ჩემი პრინცესა დაგარქვი (თავი მეხუთე )
კახეთში რამოდენიმე დღე კიდევ დავრჩით. გიორგი დიდად არ მაწუხებდა, თვალში არ მეჩხირებოდა. ცდილობდა წყნარად და სათუთად მომქცეოდა, ამან შედეგიც გამოიღო. აქამდე თუ მისთვის შეხედვისაც კი მრცხვენოდა ახლა ველაპარაკებოდი კიდეც. ვიცი ზოგისათვის ეს არაა დიდი შეღავათი მაგრამ ჩემთვის ზედმეტად დიდი სიახლოვეც კი იყო სამი დღის გაცნობილ ბიჭთან რომელსაც ჩემი მეუღლე ერქვა. -გვანცი -შორიდან მომესმა ძახილი და მაშინვე მივხვდი რომ გიო იყო. "გვანცი" ასე მხოლოდ ის მეძახის. რამოდენიმე წამში ჩემთან მოირბინა ჩამეხუტა და თან თავზე მაკოცა. - გვანცი ხვალ წავიდეთ თბილისში არ გინდა? - ისე მკითხა თითქოს აქ წამოსვლა ჩემი ნება იყო.მხრები ავიჩეჩე და მომლოდინე თვალები მივანათე.- კაი მაინ. მმმმ.... წავიდეთ ხვალ ჩემი მშობლები გველოდებიან, თან შენებთანაც უნდა მივიდეთ. - ეხლაც თბილი ღიმილით გამიღიმა და უფრო ძლიერად მომხვია ხელები. შემდეგ "ჩემიანად" ჩაჯდა სავარელში და მეც მის კალთაში აღმოვნდი. არ ვიცი ეს რამდენად ნორმალურია მაგრამ ხელები მეც შემოვხვიე და გულზე მივეხუტე. მისი გულის ცემა კარგად მესმოდა და ვხვდებოდი თუ რამდენად სწრაფად ცემდა. მე კი მისი სურნელით თავბრუდახვეული გავინაბე და თვალები მივლულე. არ ვიცი რამდენხანს ვიყავით ასე მაგრამ ეს ყველაფერი ჩემთვის და გიორგისთვის ძალიან სასიამოვნო იყო. ჩვენი იდილია კლარას ძახილმა დაარღვია. -ბავშვებო, მოდით საჭმელი მზადაა. - მინდოდა მივხმარებოდი კლარა ბებოს მაგრამ როდესაც სამზარეულოსკენ წავედი გიორგიმ მკაცრად მითხრა "მე ცოლი მინდოდა და არა მოსამსახურე"-ო და არ გამიშვა. -მოვდივართ ბებო..- კლარას გასძახა და ყელში მაკოცა. გამაკანკალა არ ვიყავი ასეთ ქცევებს მიჩვეული. შემრცხვა... გიომ თავი ამაწევინა თვალებში ჩამხედა და ტუჩემზე დამეწაფა. ცოტა ხანს მკოცნიდა შედეგ მოსწყდა ჩემს ბავეებს და ისევ მიმიხუტა. - მიყვარხარ გვანცი. ჩემი სუნთქვა ხარ პატარავ.- თმებზე მეფერებოდა კლარამ მეორედ რომ დაგვიძახა. ჩვენც მეტი გზა არ გვქონდა და სამზარეულოში შევედით. - კარგი რაა ბებო რა - ბუზღუნი დაიწყო გიომ და აშკარად გაკვირვებულ კლარას შეხედა რომელიც აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს რამე ხომ არ გავაფუჭეო.- უფ ერთხელ არ მაცადო ჩემ ცოლთან ყოფნა რააა. - უი შე მაიმუნო, მეც არ ვთქვი რამე დავაშავე-მეთქი. - სულ ერთიას ხმით ჩაილაპარაკა კლარამ და ხელი ჩაიქნია შენ არაფერი გეშველებაო" - კარგი ხო მიპატიებია. -ოხ გიო გიო შენ ისევ ისეთი ხარ ბებო. -კლარა მიეფერა შვილიშვილს და ლოყაზე აკოცა. - ახლა ჭამეთ თორემ საჭმელი გაცივდება. ჭამის შემდეგ საუბარი გიომ წამოიწყო. -ბებო, ხვალ თბილისში ვბრუნდებით. -ასე მალე ბებო? - ნაღვლიანად ჩაილაპარაკა კლარამ- იქნებ ცოტაც მოგეცადათ? რა გეჩქარებათ? -ვერა ბებო, არ შეგვიძლია. ოთხ დღეში შვებულება მიმთავრდება თან გვანცასაც გამოცდები აქვ და უნა მოემზადოს. -კარგით რა გაეწყობა. -ამოისლუკუნა კლარამ და რემლები გადმოსცვივდა. გიო მოეია და ძლივს დააწყნარა. როგორ მომწონს ეს ქალი , ლამაზი, კეთილი, საყვარელი , თბილი და კულტურული. -გვანცი, წადი ბარგი ჩაალაგე უკვე გვიანაა ხვალ დილით ადრე მოგვიწევს წასვლა. მეც მის ნათქვამს დავემორჩილე და მაღლა ავედი ბარგის ჩასალაგებლად. ალბათ გაინტერესებთ რა მქონდა ჩასალაგებელი მე ხომ მომიტაცეს და არანაირი ბარგი თან არ მქონია. აქ რომ მომიყვანა მთელი ტანსაცმლის კარადა სავსე იყო ახლთახალი კაბებით, წედებით, ქვედაბოლოებით შემოსაცმელებით და ყველა იმ საჭირო ნივთებით რაც შეიძლება ადამიან დასჭირდეს. მხოლოდ ერთი შეცდომა იყო, მე შარვლებს და შორტებს არ ვიცვამ აქ კი ისინიც აუარება იყო. მგონი მთელი მაღაზია ჩვენს კარადაში იყო მოქცეული. როგორც იქნა ჩავალაგე სულ ორი ჩემოდანი გამოვიდა ნუ ცოტა კი აქ დავტოვე. საღამოს გიომ გასეირნება შემომთავაზა ვინაიდან აქამდე ერთი-ორჯერ ვიყავით გასულები, მეც გახარებული ავედი ზემოთ, ორი სპორტულის მაღლითა ავიღე ერთი ჩემთვის მეორე გიოსთვის და დაბლა ჩავედი.ღიმილით მიყურებდა როცა მაღლითა მივაწოდე ალბათ ესიამოვნა რომ მასზეც ვიფიქრე. შეიძლება არ მიყვარს მაგრამ ის ჩემი ქმარია და მე მისი ცოლი. გარეთ ხელჩაჭიდებულები გავედით. თავის გრძელ და თლილ თითებში ჩემი ხელის მტევანი ჰქონდა მოქცეული და ისე მივუყვებოდით გზას. საღამოობით როდესაც გამოვდიოდით სულ ერთ გზაზე მივდიოდით მაგრამ ეხლა სხვაგან მივყავდი. -გვანცი - უცებ შემობრუნდა ჩემსკენ და თვალებში ჩამხედა. -რასგრძნობ ჩემს მიმართ? -ამ კითხვას არ მოველოდი ნამდვილად. ძალიან დავიბენი. დიდი ხნის დუმილის შემდეგ ვუთხარი რასაც მართლა დიდი დოზით ვგრძნობდი. -დიდ ნდობას და პატივისცემას. -მეტ არაფერს? -თვალები ჩაუქრა და ისე მკითხა. -არ ვიცი მე... მე მართლა არ ვიცი. -უცებ ტირილი მივარდება და თავს დაბლა ვხრი. -გვანცი გვანცი ნუ ტირი საყვარელო. მე მაგიტომ არ მიკითხავს.-იქვე მდგარ დიდ ქვაზე ჩამოჯდა ,თავისკენ მიმიზიდა, კალთაში ჩამისვა, ჩამეხუტა და ჩემს დამშვიდებას შეუდგა. -წამოდი აღაც უნდა გაჩვენო - როგორც კი ჩემი დაწყნარება შეძლო ფეხზე წამომაყენა და გზა გავაგრძელეთ რამოდენიმე წუთის შემდეგ ულამაზეს ადგილას მიმიყვანა. - გიო ეს..ეს ძალიან ლამაზია.- ემოციებს ვერ ვმალავდი მე. - მიხარია თუ მოგეწონა. - უკნიდან მომეხვია და თავი ჩემს კისერში ჩარგო. დიდხანს ვიდექით ასე. რაც არუნდა გასაკვირი იყოს ეს ჩემთვისაც სასიამოვნო იყო. მომწონდა რომ ვუყვარდი. არ ვიცი ეს რა არის უბრალოდ მიხაროდა რომ მას ვუყვარდი და ჩემზე ზრუნავდა. ......... ვინაიდან გუშინ სახლში გვიან დავბრუნდით და გვიან დავიძინე დილით გიომ გამაღვიძა. არა მიკვირს მან როგორ შეძლო ასე მალე ადგომა. -ადექი გვანც დაგვაგვიანდება. ადექი რა ჩემო ძილისგუდავ. -აუ ცოტა ხანს რაა, ძალიან გთხოვ. -ადექი თორემ საჭმლის გარეშე დარჩები. - ღიმილშეპარული ხმით მითხრა. ნეტა რა ნახა სასაცილო? -კარგი ხოოო ვდგები - ხელი ავუქნიე თითქოს აბეზარი ბუზის მოშორება მინდოდა და საბანი გადავიძრე. უფს აქ უკვე ჩემმა გონებამ გაიაზრა თუ როგორ ფორმაში ვიყავი და ხელის.უხეში მოძრაობით ისევ შემოვიხვიე საბანი და ბორცხვად ავხედე. ჩემს მზერაზე ალბათ მიხვდა რასაც ვფიქრობდი. მკერდზე აფარებული ნაჭერი ნაზად მომაშორა და ისევ გულზე მიმიკრა.ოო არ ვიცი რას მიშვრება ამ ბიჭის ჩახუტება, თან ასეთი სიხშირით. ეს არ გავს იმ ჩახუტებას როგორც დაჩი მეხუტებოდა არც დათუნას ჩახუტებას ეს სულ სხვა გრძნობაა თითქოს მის ნაცვლად მისი გული მეუბნება რომ ვუყვარვარ, თითქოს ამ "უბრალო" ჩახუტებით მის სითბოს მინაწილებს, მაგრძნობინებს რომ მასთან ვარ, მისი ვარ... იმედი მაქვს კომენტარებს არ დაიშურებთ. პ.ს. ვისარგებლებ ამ მომენტით და ჩემს მეგობარ მარიამს ვეტყვი რომ მიუხედავად ბევრი ჩხუბის მაინც ძალიან ძაალიან მიყვარს. მარ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.