შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიჯაჭვული (VIII თავი)


7-08-2016, 22:17
ავტორი ბაბუაწვერა
ნანახია 1 991

დრო ყველაფრის მკურნალიაო ამბობენ, მაგრამ სალომეს და შალვას შემთხვევაში ასე არ აღმოჩნდა. ნათიას დაკარგვით გამოწვეული ტკივილი მხოლოდ შემსუბუქდა, მაგრამ მას ვერანაირი ძალა ვერ გააქრობდა. ვერ წაშლიდა მათი საყვარელი ცოლის და დედის ხსოვნას. ახლაც ორივე ნანუსთან და ნატალიასთან ერთად ნათიას საფლავთან იდგა ყვავილებით ხელში და მისი გარდაცვალებიდან 11 წლის შემდეგაც კი თითქმის იგივე ტკივილს განიცდიდა, რასაც პირველ დღეებში. ამ ყოველივეს კი მათი განუყრელი ნაცრისფერი დღე თან სდევდა. უხმოდ დააწყვეს ყვავილები საფლავზე, თუმცა კარგა ხნის შემდეგაც კი იქიდან წამოსვლასა და ამ ადგილის დასატოვებლად ინიციატივის გამოჩენას ვერავინ ვერ ბედავდა. პირველმა ნატალიამ გაბედა არსებული სიჩუმე დაერღვია და წასვლის დრო შეახსენა იქ მყოფთ. პირველი ნანუ წავიდა, შემდეგ შალვა. სალომე კი ადგილიდან არ იძვროდა. კარგა ხანს იდგა და საფლავის ქვიდან მომღმარ ნათიას შესცქეროდა. ჯერ ერთი ცრემლი ჩამოუგორდა, შემდეგ მეორე და ბოლოს წვიმასავით წამოვიდნენ. ახლა უკვე მთელი ხმით ქვითინებდა და იხსენებდა საყვარელ ბავშვობას, მისტოროდა დედას, მისტიროდა განადგურებულ მამას, მისტროდა თავის დაკარგულ 10 წელს და იმ სითბოს, რომელიც ესე აკლდა. ახლა უკვე იცოდა, რომ ჰყავდა ის ადამიანები გვერდით რომელთა ნდობაც შეიძლებოდა, იცოდა რომ მარტო არ იყო, აღარ განიცდიდა იმ დამცირებას და მიუსაფრობას, რაც პასნიონატის წლებმა მოუტანა. აღარ გრძნობდა საშინელ სისუსტეს, რომლის განცდაც ყველგან თან დაჰყვებოდა, თუმცა ისიც იცოდა, რომ ძლიერიც არ იყო. მის სიძლიერეს ის ადამიანები ავსებდა, რომლებიც გვერდით არ ჰყავდა. საყვერელი დედა და ლაშა. „ოხ, კიდევ ეს ლაშა, რითი მოვახერხო, რომ სამუდამოდ ამოგიგდო თავიდან. თუმცა ალბათ იმ სიმშვიდის განცდას ვერასოდეს გავაქრობ რაც შენმა გამოჩენამ შემოიტანა ჩემს ცხოვრებაში“ ფიქრებში გართულს უკვე ცრემლები შეშრობოდა, თუმცა მაინც სველდებოდა. ეს უკვე წვიმა იყო და მალე ნანუს ხმაც მოესმა, რომელიც მანქანასთან იდგა და სალომეს მოუწოდებდა, რომ სწრაფად მოსულიყო, რადგან ყველა მას ელოდა. საყვარელ დედას დაემშვიდობა და მანქანის უკანა სავარძელზე ადგილი დაიკავა ნანუს გვერდით. სახლამდე გზა უსასრულოდ გაიწელა, ამასობაში წვიმამ უფრო იმატა. ფანჯრის მინას იყო მიყრდნობილი და ნელა ჩამომავალ წვიმის წვეთებს თვალს აყოლებდა. ბავშვობიდან მოყოლებული ეს მისი საყვარელი პროცესი იყო. ჯერ ნატალია მიიყვანეს შემდეგ კი თვითონ მივიდნენ სახლში. სალომემ დაღლილობა მოიმიზეზა, სადილზე არ დარჩა და საკუთარ ოთახში შეიკეტა. საწოლზე ვარსკვლავის ფორმაში წამოწვა. ემოციებისგან საოცრად იყო დაღლილი. ვერ წარმოიდგენდა თუ წლების შემდეგ დედამისის საფლავზე მისვლა ასე ემოციური და ტკივილიანი იქნებოდა. ეს გარკვეულწილად ალბათ იმანაც განაპირობა, რომ ქვეცნობიერად საკუთარ თავსაც ადანაშაულებდა ნათიას სიკვდილში. ბავშვობაშიც უამრავ ნათესავს და საკუთარ მამასაც ხომ იგივე აზრი გააჩნდა. ფიქრობდა იმაზე, რა მოხდებოდა თუ მის დასახმარებლად არ წამოვიდოდა. ახლა ხომ ცოცხალი იქნებოდაო. თუმცა ამას გაფიქრებისთანავე წამიერად ამოიგდებდა თავიდან ამ გაუგონარ აზრებს და მის საქციელს იმით ხსნიდა, რომ დედა იყო და შვილის გატაცებას ასე გულგრილად ვერ შეხვდებოდა და მისი გულისთვის თავს გაწირავდა. „ყველა დედა ასე მოიქცეოდა, ეს ჩემი ბრალი არ არის. უნდა შევწყვიტო ამაზე ფიქრი“ ემბრიონის ფორმაში მოიკუნტა და მალევე ჩაეძინა. საღამოს კარზე კაკუნმა გამოაძვიძა. ნანუ იყო და უთხრა რომ ვიღაც ბიჭი მის ნახვას ითხოვდა, თან ისიც აღნიშნა, რომ მოტოთი იყო. სალომეს საოცრად გაუხარდა, გული აუჩქარდა და სახე გაებადრა. „ნამდვილად ლაშაა“ გაიფიქრა და ახალგაღვიძებული, თმაარეული, სწრაფი ნაბიჯით დაეშვა კიბეებზე. თუმცა კარის ზღურბლთან მისულს იმედები გაუცრუვდა, რომდესაც ლაშას მაგივრად ვიღაც უცნობი ბიჭი დაინახა ანერვიულებული სახით.
-შენ სალომე ხარ ხომ?-იკითხა უცნობმა და უნდობლად შეათვალიერა გოგონა.
-დიახ, რამე მოხდა? - იკითხა გაკვირებულმა.
-მე ლაშას ძველი მეგობარი ვარ. ლაშა ავარიაში მოყვა. უნდა წამოხვიდე!
სალომეს ფერი დაეკარგა. კარის სახელურს ხელი მოკიდა, რომ არ წაქცეულიყო.
-როგორ არის? -იკითხა აკანკალებული ხმით.
-ცუდად! დიდხანს გელოდო თუ ინებებ წამოსვლას?!
-კი, კი, ეხლავე მოვდივარ. იქვე ჩამოკიდებულ ქურთუკს დაავლო ხელი და გარეთ გავარდა. მოტოზე მოხერხებულად მოთავსდა და უცნობთან ერთად საავადმყოფოს გზას დაადგა. საავადმყოფოს დერეფანში რასაც ჰქვია შევარდა და არ მიუქცევია ყურედღება რამოდენიმე გაკვირვებული თვალისათვის, რომელიც იქცვე პალატის კართან განადგურებული სახეებით ისხდნენ.
-როგორ არის ლაშა?! - ჰკითხა პალატიდან გამომავალ ექთანს და ამასობაში მის უკან იქ მსხდომ უცნობთა წრეც შემოიკრიბა.
-საბედნიეროდ სერიოზული არაფერია. გადავრჩით. ცოტა ხანში გონზე მოვა და მისი მონახულებაც შეგეძლებათ. ახლა კი გთხოვთ გამატაროთ, მეჩქარება. - ღიმილიანი სახით დაემშვიდობა მორიგ სასწაულად გადარჩენილი პაციენტის ახლობლებს და საკუთარ საქმეს დაუბრუნდა. ძალაგამოცლილი სალომე კი იქვე სკამზე ჩამოჯდა. მთელი გზა ინსტინქტურად მიჰყვებოდა უცნობს, მხოლოდ ახლა გაიაზრა, რომ ლაშას დაკარგვის საფრთხე უკვე ჩავლილი იყო. ან რა ეშველებოდა მის გარეშე?! თითქოს მისგან შორს ყოფნით დავიწყებას და მისი თავიდან ამოგდებას ცდილობდა, თუმცა გულის სიღრმეში თავადაც ხვდებოდა, რომ ეს ყველაფერი ამაო იყო. მას, ვინც მის გულსა და გონებაში წარუშლელი კვალი დატოვა, ვერ წაშლიდა, ვერ დაივიწყებდა; იმის ცოდნა კი, რომ ის უბრალოდ აღარ არსებობდა, სამუდამოდ გაანადგურებდა. ორმაგი დარტყმა კი ის იქნებოდა, რომ ორ ძვირფას ადამიანს ერთსა და იმავე დღეს დაკარგავდა. არა, ასე ვერ მოექცეოდა ვერც ლაშასა და ვერც საკუთრ თავს. ოღონდ ლაშა კარგად ყოფილიყო და ყველაფერს დაივიწყებდა. გონებიდან ამოშლიდა წარსულს და მასთან ერთად ახალი ცხოვრების დაწყებას ეცდებოდა.
კარგა ხანს ამჩნევდა იქ მყოფთა მზერას , თუმცა ხმა ჯერ არავის ამოუღია. მის წინ ერთი ქალი და ორი მამაკაცი იჯდა. ერთ-ერთ მათგანს კი საკმაოდ ნაცნობი და უსიამოვნო სახე ჰქონდა, თუმცა სალომეს გადაღლილ გონებას იმაზე ფიქრის თავი არ ჰქონდა, თუ სად შეხვედროდა ამ უცნაურ კაცს, რომელიც ასე დაჟინებით და გაბოროტებით უყურებდა.
-შენი ბრალია. - უცნაურმა კაცმა უცებ ამოიღო ხმა. - ერისთავებმა ერთი შვილი უკვე წამართვით და ახლა მეორის წართმევაც გინდათ.
აი აქ კი უცებ გაუნათდა გონება და მიხვდა ამდენი ზიზღის მიზეზს უცნობი კაცის თვალებიდან რომ მოდიოდა და საოცრად თრგუნავდა. ის იყო, ის, ვინც დედამისი შეიწირა, ვინც 11 წელი ობლობისთვის გასწირა და მათი ოჯახი გაანადგურა. ლაშას მამა იყო, მისი ლაშას. მიუხედავად იმისა, რომ სათქმელი ბევრი ჰქონდა ამ საძულველი პიროვნების მიმართ, ხმა ვერ ამოიღო შოკისგან. გარდა ამისა ლაშას გამოც გაჩუმება არჩია. კაცი მის გვერდით მყოფებმა დაამშვიდეს. სალომეს კი იმ ბიჭმა, რომელმაც აქ მოიყვანა, ხელი მოჰკიდა და დერეფნიდან გაიყვანა. საავადმყოფოს კაფეში ჩაიდნენ და ადგილები დაიკავეს ერთმანეთის პირისპირ.
-გაცნობის საშუალება არ მოგვეცა. მე ნიკა ვარ. - და ხელი გაუწოდა.
-სასიამოვნოა, სალომე.- მანაც იგივე მოქმედება გაიმეორა და ხელი ჩამოართვა. -გმადლობ რომ ლაშას ამბავი შემატყობინე და მომიყვანე.
-სამადლობელო არაფერია. ვიცი ლაშასთვის რა მნიშვნელოვანი ხარ, ამიტომ აქ უნდა ყოფილიყავი.
-ეს თვითონ გითხრა? - გოგონას ცრემლები მოადგა.
-კი, ხომ გითხარი ლაშას ყოფილი მეგობარი ვარ თქო.
-და რატომ ყოფილი?
-იმიტომ რომ დიდი ხანია დაგვივიწყა ყველანი და მხოლოდ ახლახანს გამოჩნდა, როცა ძალიან უჭირდა. შენს გამო გაუჭირდა. ვერ მოინელა ის ფაქტი, რომ სამუდამოდ დაგკარგა. ამიტომ სმა დაიწყო. ძველ საქმიანობასაც დაუბრუნდა.
-მითხარი როგორ მოხდა.
-რბოლებში დიდი ხანია არ მიუღია მონაწილეობა. იმ უბედური შემთხვევის მერე. ალბათ გეცოდინება.
-არ ვიცი. შეგიძლია შენ მომიყვე.
-კარგი, ამას თავად ლაშა გადაწყვეტს რისი თქმა არის საჭირო და რისი არა. მე მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ავტობანზე მივდიოდით და უცებ გადავწყვიტეთ რბოლა მოგვეწყო. ლაშა პირველი გაიჭრა, გვიგებდა, თუმცა ამ ყველაფერს გადაჩვეულმა მოტო ვეღარ დაიმორჩილა. ტრაილერს შეეჯახა.
სალომეს თავი ხელებში ჰქონდა ჩარგული და წამოსულ ცრემლებს არ იმჩნევდა.
-ოღონდ კარგად იყოს და საერთოდ აღარ ვაწყენინებ. არასდროს მივატოვებ. - ამოიბლუკუნა ბავშვურად და მიუხედავად იმისა, რომ დამალვას ცდილობდა, გაბზარულმა ხმამ მაინც გაყიდა.
-კარგი, დამშვიდდი. ლაშა ძლიერია და კარგად იქნება, ხომ ნახე ექთანმაც რა თქვა. დროა ავიდეთ შეიძლება უკვე გამოფხიზლდა კიდეც.
-კარგი, მართალი ხარ. წავიდეთ. - სალომემ ყავის უკანასკნელი ყლუპიც მოსვა და ფეხზე წამოიმართა. კაფე სასწრაფოდ დატოვეს და დერეფანში დაბრუნდნენ. პაციენტს უკვე გაეღვიძა და სალომეს ნახვას ითხოვდა.



№1  offline წევრი isterichka123

კაია გააგრძელე

 


№2 სტუმარი Ketis

Vaa ra sainteresoa da dz gavbrazdi kidev am gogos ro gaujedes sheni braliao smdros tavianti codvebis gamo sikvarulic ki dashlilia da amaze arc pikrobenvda arc upikrit ro tviton mamam daangria kvelaperi

 


№3  offline წევრი Ana Imnadze

საშინელი სიტუაციაა :/

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent