შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენი სიყვარულის ფობია მემართება (31)


8-08-2016, 18:53
ავტორი Natta
ნანახია 2 321

მალვე მოვედი გონს, მაგრამ მაინც ძალიან სუსტად ვგრძნობდი თავს, ყველაფერს ბუნტად ვხედავდი და ნიტას სიტყვებიც სრულად ვერ აღწევდა ჩემამდე.
- დადა ხმა გამეცი, დადა. ( ნიტა )
მისი დამშვიდება მინდოდა, მაგრამ არ შემეძლო, ხმის ამოღებას ვერ ვახერხებდი ყველაზე მეტად კი ის ფაქტი მანაღვლებდა, რომ ნებისმიერ დროს ძალიან ადვილად შეეძლოთ ჩვენი დაჭერა.
- აი აქ არის, დამეხმარეთ. ( ნიტა )
- რა დაემართა?
ფიქრებიდან უცხო ხმამ გამომარკვია, მინდოდა გამეგო ვინ იყო მაგრამ, ყველაფერს ძალიან ბუნტად ვხედავდი, ხმა უეჭველი კაცის იყო, მაგრამ არა ნაცნობი, ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა ჩემს ირგვლივ, ძალა მოვიკრიბე და ერთადერთი ნიტას სახელის თქმა მოვახერხე.
- ნიტა .
სახეზე ნიტას ნაზი შეხება ვიგრძენი, შემდეგ კი ძლიერად ჩამეხუტა.
- ქალბატონო, ძალიან ბევრი სისხლი დაკარ
კიდევ ერთხელ ნაწყვეტ-ნაწყვეტ ჩამესმა უცხო ხმა, მაგრამ სიტვყის დამთავრებამდე ისევ დავკარგე გონი და ჩემს წინ მაშინვე ნიტას სახე გაჩნდა, მასთან მიახლოებას ვცდილობდი, მაგრამ არაფერი გამომდიოდა, ცისფერი თვალები საოცრად უბრწყინავდა მინდოდა ჩავხუტებოდი, მოვფერებოდი მაგრამ არა - თითქოს რაღაც ან ვიღაც არ მაძლევდა ამის საშუალებას. თვალები გავახილე, მაგრამ ვერაფრის გარჩევა ვერ შევძელი, ვგრძნობდი, რომ მანქანაში ვიჯექი და ერთი მიმართულებით ძალიან სწრაფად მივდიოდი, ნიტა ჩემს გვერდით იჯდა და თავი მის „კლათაში“ მედო.
- მივედით ჩემო სიყვარულო, თითქმის მივედით ყველაფერი ძალიან ძალიან მალე დასრულდება, ცოტაც გაუძელი. ( ნიტა )
მისი ხმა იმდენად სასიამოვნოდ ჩამესმოდა, რომ ტკივილის შეგრძება საერთოდ დამეკარგა - დადა ხომ არასდროს დანებდება, მასეთ სიტუაციაშიც კი იპოვის ღიმილის მიზეზს და აი იპოვა კიდევაც - ნიტას სახე - მართლაც, რომ შეშლილი ვარ, შეშინებულ გოგონას ავხედე და ჩვეული ღიმილი ვაჩუქე.
- არანორმალურო, შენ ისევ იღიმი? ( ნიტა )
მისი ნაზი თითები ჩემს ხელში მოვათავსე და რამდენიმე წუთში ღრმად ჩამეძია. არვიცი რამდენი ხანი იყო გასული ამ ამბის შემდეგ, მაგრამ გონს, რომ მოვედი გარემო შეცვლილი დამხვდა.
- ნიტა.
იმ წამსვე უაზრო აზრებმა შემომიტიეს, რადგან არ ვიცოდი რა მოხდა და სად ვიყავი იმ მომენტში, ამიტომ დაბნეულმა ბოლო ხმაზე ვიყვირე მისი სახელი, რის შემდეგაც კარი მაშინვე გაიღო და ჩემი ქალბატონიც წამსვე გაჩნდა ჩემთან.
- როგორციქნა გონს მოხვედი, როგორ ხარ? ( ნიტა )
კიდევ უფრო გამაკვირვა იმან, რომ ნიტას ალექსადნრე მოყვა.
- აი ჩვენი გმირიც, თავს როგორ გრძნობ? ( ალექსადნრე )
- შენ აქ რა გინდა ბიჭო? ან საერთოდ გამაგებინებს ვინმე რა მოხდა? აქ რატომ ვწევარ? ანდაც სად ვარ?
ნიტა ღიმილით მომიახლოვდა და ჩემს წინ ჩამოჯდა.
- მოკლედ, შენ გონი დაკარგე მე კი არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, გზაზე გავედი და რამდენიმე წამში მანქანამ ჩამოიარა, გაგვიმართლა და ის კაცი ზემდეტად კეთილი აღმოჩნდა, ტელეფონი ვთხოვე და მაშინვე ალექსდრეს დავურეკე, ზუსტად გავიგე სადაც გველოდებოდა, შემდეგ კი იმ კეთილმა ადამიანმა ალექსადნრემდეც მიგვიყვანა, ახლა კი აქ ვართ. ( ნიტა )
- გოგი? დანიელი?
- ბიჭო შენ მე გამაგიჟებ, ახლა რადროს ეგ ნ******* ? მთავარია, რომ გადარჩი და ნიტაც გადაარჩინე, ყველაფერი დამთავრდა მთავარი ეს არის. ( ალექსადნრე )
- არა, ეგ არ არის მთავარი და შენც კარგად იცი.
- რამდენიმე წუთია რაც მოვიდა გონს და უკვე გაანადგურა ჩემი ნერვები. ( ნიტა )
ნიტამ უაზრო გამომეტყველებით შემომხედა, შემდეგ კი სწრაფად დატოვა ოთახი.
- ალექსანდრე, მომიახლოვდი.
ალექსადნრემ ხმის ამოუღებლად შეასრულა ჩემი დავალება და ჩემს წინ ჩამოჯდა.
- გიუშას დაურეკე ხო, რა გითხრა? ის ტიპები სად არიან? ამ თემაზე მოკლედ მითხარი ყველაფერი.
ალექსადნრე პასუხის გაცემას აპირებდა, რომ მოულოდნელად კარი გაიღო და ოთახში გიუშა გაჩნდა.
- მეღადავებით? შენ აქ საიდან?
- ჰაჰა გეგონა ბებერ მგელს მარტო დავტოვებდი? ( გიუშა )
„ჯიგრულად“ ჩავეხუტე დიდი ხნის უნახავ ძმაკაცს და მის სიტყვებს სიცილით ვუპასუხე.
- ბიჭო, ვიცოდი, რომ ცოტა ვერ იყავი მაგრამ ასე მაგრად თუ იყავი შეშლილობის საზღვართან ახლოს, არ ვიცოდი. ( გიუშა )
- ჰაჰა კარგი არ გინდა, ის მითხარი ასე მალე აქ როგორ მოახერხე ჩამოსვლა?
- ნაცნობები ძმაკაც, ხომ იცი თუ მოვინდომებ არაფერი გამიჭირდება. ( გიუშა )
- მშვენიერია, რაღაც კარგი მაინც გისწავლია ჩემიდან.
- შენ თავი აღარ გტკივა ძმაკაც? ( ალექსადნრე )
- თავი კიარა, ლენა სად არის?
- სადაც დავტოვეთ. ( ალექსადნრე )
- ხომარ გაგიჟდი? იქ მარტოა?
- სხვა გზა არ იყო, ახლა ვაპირებ მასთან წასვლას. ( ალექსანდრე )
- არაა საჭირო, ჩვენ წავალთ მასთან, არამგონია ამ სასტუმროში დიდხანს გაჩერება კარგი აზრი იყოს. ( გიუშა )
- მართალია გიუშა, მიდი მოწესრიგდი უცებ და „დავაწვეთ“, იქამდე მე ლენას დავურეკავ და ყველაფერში გავარკვევ. ( ალექსადნრე )
ბიჭებმა ოთახი სწრაფად დატოვეს, შარვალი ნელი მოძრაობით ამოვიცვი, მაგრამ ზედა ვერსად ვნახე და ძებნას შევუდექი, რომ ოთახში ნიტა შემოვიდა.
- ამას ხომ არ ეძებ? ( ნიტა )
ხელში ჩემი ზედა აათამაშა და უფრო მეტად მომიახლოვდა.
- ეს დრო სანამ მე გათიშული ვიყავი, ჩემს ზედას ეხუტებოდი და თავს ასე იმშვიდებდი ხო.
- ჰაჰა ოცნება თუ გიყვარდა არ ვიცოდი, უბრალოდ სულ სისხლიანი იყო და გავრეცხე. ( ნიტა )
მისი სიტყვები უპასუხოდ დავტოვე და მაგიდას დავეყრდენი.
- ხომ გითხარი, ყველაფერი საკაიფოდ იქნება-მეთქი?
- კი. ( ნიტა )
- კი.
- მადლობა ყველაფრისთვის, შენ რომ არ ყოფილიყავი მე ახლა მე ( ნიტა )
საუბარი შევაწყვეტინე, ჩემი ხელები მის წელზე მოვათავსე და ჩემკენ მივიზიდე.
- იქნებ, მადლობის გადასახდელად სხვა გზა მოგეძებნა?
ჩემს სიტყვებზე უბრალოდ გაეღიმა და კიდევ უფრო მომიახლოვდა - რას აკეთებს ეს გოგო? რატომ არ ცდილობს ჩემგან გათავისუფლებას? არა, ცოტაც და საკუთარ თავაზე კონტროლს საბოლოოდ დავკარგავ - ამ ფიქრებში ვიყავი, მაგრამ სულ არ ვიმჩნევდი იმას, რომ ის ჩემზე „საშინლად“ მოქმედებდა, პირიქით თვალს არ ვაშორებდი და მეც ნაგლად ვუღიმოდი.
- მაინც, რა გზა? ( ნიტა )
- ეგ რა თემაა ვითომ, რომ ვერ ხვდები?
ხელები ჩემს მხრებზე მოათავსა, შემდეგკი ტუჩზე იკბინა - ვერ აგიღწერთ მაგ დროს რა დამემართა - ჩემს რეაქციაზე ღიმილი ვერ დამალა, ცდილობდა მე ეს არ შემემჩნია, ამიტომ მაშინვე თავი დახარა.
- ნიტა, ნუ მეთამაშები.
- ჰაჰა არა რატომ? სულაც არ გეთამაშები, დადა კიარ ვარ. ( ნიტა )
- დაისჯები.
- მართლა? მაინც როგორ? ( ნიტა )
ხელები მისი ზედის ქვეშ შევაცურე რიტმულად ავათამაშე და კიდევ უფრო მივიზიდე, ვიგრძენი როგორ დაუარა ჩემს შეხებაზე ჟრუანტელმა და ამის გამო სიცილი ვერ შევიკავე.
- რა გაცინებს? ( ნიტა )
- მომწონს ასე რომ „მოქმედებს“ შენზე ჩემი შეხება.
ამ სიტყვების შემდეგ ჩემგან მაშინვე გაითავუსუფლა თავი და ზედა საწოლზე დააგდო.
- არ დამეხმარები?
- რაში? ( ნიტა )
- არ მეტყვი ზურგზე საიდან მაქვს ამხელა ჭრილობა? მე მხოლოდ ის მახსოვს, რომ თავში დაუნდობლად მივიღე ძლიერი დარტყმა.
- ტყეში გონი, რომ დაკარგე და ძირს დაეცი სწორედ მაშინ. ( ნიტა )
- სასწაულია, რა მაგრად მაქვს დაუმღამებული წაქცევა და პირდაპირ რაიმე ბასრზე დაცემა.
- ხო, მაგის ნადმვილად ბევრს შეშურდება. ( ნიტა )
- კარგი არ მინდა დახმარება, თვითონაც მოვახერხებ.
- როგორც გინდა. ( ნიტა )
ოთახი სწრაფად დატოვა, მეც დიდი წვალების შემდეგ მოვახერხე ჩაცმა და ბიჭებს შევუერთდი.
- აბა, წავედით?
- კი, კი ყველაფერი მზადაა. ( გიუშა )
ალექსანდრე მანქანას იყო მიყრდნობილი და დიდი დაკვირვებით უყურებდა სახლს.
- ამას რა ს******* დაემართა?
- არ ვიცი, დღეს მთელი დღე გამოდებილებული მოძრაობს. ( გიუშა )
- ოჰ ოჰ ვიხუმრეთო? ( ალექსადნრე )
- რა ვიხმურე ბიჭო, დღეს მთელი დღე ხმას არ იღებ. ( გიუშა )
- ბიჭო უბრალოდ, ბოლოს ლენა, რომ ვნახე წამოვსლისას ვაკოცე. ( ალექსადნრე )
- ჰაჰა მაგარია, მერე?
- მერე ცვეტში არ ვიცი. ( ალექსადნრე )
- საბოლოოდ ანუ უნთხარი, რომ გიყვარს, ხო? ( გიუშა )
- არა, ვერ ვუთხარი, ანდაც რაღა თქმა უნდა ალბათ ისედაც მიხვდა მაგას. ( ალექსადნრე )
- ბიჭო, შენ ერთხელ მაგრა გცემ.
- არა, იცი რა ვერ გამიგია ტო, ტიპი ასეთი დებილი როგორ უნდა იყო, რომ გოგოს სიყვარულში ვერ გამოუტყდე? ( გიუშა )
- სულ სხვა პონტია რა როდესაც მართლა გიყვარს, შენ ამას მაინც ვერ მიხვდები გიუშ, გოგოებს ყოველდღე იცვლი. ( ალექსადნრე )
- ჰაჰა ძმურად ქალივით ნუ მელაპარაკები. ( გიუშა )
- ქალივით რა შუაშია? უბრალოდ მიყვარს და მისგან იგივე, რომ ვერ მივიღო საერთოდ დავკაგავ, ეს კი მაგარი არ მინდა. ( ალექსადნრე )
- მოიცადე, შენ ლენასგან ელოდები რომ როდისმე სიყვარულში გამოგიტყდება? არიცი გოგოების ამბავი? თავის დაფასება ყველაზე მაგარი პონტი, რომ ჰგონიათ? მაგრამ საიდან გეცოდინება, ლენას მეტი არავინ გყოლია. ( გიუშა )
- როგორ არ მევასება ასეთი უაზრო საუბრები, საერთოდაც რადროს სიყვარულია? იღადავე და გაერთე.
- დადა ძმურად. ( ალექსადნრე )
- ჰაჰა კარგი ხო კარგი, რად უნდა ამდენი ლაპარაკი? როგორც კი დაინახავ ლენას უახლოვდები და ეუბნები, რომ გიყვრას, ასე არ გააკეთებ და მართლა მაგრად გცემ, კარგად მიცნობ და იცი რომ გამკეთებელი ვარ, არაუშავრს ძმაკაციდან ცოტას თუ მიიღებ.
- კარგი კარგი ჩუმად, ნიტა მოდის. ( გიუშა )
ქალბატონი რამდენიმე წამში ჩვენთან გაჩნდა, უაზროდ „მოგვაშტერდა“ და წარბები აათამაშა.
- ეს რა მზერაა? ( გიუშა )
- რაზე საუბრობდით ჩემს მოსვლადე? ( ნიტა )
- ეგ თემა მხოლოდ ბიჭებისთვისაა ცნობილი. ( გიუშა )
- ოჰოო ეგ როგორ გავიგო? ( ნიტა )
- აი საერთოდ არაა საჭირო, რომ გაიგო ტო.
- უაზრო. ( ნიტა )
- დაიწყეს. ( ალექსადნრე )
ალექსადნრემ უაზრო გამომეტყველებით შემოგხვედა, შედმეგ კი მანქანაში ჩაჯდა.
- კარგი, კარგი წავედით. ( გიუშა )
ხმის ამოუღებლად შევუერთდით ალექსადნრეს და მაქნანა სწრაფად დავძარით.


აბა როგორია? მოგეწონათ თუ არა? ♥ რაღაც მიზეზების გამო ვერ მოვახერხე აქამდე დამატება, იმედია სწორად „გამიგებთ“, ყველას ძალიან დიდი მადლობა ვინც კითხულობს ამ ისტორიას. ♥



№1  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

კარგია შესანიშნავია გადასარევია მაგრამ მალე დადე

 


№2  offline წევრი ნიიიიი

ძალიან მომეწონა ძალიან მიხარიაბრომ ყველაფერი ასე კარგად დამთავრდა მაგარია

 


№3  offline წევრი Natta

ანი ანი
კარგია შესანიშნავია გადასარევია მაგრამ მალე დადე

მადლობა love ვეცდები მალე დავამატო. love

Eleniko❤️
დღეს წავიკითხე ყველა თავი ერთი ამოსუნთქვით. ძალიან მომეწონა, საინტერესო სიუჟეტი აქვს. იმედია მალე დადებ.

წარმოუდგენლად დიდი სტიმულია ჩემთვის ის, როდესაც ჩნდება ახალი მკითხველი, თანაც ასეთი პოზიტიური შეფასებით, ამიტომ ძალიან ძალიან დიდი მადლობა შენ. love

ნიიიიი
ძალიან მომეწონა ძალიან მიხარიაბრომ ყველაფერი ასე კარგად დამთავრდა მაგარია

მადლობა მადლობა და კიდევ ერთხელ მადლობა. love

 


№4  offline წევრი ნიიიიი

აუ დადე რაა რამდენი ხანია ველოდებიიიი

Natta
ანი ანი
კარგია შესანიშნავია გადასარევია მაგრამ მალე დადე

მადლობა love ვეცდები მალე დავამატო. love დადე რაა რამდენი ხანია ველოდებიიი:-(:-(:-(:-(

Eleniko❤️
დღეს წავიკითხე ყველა თავი ერთი ამოსუნთქვით. ძალიან მომეწონა, საინტერესო სიუჟეტი აქვს. იმედია მალე დადებ.

წარმოუდგენლად დიდი სტიმულია ჩემთვის ის, როდესაც ჩნდება ახალი მკითხველი, თანაც ასეთი პოზიტიური შეფასებით, ამიტომ ძალიან ძალიან დიდი მადლობა შენ. love

ნიიიიი
ძალიან მომეწონა ძალიან მიხარიაბრომ ყველაფერი ასე კარგად დამთავრდა მაგარია

მადლობა მადლობა და კიდევ ერთხელ მადლობა. love

 


№5 სტუმარი reiki gogo

dzaan kai iyo da axali tavi male dadae dzan mainteresebs gtxov rac sheidzleba male intrigashi var da yvela nawili dges wavikitxe da gamovdebildi magaria male dade dzaan gtxovvv

 


№6  offline წევრი Natta

reiki gogo
dzaan kai iyo da axali tavi male dadae dzan mainteresebs gtxov rac sheidzleba male intrigashi var da yvela nawili dges wavikitxe da gamovdebildi magaria male dade dzaan gtxovvv

ძალიან ძალიან დიდი მადლობა შენ ასეთი პოზიტიური შეფასებისთვის. love შემდეგი თავი დამატებულია და შეგიძლია ნახო. love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent