შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენს გამო


9-08-2016, 15:50
ავტორი ღრუბლები
ნანახია 2 137

გაზაფხულის სუსხიანი საღამო იყო...
ვერცხლისფერი მთვარე მედიდურად დაჰყურებდა ქალაქს...მეგონა ვერავინ ამჩნევდა პატარა ბურთულას და თანაგრძნობით ვუმზერდი მას.
წვიმის წვეთები მანქანის მინებს ეხეთქებოდნენ,შემოსვლას ლამობდნენ მაგრამ უღონოდ ეცემოდნენ.საოცარი სურნელი ფანჯრებს მიღმა მაინც აღწევდა და რაღაც ზღაპრულს ქმნიდა ჩემს გარშემო...
დაღლილი ხელები ძლივს მართავდნენ საჭეს,რადიოდან გამოსული სევდიანი ბგერები ჩემს თვალწინ ტრიალებდნენ....გარშემო ამ პატარა სივრცეში ჩემი სამყარი შევქმენი..მხოლოდ სიმშვიდე იყო...
ტელეფონი განათდა და რამოდენიმე წამში საშინელი ხმაურით დაიმსხვრა ირგვლივ ყველაფერი..''არა'' ''არა'' ჩემი სული საშინლად აფორიაქდა, ვცდილობდი და ვეპოტინებოდი სამყაროს რომელიც რამოდენიმე წუთში შევქმენი...
მაგრამ უკვე გამქრალიყო....სხვა გზა არ მქონდა , ტელეფონი ყურთან მივიტანე
-ლაშა სად ხარ?-ანას წკრიალა ხმა ძლივს მესმოდა ხმაურში
-5 წუთში მანდ ვარ-ჩემი ბოხი ხმა 2 საათიანი დუმილის შემდეგ საშინლად დაძველებულიყო.
-მანდ რა ხმაურია?-
-მალე მოდი-გაიცინა და გამითიშა.
-ესღა მაკლდა საშინლად დაღლილი ქალაქიდან წამოვედი დასასვენებლად და...-როცა შევნიშმე რომ ჩემს თავს ველაპარაკებოდი გავჩუმდი.
რადიო ჩავრთე და ბგერებმა ისევ ჩემს გარშემო დაიწყეს ტრიალი...
მანქანიდან გადმოვედი.ღრმად ჩავისუნთქე ცივი ჰაერი.ლიმონისა და ჟასმინის საოცარმა სურნელმა თაბრო დამახვია.უზარმაზარ ხის კარბთან გავჩერდი და რაც ძალა და ღონე მქონდა დავაბრახუნე.მინდოდა ბრაზი ასე მაინც მომეშორებინა მაგრამ ის ერთგული მეგობარივით დარჩა ჩემს გულში.
-ასე რატომ აბრახუნებ?-კარები ანამ გამიღო
-დიდხანს ვაკაკუნებდი მაგრამ...-აღარ გამიგრძელებია საუბარი.ჩავეხუტე ცეცხლისფერ კულულებს ვეფერებოდი..
-ძალიან მომენატრე-
-მხოლოდ ერთი კვირა არ გინახვივარ-ვუთხარი და თავი ჩაღუნა მოკლე კრემისფერ კაბას იწევდა.
-ძალიან მოკლეა,იქნებ გამოიცვალო?-
-აქ არაფერი მაქვს სხვა,არაუშავს,წამოდი-ხელი მომკიდა და დედაჩემთან მიმიყვანა.
მამას და დედას ჩავეხუტე..მართლა ძალიან მომნატრებია მათი სითბო...
-მამა გილოცავ...სულ დამავიწყდა საჩუქარი მანქანაში დამრჩა ეხლავე მოვიტან-
-არ არის საჭირო-მითხრა მაგრამ გასვლა ისე მინდოდა რომ ამ მიზეზს ხელიდან ვერ გავუშვებდი. თვალი ჩავუკარი და განათებული უზარმაზარი ოთახი გავიარე...გარეთ გავედი,ამოვისუნთქე მეამა ცივი ჰაერი.კიბეზე ჩამოვჯექი.ჩემს წინ უზარმაზარ ხეებს მივშტერებოდი.გამახსენდა ბავშვობა და...
-მარიამ-ხეებს შორის ჩრდილი დავინახე.სწრაფად მივირინე.
-ვიცი რომ აქ ხარ-გული სიხარულით ამევსო-გამოდი ნუ იმალები-ხეს მოშორდა,ჩემს წინ იდგა და იცინოდა.
-არ ჩამეხუტები?-ხელები გავშალე
-არა-
-კარგი რა.რამდენი ხანია არ მინახიხარ.თან შენ რომ გიყვარს ის შოკოლადები ჩამოგიტანე.-მასთან ახლოს მივედი და თმაზე ფრთხილად მოვეფერე...ჩემი უხეში ხელებით მის წარბებს ვეხებოდი.ვაკვირდებოდი თითქოს მეშინოდა მისი...წამით ვინანე რინ შევეხე.
-მართლა?-თვალები გაუბრწყინდა მაგრამ სიჯიუტემ სძლია და უხეშად მითხრა
-არ მინდა-
-ჯიუტი ხარ-გაბრაზებულმა ვუყვირე ენა გამომიყო და წავიდა.
-მარიამ სიბნელეა,წაიქცევი-არ მისმენდა,მაინც აგრძელებდა გზას.გრძელ ლურჯ კაბას იწევდა და აქეთ-იქით აფრიალებდა.მანქანისკენ წავედი და საშინელი ბრახუნი გავიგე.მასთან მივირბინე.
-რა გჭირს?-
-ფეხი მტკივა-დავიხარე ფეხზე მოვკიდე ხელი ვუსინჯავდი..წარბებ შორის პატარა ხაზი გაუჩნდა.სიბნელეშიც კი ვხედავდი თოვლივით თეთრი ლოყები როგორ აუწითლდა.გრძელი შავი თმა მხრებზე ჩამოეშალა.მის გახშირებულ სუნთქვას ვგრძნობდი...
-არ მინდა,წადი-ფეხი მკრა და კოჭლობით წავიდა.გაკვირვებული ვუყურებდი ისევ დაჩოქილი და ვერ მოვდიოდი აზრზე.
-ის ხომ ბავშვია-ჩუმად ჩავილაპარაკე თითქოს და ჩემს თავს დავცინე.ავდექი და ცარიელი ქუჩა გადავკვეთე ჩაფიქრებულმა. სახლში ჩუმად შევედი.ყველაფერი გადამავიწყდა.ოთახში სწრაფად ავედი და საწოლზე წამოვწექი.გაკვირვებული ვერ ვბედავდი კითხვები დამესვა ჩემი თავისთვის.



№1 სტუმარი სტუმარი ნესტანი

კარგია მომეწონა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent