შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი პრინცესა დაგარქვი (თავი მეექვსე)


10-08-2016, 22:09
ავტორი kaxelii
ნანახია 3 168

სწრაფად მოვემზადე და უცებ ჩავირბინე კიბეები. გიორგის ჩემოდნები უკვე მანქანაში ჩაეწყო და მელოდა.
-არ გშია გვანც?
-არა გიო არ მინდა არაფერი. -მართლა არაფერი მინდოდა ძილის გარდა.
-კარგი მაშინ გამოვა კლარა და წავიდეთ.
მალევე ბებოც მოვიდა. თბილი, ნაღვილიანი თვალებით შემოგვხედა და გაგვიღიმა.
- ბავშვებო აი ეს ხაჭაპურები გამოვაცხე და წაიღეთ. გზაში მოგშივდებათ. - კონტეინერი გამომიწოდა და ისევ სამზარეულოში შებრუნდა. - კიდევ რაღაცეები ჩავალაგე და წაიღეთ.- ცოტახანში ჩუმად დააყოლა- მე ხომ ვიცი კარგახანს აღარ ჩამოხვალთ.

..........
დამშვიდობების სიტუაცია იყო საშინელება. რთული იყო გეყურებინა ატირებული კლარა ბებოს თვალებესთვის ემოციების გარეშე. გული მტკიოდა მისი დატოვება რომ გვიწევდა. დიდი სიამოვნებით დავრჩებოდი მთელი ცხოვრება მასთან.
გზაში გიომ ერთ ლამაზ ადგილას გააჩერა მანქანა და ცოტა ხანს შევისვენეთ. შემდეგ ისევ განვაგრძეთ გზა. ჩემდა გასაკვირად გზაზე არ ჩამძინებია რაც იშვიათია როდესაც კარგად არ ვარ გამოძინებული.
როგორ იქნა ჩავაღწიეთ "ჩვენს" სახლში. ძალიან ლამაზი იყო გარედან. ფათალოში ჩაფლული ორსართულიანი სახლი. ეზოშიც უამრავი ლამაზი ყვავილი იდგა და სასიამოვნო სურნელი. ერთი რამ რაც ამ სილამაზეს არვევდა სახლიდან გამოსული ხმები იყო.
- თორნიკეე გაჩერდიი თორემ მოგხვდებაა - აშკარად გამწარებული ქალის ხმა იყო, რომელიც ბოლო ხმაზე გაკიოდა. - გაჩერდიი-მეთქიი-ბოლო სიტყვა იმხელა ხმაზე დაიყვირა უკვე ბევრ საშინელ სიტუაციას განვიხილავდი. ნეტავ ვინ იყო ეს ქალი ან თორნიკე?
ამ ხმის გაგონებაზე გიომ სიცილი დაიწყო. ისე იცინოდა ცოტაც და მოსაბრუნებელი გამიხდებოდა.
-გიორგი რა გაცინებს? -გულრწფელად გაკვირვებულმა ვკითხე და კითხვისნიშნის სახით მივაშტერდი პასუხის მოლოდონში.
- წამო და გაიგებ. შევიდეთ. - ჯიბიდან გასაღები ამოიღო და სახლის კარს მოარგო. კარი შეხსნა და მეტად საინტერესო სცენა გადაიშალა ჩვენს წინ- როგორ დასდევდა ფქვილში ამოვლებულ ბავშვს სავარაუდოდ დედა რომელიც არანაკლებ მდგომარეობაში იყო და როგორ კვდებოდა სიცით მაღალი შავგვრემანი ბიჭი. "ნეტა ესენი ვინ არიან?" ვფიქრობდი და ვუყურებდი ამ სანახაობას სანამ არ შეგვამჩნიეს.
-აჰჰ მობრძანდით. -ფქვილიანი ხელების ფერთხვა დაიწყო ოციოდე წლის გოგომ და ანგელოზის სახე შემოგვანათა. დავიჯერო ეს ყვიროდა წეღან? -სალამი გიო. - ხელი აუწია გიორგის და ახლა მე მომიბრუნდა. - გვანცა ხო? - თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე - მე ლიკა ვარ, გიოს ძმის ცოლი. ეს სანდროა ჩემი ქმარი ეს კი თორნიკე- ჯერ დიდ შავგვრემან მამაკაცზე მიმითითა შემდეგ მის პატარა ანალოგზე.
- სასიამოვნოა - ხელი ჩამომართვა სანდრომ, ლიკა გადამეხვია ხოლო პატარა თორნიკემ ჯერ შემათვალიერა შემდეგ გაიცინა და "ეხლა მაინც მეთამაშება ვინმეო"
მიმა სიტყვებმა ყველა გაგვამხიარულა. ძალიან საყვარელი იყო.
- ვაიმეეე - უცებ განწირულმა დაიყვირა ლიკამ და მეორე ოთახში გაუჩინარდა. ორ წუთში იმავე ოთახიდან ლიკა ნაცვლად შავი კვამლი გამოვიდა, მას მალევე თან მოჰყვა ლიკაც სინით ხელში სადაც დანახშირებული პიცა იდო. - მე ხომ ბედი არ მაქვს რაა. არადა რამდენი ვიწვალე. - ცრემლებს იწმენდდა და ხმამაღლა მოთქვამდა.
- კარგი არაუშავრს , ნუ ნერვიულობ - ამხნევებდა მეუღლე მაგრამ ამაოდ.
-ლიკა გინდა მოგეხმარო?- გაუბედავად დავუსვი კითხვა და მის პასუხს დაველოდე.
-შეგიძლია?-თავი დავუქნიე და ფეხზე წამოვდექი.-კარგი იცოდე დახმარებას არ გთხოვდი ძალიან რომ არ მჭირდებოდეს. - თითქოს ეწყინა დახმარება რომ შევთავაზე.
ლიკას დიდი სამზადისი ჰქონდა, ყველაფერი არეული იყო. მთელი სამზარეულო ფქვილში იყო ჩაფლული.
- ლიკა რისთვის ემზადები?- ამდენი მასალა რაში სჭირდებოდა არ ვიცი.
-ოოოო ხვალ დიდი დედა დედამთილის დაბადების დღეა. - სიცილი დაიწყო და მეც ამიყოლია.
- დიდ დედა დედამთილს რა ჰქვია? - მეც სიცილით ვკითხე.
- დედამთილს ნანა ჰქვია, მამამთილს თორნიკე. -უცებ ჩამომირაკრაკა - თუ რამე გაინტერესებს კიდევ მკითხე.
-ლიკა რამდენი წლის ხარ?
-მე? ჰაჰაა... მე ვარ ოცდაექსვის. მოდი ყველაფერს გეტყვი. სანდრო ოცდარვის, ორი შვილი გვყავს თორნიკე და ნინო, ნინო ჯერ ძალიან პატარაა თორნიკე- ოთხის.
-მეორე შვილიც გყავთ?
-აჰააამ - კმაყოფილმა ჩაილაპარაკა.
-აუ რა კარგია- მიყვარს ბავშვები და გამიხარდა რომ ერთი პატარა ოჯახშიც იყო.
- უთხარი გიორგის და თქვენც გეყოლებათ - სერიოზულად მითხრა. გავწითლდიი... გავთეთრდი. ოო როგორ შემრცხვა.
-რა გავაკეთო?- ყურადების გადატანა ვცადე და გაზქურისკენ მივბრუნდი.
-შენ რისი გაკეთებაც იცი და რისთვისაც მასალა გეყოფა. თუ იცი ნამცხვრების გამოცხობა რამე გააკეთე რაა- მუდარით შემომხედა. -მე მეზარება. ძალიან გადავიღალე. ორი პატარა ძალიან რთული მოსავლელია განსაკუთრებით ნინო, არ ვიცი ასეთი ჭირვეული ვის გავს.
-მოგეხმარები ხოლმე, ძალიან მიყვარს ბავშვები მითუმეტეს თოთოები. - გავუღიმე და ხელები გადავიბანე. - მოდი მე გავაკეთებ ჩიტისრძეს და ნაპოლეონს. ქალბატონ ნანას უყვარს ეს ნამცხვრები?
-კიი უყვარს განსაკუთრებით ნაპოლეონი და შუ უყვარს.
-კაია.
ჩიტისრძეს დიდი ხანი არ მოვუნდი, მალევე მოვამზადე, ახლა დაჭრილი ნაპოლეონის კეთება დავიწყე. შუალედებში სალათებს ვაკეთებდი და სულ რაღაც სამ საათში ყველაფერი მოვამზადეთ და დალაგებაც მოვასწარით. ყველაფერი მივალაგეთ და დიდი დედა დედამთილის მოსვლამდე ნინოს ვეთამაშეთ გიო და სანდრო კი ფეხბურთს უყურებდნენ.



№1  offline მოდერი sameone crazy girl

კარგი იყო ვიხალისე კიდეც უბრალოდ პატარა იყო და ის სიტუაცია დავაიგნორე რო ასე უცებ არ უნდა მორგებოდა ყველაფერს და მშვიდად არ უნდა დაფუსფუსებდეს... რაღაც ემოცია მაკლდება არა ზოგადად მხოლოდ ის ემოცია რო ღელავს ამ ყველაფერზე არაბუნებრივია 16 წლის იტაცებს უცხო ბიჭი რჩება მასთან არავინაა ნაცნობი მისი ცოლია და არ ჩანს რას ფიქრობს რას გრძნობს .ბევრი რამ შეიძლება გამოიკვეტოს აქ ...
არ ვიცი სწორად გადმოგეცი თუ არა ჩემი აზრი ..მაპატიე თუ ზედმეტად ვერევი

 


№2  offline აქტიური მკითხველი La-Na

Kargi tavi iyo.momewona
--------------------
ლანა

 


№3  offline წევრი gvanciii kereselidze

Auuu eseee pataraa ratommmaaa cotaa gazarde...I see dzaliannn momewona
--------------------
G.ke

 


№4  offline წევრი isterichka123

შოკიხარ კაია გაგრზმძელე

 


№5 სტუმარი ani

სტუმრებს შეგიძლია უთხრა, რომ შენთვის ოლიმპიადა 4LAVE.GE და აქ მოპოვებული მკითხველის სიყვარულია. ეს ხუმრობით, ისე ძალიან საინტერესოა და ველოდები შემდეგს. წარმატებები.

 


№6 სტუმარი ani

ვიგულისხმე ოლიმპიადის პარალელურად ცოტა მეტი დრო წერას დაუთმე-თქო. ხშირდ ვამოწმებ ხოლმე საიტს როცა შენი და კიდევ რამდენიმე ავტორის ისტორიები დევს. ნარკოტიკია რა. ამიტომ დავწრე ეგრე;-)

 


№7 სტუმარი ani

წარმატებები, შენც და ჩვენ სპორტსმენებსაც;-)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent