენ წარმოიდგინე არა_ უდარდელად უპასუხა და საწოლს გადასაფარებელი გადააძრო.
_ მოდი ახლავე გავერკვეთ ყველაფერში_ დოინჯი შემოირტყა_ მე არც სურვილი და არც პრეტენზია მაქვს შენთან სარეცელის გაყოფაზე,უბრალოდ ასეთი დამოკიდებულება უპატივცემულობის ნიშანია და იქნებ ამიხსა როდემდე აპირებ ასე?
_ მგონი შენ არ უნდა იძლეოდე რჩევებს პატივისცემაზე.
_ ძალიან ვწუხვარ,რომ ასე მოხდა,ორი ჭიქა ღვინო დავლიე და იმოქმედა ბოდიშს გიხდი,თუმცა შენმა დღევანდელმა საქციელმა დამარწმუნა,რომ პირველადი შეფასებისას არ შევმცდარვარ.
_ მხოლოდ ჩემში არაა საქმე,სანამ არ ისწავლი სხვისი აზრის,წარმომავლობის,ოჯახის,შრომის და სახელის დაფასებას ისე მოგექცევი,როგორც დაიმსახურებ.
_ მე ყველაფერი ვიცი ,უბრალოდ შენ რომ ამას დაინახავ ძალიან გვიანი იქნება.
_ მისმინე ლიკა,არც პატივმოყვარე ვარ და არც ამაყი,მე მართლა ერთი უბრალო გლეხი ვარ,მაგრამ თავმოყვარე და ღირსების მქონე.ის რაც დღეს გავაკეთე ეს პრინციპის ამბავია,ვთქვი და შევასრულე.მე კი სიტყვებს ჰაერზე არ ვფანტავ.დაიმახსოვრე შენ ყველას თვალში ჩემი ცოლი ხარ და ყველასგან მოვითხოვ,რომ პატივი გცეს და დაგაფასონ,მაგრამ მე არა.შენ ჩემთვის არაფერი ხარ.იმას გააკეთებ, რასაც გეტყვი,წინააღმდეგ შემთხვევაში საწარმოს გავაკოტრებ.
_ მეზიზღები_ თვალები აუცრემლიანდა.
_ მე ხომ საერთოდ_ ღიმილით უპასუხა და ზედატანი გადაიძრო,განიერი მხარბეჭი ჰქონდა,მზისგან გარუჯული,ნავარჯიშები და ათლეტური.ლიკამ თვალი აარიდა_ საბანი აი იმ კარადაშია,ღამე შეგცივდება_ მიასწავლა,თავად კი საწოლში კომფორტულად მოთავსდა.
დამძიმებულმა და გულნატკენმა ხმაურით ამოიხვნეშა და კარადიდან საბანი გამოიღო,ტანსაცმლიანად მოიკუნტა ვიწრო დივანზე და საბანი გადაიფარა.საშინლად უნდოდა ეტირა მაგრამ არც ის სურდა ეს დემნას გაეგო,არ უნდოდა დაენახა,რომ სუსტია.როდის,როდის ჩაეძინა.
დილის რვა საათზე უკვე ჩვეულებისამებრ გაეღვიძა დემეტრეს,საწოლიდან ოდნავ წამოიწია და ოთახს თვალი მოავლო.
ლიკა პატარა კნუტივით მობუზული დივანზე მოკუნტულიყო,საბანი კი იატაკზე ეგდო.
მის შემხედვარეს ჯერ გაეღიმა,მერე კი შეებრალა,ფეხზე ფრთხილად წამოდგა,ტანსაცმელი ჩაიცვა და ძირს დავარდნილი საბანი მეუღლეს ნაზად მიაფარა,თავად კი უხმაუროდ გავიდა ოთახიდან.
ქვემოთ სასადილო ოთახში უკვე მთელი ოჯახის შემადგენლობა იყო თავმოყრილი_ ნუგზარი,თამილა და ლიზი.
_ ძამიკო მართლა ცოლი მოიყვანე? სადაა?_ ბავშვური სილაღით და ინტერესით სავსე თვალებით შეეგება ძმას და მის შემოგეგებულ გაშლილ ხელებში შეხტა და ყელზე შემოეხვია.დემნამ ხმაურით დაუკოცნა ლოყები დაიკოს და მერე ისევ ძირს დასვა.
_ ჰო ლიზი,მოვიყვანე_ და თვალი მშობლებს მოავლო.
_ ვააა რ მაგარია_ლიზი სიახლემ ძალიან გაამხიარულა_ წავალ ყველას გავაგებინებ სახლში_ ხტუნვა-ხტუნვით გავარდა კარში.
_ შვილო , იქნებ აგვიხსნა რა ხდება?_ მაგიდასთან მოკალათებულმა ნუგზარიმ მკაცრი იერით ამოხედა.მამა- შვილი წყლის ორი წვეთივით ჰგავდნენ ერთმანეთს.
დემნამაც გამოაჩოჩა სკამი და მშობლდების წინ ჩამოჯდა.
_ დედა მამა ვწუხვარ,რომ ეს ასე მოულოდნელად მოხდა,მაგრამ ლიკა კარგი ოჯახის შვილია,განათლებული,ფიზიკურად კი თავადაც ხედავთ რომ ლამაზია.
_ და თუ ასეა,რატომ იჩქარე შვილო?
_ მქონდა ამის მიზეზები,მამა პატარა ბიჭი ხომ არ ვარ არა? ვიცი, რაც გავაკეთე და რატომაც გავაკეთე,დამიჯერე არ დარჩრებით გულნატკენები და იმედგაცრუებულები.
საუბრისას ოთახში ლიკაც შემოვიდა ფეხაკრებით.გაღვიძებისთანავე ოთახს თვალი მოავლო და,რომ აღმოაჩინა,რომ მარტო იყო სწრაფად გამოიცვალა და გამოვიდა,არ სურდა პირველივე დღე უთახმოებოთ და საყვედურებით დაეწყო.
_ დილამშვიდობის_ თბილად გაიღიმა და ახალი ოჯახის წევრებს თვალი მოავლო.
_ შემოდი შვილო შემოდი_ მაშინვე ხალისით ფეხზე წამოდგა თამილა და რძალს შეეგება_ აი აქ დაჯექი_ დემნას გვერდით მოაკალათა.მისკენ არც კი გაუხედავს,მორიდებით დახარა თავი.
_ რამდენი წლისა ხარ შვილო?_ საუბრის ინიციატივა მამამთილმა აიღო.
_ 23
_ ოჯახში ვინ გყავს?
_ მხოლოდ მამა,დედა 10 წლის წინ გარდამეცვალა,დედმამიშვილი კი არ მყავს.
ეს დემნამ არ იცოდა,ცოტათი შეებრალა კიდეც და თვალებაწყლიანებულ ცოლს გახედა.
_ გითანაგრძნობ შვილო,დღეიდან მე და შენ ვიყოთ დედა და შვილი,წინააღმდეგი ხომ არ ხარ_ სანდომიანად გაუღიმა თამილამ და ლიკას ხელებზე ნაზად მოეფერა.
_ არა,რათქმაუნდა არა_თქვა და დემნას ახედა,ის კი კმაყოფილი იღიმოდა.საშინელმა სურვილმა მოუარა ლიკას,აეღო ეს წყლის გრაფინი,რომელიც მაგიდაზე იდგა და ამ ცინიკურ სახეზე მიეფშვნა მისთვის.
_ კი მართალია
დემნამ სიურპრიზი მოგვიწყო მაგრამ ჩვენ გამოვასწორებთ და მოკლე ხანში ქორწილიც გადავიხადოთ_ რძლით კმაყოფილმა ნუგზარიმ ომახიანად განაცხადა.
_ მამა ლიკას არ უყვარს ასეთი რამეები,მოდი ჯერ არ გვინდა კარგი?
_ მართლა ლიკა?
_ თუ არ მიწყენთ ასე მირჩევნია_ თქვა და გაბრაზებულმა მრისხანე თვალები შეანათა ქმარს,ის კი კმაყოფილი იღიმოდა.
_ კარგი შვილო,როგორც თქვენ გადაწყეტთ,არც დემეტრეს უყვარს ასეთი რამეები,კი გეცოდინება,რომ საკმაოდ უბრალო და უპრეტენზიოა.
_ “ კი როგორ არა,უპრეტენზიო”_გაიფიქრა გულში, მაგრამ ხმამაღლა თქვა_ რათქმაუნდა .
_ ლიკა არ ვიცი გითხრა თუ არა დემნამ ჩვენ მეორე ვაჟთან დაჩისთან ვცხოვრობთ თბილისში,აქ კი სტუმრად ვართ,გამოფენისათვის,რომ ემზადებოდა,აქაურობისათვის არ ეცალა და ჩვენ ვეხმარებოდით.დღე სახლში ვბრუნდებით მაგრამ მალე ჩამოვალთ ყველანი._ ლიკამ დაბნეული გახედა დემნას,ეს არ უთქვამს მისთვის.
_ მიდი გაიყვანე გოგო ეზოში დათვალიერებინე აქაურობა_ შვილს მხარზე მოუთათუნა ნუგზარმა და ოთახიდან გავიდა.
ფეხზე წამოდგა და ცოლს კარისაკენ ანიშნა.
_ გთხოვთ
საშინლად აღიზიანებდა მისი მოჩვენებითი თავაზიანობა,თუმცა ჯერ იმდენად არ იცნობდა,რომ განსხვსვებს გაეკეთებინა,როდის თამაშობდა დს როდის იყო რეალური.მორჩილად წამომდა და წინ გაუძღვა.ეზო სამოთხის ბაღს ჰგავდა,მოვლილი სუფთა და აყვავებული.აქა- იქ რამოდენიმე ქალი და კაცი ფუსფუსებდა,როგორც სჩანს დამხმარეები ჰყავს.
მოკძალებით და თბილად მიესალმა ყველა დემეტრეს,ესეც გულღიათ და თავმდაბლურად,შინაურულად ესაუბრებოდა ყველას.ლიკა ცოტა გააოცა მისმა ასეთმა სახეცვლილებამ.ეს ბიჭი სახლში სხვა იყო საზოგადოებაში კი სხვა.
_ რატომ არ მითხარი კიდევ ერთი ძმა თუ გყავდა?
_შენ მკითხე სახლში ვინ მყავდა და მეც გიპასუხე.
_ ორმაგი სტანდარტით ცხოვრობ? ჩემთან სხვა ხარ აქ კი სხვა.
_ შენ მე არ მიცნობ,ამიტომ ფიქრობ ასე,ჰო აი აქ საქათმეა__ხელი პატარა ფიცრულისაკენ გაიშვირა_ იცი ალბათ რაცაა ხო?
ლიკამ წარბაწეული გახედა.მიხვდა რას ნიშნავდა ეს და უხმოდ გაუყვა მის წინ ბილიკს.
ცოტა ,რომ გაიარეს,წინ ულამაზესი მინდორი გადაიშალა,სადაც ვენახი იყო გაშენებული.ახალამოკვირტული ვაზის ფოთლების ხასხასა სიმწვანე არემარეს ალამაზებდა.
_ ეს კი ჩემი ვენახია,სწორედ აქ მოდის ის ყურძენი,რომლის გემომაც ასე აგირია გული და ზიზღი მოგგვარა_ კმაყოფილმა მოავლო თვალი მის შრომის შედეგს.
_ლამაზია აქაურობა_ მისი სიტყვები გულწრფელი იყო,მართლა მოიხიბლა აქაურობით.
_ ჰოდა ხვალიდან შენც მოგვეხმარები ამ საქმეში.
_ აქ უნდა მამუშავო?_ თითი ვენახისკენ გაიშვირა.
_ აქ ყველა მუშაობს,არც შენ იქნები გამონაკლისი.
_ აჰა,ეს იმ ჩამონათვალში შედის _ როგორ ვასწავლოთ ლიკას ჭკუა?
_ მაოცებს შენი გამჭრიახობა.
_ნეტა რატომ აღარ მიკვირს ეს ირონია.
_ ამაზე ფიქრით გონებას ნუ გადაიღლი,ხვალიდან სრულფასოვანი დიასახლისი ხდები,სახლშიც და კარშიც.
_ რა პატივია_ ხელები განზე გაშალა და თავი გააქნია,თან უკან სახლისაკენ შებრუნდა.
_ ჯერ სად ხარ_ მისი კმაყოფილი ღიმილი ლიკას ჭკუიდან აყენებდა.
უკან გზაზე ისე იარეს აღარ ამოუღიათ ხმა.
სახლში შესულს პატარა ლამაზი და ცქრიალა გოგონა შემოეგება.
_ შენ ხარ ჩემი დემნას ცოლი?_ წონ დოინჯით დაუდგა და თავი გვერდზე გადახარა,სახეზე ინტერესი და კმაყოფილება ეტყობოდა.
_ მე ვარ_ ლიკამ საპასუხოდ გაუღიმა.
_ დედა მართალი ყოფილა,შენ ძალიან ლამაზი ხარ_ თქვა და მოულოდნელად ჩაეხუტა,ლიკა უცრბ დაიბნა მაგრამ მერე თავადაც შემოხვია ხელები და გულში მჭიდროდ ჩაიხუტა ეს საყვარელი დს თბილი გოგონა.
_ როგორც მივხვდი შენ მძინარე მზეთუნახავი ლიზი ხარ_ თმებში თითები შეუცურა.
_ უკვე გითხრა არა?_ ძმას გაბრაზებულმა გახედა_ ისიც ასე მეძახის.
_ არა მას არ უთქვამს,მაშინ მძინარე მოვაკლოთ და უბრალოდ მზეთუნახავი იყავი,კარგი?_ მისკენ დაიხარა და ლოყაზე აკოცა.
_ კარგი_ ლაღად გაუღიმა და დედას მიეხუტა.
დემნა უხმოდ ადევნებდა თვალს ამ ყველაფერს და კმაყოფილს გაეღიმა.
მალე გაემზადნენ უფროსი ხუციშვულები დ ლიზიკო წასასვლელად.ლიკას შეპირდნენ,რომ ერთ კვირაში ჩამოვიდოდნენ და მამაც მოეპატიჟებინა.
იმ ღამესაც იგივე გამეორდა,ლიკამ დივანზე გაიმზადა მოდასვენებელი დემნა და მის კუთვნილს საწოლში კომფორტულად მოკალათდა და დაიძინა.
დილით ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფმა იგრძნო,როგორ არხევდა მძლავრად ვიღაც,თვალების ფშვნეტით წამოიწია დივნიდან და მაღლა აიხედა.
_ ადექი უკვე შვიდი საათია,დღეს ვაზს ვსხლავთ._ თავზე წამოდგომოდა დემეტრე და ხელში სეკატორს ატრიალებდა.
__მე არასდროს გამისხლავს_ ნახევრად მძინარემ ამოიდუდღუნა.
_ არაუშავს ისწავლი,გეპატიება,დღეს პირველი დღეა.
ძილბურანში მყოფი მისმა სიტყვებმა გამოაფხიზლა.თვალები ძლიერ დაახამხამა,იდაყვით დივანს დაეყრდნო და წამოიმართა.
_ ნორმალური ხარ? ამ დილაადრიან თავზე ამხელა მაკრატელით მადგახარ და მემუქრები.
_ მე გაგაფრთხილე გუშინ აგრონომიის წიგნი იკითხეთქო,ეს მაკრატელი კი არა სეკატორია_ თქვა და მის სახესთან ახლოს უფრო გამომწვევად შეათამაშა.
ლიკას შიშისგან გააკანკალა და ყრუდ ამოიკნავლა,საბანი კი ცხვირამდე აიფარა.
_ 10 წუთში ეზოში გელოდები_ დაუბარა და ოთახიდან მძიმე ნაბიჯებით გავიდა.
_ იდიოტი,ხეპრე,უვიცი,უხეში_ დუდღუნებდა და თან ფაცაფუცით იცმევდა და ალაგებდა.
გრძელი ნაჭრის შარვალი და მკლავიანი ზედა მოირგო ბოტასებთან ერთად და ოთახიდან გავიდა.
ეზოში დემნასთან ერთად მუშებიც ემზადებოდნენ ვენახში წასასვლელად.
არაჩვეულებრივი ,ლამაზი და მზიანი დილა იყო,საამურად ისმოდა ჩიტების ჭიკჭიკი და ფოთლების შრიალი,ცოტა სუსხიც კი სასიამოვნოდ ელამუნებოდა სხეულს.
უხმოდ გაჰყვა ვენახისაკენ მიმავალ მუშათა მწკრივს,დემეტრემ რამოდენიმეჯერ გამოხედა იმის შესამოწმებლად მოდიოდა თუ არა.ფეხი შეანელა და როცა გაუთანაბრდა ხმადაბლა გადაულაპარაკა:
_ ჩემს გვერდით იმუშავებ.
_ როგორც იტყვით მბრძანებელო_ მოჩვენებითი პატივისცემით წარმოთქვა,ხმადაბლა კი გამოაჯავრა_ჩემს გვერდით იმუშავებ.
_ მე მითხარი რამე?_ შემოუბრუნდა.
_ როგორ გაკადრებთ_ ხელოვნურად გაუცინა და წინ გადაასწრო.
თითო მწკრივში წყვილებად ჩადგნენ,დემნა და ლიკა რათქმაუნდა ერთად.
_ ეს თავზე დაიხურე,მალე მზე დააჭერს და დაიწვები_ ცოლს ხელში ჭილოფის ქუდი მიაჩეჩა ,თავად კი მუშაობას შეუდგა.
_ ამას არ დავიხურავ_ ხელები გაასავსავა და ქუდი ძირს მიაგდო.
_ აა,ჰო სულ დამავიწყდა_ მისკენ შემობრუნდა და მარჯვენათი მწკრივის მავთულს დაეყრდნო_ შენ ალბათ რუჯის კრემი გისვია,თუ მზე შენნაირ განათლებულ,ლამაზ და თავხედ გოგონებს არ ეკარება?_ მერე ისევ დაუსერიოზულდა სახეც და ხმაც_ახლა სასწრაფოდ დაიხურე ქუდი და საქმეს შეუდექი ,თორე დასაძინებლად დივანსაც სანატრელს გაგიხდი_ ისეთი მკაცრი და შეუვალი იყო,მისი თვალების მრისხანებამ საშინლად დააბნია ლიკა,სასწრაფოდ დაავლო ხელი ქუდს თავზე ჩამოიფხატა და სეკატორით უაზროდ დაიწყო ყლორტების აჭრა ვაზზე.
_ ასე ხომ სულ გაანადგურებ რას აკეთებ?_ მკლავში ძლიერად ჩააფრინდა და მისკენ მოატრიალა.
_ მაპატიე,დავიბენი_ თვალები აუცრემლიანდა და ატკივებულ მკლავს დახედა_ მე მართლა არ ვიცი როგორ გავაკეთო.
წამით შედგა დემნა მისი აცრემლებული და შეშინებული თვალები ,რომ დაინახა,სინდისმა შეაწუხა და გული მოეწურა,სწრაფად უშვა ხელი.განზე გადგა.
ლიკამ აწითლებულ მკლავზე თითები დაისვა და ცრემლები ზედის სახელოთი მოიწმინდა.
_ არ მინდოდა გტკენოდა….. _ დაბნეულმა და დაძაბულმა ხელები უაზროდ ააქნია ჰაერში_ცუდად გამომივიდა…… ძალიან გტკივა?_ კითხა,მისკენ გადაიხარა და მკლავზე ამჯერად ფრთხილად წაავლო ხელი,რომ უფრო უკეთ დაენახა.
_ ხელი გამიშვი_ ცივად მოიშორა მისი ხელები_ არ შემეხო,უხეში და ველური ხარ,ლამის მკლავი მომატეხე.
_უკვე მოგიხადე ბოდიში_ ისევ ჩვეული,ძველი დემნა გახდა მისთვის_ ამით არ მოკვდები,მოდი აქ,მოდი,მოდი რა პატარა ბავშვივით იბუსები,მოდი გასწავლო,როგორ გააკეთო_მაჯაში ძლიერად ჩასჭიდა ხელი და მისკენ მიზიდა,თუმცა ამჯერზე ეს ფრთხილად გააკეთა,ისე რომ არ სტკენოდა.
ზურგს უკან ამოუდგა,იმხელა იყო ლიკა აღარც კი ჩანდა.მისი ნაზი და სუსტი თითები მის ძლიერ და გარუჯულ ხელებში მოიქცია,თავი ლამის მის მხრებზე ჩამოსდო,ისე ახლოს იდგა,რომ ლიკას მისი სუნთქვა და შეხება ნერვებს უშლიდა უკვე.
_ აი ასე უნდა დაიჭირო სეკატორი_ თითებში ვენახის სასხლავი ჩაუდო და ვაზის ყლორტი მოუზიდა_დააკვირდი რას ვაკეთებ ნუ ფართხალებ_ მსუბუქად გაჰკრა მხარი და მეტად მიიზადა მისკენ ,რომ არ განძრეულიყო.
_ ნუ მეხები,ისე ამიხსენი,შეხების გარეშე,ნერვებს მიშლი,მაღიზინებ_ მისკენ შებრუნდა და ხელის მტევნებით მკერდზე მიაწვა და განზე გასწია,მუქარის ნიშნად კი თითი ცხვირთან აუფრიალა.
ჯერ მას შეხედა,მერე მის თითს,ისევ მისკენ მიიწია გამოშვერილ ნატიფ თითებზე დახედა,ირონიულად გაიღიმა.
_ ეს როგორ მოგივიდა,ლაქი სანახევროდ გადაგცლია_თავი გააქნია მოჩვენებითი სინანულით და ტუჩები დაბრიცა.
_ ნუ მეხები გაიგე? ეგ ირონია შენთვის შეინახე ცინიკოსო,ნუ მეხები_ კიდევ უფრო ძლიერად ჰკრა ხელი მკერდზე და განზე გასწია.
_ და შენ გგონია იმიტომ გეხები,რომ შენ მაინტერესებ? შენ არ ხარ ის ვინც მე როგორც ქალი დამაინტერესებს,არასოდეს იქნები ის ვისი შეხებაც მომინდება,გაიგე? და ფანტაზიებს ნუ მიეცემი_ სიბრაზისაგან სახეზე წამოენთო,ყელზე ძარღვები დაებერა,სუნთქვა გაუხშირდა,მაგრამ ცდილობდა მაინც მშვიდად ელაპარაკა და სხვების ყურადღება, რომ არ მიექცია.
_ მძულხარ,გესმის? მძულხარ,არც შენ ხარ ის ვისი შეხებაც მინდა,არ ხარ და არც იქნები_ ზიზღით შეანათა მისი თაფლისფერი თვალები და ვენახის საჭრელი ფეხებისკენ მთელი ძალით მოუქნია,თავად კი შებრუნდა და სახლისაკენ გაიქცა.ცოტა აცდა,თორემ ბარძაყში ჩაერჭობოდა დემნას,მკვირცხლად შეხტა და უკან დაიხია,სახლისკენ გაქცეულს ცოლს კი მიაძახა:
_ ალქაჯი ხარ,_ გაბრაზებულმა მწკრივის სვეტს წიხლი გაჰკრა მერე კი მასზე მოშტერებულ მუშებს მიიბრუნდა:
_ ჩემზე ნუ მოცდებით საქმეს მიხედეთ.
ატირებული ლიკა კი სირბილით ავიდა მის ოთახში და დივანზე დაემხო. ათი საათი სრულდებოდა ტელეფონის ზარმა,რომ გამოაფხიზლა.მამა რეკავდა.ცრემლები სასწრაფოდ შეიმშრალა,ჩაახველა და ხმა დაიწმინდა.
_ გამარჯობა მამა_ მხიარულად ჩასძახა.
_ როგორ ხარ შვილო,ორი დღეა შენი ხმა არ გამიგონია ,როგორ გრძნობ თავს?_ ისეთი თბილი და დაძაბული იყო მისი ხმა.
_ კარგად ვარ მამიკო,ყველაფერი კარგადაა,არ ინერვიულო_ ცდილობდა ,რაც შეიძლება ლაღად და თავისუფლად ელაპარაკა,თან თვალებზე დადენილ ცრემლებს იმშრალებდა.
_ როგორ გექცევა შვილო,ხომ იცი მამა,თუ რამე გაგიჭირდა შენთან ვარ_ მისმა სიტყვებმა მეტად აუჩუყა გული ლიკას.
ისე იყო გართული მამასთან საუბრით ვერც კი შეამჩნია,როგორ ამოვიდა კიბეზე დემნა და მისი ხმის გაგონებაზე სანახევროდ გაღებულ კარში შეჩერდა.
_ არა მა ,კარგად ვარ,არაჩვეულებრივი მშობლები ჰყავს დემეტრეს,იმ კვირაში მისი ძმაც გვესტუმრება ოჯახით.შენ არ ინერვიულო,მე არაფერი მიჭირს,დემნაც კარგად მექცევა.
დღეს მეორედ შეაწუხა სინდისმა დემეტრეს,მეორედ იგრძნო,რომ მის შეფასებაში ცდებოდა,მაგრამ ეს წამიერად,საკუთარ თავთან არ სურდა დამარცხება და ვერ დილანდელს თუ ორი დღის უკანდელს დაივიწყებდა.ხმაურით მიჰკრა ხელი კარს და ოთახში შეაბიჯა.მისი დანახვა საშინლად არ ესიამოვნა მისი მოსვლა მაგრამ,არ შემიჩნია.
_ მამიკო წავედი ახლა,საღამოს ისევ დაგირეკავ კარგი_ისევ იმ ტემბრში დაემშვიდობა მამას,გათიშა თუ არა მაშინვე მოიცილა სახიდან ხელოვნული ღიმილი და ბედნიერება და დემნას დაბღვერილმა გახედა.მშვიდად მოიხადა ქუდი და ტუმბოზე მისდო,მერე ნელი მოძრაობით მისკენ აიღო გეზი და მის წინ ჩაიმუხლა.
_ შესაძლოა შენი გადასახედიდან სასტიკად მოგექეცი ,მაგრამ არა იმ დონეზე,რომ ამ დილით სასიკვდილოდ გამიმეტე_ მკლავში ხელი ჩაავლო და მისკენ შემოაბრუნა,ამ უკანასკნელმა ჯიქურ მიაშტერა მისი თაფლისფერი თვალები_ უბრალოდ წამით თუ დაფიქრდი,რა შეიძლება მოჰყოლოდა შენს საქციელს?_ ისევ ჩამუხლული,მაგრამ მკაცრად,ხმადაბლა და მშვიდად ესაუბრებოდა_ იმის სანაცვლოდ,რაც შენ გააკეთე შემეძლო მეც დამცირებით მეპასუხა,ან მამაშენი გამეკოტრებინა,ან სულაც შენი ცხოვრება გამენადგირებინა და ამისათვის მხოლოდ ორი ნაძირალაც მეყოფოდა,მაგრამ მე არც ისეთი სულმდაბალი ვარ ,როგორც შენ ფიქრობ ან მექცევი.შეიძლება მე მკაცრი და უხეში ვარ შენს მიმართ მაგრამ სხვების წინაშე არ დაგამცირებ,რაც დღეს გააკეთე იმით ჩემი წყენა და შთაბეჭდილება შენზე კი არ გააქარწ....,პირიქით,გააორმაგე_ ისევ მშვიდად წამოდგა ფეხზე,ლიკას აცრემლებული თვალებისათვის ყურადღება აღარ მიუქცევია და გასასვლელისკენ გაბრუნდა,შუა გზაზე შედგა და ისევ მისკენ მიბრუნდა.
_ ჰო ეს დივანი ჩემს ერთ მუშას ვაჩუქე,დღესვე წაიღებენ,შენ სავარაუდოდ ან სკამზე დაიძინებ ან იატაკზე_ თქვა და ოთახიდან გავიდა.
გამწარებულმა საბანი თითებში მოიქცია,მთელი ძალით მოჭმუჭნა და აზმუვლდა.
_ გველი,გველი,გველი.
მთელი დღე ისე გავიდა ოთახიდან არც გასულა,შესაბამისად არც ქმარი უნახავს.
არ სურდა მასთან საუბარი,ამიტომ ფანჯრის ქვეშ,სადაც დილით დივანი იდგა საწოლი გაიშალა და მოკალათდა.ალბათ ღამის 11 იქნებოდა დემნა,რომ შემოვიდა ოთახში,ლიკას არ ეძინა მაგრამ თავი მოიმძინარა.ერთი შეათვალიერა იატაკზე მოკუნტული ცოლი და კმაყოფილი გაიშხლართა მის რბილ და განიერ საწოლში.
მეორე დღისით ისევ ვენახში წაიყვანა სასხლავად მაგრამ ლიკამ ამჯერად,სხვასთან არჩია მეწყვილედ ყოფნა და შეცდომაც ნაკლები მოსდიოდა.
_ ლიკუ საყვარელო სახლში წადი და მუშებს ბუტერბლოდები მოუმზადე,ცივი წვენიც არ დაგავიწყდეს_ მზრუნველი მეუღლის როლი მოირგო და თავაზიანად სთხოვა.სიბრაზისგან აენთო ლიკას რისხვა მაგრამ,ხმა არ ამოიღო,მხოლოდ გაუღიმა და სახლისკენ წავიდა.
ნახევარ საათში კალათით ხელში მობრუნდა,ლამაზად შეფუთული ბუტერბლოდები ყველას სათითაოდ მიაწოდა წვენთან ერთად.
_ მე არ მინდა_ დემნამ არ აიღო მისი მოწოდებული.ეწყინა მაგრამ არ შეიმჩნია.თუმცა ამის გატარებას არ აპირებდა.დემნა მიწაზე იჯდა გვერდით თავისი მობილური ედო და თავად გვერდით მჯდომ მუშას ესაუბრებოდა,ლიკაც ახლოს ჩამოუჯდა და სეკატორი მთელი ძალით დაანარცხა ტელეფონზე,მკვეთრი ჭახანის ხმაზე დაიხედა და მოჩვენებითი სინანულითა და გაოცებით შეიცხადა.
_ ვაიმეეე,არ შემიხედავს,მაპატიე ძალით არ მინდოდა_ საწყალი სახე მიიღო და ვედრების თვალებით ახედა ქმარს,ამ უკანასკნელის აიფონ 6_ს კი დედა აღარ ჰყავდა.
ჯერ ტელეფონს დახედა მოწურული თვალებით,მერე კი ცოლს გახედა,თავი ხელში აიყვანა და მშვიდად უპასუხა.
_ არაუშავს საყვარელო,მთავარია შენ იყო კარგად,სხვას ვიყიდი_ არადა ზუსტად ერთი კვირის ნაყიდი ჰქონდა.თუმცა საპასუხო გეგმა უკვე გონებაში ჩამოყალიბებული იყო.
ლიკა კი კმაყოფილი და მიღწეული გამარჯვებით აჟიტირებული მადიანად მიექცეოდა ბუტერბლოდს და არემარეს ინტერესით ათვალიერებდა.
სახლში,წესისამებრ თერთმეტ საათამდე დაბრუნდნენ.ლიკა ისევ თავის ოთახში შეიკეტა და საღამომდე ცხვირი არ გამოუყვია.სადღაც შვიდი ხდებოდა ეზოდან დემეტრეს ხმა,რომ შემოესმა.
ფანჯარა გააღო და ეზოში გადაიხედა.
_ ცოტა ხნით ჩამოდი,რაღაც მინდა გაჩვენო._ ეზოდან ამოსძახა.ლიკამ თანხმობის ნიშანდ თავი დაუქნია და შიგნით შებრუნდა.
_ ლიკა ყოველ დილას და საღამოს საქათმიდან ქეთო ბებო კვერცხს იღებს_ თან ეზოს ბოლოსკენ მიდიოდნენ და თან საუბრობდნენ,მზე უკვე ჰორიზონტზე იმალებოდა_ კარგი იქნება ზოგჯერ თუ შეეხიდები და შენც გამოიღებ ხოლმე.
_ მეე?_ გაოცება ვერ დამალა და ნაბიჯი შეანელა.
_ და რა? რამე პრობლემაა_ შედგა და გამოხედა.
_ არანაირი_ უხასიათოდ აიჩეჩა მხრები და უკან აედევნა.
_ ესაა საქათმე,მეორეზე აი იმ კიბით უნდა აძვრე_ მიასწავლა,ლიკაც აუყვა კიბეებს_ შიგნით შეძვერი,სიღრმეშიც არის რამოდენიმე ბუდე.
_ იქ ვერ შევძვები_ ზიზღით მოავლო თვალი სკინტით სავსე საბუდარს.
_ რას ნიშნავს ვერ შეძვრები,ქეთო ბებო ძვრება იმ ხნის ქალი და შენ რატომ ვერ შეძლებ ვითომ?
აღარ შეეპასუხა,უხალისოდ შეფოფხდა შიგნით და ხელის ცეცებით ბუდეებს დაუწყო ძებნა.უკვე გვარიანად ჩამობნელებილუყო.საკმაო სიღრმეში შეძვრა თუ არა მაშინვე მიუხურა კარი დემეტრემ და ბოქლომით ჩაუკეტა.
_ რას აკეტებ?_ სწრაფად მობრუნდა და რკინის ცხაურს ჩაებღაუჭა ლიკა_ გააღე ახლავე,გაგიჟდი?
_ შენ რა გეგონა ვერ მივხვდი ტელეფონი შეგნებულად ,რომ გამიტეხე?_ კმაყოფილმა გაუღიმა და ბოქლომის გასაღები თითზე დააბზრიალა_ ჩაო ჩემო ცოლო_ თქვა და კიბიდან ჩახტა.
_ დემნა არ წახვიდე,კარი გააღე ახლავე_ სასოწარკვეთილმა ატირებული ხმით მიაძახა.
_ არა
_ ახლავე დავრეკავ მამაჩემთან_ სწრაფად მოიქექა ჯიბეები.
_ დაგაგვიანდა ცოლო,შენი ტელეფონი მე მაქვს_ და ტელეფონი ჰაერში გააქნია.
_ მძულხარ დემეტრე ხუციშვილო,მძულხარ,გამოვალ და ნახე რა დღე გაწიო_ ბობოქრობდა საქათმეში გამომწყვდეული ლიკა და ცხაურს მთელი ძალით არხევდა,თუმცა უშედეგოთ.
_ წიწილებს შემოდგომით ითვლიან გენაცვალე_ უკვე საკმაოდ შორიდან ისმოდა მისი ხმა.
_ ანდაზებიც,რომ სოფლური მოგყავს, სახლში ,რომ შეხვალ კალოშების გახდა არ დაგავიწყდეს გლეხო,ამ კვერცხებს სულ შენს მანქანაში შევყრი აი ნახავ_ უფრო მეტად გაცეცხლებული და გამწარებული იმუქრებოდა.
_ ნუ ხმაურობ ქათმებს ძილს უფრთხობ_ ბოლო დარიგებაც გაიმეტა მისთვის და თვალსაწიერიდანაც გაქრა.
ლიკა კი საქათმეში გამოკეტილი და ატირებული,ნერვებმოშლილი კიდევ ერთხელ წყევლიდა იმ დღეც ,როცა დემეტრე გაიცნო.
თუმცა შორს არ წასულა,ნამდვილად არ იყო ისეთი ბოროტი და ანგარებიანი ,როგორიც სურდა ცოლის წინაშე გამოჩენილიყო.უბრალოდ საშინლად უნდოდა სანაცვლოდ გაემწარებინა და პირველ ნათქვამს არ გადასულიყო.
სიბნელე ხელს უწყობდა შეუჩნეველი დარჩენილიყო ამ უკუნეთში.ფრთხილი ნაბიჯებით ისევ უკან მიბრუნდა და იმ მანძილზე შედგა,რომ ლიკას თავისუფლად ხედავდა და მის ხმასაც გაიგონებდა.
ნამდვილად არ ამაყობდა მისი საქციელით მაგრამ საშინელი სურვილიც კლავდა ამ ქალაქელი მატრაკვეცასთვის ჭკუა ესწავლებინა.
დაახლოებით ათი წუთი უშედეგოდ ეჯაჯგურა ცხაურს,დაძახებით აღარ დაუძახნია დემნასთვის.დანებდა,ჩამოჯდა და კარს მიეყრდნო.
_ გაყეყეჩებული ყლინჯიანი მამალი,ბოტებიანი ვირი,უხეში და უტაქტო,ხისთავიანი ბუღა_ მაინც ბობოქრობდა ლიკა,იჯდა მაგრამ მთელი სხეულით ირხეოდა,ემოციებს ვეღარ თოკავდა,ვერც ხმის ტონს,სიტყვებს ჟესტებს აყოლებდა და საოცრად ანთებული და მეტყველი იყო მისი თვალები_ აქ ხომ არ გამომკეტავს სულ,დამაცადე,ჰო,ჰო დამაცადე კალოშებიანო ვირო_ თითს უმისამართოდ იქნევდა_ მე შენ გიჩვენებ სეირს,ჯერ ვერ მოვიფიქრე რას მაგრამ აუცილებლად გაგამწარებ.
დემნას არცერთი სიტყვა არ გამორჩენია,თავს ძალას ატანდა,რომ არ გაეცინა ხმამაღლა.იმის მაგივრად,რომ გაბრაზებულიყო მის სალანძღავ სიტყვებზე ,პირიქით საოცრად დადებითად განეწყო მის მიმართ,მის ბავშვურ გულუბრყვილობაზე.
დემნა არ იყო ხელწამოსაკრავი ადამიანი,პირიქით მასზე ირონიით ლაპარაკი დანაშაულიც კი იყო.ის ვინც დღეს იყო და რაც იყო მხოლოდ და მხოლოდ მისი თავდაუზოგავი მუშაობის შედეგი იყო.ბავშვობიდან უყვარდა მამის სოფელი,თბილისში გაზრდილს სული და გული ყოველთვის სოფლისკენ მიუწევდა,სკოლის პერიოდში ,როცა წამოიზარდა პარასკევი დღე უყვარდა,რადგან გაკვეთილების მერე ერთი სული ჰქონდა,როდის გაიქცეოდა პაპა_ ბებოსთან.მუხლგაუშლელად იჯაფებოდა მათთან ერთად,დიდი დემეტრე ყოველთვის ასწავლიდა შვილიშვილს,რომ ვაზი ცოცხალი არსებაა,ის გრძნობს და სუნთქვას,რომ მას ფაქიზად და სიყვარულით უნდა მოექცეს კაცი.სწორედ რომ პაპის დამსახურება იყო ის,რადაც დღეს იქცა დემნა.
სკოლის მერე აგრონომიული და მენეჯერული განათლება მიიღო და საბოლოოდ დასახლდა მისი სანატრელ და საყვარელ მამულში.
უყვარსა მისი საქმე,ვაზი,ყურძენი,ღვინო და მიწა.გიჟდებოდა ყველაფერზე,რისი შექმნაც და მოწევაც ხელით შეიძლებოდა.მიუხედავად მშობლების და ძმის თხოვნისა ეცხოვრა თბილისში და საქმე იქედან ეწარმოებინა,არ დათანხმდა.ამაყობდა მისი ცხოვრების წესით და რითმითთ,არც ის ეთაკილებოდა,რომ სოფლელი ეწოდებინა მისთვის მაგრამ,ლიკასკან ეწყინა.უფრო მეტად ეტკინა იმიტომ,რომ ლიკამ არც მისი წარსული იცოდა და არც აწმყო,რომ ასე შეეფასეებონა ის და ასე უტაქტოდ და დამამცირებლად საჯაროდ.სწორეს ეს ვერ გადახარშა და გადაყლაპა.
ახლა კი ესმოდა კოდევ ერთხელ ,როგორ ლანძღავდა ლიკა მას და მის წამომავლობას მაგრამ ახლა იმდენად მწვავედ აღარ აღიქვამდა ამ ყოველივეს,პირიქით ეღიმებოდა და სულაც არ გრძნობდა სიბრაზეს ან გულისწყვეტას.
მაჯაზე დაიხედა ნახევარი საათი გასულიყო უკვე,ფანარი აანთო და საქათმეს მიიახლოვდა.ლიკას თავი ცხაურზე მიედო,თვალები დახუჭული ჰქონდა და ხმას არ იღებდა.ფანარი სახეზე შეანათა და ხმადაბლა დაუძახა.ქალი ხმაზე და შუქზე შეიშმუშნა,მერე ყოჩაღად გაახილა თვალები,ცოტა გაუკვირდა,მისი დანახვა ასე მალე,გულის სიღრმეში კი გაუხარდა,თუმცა სახეზებარ შეიმჩნია,წარბები კუშტად შეკრა და შეუღრინა.
_ გაგახსენდი?
_ როგორ გავბედავ შენს დავიწყებას_ მის სიბრაზეზე ეღიმებოდა და ბოქლომს გასაღები მოარგო.
_ ყველანაირ სასჯელს ვიფიქრებდი ტელეფონის სანაცვლოდ მაგრამ აქ თუ გამომამწყვევდი აი ამას ვერა,თუმცა რატომ მიკვრის? ისეთი მწირე თვალსაწიერის მქონე კაცს,როგორიც შენ ხარ ეტყობა ფანტაზიისთვის არ გეყო სოფლის სკოლაში მიღებული უმაღლესი განათლება_ დაგესლა,ბოქლომმოხსნილ კარს ხელი ჰკრა და ძირს ჩამოხტა.
დემნა გზიდან გაეცალა ცალი ხელი ჯიბეში ჩაიდო და მომღიმარი სახით ცოლს გვერდულად გახედა,მაგრამ ხმა არ ამოუღია.
_ რატომ დუმხარ?დავიჯერო ასეთი თავმდაბალი და მომთმენი ხარ?თუ კიდევ ერთ სისაძაგლეს გეგმავ გონებაში_ ლიკა ენას არ ეჩერებდა,ზიზღით იფერთხავდა ტანსაცმელს და თმებს.
_ მხოლოდ ქათმები მყავს_ ხვდებოდა მისი ირონიით ჭკუიდან ,რომ აყენებდა და უარესად აქეზებდა,გრძნობდა მისი სიფიცხე და ბავშვური ჭირვეულობა საშინლად მოსწონდა.
_ ეგ რას ნიშნავს,რისი თქმა გსურს?_ უცებ შეწყვიტა ტანსაცმლის გასუფთავება და თვალები დაკვესა,ფანრის შუქზე საოცრად ელავდა მისი თაფლისფერი თვალები,ცნობისმოყვარეობისა და შიშისაგან დაბნეული მიაჩერდა.
_ აქ ბევრს ჰყავს ღორები_ მშვიდი და კმაყოფილი ხმით უპასუხა და მორიგ გაგიჟებას მომღიმარი დაელოდა.
_ რაა?_ ფაქტიურად იკივლა და ადგილზე შეხტა_ არანორმალური ხარ,გიჟი,ჭკუიდან გადამიყვან მალე_ ქოთქოთებდა და დემნას მიერ განათებულ გზას სახლისკენ მიუყვებოდა,ეს უკანასკნელი კი საოცრად ხალისობდა მის საქციელზე.
დივანი ისევ იმ ადგილზე დახვდა ,ლეიბით,სუფთა თეთრეულით,საბნით და ბალიშით.შეამჩნია მაგრამ ხმა არ ამოიღო,მაშინვე სააბაზანოში შევარდა.
მეორე და მესამე დღეს აღარ მოუთხოვია დემნას მისი გაყოლა ვენახში,ამიტომ სახლში მოფუსფუსე ქეთო ბებოს ეხმარებოდა და მის დამხმარეს თეონას.სახლი კარგად დაათვალიერა,თუ სად რა იყო და რა ხდებოდა.დამხმარეთა პერსონალი უკეთ გაიცნო.თეონა ძალიან საყვარელი და მარჯვე გოგონა იყო.ადვილად შევიდა მასთან ურთიერთობაში.გაოცებული უსმენდა თუ როგორ აქებდა ყველა დემნას,რომ ის თავმდაბალი იყო,რომ უყვარდა შრომა და მისი კუთხე.რომ მას შეეძლო ემეგობრა ყვეკასთან სოციალური სტატუსის მიუხედავად.რომ ის მათ როგორც დედებს,დებს,მამებს და ძმებს ისე ექცეოდა.უჭირდა ამის დაჯერება ლიკას.
_ იცი ამ ზამთარს მამა ავარიაში მოჰყვა და სასწრაფოდ ხერხემალზე დასჭირდა ოპერაცია,მთელი თანხა ბატონმა დემეტრემ დაგვიფარა.ღმერთმა გაახაროს და დაიფაროს,ძალიან კეთილია_ ერთ საღამოს,როცა თეონა და ქეთო ვახშამს აკეთებდა ლიკა კი მათ ეხმარებოდა საუბარს მოჰყვა_აი ქეთო ბებოსაც სულ ეხმარება.
_ კი შვილო იხაროს მისმა გამზრდელმა,ძალიან ბედნიერი ქალი ხარ ასეთ ადამიანს ,რომ დაუკავშირე შენი ცხოვრება,შენც ძალიან საყვარელი და კეთილი გოგო ხარ,ყველას ძალიან გვიხარია_ გულთბილად ჩამოუსვა დაბნეულ ლიკას ქეთომ სახეზე ხელი.
_ მადლობა_ უხერხულად შეიშმუშნა.
საღამო ხანს,როცა სავახშმოდ დაჯდა ყველა დემნამ ახალი ამბავი ახარა თანასუფრელებს.(ჰო ყველა მისი მომსამსახურე საღამოს დემეტრესთან ერთად ერთ სუფრაზე ვახშმობდა,ეს ერთგვარი ტრადიცია ჰქონდა)
_ ზეგ ჩემები ჩამოდიან,მინდა,რომ განსაკუთრებულად მოვემზადოთ,თან ოჯახში ახალი წევრი დახვდებათ_ და ცოლს თბილად გაუღიმა_ ლიკას ყველა არ იცნობს,მინდა სათანადოდ დავხვდეთ,თუ არ მიწყენთ არ მინდა ლიკა დაიჯაფოს და დაიღალოს,ახალ ოჯახს ლამაზად და ენერგიულად უნდა დახვდეს.
ლიკასთვის უცხო იყო მისი ასეთი შეფასება და დამოკიდებულება.
_ რათქმაუნდა შვილო,ყველაფერი ისე იქნება როგორც გვეტყვი,არ დაგაღალატებთ_ ძალიან სანდომიანი ქალი იყო ქეთო.
_ ვიცი მჯერა თქვენი ქეთო ბებო_ საოცარ სითბოს აფრქვევდა ამ ხალხის მისამართით და მათ კომპანიაში დემნა.ასეთი არასოდეს ენახა ლიკას და რაღაცნაირად გულის სიღრმეში განიცადა,რომ მას არასოდეს ესაუბრებოდა ასე და არც ასეთი თვალებით არ უყურებდა.
_ ლიკა_ ისევ მეუღლისაკენ შებრუნდა_ მამასაც დაურეკე,ვისაც გსურს,რომ მოვიდეს სანათესაოდან ან სამეგობროდან,დაურეკე და ისინიც გვესტუმრონ ზეგ,ჩვენ კი ხვალ თბილისში წავალთ.
_ რატომ?_ გაიოცა.
_ საქორწილო ბეჭდებს ვიყიდით.
ხელი უშვა,ერთი ნაბიჯით უკან დაიხია და მოულოდნელი სტუმარი ღიმილიანი და გაოცებული გამომეტყველებით კიდევ ერთხელ შეათვალიერა.
_ ანუ არ მეჩვენები_ ბედნიერმა ჩაილაპარაკა და ისევ გადაეხვია.
_ ამ ჯერზე არა_ რიხიანად წარმოთქვა სტუმარმა და სიძეს მხრებზე მისი განიერი მკლავი შემოხვია,მისკენ ძლიერ მიიზიდა.
_ ჩემო სტუმრებო_ დემნამ თვალი მოავლო ცნობისმოყვარედ მომზირალ საზოგადოებას,მხოლოდ მისი ოჯახი უღიმოდა სტუმარს,დანარჩენნი კი ინტერესით ადევნებდნენ თვალს სიტუაციას_ გაიცანით ჩემი ბავშვობის მეგობარი,ჩემი ძმა და ჩემი სულის ტყუპისცალი ბექა ბასხაჯაური_ თან ახალმოსულს უბიძგა,რომ წინ წარმდგარიყო და მექორწილეებს მისალმებოდა.
_ ეს კი ჩემი მეუღლია_ ხმა საოცრად შეეცვალა,გაურკვეველი იყო რა გრძნობით ამბობდა ამას,პატივისცემით თუ ირონიით,ხელკავი გამოსდო ცნობისმოყვარე თვალებით მომზირალ ცოლს და ბექასკენ შეაბრუნა.
_ ძალიან სასიამოვნოა _ თავაზიანად დაუკრა თავი და ხელზე ეამბორა_ დემეტრეს საოცარი გემოვნება აქვს_ მეგობარს მხარზე შემოჰკრა მსუბუქად ხელი და თვალი ჩაუკრა.
_ მადლობა_ ლიკას დადებითად განეწყო მის მიმართ.
_ ახლა კი დაწვრილებით მოყევი აქ ,როგორ მოხვდი,რომ მე არაფერი მითხარი_ წარბები შეჭმუხნა ზღვისფერი თვალები დააბრიალა.
_ აი ყველაფერი დაჩის მოჰკითხე_ სიცილით გახედა მისკენ მომავალ მამაკაცს_ ერთი ამას უყურე რა,მე უნდა ვსაყვედურობდე და აქეთ,რომ მიტევს.
_ მაგაზე მოგვიანებით,ბიჭო შენს აქ სანახავად თუ ჩემი დაქორწინება იყო საჭირო 5 წელია საქართველოში ვერ ჩამოგიყვანე და აქამდე ვიზამდი ამ საქმეს.
_ 5 წლის წინაც თუ იცნობდი ამ ანგელოზს მაშინ ამ დაგვიანებას არ გაპატიებ_ მოჩვენებითი სიბრაზით მუშტი მოუღერა.
_ არა არ ვიცნობდი_ უცებ დაუსერიოზულდა ხმა.
_ჰოდა ასე უკეთესია,წამოდი დამალევინე შენი ნაქები ღვინო, თორე გაშრა ყელი_ ძმებს მოხვია ხელი და სუფრისკენ მიიწია.
კვლავ გაგრძელდა ქართული,ტრადიციული მოლხენა,ქეიფი,სადღეგრძელოები თუ ცეკვები.ლიკა მაქსიმალურად ცდილობდა ბედნიერი პატარძალი ყოფილიყო თინდაც სტუმრებისათვის.დემნაც თავის მხრივ ძალისხმევას არ აკლებდა,რომ მისი ყურადღება არ მოჰკლებოდა ცოლს,თუნდაც სტუმრების დასანახად და ეს მოჩვენებითი მზრუნველობა საშინლად აღიზიანებდა,გრძნობდა არც ლიკა იყო ამ ყველაფრით კმაყოფილი.
_ როგორ შეეჩვიე აქაურობას შვილო? ხომ არაფერი გჭირდება? ხომ არაფერს განიცდი?მართალია ახლა,ამ წუთას დედა უნდა გედგას გვერდით და ის უნდა გარიგებდეს და გეხმარებოდეს,მაგრამ..._ სახეზე ნაზად ჩამოუსვა მის ერთადერთ შვილს ხელი და თავი დახარა,რომ თვალზე მომდგარი ცრემლი დაემალა.
_ ყველაფერი კარგადაა მამიკო არ იდარდო_ ხელები მჭიდროდ შემოხვია და ისე აეკრო მკერდზე,როგორც პატარა ბარტყი მშობელს.
მექორწილეები გვიან დაიშალნენ.ბევრი ხვეწნის მიუხედავად ლიკას სტუმრები არ დარჩნენ.თითქმის ყველა იმ ღამითვე გაბრუნდა თბილისში.მხოლოდ დემეტრესიანები და ბექა დარჩა მამულში.
ლიკა ისეთი დაღლილი იყო,რომ მისი დივანი ახლა არაბულ ტახტს ერჩივნა,ტანსაცნელი გაიხადა და ეგრევე მოწყვეტით დაეშვა გაშლილ ლოგინზე.
საშინელმა ხმაურმა გააღვიძა.დამფრთხალი წამოხტა და შეშინებულმა მოავლო თვალი ოთახს.გარეთ წარღმნა იყო.თავსხმა წვიმა და ჭექა- ქუხილი.ღიად დარჩენილ ფანჯარას ქარი გამეტებით ახეთქებდა ჩარჩოს.მას შემდეგ,რაც დედა გარდაეცვალა პანიკურად ეშინია ჭექა- ქუხილის.ასეთ დროს პატარა გოგოსავით მამის საძინებელში შეირბენდა და აკანკალებული მამას ჩაეხუტებოდა.ახლა კი სრულიად უცხო სახლში,უცხო ოთახში და უცხო ადამიანების გარემოცვაში იყო,გული კი გამალებით უცემდა.ცრემლები მისდაუნებურად წასკდა,დაფეთებულმა მოავლო თვალი ოთახს,ელვის შუქზე კარგად გაარჩია,რომ დემნას საწოლი ცარიელი იყო,სადღაც ახლოს საშინელი გრუხუნიც გაისმა.აკანკალებული წამოხტა და ხალათს დაავლო ხელი.მჭიდროს გაეხვია მასში და ოთახიდან ფეხაკრევით გავიდა,რომ ვინმე სულიერი მაინც ენახა ვისაც მიეკედლებოდა და ცოტათი მაინც დაიწყნარებდა გულს.
მთელ სახლში სამარისებული სიჩუმე იდგა,მხოლოდ ქარიშხალი და წვიმა არღვევდა მყუდროებას.ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და ფანარით გზა გაინათა.
ნელი მოძრაობით ჩაუყვა კიბეებს პირველი სართულისაკენ და თან ჩუმად,ბუტბუტით უფალს შველას სთხოვდა.ცრემლები კი გაფითრებულ ღაევებზე უკითხავად მოედონებოდნენ.
ყველგან სიჩუმე იყო,სამზარეულოში,მისაღებში,ეზოშიც კი.მხოდ დემნას კაბინეტიდან გამოდიოდა შუქი და გაურკვეველი ხმები.ლიკამ ისევ დახედა ტელეფონს.ღამის 4 საათს აჩვენებდა.იმის იმედად,რომ იქ ვიღაც სულიერი ეგულებოდა,რომელიც ამ საშინელ ღამეში სიმარტოვისაგან იხსნიდა,იქეთ აიღო გეზი,ფანარი კი გამორთო.რაც უფრო უახლოვდებოდა კაბინეტს,მით უფრო გარკვევით ესმოდა ხმები.ერთი დემეტრე იყო,მეორე კი ბექა.გარკვევით შემოესმა მისი სახელი,მაშინვე შედგა,ცნობისმოყვარეობამ სძლია და დაძაბული კედელთან აესვეტა.
_ ლიკა ასეთი არ ჩანს_ ეს ბექა იყო.
_ მართალი ხარ,ახლა მეც ვიცი,მაგრამ წარსული აღარ მობრუნდება.
_ ასეთი იმპულსური არასოდეს ყოფილხარ,მისი ცოლად მოყვანა რამ მოგაფიქრა? გაგიჟდი?
_ მან მე დამამცირა.
_ და ეს სასჯელია თუ რა?
_ ცხელ გულზე მხოლოდ ეს მომივიდა გონებაში.
_ გიჟი ხარ,ნამდვილი გიჟი.ვთქვათ ლიკამ მართლა გაწყენინა,გატკინა,დალაპარაკებოდი,იქნებ არ სურდა ასე გამოსვლოდა,ბოდიშს მოგიხდიდა და ეგ იქნებოდა.ახლა რა? ცოლად მოიყვანე,არხ იმას უყვარხარ და არც შენ გიყვარს და შენი აზრით ესაა სასჯელი?
_ ხუთი წლის მერე იმიტომ ჩამოხვედი ფინეთიდან ,რომ ტვინი გამიბურღო და საყვედურებით ამავსო? რაც არი არი,აწი არ შეიცვლება.
_ არ უყვარხარ დემნა.
_ არც მე ბექა.
_ და ეს ნორმალურია?
_ გთხოვ აგიტაცია არ გინდა რა.
_ ძმაო ნუ გწყინს,მე სულ სხვანაირად წარმომედგინა შენი ოჯახი.ახლა კი ვხედავ შენც უბედური ხარ და ისიც გაგიუბედურებია.
_ დრო გვიჩვენებს ამას ბექა,თუ ისიც ასე დაასკვნის,რაღაც დროის მერე შესაძლებელია ხელის გაწერა.
_ რას სულელობ.
_ მე არ მიყვარს,არ იმას,როგორ ფიქრობ ასეთი ქორწინება დიდხანს იარსებებს?
_ შეიყვარე,შეაყვარე თავი.
_ არა.
_ რა არა?
_ მე მას არ შევუყვარდები,ვერ მიტანს,სოფლელ გოიმად მთვლის.
_ შენ სცადე.
_ არაფერი გამოვა.
ლიკა კედელს მიყრდნობილი ტიროდა,მაგრამ არა მარტო ჭექა-ქუხილის შიშის გამო,ახლა ამ წუთას,იმან რაც მოისმინა სხვა ემოცია და ფიქრები წამოშალა მის გონებაში და გულში.განიცადა,სადღაც სიღრმეში განიცადა,რომ ყველაფერი ასე უაზროდ დაიწყო მასსა დს დემნას შორის და სავარაუდოდ უფრო უაზრო დასასრულისაკენ მიდიოდა.აი ამიტომაც ტიროდა.
_ აბა ნათიას უყვარხარ თავდავიწყებით ისეთი,როგორიც ხარ და მოგეყვანა_ ისევ ბექა.
_ ეგ არ მიხსენო,ამოვიდა ყელში მისი უაზრო გამოხტომები და ცრემლები.
_ ისე დემნა სიმართელე,რომ ითქვას ლიკა ძალიან ლამაზია,ზრდილობიანი.
_ ზრდილობიანი? ნუ გამაცინე.
_ თავაზიანი,კულტურული.
_ აბუქებ დამიჯერე.ლიკა ალბათ კარგი გოგოა მაგრამ,ჩვენ სხვადასხვ ვართ,მას არასოდეს მოვეწონები,არასოდეს დაინტერესდება ჩემით,ამიტომ…..მოდი ამ თემაზე ლაპარაკს შევეშვათ,შენ ეს მითხარი,როდემდე რჩები აქ?
_ უკვე მოგბეზრდი?გითხრა,როდემდე? სანამ ლიკას არ შეგაყვარებ_ თქვა ომახიანად გაეცინა.
გარეთ კი უცრბ საშინლად დაიგრუხუნა,ისეთი ხმა იყო თითქოს ბომბი აფეთქდაო,ლიკას გაგიჟებას მხოლოდ ეს აკლდა, დაფეთებული შეხტა,განწირულ ხმაზე შეიკივლა და უგონოდ დაეცა იატაკზე.
-გაიგონე?დერეფანში,რარაც წაიქცა-სავარძლიდან უცებ წამოხტა დემნა და კარისკენ აიღო გეზი.
-ისეთი ამინდია,ალბათ ქარმა გადმოაგდო რამე-სიტუაციის შემსუბუქებას შეეცადა ბექა და მეგობარს უკან აედევნა.
ლიკა ხალათში გახვეული უგონოდ ეგდო იატაკზე,თმები უწესრიგოდ სახეზე გადაფენოდა,ელვის შუქზე არასასიამოვნო სანახავი იყო ეს სცენა.
-ლიკა-გაოცებულმა და დაბნეულმა ჩაილაპარაკა და ცოლისკენ დაიხარა,თავქვეშ ფრთხილად ამოსდო ხელი,სახიდან თმები გადაუყარა და ლოყებზე ნაზად მოუთათუნა თითები-ლიკა გამოფხიზდი,ლიკა-შეშინებული ფრთილად არხევდა მის სხეულს.
-ალბათ ამინდმა შეაშინა,ხელში აიყვანე დავაწვინოთ,აფთიაქის ყუთი ხომ გაქვთ სახლში?-უცებ გაერკვა სიტუაციაში ბექა და სწრაფად ამოქმედდა.
-კი,კი ,მისაღებში,კარადაში მწვანე ყუთს ნახავ და ჩემს ოთახში ამოიტანე-მკვირცხლად ამოსდო ხელები ერთი კისრის ქვემოთ,მეორე კი მუხლებს ქვემოთ ქალს და ფოთოლივით აიტაცა მის ძლიერ მკლავებში,ლიკა მსუბუქი ნაჭერივით დაგაეკიდა მის ხელებზე და მოძრაობისას უმისაამრთოდ აქნევდა ხელებს.
საკმაოდ გვიანი იყო,ვინმეს გაღვიძება და შეშინება არ სურდა დემეტრეს.სწრაფი ნაბიჯებით აუყვა კიბეებს და თან ცოლს მკერდზე მტელი ძალით იხუტებდა,ხშირშირად დახედავდა მის ფერმკთალ სახეს და ხმადაბლა ჩასძახოდა,მაგრამ ლიკა ურეაქციოდ იყო.
ფრთხილად მიაწვინა მის ტახტზე,თავქვეშ ბალიში ამოსდო.ბექაც მაშინვე შემოვიდა მწვანე ყუთით ხელში.
-ბექა ნიშადური იქნება მანდ და მომაწოდე-უკვე შიშს და დაძაბულობას გაევლო და საღი გონებით მოქმედებდა.ბექამაც მიაწოდა უფერული სითხე.ნესტოებთან ახლოს მიიუტანა და მოლოდინით გაინაბნენ ორივე.ნახევარ წამში ლიკამ მსუბუქად შეარხია თავი,მერე წარბები შეჭმუხნა,ცხვირი უსიამოვნოდ ააცმაცუნა და ჩაახველა,გაყინული ხელი სახეზე ჩამოისვა და თვალები ზანტად გაახილა.უცებ პირზე აიფარა ხელი და საწოლის კიდეს გადაემხო,გული აერია.მხრებით დემნას ეჭირა,რომ კიდევ არ დაეკარგა გონება და ძირს არ დავარდნილიყო.
-თავი-ამოიკრუსუნა და თვალები ტკივილისაგან ისევ მოჭუტა.
-არ გაინძრე ,ალბათ დაცემისას თავი რამეს მიარტყი-მზრუნველად გადაუსვა თავზე ხელი დემეტრემ და ნახევრად წამომჯდარ ლიკას მსუბუქად დააწვა მხრებზე,რომ ისევ საწოლს მიყრდნობოდა.
-შენ ნუ მეხები-დამარცვლიდ თქვა ისევ თვალდახუჭულმა და დემნას ხელები ცივად მოიშორა.
ბექას ჩუმად ჩაეღიმა ხმამაღლა კი ლიკას გასაგონად თქვა-შუაღამეა,წავალ დავიძინებ,რადგან კარგად ხარ აღარ ვიდარდებ,მზრუნველ ხელში ხარ-მეგობარს მსუბუქად შემოჰკრა ხელი მხარზე და კარი გაიხურა.
თუმცა მალევე ამობრუნდა და დემნას სათლი და იატაკის საწმენდი ტილო ამოუტანა.ყველაფერი მიასუფთავეს ბიჭებმა,ბექამ ყველაფერს ხელი დაავლო და ისევ გავიდა ოთახიდან.
-ქვემოთ ამ შუაღამისას ,რას აკეთებდი ლიკა-ეცადა მკაცრი და მომთხოვნი არ ყოფილიყო მისი ხმის ტონი.
-და შენ რას აკეთებდი?-თვალები ძლივს გაახილა მაგრამ ისევ დაძაბული იყურებოდა,საწოლზე წამოჯდა და საზურგეს მიეყრდნო,დემნა კი მის წინ ტახტის კიდეზე იყო ჩამომჯდარი,ცალი ფეხი მოეკეცა და ნახევარი სხეულით ქალისკენ იყო გადახრილი.
-ბექასთან ვსაუბრობდი-თავდაჯერებულმა მისი კითხვით გაოცებული წარბები აზიდა.
-შენი აზრით მე ვინ ვარ?-ისიც მისკენ გადაიხარა.
-ლიკა-ვერ ჩაწვდა მისი კითხვის აზრს.
-სახელს არ გეკითხები-ხმაში სიბრაზე დაეტყო
-ვერ ვხვდები რა გინდა ჩემგან ლიკა
-მე თუ შენ დემნა?-სიბრაზისაგან ხმა აუკანკალდა-მე ყველაფერი გავიგონე ,რაც ჩემს შესახებ ისაუბრეთ შენ და ბექამ,როგორ ფიქრობ ნორმალური მოსასმენია ,როცა შენით მანიპულირებენ და ვაჭრობენ?შენზე ისე საუბრობენ,როგორ საკუტრებაზე ან ნივთზე?შენ როგორ ფიქრობ მე მოხიბლული ვარ ამ ყველაფრით?რას ნიშნავს რამოდენიმე თვეში გამეყრები?ანუ მე მონა ვარ არა?გადაწყვიტე გაბრაზებულმა ,რომ უნდა დაგესაჯე და ცოლად მომიყვანე,ისე,რომ ჩემი აზრი და სურვილი არ გიკითხავს,ახლაც შენს მეგობართან ერთად განიხილავ ჩემს მომავალს ისე,რომ მე არაფერში მახედებ და მრევ,როგორ ფიქრობ მე ვინ ვარ?რა გინდა ჩემგან?-ცრემლები ღაპაღუპით მოსდიოდა ღაწვებზე,ქმარს პერანგის საყელოზე ჩაფრენოდა და მისი პატარა ხელებით ცდილობდა შეერხია-დიახაც სოფლელი გოიმი ხარ,არც კი მკითე,იმის საშუალებაც კი არ მომეცი,რომ თავი გამემართკლებინა ან ბოდიში მომეხადა,ეგოისტი ხარ,დიახ არ შემიყვარდები,არასოდეს,იმიტომ ,რომ შენ მარტო შენი ცხოვრება გაღელვებს,შენი ვენახი და ღვინო,შენს გეგმებში და მომავალში მე ვერ მხედავ,ჰოდა მინდა გაგახარო,მეც ვერ გხედავ ჩემს გეგმებში და მომავალში,მძულხარ,მაგიჟებს შენი ორსახოვნება,ნუთუ ასეთი საძულველი ვარ,რომ მხოლოდ სხვების თანდასწრებით მცემ პატივს ,ხოლო როცა მარტო ვარ ფეხებზე გკიდივარ?რა დამთხვევაა მეც ფეხებზე .
დემნა უხმოდ იჯდა ,მის ნებას დაყოლილი ირხეოდა და თვალს არ აცილებდა მის ცრემლიან თვალებს.ყველაფერი აეწვა სხეულში,თითქოს გულზე მარწუხები მოუჭირეს,ლიკას ყოველი სიტყვა მის პიროვნებას უმოწყალოდ აშიშვლებდა საკუთარ მესთან,თითქოს სარკეში იხედებოდა,იმ წამს საკუტარი თავი შესძულდა,რომ შეძლებოდა ცემდა,სილას გაწნავდა,მაგრამ არ შეეძლო,უბრალოდ საკუთარი თვის ცემა არ შეეძლო,სუნტქვა შეკრული და შინაგანად ადუღებული უხმობ უსმენდა მისი ცოლის განაჩენს და ნანობდა ყოველ სიტყვას და საქციელს რომელიც ლიკას გაცნობის მერე ჩაიდინა.
-მაპატიე-მთელი სული ამოაყოლა ამ ერთ სიტყვას.
-დაგაგვიანდა.
-იქნებ.....
-არავითარი იქნებ,აღარ დაგაწვები ტვირთად,რატომ უნდა ვიცადოთ კიდევ თვეები,ხვალვე...ხვალვე გავაწეროთ ხელი-გადაჭრით თქვა და კიდევ უფრო მეტად შეარხია ქმარი,თავადაც შეტორტმანდა,თვალები მიენაბა და უგონოდ ჩაესვენა დემნას ხელებში.
-ლიკა,ლიკა-დაფეთებული ანჟღრევდა მკლავზე გადაწოლილ ცოლს,თან ცალი ხელით ტელეფონი ამოიცურა ჯიბიდან და სასწრაფოში რეკავდა.
ერთ საათში მთელი ოჯახი დემნას და ლიკას ოთახში თავმოყრილნი სულგანაბული შესციცინებნენ სასწრაფოს ექიმებს თუ რას იტყოდნენ.ცუდის მოლოდინში თამილა უკვე ცრემლებს ყრიდა.
დემნა კი ფანჯრის რაფაზე ჩამომჯდარი,გაფითრებული და წარბებშეჭმუხნული თვალს არ აცილებდა შიშის თვალებით მომზირალ ლიკას,რომელიც ინტერესით აკვირდებოდა ექიმის მოძრაობებს.
-როგორ არის ექიმო?-ხმის კანკალით და ცრემლების წმენდით მიუახლოვდა ლიკას თამილა და მისი გაყინული თითები მის მტევნებში მოიქცია.
-საქმე საკმაოდ სერიოზულადაა,გოგონას ტვინის შერყევა აქვს,თან საკმაოდ მძიმე,მინიმუმ 10 დღე საწოლში უნდა იწვეს,პლიუს მკურნალობა და წამლები.-ოთახში მყოფთ თვალი მოავლო.რეცეპრიც გამოწერა და დამხმარესთან ერთად ოთახი დატოვა.
-ასე,როგორ დაეცი შვილო ,სად მიდიოდი?-ისევ ატირებული ეფერებოდა მოწყენილ რძალს .
დემნა კი მხოლოდ მას უყურებდა,თიტქოს სულში უძვრებოდა,იგრძნო კიდეც ლიკამ მისი დაჟინებული მზერა.საოცარი იყო მისი თვალები იმ წამს,ყველაფერს ამოიკითხავდით,სინანულს,ტკივილს,დარდს,თნაგრძნობას და სიყვარულსაც კი,მაგრამ ლიკა არ ენდობოდა ამ თვალებს,არ შეეძლო მისი ნდობა,მზერა აარიდა და თითებზე კოხტად მორგებულ საქორწილო ბეჭედს წვალება დაუწყო.
-შენ სად იყავი ბიჭო იმ შუაღამისას,ეს გოგო ასე,რომ დაიმტვრა კინაღამ?-ახლა ნირწამხდარ შვილს მიუბრუნდა,რომელიც სრულიად მოწყვეტილი იყო იქაურობას გონებით.
-დაბლა ვიყავით კაბინეტში მე და ბექა-დამნაშავედ ჩაილაპარაკა თავდახრილმა.
-და შენ ალბათ მასთან მიდიოდი არა?-ისევ ლიკას მიუბრუნდა.
-მე იცი....-ხმა აუკანკალდა ლიკას და თვალები ქმრისკენ გააპარა-მე დედის სიკვდილის მერე ძალიან მეშინია ჭექა-ქუხილის,ძალიან,ასეთ დროს მამასთან ვიძინებდი ხოლმე,აქ.....უცებ გამეღვიძა,შემეშინდა,დემნაც არ იყოო და დაბლა ჩავედი,რომ ვინმე მეპოვა,ასე უფრო მშვიდად ვიქნებოდი,მერე კი ძლიერად დაიგრუხუნა და შიშზე გული წამივიდა,მგონი ჯერ კედელს დავეჯახე და მერე დავეცი იატაკზე-სლუკუნი ლაპარაკობდა და ხან დედამთილს უყურებდა ხან კი ქმარს.
დემნას საოცრად სევდიანი და ნამიანი გაუხდა თვალები,უცებ წამოხტა ფანჯრის რაფიდან და გიჟივით გავარდა ოთახიდან.
-ნუ გეშინია შვილო,ყველაფერი კარგად იქნება,აი გიმკურნალებთ,მალე ჩიტივით იქნები,შენ არ ინეერვუიულო-მის ფუმფულა მკერდზე მიიყრდნო და ლოყები დაუკოცნა.ისე სჭირდებოდა ასეთი სითბო და მზრუნველობა ლიკას,თვალები დახუჭა,წარმოიდგინა თიტქოს დედის მკლავები იყო და თავადაც მჭიდროდ შემოეხვია,ტირილს უფრო უმატა და მკერდზე მიეკრო,იგრძნო,როგორ დაუმშვიდდა სული.
როდის,როდის ჩაეძინა თამილას მზრუნველ ხელებში,ქალმა ფრთხილად ჩააცურა საწოლში და ნელი მოძრაობით გამოიხურა კარი.
-დედა არაა აუცილებელი მე თავად გავართმევ თავს ყველაფერს-მერამდენედ ცდილობდა დედის გადარწმუნებას დემნა.
-მაშინ ექთანი დაიქირავე და ის მიხედავს-როგორც იქნა დაყვა მის ნებას.
-კარგი ექთანს დავიქირავებ,ხომ იცი არ მიყვარს რომ ერევიან,მე თავად გავართმევ თავს.
-ყოველტვის ასეთი ჯიუტი იყავი-გაბრაზებული წამოხტა ფეხზე.
-შენ გგავარ დე-თბილად გაუღიმა,აშკარად გაჭრა დედის გულზე,ქალი მოლბა.
კარგი შვილო,როგორც შენ იტყვი,ნჯერა არაფერს მოაკლებ,მამამის არ გააგებინო,ინერვიულებს,თუ რამე დაგჭირდეს დამირეკე,დავრჩებოდი მაგრამ აბა მაგდებ მაინც თქვა ბოლომდე მისი სადარდებელი.
-დედააააა-ღიმილით და მოჩვენებითი სიბრაზით ააბრიალა მსი ზღვისფერი თვალები.
-ჰო კარგი,კარგი-გაუღიმა და თმებში ხელი შეუცურა და აუჩეჩა.
-დედა ამას ვერ ვიტან.
-მე კი მიყვარს-გამოაჯავრა-ბექა რჩება ხომ?
-კი
-ჰოდა აბა თქვენ იცით ჩემს გოგონას მიმიხედეთ,შენ განსაკუთრებით,ცივი ნიავი არ მიაკარო
-კარგი დედაა-ბოლო დარიგებ3ებს ისმენდა ,სანამ მანქანაში ჩაჯდებოდა მისი მშობლები და ძმა.
-თუ რამე დამირეკე-მოაძახა დაჩიმ.
-დედაჩემისთვის არასოდეს გავიზრდები რა-ღიმილით ჩაილაპარაკა დემნამ და უკვე შორს მიმავალ მანქანას კდევ ერთელ დაუქნია ხელი.
-ყველა დედა ასეა,ნუ დარდობ-„ანუგეშა“ ბექამ.
უკვე დღის თორმეტი საათი იქნებოდა,დემეტრე,რომ სამზარეულოში შევიდა.
-თეო ბულიონი გააკეთე რა ლიკასთვის-თხოვა-და დეიდაში ხომ ჩვენი სოფლის პოლიკნიკაში ექთნად მუშაობს?
-კი ბატონო დემეტრე.
-უთხარი ორი კვირით შვებულება აიღოს და აქ მოვიდეს,დილის 10 დან საღამოს 7 საათამდე,იმდენს გადავუხდი,რამდენიც უნდა.
-კარგი ვეტყვი-გახარებული მაშინვე ტელეფონს დაწვდა.
ორ საათში ბულიონიც მზად იყო და ექთანისგანაც დადებითი პასუხიც მიიღო დემეტრემ.ლანგარზე კოხტად დააწყობინა თეონას სადილი და ოთახისკენ აიღო გეზი.კარზე ფრთხილად გააკაკუნა და პასუხს დაელოდა.
-მობრძანდით-ცოტა დაყოვნების მერე ნამძინარევი ხმა შემოესმა,კარი ფრთილად შეაღო და შიგნით შევიდა.ლიკა ტახტიდან თავის დივანზე გადამძვრალიყო და იქ მოკალათებულიყო.დემეტრემ ლანგარი მაშინვე შემოსდო ტუმბოზე და გაოცებული ისევ ლიკასკენ შებრუნდა.
-რას აკეთებ ლიკა შენი განძრევა არ შეიძლება
-ის ჩემი ლოგინი არაა,ეს შენ შემახსენე დაგავიწყდა?
-ნუ ბავშვობ ,აქ არ დაიძინებ-მისი წინააღმდეგობისათვის ყურადრება აღარ მიუქცევია,ხელში მსუბუქი მოძღაობით აიტაცა და საწოლში ჩააწვინა.
-მე არ მინდა შენს საწოლში-მაინც ვერ ისვენებდა ლიკა.
-დღეიდან ჩვენი საწოლია-მის ჭირვეულობაზე უკვე ეღიმებოდა.
-ჩვენი არ არსებობს იმიტომ,რომ ხელს ვაწერთ.
-კარგი,მაგრამ ეგ გადაიდო შენს გამოჯამრთელებამდე.
-არ არსებობს.
-დიახ,ის არსებობს-ღიმილს ვეღარ მალავდა.
-არა-მტკიცებ გააქნია თავი,მაგრამ ყვრიმალები ეტკინა და სახე დაეძაბა.
-აი ხომ ხედავ უარს ამბობ და ცუდად ხდები,შენც დამეთანხმე და ყველაფერი კარგად იქნება.
-გიჟი ხარ.
-მადლობთ.
-მაინც წავალ.
-ვერ წახვალ,წოლითი რეჟიმი გაქვს,თან ასეთ დრეში მამაშენმა,რომ დაგინახოს რას იტყვის?გაუსკდება კაცს გული და თან ისიც,რომ გაიგოს,რომ გავეყარეთ ერთმანეთს,ასე ,რომ ისევ შენ გაწყობს შენს გამოჯამრთელებამდე გადავდოთ ეს გაყრა.
-ერთი პირობით-ცოტა ხნის დუმილის შემდეგ თქვა.
-აბა გისმენ-ხელები ერთმანეთზე გადაიჭდო და კედელს მიეყრდნო.
-აქ არ დაიძინებ.
-მორჩა?
-არ შემეხები.
-კიდევ?
-არ დამენახები
-სამწუხაროდ ყველა თქვენი პრეტენზია უარყოფილია და გასაჩივებას არ ექვემდებარება.
-ხუმრობ?
-პატივი ეცით ქალბატონო უმაღლეს გადაწყვეტილებას.
-მოიცა დავდგე ფეხზე,გიჩვენებ როგორია უმაღლესი გადაწყვეტლება.
-განაჩენის უპატივცემულობისათვის სასჯელი იქნება დაიმახსოვრე.
-ცინიკოსო
-ფიონაა
-ვირო-გაბრაზებულმა ბალიშს ხელი დაავლო და ესროლა,მაგრამ დემეტრებ კოხტად აიცილა არც ისე მტკივნეული სამიზნე.
ბულიონის ლანგარი ახლოს ტუმბოზე დაუდგა.ხელსახოციც იქვე მისდო და ცოლს თავზე აკოცა.ეს ისე მოულოდნელი იყო,რომ ლიკამ რეაგირება ვერ მოასწრო,გონს,რომ მოვიდა დემეტრე კმაყოფილი სახით ოთახიდან გადიოდა.ლიკამ კი მეტი ვერაფერი ვერ მოიფიქრა და ხელსახოციც მის გზას გაუყენა.
სამზარეულოში მიბრუნებულ დემნას თეონამ, დეიდას დადებითი პასუხი დაახვედრა.მეორე დღის დილის 10 საათზე ადგილზე იქნებოდა.
სახლი და ეზო დალაგებული და დასუფთავებული იყო უკვე.წინა დღის ნაქორწილევი აღარაფერი ეტყობოდა არემარეს.
დემნა და ბექა მარანში საქმიანობდნენ.დემეტრე გასაყიდ ბოთლებს ყუთებში აფასოებდა.
_ არაჩვეულებრივი ღვინო გაქვს ძმაო,წუნს ვერ აუღებ_ კიდევ ერთხელ ჩაისველა ყელი საამური სითხით ბექამ,დასაყოლებლად კი მწნილს მიწვდა.
_ აბა ლიკას კითხე- უფრო თავისთვის ჩაეცინა და მორიგ ყუთს დაწვდა.
_ მთვრალ გოგოს არ შეარჩინო ერთი სიტყვაც_ იცოდა ამ თემაზე ყოველთვის,რომ ბრაზობდა და განზრახ გაუმახვილა ყურადღება.
_ შენ ვერ გავიგე ჩემი მეგობარი ხარ თუ მისი?_ ბოთლებს შეეშვა და კუშტად მიაჩერდა ბექას.
_ რძლის მხარეს ვარ_ მოჭრით უპასუხა.
ხმა აღარ ამოიღო,თავი მსუბუქად გააქნია ,გაეღიმა და ისევ ყუთისკენ დაიხარა.
_ მისმინე დემნა ძმაო_ მის წინ ჩაიმუხლა_ ეს დრო შენი შანსია,თუ ოდნავ ,რამედ გიღირს,თუ წამით მაინც გაგიელვა გონებაში,რომ გინდა სიცოცხლის ბოლომდე შენი ცოლი იყოს,მაქსიმალურად ეცადე,ტყავიდან ამოძვერი,შეუძლებელი გააკეთე და ეს აკოცა.არ დაკარგო.ახლა უნდა გამოიჩინო შენი კახური ჯიუტობა.
_ მადლობთ,რომ ვირი არ მიწოდე_ ხელები განზე გაშალა.
_ რძალს როგორ ჩავეცილები,ის უფრო საყვარლად გიძახის_ ხელოვნურად გაიკრიჭა დს მოქნეული ჯოხი აიცილა.
_ დაიმახსოვრე და იმოქმედე თორემ მართლა ვირი იქნები,ჰაჰაჰაჰ,თუ კალოშებიანი პროვინციელი_ სიცილით გადაბრუნდა_ ისე ყოჩაღ ლიკა ასეთ შესაფერისი სახელები ,როგორ მოიფიქრა?
_ ვატყობ მალე თვალი ჩაგილურჯდება ასე თუ გააგრძელებ_ ისევ ეწყინა ხუმრობა,მაგრამ ეს დროებითი გულის მოსვლა იყო.
თამილამ ცხრაჯერ დაურეკა დემნას ლიკას ჯამრთელობის გასაგებად.ამ უკანასკნელს კი მთელი ეს დრო ისევ ეძინა ქმრის მორთმეული ბულიონის ჭამის მერე.
უკვე გვიანი იყო,ყველა დასაძინებლად წავიდა,დემნაც.
ჯერ დაკაკუნება იფიქრა,მაგრამ იმის გამო,რომ თითქმის 10 საათი იყო და შესაძლოა ლიკას უკვე სძინებოდა პირდაპირ შეაღო კარი.ოთახს მხოლოდ ღამის სანათის მსუბუქი შუქი ანათებდა.მკრთალ შუქზე მძინარე ლიკას სახე საოცრად თბილი და ბავშვური ჩანდა.უხმაუროდ გაიხადა,აბაზანა,მოიარა და ფეხაკრებით საწოლისკენ წავიდა და მსუბუქად შეცურდა მის კუთვნილ ნახევარში.თუმცა ეს შეუმჩნევლად ვერ გააკეთა.მისმა გრილმა სხეულმა და მოძრაობას ლიკა შეაფხიზლა,თვალები მუჭებით მოიფშვნიტა და ზურგისკენ შებრუნდა,ისეთი გაოცებული დ შეშფოთებული სახე მიიღო აშკარად არაფერი ახსოვდა იმ დილანდელი.
_ მშვიდად,უბრალოდ გესიზმრები_ ჩურჩულით გადაულაპარაკა და საბანი იღლიებქვეშ ამოიფინა შიშველ დაკუნთულ სხეულზე.
_ ღმერთმა დამიფაროს სიზმრებშიც შენ გხედავდე,მე ხომ გაგაფრთხილე ჩემთან არ დაწვეთქო_ მთელი სხეულით მისკენ შებრუნდა.
_ ნამდვილად დაგიფაროს ,თორემ სულ დაგიფრთხება ძილი,ვაიდა შეგიყვარდე.
_ სიტყვას ბანზე ნუ მიგდებ.
_ კარგი გამახსენე,ამ სახლს ბანიც უნდა მოვაშენო_ დემნას კმაყოფილი მიელულა თვალები.
_ ნუ მაგიჟებ დემნა_ მოთმინების ფიალა პირთამდე ავსებოდა.
_ ახლა მაგასაც მე მაბრალებ?_ გაიოცა და მისკენ შებრუნდა.
_ ადექი_ კატეგორიული გაუხდა ხმა.
_ არა_ არც ქმარი შეეპუა.
_ ა-დ-ე-ქ-ი_ დაუმარცვლა.
_ ა-რ-ა.
_ დემნა_ ხმაში ტირილი გაერია.
_ ლიკა კარგად მისმინე_ დემნასაც დაუსერიოზულმა არა მარტო ხმა ,არამედ გამომეტყველებაც,საწოლზე წამოჯდა და საზურგეს მიეყრდნო_ შენ ცუდად ხარ,მეთვალყურეობა გჭირდება,ექთანი აწი დილის ათიდან საღამოს შვიდადმდე მოგივლის,დანარჩენ დროს კი მე.და ძალიან გთხოვ არ შემეწინააღმდეგო.მითუმეტეს ღამე ვერ დაგტოვებ მარტოს.რამე ,რომ დაგემართოს ან გაგიჭირდეს და მე დამაგვიანდეს დახმარება ჩემს თავს არასოდეს ვაპატიებ.ასე,რომ ნუ ბავშვობ და ნუ ართულებ ,აქ იმიტომ კი არ ვწევარ,რომ ამით ვისარგებლო ან შენ გაგაღიზიანო,არამედ იმიტომ,რომ შენ მადარდებ და მინდა ვიზრუნო.ახლა კი სასწრაფოდ ჩაძვერი საბანში და დილამდე ხმა არ ამოიღო_ ბოლოს პატარასავით დატუქსა და ხელით მხრებზე მსუბუქად დააწვა ,რომ საწოლში ჩასრიალებულიყო.
ლიკა უხმოდ დაემორჩილა მის მოთხოვნას,მისმა სიტუვებმა საოცრად დაამშვიდეს და შინაგანი კმაყოფილებით აავსეს.ქალური თავმოყვარეობა იყო,სადღაც გულის სიღრმეში ესიამოვნა ქმრის ასეთი დამოკიდებულება და მზრუნველობა.საბანში ჩაიმალა და დემეტრეს ზურგი აქცია,თუმცა თვალებიდან არ ამოსდიოდა ქმრის გარუჯული და დაკუნთული სხეული.ხმაურით გადაყლაპა მძიმე ნერწყვი და თვალები ძალით მოჭუტა,რომ იქნებ დასძინებოდა და მეტად არ დაენახა დემნა.ეს უკანასკნელიც კმაყოფილი გაიტრუნა და ძილს მიეცა.
დილით დემნას ადრიანად გაიღვიძა,ჩვეული იყო ყოველთვის შვიდ საათზე ადგომას და საქმის კეთებას.ახლაც ასე აპირებდა ,მაგრამ სხეული მძიმედ ჰქონდა,ტანი ვერ აზიდა.თავი წამოწია და მკერდზე დაიხედა.ლიკას მის მხარზე თავი და მარჯვენა მკლავი მკერდზე გადაედო და მშვიდად და კომფორტულად ეძინა.დემეტრეს გაეღიმა,ნაზად გადაუსვა ცოლს თავზე,მერე კი ლოყაზე ხელი და აღარ განძრეულა.დაახლოებით კიდევ ორი საათი ასე იწვა,არც კი ირხეოდა ლიკა,რომ არ შეეწუხებინა,ისიც მონდომებით ებღაუჭებოდა მის სხეულს და გემრიელად ეძინა.მთელი ეს დრო დემეტრე მის თითებს რითმულად დააცურებდა ქალის თმებს,ყელსა და მხრებზე.ცხრა სრულდებოდა ყრუდ,რომ ამოიკრუსუნა და შეირხა,თვალები გაახილა თუ არა გაშეშდა,მერე მკვეთრი მოძრაობით მოსცილდა ქმრის სხეულს და განზე გაიწია.ჯერ მას დახედა,მერე საკუთარ მოშიშვლებულ მხრებს,საბანი სწრაფად აიფარა მკერდზე.
_ ძილში ვერ განვსაზღვრე_ ვერ დაალაგა აზრები თუ როგორ მოეხადა ბოდიში ამ უხერხულ სიტუაციაში.
_ არადა მიმტკიცებდი,რომ არ გესიზმრები_ თავქვეშ მკლავი ამოიდო და ცოლს მომნუსხველად გაუღიმა.
_ ეს…..გაუაზრებლად….არ მინდოდა….მაპატიე_ სულ დაიბნა.
_ ვიხუმრე ლიკა,არაუშავს,შეიძლება შენ კი არა მე მოგხვიე ხელი ძილში_ მისი დანაშაულის გრძობა შეამსუბუქა.
_ ის ექთანი მალე მოვა?_ უცებ შეცვალა თემა.
_ ერთ საათში_ წამოჯდა და სკამზე მიფენილ ზედატანს დაწვდა_ შენ არაფერი გააკეთო,მოვა დალი დეიდა და ის მოგეხმარება მოწესრიგებაში,აბაზანაში მარტო არ შეხვიდე…..გთხოვ_ ბოლო სიტყვებს საოცარი სითბო გამოაყოლა,შარვალიც ამოიცვა და დაბნეულ ცოლს,სანამ აზრზე მოსვლას მოასწრებდა ლოყაზე ფრთხილად აკოცა და სწრაფად გავიდა ოთახიდან.
ლიკა მონუსხული,პულს აჩქარებული და სასიამოვნო იმპულსებით დამუხტული კარგა ხანს თვალდაუხამხამებლად მიცქეროდა კარს და გონებაში ნელ კადრებად ისევ იხარშებოდა ბოლო წუთის კადრები.ღრმად ამოისუნთქა,სახელზე კმაყოფილი ღიმილი აუთამაშდა და ბალიშს მიესვენა.
ათი სრულდებოდა ექთანიც,რომ მოვიდა,სანდომიანი დედის ხნის ქალი იყო.აშკარად მისი საქმის მცოდნე.აბაზანის პროცედურიდან მოყოლდმებული ლიკას ყველაფერში ეხმარებოდა და ამ საქმეს თბილად და ნაზად აკეთებდა.
დემეტრე და ბექა საღამომდე თბილისში იყვნენ წასულნი ახალი საწამროს საკითხებს აგვარებდნენ.
გადაწყვეტილებაც მიიღეს და ბექამ საქართველოში დარჩენის მიზეზიც იპოვა,დემნას შესთავაზა,რომ ახალ საწარმოში მის წარმომადგენლად ემუშავა.თანხმობაც მიიღო.
დღის მანძილზე რამოდენიმეჯერ დარეკა სახლში თეონასთან,რომ ცოლის მდგომარეობა გაეგო.
_ ასე არაფერი გამოვა,თეონას კი არა ლიკას უნდა ურეკავდე,შენ ასე აპირებ მისი გულის მოგებას?_ უსაყვედურა მეგობარს ბექამ.
_ მართალი ხარ_ ცოტა ფიქრის მერე უპასუხა,ტელეფონში ლიკას ნომერი მოძებნა და ზარი გაუშვა.რამოდენიმე ნაბიჯით განზე გადგა- როგორ ხარ ლიკა?_ პირველად ურეკავდა და დაიძაბა,თითქოს გამოზომილად ლაპარაკობდა.
_ არამიშავს_ მოჭრილად უპასუხა მკაცრი ხმით ,თუმცა მისი ყურადღება საოცრად ესიამოვნა.
_ დილიდან თბილისში ვართ მე და ბექა სამსახურის საქმეებზე….არ იფიქრო არ მახსოვდი,თეონასთან დღეს რამოდენიმეჯერ დავრეკე და ვიკითხე შენი ამბავი.
_ აი ხომ ხედავ ჩემი ტელეფონიც მუშაობს_ მიხვდა დემნა,რომ ჩაიჭრა და შენიშვნა უხმოდ მიიღო.
_ გამოვასწორებ,ხომ არაფერი გინდა წამოგიღო ნალე წამოვალთ.
_ ტორტი მინდა,ალუბლის ტორტი_ გემრიელი იდეა მოუვიდა თავში და ტუჩები წინასწარ ჩაიტლიკა..
_ კარგი იქნება ალუბლის ტორტი_ დემნას დაძაბულობა მოეხსნა,გაუხარდა,რომ მისი შეცდომის მიუხედავად ლიკა გულღიად ესაუბრა.
საწარმოდან ჯერ მადას საკონდიტროში გაიარა,მერე კი ბექას დაჟინებული თხოვნით მინდვრის ყვავილების თაიგული იყიდა.ჯერ დედის გარდა არავისთვის მიურთმევია ყვავილები და ეხამუშა.
_ ერთი იდეა მაქვს_ თვალები ეშმაკურად დაკვესა და საჭეს ჩაფრენილ მეგობარს ბეჭზე შემოჰკრა ძლიერად ხელი..
_ მხარს ნუ მომამტვრევ თუ ძმა ხარ_ ფიქრებიდან გამოერკვა და ბეწას იმპულურიბაზე გაეცინა.მაინც ,რას ნიშნავს გენები,ბექა დედით იმერელი იყო და ბუნებაც სხარტი იმერული დაყვა.დემნა კი 100% კახელი იყო,დინჯი ზოგჯერ მიუხვედრელიც თუმცა იუმორის გრძნობას ნამდვილად არ უჩიოდა.
_ მისმინე,რომ მივალთ სახლში ჩემს ლეპტოპში კარგი ფილმები მიწერია,ფლეშკაზე გადმოგიწერ,წამოწექით,თან რამე რომანტიულ ფილმს უყურეთ და თან ტორტიც მიირთვით_ თავისი იდეით აღფრთოვანებული ემოციებს ვერ ფარავდა.
_ შენ და შენი წაწვეტებული აზრები რა_ გაეცინა და თავი უარის ნიშნად გააქნია.
_ არ არსებობს,არ მაინტერესებს,ისე მოიქცევი,როგორცმე გეტყვი- სახლამდე იმდენი ეჩიჩინა და უმტკიცა,რომ ბოლოს როგორც იქნა დაიყაბულა მეგობარი.
უკვე 8 სრულდებოდა.ტორტი თეონას მისცა და თხოვა ნახევარ საათში დაჭრილი ,თეფშებით და ჩანგლით ოთახში აეტანა.თავად კი ბექას მოცემული ფლეშკა ჯიბეში ჩაიდო და კიბეებს აუყვა.
ლიკა საწოლის საზურგეს მიყრდნობი და თვალებ მილულული მშვიდ მუსიკას უსმენდა.მის შემხედვარეს გაეღიმა,ვარდისფერ ლოყებზე ცრემლის ერთი წვეთი კიაფოვდა,ეს მუსიკით მოგვრილი სიამოვნების ცრემლი იყო.ლიკასსახესაოცრად მშვიდი და ნეტარი ჰქონდა.არც კი შეუმჩნევია ქმრის შემოსვლა ოთახში.
_ საღამო მშვიდობის_ თქვა და მუსიკას ცოტათი დაუწია.
თითქოს ელოდა მის მოსვლას,ნელა გაახილა თვალები და ახალმოსულს გაუღიმა.
_ ტორტი?
_ მალე ამოიტანს თეონა.მანამდე კი მოვწესრიგდები,შენ როგორ ხარ?_ თან ტანსაცლმლის გახდას შეუდგა კარადის გამოღებულ კარის უკან.
_ დღეს უკეთ.
_ თავი გტკივა?_ და თავადაც გამიყო თავი კარის კუთხიდან.
_ შემიმსუბუქდა_ ლიკა მისი მიმართულებით არ იყურებოდა,საშინლად არ სურდა კიდევ ერთხელ დაენახა მისი დაკუნთული სხეული და გული აჩქარებოდა.
_ კარგია,მაშინ ერთი იდეა მაქვს.
_ გისმენ.
_ მოდი რამე ფილმს ვუყუროთ და თან ტორტი ვჭამოთ_ შორტით და მოკლესახელოიანი ზედატანით გამოვიდა და საწოლის კიდეს ჩამოჯდა.
_ კარგი აზრია_ მოწყენილობით გაბეზრებულ ლიკას იდეა ძალიან მოეწონა_ და რას ვუყუროთ?_ ინტერესით სავსე თვალები შეანათა.
_ მმმმ,შრეკს_ სრული სერიოზულობით უპასუხა.
_ მაშინ არ მინდა_ გაიბუსხა და ხელები ცერემონიალურად გადააჭდო ერთმანეთს.
_ კარგი გეხუმრე_ მის ბავშვურ გამოხტომაზე გაეცინა_ გაქვს ნანახი ნაკიანი წელიწადი?
_ არა.
_ ჰოდა მაგას ვუყუროთ_ ფკეშკა ტელევიზორში შეაერთა,პულტს ხელი დაავლო და მეუღლის გვერდით მოკალათდა_ შრეკი და ფიონა არ გვინდა,ისედაც ხშირად ვიყურებით სარკეში_ ლიკას ეშმაკურად გაუღიმა თვალი ჩაუკრა და დაბნეულ ცოლს ლოყაზე მადიანად აკოცა.
_ ჰოდა მაგას ვუყუროთ_ ფკეშკა ტელევიზორში შეაერთა,პულტს ხელი დაავლო და მეუღლის გვერდით მოკალათდა_ შრეკი და ფიონა არ გვინდა,ისედაც ხშირად ვიყურებით სარკეში_ ლიკას ეშმაკურად გაუღიმა თვალი ჩაუკრა და დაბნეულ ცოლს ლოყაზე მადიანად აკოცა.
ქალი უცებ გაიყინა,თვალები საოცრად მეტყველი და დაბნეული გაუხდა,წამში გაიმართა მხრებში და ქმარს გახედა ,თუმცა ის მისი მიმართულებით აღარ იყურებოდა,ეკრანზე სასურველ ფილმს ეძებდა.
_ ეს რა იყო?_ მხრები აიჩეჩა და ცნობისმოყვარე თვალებით,მკაცრი ხმის ტონით დემნასკენ შებრუნდა.
_ რა?_ წარბები მაღლა აზიდა და გაიკვირვა ,თუმცა ტუჩის კუთხეში მაინც შეეპარა ღიმილი.
_ რატომ მაკოცე?
_ მეგონა პრინცესად გადაიქცეოდი ,მაგრამ ….._ ცხვირი სასაცილოდ აპრიხა.
_ ვირო_ მიხვდა,რომ ეხუმრებოდა ,მაგრამ მაინ გაიბუსა.
_ ჩემი ბრალია ,ჯერ ხომ 12 საათი არ შესრულებულა,ვიჩქარე,არაუშავს სამ საათში გამოვასწორებ_ისეთი დამაჯერებელი ხმის ტონი და კმაყოფილი მზერა ჰქონდა ლიკამ გაბრაზების ნაცვლად სიცილი ატეხა.
_ არ მაპატიო ახლა ერთი შეცდომა_ ცხვირზე მსუბუქად გაკრა საჩვენებელი თითი.
_ როგორ ძალიან გინდა პრინცესა გავხდე_ ტუჩები ეშმაკურად ააცმაცუნა და თაფლისფერი თვალები მოჭუტა,სადაც უკვე ჭინკები დახტუნავდნენ.
_ პრინცესა მყავხარ უკვე,მე პროცესი მხიბლავს_ სერიოზული ხმით ჩაილაპარაკა და მისი სიტყვის დასტურად თავი გვერდულად დაუკრა,თან ღილაკს დააწვა და ფილმი ჩართო.
_ ნანახი გაქვს?_ აღარ გაამახვილა მის სიტყვებზე ყურადღება,თუმცა გულწრფელი კომპლიმენტი უზომოდ ესიამოვნა.
_ მოგეწონება_ თქვა და ზურგს უკან კომფორტულად მოიწყო ბალიში და მიეყრდნო.
არცერთს აღარ ამოუღია ხმა ფილმის დამთავრებამდე.ბევრი იცინეს,იყო ისეთი რომანტიული თუ პიკანტური მომენტები,როცა დაიძაბნენ,თუმცა საბოლოოდ ფილმით თუ ტორტით ორივენი კმაყოფილები დარჩნენ.
_ მართლაც კარგი ფილმი იყო ,მადლობა_ ემოციებით სავსეს თვალები უბრწყინავდა.
_ რას იტყვი ხვალაც ვუყუროთ რამეს?_ ლიკას რეაქციით გათამამებულმა მორიგი ნაბიჯი გადადგა.
_ სიამოვნებით_ საბანში ბეჭებამდე ჩაძვრა და კომფორტულად მოეწყო_ ძილინებისა.
_ ძილინებისა _ პასუხი დაუბრუნა და თავადაც ჩასრიალდა ქვემოთ.
ერთმანეთისაგან გარკვეულ დინსტანციას იკავებდნენ,მაგრამ სხეულისა და სულის სიმხურვალე მაინც აღწევდა საპირისპირო მიმართულებით.
ლიკა პირველად იყოფდა მამაკაცთან სარეცელს,დემნა კი პირველად იევა ქალთან,რომელსაც მისი ცოლი ერქვა და სულერთი არ იყო მისთვის,ან უფრო მეტიც.
თითქოს,რაღაც გაახსენდაო მკვეთრი მოძრაობით საბნიდან მარჯვენა ამოაცურა და მაჯაზე მორგებულ საათს დახედა,მერე კი ზურგშექცევით მწოლიარე ლიკასკენ იცვალა გვერდი და მხარზე ფრთხილად შეახო ხელი.
_ გძინავს?
_ არა_ უპასუხა,ცალ ხელს დაეყრდნო და მისკენ გადაბრუნდა.
დემნა თითქოს მის პასუხს ელოდებოდა სწრაფი მოძრაობით მისკენ მიიწია და ტუჩებზე ნაზად აკოცა,მხოლოდ ერთხელ,ერთი შეხებით ,თუმცა იმდენად სასურველი და ტკბილი იყო ეს შეხება,რომ განცალკავება აღარ სურდა,ღრმად შეისუნთქა მისი სურნელი და თვალები უფრო მოჭუტა,თითქოს შეგრძნების და სიტკბოების სამუდამოდ გონებაში ჩამახსოვრება სურდა.არანაკლებ დაბნეული და აფორიაქებული იყო ქალიც,თვალებდაჭყეტილს და სუნთქვაშეკრულს სურდა მისთვის ხელი ეკრა,ან თავი გაეწია,ან თუნდაც დაეყვირა მაგრამ,არ შეეძლო ,ან ვერ,ან კი მაგრამ არ იქცეოდა ასე.თითქოს პარალიზებული გახდა ამ შეხებით,გრძნობდა,რომ ამ შეხებამ მის ძარღვებში სისხლი უფრო ხმაურით და სისწრაფით აამოძრავა და თუ ამ ყველაფერს არ შეწყვიტანდა ტვინის შერყევასთან ერთად გულის ინფაქტსაც დაიმართებდა.
ხელით მსუბუქად მიაწვა მის მკერდს,იგრძნო თუ როგორი სისწრაფით ცემდა დემნას გული,ეს უკანასკნელიც გამოერკვა,თვალები გაახილა და ჩაახველა.
_ 12 საათია უკვე_ სცადა მისი საქციელიზ ლოგიკური ახსნა ეპოვნა,მაგრამ ორივეს თვალებში იკითხებოდა,რომ ეს აბსურსული ახსნა იყო იმისა,რაც ორივეს ასე აღელვებდა და გულს უჩქარებდა.
_ შენ….შენ….შენ..._ საჭირო სიტყვებს თავი ვერ მოუყარა.
_ ახლა ნამდვილი პრინცესა ხარ_ ისევ მისკენ მიიწია და ცხვირზე ნაზად აკოცა.
_ შენ სარგებლობ ჩემი ავადმყოფობით_ მთელი სხეული ვნებისგან და ემოციებისგან ისე ჰქონდა გაბრუებული,რომ იმის თავიც კი არ ჰქონდა,თუნდაც ამ დროს სურვილი გასჩენოდა ასეთი სითამამისთვის სილა გაეწნა მისთვის_ გადადი.
_ სად?
_ საწოლიდან გადადი,თორემ მე გადავალ.
_ მაგდებ?_ ასეთ გაგრძელებას ნამდვილად არ ელოდა.
_ დაიმსახურე.
_ და კიდევ მე ვსარგებლობ შენი ავადმყოფობით?კარგი გადავალ_თავის წილს ბალიშს ხელი დაავლო და დივანზე გაიშოტა.
ლიკამ კმაყოფილების ნიშნად ჩაიფხუკუნა და საწოლში მარტოდ დარჩენილმა კომფორტულად მოეწყო და ძილს მიეცა.
დილით თვალი,რომ გაახილა დემეტრე უკვე წასული დახვდა,გული დაწყდა,ვერ ხვდებოდა კონკრეტულად რაზე მაგრამ უმისობამ ოთახში გული დაწყვიტა,თუმცა,რომ სცოდნიდა წასვლის წინ,როგორ ნაზად აკოცა კიდევ ერთხელ მძინარეს ქმარმა ტუჩებში ნამდვილად აღარ ექნებოდა სინანულის გრძნობა.
დალი ჩვეულებისამებრ დილის 10 საათზე მის ოთახში იყო.მოაწესრიგა,აჭამა და წამლებიც დაალევინა.
პირველი სრულდებოდა მირზამ,რომ დარეკა.
_ როგორ ხარ მა?_ მაშინვე გამოუკეთდა ხასიათი.
_ კარგად ჩემო გოგო,ორი დღეა შენი ხმა არ გამიგია და მომენატრე_ საოცარი სითბო იღვრებოდა მის ხმაში.
_ მეც მომენატრე მა,ამ თვის ბოლოს აუცილებლად ჩამოვალ და გნახავ_ მშობლის სითბომ და ხმამ ხასიათზე მოიყვანა და გამოაფხიზლა.
_ ჰო ვიცი ჩემო გოგო დემნამ მითხრა,დილის მერე ბექასთან ერთად აქ არიან ჩვენს საწარმოში.
_ მანდ?_ გაიკვირვა_ არაფერი უთქვამს,რას აკეთებენ?
_ კი ვიცოდი შვილო,რომ დემეტრე ღირსეული ადამიანი იყო მაგრამ დღეს მოლოდინს გადააჭარბა.
_ რა მოხდა?_ ხმაში მოუთმენლობა დაეტყო.
_ გენერალური დორექტორი ისევ მე ვარ შვილო,დემნამ მხოლოდ მეწილე ვიქნები,შენ კი უხელმძღანელე ძველებურად,მხოლოდ შემომთავაზა,რომ მის წარმომადგენლად ბექას დატოვებდა და თუ წინააღმდეგი არ ვიქნებოდი ჩემი დამხმარე ყოფილიყო,რათქმაუნდა არ ვარ,მოვლენების ასეთ განვითარებას ვერც კი წარმოვიდგენდი ერთი თვის წინ_ ხმა კიდევ უფრო თბილი და დამაჯერებელი გაუხდა_შვილო ეს ბიჭი სასწაულია,გაუფრთხილდი.
_ კარგი მამა_ დაბნეულმა ჩასძახა და ტელეფონი გათიშა.
დემნა ყოველდღიურად უფრო და უფრო აოცებდა მისი საქციელით თუ გადაწყვეტილებით.ერთი მომენტი იფიქრა დავურეკავ და მადლობას ვეტყვიო,თუმცა კვლავ გადაიფიქრა და მის პირველ ნაბიჯს დაელოდა.
საღამოსკენ ტელეფონის ხმამ გამოაფხიზლა,დემნა რეკავდა.
_ გისმენ_ თვალებ დახუჭულმა უპასუხა.
_ ხომ არ გაგაღვიძე?_ მზრუნველად ჰკითხა.
_ არაუშავს დრო იყო უკვე_ ამჯერზე უფრო. გამოცოცხლებულმა უპასუხა.
_ ლიკუნა_ პირველად დაუძახა ასე_ დღეს ვერ დავბრუნდები სახლში,მე და ბექას რამოდენიმე საქმე დაგვრჩა მოსაწესრიგებელი,ხვალ ამ დროს უკვე მანდ ვიქნები.
_ არ მოხვალ?_ მის ხმაში სინანული და შიში იგრძნობოდა.
_ არ ინერვიულო ხვალ ამ დროს შენთან ვიქნები შოკოლადის დიდი ტორტით…..გკოცნი_ თქვა და ცოლის პასუხს აღარ დალოდებია მაშინვე გათიშა.
ლიკამ გაოცებულმა ტელეფონს დახედა,მერე კი გაეღიმა დემეტრეს სიტყვებზე.შინაგანად აფორიაქდა ,რომ მის გარეშე იქნებოდა.თითწოს უკვე მიეჩვია მის არსებობას მის ყოველდღიურობაში,მის ყოფნას საერთო საძინებელში და უკვე საწოლშიც,მიუხედავად იმისა,რომ გააგდო.
ძალაგამოცლილმა უხასიათოდ მიადგო ტუმბოზე ტელეფონი და ტელევიზორის პულტს დაწვდა და არხებს ჩამოყვა,არაფრის ხალისი და ინტერესი ჰქონდა.მიხვდა,იგრძნო,რომ ამას დემნასთან ერთობლიობაში უფრო მეტი გემო და ხალისი აწვს ვიდრე ცალკე.პულტიც ტელეფონის გზას გაუყენა და ბალიშს თვალდახუჭული მიაწვა.
კარზე კაკუნმა გამოარკვია ფიქრებიან.
_ შეიძლება ქალბატონო ლიკა?_ ნახევრად ღია კარიდან სანდომიანად იღიმოდა თეონა,ეს გოგო პირველივე დღიდან მოსწონდა ლიკას.
_ მოდი თეო,მოდი და გთხოვ,როცა მელაპარაკები ქალბატონო გამოაკელი_ გაუღიმა და ხელით ანიშნა შემოსულიყო.
_ბატონმა დემეტრემ გამაფრთხილა ,რომ ასე მომემართა_ მორცხვად ჩაილაპარაკა და მითითებულ სავარძელზე მოკალათდა.
_ მოდი მოვრიგდეთ,ის ბატონი დემეტრე იყოს მე კი უბრალოდ ლიკა,კარგი?_ მისკენ გადაიხარა და თითებზე ნაზად მოუჭირა ხელები.
_ კარგი…..ლიკა
_ აბა რამ შეგაწუხა,რატომ ამოხვედი?
_ ბატონმა დემეტრემ დამირეკა დღეს ვერ ვახერხებ დაბრუნებას და ლიკასთან დარჩი მარტო,რომ არ იყოსო.
_ ჩემთან უნდა დაიძინო?
_ ასე მთხოვა.
_ ოხ დემნა,დემნა_ გულიანად გაეცინა ქმრის მზრუნველობაზე_ მერე შენებმა იციან აწ ,რომ უნდა დარჩე?
_ კი ბატონ დემეტრეს დაურეკავს და უთხოვია მამასთვის,მამას ისე უყვარს ,რომ უარს სიცოცხლეზეც კი არ ეტყვის_ ბოლოს სიტყვები საოცარი სიამაყით თქვა.აშკარად ძალიან უყვარდათ ამ სახლში და ამ სოფელში დემნა.
_ კარგი თეო,ცოტა არაკომფორტულია მაგრამ აი იმ დივანზე მოგიწევს ძილი,ახალი თეთრეული კარადის მეორე უჯრაშია,ჯერ ხომ არ გეძინება?
_ არა
_ მაშინ მოდი აქ წამოწექი ჩემს გვერდით და რამე ფილს ვუყუროთ
_ სიამოვნებით.
თერთმეტი სრულდებოდა ფილმი,რომ მორჩა,თეომ ლოგინი გაიშალა და დაიძინა,ლიკაც თითქმის ძილბურანში იყო ტელეფონზე მესიჯის ხმამ,რომ შეაფხიზლა.
_ ძილინებისა პრინცესა_ დემნა იყო.საოცრად ესიამოვნა ეს ყურადღება,გაეღიმა,თუმცა პასუხი არ დაუბრუნა.
დილიდან ჩვეული რუტინა დაიწყო,აბაზანა,ჩაცმა,ჭამა,წამლები.ლიკა წამდაუწუმ ტელეფონზე იყურებოდა,საკუთარ თავთან აღიარევა უჭირდა მაგრამ ქმრის ზარს ან მესიჯს ელოდა მთელი დღე,თუმცა ისე დაღამდა არხ მოუწერია და არც დაურეკავს.ხასიათს ამინდიც უფუჭებდა,გარეთ საშინლად წვიმდა და ქარი იყო.
_ აბა შოკოლადის ტორტი ვის უნდა?_ მოულოდნელად შემოაღო საძინებლის კარი დემეტრემ ხელში ტორტის ყუთით მომარჯვებულმა,ცოლის გახარებული და ანთებული თვალები,რომ დაინახა გააგრძელა_ ა,არავის უნდა? კარგი მაშინ დაბლა ჩავიტან ისევ_ თქვა და შებრუნდა
_ რას აკეთებ? მინდა,მინდა_ პატარა ბავშვივით აცქმუტდა და ხელები კოლოფისკენ გაიწოდა.
ტორტი პატარა მაგიდაზე დადო,დიდი ნაჭერი ჩამოჭრა და ლიკას თეფშით მიაწოდა.
თეფში კალთაში ჩაიდო და სანუკრავ ნუგბარს ხვავრიელად მოუსვა კოვზი,ლუკმა პირში ჩაიდო და ნეტარებისაგან თვალები მილულა.
_ აბა როგორ ხარ?_ ბედნიერი თვალს არ აცილებდა გახარებულ ცოლს.
_ არაჩვეულებრივად_,შენ არ გინდა?
_ მინდა...მაგრამ მეორე თეფშის ამოტანა დამავიწყდა_ აშკარად იტყუებოდა.
_ ჩემი თეფშიდან შეჭამ?
_ შენი ხელითაც…..სიამოვნებით_ მის წინ ჩამოჯდა საწოლზე.
ლიკამ უხმოდ გაუწოდა ტორტის დიდი ლუკმა კოვზით.ერთი ლუკმა დემნასი იყო ერთიც ლიკასი,მთელი თეფში ისე გაათავეს,რომ ერთმანეთსათვის თვალი არ მოუცილებიათ და ხმაც არ ამოუღიათ.
_ ლიკუნა დღეს ძალიან დაღლილი ვარ,მოდი დავიძინებ და ფილმს ხვაკ დილით ვუყუროთ,ხვალ არსად მივდივარ,სულ აქ ვიქნები შენთან_ სუფთა თეთრეულს ხელკ დაავლო და დივნისკენ წავიდა.
_ კარგი_ მშვიდად ჩაილაპარაკა,ერთ მხირვ ესიამოვნა,რომ დემნას მისი შენიშვნა ახსოვდა,მაგრამ მეორე მხრივ სიცარიელე იგრძნო,რატომღაც ეგონა,რომ მის გვერდით დაიძინებდა.ხმამაღლა კი არაფერი უთქვამს,საბანში გაეხვია და თვალი ფანჯრის მინაზე მოთამაშე წვიმის წვეთებს გაუშტერა.
როდის,როდის ჩაეძინა,თუმცა არა დიდი ხნით,მალე გაისმა,სადღაც ძლიერი მეხის ხმა და ფანჯრებში ელვის შუქმა შემოანათა.ლიკა შეხტა,ცივმა ოფლმა დაასხა,საბანი მუჭში მოიმწყვდია და დაფეთებულს ცრემლები მისდაუკითხავად ნიაღვარად დაედინა ლოყებზე.
აკანკალებულს მხოლოდ თვალებიღა უჩანდა და იმის გამბედაობახ კი არ ეყო,რომ დემნასთვის შველა ეთხოვა.მაგრამ ეს არც დასჭირდა,მაშინვე იგრძნო ძლიერი და თბილი ხელების შეხება მის მხრებსა თუ მუცელზე,მთელი სხეულით მიიკრა მკერდზე და ყურთან ახლოს ჩასჩურჩულა:
_ნუ გეშინია შენთან ვარ,ნუ გეშინია_ მთელი ძალით იკვარდა გულში და ყვრიმალებს უკოცნიდა.
აკანკალებული და შეშინებული ქალი სწრაფად შებრუნდა მისკენ და სხეულზე მჭიდროდ შემოხვია მისი სუსტი ხელები,სახე მის ყელში ჩარგო და ასლუკუნდა:
_ მეშინია დემნა,მეშინია.
_ აქ ვარ,დამშვიდდი აქ ვარ.
მასზე მოწებებულ ქალს სახეს უკოცნიდა და მის მკლავებში მონდომებით იფარავდა.
აკანკალებული და შეშინებული ქალი სწრაფად შებრუნდა მისკენ და სხეულზე მჭიდროდ შემოხვია მისი სუსტი ხელები,სახე მის ყელში ჩარგო და ასლუკუნდა:
_ მეშინია დემნა,მეშინია.
_ აქ ვარ,დამშვიდდი აქ ვარ.
მასზე მოწებებულ ქალს სახეს უკოცნიდა და მის მკლავებში მონდომებით იფარავდა.
გარეთ კი ზაფხულის თავსხმა წვიმა და ჭექა-ქუხული გამეტებით ხმაურობდა.ბეღურასავით დამფრთხალი და შეშინებული ლიკა მთელი სხეულით ძიგძიგებდა და ქმრის მკერდს ტკიპასავით მიეკრო.როდის ,როდის დამშვიდდა და ჩაეძინა დემნას ძლიერ და მზრუნველ მკლავებში.მთელი ღამე არ გატოკებულა,არ სურდა ძლივს დამშვიდებული ისევ აეფორიაქებინა.
დილით პირველს ლიკას გაეღვიძა.წამით დააბნია სიტუაციამ,მამაკაცს მთელი სხეულით შემოხვეოდა სუროსავით მისი სუსტი ხელებით და ფეხებით,მკვეთრი მოძრაობით გაეცალა,საწოლის მეორე კიდისკენ გადაიწია და საბანი ცხვირამდე აიტანა თვალებს დაბნეული და დამორცხვებული აკვესებდა ლამაზ ბრიალა თაფლისფერ თვალებს და უცდიდა,როდის გაიღვიძებდს დემნ,მანამ კი წინა ღამის ყველა დეტალი ამოუტივტივდა გონებაში.მაშინვე მოეშვა დაძაბულობა,თითქოს გონება გაუნათდაო,მიხვდა ეს დახმარება იყო და არა ძალდატანება.საშინლად მოუნდა ისევ მის მკლავებში ამოეყო თავი,ლოყა ფრთხილად დაედო მის მკერდზე და ესმინა თუ როგორ რითმში ძგერდა ის,ოდნავ მიიჩოჩა გაუბედავად მისკენ,მაგრამ ამ დროს დემნაც შეიშმუშნა და შეფხიზლდდა.
_ დილამშვიდობის_ ნამძინარევი დს უფრო დაბოხებული ხმით მიესალმა და გაუღიმა.
_ დილამშვიდობის_ მისმა უშუალობამ უფრო მეტად მოუხსნა კომპლექსი და საბანი უფრო ხალვათად გადაიფინა სხეულზე.
_ როგორ გამოიძინე?_ ჰკითხა და მსუბუქად შეეხო თითებით ბალიშზე მიფენილ ცოლის წაბლისფერ კულულებს.
_ ბავშვივით_ გაუღიმა და მის თითებს თვალი გააყოლა_ მადლობა.
_ აწი ასე დავიძინოთ.
_ ასე?_ წარბები მაღლა აზიდა, რომ გაიხსენა თუ როგორ იყო მიხუტებული მასზე_ასე,როგორ?
_ ერთად,ერთად ლიკუ_მიუხვდა ფიქრებს ქმარი,ჩაეღიმა,საბანი გადაიძრო,იქვე მიდებულ შარვალს დაწვდა და სააბაზონესკენ წავიდა..
თვალის გაყოლება გაუჭირდა ლიკას,ძნელი იყო გეცქირა დემეტრეს გარუჯული და დაკუნთული სხეულისათვის და ნერწყვი არ გაგჩხეროდა ყელში.
ნახევარ საათში უკან გამოვიდა,ჩაიცვა,თავი მოიწესრიგა,მერე კი ცოლისკენ შებრუნდა,რომელიც ისევ საბანში იმალებოდა.
_ დღესაც თბილისში მივდივარ ლიკა,ოღონ ისე გვიან აღარ მოვალ,თუ რამე დაგჭირდეს დამირეკე_ მისკენ დაიხარა და ცოლს ერთჯერ ,მაგრამ გემრიელად აკოცა ტუჩებში და ოთახიდან გავიდა.
ლიკას აღარ გაკვირვებია ქმრის ასეთი საქციელი,ალბათ ის უფრო გაუკვირსებოდა უამისოდ,რომ გასულიყო ოთახიდან.გაეღიმა,ჯერ კიდევ დანამულ ტუჩებზე ფრთხილად გადაისვა თითები და უცნაური გრძნობით შეპყრობილმა კმაყოფილი მოჭუტა თვალები.
დილა სასიამოვნო და მზიანი გათენდა თუმცა უკვე დემნას გარეშე დღე საოცრად ერთფეროვანი და მოსაწყენი გახდა.წამდაუწუმ საათს უყურებდა,ექთნის მიერ მოწოდებულ წამლებს ქათამივით ყლაპავდა.დროის გასაყვანად ჯერ მამას დაურეკა,მერე ეკას,მერე ბიძაშვილებს.დრო კი მაინც მოსაბეზრებლად იწელებოდა.
ვერც დემეტრე ისვენებდა,მხოლოდ ფიზიკურად იყო სამუშაოზე, გონებით და სულით კი სახლში ლიკასთან,საწოლში მჭიდროდ ხეკებშემოკრული და ნებიერად მძინარე.
_ ჰა ახლა იდეების გენერატორო მომაწოდე ,რამე ჭკვიანური და სასარგებლო აზრი_ როგორც იქნა მთელი დღის ნაგროვები საფიქრალი გაუმხილა ბექას უკანა გზაზე წამოსვლისას,თან წარბები მხიარულად შეათამაშა.
_ მე,რომ არ გყავდე რაააა_ მუჯლუგუნი ჰკრა და გულიანად გადაიხარხარა.
_ თუ მეხმარები ბოლომდე,ძმა არ ხარ_ მისი დაცინვა გაატარა და ისევ თხოვა.
_ კარგი_ უცებ გაუნათდა თვალები_ ერთი იდეა მაქვს,მოდი ამ საღამოს ვითამაშოთ.
_ რა?
_ თამაშის არსი შემდეგია- დავწერთ ფურცელზე რამე ცხოველს ან პიროვნებას,რეალური სამყაროდან ,ან წიგნიდან,ან ფილმიდან და ისე,რომ სხვამ არ წაიკითხოს გავუცვლით გვერდით მყოფს მის დაწერილ ფულრცელში,მერე მის მოცემულ ფურცელს დავიკრავთ შუბლზე,ან ქუდზე როგორღაც რა,ისე,რომ არ დავხედავთ და დანარჩენებს ვუსვამთ კითხბეს,რომ გამოვიცნოთ საკუთარი თავი,თუ ვინ ვართ.
_ ძალიან მაგარია,ყოჩაღ რა…..ჰო და რამდენი კითხვის დასმა შეგვიძლია?
_ვთქვათ 5.
_ კარგია.რამდენი უნდა ვიყოთ მოთამაშე?
_ ყველაზე ცოტა 4.
_ და ჩვენ,რომ სამი ვართ _ გაღიმებული სახე ისევ მოეღუშა.
_ ხომ შეიძლება თეონაც დავპატიჟოთ_ დაძაბული სახით შეაპარა მისი აზრი.
_თეონა? _აშკარად გაუკვირდა_ სად გაგახსენდა?
_ რა იყო,მშვენიერი გოგოა,ჩვენი თანატოლი თითქმის_ დამაჯერებელი არგუმეტების მოყვანა დაიწყო.
_ რას იმართლებ ბიჭო თავს,განა წინააღმდეგი ვარ,პირიქით,თეო ძალიან მაგარი გოგოა,ვუთხრათ თეოს…..ისე მართლა,რამ გაგახსენა,თუ……._ თვალები ეშმაკურად მოჭუტა და მეგობარს გამომცდელად მიაჩერდა_ ჰა ახლა აღიარე.
_ დავუძახოთ თეონას_ სერიოზული სახით ჩაილაპარაკა,მაგრამ დემეტრე ბექას ხუთი თითივით იცნობდა,ამიტომ მისთვის გასაგები იყო ყველაფერი,აღარ ჩაძიებია.სახლამდე არ ამოუღიათ ხმა.
ექთანი წასული იყო უკვე,თეონა სამზარეულოში ფუსფუსებდა
ქეთო ბებოსთან ერთად.
_ ბექნუ მე ლიკასთან ავალ ვნახავ დს თან ჩვენს გეგმებზე ვეტყვი შენი კი თეოს უთხარი_ თვალი ჩაუკრა და მსუბუქად უბიძგა სამზარეულოსაკენ.
ბეწამ არაფერი უპასუხა,მხიარულად გააქნია თავი და სამზარეულოსკენ აიღო გეზი.
_თეო შენთან წინადადებით ვარ მოსული.
_ გისმენთ ბატონი ბექა_ მორცხვად დახარა თავი გოგონამ.
_ პირველ რიგში ბატონოს გარეშე შენობით ვილაპარაკოთ.
_ კარგი….ბექა
_ თუ სურვილი გაქვს,გვინდა ეს საღამო ჩვენთან ერთად გაატარო,მე,ლიკა და დემნა ვიქნებით.
_ მე…._ დაიბნს მოულოდნელი შემოთავაზებისაგან_ სახლში ჩემებს გავაფრთხილებ.
_უთხარი,რომ თუ შეგაგვიანდება ჩვენ მიგიყვანთ და არ ინერვიულონ_ გააფრთხილა და კმაყოფილი გამოვიდა სამზარეულოდან.
საკუთარი ოთახის კარზე დაკაკუნება ლამისაა ჩვევად ექცა დემეტრეს,ნებართვის შემდეგ ფრთხილად შეაღო კარი და შეაბიჯა.
_ აბა,როგორ გრძნობს თავს ჩემი ცოლი?_ თან საწოლის კიდეზე ჩამოჯდა და მისი თბილი ხელები მუჭში მოიქცია.
_ მოწყენილად_ გაბუსა ტუჩები.
_ ბექამ ერთი კარგი იდეა მომაწოდა,ვფიქრობ ურიგო არ უნდა უყოს,რაღაც საინტერესო და სახალისო თამაშია,ჯერ ვითამაშოთ ,მერე კი ჩვეულებისამებრ რამე ფილმს ვუყუროთ ,რას იტყვი?_ თქვა და ინტერესით დააკვირდა ცოლის თვალებს,აშკარად ჭინკებმა გაიღვიძეს.
_ ვინები?_ ცნობისმოყვარეობა ყელში ებჯინებოდა.
_ მე შენ,ბექა და თეო_ თქვა და გაეღიმა.
_ თეო ვისი იდეა იყო_ ღიმილის მიზეზს მიუხვდა ქმარს.
._ ვფიქრობ კარგი არჩევანია,მე გამახარებს.
_ მეც_ მხიარულად შეირხა საწოლზე ახალი ამბით ავსებულმა.
_მოემზადე და ქვემოთ მისაღებში ჩავიდეთ….. ჩაგიყვან_ თქვა და ცოლს წყურვილით სავსე თვალები შეანათა.
უხმოდ დაუქნია თავი ლიკამ და სკამზე მიფენილს ტანსაცმელს დაწვდა.
მსუბუქად ამოსდო ცოლს ხელები მუხლებს ქვემოთ და მხრებთან და მკერდზე მიიწვინა,ლიკა დაიძაბა,ცდილობდა არ მოდუნებულიყო,მაგრამ დემნასგან მომავალ სითბოს და სურნელს ვერ უმკლავდებოდა,თავბრუს ახვევდა,მით უფრო,რომ დემეტრე მას ჩვილი ბავშვივით იკრავდა გულში და შიგადაშიგ მის თმებს ცხვირით ეხებოდა,ნელი ნაბიჯებით მიჰყვებოდა ჩამავალ კიბეებს.
ლიკა საბოლოოდ მოეშვა,მშვიდად ჩამოსდო თავი მეუღლის მხარზე და თვალები დახუჭა.მისი ცხვირის წვერი დემნას ყელს ეხებოდა ბიბილოს დაბლა,ყოვეკ მის ამოსუნთქვაზე,როცა მისგან წამოსული თბილი ჰაერის ნაკადი კაცს ყელზე მოელამუნებოდა სიამოვნებისაგან თვალები ებიდნებიდა და სუნთქვა უხშირდებოდა.
ისე ჩამოსვა ქმარმა დივანზე,რომ არც კი უგრძვნია,როდის შეაბიჯეს მისაღებ ოთახში.უხერხულად შეიშმუშნა და დამხვედრთ გაუღიმა.
_აბა ,როგორ ხართ?_ თვალი მოავლო ყველას.
_აზარტულად_ მაშინვე დაავლო პატარა თაბახის ფურცლებს ხელი და კალამთან ერთად დაბარჩენების კუთვნილ ადგილებზე დადო.შუაში პატარა ჟურნალების მაგიდა მიიჩოჩეს,სამზარეულოდან კი უზარმარაზი ჯამით ,რომელიც სავსე იყო ახალული ბატიბუტით თეონა გამოვიდა.
_ ვაიმე რა სურნელი დაატრიალე_ პატარა გოგოსავით ადგილზე აცქმუტდა ლიკა და სიხარულის ნიშნათ ტაში შემოსცხო..
_ ლიმონათიც იქნება_ მაშინვე უკან გაბრუნდა და ცივი სასმელიც მოიტანა.
ახლა უკვე ყველა ადგილზე იყო.ბექამ ზედმიწევნით გასაგებად აუხსნა გოგონებს თამაშის წესები.ყველანი მის კუთვნილ ფურცლებს დაწვდა და წერასც დაიწყეს.
ლიკამ ვირი დაწერა,დემეტრემ ფიონა და ერთმანეთში გაცვალეს.თეონამ დათვი დაწერა ბექამ კი ნეფერტიტი და მათაც ერთმანეთში გაცვალეს.
_პირველი ვინ იწყებს? _ ეშმაკურად აუციმცუმდა თვალები,წარმოიდგინა წინასწარ თუ რისი გამოცნობა მოუწევდა დემნას და კმაყოფილმა ჩაახველა.
_ ჩვენ დავიწყოთ_ შუბლზე პლასტელინით მიმაგრებულ მინიშნებას კიდევ უფრო მიაწვა დაზღვევისათვის და მოთამაშეებს თვალი მოავლო.ყველას ისტერიული სიცილი წასკდა.
_ რა?_ თავადაც გაეღიმა ,მაგრამ რაზე ჯერ არ იცოდა..
_ ვითამაშოთ და გაიგებ_ წარბები ეშმაკურად აათამაშა და მისი კუთვნილი სიტყვა ხელებში მჭიდროდ მოიქცია.
_ კარგი პირველი კითხვა თეონას_ მისკენ შებრუნდა_ ორი ფეხი მაქვს თუ ოთხი?
_ ოთხი_ ფხუკუნით უპასუხა..
_ ოოო_ მისი ემოცია ლიკასკენ იყო მიმართული,რომელიც ძლივს იკავებდა ხარხარს_ ანუ ცხოველი ვარ და ბექა შემთხვევით კუდი და დიდი ყურებიც ხომ არ მაქვს?
_ კიიი_ ბექაც გასკდომაზე იყო.
_ ქალბატონო ლიკა_ ახლა ცოლს მიუბრუნდა,ტუჩები ერთმანეთს ძლიერად მიადო და ღიმილით დააქნია თავი_ როგორ ხმას გამოვსცემ?
_ იჰოო,იჰოოო,იჰოოო_ ჭიხვინებდა და მთელი სხეულით ძიგძიგებდა სიცილისაგან.
_ ანუუუ მე ვირი ვარ_ თქვა და ფეხზე წამოხტა,ცოლს ორივე ხელებით უღიტინებდა_ ანუ მე ვირი ვარ არა,ე.ი.ვირი, კალოშევიანი პროვინციელი არ გეყო არა.
ლიკა და ლამის სიცილისგან გულწასული ფართხალებდა და ძლივს აბამდა ორ სიტყვას თავს_ არა გთხოვ.
როგორხ იქნა,ორივე დამშვიდდა.
_ ახლა შენი ჯერია_ რევანშისთვის მოემზადა და კიდევ ერთხელ შეათვალიერა ლიკას შუბლზე მისი დაწერილი ფიონა.
_ ვლაპარაკობ?_ პირველად ქმარს ჰკითხა.
_ მშვენივრად.
_ კარგი,ქალი ვარ თუ კაცი? ახლა ბექას მიუბრუნდა.
_ ქალი_ უკვე სიცილისთვის მოემზადა ყველა.
_ კარგი,თეო რეალური ქალი ვარ თუ გამოგონილი?
_ გამოგონილი.
_ დემნა სუსტი ვარ თუ მსუქანი?
_ გააჩნია დროს_ თქვა და ჯამიდან მუჭით ამოიღო ბატიბუტი.
_ აჰაა,თეო მწვანე ვარ?_ თეოს ჰკითხა მაგრამ თვალი დემეტრეზე ეჭირა,რომელსაც ორივე ლოყები ბატიბუტით ჰქონდა გამოტენილი და მოსალოდნელი რისხვის ასაცილებლად თავს სასახულოდ აქნევდა.
_ ფიონა არა? მოიცა გამოვკეთდე ნახე რა დაგემართოს,აი ნახე,ეს სიაში მეშვიდეა უკვე_ გაბრაზებული თითს სასაცილოდ აქნევდა.
_ მოიცა შენ ამ ყველაფერს იწერ? სია გაქვს?_ გაოცება ვერ დამალა დემეტრებ,თან მის სიტყვებზე ეცინებოდა.
_ აწი დავწერ_ უკან არ დაიხია.
_ კარგი,თუ გამოგრჩება შეგახსენებ ხილმე_ ისევ ხარხარი ატეხა ყველამ.
_ ახლა ჩვენი ჯერია_ მოითქვეს თუ არა სული ახლა თეოს მიუბრუნდა ბექა და შუბლზე ფურცელი მიიწება.
_ აბა ნუ მაწვალებთ და პირდაპირ მითხარით ვინ ვარ,ლომი,მგელი თუ ვეფხვი_ თქვა და მხრები განზე გაშალა,ათლეტების საყვარელი პოზა დაიჭირა.
_ დათვი_ სავარძლიდან ლამის გადავარდა დემნა და თეო.
_ ჰოოოო,დათვსაც არაუშავს_ კმაყოფილმა ჩაილაპარაკა და კოყებ აფორაჟებულ თეონას თვალი ჩაუკრა,ქალი უფრო გაწითლდა.
_ ახლა კი შენ თეო_ ფურცელს ხელი დაავლო და ფრთხილად მიაწება შუბლზე.
_ კარგი_ მორიდებით მოავლო თვალი ყველას და ლიკაზე შეჩერდა_ ადამიანი ვარ?
_ კი ჩემო კარგო.
_ ნამდვილი თუ გამოგონილი?_ დემეტრეს მიუბრუნდა.
_ ნამდვილი.
_ რითი ვარ ცნობილი? _ ძლივს გაუსწორა მზერა ბექას.
_ შენი სილამაზით_ წამიერი სიჩუმე ჩამოვარდა,ეს კითხვის პასუხი იყო,მაგრამ ყველამ იგრძნო,რომ ბექა მხოლოდ ნეფერტიტს არ გულისხმობდა.
_ ანუ ქალი ვარ_ უცებ შებრუნდა ლიკასკენ_ სამეფო გვარისა ვარ თუ გლეხი?
_ სამეფო გვარის.
_ ნეფერტიტი?_ რატომღაც ისევ ბექას მიუბრუნდა.
_ ნამდვილად_ კმაყოფილმა ჩაილაპარაკა.
_ ახლა კი ფილმს ვუყუროთ_ დემეტრე ცოლის გვერდით მოკალათდა,ბექა და თეო ერთად დასხდნენ.
ტელევიზორში,რომაული არდაგებები დაიწყო,დემნა უფრო ახლოს მიიწია ლიკასკენ და მხრებზე ხელი მოხვია,თვალებში ჩახედა,ალბათ იქ სურდა პასუხის ნახვა მოსწონდა თუ არა მას ეს.ქალი დაყვა მის სურვილს,მკერდზე ნაზად მიადო თავი და კალთაში ბატიბუტის ჯამი დაიდო.
საოცარი ატმოსფერო სუფევდა მთელს ოთახში.ფილმის მხიარული ხმები ჰარმონიულად ერწყმოდა შეყვარებულების აჩქარებულ გულისცემას და სიყვარულით გაჟღენთილ სურნელს.
ლიკას მშვიდად ჩამოედო თავი ქმრის მხარზე,ფეხები მოეკეცა დივანზე და ორივე ხელებით სუროსავით შემოხვეუდა მის მარჯვენას.დემნაც კმაყოფილი შიგადაშიგ გადმოხედავდა კნუტივით მოცუცქებულ ცოლს კმაყოფილი და ბედნიერი და მომღიმარი სახით ისევ ტელევიზორისკენ შებრუნდებოდა.
თეო და ბექა კი საკმაოდ მოკრძალებულად და დინსტანციურად ისხდნენ ერთმანეთთან.როგორც კი თვალს გააპარებდა ბექა ქალისკენ,ეს უკანასკნელი ნერვიულობისაგან და მღელვარებისაგან იბრაწებოდა ლოყებზე და თვალებს დაბლა ხრიდა.და მაინც საოცრება იყო ის წუთები,ვნებით და ოცნებით სავსე,იმედითა და რწმენით სავსე.
უფრო მეტად იგრძნო სიმძიმე დემნამ მხარზე, დაიხედა,ლიკას უკვე ღრმად ჩასძინებოდა და მშვიდად სუნთქვადა.
_ წავედით ჩვენ_ ხმადაბლა გადაულაპარაკა ბექას და თეონას,მერე ცოლი ფრთხილად აიხუტა გულზე და ოთახიდან გავიდა.
კნუტივით მოკალათდა მის მკლავებში ქალი,ლოყებს და ტუჩებს ნაზი ვარდისფერი ელფერი მოედო,მის შემხედვარე კაცს საოცარმა სურვილმს მოუარა ,რომ ამ ფუმფულა და სავსე ტუჩებზე ეკოცნა ,მაგრამ მაინც შეძლო საკუთარი თავის მოთოკვა,ყურადღება ამავალ კიბეებზე გადაიტანა და ოთახის კარს ზურგით მიაწვა.
მსუბუქად შეაცურა საწოლში ქალი და თავადაც მიუწვა გვერდით.თუმცა ისეთი დაჭიმული და ვნებით სავსე იყო მის თვალს რული არ ეკარებოდა.ვერ ისვენებდა,შეტოკდებოდა თუ არა ლიკას ნაზ და თბილს სხეულს ეხებოდა,ეს კი უფრო მეტად აგიჟებდა.შეშლილივით წამოხტა საწოლიდან და საცვლების ამარა ჩაირბინა კიბეები,ეზოში გავიდა,საოცრად ესიამოვნა ღამის სიგრილე და სუფთა ჰაერი,თითქოს დაამშვიდა და დააცხრო მისი სურვილი და აფორიაქება,იქვე ჰამაკში გადაწვა და ბექას დაელოდა,როდის მობრუნდებოდა თეოს სახლიდან.ახლა ყველაზე მეტად მასთან საუბარი მოიყვანდა გონზე.
თეო არც ისე შორს ცხოვრობდა,ამიტომ ბექამ ფეხით გასეირნება შესთავაზა და თანხმობაც მიიღო.
_ ალბათ შენებს უკვე სძინავთ_ საუბრის წამოწყება სცადა მამაკაცმა.
_ შეიძლება,მაგრამ მამა არ დაიძინებდა,ყოველთვის მელოდება_ სახეზე კმაყოფილი ღიმილი მოეფინა,საოცრად თვალის მომჭრელი იყო მთვარის შუქზე მისი წითელი ტუჩები და ქათქათა კბილები.
_ დედისერთა ხარ თეო?_ ფეხს შეუნელა,არ სურდა ძლივს აწყობილი დიალოგი უცებ დამთავრებულიყო.
_ არა ძმა მყავს ,შენი ხნის ნოდარი ჰქვია_ ცოტა ხნით პაუზა გააკეთა_ შენ? შენ გყავს დედმამიშვილი?_ იმდენად მორცხვი იყო თვალს ვერ უსწორებდა და სადღაც სივრცეში იყურებოდა.
_ კი მყავს,ძმაც და დაც,მშობლებიც,თუმცა აქ არცერთი არ არიან,ყველანი ფინეთში ცხოვრობს,მეც იწ ვცხოვრობდი წლების მანძილზე მაგრამ სამშობლოში ყოფნა ვარჩიე,ჩამოვედი,დემნას წყალობით კარგი სამსახური ვიშოვე…… და არა მარტო_ ბოლო სიტყვები უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა და გვერდულად გახედა ქალს.
_ ანუ აქ აპირებ დარჩენას?
_ რათქმაუნდა….შენ ?შენ რას აპირებ თეო?
_ რატომ მეკითხები?_ ვერ მიუხვდა.
_ სწავლას ვგულისხმობ.
_ აჰა,ჰო,კი ვაპირებ,უფრო სწორად სექტემბრიდან უკვე თბილისში გადავდივარ , აღმოსავლურ ენებზე ჩავაბარე,მანამ კი აქ ვმუშაობ ბატონ დემეტრესთან,შემომთავაზა,შენ ჯიბის ფული გექნება მე კი დამხრალე მეყოლებოდა,ჰოდა ზამთრის მერე აქ ვარ.
_ მშვენიერია,აღოსავლური ენები….ეგზოტიკა….. სექტემბრიდან მეც თბილისში გადავდივარ სამუშაო გრაფიკი მეცვლება,აქედან ვერ ვივლი მითუმეტეს,სტუმარი ვარ,მთლად გასაგდებად ხომ არ გავიხდი საქმეს_ მისივე სიტყვებმა გააღიმა.
_ შენც გადადიხარ?_ მხოლოდ ეს სიტყვები მოხვდა მის ყურს და დაიმახსოვრა.
_ ჰო..._ ესიამოვნა მისი დამოკიდებულება_ თეო შეიძლება ,როცა თბილისში ვიქნები,ვიქნებით დაგირეკო და გნახო ხოლმე?_ მოლოდინისაგან სუნთქვა შეეკრა,ადგილზე შედგა და შეუმჩნევლად აცახცახებული თეოსკენ შებრუნდა.
_ კი …..შეიძლება_ მშვიდად ჩაილაპარაკა.
_ ჰოო?_ შვებით ამოისუნთქა_ მშვენიერია,თუ ასეა შენს ნომერს ჩავიწერ_ თქვა და ტელეფონი მოიმარჯვა.ნომერი ჩაიწერა.უკვე თეოს სახლთანაც მისულიყვნენ.
_ აი მოვედით_ ჭიშრის სახელური ჩამოწია და ერთი ნაბიჯით ეზოში შევიდა.
_ ხვალამდე თეო_ ხელი ჰაერში აწია და თითები უცნაურად აათამაშა.
_ ხვალამდე_ ქალმაც მომღიმარი დაემშვიდობა და სახლისკენ შებრუნდა.
ხელი ნელი მოძრაობით დაუშვა,მაგრამ შინაგანად იმდენად აფორიაქებული იყო,რომ წასასვლელად ფეხს ვერ დგამდა.
_ თეო_ ისევ გოგონას გასძახა,მისკენ ჩქარი ნაბიჯით წავიდა,ნიკაპზე საჩვებელი თითი ამოსდო და მის წითელ ტუჩებს დაეკონა,ერთი შეხებით,მაგრამ ხანგრძლივი და მადიანი შეხებით,იგრძნო ქალი არ ეწინააღმდეგებოდა,მსუბუქად მოაცილა მის ტუჩებს მიწებებული მისი ბაგეები,თვალდახუჭულმა ხარბად შეისუნთქა მისი სურნელი და მცირე დისტანციაზე გაიწია,პირველმა გაახილა თვალი,თეო ჯერ კიდევ თვალმილულული იმავე მდგომარეობაში გარინდულიყო.
_ ხვალამდე_ ბედნიერმა ჩაილაპარაკა,ქალს ლოყაზე ხმაურით აკოცა და უკან ჩქარი ნაბიჯით გაბრუნდა.
ჭიშკირს ხმაურმა გამოაფხიზლა დემნა.საცვლის ამარას ჰამაკში ჩასძინებოდა.თვალები მძიმედ მოიფშვნიტა და წამოჯდა..
_ სად იყავი ბიჭო აქამდე?_ მისი გაბრწყინებული სახის შემხედვარეს მასაც გაეღიმა,ძნელი გამოსაცნობი არ იყო თუ რა აბედნიერებდა მას.
_ თეოს ვაკოცე_ სწრაფად მიახალა და ისიც მის გვერდით ჩაეშვა ჰამაკში.
_ რაა? _ მთელი სხეულით მისკენ შებრუნდა.
_ მიყვარს.
_ ჰოო?
_ 15 წლის ბიჭივით ვარ აჟიტორებული_ თავისივე ნათქმამმა გაამხიარულა და ხმამაღლა გაიციანა.
_ ნუთუ? სხვა დროს ხომ რას ამბობ ისეთი სერიოზული ხარ,თითქოს იმდენის ხარ,რაც სინამდვილეში_ მისი მხიარულება მასაც გადაედო.
_ ნუ დამცინი,და საერთოდ შენ მე არ უნდა დამცინოდე…..ჟოფრეი_ ახლა უფრო ხმამაღლა ახარხარდა.
_ ეგ რა შუაშია?
_ შრამი გაკლია,ანჟელიკა კი საძინებელში გყავს_ ისტერიულ სიცილში გადაეზარდა ხარხარი.
_ ნუ როხროხებ ლიკას გაეღვიძება_ მასაც ეცინებოდა მის ცანცარობაზე, კიზერზე მკლავი მოხვია და მისკენ მჭიდროდ მოზიდა.
_ ჰო კაი კაი,ამ ბედნიერ წუთებს ნუ ჩამამწარებ და ნუ მომკლავ_ დემეტრემ ხელი შეუშვა_ ამ შუაღამისას ამ ფორმაში გარეთ რა გინდა? თუ ჩემმა რძალმა გამოგაპანღურა?_ ატეხილი იყო და სიცილით იგუდებოდა.
_ მე თავად წამოვედი_ ხელი ბოლომდე უშვა_ ვერ ვუძლებ.
_ რას? _ ხმა დაუსერიოზულდა.
_ მის სიახლოვეს,რომ ვერ ვეხები.
_ შეყვარებული ხარ ძმაო შეყვარებული_ ისევ ხარხარი ატეხა_ ოოოო ეს რა დღე გვითენდება ჟოფრეი.
_ მოკეტე და ასე ნუ მიძახი,კალოშები და ვირი არ მაკლდა.
_ შეყვარებული ჟოფრეი_ თავისას არ იშლიდა.
_ შენ დღეს ჭკუაზე არ ხარ,წავედი მე_ მასზე ვერ ბრაზდებოდა,ხელი გამოსამშვიდობებლად აუქნია და სახლში შევიდა.
ლიკას ისევ ღმრად და მშვიდად ეძინა.ზურგზე დაწვდა,ფრთხილად დაწვდა ცოლის ხელს,ორივე მუჭში მოიქცია და მკერდზე დაიდო და თვალები დახუჭა.
_ მართალი ხარ ბექა_ მომღიმარი სახით ჩაიჩურჩულა.
მეორე დღეს ისე ადგა და წავიდა ლიკას არაფერი გაუგია.თბილისში იყო უკვე ჩასული დემნა,რომ მისმა ზამრმა გააღვიძა.
_ისევ გძინავს? ძილისგუდა ახლა უკვე 11 საათია_ ცოლის ნამძინარევმა ხმამ გაამხიარულა.
_ ტოროლა ხარ შენ_ ბავშვივით ჩაიდუდღუნა და თვალები მოიფშვნიტა.
_ ლიკუნა_ იშვიათად ეძახდა მოფერებით,მიუჩვეველი იყო,მაგრამ ყოველ ჯერზე უცნაურად უფეთქავდა გული,და არა მარტო მას,ლიკაც ასეთ დღეში იყო_ ორი დღე ვერ მოვალ.
_ რატომ?_ გულისწყვეტა მის ხმაშიც იგრძნობოდა.
_ ახალი ბრენდის პრეზენტაცია მაქვს ხვალ დილით,მომზადებაა საჭირო,ამიტომ ზეგ დილით ან საღამოს ჩამოვალ,შენ არ მოიწყინო,ექთანი,თეო და ქეთო ბებო შენთან იქნებიან,ჰო დედაჩემიც ჩამოვა ამ საღამოს,ასე,რომ არ მოიწყინო,ორი დღე მალე გავა და მოვალ.
_ ბევრია_ ტირილამდე აღარაფერი უკლდა.
_ ვიცი…._ ამოიოხრა_ ტორტი მოვიტანო? ამჯერზე რისი გინდა?_ თემა შეცვალა.
_ ალუბლის..ალუბლის მინდა.
_ კიდევ?
_ ნაყინი ბევრი ნაყინი
_ კიდევ?
_ მმმ,კიდევ? ზეფირი და მარმალადი
_ მოიცა შემახსენე რამდენი ელის ხარ?
_ 23_ გულუბრყვილოდ უპასუხა.
_ და მაინც პატარა გოგოს სურვილები გაქვს_ საოცარი სითბო იღვრებოდს მის ხმაში_ კარგი ლიკუ ყველაფერს მოგიტან,არ მოიწყინო,დროებით.
გათიშულ ტელეფონს მანამ უყურა,სანამ ექთნის მიერ შემოღებულმა კარმა გონზე არ მოიყშვილო
დღემ ჩვეულ რუტინულ რითმში ჩაიარა ბიჭების გარეშე,შუადღისკენ თამილაც ჩამოვიდა.გაიხარა რძალი უკვე მისაღებ ოთახში მოკალათებული ,რომ დახვდა.ბევრი ტკბილეული და საჩუქრები ჩამოუატანა.
_ მოიწყინე ხომ შვილო_ მზრუნველად გადაუსვა წაბლისფერ თმებზე თავისი თბილი ხელები,სიამოვნებისაგან მოჭუტა თვალები ლიკამ,წამით წარმოიდგინა,რომ დედის ხელები ეფერებოდა,ნეტარებით მილულა თვალები და მის მკერდს მიეყრდნო.
_ ახლა კარგად ვარ_ კმაყოფილმა ჩაილაპარაკა და კიდევ ერთხელ გაიტრუნდა მის მზრუნველ ხელებში,ქალიც მონდომებით უვარცხნიდა თითებით თმებს და ათას ამბებს უყვებოდა,ლიკას არც არაფერი ესმოდა,ის მხოლოდ გრძნობდა,სითბოს და სიყვარულს ,რომეკსაც ასე იყო მონატრებული.
საღამოსკენ თეომაც მოიცალა მისთვის.ჩვეულებისამებრ ლიკას საძინებელში ტელევიზორის წინ მოიკალათეს ფილმის საცქერლად.
_ ლიკა ,რაღაც უნდა გითხრა_ მორიდებულად დახარა თავი.
_ გისმენ გენაცვალე _ ყურადღება მოიკრიბა და მისკენ შებრუნდა.
_ ბექამ…. იმ ღამით ბექამ….მითხრა,უფრო სწორად_ არეული ლაპარაკობდა და აზრს ვერ აყალიბებდა მღელვარებისაგან.
_ ჩემო გოგო ბექას უყვარხარ ხომ?_ წარბები მაღლა აზიდა და შეტყუპებული ხელები გულთან მიიტანა.
_ იცოდი?_ გაოცებულმა დაკვესა მისი ლამაზი თვალები.
_ არ უთქვამს მაგრამ ვხვდებოდი…. და შენ ? შენ რას ფიქრობ თეო?
_ შენ რას მირჩევ?
_ გულს მოუსმინე.
_ და შენ ლიკა?
_ რა მე?
_ შენ რას ფიქრობ შენც ცხოვრებაზე,რას უსმენ?
_ მე? არ ვიცი ლიკა.
_ იგივეს გეტყვი ,ბატონ დემეტრეს უყვარხარ,თან ძალიან.
_ ვითომ?
_ აბსოლუტურად,და შენც გულს მოუსმინე ლიკა.
_ ძნელია თეო.
_ საოცარი ოჯახი ჰყავს,ხომ მეთანხმებით,თამილა დეიდა ყველაზე თბილი ქალია ამ ქვეყანაზე,მამა,ძმა,ყველანი საუკეთესოები არიან,დემეტრე კი …… ერთს გეტყვი გაგიმართლა.ამიტომ იფიქრე და გულს მოუსმინე.
_ ვეცდები_ მეგობრულად მოუჭირა მის თითებს თავისი თითები და ისევ ტელევიზორისაკენ მიბრუნდა თუმცა ფიქრებით თეოს სიტყვებში დარჩა,იყო მასში ჭეშმარიტება და არა მარტო,იყო მასში მისი წილი სურვილიც და სიყვარულიც.
პრეზენტაცია საოცრად მომგებიანად მიმდინარეობდა,წარმატებით კმაყოფილი მეგობრები საკუთარ ღვინოს ნებიერად წრუპავდნენ და დარბაზში მოფუსფუსე საზოგადოებას თვალს ავლებდნენ.
_ ტუზი დაგეცა ძმაო_ ბექამ სამხიარულოდ მიზეზი იპოვა და მეგობარს მსუბუქად გაჰკრა მხარი.
_ რა?_ რეპლიკას ვერ მიუხვდა.
_ კარისკენ გაიხედე ვინ მოდის შენსკენ_ თავით ანიშნა.
_ ოღონდ ეს არა_ კბილებში გამოცრა ,მთელი ჭიქა ღვინო ერთიანად მოსვა და მეორეს დასწვდა_ ყველგან,როგორ მაგნებს.
_ სალამი ბიჭებო_ ქალმა მრავლისმეტყველი თვალები შეანათა დემნას და ხელი გაუწოდა.მხოლოდ კაცმა იცოდა რა იმალებოდა ამ მზერაში.
_ ოოო ნათია,როგორ ხარ?_ თავაზიანად მიესალმა და თავადაც ჩამოართვა ხელი.
_ შენგან დავიწყებული აბა როგორ ვიქნები_ თავი მოისაწყლა_ გავიგე დაოჯახდაო,იმედია ჭორია.
_ არა მართალია,დავოჯახდი.
_ როგორ შეგაბა,საინტერესოა_ ხმაში ერთაბაშად ირონიაც იგრძნობოდა და გულისწყვეტაც.
_ იმ ხერხებით ნამდვილად არა,როგორც შენ იბრძვი,ლამაზია,ჭკვიანია და განათლებული.
_ მიხარია_ ზიზღით წარმოთქვა ,მაგრამ წყენა მაინც არ შეიმჩნია და ყალბად გაიღიმა.
შენობის დატოვებისას ისე მოაწყო,რომ დემნასთან ერთად გამოსულიყო გარეთ,ბექა უკვე წასული იყო.
_ დემო ჩემი ტაქსი იგვიანებს და ხომ არ შეგიძლია სახლამდე გამიყვანო?_ თავი მოისაწყლა.
_ რატომაც არა_ ნაძალადევად გაუღიმა და თავისი მანქანისაკენ გაუძღვა.
ნათია უკან მოკალათდა,დაიქოქა თუ არა მანქანა ქალმა შეიცხადა.
_ ვაიმეეე,ჩემი კლაჩე ბართან დამრჩა.
_ ახლავე მოვიტან,შენ აქ დამელოდე_ უკვე ყელში ამოსდიოდა მისი მომსახურეობა და მეტიჩრობა,მანქანის ძრავი გამორთო და გადავიდა.როგორც კი შენობაში შევიდა,ქალი დემნას მობილურს დასწვდა და მალევე იპოვა ლიკას ნომერიც,მაშინვე ზარი გაუშვა..
_ გისმენ დემნა_ გაისმა მეორე მხარეს ნამძინარევი ხმა.
_ გამარჯობა ლიკა_ ხმა გაინაზა.
_ ვის ვესაუბრები?_ აშკარად დააბნია ქალის ხმამ.
_ მე ნათია ვარ.
_ და ჩემი ქმრის ტელეფონით რატომ სარგებლობთ? ან მე რატომ მირეკავთ?_ ნერვიულობისაგან ყბები დაეჭიმა და საწოლზე წამოჯდა.
_მინდა იცოდეთ,რომ დემეტრე ჩემი იყო,არის და იქნება,როგორც სხვა ნეტარ ღამეებს ისევე ამ ღამეს_ თქვა და გათიშა.
ლიკა გაიყინა,გაქვავდა,ტელეფონი თითებიდან ჩამოუსრიალდა.
კალთაში დავარდნისას იგრძნო,რომ ტელეფონი გაუარდა ხელიდან.იმდენად მოულოდნელი და ამოუხსნელი იყო ეს ზარი,დრო დასჭირდა სიტუაციაში გარკვევისათვის.საზურგეს მიყრდნობილი ფიქრებში ჩაიძირა,თვალებს,ხან ძირს დახრიდა , ხან კი წინ გაიხედავდა,აშკარად გადაფასებას და დახარისხებას ახდენდა გონებაში ის სიტყვების თუ მოვლენებისა,რომელიც რამოდენიმე წუთის უკან მოხდა.
საშინელი წვა იგრძნო ნესტოებში,ყელში თითქოს გორგალი გაეჩხირა,მის და უნებურად აუცახცახდა ნიკაპი და იგრძნო,როგორ დაუსველა ცრემლმა ღაწვები.თვალები ძლიერ მოჭუტა,ღრმად ჩაისუნთქა და საკუთარ თავს შემოსძახა.
_ დამშვიდდი ლიკა,ჯერ გავერკვათ…..ჯერ გავერკვათ_ ხელის მტევნები განზე გაზიდა და რამოდენიმეჯერ ღრმად ჩაისუნთქა.
_ რატომ განვიცდი,რატომ,რატომ?_ საკუთარ თავს უჯავრდებოდა და ჰკიცხავდა.წამით შედგა,თავისივე სიტყვებს ჩაუღრმავდა,მერე ისევ მოეღუშა სახე,თვალები ცრემლით აევსო და დანანებით ჩაილაპარაკა;
_ გიყვარს_თითქოს დაამშვიდა ამ აღიარებამ, კმაყოფილმა გაიღიმა და საბანში ჩაძვრა.
მთელი ღამე ბორგავდა,ვერ ისვენებდა,გონებაში კვლავ და კვლავ ტრიალებდა ერთიდსიგივე სიტყვები,რომელიც ნათიასგან მოისმინა.ტანჯვით დაათენდა.
არც დემნას ძილი იყო უშფოთველი,საშინელ შინაგან უკმაყოფილებას გრძნობდა ნათიასთან შეხვედრით და მისი სახლში მიცილებით.ვერ ხვდებოდა რა და რატომ ,მაგრამ გრძნობდა,ეს შემთხვევითი არ იყო.მეორე მხრივ კი ისეთი განცდა ჰქონდა,რომ ამით ლიკას უღალატა,მართალია ფიზიკურად არა,მაგრამ სულიერად.
მეორე დღეს გათენდა თუ არა ჯერ ტორტების მაღაზიაში და სანაყინეში შეიარა და მაშინვე გეზი ბექასთან ერთად სოფლისკენ აიღო.
_ რა ტელეფონზე ლაპარაკი აგიტყდა გუშინ საღამოს,რას დამტოვე იმ ბ...სთან_თითქოს ბექა იყო დამნაშავე.
_ ძიძად,როდის მერე დამნიშნე? არ იცი რა სულის პატრონია ნათია? ალბათ თავისი საძინებლისკენ გიტყუებდა_ არ შეიმჩნია მეგობრის სიფიცხე და მშვიდად უპასუხა_ იმედია არაფერი მიგიქარავს.
_ გასულელდი?როცა მივქარე ის არ მეყოფა?_ მთელს სიბრაზეს საჭეზე ანთხევდა ჩაფრენილი_ ლიკას მაგაში გავცვლიდი?
მის სიტყვებზე ბექას გაეღიმა,მსუბუქად გააქნია თავი,მეგობარს მხარზე მოუთათუნა ხელი.
_ ოჰ ჟოფრეი ჟოფრეი.
_ კიდევ ერთხელ დამიძახებ ასე და ალაზანში ჩაგახრჩობ_ მოჩვენებითი სიბრაზით დაუბღვირა.
ეზოში შესულებს მოფუსფუსე თამილა შეეგებათ.გემრიელად დაყკოცნა ლოყები ჯერ შვილს,მერე კი ბექას.მიუხედავად უამრავი გაფრთხილებისა,რომ პატარა აღარ იყო,დედა მაინც თავისას არ იშლიდა.
_ დე ლიკა სადაა?_ მოავლო თუ არა მისაღებს და სამზარეულოს თვალი მაშინვე მისკენ შებრუნდა.
_ ოთახშია შვილო,ჯერ მხოლოდ 9 საათია.
_ კარგი მე ზემოთ ავალ_ დაიბარა და კიბეებს სირბილით აუყვა.
ლიკას არ ეძინა.სავარძელი ფანჯარასთან დაედგა და ფეხებაკეცილი და კოხტად მოკალათებული სივრცეში იყურებოდა.კარის ხმაზეც არ ჰქონია რეაქცია,მანამ ,სანამ მხარზე ძლიერი და თბილი ხელის შეხება არ იგრძნო.
ოდნავ შეკრთა,აშკარად არ მოელოდა ვინმეს იქ ყოფნას ასე ადრიანად,მითუმეტეს დემნას.
_ მოხვედი?_ დაბნეულმა ჩაილაპარაკა და უმისამართოდ გაიღიმა.
_ როგორ ხარ ლიკუ?_ მსუბუქად შეეხო მის კულულა თმებს ,მისკენ დაიხარა და ლოყაზე ფრთხილად აკოცა.
ქალი უხერხულად შეიშმუშნა ,თითქოს არ ესიამოვნა მისო შეხება,თუმცა არ გაუპროტესტებია.
_ რაც მთხოვე ყველაფერი მოგიტანე,თამილამ მაცივარში შეინახა ,სანამ ჩავალთ,რომ არ გალღვეს_კმაყოფილმა უთხრა და ზედატანი გადაიძრო.
_ მადლობა_ როგორც იქნა შემობრუნდა მისკენ_ როგორ ჩაიარა პრეზენტაციამ?
_ ძალიან კარგად,მომხმარებელი კმაყოფილი დარჩა.
_ მიხარია,მამაც იყო?
_ კი მირზაც იყო რათქმაუნდა.
_ სხვა არავინ იყო ნაცნობი?_ კითხა და დაიძაბა,თავადაც არ იცოდა რა სურდა პასუხად მოესმინა.
_ შორიდან ყველას ვიცნობ თითქმის ვინც იქ იყო,ზოგს სალამითაც_ კარადა გამოაღო და სპორტულები გამოალაგა.ცოტა პაუზა გააკეთა,თითქოს ორჭოფობდა,მერე ისევ ლიკასკენ შემობრუნდა_ ერთი ძველი ნაცნობი ვნახე,დიდად არ აღვფრთოვანებულვარ მაგრამ ,რას ვიზამთ ასეთი შემთხვევისგან არ ვართ დაზღვეულნი.ნათია ქვია,ადრე ვიცნობდი.
_ ბექაც იცნობს?
_ კი ბექაც,მაგარი გაცვეთილი გოგოა,იმდენი ქნა,რომ თავი სახლამდე მიმაყვანინა,მთელი გზა გულში ბექას ვლანძღავდი,მაშინ მოუნდა თეოსთან ტელეფონზე ჭუკჭუკი._ შინაგანად საოცარი კმაყოფილება იგრძნო,თითქოს ამ უბრალო სიმართლის თქმით მხრებიდან ტვირთი ჩამოხსნეს.
_ შეყვარებულია ბიჭი_ ხმაში სილაღე დაუბრუნდა,თვალები ისევ აუბრწყინდა,საშინლად ესიამოვნა დემნას გულწრფელობა,იმდენად სუფთა და ალალი იყო მისი საუბარი თი ხმის ტონი წამითაც არ დაეჭვებულა ქალი,რომ შეიძლება ქმარი ტყუილს ეუბნებოდა.
_ წავიდეთ ტორტი ვჭამოთ,სული მელევა უკვე_ თვალები საყვარლად დაკვესა და ქმრის გამოწვდილ ხელს ჩამოეყრდნო.
მაგიდასთან ყველა მოკალათდა_ დემნა,ლიკა,თამილა,ქეთო,ბექა და თეო.
_ ნუ რძალო,როგორ განებივრეს შენი ქმარი რა,მაგრამ დემნა ასე არ შეიძლება გასუქდება გოგო ამდენი ტორტით_ თქვა და დიდი ლუკმა პირისკენ გააქანა.
_ შენ ჩვენზე ნუ მოცდები შენი იდარდე,შენ რითი ანებივრებ ჩვენს სარძლოს? _ არ ჩამორჩა დემნა.
_ ვაიმე შვილო საცოლე გყავს?_ სიხარულისაგან შეიცხადა თამილამ.
_ საცოლე ნაადვევი ნათქვამია,თუმცა სასიამოვნოდ ჟღერს_ უხმოდ გადახედა დამორცხვებულ გოგონას.
_ ვინ არის შვილო?_ არ ეშვებოდა ქალი.
_ ტორტი ხომ არ დაგიმატოთ?_ ფეხზე წამოხტა თეო,სურდა ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანა,მაგრამ ბექას ხელმა,რომელიც მაჯაზე მოეჭიდა გასაქანი არ მისცა.
_ აი ეს_ სიამაყით სავსემ ახედა გულისწორს,ეს უკანასკნელუ კი მორიდებისაგან,სულ აღაჟღაჟდა ლოყებზე.
_ რას ამბობ? რა მაგარია_ ერთად შეიცხადა თამილამაც და ქეთომაც.
სამზარეულოში სადღესასწაულო განწყობა სუფევდა.
თამილა უკვე ვეღარ ისვენებდა,რადგან დემნა სახლში ეგულებოდა უკვე წასვლაზე ეჭირა თვალი.არავის თხოვნა არ გაიგონა და შუადღისკენ უკვე ჩაბარგებული დემეტრეს მანქანაში მოკალათებულიყო,მას უნდა წაეყვანა.
როგორც კი შორს დაიგულა ქმარი ლიკამ,საკუთარ ოთახში ავიდა და ტელეფონზე ნათიას ნომერი აკრიბა.ცოტა ხნიანი პაუზის შემდეგ ქალმა გადაპრანჭული და ცოტაც შეზარხოშებული ხმით გაწელილი ფრაზით უპასუხა:
_ ალოოო
_ნათიას ვესაუბრები?
_ დიახ
_ მე ლიკა ვარ დემეტრე ხუციშვილის მეუღლე ვარ.
_ ჰოო? და რა ხდება?_ აშკარად დააბნია მისმა ზარმა.
_ კარგი იქნებოდა ფხიზელი,რომ ყოფილიყავით,უფრო საინტერესო საუბარი გვექნებოდა,თუმცა არაუშავს,ვფიქრობ თქვენი გონება და ინტელექტი დიდ სხვაობას არ მოგვცემს თუ ფხიზელი იქნებოდით.მოკლედ და კონკრეტულად აგიხსნით ჩემი ზარის მიზეზს.პირველ რიგში გეტყვით რომ გითანაგრძნობთ,ქალებს ერთერთი ძვირფასი ღირსება ,რაც გაგვაჩნია ჩვენი პატიოსნება და სიწმინდეა,თქვენ კი საკუთარი ფეხის ტილოდ აქციეთ,მეორე რაშიც გითანაგრძნობთ ისაა,რომ საკუთარი ენის და სურვილების კონტროლი არ შეგიძლიათ და თავადვე იხლართებით საკუთარ ტყუილებში,რაც გალპობთ და მესამე რაშიც გითანაგრძნობთ ისაა,რომ ჯერ კიდევ ილუზიებში ცხოვრობთ იმის იმედად,რომ ჩემი ქმარი თქვენია.მინდა დაგამშვიდოდ და გაგახაროთ,ის ჩემია კანონით,გრძნობით და ფიზიკურად.მეორედ არ შეცდე და ან მე ან ჩემს ქმარს არ დაგვორეკო ან არ შეგვხვდე ,თორემ თავად დაზარალდები,იმიტომ,რომ დემეტრე ნარწყევს არასოდეს უბრუნდება._ ისე გათიშა,რომ მის პასუხს არ დალობედია,თუმცა ნაკლებად სავარაუდოა,რაიმეს თქმის თავო ჰქონოდა ნათიას.
შინაგანად საოცარ კმაყოფილებას გრძნობდა,ტელეფონს ძლიერად უჭერდა თითებს და იღიმოდა.თუმცა არა მარტო ამ გამარჯვების გამო,არამედ იმ გადაეყვეტილების გამო,რომლის განხორციელებასაც იმ საღამოს აპირებდა,რომელიც მის მომავალს საბოლოოდ შეცვლიდა.
მამას,რომ მოესმინა მისთვის ახლა თუ როგორ ლაპარაკობდა ტელეფონზე ყველაზე ცოტა მკაცრად უსაყვედურებდა.თავადაც დააბნია საკუთარმა სითამამემ თუ სითავხედებ,სულს მხოლოდ იმით იმშვიდებდა,რომ ეს თავდაცვა იყო,სამართლიანად თუ უსამართლოდ,ტაქტიანად თუ უტაქტოდ უკვე აღარ ჰქონდა არსებითი მნიშცნელობა.
მამაზე აშლილმა ფიქრებმა მასთან საუბრის სურვილი გაუჩინა.ისევ აიღო ტელეფონი და ნომერი მოძებნა.
_ როგორ ხარ მამიკოს გოგო?_ მხიარული და თბილი იყო მამის ხმა,ლიკას თვალებზე ცრემლი მოადგა,ახლა უფრო ცხადად იგრძნო თუ როგორ მონატრებია ამ ათ დღეში.
_ კარგად ვარ მა შენ როგორ ხარ?
_ კარგად შემოგევლე,არაჩვეულებრივად მიდის ყველაფერი,დემნამ ბევრი საქმე მოგვიგვარა საწარმოში,უკვე აღარაფრის მეშინია,ოქროს კაცია რა_ აშკარად კმაყოფილი იყო.
_ მიხარია ძალიან_ გულწრფელად უპასუხა.
_ მამიკოს გოგო როდის უნდა ჩამოვიდეს ჩემთან? ჰო მართლა რა მინდოდა მეკითხა,რამოდენიმე დღის წინ მურთაზიმ მითხრა,რომ დაურეკე და მანდ ჩასვლა სთხოვე ,ხომ მშვიდობაა შვილო ადვოკატი რაში გჭირდება?
_ არაფერი მამა ნუ დარდობ_ ახლა გაახსენდა მურთაზის ერთი კვირის წინ გაყრის საბუთების მოგვარება ,რომ სთხოვა_ რაღაც უძრავი ქონების გაფორმება სჭირდება დემნას და მე მურთაზი ვურჩიე,ცოტა სადაო საკითხია და…
_ აჰა,ახლა გასაგებია.როდის ჩამოხვალ შვილო ჩემთან? სახლი უშენოდ ცარიელია.
_ ჩამოვალ მა,ჩამოვალთ….მე და დემნა ერთად ჩამოვალთ და ცოტა ხნით დავრჩებით შენთან_ საკუთარი სიტყვებმა გაახარეს,მხრებში გაიშალა და სარკეში საკუთარ თავს გაუღიმა.
_ როგორ გამახარე ჩემო გოგო,აუცილებლად,აუცილებლად,მიხარია,რომ შენ და დემეტრე ასე კარგად შეეწყვეთ ერთმანეთს,ხომ გეუბნებოდი კარგი ადამიანიათქო.
_ მართალი ხარ მამიკო,ის არაჩვეულებრივი ადამიანია,ძალიან კარგი….მა,გაკოცე ბევრი ხვალ ისევ შეგეხმიანები_ ემოციებით სავსემ და ბედნიერმა გათიშა ტელეფონი.
მამა იყო მისი ერთადერთი სისხლით ნათესავი ვისაც შეეძლო მისი შევსება,გაგება,სითბოთი და სიყვარულით დამუხტვა.მასთან მცირედი საუბრის მერე სიცოცხლის წყურვილით ივსებოდა და უფრო ბედნიერი იყო ვიდრე მანამდე.
ახლა მეტად დარწმუნებული საკუთარ გადაწყვეტილებაში ისევ დაბლა ჩავიდა,რომ თეონა ენახა.გოგოები კარგა ხანს ფუსფუსებდნენ სამზარეულოში,სანამ არ ჩამოღამდა.
_ ბექა სად არის თეო?_ ზაფხულის საღამოს სიგრილე და ჰამაკში ფინჯანი ჩაი სრული ნეტარება იყო,რითმულად ირწეოდნენ ორივენი და ნებისად მიირთმევდნენ.
_ დემეტრეს და ქალბატონ თამილას გაყვა თბილისში,მგონი დღეს არ დაბრუნდება,რაღაც საქმეები მაქვსო.
_ ანუ ორივე გვტოვებთ სექტემბრიდან?_ დანანების ნიშნად მობუსხა ტუჩები და მეგობარს ლოყაზე აკოცა.
_ ასე გამოდის_ საპასუხოდ გაუღიმა.
_ და ერთად ხომ არა?
_ არა ერთად ჯერ ადრეა.
_ მაგრამ არც დააგვიანოთ_ გამაფრთხილებლად დაუქნია საჩვენებელი თითი.
ჭიშკარი გაიღო,დემეტრე ჩამოვიდა.მაშინვე ფეხზე წამოხტა ლიკა და ქმარს შეეგება.მისი ეს აქტიურობა და ინტერესი ეუცხოვა დემნას მაგრამ არ შეიმჩნია.
_ საღამო მშვიდობის გოგონებო_ ცოლს და თეოა გაუღიმა_ ნებივრობთ?_ ჰამაკზე და ცხელ ჩაიზე ანიშნა.
_ და თან შენ გელოდით_ გვერდით ამოუდგა ქალი.
_ კარგი უკვე გვიანია ,წავედი,ხვალამდე_ ლიკა გადაკოცნა, უფროსს კი თავი ღიმილით დაუკრა და
წავიდა.
_ შენ როგორ ხარ ლიკუნა?_ ცოლს მხარზე ხელი მოხვია და ნაზად აკოცა საფეთქელთან.
_ არაჩვეულებრივად_ სიამოვნებისაგან თვალები მილულა და მსუბუქად მიაწვა ქმრის მხარს.
_ გეტყობა_ შედგა და მისკენ შემოაბრუნა_ რაღაც უცნაურად გიბრწყინავს თვალები.
_ მე ყოველთვის მიბრწყინავს თვალები_ მაცდურად ჩაიცინა.
_ მე შენ უკვე გიცნობ,ახლა სხვა ჭინკები გიხრუნავს_ არ ეშვებოდა.
_ აბუქებ,არაფერი განსაკუთრებული_ ისევ სახლისკენ შებრუნდა და ქმარსაც უბიძგა გაყოლოდა.
ივახშმეს.ქეთო და თეო წასულები იყვნენ,ამიტომ სამზარეულო ლიკამ მიალაგა.ათი სრულდებოდა შუქი,რომ ჩააქრო და საძინებლისკენ წავიდა.დემეტრე კარგა ხნის წასული იყო,საბუთები ჰქონდა დასახარისხებელი.
სავარძელში მოკალათებულს მუხლებზე დასტა ფაილები შემოეწყო,გვერდით კი ლეპტოპი და ,რაღაცას ინტერესით ჩაჰკირკიტებდა,თუმცა,როგორც კი ლიკამ კარი შეაღო მაშინვე ყველაფერი გადადო და მთელი ყურადღება მას მიაპყრო.
_ ხომ არ დაიღალე?_ მზრუნველად დაეკითხა და ხელით მის გვერდით თავისუფალ სკამზე ანიშნა.ქალიც დაემორჩილა და მოკალათდა.
_ ორი დღეა უკვე ,რაც დავამთავრე მკურნალობა,უკეთ ვარ_ საზურგეს მიაწვა და ოდნავ მისკენ შებრუნდა.
_ ნუ გათამამდები,ჯერ არ უნდა დაიტვირთო_ ნელი მოძრაობით თითები მის თმებში შეაცურადა მსუბუქად ჩამოასრიალა.ლიკამ მაშინვე თვალები მილულა მისდაუნებურად.მის რეაქციაზე დემნას ჩუმად ჩაეღიმა.
_ რაღაც მინდა გითხრა დემეტრე_ ისევ წინ გადმოიწია,ფეხები მჭიდროდ
შეატყუპა და ხელის მტევნები მასში მოაქცია.
_ გისმენ_ დემეტრეც დაიძაბა შინაგანად.
_ წუხელ….შენ….ანუ რა მინდა გითხრა…. ნათიამ დამირეკა_ ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და გაოფლიანებული ხელები მუხლებიდან ამოაძვრინა.
_ ნათიამ?_ გაოგნებისაგან სკამიდან ოდნავ წამოიწია_ როგორ ? საიდან?
_ შენი ტელეფონიდან
_ რაა?_ წამით გონება და თვალები დაეძაბა,წამში გადაირბინა წინა ღამემ მის მეხსიერებაში_ უნდა მცოდნოდა...როგორ ვერ მივხვდი..._ გამწარებულმა გაშლილი ხელი სკამის სახელურს დაარტყა_ წაყვანა,რპმ მთხოვა და მანქანაში ჩაჯდა,მაშინ გაახსენდა,რომ ხელჩანთა ბართან დარჩა,მე გადავედი,ტელეფონი კი მანქანაში დამრჩა_ უცებ გაანალიზა მისმა გონებამ თუ რამდრნად გაიძვერა და თვალთმაქცი იყო ნათია და როგორ გააცურა წინა ღამით_ მოიცა რა გითხრა?
_ რომ შენ მისი იყავი და იქნები,უნდოდა მეეჭვიანა_ დაძაბულობისა და ნერვიულობიდაგან სიტყვებს დამარცვლით წარმოთქვამდა.
_ ლიკა_ სკამიდან სწრაფად წამოდგა,ცალი ხელით თმაზე ნერვიულად გადაისვა_ ლიკა იმედია….
_ არა,რათქმაუნდა არა_ მიხვდა,რომ ამ სიმართლემ გული ატკინა_ წამითაც არ დამიჯერებია მისი სიტყვების,ეჭვიც კი არ შემპარვია შენში ,უბრალოდ...გული მეტკინა_ გაუაზრებლად ფეხზე წამოდგა და მის წინ აესვეტა_ იმ მომენტში თავი
დამცირებულად ვიგრძენი,უჰაერობა და უგულობა,თითქოს ყველა საარსებო საშუალება ჩემთვის გაუქმდა.სიბრაზემ ამიტანა,მინდოდა მეყვირა,მეკივლა,მაგრამ არაფერი შემეძლო,მხოლოდ ვიტირე_ მის წინ იდგა და სლუკუნებდა.
_ რატომ ლიკა?_ ნაღვლიანი ხმით კითხა და თითები ნაზად შეუცურა კულულებში.
_ არ ვიცი დემეტრე….არ ვიცი….ვერ გაგიმეტე….მერე ...მეც დავრეკე მასთან,როგორ და საიდან გავიგე მისი ნომერი არ ჩამეძიო და ...ცოტა უტაქტოდ და უხეშად გამომივიდა მაგრამ,დავმშვიდდი,თავს დამნაშავედ არ ვთვლი.
_ დაურეკე?_ ოდნავ ღიმილმა გადაურბინა ტუჩებზე_ ლიკა…რატომ იქცევი ასე?
_ შენ ჩემი ქმარი ხარ_ მეტი მტკიცე არგუმენტი ვერ მოიყვანა ან ვერ გაახმოვანა.
_ ქმარი?კიდევ რამდენი დღით ვიქნები შენი ქმარი ლიკა? დღეს მურთაზიმ დამირეკა,მკითხა ,როდის ჩამოვიდე საბუთების მოსაწესრიგებლადო_ საოცრად მშვიდი მაგრამ მკაცრი ხმა ჰქონდა დემეტრეს,თვალს არ აცილებდა ატირებულ ცოლს და თითებს ისევ რითმში ასრიალებდა,შიგადაშიგ ყვრიმალებზეც შეახებდა მსუბუქად.
_ მე….მე აღარ მახსოვდა..._ საოცრად დაიბნა,სიტყვებს ვეღარ ალაგებდა,ერთს ფიქრობდა,მეორეს ამბობდა ,მესამეს აკეთებდა.
_ იყოს ისე,როგორც შენ გსურს ლიკა,მე იმედი მქონდა,რომ შენს გულს მოვიგებდი და იმ გრძნობით მიპასუხებდი,რა გრძნობაც მე მაქვს შენს მიმართ,მაგრამ...იყოს ისე,როგორცშენ გსურს,მთავარია ბედნიერი იყო,ჩამოვიდეს მურთაზი,შენ ჩემი ღირსების საფასური უკვე გადამიხადე_ ეს მხოლოდ სიტყვებით,მაგრამ მისი ხელები მაინც არ თმობდნენ მას.
_ გრძნობა? შენ...მე...იმედია სიძულვილს არ გულისხმობ_ ნერვიულობისაგან გაუცნობიერებლად სისულელებს ლაპარაკობდა.
_ სიყვარულს ვგულისხმობ ლიკუნა,ნუთუ ასეთი შეუმჩნეველია,რომ შენ ისევ წასვლაზე ფიქრობ? მართალია პირველი ნაბიჯები სიბრაზემ და შურისძიებამ გადამადგმევინა,მაგრამ ნუთუ ამ ხნის მანძილზე ჩემი სიყვარული ვერ დაინახე?_ ახლა უკვე სახეზე უსმევდა თითებს და ფრთხილად უწმინდავდა ქალს ცრემლებს.
_ მე არ მინდა წასვლა,მე აქ მინდა,შენთან...მინდა,რომ შენს საფასურს ასე ვიხდიდე სიცოცხლის ბოლომდე_ მისკენ ახლოს მივიდა,ფეხის წვერებზე ოდნავ შედგა და ქმრის ტუჩებს შეეხო,წამში მიზიდა მისკენ უფრო ახლოს და მჭიდროდ დემნამ ცოლი,ცალი ხელი წელზე შემოაჭდო,მეორე თმებში შეუცურა და ნანატრ ბაგეებს ვნებიანად დაეწაფა.ღმად შეისუნთქა მისი სურნელი და ყელისკენ ჩაინაცვლა.ლიკა სიამოვნებისაგან ცახცახებდა.ნეტარებისაგან თვალები მიელულა და კრუსუნებდა.მხოლოდ ერთ სიტყვას იმეორებდა.
_ მიყვარხარ,მიყვარხარ,მიყვარხარ.
_ შენ ყველაფერი ხარ ჩემთვის,ცხოვრების აზრი და წყურვილი,შენ ჩემი ღირსების კი არა ნანატრი ბედნიერების საფასური ხარ _ მსუბუქად უბიძგა საწოლისაკენ და ვნებააშლილ ცოლს ზემოდან გადაევლო.



№1  offline წევრი TeddyBear

ვგიჟდები ამ მოთხრობაზე ❤ სხვათაშორის რამდენიმე დღის წინ გადავიკითხე ეს და "ცოლი და დედა კანონის გარეშე" ❤ ჰმმ აი ეხლა კიდევ წავიკითხავ და როგორც პირველად ისევ საოცარი გრძნობებით დავიმუხტები ❤

 


№2  offline მოდერი ლილიანა

TeddyBear
ვგიჟდები ამ მოთხრობაზე ❤ სხვათაშორის რამდენიმე დღის წინ გადავიკითხე ეს და "ცოლი და დედა კანონის გარეშე" ❤ ჰმმ აი ეხლა კიდევ წავიკითხავ და როგორც პირველად ისევ საოცარი გრძნობებით დავიმუხტები ❤

მადლობა ჩემო კარგო ❤❤❤ დღეს აღმოვაჩინე ,რომ სრულად არ მედო ეს ისტორია და შეცდომა გამოვასწორე
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№3  offline წევრი SillyGirl

როგორ მიყვარს ეს ისტორია მეორედ წავიკითხე და ძალიან მესიამოვნა <3
ძალიან თბილი და საყვარელი ისტორიაა <3

 


№4 სტუმარი ემი

ახალ ისტორიას აღარ აგრძელებ?

ახალი აღარ ქვია, მაგრამ მაინც wink

 


№5  offline წევრი Marusia123

Sad dagvekarge? rogor mogvanatre tavi ♥♥

 


№6  offline მოდერი ლილიანა

SillyGirl
როგორ მიყვარს ეს ისტორია მეორედ წავიკითხე და ძალიან მესიამოვნა <3
ძალიან თბილი და საყვარელი ისტორიაა <3

მადლობა გენაცვალე ❤❤❤
ემი
ახალ ისტორიას აღარ აგრძელებ?

ახალი აღარ ქვია, მაგრამ მაინც wink

სრულად დავდებ მაგას,მოვრჩე და ❤❤
Marusia123
Sad dagvekarge? rogor mogvanatre tavi ♥♥

მეც ძალიან ძალიან მომრნატრეთ ❤❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№7  offline წევრი natia-natia

ვაიმეე როგორმიყვარს ესისტორია <3

 


№8  offline მოდერი ლილიანა

natia-natia
ვაიმეე როგორმიყვარს ესისტორია <3

როგორ მაბედნიერებს ასეთი სიტყვები ❤❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№9  offline წევრი მონაცისფრო

დღეს წავიკითხე პირველად და ისე დავიმუხტე ბედნიერიბით ხშირად გადავიკითხავ❤❤

 


№10  offline მოდერი ლილიანა

მონაცისფრო
დღეს წავიკითხე პირველად და ისე დავიმუხტე ბედნიერიბით ხშირად გადავიკითხავ❤❤

მიხარია სხვებს ,რომ ვაბედნიერებ❤❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№11  offline წევრი Teo tegi

Erterti chemi faviritia es motxroba, dzalian myvara ar mwyindeba midi wakitxva

 


№12  offline მოდერი ლილიანა

Teo tegi
Erterti chemi faviritia es motxroba, dzalian myvara ar mwyindeba midi wakitxva

როგორ მახარებ love
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№13 სტუმარი mtvaro svani

oooox rogor gamaxare.aqamdec maq cakitxuli es istoria da zalian miyvars magram exla rom vnaxe ver movitmine da isev cavikitxe.zalian magari xar da miyvarxar am istoriistvis

oooox rogor gamaxare.aqamdec maq cakitxuli es istoria da zalian miyvars magram exla rom vnaxe ver movitmine da isev cavikitxe.zalian magari xar da miyvarxar am istoriistvis

 


№14  offline მოდერი ლილიანა

mtvaro svani
oooox rogor gamaxare.aqamdec maq cakitxuli es istoria da zalian miyvars magram exla rom vnaxe ver movitmine da isev cavikitxe.zalian magari xar da miyvarxar am istoriistvis

oooox rogor gamaxare.aqamdec maq cakitxuli es istoria da zalian miyvars magram exla rom vnaxe ver movitmine da isev cavikitxe.zalian magari xar da miyvarxar am istoriistvis

მადლობა ჩემო კარგო ადამიანო ❤❤❤❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№15  offline წევრი NARA

Ra magari iyooo dzalian dzalian dzalian magarii

 


№16  offline მოდერი ლილიანა

NARA
Ra magari iyooo dzalian dzalian dzalian magarii

❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№17  offline აქტიური მკითხველი uchveulo

auuu dzaaan dzaaaan magarii iyooo ra sayvarlebi ariaaan <3

 


№18  offline მოდერი ლილიანა

uchveulo
auuu dzaaan dzaaaan magarii iyooo ra sayvarlebi ariaaan <3

მადლობა ❤❤❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№19 სტუმარი Guest Nestani

Minda gitxrat rom zalian zalian da kidev ertxel zalian momewonaaa

 


№20  offline მოდერი ლილიანა

Guest Nestani
Minda gitxrat rom zalian zalian da kidev ertxel zalian momewonaaa

მადლობა ❤❤❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№21  offline წევრი svetlana111

ძალიან მაგარია მომეწონა მაგრამ ბოლოში რაღაც არმეყოოოო worried უფრო განვრცობილ ჰეფიენდს ვისურვებდი heart_eyes

 


№22  offline წევრი blondeangel631

ძალიან კარგი იყო heart_eyes heart_eyes

 


№23  offline ახალბედა მწერალი პენელოპე

მიყვარს ეს ისტორია. :-)

 


№24 სტუმარი სტუმარი მარიამი

ისტორია რომელიც გამორჩეულად მიყვარს❤️

 


№25 სტუმარი სტუმარი მარიამი

ასე სრულდება?არ გაგრძელდებაა,რა მაგარია❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent