დაბრუნება (7)
სახლში შესვლისას, პირდაპირ ოთახში ავედი და საწოლზე წამოვწექი. დავიწყე ყველაფერზე ფიქრი,საერთოდ ყველაფერზე. გახდა დამეზარა და პირდაპირ ჩამეძინა. დილას საშინელმა მაღვიძარას ხმამ გამაღვიძა, ალბათ მოგვარებული ექნება ყველაფერი ტატოს, აღარ მინდა სკოლა, არა არ მინდა,არვიცი რატომ შევიცვლაე აზრი, მაგრამ მინდა დავიწყო მუშაობა ოფისში. სააბაზანოში შევედი, შხაპი მივიღე,დილის პროცედურები ჩავიტარე და გარდერობისკენ გავეშურე. შავი დაშვებული კაბა, თეთრი ტოპი და თეთრი კედები მოვირგე. თმა უბრალოდ ჩავიწენი. დაბლა ჩასულს, ტატო დამხვდა, ძლივს-ძლივობით წვავდა კვერცხს, ყავა უკვე გაუკეთებია. ჩანთა ავიღე,სახლიდან გასვლას ვაპირებდი,თუმცა მისმა ხმამ შემაჩერა. -არ შეჭამ ? -არა- მკაცრი უარი განვუცხადე. -კარგი და გინდა სკოლაში მე გაგიყვანო ?- შემომთავაზა. -არა იყოს, მაინც ბარგი უნდა ჩაალაგო,მოემზადო,არ გეცლებათ ჩემთვის, გამდლობთ,ნახვამდის- ირონიულად და ცივად მივუგე. -არ გამაცილებ ? -არა,ბედნიერ თავისუფლებას გილოცავთ- ცოტაოდენი ყოყმანის შემდეგ,გავეცი პასუხი და გარეთ გამოვედი. ნია უკვე თავის ადგილას იდგა,მისი აუდით. -ნიინ რა გჭირს ?- ალბათ გაუკვირდა ჩემი სახის გამომეტყველება. -მიემგზავრება,ისიც მტოვებს, ანუკა აღარ უყვარს, გესმისს ? ტიპს 8 წლიდან შეუყვარდა,ახლა ? ახლა კი გრძნობები გაუქრწყლდა და სხვა გოგო უყვარს, ის გოგო კი ლეიკემიით არის დაავადებული და მას მიყვება ამერიკაში სამკურნალოდ, მე კი მარტო მტოვებს- ცრემლები წამომივიდა. -კარგი,მოდი ჩემთან, ჩვენ ვართ შენს გვერდით გაიგე ? ჩვენ, შენ არ ხარ მარტო- ნია ხან მეხუტებოდა,ხან კი თავზეც მკოცნიდა და მამშვიდებდა. -კარგი,ოღონდ ანუკის არ ვუთხრათ კაი ? უბრალოდ ვუთხრათ,რომ ამერიკაში საქმეებზე მიდის. -ხო აბა რა. სანამ ანუკისთან გავივლიდით, ნიას ყველაფერი მოვუყევი, ძალიან ეწყინა,რომ სკოლიდან მივდიოდი,მაგრამ შევპირდი,რომ შემოვუვლიდი ხოლმე. სკოლაში ანუკი დაგვხვდა, ავუხსენი მხოლოდ სკოლაზე და სამსახურზე ყველაფერი,მასაც ეწყინა,თუმცა ორივე შემოვირიგე. ტატოზე არაფერი ვუთხარი. მასწავლებლები მოვინახულე,დირექტორსაც დაველაპარაკე და გამოცდები დავნიშნეთ. სულ ცოტახანში გამოცდაზე შემიყვანეს, ძალიან ადვილი იყო,არ გამჭირვებია არაფერი, რათქმუნდა ჩავაბარე. მე და გოგოები კაფეში დავჯექით და შევუკვეთეთ შოკოლადის ტორტი და ფორთოხლის წვენი. ბევრი ვიჭორავეთ და ვიცინეთ. ბოლოს სახლში წავედი და დავისვენე,ხვალ ხომ პირველი სამუშაო დღე მაქვს. ნეტა ტატო წავიდა ? ნერვიულობაში ჩამეძინა. დილა რათქმაუნდა დილის პროცედურებით, ჩაცმით და საუზმობით დაიწყო. შავი კლასიკური შარვალი, ლურჯი ბრეტელებიანი მაისური,შავი პიჯაკი და შავი მაღლები მოვირგე. უბრალო ტუჩსაცხი გადავისვი,სუნამო დავისხი,თმა უბრალოდ გავიშალე და ვსიო მზად ვარ. ჩანთა ავიღე,მძღოლს მესიჯი მივწერე. მის მოსვლამდე ცხელი ყავა დავლიე,ცოტა გამომაფხიზლა კიდეც. მალე მძღოლი მოვიდა და ოფისისკენ აიღო გეზი. _________________________________________ -დილამშვიდობისა,ქალბატონო ნინა- მიესალმა ერთ-ერთი თანამშრომელი. -დილამშვიდობის თათა. კუთვნილ კაბინეტში შევიდა,სადაც ყველაფერი მოწესრიგებულიყო. -ოჰჰ, როგორ ხარ ჩემო პრინცესაა- ამაზრზენად შემოიჭრა კაბინეტში ვატო. -აუუ გამანებე რა თავი,შენ შენთვის,მე ჩემთვის,ახლა კი გაეთრიე ჩემი კაბინეტიდან, გასაგებია პატარა ჭინკავ ?- თითი აუფრიალა წინ. -ოუ,ოუ როგორი ლამაზი ხარ,როცა ბრაზდები- ხელი უეცრად წელზე შემოხვია,ამის სანაცვლოდ კი მწარე სილაც მიიღო. -მეორედ,მეორედ აღარ გაბედო გასაგებია ? მხოლოდ ახლა გაპატიებ,ისიც საცოდავი მამაშენის გამო,ასეთი უზრდელი და თავხედი შვილი რომ ჰყავს. ახლა კი გაეთრიე- კარები გამოაღო და მთელი ძალით უყვიროდა. ვატო გავიდა და ბაგრატიონი შემოეჭრა მოულოდნელად კაბინეტში. -შენ რაღა გინდა ?- ყვირილისგან დაღლილმა ამოიხვნეშა. -ნინაკა რახდება ? შენი ყვირილი მთელმა კომპანიამ გაიგო, რა მოხდა ? რამე დაგიშავა ? მაგას მოუ&&ნავ გამზრდელს, თქვი გოგოო- მოთმინებადაკარგული გაგიც ძლივს იკავებდა თავს,რომ რამე არ დაელეწა. -არაფერი,შენი საქმე არაა, ახლა კი გადი თუ შეიძლება , საქმეები მაქვს. -როგორც გინდათ. ბაგრატიონი გავიდა, თავისი ნებით და არა ნინასი, ის მიხვდა,რომ დამშვიდება სჭირდებოდა პატარა ქალბატონს, იცოდა ვატო იყო ნინაკას გაღიზიანების სათავე. -ეეე ბიჭო,მოდი აქ- შემოაბრუნა ვატო და გაცეცხლებული თვალებით შეხედა. -რა არის ? -რადა რა დაუშავე ნინაკას ? ჰა ? -აუ მაგარი გოგოა ბიჭო, მეთქი ავაგდებთქო რა ,თან მაგისი ძმაც აქ არაა,ხელი წელზე შემოვხვიე და არ გამარტყა ბიჭო მაგ ბოზმა- დაასრულა თუ არა სიტყვა,მაშინვე მიიღო მუშტი სიფათში. ბაგრატიონმა ვატო სულ დაასისხლიანა,ბოლოს კი დაცვამ ძლივს გამოწიწკნა ხელიდან ვატო გაგის. მე ვერ ვიმუშავებ ვატოსთან ერთად, რაღაც უნდა მოვუხერხო, ის 5% არ ეკუთვნის, მხოლოდ ერთადერთი გამოსავალია ნანკა,ჰოო ნანკა, განათლება აქვს,თან აქ მუშაობაც უნდოდა,ნუ მის ძერსკულობასაც როგორმე ავიტანთ, მოკლედ ისე მივიყვან საქმეს ,ნანკას გადაეცემა ვატოს წილი. აუცილებლად,ახლავე ბაგრატიონის გარეშე ვერაფერს ვიზავ, როგორ არ მინდა დავუძახო,მაგრამ მომიწევს. ლენა გამოვიძახე,ამლე მანაც შემოაბიჯა ჩემს კაბინეტში. -დიახ,ქალბატონო ნინა. -ლენა, გაგი ბაგრატიონს უთხარი შემოვიდეს. -კარგით,ახლავე. მალე ბაგრატიონიც შემოვიდა. ნინამ შეამჩნია წითელი ლაქა მის პერანგზე. -რა მოხდა ? -ვატოს გაგდება მინდა, უფროსწორედ ნანკასთვის მინდა ის წილი, ვატოსთან ერთად ვერ შევძლებ ვიმუშაო,თანაც ვერ ვიტან,ვერ მუშაობს ამავე დროს და მხოლოდ გვარცხვენს. -ხოო ეგ მეც მინდა, მართალია ჩემი დეიდაშვილია,მაგრამ ვერ ვიტან. -რაა ? შენი დეიდაშვილები არიან ნანკა და ვატო ? -ხო არიცოდი ? -არა და მოკლედ,რადგან შენი ნათესავები ყოფილან, უფრო გამოვა ეგ საქმე, მოკლედ ბატონ შალვას უნდა დაველაპარაკოთ. -ხო. მგონი პირველად დავეთანხმეთ ერთამენთს, მაგრამ მაინც მძულს. ვიცი,საშინლად დავიგვიანე ((((( გავაგრძელო ? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.